ფარავნის უღელტეხილი-ნინოწმინდის გზის მონაკვეთზე შეზღუდვები დაწესდა

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული მხედველობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ147 (ფარავნის უღელტეხილი-ნინოწმინდა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების თქმით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზეც.

მსგავსი თემები