ფინეთი რუსეთიდან გათხევადებული აირის იმპორტის აკრძალვას გეგმავს

ფინეთი 2025 წლიდან რუსეთიდან გათხევადებული აირის იმპორტის აკრძალვას გეგმავს.

,,არ მინდა რაიმე კონკრეტული თარიღის დაპირება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს ისეთ ვითარებაში აღმოვჩნდებით, როცა აკრძალვა ძალაში შევა”, – განაცხადა გარემოს დაცვის მინისტრმა, კაი მიკიანენმა.

მისივე თქმით, ეს შეიძლება გაკეთდეს ევროკავშირის გაზის ბაზრის ეფექტიანი რეფორმის მეშვეობით, რომელიც ევროკავშირის წევრებმა და ევროპარლამენტმა შეათანხმეს. რეფორმა EU-ს წევრ სახელმწიფოებს საშუალებას აძლევს, უსაფრთხოების მოსაზრებებით აკრძალონ რუსეთისა და ბელარუსის მილსადენებით ბუნებრივი აირისა და გათხევადებული აირის იმპორტი. თუმცა, ამასთან, აკრძალვა შეიძლება დაწესდეს მხოლოდ შეზღუდული დროით, ევროკომისიასთან კონსულტაციების შემდეგ. შესაბამისი დადგენილება ძალაში, სავარაუდოდ, გაზაფხულზე შევა.

ცნობისთვის, რუსეთის გათხევადებული გაზის უდიდესი შემსყიდველები არიან ესპანეთი, საფრანგეთი, ბელგია და ნიდერლანდი. როგორც გარემოს დაცვის მინისტრი მაკიანენი ამბობს, ფინეთი რუსული გათხევადებული გაზის მხოლოდ მცირე მოცულობის იმპორტს ახორციელებს.

მსგავსი თემები