ქრისტესშობის სადღესასწაულო მსახურება სამების ტაძარში ჩატარდება

ქრისტესშობის სადღესასწაულო მსახურება სამების საპატრიარქო ტაძარში შესრულდება. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

„თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში მსახურება 00:00 საათზე დაიწყება. ქრისტესშობის სადღესასწაულო მსახურებას, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) აღასრულებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი თემები