გორში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს

გორში, ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალთან ახლოს, ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. დანაშაულში 2 პირი მონაწილეობდა, მათგან ერთი არასრულწლოვანია. მათ ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორს იარაღის მუქარით 600 ლარამდე თანხა წაართვეს და მიიმალნენ.

დამნაშავეები ქარელში იპოვეს. ვინაიდან საქმის ფიგუტანტებიდან ერთი არასრულწლოვანია, პასუხისგებაში მხოლოდ სრულწლოვანი პირი მისცეს. საქმეზე გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი თემები