ჯო ბაიდენმა თავისი სისუსტით რაც გააკეთა ირანთან დაკავშირებით, გამოიწვია თავდასხმა ისრაელზე – ტრამპი

ჯო ბაიდენმა თავისი სისუსტით რაც გააკეთა ირანთან დაკავშირებით, გამოიწვია თავდასხმა ისრაელზე, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„ყველა ამერიკელს, ვისაც ეშინია, რომ თაღლითი ჯოს სისუსტე კატასტროფულ გლობალურ კონფლიქტს გამოიწვევს, მაპატიეთ, ეს უკვე არის. მე ამ პირობას გაძლევთ, როგორც პრეზიდენტი, მე აღვადგენ მშვიდობას ძლიერებით და ჩვენ თავიდან ავიცილებთ, შევაჩერებთ მესამე მსოფლიო ომს, არ გვექნება მესამე მსოფლიო ომი. ყველა მოთამაშეს ვიცნობ. მე მათ ყველას ვიცნობ. სწორედ ჯო ბაიდენი იყო თავისი სისუსტეებით და იმით, რაც მან გააკეთა ირანთან და სხვებთან, რამაც გამოიწვია შეტევა ისრაელზე. ისინი თავს არ დაესხმებოდნენ ისრაელს. რუსეთი თავს არ დაესხმებოდა უკრაინას. ინფლაცია არ გექნებოდათ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მსგავსი თემები