ევროკომისიის ანგარიში, სავარაუდოდ, 8 ნოემბერს გასაჯაროვდება

ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი უკვე დაიწყო. სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ირაკლი ღარიბაშვილის და გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის შეხვედრა. დღეს ბრიუსელში ვრცელდება, ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ, 8 ნოემბერს გასაჯაროვდება ევროკომისიის ანგარიში. ევროკომისიას გაწერილი აქვს 12 პრიორიტეტი. იმისთვის, რომ საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე შემდეგი ნაბიჯი გადადგას, სწორედ ამ 12 პუნქტის იმპლემენტაცია იყო დავალებული ევროკომისიის მხრიდან. პასუხისმგებლობა კი ამ ანგარიშზე, სწორედ ოლივერ ვარჰეის დეპარტამენტს აქვს დავალებული.

მეტი...

მაკრონი პალესტინის პრეზიდენტს ხვდება

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რამალაში პალესტინის პრეზიდენტს მაჰმუდ აბასს ხვდება. რამალაში ჩასვლამდე ემანუელ მაკრონმა იერუსალიმში მოლაპარაკებები გამართა ისრაელის პრემიერმინისტრთან, ბენიამინ ნეთანიჰაუსთან და ,,ჰამასის” წინააღმდეგ საერთაშორისო კოალიციის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. მაკრონი ასევე შეხვდა ისრაელის პრეზიდენტს, ისააკ ჰერცოგსა და ოპოზიციის ლიდერ იაირ ლაპიდს.

მეტი...

2023 წელს, გაეროში საქართველოს შესახებ რეზოლუციამ რეკორდული მხარდაჭერა მიიღო – შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის მონაწილეებს: თქვენი სოლიდარობის შედეგად, 2023 წელს, გაეროში საქართველოს შესახებ რეზოლუციამ რეკორდული მხარდაჭერა მიიღო – გთხოვთ, ამ მხარდაჭერის გაგრძელებას. „უმნიშვნელოვანესია თითოეული თქვენგანის ძლიერი ხმა საერთაშორისო სამართლის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად. ამ მხრივ, მადლიერები ვართ, რომ ბევრი თქვენგანის სოლიდარობით, 2023 წელს, გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციამ საქართველოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონიდან, სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეკორდულად დიდი რაოდენობის მხარდამჭერი ხმა მიიღო. გთხოვთ, გააგრძელოთ ეს მხარდაჭერა“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 147-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას. მისივე თქმით, მსოფლიოს სხვადასხვა…

მეტი...

,,ჰამასმა” თელ-ავივის მიმართულებით რაკეტები გაუშვა

ტერორისტულმა ორგანიზაცია ,,ჰამასმა” თელ-ავივის მიმართულებით რაკეტები გაუშვა. განგაშის სირენები ამოქმედდა ცენტრალურ ისრაელში. ამის შესახებ ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურები აცხადებენ. ,,ზოგიერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა თავშესაფრისკენ წასვლის დროს”, – აცხადებენ ისრაელში. შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო და მას ოპერაცია “ალ-აკსას შტორმი” უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია “რკინის ხმლების” დაწყება გამოაცხადა.

მეტი...

,,სოლიდარობა ირაკლი ბებუას!” – პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

,,სოლიდარობა ირაკლი ბებუას!” – საქართველოს პარლამენტთან ირაკლი ბებუას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციაზე, ირაკლი ბებუას ოჯახის წევრები ხელისუფლების მიმართ გზავნილებს გაახმოვანებენ. აქციაზე ბებუას ოჯახის წევრებთან ერთად, სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებიან. ასევე, აქცია გაიმართა ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან და ზუგდიდში, სკეიტ პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე. შეგახსენებთ, რომ ირაკლი ბებუა 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავა დე ფაქტო ხელისუფლებამ. ამავე წლის 8 დეკემბერს მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ბებუას ბრალად სოხუმის დაცემის დღეს ე.წ. აფხაზეთის სახელმწიფო დროშის დაწვა და საბრძოლო მასალის უკანონო ტარება ბრალდება. ბებუა “დროშის” დაწვას აღიარებს, საბრძოლო მასალის…

მეტი...

ახმეტაში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ახმეტა-ალვანის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი ავტომობილი, რომელშიც ექვსი ადამიანი, მათ შორის სამი არასრულწლოვანი იმყოფებოდა, გადაბრუნდა. სამედიცინო დახმარებამ, დაშავებული არასრულწლოვნები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მოზარდებს მოტეხილობები და მუცლის დახურული ტრავმები აღენიშნებათ. ამ წუთებში, შესაბამისი კვლევები მიმდინარეობს. ადგილზე საპატრულო პოლიცია და მაშველები იმყოფებიან.

მეტი...

საქართველო ევროკავშირის ოჯახს მიეკუთვნება და ყველა მხარდაჭერას მიიღებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე – ოლივერ ვარჰეი

კარგი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა. შევაფასეთ 12 ძირითადი პრიორიტეტის შესრულებისთვის საქართველოს ბოლოდროინდელი ძალუსხმევა, რაც აისახება გაფართოების ანგარიშში,- ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელ ,,ტვიტერში” წერს. როგორც ოლივერ ვარჰეი აღნიშნავს, საქართველო ევროკავშირის ოჯახს მიეკუთვნება და ყველა მხარდაჭერას მიიღებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ,,კარგი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა. შევაფასეთ 12 ძირითადი პრიორიტეტის შესრულებისთვის საქართველოს ბოლოდროინდელი ძალუსხმევა, რაც აისახება გაფართოების ანგარიშში. ქვეყნის ძალისხმევა კარგად იქნა მიღებული. საქართველო ევროკავშირის ოჯახს მიეკუთვნება და ყველა მხარდაჭერას მიიღებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე”, – წერს ოლივერ ვარჰეი.

მეტი...

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ოლივერ ვარჰეის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს − ოლივერ ვარჰეის შეხვდა. ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესზე იმსჯელეს. ირაკლი ღარიბაშვილმა ოლივერ ვარჰეის 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. პრემიერ-მინისტრმა ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ 12 პრიორიტეტით გათვალისწინებული რეფორმების შესასრულებლად, საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა სათანადოდ აისახება ევროკომისიის ანგარიშში და ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები…

მეტი...

,,ვინ ბლოკავს ნიკო კვარაცხელიას საქმის გამოძიებას…არ ჩაიფარცხება ნიკოს საქმე არა”- ნიკო კვარაცხელიას დედა

ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს მიმართავს. ნიკო კვარაცხელიას დედას აინტერესებს, ვინ ბლოკავს მისი შვილის მკვლელობის  საქმის გამოძიებას. ,,მთელი ემოციით სულმოუთქმელად მგონი არავის უსმენია თქვენთვის. ვფიქრობდი ახლა მაინც ორ სიტყვას იტყოდით ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე, თაროზე შემოდებულ რვა ტომზე ,მაგრამ ისევ ამაოდ, ვის ვერ ეწინააღმდეგებით , ვინ ბლოკავს ნიკო კვარაცხელიას საქმის გამოძიებას, რატომ აჩენთ კითხვებს, მე დედამ -იზა ომაძემ თუკი რამ ვიცოდი ყველაფერი დეტალურად მოგახსენეთ, თქვენ რაც და ვინც ჩამიდეთ საქმის მასალებში იმ კითხვებს მაინც გაეცით პასუხი , ბატონო ირაკლი!!! მე მეტი არაფერი ვიცი და რაც თქვენ…

მეტი...

ნეთანიაჰუს თქმით,, რომ ისრაელის ბრძოლა ჰამასის წინააღმდეგ “შეიძლება იყოს ხანგრძლივი ომი”

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის ბრძოლა ჰამასის წინააღმდეგ, შესაძლოა, ხანგრძლივი იყოს. ამის შესახებ ნეთანიაჰუმ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, ჰამასი ასევე საფრთხეს უქმნის ევროპას. ,,იმედი მაქვს, რომ ისინი გაითვალისწინებენ ჩვენს გაფრთხილებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას საშინელი შედეგები მოჰყვება”, – განაცხადა ისრაელის პრემიერმა.

მეტი...

რადიკალურ ოპოზიციაში აგონიაა, ქვეყნის შერყევა სურთ, ვერ არყევენ და საბოლოო ჯამში, თავად ირყევიან – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, აგონიაა, რაც რადიკალურ ოპოზიციაში ხდება. მას  კითხვა დაუსვეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე. „აგონიაა იმით, რომ ჯგუფებს, რომელთაც ქვეყნის შერყევა სურთ, ქვეყანას ვერ არყევენ და საბოლოო ჯამში, თავად ირყევიან. ეს არის შედეგი ანტიპატრიოტული  ქცევის. ოპოზიციაში ყალიბდება ანტიქართული კოალიცია, რომელიც შეიძლება, ერთი ან სხვადასხვა ჯგუფით იყოს წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია ის პრინციპი, რაზეც ეს გაერთიანებები იქმნება – ეს არის ანტიქართული კოალიცია, რომლის მიზანია არა ქართველი ხალხის მსახურება, არამედ რაღაც გარედან მოხვეული დღის წესრიგის განხორციელება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მეტი...

მაკრონი ტერორისტულ ჯგუფებთან საბრძოლველად საერთაშორისო კოალიციის შექმნის ინიციატივით გამოდის

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ტერორისტულ ჯგუფებთან საბრძოლველად საერთაშორისო კოალიციის შექმნის ინიციატივით გამოდის. მისი თქმით, ეს, ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლის მოდელის მსგავსი უნდა იყოს, “ტერორისტულ ჯგუფებთან ბრძოლა უმოწყალო უნდა იყოს, თუმცა არა წესების გარეშე”, – განაცხადა მაკრონმა. მან ასევე ხაზი გაუსვა მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების აუცილებლობას.

მეტი...

ქართველ ხალხს არ სურს, საგარეო ურთიერთობებში მას წარმოადგენდეს სალომე ზურაბიშვილი მთავრობის თანხმობის გარეშე – პაპუაშვილი

ქართველ ხალხს არ სურს, საგარეო ურთიერთობებში მას წარმოადგენდეს სალომე ზურაბიშვილი მთავრობის თანხმობის გარეშე და ესა თუ ის „ენჯეო“ , – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. შალვა პაპუაშვილი ნინო ლომჯარიას განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ  მიმდინარეობს ყველაფრის ლუსტრაცია. „ჩვენ გვყავდა ვითომ ზეპარტიული პრეზიდენტი, რომელიც რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგის გამტარებელი აღმოჩნდა. გვყავდა ვითომ ზეპარტიული სახალხო დამცველი, რომელიც რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგის გამტარებელი აღმოჩნდა. ლუსტრაცია მიმდინარეობს და ჩვენი ხალხი ამ ყველაფერს ხედავს, აფასებს. საგარეო პოლიტიკის განხორციელებას ქართველი ხალხის მანდატით უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასაც საქართველოს მთავრობა…

მეტი...

ისრაელის მხარდაჭერა უკრაინის დახმარებაზე არ იმოქმედებს – ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, ისრაელის მხარდაჭერა უკრაინის დახმარებაზე არ იმოქმედებს. ,,ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას ფინანსური და ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ასევე  იარაღით. ისრაელის მხარდაჭერა უკრაინის დახმარებაზე გავლენას არ მოახდენს”, – განაცხადა  გერმანიის კანცლერმა.  

მეტი...

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვიზიტებთან დაკავშირებით რამდენიმე დღეში საჯარო პოზიცია ექნება – ხატია დეკანოიძე

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვიზიტებთან დაკავშირებით რამდენიმე დღეში საჯარო პოზიცია ექნება, – ამის ხატია დეკანოიძემ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი  თქმით,  შეხვედრაზე საქართველოს ევროინტეგრაციასა და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზეც ისაუბრეს. „ჩვენ ვისაუბრეთ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, მისი პოზიცია მოვისმინეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი. პირადად მე კითხვა დავუსვი მაუწყებლის კანონზე. ალბათ პრეზიდენტიც რამდენიმე დღეში ამასთან დაკავშირებით თავის პოზიციას ჩამოაყალიბებს, ასევე გაიზიარებს მოსაზრებებს სხვადასხვა მედიაპლატფორმიდან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მისი ადმინისტრაცია მჭიდრო კონტაქტშია ევროპელ კოლეგებთან. ზოგადად, ვფიქრობ, პრეზიდენტი ძალიან სწორ პოზიციაზეა კანდიდატის სტატუსთან, საქართველოს მომავალთან დაკავშირებით. სწორ პოზიციაზეა, როგორი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქეების…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელ ქალ დეპუტატებს შეხვდა. ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, პრეზიდენტი საჯარო განცხადებას გააკეთებს. ,,ის არ აპირებს რომ დაემორჩილოს რუსეთის და მათი მოკავშირე ხელისუფლების მცდელობებს, რომ ჩავარდეს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის პერსპექტივა, ამ თვალსაზრისით, პრეზიდენტი აპირებს რომ გააგრძელოს შესაბამისი მოქმედება ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად, როგორ, ამას გაგაცნობთ თავად”, – განაცხადა “ლელოს” დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა.

მეტი...

უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად მოსალოდნელზე მეტი გააკეთა – ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად მოსალოდნელზე მეტი გააკეთა. მისი თქმით, უკრაინა არ ითხოვს პოლიტიკურ შეღავათებს, არამედ აჩვენებს აუცილებელ პოლიტიკურ ტემპს. „უკრაინა მაქსიმალურად სწრაფად მიდიოდა ევროკომისიის შვიდი რეკომენდაციის შესრულების გზაზე, რათა წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებისთვის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება უკვე მიმდინარე წელს ყოფილიყო შესაძლებელი. ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ და ვიტყოდი, რომ ბევრად მეტი, ვიდრე მოსალოდნელი იყო სახელმწიფოსგან, რომელიც ფართომასშტაბური აგრესიის პირობებშია“, – განაცხადა ზელენსკიმ.    

მეტი...

პეკინის მეტრო პიკის საათში (ვიდეო)

დილით და საღამოს, სამუშაო საათის დასრულების შემდეგ, პეკინის მეტროში მუდმივად ხალხმრავლობაა. მიუხედავად ამისა, არავინ ცდილობს სხვას გადაასწროს და მეტროს ვაგონში შევარდეს. პირიქით, თავად ქმნიან რიგს, იცავენ წესრიგს და მწკრივში მიყვებიან ერთმანეთს. ვერ ნახავთ ადამიანს, ვინც ცდილობს, რომ წინ წავიდეს და ვაგონში პირველი შევარდეს. სამსახურის დასრულების შემდეგ ანალოგიური ხდება ველოსიპედებთან. თუ დღის განმავლობაში ასობით ველოსიპედს ნახავთ ყოველ ფეხის ნაბიჯზე, საღამოს ველოსიპედის ნახვა ჭირს, რადგანაც სამსახურიდან სახლში სწორედ ველოსიპედებით ბრუნდებიან. დეტალები კი რეპორტაჟში. ეკა გულუა პეკინიდან  

მეტი...

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი – ი.გ., ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,სამართალდამცველებმა, დაკავებულის ავტომობილის, საცხოვრებელი სახლისა და სამუშაო ოთახის ჩხრეკის შედეგად, დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის უაქციზო სიგარეტი, ცეცხლსასროლი იარაღები, ვაზნები, მჭიდები და ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს,”- ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

ჯო ბაიდენმა თავისი სისუსტით რაც გააკეთა ირანთან დაკავშირებით, გამოიწვია თავდასხმა ისრაელზე – ტრამპი

ჯო ბაიდენმა თავისი სისუსტით რაც გააკეთა ირანთან დაკავშირებით, გამოიწვია თავდასხმა ისრაელზე, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. „ყველა ამერიკელს, ვისაც ეშინია, რომ თაღლითი ჯოს სისუსტე კატასტროფულ გლობალურ კონფლიქტს გამოიწვევს, მაპატიეთ, ეს უკვე არის. მე ამ პირობას გაძლევთ, როგორც პრეზიდენტი, მე აღვადგენ მშვიდობას ძლიერებით და ჩვენ თავიდან ავიცილებთ, შევაჩერებთ მესამე მსოფლიო ომს, არ გვექნება მესამე მსოფლიო ომი. ყველა მოთამაშეს ვიცნობ. მე მათ ყველას ვიცნობ. სწორედ ჯო ბაიდენი იყო თავისი სისუსტეებით და იმით, რაც მან გააკეთა ირანთან და სხვებთან, რამაც გამოიწვია შეტევა ისრაელზე. ისინი თავს არ დაესხმებოდნენ ისრაელს. რუსეთი თავს არ დაესხმებოდა უკრაინას. ინფლაცია არ…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი აღარაა აქტუალური, მხოლოდ ფორმალურად არის პრეზიდენტი – ირაკლი კობახიძე

ზოგადად, სალომე ზურაბიშვილი აღარ არის აქტუალური მას შემდეგ, რაც წარიმართა იმპიჩმენტის პროცედურა. ჩვენთვის მხოლოდ ფორმალურად არის პრეზიდენტი, შესაბამისად, მისი ხელოვნურად აქტუალიზაცია მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, – ამის  შესახებ  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს ევროინტეგრაციის გზაზე  არავითარი როლის შესრულება არ შეუძლია. „მას ევროინტეგრაციის გზაზე არავითარი, არც დადებითი, არც უარყოფითი როლის შესრულება არ შეუძლია, ეს არის მთავარი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.    

მეტი...

,,არსებობს გეგმა, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის შეიქმნას ლომჯარია-ზურაბიშვილი-გახარიას პოლიტიკური პარტია”- კობახიძე

ზოგადად არსებობს ასეთი გეგმა, რაც ჩვენ ვიცით, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის შეიქმნას ლომჯარია-ზურაბიშვილი-გახარიას პოლიტიკური პარტია, ეს გეგმა არსებობს  – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ირაკლი კობახიძეს  ნინო ლომჯარიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ის არ გამორიცხავს პრეზიდენტთან კოორდინირებულ მოქმედებას, მათ შორის ერთობლივ ვიზიტებს საქართველოს პარტნიორ ქვეყნებში. „კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ იგეგმება ასეთი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბება საპარლამენტო არჩევნებისთვის და რა თქმა უნდა ეს პოლიტიკური პარტია, ისევ და ისევ შეიქმნება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ფარგლებში. ის ქალბატონებიც, რომლებიც ესწრებოდნენ ამ შეხვედრას, არიან რა თქმა უნდა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არავითარი პერსპექტივა…

მეტი...

,,მაღალი ალბათობით, დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭება“- ირაკლი კობახიძე

ძალიან მაღალი ალბათობით, დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ,,სტატუსთან დაკავშირებით მოლოდინები არის გაუმჯობესებული, მეტი ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს და პრაქტიკულად, უკვე მწიფდება ეს გადაწყვეტილება. ის ფაქტიც, რომ ვიღაცები ამის თავის თავზე მიწერას ცდილობენ, მეტყველებს, რომ სწორედ აქეთკენ მიდის პროცესი. ძალიან მაღალი ალბათობით, დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეტი...

რუსეთმა განაცხადა შავი ზღვის ფლოტის ახალი ბაზის შექმნაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ჩვენ მათ ყველგან მივწვდებით – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ყირიმის პლატფორმის მეორე საპარლამენტო სამიტზე, ონლაინ გამოსვლისას, რუსეთის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, შავი ზღვის ფლოტის გემები დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირეში უნდა განათავსონ. ,,რუსეთის საზღვაო ძალებს უკვე აღარ შეუძლიათ ოპერირება შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში და თანდათან გარბიან ყირიმიდან. და ეს ისტორიული მიღწევაა. ცოტა ხნის წინ რუსეთის ლიდერი იძულებული გახდა გამოეცხადებინა შავი ზღვის ფლოტის, უფრო სწორად მისი ნაშთების ახალი ბაზის შექმნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ანუ ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, რაც შეიძლება შორს უკრაინული რაკეტებისგან და საზღვაო თვითმფრინავებისგან, მაგრამ ჩვენ მათ ყველგან მივწვდებით,”- განაცხადა ზელენსკიმ.   რუსეთმა შავი ზღვის ფლოტის გემების ოკუპირებული…

მეტი...

,,არც ერთი ქვეყანა არ უნდა ჩაერიოს ჩვენ არჩევნებში”- ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, რუსეთი ცდილობს დემოკრატიულ ქვეყნებში არჩევნებზე გავლენა იქონიოს, აცხადებს, რომ არც ერთი ქვეყანა არ უნდა ჩაერიოს საქართველოში არჩევნებში. ,,ზოგადად არც ერთი ქვეყანა არ უნდა ჩაერიოს ჩვენ არჩევნებში, ეს არის მოწოდება აბსოლუტურად ყველა ქვეყნის მიმართ. თქვენ გახსოვთ, რომ საკმაოდ უარყოფითი პროცესები ერთვოდა თან წინა საპარლამენტო არჩევნებს, მათ შორის, გახსოვთ იგივე პარალელური ხმის დათვლის გაყალბება, და ა.შ არ არის ეს რა თქმა უნდა სწორი, ყველა ყურადღებით უნდა მოეკიდოს იმას, თუ როგორ ტარდება სხვა ქვეყანაში არჩევნები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სხვა ქვეყნის…

მეტი...

ევროკავშირში რუსეთის საელჩოს ხელმძღვანელი კირილ ლოგვინოვი, სავარაუდოდ, ჯაშუშია დიპლომატიურ საფარქვეშ

გერმანული მედიის ინფორმაციით, ევროკავშირში რუსეთის საელჩოს ხელმძღვანელი კირილ ლოგვინოვი, სავარაუდოდ, ჯაშუშია დიპლომატიურ საფარქვეშ. კირილ ლოგვინოვი 2018 წლიდან ბრიუსელში რუსეთის მუდმივ წარმომადგენლობაში დიპლომატად არის აკრედიტებული. ჟურნალისტების განცხადებით, ბელგიის უსაფრთხოების სტრუქტურები ეჭვობენ, რომ ლოგვინოვი რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურზე მუშაობს. მედიის ინფორმაციით, ბელგიის კონტრდაზვერვამ, სავარაუდოდ, მისი გაძევება მოითხოვა.

მეტი...

პოლო­ნეთ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვეს

პოლო­ნეთ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვეს. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ინფორმაციით, ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი, 23 წლის კაცი, ავ­ტო­მო­ბი­ლით ერთ-ერთ კლუბ­თან შეკ­რე­ბილ ადა­მი­ან­თა ჯგუფს და­ე­ჯა­ხა. აღნიშნულს პო­ლო­ნე­ლებ­სა და ქარ­თვე­ლებს შო­რის ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა უძღოდა წინ.  პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩხუბ­ში ათზე მეტი ადა­მი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და.  ჩხუ­ბის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ბე­ის­ბო­ლის ჯო­ხე­ბი გა­მო­ი­ყე­ნეს. პო­ლი­ცი­ამ ოთხი პირი და­ა­კა­ვა, მათ რვა წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბათ. შემ­თხვე­ვა 21 ოქ­ტომ­ბერს რთ-ერთ ღა­მის კლუბ­თან მოხ­და.

მეტი...

რუსეთმა შავი ზღვის ფლოტის გემების ოკუპირებული ყირიმიდან,  ოჩამჩირეში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელის, ვადიმ სკიბიცკის განცხადებით,  რუსეთმა შავი ზღვის ფლოტის გემების ოკუპირებული ყირიმიდან, საქართველოს ოკუპირებულ ქალაქ ოჩამჩირეში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, რუსებმა გემები ნოვოროსიისკში გადაიყვანეს. იქიდან გამომდინარე, რომ იქ პატარა პორტს არ შეუძლია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ყველა გემის განთავსება, ამიტომ კრემლმა გადაწყვიტა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორია გამოეყენებინა. „ოჩამჩირეში, ეს აფხაზეთია, აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს, რუსებმა იქ ფსკერის დაღრმავების სამუშაოები ჩაატარეს. სადღაც რეკონსტრუქცია გაუკეთეს პორტის ინფრასტრუქტურას, რათა იქ სამხედრო გემების ბაზირება უზრუნველყონ, მაგრამ ეს ისევ იქნება პატარა ადგილი“, – განაცხადა  სკიბიცკიმ.

მეტი...

საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს, ეს გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ 3+3-ს სრულფასოვანი ფორმატი შესაძლოა, ახლო მომავალში ამოქმედდეს –  ლავროვი

საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედება უპირველეს ყოვლისა ძირეული ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს, რაც გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ 3+3-ს სრულფასოვანი ფორმატი შესაძლოა, ახლო მომავალში ამოქმედდეს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. მისი თქმით, თეირანში გამართული 3+3-ის ფორმატის შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოსთვის პლატფორმის კარი ღია რჩება. „ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ საქართველოსთვის ჩვენს ფორმატში კარი ღია რჩება. გვესმის მიზეზი, რის გამოც საქართველოს ხელმძღვანელობა ჯერ თავს იკავებს, რომ ამ „ექვსეულს“ შეუერთდეს. ვაფასებთ, რომ თბილისი გამოდის ამის მომავალში გაკეთების შესაძლებლობიდან, რამდენადაც გვესმის. ყველა გარემოებაში საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების ყველა ქმედება უპირველეს ყოვლისა ძირეული…

მეტი...

,,მოქმედი პრეზიდენტის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა კანონმდებლობით შეზღუდულია”- ირაკლი შოთაძე

გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, 2019 წელს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ კონკრეტული პირების შეწყალების საქმეზე გამოძიება გრძელდება. მისი თქმით,  პრეზიდენტის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა კანონმდებლობით შეზღუდულია. „ამ ფაქტზე გამოძიება გრძელდება. მოქმედი პრეზიდენტის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა კანონმდებლობით შეზღუდულია. პრეზიდენტზე იმუნიტეტი ვრცელდება. მასზე სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება შესაძლებელია იმპიჩმენტის შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ დაასასტურა სისხლის სამართლებრივი დანაშაული ან კონსტიტუციის დარღვევა. გამოძიება გრძელდება, რომელიც დაწყებულია რამდენიმე წლის წინ საჯაროდ გავრცელებულ გარემოებებზე შესაძლო დანაშაულების ფაქტზე“, – განაცხადა შოთაძემ.

მეტი...

ფარცხალაძის საქმეზე სუს-ში გამოძიება მიმდინარეობს, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა დეტალებზე საუბარი მიზანშეწონილად არ მიმაჩნია – ფარცხალაძე

საქართველოს გენერალურმა პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, ოთარ ფარცხალაძის საქმეზე სუს-ში გამოძიება მიმდინარეობს. მისივე თქმით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა დეტალებზე საუბარი მიზანშეწონილად არ მიაჩნია. „სუს-ში მიმდინარეობს გამოძიება აშშ-ის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა ფარცხალაძის სანქცირებულთა სიაში შეყვანას. რამდენიმე დღის წინ საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა ისაუბრა საგამოძიებო დეტალებზე, ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება. გამოძიებას სუს-ი აწარმოებს. ჩვენ საპროკურორო ზედამხედველობას ვახორციელებთ. მიმდინარეა გამოძიება, არსებობს გამოძიების ინტერესები და ვერ გავცდები იმ ფარგლებს, რაზეც უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა. არაერთი სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებაა ჩატარებული. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა დეტალებზე საუბარი მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. 2013 წლიდან მოყოლებული, ფარცხალაძეს არანაირი შეხება არ…

მეტი...

საქართველოში წითელი ცირკულარით ძებნილი იტალიის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი დააკავეს – შოთაძე

საქართველოში წითელი ცირკულარით ძებნილი იტალიის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი დააკავეს, – ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ განაცხადა. მისი თქმით, იტალიის კომპეტენტური ორგანოების შესაბამისი მოთხოვნით, ხსენებული პირი იმყოფება საექსტრადიციო პატიმრობაში. „იტალიის კომპეტენტური ორგანოების შესაბამისი მოთხოვნით, ხსენებული პირი იმყოფება საექსტრადიციო პატიმრობაში. ექსტრადიციის პროცედურები დასრულებულია, მიღებულია მისი ექსტრადიციის გადაწყვეტილება იტალიაში და უახლოეს მომავალში მოხდება მისი ექსტრადირება. ბრალდებაა იტალიურ ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში მონაწილეობა და სხვადასხვა მძიმე დანაშაულებებში მონაწილეობა იტალიის ტერიტორიაზე. საუბარია იტალიის ტერიტორიაზე მოქმედ ცნობილ დანაშაულებრივ დაჯგუფებაზე. იძებნებოდა წითელი ცირკულარით. იტალიელია“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

მეტი...

რუსეთმა ხერსონი დაბომბა

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ პროკუდინის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ხერსონი დაბომბეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ,,ხერსონის ოლქში რუსული იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაშავდა, მათ შორის 1 ბავშვია. ბოლო 24 საათის განმავლობაში მტერმა 101 თავდასხმა განახორციელა. რუსებმა ქალაქ ხერსონში 30 ჭურვი ისროლეს. ოკუპანტები რეგიონის დასახლებული პუნქტების საცხოვრებელ ადგილებში შევიდნენ”, – განაცხადა პროკუდინმა.

მეტი...

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ კომპანია „პიქსელ ტაჩის“ მხრიდან მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტი დაადგინა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით,  შპს „პიქსელ ტაჩს“ (PixL MobI – პიქსელ მობი), პირობითი ვალდებულების ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო დარღვევის ფაქტი დაუდგინა. საკითხი ეხება – მომხმარებლის ინფორმირების ნაწილში, მოვაჭრის მხრიდან, საკომუნიკაციო სავაჭრო პოლიტიკის არაჯეროვან განხორციელებას როგორც ადგილზე ვაჭრობისას, ასევე ფეისბუკ გვერდის მეშვეობით. კანონმდებლობის შესაბამისად, მომხმარებლის ინფორმირების ვალდებულება ნიშნავს, რომ ნებისმიერი პლატფორმის მეშვეობით, მოვაჭრესა და მომხმარებელს შორის სავაჭრო კომუნიკაცია – კონკრეტული საქონლის/მომსახურების შეძენის შეთავაზება უნდა იყოს კანონის შესაბამისად სრულად და გასაგებად მიწოდებული. მიუხედავად იმისა, მომხმარებელს აქვს თუ არა შესაძლებლობა – მოვაჭრესთან მყისიერი სახელშეკრულებო ურთიერთობა აწარმოოს. სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს პირობითი…

მეტი...

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ თანამშრომლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, 2 პირი ამხილა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ თანამშრომლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, 2 პირი ამხილა. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ  2023 წლის 26 აგვისტოს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ემა გოგოხია და ოპერატორი ნიკა გვალია მესტიის რაიონის სოფელ ხაიშში მდებარე ხე-ტყის გადამამუშავებელი ერთ-ერთი საამქროს ტერიტორიაზე სიუჟეტის მოსამზადებლად იმყოფებოდნენ. რა დროსაც ბრალდებულები მთავარი არხის თანამშრომლებს, სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრნენ და ჟურნალისტზე ფიზიკურად იძალადეს. აღნიშნული ქმედებით, ემა გოგოხიას და ნიკა გვალიას პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეეშალათ. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულში მხილებულ ორივე პირს ბრალდება პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილების საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით ბელგიის სამეფოში, ბრიუსელში გაემგზავრა. მთავრობის მეთაური მონაწილეობას მიიღებს ევროკომისიის მიერ ორგანიზებულ ფორუმში – „გლობალური კარიბჭის ფორუმი 2023″. „გლობალური კარიბჭე” არის ევროპული სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს უსაფრთხო კავშირების გაუმჯობესებას ციფრულ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო სექტორებში, ასევე − ჯანდაცვის, განათლებისა და კვლევის სისტემების გაძლიერებას მთელ მსოფლიოში. „გლობალური კარიბჭე” სრულად შეესაბამება გაეროს 2030 წლის დღის წესრიგს, მდგრადი განვითარების მიზნებს და პარიზის შეთანხმებას. სტრატეგიის მიზანია პრიორიტეტული მიმართულებების დასაფინანსებლად 300 მილიარდ ევრომდე ინვესტიციების მობილიზება. „გლობალური კარიბჭე” აერთიანებს  როგორც ევროკავშირსა და მის წევრ-ქვეყნებს, ისე ფინანსურ და განვითარების ინსტიტუტებს, რათა მოხდეს კერძო…

მეტი...