,,ეგვიპტემ ისრაელი „ჰამასის“ თავდასხმის შესახებ 3 დღით ადრე გააფრთხილა” – მაიკლ მაკკოლი

ეგვიპტემ ისრაელი „ჰამასის“ თავდასხმის შესახებ 3 დღით ადრე გააფრთხილა. ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა მაიკლ მაკკოლიმ განაცხადა. ამ თემაზე კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟურნალისტებს მას შემდეგ ესაუბრა, რაც კონგრესმენებმა დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლების ბრიფინგს მოუსმინეს. „ვიცით, რომ ეგვიპტემ ისრაელი თავდასხმამდე 3 დღით ადრე გააფრთხილა, რომ შესაძლოა მსგავსი რამ მომხდარიყო. არ მინდა დეტალებში შევიდე, მაგრამ გაფრთხილება გაცემული იყო. ვფიქრობ, საკითხავია რა დონეზე მოხდა ეს ყველაფერი“, – განაცხადა მაკკოლმა.

მეტი...

თინა კანდელაკი ვლადიმერ პუტინის ბრძანებით დააჯილდოვეს

კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტი თინა კანდელაკი, რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, საპატიო ორდენით დაჯილდოვდა. რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, „გაზპრომ-მედია ჰოლდინგის“ გენერალურ დირექტორს, თინა კანდელაკს კეთილსინდისიერებისა და მეგობრობისთვის, საპატიო ორდენი გადაეცა. ასევე, კულტურის სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ორდენი რუს მსახიობს, კონსტანტინე ხაბენსკისა და რამზან კადიროვის შვილს, აიშატ კადიროვას გადაეცათ.

მეტი...

ღაზას სექტორიდან გასროლილი რაკეტა ქალაქ აშკელონის საავადმყოფოს მოხვდა

ღაზას სექტორიდან გასროლილი რაკეტა ქალაქ აშკელონის საავადმყოფოს მოხვდა. ბარზილაის ჰოსპიტალი პირდაპირი სარაკეტო იერიშის სამიზნე იყო. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე საავადმყოფოებიდან პაციენტებს ქვეყნის ცენტრში მდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანენ იმისთვის, რომ ჩრდილოეთით, ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარე სამედიცინო დაწესებულებები მზადყოფნაში იყვნენ ვითარების შესაძლო ესკალაციისთვის.

მეტი...

ღაზა, სირია, ლიბანი – ისრაელი სამი მიმართულებიდან იბომბება

ისრაელი სამი მიმართულებიდან იბომბება. ღაზადან დაწყებულ თავდასხმას ჩრდილოეთიდან ლიბანი და სირიაც შეუერთდნენ. ქვეყნის ყველა მსხვილ ქალაქში ისმოდა განგაშის ხმა და ფეთქდებოდა ტერორისტების მიერ გაშვებული რაკეტები. საპასუხო ნაბიჯებს დგამს ისრაელის არმიაც. არსებული ინფორმაციით, ღაზის სექტორის ირგვლივ 300 ათასი სამხედრო და ასეულობით ტანკია მობილიზებული, რომლებიც შეტევის ბრძანებას ელიან. რამდენად ფართომასშტაბიანი იქნება ეს სამხედრო ოპერაცია და დაიკავებს თუ არა ისრაელი ღაზას სექტორს მთლიანად, უახლოეს დღეებში გამოჩნდება.

მეტი...

ტიბეტელი ბერების დებატები სერას მონასტერში – რეპორტაჟი ტიბეტიდან

სერას ტაძარი – სრული სახელი “სელა მაჰაიანას ტაძარი.” ეს სწორედ ის ადგილია, სადაც შინდისფერ სამოსში გამოწყობილი სასულიერო პირების დებატების საყურებლად ტიბეტს უამრავი ტურისტი სტუმრობს. ტაძარი ტიბეტის დედაქალაქ ლასაში 3700 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ტიბეტური ბუდიზმის ექვსი ძირითადი ტაძრიდან ეს ერთ-ერთია. ის არის ერთ-ერთი უმსხვილესი ლასას სამი მთავარი მონასტრიდან, რომელიც ბოლოს აშენდა. სწორედ სერას მონასტერში იმართება ბუდისტური წმინდა წერილების დებატები. ტაძრის ცენტრში არის ერთი მთავარი დარბაზი. ცოკენის დარბაზი სერას მონასტრის უდიდესი ნაგებობაა, რომელსაც აქვს 108 დიდი სვეტი და იტევს 8000-ზე მეტ ბერს რელიგიური ცერემონიების დროს. დარბაზში არის ტაძრის დამაარსებლის, შაკიამუნი იეშის ქანდაკება.…

მეტი...

თბილისში მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

თბილისში მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა, რომელსაც სოფო ჯაფარიძე უხელმძღვანელებს. მან ცენტრის გახსნაზე შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართა და მესამე პრეზიდენტის სათქმელი გააცნო. მისი თქმით, ოფისში მოქალაქეები მესამე პრეზიდენტისთვის წერილებისა და საკუთარი მოსაზრებების დატოვებას შეძლებენ. ,,ბატონი პრეზიდენტისგან ყოველკვირეულად უამრავი წერილი მომდის, მიშას აინტერესებს რას ფიქრობს ხალხი, რა არის მათი მთავარი პრობლემა, კონკრეტულ რაიონში, კონკრეტულ ქუჩაზე. უპასუხებს უამრავ ადამიანს, უნდა რომ მაქსიმალურად მოისმინოს ხალხის აზრი. ვის ეკუთვნის ეს სივრცე? როგორც მიშა ხშირად აღნიშნავს, დღეს დაყოფის დრო არ არის. სივრცე ღიაა ყოველი თქვენგანისთვის. მიშას მხარდამჭერებისთვის, მისი თავისუფლების მსურველებისთვის. ყველასთვის, ვისაც ადარდებს ქვეყნის ბედი. ვიღაცებს…

მეტი...

ღაზაში ერთადერთი ელექტროსადგური გაითიშა

ღაზაში საწვავის დეფიციტის გამო ერთადერთი ელექტროსადგური გაითიშა. იქ მცხოვრები პალესტინელები ელექტროენერგიისთვის გენერატორებს გამოიყენებენ. ისრაელმა ღაზას სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია და შეწყვიტა ელექტროენერგიის, საწვავის, საკვების, საქონლისა და წყლის მიწოდება.

მეტი...

ფორუმს „სარტყელი და გზა“ პრეზიდენტი სი ძინპინი გახსნის

17-18 ოქტომბერს, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში „სარტყელი და გზის“ ფორუმი იხსნება. ფორუმს პორადად პრეზიდენტი სი ძინპინიც დაესწრება, რომელიც სიტყვითაც გამოვა და სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებსა და სტუმრებს მიმართავს. საერთაშორისო თანამშრომლობის მე-3 ფორუმი 2 დღე გაგრძელდება და მასში მონაწილეობას მსოფლის სხვადასხვა ქვეყნის ლიდერი და დელეგაცია მიიღებს. ეს იქნება რიგით მესამე ფორუმი, რომლის თემაა „მაღალი ხარისხის  თანამშრომლობა –  ერთად საერთო განვითარებისა და კეთილდღეობისთვის“. ფორუმს „მედიაცენტრი მთავარიც“ დაესწრება და მოვლენებს პეკინიდან გააშუქებს.

მეტი...

ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, 14 წლის გოგოს დედას პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ 14 წლის გოგონას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, მოკლულის დედას და ბიძას ბრალდება წარუდგინა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  2023 წლის ზაფხულში,  არასრულწლოვანს ქორწინების იძულების მიზნით, გამტაცებელმა უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მიიყვანა, სადაც დაზარალებულს შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების უფლება. აღნიშნულის მიუხედავად, არასრულწლოვანმა მოახერხა გაპარვა, უცხო პირის მობილური ტელეფონით დედასთან დაკავშირება და მისი გატაცების თაობაზე შეტყობინება, რაც ასევე ცნობილი გახდა გატაცებული არასრულწლოვნის ბიძისთვის. მიუხედავად იმისა, რომ არსრულწლოვნის დედისთვის და ბიძისთვის ცნობილი გახდა  14 წლის გოგონას  მიმართ ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულის…

მეტი...

,,არ ვიცი, როგორც პრეზიდენტს, რამდენი დღე დამრჩა”- პრეზიდენტი

არ ვიცი, როგორც პრეზიდენტს, რამდენი დღე დამრჩა, მაგრამ ჩემთვის ღირებული იქნება, რომ ნიკო კვარაცხელიას დედისთვის ჯილდოს გადაცემა ჩემთვის ჯილდოს ბოლოჯერ გადაცემა იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში განაცხადა. პრეზიდენტმა  ნიკო კვარაცხელია ღირსების მედლით დააჯილდოვა. „არ ვიცი, რამდენი დღე დამრჩა, როგორც პრეზიდენტს, მაგრამ ჩემთვის ღირებული იქნება, როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი, ეს იყოს ჩემთვის ჯილდოს ბოლოჯერ გადაცემა, ასეთი მნიშვნელოვანი ადამიანისთვის, ასევე თაობისთვის. ცხადია, ეს დღე იმ ახალგაზრდის ხსოვნას მიეძღვნება, რომელმაც მოკლე დროში ბევრი შეძლო და ძალიან ბევრი დაუტოვა თავის მეგობრებს, ოჯახს და თავის თაობას. ასეთი მაგალითები…

მეტი...

ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით საგარეჯოში მოკლული 14 წლის გოგოს ბიძა დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მოკლული 14 წლის გოგონას ბიძა – 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.მ., ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2009 წელს დაბადებული ა.შ. გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მისი ნების საწინააღმდეგოდ, აიძულა ცოლად გაჰყოლოდა 1996 წელს დაბადებულ ა.ს. -ს. აღნიშნულის შემდეგ, ა.ს. – მ არასრულწლოვან გოგონას ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში წაიყვანა.…

მეტი...

პრეზიდენტმა ნიკო კვარაცხელია ღირსების მედლით დაჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა ნიკო კვარაცხელია ღირსების მედლით დაჯილდოვა. სახელმწიფო ჯილდო პრეზიდენტმა ნიკო კვარაცხელიას დედას, იზა ომაძეს გადასცა. “ნიკო კვარაცხელია დაჯილდოვდა მაღალი ტექნოლოგიების სფეროს განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, პირველი ქართული სოციალური პლატფორმა ფიდსის შექმნისთვის, ახალგაზრდების ეკონომიკური და სოციალური აქტივობების განსაკუთრებული მხარდაჭერისა და საერთაშორისო დონეზე საქართველოს პოპულარიზაციისათვის”, – ნათქვამია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა. პირისპირ შეხვედრაზე, რომელიც საქართველოში ვიქტორ ორბანის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, განიხილეს საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ერთობლივი ძალისხმევით ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა, რაც ვიზიტების რეგულარულ გაცვლას და დარგობრივი კავშირების გაფართოებას მოიცავს. მხარეებმა განიხილეს სხვადასხვა სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოში მთავრობათაშორისი სამიტის გამართვა ბუდაპეშტში საქართველოსა და უნგრეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელმოწერილი დეკლარაციის პრაქტიკაში განხორციელების ნაწილია. ევროინტეგრაციაზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო შეუქცევადად მიჰყვება ევროპულ გზას. მან ამ გზაზე…

მეტი...

12 ოქტომბრიდან გამოიდარებს და დათბება – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 ოქტომბერს საქართველოს დასავლეთ რეგიონებში შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდი, ხოლო 12 ოქტომბრიდან გამოიდარებს და დათბება. დედაქალაქში – თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 11 ოქტომბერს იწვიმებს, შემდგომში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 11 ოქტომბერს იწვიმებს, ხვალ დილიდან გამოიდარებს და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 11 ოქტომბერს ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება, შემდგომში…

მეტი...

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიმს კლევერლი ისრაელში ჩავიდა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიმს კლევერლი ისრაელში ჩავიდა. „როიტერი“ წერს, რომ დიდმა ბრიტანეთმა, დასავლელ მოკავშირეებთან ერთად, მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა ისრაელს და „ჰამასის“ თავდასხმები დაგმო. „საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს ისრაელში ჩავიდა, რათა გამოხატოს დიდი ბრიტანეთის ურყევი სოლიდარობა ისრაელელი ხალხის მიმართ „ჰამასის“ ტერორისტული თავდასხმების შემდეგ“, – განაცხადა საგარეო უწყების წარმომადგენელმა.    

მეტი...

ჰამასის მიერ მოკლულმა ისრაელელმა წყვილმა 10 თვის ტყუპების დამალვა მოასწრო – ისინი14 საათის შემდეგ იპოვეს

ახალგაზრდა ისრაელელი წყვილი ჰამასის ტერორისტებმა, რომლებიც მათ სახლში შეიჭრნენ, მოკლეს. თუმცა, მშობლებმა 10 თვის ტყუპები  ბომბსაფარში დამალვა მოასწრეს. ბავშვები ცოცხლები იპოვეს დაახლოებით 14 საათის შემდეგ. იტაი და ჰადარ ბერდიჩევსკებს,  თავს დაესხნენ საკუთარ სახლში კფარ ღაზაში, კიბუცს სამხრეთ ისრაელში, რომელიც მდებარეობს ღაზადან აღმოსავლეთით დაახლოებით სამი მილის მანძილზე. მშობლებმა, რომლებმაც თავიანთი ჩვილი ბომბის თავშესაფარში დამალეს, ცდილობდნენ ტერორისტებთან ბრძოლას, მაგრამ ისინი მოკლეს. ისრაელის ჯარებმა ჩვილი ტყუპები დაახლოებით 14 საათის შემდეგ იპოვეს და ბებიას გადასცეს.  

მეტი...

ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვმა 1 055-ს მიაღწია

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის ავიაიერიშების შედეგად ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვმა 1 055-ს მიაღწია. მათივე ცნობით, დაშავებულია 5 184-ზე მეტი ადამიანი. ადგილობრივმა ხელისუფლების განცხადებით, რამდენიმე საათში ელექტროენერგიის მიწოდება სრულად შეწყდება, მათ შორის კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის.  

მეტი...

სახალხო ტრანსპორტი – 1 საათი 3 ლარი

ჩინეთში ველოსიპედი და ელექტრო სკუტერი ყველაზე მოსახერხებელი და სახალხო ტრანსპორტია. ფასიც საკმაოდ მისაღებია. ერთი საათი დაახლოებით 3 ლარი ღირს. უხმოდ დასრიალებენ ელექტროსკიტერითაც. მისი ყიდვაც ძალიან იაფია – 600-დან 1000 დოლარამდე. ამ ეკოლოგიური, ეკონომიური და მოსახერხებელი ტრანსპორტით იმდენი ადამიანი სარგებლობს, მაქსიმალური ყურადღება და კარგად მართვაა საჭირო, რომ რომელიმე მხრიდან ვინმე არ შეგეჯახოთ. აქაც კი ისეთივე საცობია, როგორც სამანქანო გზაზე. ველოდიპედით ვის არ ნახავთ – ჰალსტუხიანებს, გამოპრანჭულებს, ოჯახებს. განსაკუთრებით კი დილით და საღამოს სამსახურის შემდეგ. ამ პერიოდში, შეიძლება თავისუფალი ველოსიპედი ვერ ნახოთ.   ეკა გულუა ჩინეთიდან  

მეტი...

ნატო-ს მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ზამთრის განმავლობაში, განსაკუთრებით ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სფეროში – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ნატო-ს მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ზამთრის განმავლობაში, განსაკუთრებით კი, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სფეროში. „არსებობს პრიორიტეტები, საჰაერო თავდაცვითი სისტემები, სხვადასხვა საკითხი. ჩვენ გვჭირდება ისინი ძალიან კონკრეტულ გეოგრაფიულ წერტილებში ჩვენს მიწაზე, რათა შევინარჩუნოთ ენერგოქსელები, ხალხი, მარცვლეულის ტრანზიტი, მარშრუტი აფრიკისთვის, აზიისა და მსოფლიოსთვის. მნიშვნელოვანია შორი რადიუსის რაკეტები და შეიარაღება, სულ ერთია, როგორ ეძახით მას, პრობლემა იმაშია, როგორ იშოვით მას, რადგან საჭიროა ისინი ჩვენი მიწიდან რუსეთის გასაგდებად“, -განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

ტე­რო­რის­ტე­ბმა პენ­სი­ო­ნე­რი ქალი გა­ი­ტა­ცეს და გარდაცვლილის ფოტო ”ფეისბუქზე” ატვირთეს

ჰა­მა­სის ტე­რო­რის­ტე­ბმა პენ­სი­ო­ნე­რი ქალი გა­ი­ტა­ცეს და შემ­დეგ კი ფოტო “ფე­ის­ბუ­ქის” გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნეს, სა­დაც ის უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო. მომ­ხდა­რის  დე­ტა­ლებ­ზე გარდაცვლილის შვი­ლიშ­ვი­ლი  სა­უბ­რობს. ტე­რო­რის­ტებ­მა ნა­წა­მე­ბი მოკ­ლუ­ლი ქა­ლის ფოტო მის­სა­ვე ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნეს. ,,დი­ლის შვიდ სა­ათ­ზე ვნა­ხე ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე დიდი სა­ში­ნე­ლე­ბა. ტე­რო­რის­ტი შე­ვი­და სახ­ლში, ბე­ბია მოკ­ლა, შემ­დეგ მისი ტე­ლე­ფო­ნით გა­და­ი­ღეს ცხე­და­რი და სა­კუ­თარ “ფე­ის­ბუ­ქის” კე­დელ­ზე გა­მო­უქ­ვეყ­ნეს. ასე გა­ვი­გეთ მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ.” – ამ­ბობს გო­გო­ნა.

მეტი...

ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით გასროლილი რაკეტების საპასუხოდ ისრაელმა ლიბანის მიმართულებით რაკეტები გაუშვა

ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით გასროლილი რაკეტების საპასუხოდ ისრაელმა ლიბანის მიმართულებით რაკეტები გაუშვა.​ მანამდე ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტა ისროლეს, რომლის სამიზნეც საზღვარზე არსებული ისრაელის შეიარაღებული ძალების პოსტი იყო. ხოლო ლიბანის სახელმწიფო მედია აცხადებს, რომ ორი ტერიტორიაა დაბომბილი. „დაირას მიმდებარე ტერიტორია დაიბომბა მტრის არტილერიის მიერ, ხოლო იარინის მიმდებარე ტერიტორიას ფოსფორის ჭურვები ურტყამს“, – განაცხადა ლიბანის ეროვნულმა საინფორმაციო სააგენტომ. ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰესბოლამ“ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო.

მეტი...

ყოფილი ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებული კლინიკაში გარდაიცვალა

ყოფილი ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებული გურამ ქადეიშვილი კლინიკაში გარდაიცვალა. ქადეიშვილმა 19 სექტემბერს, დოლიძეზე ცეცხლსასრიკუ იარაღიდან გასროლით, ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა.  თავად კი თვითდაზიანება მიიყენა. ქადეიშვილი რამდენიმე კვირის განმავლობაში კრიტიკულ მდგომარეობაში კლინიკაში იმყოფებოდა.

მეტი...

ღაზის სექტორის გარშემო ბარიერი აღვადგინეთ – ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, ჯონათან კონრიკუსის განცხადებით, თავდაცვის ძალებმა ღაზასთან ბარიერი აღადგინეს. მისივე თქმით,  ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის საზღვრებთან ახლოს ჯავშანტექნიკა, საარტილერიო კორპუსი და 300 000 რეზერვისტი გაგზავნა. „ისინი ახლოს არიან ღაზის სექტორთან და ემზადებიან იმ მისიის შესასრულებლად, რომელიც ისრაელის მთავრობამ მოგვცა და ეს არის იმის უზრუნველყოფა, რომ „ჰამასს“ ომის დასასრულს არ ექნება სამხედრო შესაძლებლობები, რომლითაც მათ შეეძლებათ, დაემუქრონ ან მოკლან ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქეები“, – განაცხადა კონრიკუსმა.  

მეტი...

დუშეთის ტყეში კაცის ცხედარი იპოვეს

დუშეთის მუნიციპალიტეტში, ტყეში, 70 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. კაცი დაკარგული იყო და რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ. მას  2 დღის განმავლობაში ეძებდნენ. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

ღაზის სექტორში საომარ მოქმედებებს, სულ მცირე, 7 ჟურნალისტი ემსხვერპლა

”სიენინს” ინფორმაციით, ღაზას სექტორში ომი გაშუქებისას, სულ მცირე, 7 ჟურნალისტი დაიღუპა. მედიის ცნობით, დაღუპულთა რაოდენობა შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს/ ”სიენენი” ხაზს უსვამს, რომ მედიის წარმომადგენლები კონფლიქტის ზონაში განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ არიან, რადგან მუშაობა უკიდურესად რთულ ვითარებაში უწევთ.

მეტი...

დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებაში დახმარების ფაქტზე ორი ნოტარიუსი და ნოტარიუსის თანაშემწე დააკავეს

საქართველოს პროკურატურამ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებაში დახმარების ფაქტზე სამი პირი დააკავა. ,,საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორი ნოტარიუსი და ნოტარიუსის თანაშემწე ბინების დაგირავებით დაინტერესებული პირების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლებაში დახმარებას უწევდნენ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს, რომლებიც დაზარალებულებს მაკლერებად ეცნობოდნენ და ბინების დაგირავებას სთავაზობდნენ. ისინი მათ ბინის მესაკუთრეებად და ხელშეკრულების მხარედ ამავე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს აცნობდნენ, ხოლო ნდობის მოპოვების მიზნით, ხელშეკრულებებს ბრალდებულებთან ნოტარიულად ამოწმებდნენ. ნოტარიუსებმა და ნოტარიუსის თანაშემწემ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებისთვის დახმარების მიზნით,  სანოტარო მოქმედების შესრულებისას დაზარალებულებს არ განუმარტეს სანოტარო მოქმედების შინაარსი და სამართლებრივი შედეგები. ბრალდებულებმა…

მეტი...

,,მინდა, ნორმალური ბავშვი ვიყო, არც წყალი გვაქვს”- გოგონა ღაზადან

Reuters-ი ღაზას სექტორიდან უმძიმეს კადრებს აქვეყნებს. ცამეტი წლის ისრაა ალ-ქიშავი Reuters-ის კამერის ჯგუფს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მოწყობილ სკოლაში ერთგვარ გიდობას უწევს, რომელიც რამდენიმე ოჯახის თავშესაფარად იქცა. გოგონა ამბობს, რომ ღამით ვერ იძინებს. ის სააბაზანოში მიდის რამდენიმე წუთში ერთხელ, რადგან რაკეტების ეშინია ,,ღამით დაძინება არ შემიძლია, ყოველ წუთს როცა რაკეტების გვეშინია სააბაზანოში გავრბივართ, ამ ოთახში 30 ადამიანს სძინავს, ადგილი არავისთვისაა. არც წყალი გვაქვს. მეც მინდა ნორმალური, ჩვეულებრივი ბავშვი ვიყო, ვიცხოვრო ომის და რაკეტების გარეშე და მშვიდობით დავბრუნდე სახლში”- ამბობს გოგონა.

მეტი...

21 წლის ძმამ და დაახრჩო

21 წლის უფას მკვიდრი ეჭვმიტანილია მისი 14 წლის ნახევარ დის სასტიკ მკვლელობაში. „მაშის“ ინფორმაციით, გოგონას ცხედარი დახრჩობის ნიშნებით, 10 ოქტომბერს დილით, დედის მანქანის საბარგულში იპოვეს. 21 წლის სერგეი პუგაჩოვი საშინლად იყო გაბრაზებული, რომ ოჯახმა ის და არა ის წაიყვანა დასასვენებლად დუბაიში. მეზობლებმა დაახლოებით დილის 3-4 საათზე დახმარების თხოვნა, ყვირილი და ყვირილი გაიგეს. ეს დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა. მაშ ბატაშის ინფორმაციით, პოლიცია შემთხვევის ადგილზე დილით მივიდა, შემოწმების დროს კი მოკლულის დედის საბარგულში გოგონას ცხედარი დახრჩობის ნიშნებით იპოვეს. მისი ნახევარძმა ბინაში არ იმყოფებოდა. მომხდარის ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი ჩემი დის მიმართ ეჭვიანობაა.

მეტი...

10 ოქტომბერი მეტყევის დღეა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ბოტანიკურ ბაღში, მეტყევის დღე აღინიშნა. მინისტრმა ოთარ შამუგიამ მეტყევეებს პროფესიული დღე მიულოცა და სატყეო სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიებაზე გამოვლინდა წლის წარმატებული მეტყევეებიც, რომლებსაც განსაკუთრებულად რთული და რისკის შემცველი საქმიანობისთვის ჯილდოები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. „საქართველო ტყით მდიდარი ქვეყანაა. ტრადიცია, კულტურა და ცოდნა ხელს გვიწყობს ვიზრუნოთ ტყეების მოვლასა და შენარჩუნებაზე. უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, ძალიან ბევრი ცვლილება განხორციელდა სატყეო სექტორში. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და მხარდამჭერების დახმარებით, ეტაპობრივად ვცდილობთ იმ პრობლემებთან გამკლავებას, რაც დიდი ხნის განმავლობაში იყო დაგროვილი. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ნამდვილად…

მეტი...

მთელი ტიბეტის ისტორია ამ ერთ სივრცეშია მოქცეული – ვიდეორეპორტაჟი ტიბეტიდან

„ტიბეტის მარგალიტი“ – სწორედ ქვია ტიბეტის ისტორიისა და კულტურის მუზეუმის შესასვლელში უზარმაზარ ნახატს, რომელსაც თითქმის 2 წელი ხატავდნენ. აქ მთელი ტიბეტის ისტორიაა ასახული დინასტიებით დაწყებული, პრინცესა ვენგისა და პრინც გამფუს ქორწინებით დასრულებული. მუზეუმი ტიბეტის დედაქალაქ ლასაში მდებარეობს. პრინცესასა და პრინცის ქორწინებას საკმაოდ დიდი სივრცე ეთმობა. პრინცესა ვენჩენგი თანგების დინასტიას წარმოადგენდა და პრინცი გამფუ ტუბოს სამეფოს. ეს იყო პირველი ქორწინება, რომელიც ტიბეტში შედგა და ორი დინასტია გააერთიანა. ტანგის დინასტიასა და ტუბოს სამეფოს შორის ურთიერთობამ ბევრი რამ შეცვალა ჩინეთის ისტორიაში. მუზეუმში დაცულია ის ნივთებიც, რომელიც პრინცესამ ტიბეტში ჩამოიტანა. მათ შორისაა მუსიკალური საკრავების…

მეტი...

კიდევ ერთი მიწისძვრა ავღანეთში – დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი

ავღანეთში, ქალაქ ჰერატის ჩრდილოეთით, 28 კილომეტრში 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. „ბიბისი“ ჯანდაცვის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მიწისძვრის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ცნობისთვის ავღანეთში  8 ოქტომბერს მომხდარ მიწისძვრას სულ მცირე, 2 400 ადამიანი ემსხვერპლა, 2 000-ზე მეტი კი დაშავდა.

მეტი...

ნეტო-აღრიცხვის ქსელში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა გაიზარდა – დავით ნარმანია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია ნეტო-აღრიცხვის ქსელში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ახალ მონაცემებს აქვეყნებს: „ნეტო-აღრიცხვის ქსელში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა კიდევ გაიზარდა. დღეისთვის სისტემაში ჩართულია 959 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური. ქსელში ჩართული სადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე 57 მეგავატს შეადგენს. მათგან “თელასის” გამანაწილებელ ქსელში ჩართულია – 289, ხოლო “ენერგო პრო ჯორჯიას” გამანაწილებელ ქსელში – 670 ელექტროსადგური. სემეკმა ნეტო-აღრიცხვის რეგულაცია 2016 წელს დანერგა. რეგულაცია მაქსიმალურადაა მორგებული მომხმარებლის მოთხოვნებსა და საბაზრო პრინციპებზე.  სისტემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ზრდა განპირობებულია სემეკის მიერ მიღებული ხელშემწყობი და წამახალისებელი რეგულაციებით”, – ამბობს დავით ნარმანია. სემეკის…

მეტი...

,,მეც 14 წლის ასაკში დამნიშნეს, სკოლიდან დაბრუნებულს, მოულოდნელად სახლში სტუმრები დამხვდნენ”- ჩინარა კოჯაევა

,,მეც 14 წლის ასაკში დამნიშნეს. სკოლიდან დაბრუნებულს, მოულოდნელად სახლში სტუმრები დამხვდნენ, ჩემი ხელის სათხოვნელად იყვნენ მოსულები”,- ამის შესახებ ფეისბუქგვერდზე ჩინარა კოჯაევა წერს და იხსენებს, თუ როგორ შეძლო, ადრეული ქორწინებისთვის თავი დაეღწია. ,,ვინ მომისმინა მაშინ ოჯახში?! დეპრესიაში რომ ვიყავი, ვის ესმოდა ჩემი ტირილის მიზეზი?! ჩემგან ვერასდროს გაიგებდით, რომ გათხოვება მინდოდა! ვლაპარაკობდი სწავლაზე, პროფესიის შეძენაზე, ჩემს ოცნებებზე და უცბად ეს ყველაფერი უმნიშვნელო გახდა. მშობლებიც საზოგადოების მსხვერპლები არიან! მათ ჰგონიათ, რომ როდესაც ათხოვებენ შვილს, ის პატრონს ჩაბარდება და ბედნიერი იქნება. სინამდვილეში ეგრე არ არის. ცხოვრება არავის უნდა გადაუწყვიტო ასე! არავის აქვს უფლება, შენს…

მეტი...

აშშ აწარმოებს მოლაპარაკებებს ისრაელთან და ეგვიპტესთან ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობის გადასაადგილებლად უსაფრთხო დერეფნის შექმნისთვის

”ბიბისის” ინფორმაციით, აშშ აწარმოებს მოლაპარაკებებს ისრაელთან და ეგვიპტესთან ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობის გადასაადგილებლად უსაფრთხო დერეფნის შექმნასთან დაკავშირებით. „ჩვენ ფოკუსირებული ვართ ამ საკითხზე, კონსულტაციები მიმდინარეობს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა. სალივანს დამატებითი დეტალი არ დაუკონკრეტებია.

მეტი...

აშშ-ის სამხედრო ტექნიკა ისრაელში ჩავიდა

აშშ-ის სამხედრო ტექნიკა ისრაელში ჩავიდა. მედიის ინფორმაციით, პირველი თვითმფრინავი ამერიკული სამხედრო აღჭურვილობით, ცოტა ხნის წინ დაეშვა სამხრეთ ისრაელში, ნევატიმის საავიაციო ბაზაზე. „ომის დროს რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ჩვენს სამხედროებს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

მეტი...

,,ბავშვებს, ფეხმძიმე ქალებს მუცლები გადაჭრეს”- კაკული გურიელაშვილი

„ძალიან მძიმე სიტუაციაა, ყოველ წუთას რაკეტებს ისვრიან,“ – ამის შესახებ კაკული გურიელაშვილმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, თავდამსხმელებმა ფეხმძიმე ქალებს მუცლები გადაჭრეს. ,,ბავშვებს, ფეხმძიმე ქალებს მუცლები გადაჭრეს, ასეთი რამ არ ხდება მსოფლიოში, მადლობა ჯარს, მთავრობას, რომ ერთად ვდგავართ, ჭირში და ლხინშიც ერთნი ვართ. 40-45 წუთი შეტევები იყო შეუჩერებლივ, რაკეტებს ისვრიდნენ, ტელევიზიებიდან ვიცით, რომ ყველა რაკეტა განეიტრალდა, მსხვერპლი არ არის,” – ამბობს გურიელაშვილი.

მეტი...