ხერსონის ოლქზე რუსეთის თავდასხმის შედეგად კიდევ ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

5-6 იანვარს ხერსონის ოლქში რუსეთის თავდასხმის შედეგად ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 5 კი დაშავდა.

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თქმით, მტერმა რეგიონში 112 ჭურვი გაუშვა ნაღმმტყორცნებიდან, არტილერიიდან, ტანკებიდან, უპილოტო საფრენი აპარატებიდან და სხვა საბრძოლო საშუალებებიდან.

რუსი სამხედროების სამიზნეს დასახლებული პუნქტები, საცხოვრებელი კვარტლები და საწარმო წარმოადგენდა.

მსგავსი თემები