,,ღაზა მომავალი პალესტინის სახელმწიფოს ნაწილი იქნება” – ბორელი

,,ღაზა მომავალი პალესტინის სახელმწიფოს ნაწილი იქნება”. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი საუბრობს, რომელიც ბეირუთში დღეს ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, აბდალა ბუ ჰაბიბის შეხვდა.

,,ჩვენ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რომ საბოლოო ჯამში ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტა რეალობად იქცეს”, – განაცხადა ბორელმა და აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონულ კონფლიქტს გამარჯვებული არ ეყოლება.

მსგავსი თემები