ევროკომისია „ჰამასის“ თავდასხმის გამო პალესტინელების დახმარებას აჩერებს

ევროკომისია „ჰამასის“ თავდასხმის გამო პალესტინელების დახმარებას აჩერებს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის თქმით, ტერორის მასშტაბები და სისასტიკე, რომელიც ისრაელის წინააღმდეგ განხორციელდა გარდამტეხ მომენტს წარმოადგენს. „როგორც პალესტინელების უმსხვილესი დონორი, ევროკომისია გადახედავს განვითარების პროექტების მთელ პორტფელს, რომელიც შეადგენს 691 მილიონ ევროს. მშვიდობის, ტოლერანტობის და თანაცხოვრების საფუძვლები მოითხოვს დაუყოვნებლივ გადაწყვეტილებებს. ზიზღის, ძალადობის და ტერორის განდიდების წაქეზებამ მოწამლა ძალიან ბევრი ადამიანის გონება. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, ახლავე“, – განაცხადა ვარჰეიმ.

მეტი...

ღაზაში თავდასხმების საპასუხოდ მძევლების სიკვდილით დასჯა დაიწყება

ისრაელის მიერ ღაზაში გაფრთხილების გარეშე განხორციელებული თავდასხმების საპასუხოდ, მძევლების სიკვდილით დასჯა დაიწყება. ინფორმაციას ჰამასის იზ ად-დინ ალ-ქამასის სპიკერი ავრცელებს. ,,ამ საათიდან ჩვენი ხალხის მიმართ გაფრთხილების გარეშე საკუთარ სახლებში დამიზნებით სროლას, სამოქალაქო მძევლების სიკვდილით დასჯა მოჰყვება, რომელიც ვიდეო და აუდიო საშუალებით გადაიცემა”, – აცხადებს სპიკერი. არსებული ინფორმაციით, თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ქსენეტის წევრებს დღეს გამართულ ბრიფინგზე განუცხადა, რომ ისრაელი არ ჩამოაგდებდა ბომბებს იმ შენობის სახურავებზე, რომლებიც მშვიდობიანი მოსახლეობა თავშესაფრად იყენებს.

მეტი...

კუ – ჩინური დელიკატესი

ეს კუ პეკინში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში, თევზეულობის სექციაში გადავიღე. ის თევზებთან ერთად დაცურავდა წყალში. მწვანე და ყვითელზურგიანი ჩინური „მეფე თევზი“ – ასე უწოდებენ მას. იყიდება როგორც მამრი, ისე მდედრი კუ და გემრიელადაც მიირთმევენ. ნახევარი კილო კუ 99 იუენი, დაახლოებით 15 დოლარი ღირს. აქ ყველანაირი ხორცია, ყველანაირი სულიერის – ფრინველის, ცხოველის, მოლუსკის, მუხლუხოების

მეტი...

ისრაელში ამერიკის 9 მოქალაქე დაიღუპა

ისრაელში ამერიკის 9 მოქალაქე დაიღუპა. ინფორმაციას აშშ-ის უშიშროების საბჭო ავრცელებს. ,,ამ დროისთვის, ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ აშშ-ის 9 მოქალაქის სიკვდილი. ვუსამძიმრებთ მსხვერპლთა ოჯახებსა და ყველა ადამიანს, ვინც დაზარლდა. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ჩვენ ვაგრძელებთ სიტუაციის ახლო მონიტორინგს და კავშირზე ვართ ისრაელელ პარტნიორებთან, კერძოდ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან”, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

ძლიერმა ქარმა თბილისში მშენებარე კორპუსიდან სამშენებლო ბლოკები გადმოყარა

თბილისში, მარიჯანის ქუჩაზე, ძლიერმა ქარმა მშენებარე კორპუსიდან სამშენებლო ბლოკები გადმოყარა, რის გამოც დაზიანდა რამდენიმე მანქანა. ,,თბილისი – მარიჯანის ქუჩაზე ქარმა მშენებარე კორპუსიდან სამშენებლო ბლოკები გადმოყარა, რამაც ავტომობილები დააზიანა. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა”, – დაწერა სოციალურ ქსელში ჯგუფმა ,,ჩემი ქალაქი მკლავს”. ძლიერი ქარის გამო პრობლემების შეიქმნა სხვა ქუჩებზეც. მოგლეჯილია ხეები და დაზიანებულია მანქანები.

მეტი...

შალვა პაპუაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევასთან დაკავშირებით ოპოზიციას მიმართა

პარლამენტის ბიურომ 17-20 ოქტომბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელა. პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კენჭსაყრელ საკითხთა შორისაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხი. „კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კენჭსაყრელ საკითხებს შორის არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა და უკვე მერამდენედ მივმართავ ოპოზიციის წარმომადგენლებს: არცერთ ამ ოთხ კანდიდატთან დაკავშირებით არ გამოთქმულა არც საჯაროდ, არც გასაუბრებების დროს რაიმე პრინციპული, უარყოფითი პოზიცია. ერთადერთი, რაც აკლია ამ საკითხს, არის ოპოზიციის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ხელი შეუწყონ 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთის შესრულებას. როგორც იცით, ჩვენ სამი არამოსამართლე წევრი უკვე ავირჩიეთ საგაზაფხულო სესიაზე, რაც ევროკომისიამ მოიწონა, ჩათვალა უკვე…

მეტი...

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

ძლიერმა ქარმა პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს. ხეების წაქცევის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა სხვადასხვა ლოკაციაზე, რამაც ელექტროსადენები დააზიანა. ადგილი ჰქონდა კედლის ჩამოშლის ფაქტს მარიჯანის ქუჩაზე. ძლიერმა ქარმა ძირითადად საბურთალოს და ვაკის რაიონები დააზარალა. თბილისის მერიის შესაბამისი უწყებები, გამგეობების წარმომადგენლები იმყოფებიან ყველა პრობლემურ ადგილზე, მიმდინარეობს ხეებისგან გზების გაწმენდა. საჭიროების შემთხვევაში მოქმედებს მერიის ცხელი ხაზი: 2722222.

მეტი...

ავარია მახინჯაურში – დაიღუპა ერთო, დაშავდა ორი

ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს და წერს, რომ დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. თვითმხილველის თქმით, ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

მეტი...

,,თამარი, იონათანი და მათი შვილები, ჰამასის ტერორისტებმა გაანადგურეს მთელი ოჯახი” – მსხვერპლი გაიზარდა

ჰამასის თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვი 800-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ დროისთვის დაშავებულია სულ მცირე 2506 ადამიანი. დაღუპულთა შორის არის ოჯახი – თამარი, იონათანი და მათი შვილები შაჩარი, არბელი, ომერი. ,,თამარი, იონათანი და მათი შვილები შაჩარი, არბელი, ომერი. ჰამასის ტერორისტებმა გაანადგურეს მთელი ოჯახი. სიტყვები არ არის”,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

საელჩოში სამი ცხელი ხაზი მუშაობს 24 საათის განმავლობაში – ლაშა ჟვანია

ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან მუდმივ კავშირზე ვართ. სამი ცხელი ხაზი მუშაობს საელჩოში, 24 საათის განმავლობაში ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩმა ლაშა ჟვანიამ განაცხადა. მისი თქმით, გუშინ თელ-ავივიდან თბილისი მიმართულებით 5 რეისი შესრულდა, დღეს კი 4 რეისია დაგეგმილი. ,,გუშინ თელ-ავივიდან თბილისი მიმართულებით 5 რეისი შესრულდა. ამ რეისებზე, ძირითადად,  საქართველოს ის მოქალაქეები გამოემგზავრნენ, რომლებმაც ვერ შეძლეს 7 ოქტომბერს გამომგზავრება.  დაგეგმილი რეისებიდან მხოლოდ ერთი, ისრაელის რეისი იქნა გაუქმებული. და მათ შორის, საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ ჰქონდათ სადმე თავშესაფარი და ღამის გასათენებელი, არ ყოფილა. პრაქტიკულად ყველას გამომგზავრება მოვახერხეთ. მოთხოვნა რეისებზე ჩვეულებრივ არის. როგორც წესი,…

მეტი...

ჰამბურგის აეროპორტში ფრენები თავდასხმის საფრთხის გამო შეჩერებულია

გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგის აეროპორტში ფრენები დროებით წყდება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ირანის დედაქალაქ თეირანის თვითმფრინავზე თავდასხმის საფრთხეა. როგორც აეროპორტში აცხადებენ, ფედერალური პოლიციის ღონისძიებები ტარდება, რის გამოც ფრენები შეჩერებულია. სამართალდამცავებმა გაჩხრიკეს თვითმფრინავი, სადაც თეირანიდან 198 მგზავრი იმყოფებოდა.

მეტი...

კახეთში პნევმატური იარაღიდან გასროლილი ტყვიით მოზარდი დაშავდა

გურჯაანში პნევმატური იარაღიდან გასროლილი ტყვიით მოზარდი დაშავდა. მცირეწლოვანი ბავშვები ერთად თამაშობდნენ, როდესაც ერთ-ერთს ტყვია შემთხვევით გაუვარდა და იქ მყოფ ბავშვს თვალის არეში მოხვდა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა თამაშის დროს მოხდა. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.  დაშავებული კატასტროფის სამედიცინო ბრიგადას, სამკურნალოდ თბილისში გადაჰყავს.

მეტი...

ავარია ლვოვში – ეკა ტყეშელაშვილი მძიმედ დაშავდა

საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი, რომელიც უკრაინაში ევროკავშირის ანტიკორუფციული ინიციატივის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებს, ლვოვის რაიონში ავარიაში მოყვა. შემთხვევაკიევი-ჩოპის გზატკეცილზე 8 ოქტომბერს მოხდა.  ერთმანეთს ჰიუნდაისა და აუდის ტიპის ავტომობილები შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად ჰიუნდაის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს მარცხენა წინამხრის მოტეხილობით, ტვინის შერყევის, გულმკერდის კონტუზიის დიაგნოზით. უკრაინული მედიის თანახმად, შემთხვევის შედეგად, დაიღუპა ერთი ქალი, ორი მოქალაქე კი დაშავდა.

მეტი...

,,შეიძლება წარსულში ერთმანეთი გძულდეთ, მაგრამ საერთო მიზნები უნდა გვაერთიანებდეს”- მიხეილ სააკაშვილი

“შეიძლება წარსულში ერთმანეთი გძულდეთ, მაგრამ საერთო მიზნები უნდა გვაერთიანებდეს”, – ამის შესახებ  მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას სასამართლო სხდომიდან დისტანციურად ჩართვის დროს განაცხადა. სააკაშვილი  ოპოზიციას ერთიანობისკენ მოუწოდებს. ,,ნებისმიერ მომენტში აქ შეიძლება მოვლენები სწრაფად განვითარდეს. მჭიდრო კონტაქტები უნდა გვქონდეს, თქვენთან ერთად ვარ. მშვიდად უნდა ვიყოთ. ხელები არ ჩამოუშვათ. მომენტი მოდის საქართველოსთვისაც. რთული მომენტები გვაქვს დამდგარი. ხალხი გარბის, მალე ხმის ამომღები აღარ დარჩება,” – აცხადებს სააკაშვილი.

მეტი...

მატარებლით მგზავრობა ტიბეტში – ვიდეორეპორტაჟი

ტიბეტის ქალაქ ლინჩიდან დედაქალაქ ლასამდე მატარებლით ვიგზავრე. მგზავრობის დრო დახლოებით 4 საათი. დაახლოებით 40 წუთის განმავობაში ვუყურებდი ამწვანებულ ხედებს. შემდეგ კი უკვე  კლდიანი ზონა გამოჩნდა. დედაქალაქი კი მთლიანად ხრიოკი, ქვიანი ადგილია, კლდეებს შუაა მოქცეული. მიუხედავად ამისა, ძალიან გამაოცა, რომ კლდეებშიც კი მოწყობილია სარწყავი სისტემები და ინტენციურად ირწყვება ტერიტორია. ჩარგულია პატარა ხეები. მთელ პერიმეტრზე, ამ ქვიან ადგილებში არაერთი სასათბურე მეურნეობაც ვნახე. აქ ხეების ნაკლებობა და სიმწვანე ნამდვილად იგრძნობა, თუმცა, მიწა ყველგან დამუშავებულია, ცარიელი მიწა არსად შემხვედრია. დანარჩენი კი ერთად ვნახოთ რეპორტაჟში. ეკა გულუა ტიბეტიდან.

მეტი...

კორუფციის ასეთი დონე უკრაინაში არასდროს ყოფილა – არესტოვიჩი

შეხედეთ დასავლური პრესის პუბლიკაციებს უკრაინის შესახებ – კორუფცია, კორუფცია, კორუფცია. თუ ჩვენი ხელისუფლება ფიქრობს, რომ დასავლეთში არაფერი იციან ამის შესახებ, ძალიან ცდებიან, მათ ყველაფერი იციან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმაგანაცხადა. მისი თქმით, კორუფციის ასეთი დონე უკრაინაში არასდროს ყოფილა. „რა თქმა უნდა, ქურდობის ბაკქანალია, რომელიც ჩვენთან ხდება, კორუფციის ასეთი დონე უკრაინაში არასდროს ყოფილა ქვეყნის ისტორიაში. განსაკუთრებით, მძიმეა როდესაც იპარავენ ამერიკულ ფულს… ანუ ამერიკელები გვეუბნებიან – თქვენ ჩვენ გვიყვებით სიცოცხლისთვის ბრძოლის შესახებ და ჩვენ გაძლევთ ფულს, თქვენ კი ამ ფულს იპარავთ. რა რეაქცია უნდა ჰქონდეთ ამერიკელებს ამაზე?…

მეტი...

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პატრულ-ინსპექტორი ჯგუფურ ძალადობაში ამხილა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, მოქალაქის მიმართ ჯგუფურად ფიზიკური ძალადობის ჩადენის ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორი გ.ი. იქნა მხილებული. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ სამართალდამცავმა, თანმხლებ პირთან ერთად, 2023 წლის 28 სექტემბერს ახალციხეში, ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე ყოფით ნიადაგზე მომხდარი შელაპარაკებისას ფიზიკურად იძალადა მოქალაქეზე, რის შედეგადაც მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე საქართველოს პროკურატურამ საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ბრალდება ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინა. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.…

მეტი...

,,არა ელექტროენერგია, არა საკვები, არა საწვავი, ყველაფერი ჩაიკეტა“- ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ღაზის სექტორის სრული ბლოკირების ბრძანება გასცა

„ჩვენ ადამიან-ცხოველებს ვებრძვით და შესაბამისად ვმოქმედებთ“, – ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „მე გავეცი ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება. არა ელექტროენერგია, არა საკვები, არა საწვავი, ყველაფერი ჩაიკეტა“, – აცხადებს ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი.  

მეტი...

გარდაიცვალა ინფექციური საავადმყოფოს აღმასრულებელი დირექტორი

ინფექციური საავადმყოფოს აღმასრულებელი დირექტორი შოთა გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა. ინფექციური საავადმყოფო თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, თანამშრომლებსა და სამედიცინო საზოგადოებას. „გულით ელოდა ახალ შენობაში გადასვლას მაგრამ, აღარ დასცალა – გულმა უმტყუნა, ვეღარ გაიხარებს ჩვენი საავადმყოფოს ახალსახლობით… ჩვენს შორის აღარ არის ღირსეული და კარგი ადამიანი… თითოეული ჩვენგანის დიდი იმედი… სამსახურში საქმიანი, მომთხოვნი და სამართლიანი, სამსახურს მიღმა კარგი პიროვნება და გვერდში მდგომი მეგობარი… ძნელია და წარმოუდგენელი შოთა გოგიჩაიშვილზე წარსულ დროში ისაუბრო… ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის მოამაგე, თანამშრომელთა და კლინიკის ღირსების დამცველი ქომაგი… კაცი ენციკლოპედიური განათლებითა და დიდი სამედიცინო გამოცდილებით… ღირსეული კვალი დატოვეთ ბატონო შოთა…

მეტი...

უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ადგილი ჩვენთან, ნატო-შია – მირჩა ჯოანა

უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ადგილი ჩვენთან, ნატო-შია, ეს მოხდება ადრე თუ გვიან, ეს არის გამოსავალი, რომ ყველა დემოკრატიული ქვეყანა ერთად ვიყოთ –  ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანამ კოპენჰაგენში, ნატო-ს საპარალამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თმით,  იმედი აქვს, კანდიდატის სტატუსზე საქართველოსთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. „როდესაც ვახსენე უკრაინა, მოლდოვა და საქართველო, ვთქვი, რომ მათი ადგილი ჩვენთან, ნატო-შია. მთელი დასაველთ ბაკლანეთი ასევე უნდა იყოს ჩვენთან, როგორც ევროპული და ევროატალანტიკური ოჯახსის სრულუფლებიანი წევრები. მე ვიცი, რომ ეს მოხდება ადრე თუ გვიან. ეს არის გამოსავალი, რომ ყველა დემოკრატიული ქვეყანა…

მეტი...

კონკურენციის ეროვნული სააგენტო ახალგაზრდა ეკონომისტების დასაქმების მიზნით სტაჟირების პროგრამას აცხადებს

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო, ეკონომიკური პროფილის სტუდენტების დასაქმების მიზნით, სტაჟირების პროგრამას აცხადებს. სააგენტოს მიზანია, სამომავლო დასაქმების პერსპექტივით, სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება და კონკურენციის პოლიტიკის დაცვის სექტორში კვალიფიციური კადრების მომზადება. პროგრამაში მონაწილეობას შეძლებენ – ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, მაგისტრის სტატუსის და  ბაკალავრის დამამთავრებელ საფეხურზე მყოფი სტუდენტები. სტაჟირების ხანგრძლივობა 3-6 თვე. სტაჟირების პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა, 2023 წლის 10 ოქტომბრიდან – 1 ნოემბრის  ჩათვლით, ელ. ფოსტაზე: info@gnca.gov.ge უნდა  წარმოადგინონ განაცხადი.

მეტი...

ლონდონში ინა გუდავაძის £10-მილიონიანი სახლი დაიწვა

ლონდონის სამხრეთით, სარეის საგრაფოში მდებარე 10 მილიონი ფუნტი სტერლინგის ღირებულების მეგა სასახლე დაწვა. ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს. ძვირადღირებული სასახლე ბადრი პატარკაციშვილის ქვრივს, ინა გუდავაძეს ეკუთვნის. გამოცემის ცნობით, სახლის სამწლიანი მრავალ მილიონიანი რემონტი, ფაქტობრივად, დასრულებული იყო, როდესაც მას ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი 23 სექტემბერს გაჩნდა და მის ჩაქრობას რვა სახანძრო ბრიგადა ცდილობდა. სკოტლანდ იარდი ხანძრის გაჩენის მიზეზებს სწავლობს. ხანძარი, სავარაუდოდ, თავდაპირველად სახურავს მოედო.

მეტი...

მომღერალი ინგა ფერაძე გარდაიცვალა

ბელგიაში მომღერალი ინგა ფერაძე გარდაიცვალა. „გაფრინდა ჩემი ლამაზი გოგო… აიარა ოქროყანის აღმართი…  დატოვა მხოლოდ ბოლო სურვილი-საქართველოში დაბრუნება თუნდაც სიკვდილის შემდეგ…“,- წერს ჟურნალისტი მაკა რაზმაძე.

მეტი...

ისრაელში კიდევ ერთი ეთნიკურად ქართველი დაიღუპა

ისრაელში, ეთნიკურად ქართველი დადო ჩიკვილაშვილი დაიღუპა. გარდაცვლილი ღაზის საზღვართან ახლოს, მუსიკალური ფესტივალის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. აღნიშნულ ფესტივალზე მყოფ კიდევ ერთ ქართველ ებრაელ გოგოს თამარ გოლდბერგს ეძებენ. ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას განცხადებით, 8 ოქტომბრის მონაცემებით, ისრაელში დაღუპულია ორი ქართველი ებრაელი. მუსიკალური ფესტივალის ტერიტორიაზე 260-ზე მეტი ადამიანის ცხედარი იპოვეს – ისრაელის სამაშველო სამსახური

მეტი...

ისრაელში უკრაინის 2 მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი დადასტურდა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ჰამასის თავდასხმას ისრაელში უკრაინის 2 მოქალაქე ემსხვერპლა. ,,სამწუხაროდ, [ისრაელში] უკრაინის 2 მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი დადასტურდა. სამძიმარს ვუცხადებ მათ ოჯახებს. უკრაინის საელჩო ისრაელში ჩვენს დიპლომატებთან ერთად უწყვეტ რეჟიმში მუშაობს, რომ დავეხმაროთ ჩვენს ხალხს. დადგინდა ისრაელის სამხრეთით 5 უკრაინელის ადგილსამყოფელი. კიდევ ერთხელ მივმართავთ ჩვენს მოქალაქეებს, გთხოვთ, იყავით ყურადღებით და მიჰყევით ადგილობრივი თავდაცვის ძალების ინსტრუქციებს”, – აცხადებს ზელენსკი.

მეტი...

,,კლავდნენ ყველაფერს რაც მოძრაობდა, ქალების ცხედრები მოფენილია ქუჩაში”- გაეროში ისრაელის მუდმივი წარმომადგენელი

გაეროში ისრაელის მუდმივი წარმომადგენელის, გილად ერდანის განცხადებით, . ისრაელმა განიცადა უპრეცედენტო თავდასხმა და მსხვერპლის რიცხვი კატასტროფულია. მისი თქმით, დაუნდობელმა ტერორისტებმა ქუჩებში დახვრიტეს ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქეები. ,,ეს არის ისრაელის 11 სექტემბერი და ისრაელი ყველაფერს გააკეთებს, რომ ჩვენი ვაჟები და ქალიშვილები სახლში დაბრუნდნენ. ისრაელმა განიცადა უპრეცედენტო თავდასხმა და მსხვერპლის რიცხვი კატასტროფულია, მართლაც გაუგებარი. ისრაელზე ჰამასის მოულოდნელი თავდასხმის შემდეგ ბოლო 2 დღის განმავლობაში ჩემს ქვეყანას ასობით ადამიანი შეეწირა, დაუნდობელმა ტერორისტებმა ქუჩებში დახვრიტეს უდანაშაულო ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქეები, კლავდნენ ყველაფერს რაც მოძრაობდა, ყველაფერი. მე მხოლოდ ერთ მაგალითს გაჩვენებთ, უბრალოდ შეხედეთ ამ ფოტოს ქალების ცხედრები მოფენილია…

მეტი...

ბულგარეთმა, რუმინეთმა, უნგრეთმა და პოლონეთმა ისრაელიდან მოქალაქეების ევაკუააცია დაიწყეს

ბულგარეთმა, რუმინეთმა, უნგრეთმა და პოლონეთმა ისრაელიდან მოქალაქეების ევაკუააცია დაიწყეს. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ორშაბათის განცხადებით,  ორი თვითმფრინავით ისრაელიდან 215 ადამიანის ევაკუაცია მოხდა. ბულგარეთმა სამთავრობო თვითმფრინავით ქვეყანაში დაბრუნა 90 მოქალაქე.  ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუმინეთმა 346 მოქალაქე დააბრუნა ისრაელიდან. ევაკუაცია დაიწყო პოლონეთმაც, პირველი თვითმფრინავი, რომელშიც დაახლოებით 120 ადამიანი იმყოფებოდა, ვარშავაში ორშაბათს დილით დაეშვა. ქვეყანაში დღის მეორე ნახევარში, სავარაუდოდ, კიდევ ორი თვითმფრინავი ჩავა ისრაელიდან.

მეტი...

ჩინური ხინკალი

ე.წ. ჩინური ხინკალი ვიზუალურად ქართულ ხინკალს წააგავს, თუმცა, ხინკალთან საერთო არაფერი აქვს. ეს არის ქერის ფქვილისგან დამზადებული მოხარშული ცომი. ზოგი მხოლოდ ცომია, გულის გარეშე და მიირთმევენ პურის ნაცვლად, ზოგში კი ბოსტნეულის შიგთავსია, ზოგშიც პატარა ნაჭერი ხორცი, ზოგში კი ტკბილი მასა. მას ჩინურად ბაოში ჰქვია.  

მეტი...

,,ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა, ველოსიპედით მიმავალ ბავშვს ისე დაარტყა მანქანა, რომ ჰაერში აისროლა”- მოდელი გარდაიცვალა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ქართველი მოდელი  მარიშა გვიდანი გარდაიცვალა. ავტოსაგზაო შემთხვევა დაახლოებით ერთი კვირის წინ მოხდა. მოდელი კლინიკაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მარიშა გვიდანი გუშინ გარდაიცვალა. „მარიშა ვიღაცის გაუმაძღარ და ხარბ მუცელს შეეწირა. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა, გადათხრეშილმა, ველოსიპედით მიმავალ ბავშვს ისე დაარტყა მანქანა, რომ ჰაერში აისროლა, მენჯი, არტერია, თირკმელი, ელენთა, ფილტვი მოაგლიჯა და ასფალტზე დანარცხებით ტვინი დაუზიანა“,- ნათქვამია „სოლიდარობის სახლის“ გავრცელებულ ინფორმაციაში. ფოტო: Geomodels Agency  

მეტი...

მეტეხის გვირაბში დაგეგმილი სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა ღამის საათებში შეიზღუდება

მეტეხის გვირაბში ინფრასტრუქტურული სამუშაოები იწყება. კერძოდ, გვირაბში არსებული დაზიანებული ფრაგმენტების გაწმენდითი სამუშაოები განხორციელდება. აღნიშნული სამუშაოები გვირაბის ორივე მხარეს მონაცვლეობით ჩატარდება. პირველ ეტაპზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, 10 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით, 00:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და იალბუზის ქუჩების კვეთიდან მეტეხის გვირაბის მიმართულებით. ,,მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და იალბუზის ქუჩების კვეთიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ მარჯვნივ მოხვევით, იალბუზის ქუჩის მიმართულებით, ხოლო იალბუზის ქუჩიდან სატრანსპორტო საშუალებები მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და 300 არაგველის ხიდის მიმართულებით მოძრაობას მარცხნივ მოხვევით შეძლებენ. თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს გიხდით!”,- ნათქვამია მერიის განცხადებაში.

მეტი...

ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 436-მდე გაიზარდა

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 436-მდე გაიზარდა. დაღუპულთა რიცხვი 81 ბავშვს და 61 ქალს მოიცავს. სამინისტროს ცნობისთ, 2271 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 244 ბავშვი და 151 ქალი. ამასთან,ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის განცხადებით, ისრაელში დაღუპულთა რიცხვი 700-მდე გაიზარდა.

მეტი...

თეთრი სახლი ისრაელში რამდენიმე ამერიკელის დაღუპვას ადასტურებს

თეთრი სახლი ისრაელში რამდენიმე ამერიკელის დაღუპვას ადასტურებს. როგორც ”სიენენს” უცხადებენ, აშშ-ის მთავრობა ყურადღებით აკვირდება სიტუაციას და ინარჩუნებს კონტაქტს ისრაელის ხელისუფლებასთან. დაღუპული ამერიკელების ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2445-მდე გაიზარდა

ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2445-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გუშინ, ქალაქ ჰერათის ჩრდილო-დასავლეთით, 35 კილომეტრში მოხდა.

მეტი...

მოდელი  მარიშა გვიდანი გარდაიცვალა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ქართველი მოდელი  მარიშა გვიდანი გარდაიცვალა. ავტოსაგზაო შემთხვევა დაახლოებით ერთი კვირის წინ მოხდა. მოდელი კლინიკაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მარიშა გვიდანი გუშინ გარდაიცვალა. „9 დღე იბრძოლა დედისერთა, ნანატრმა შვილმა და გაფრინდა იქ, სადაც ანგელოზები ელოდნენ. მძღოლის უპასუხისმგებლობამ გაამწარა არამარტო მარიშას ოჯახი, სულიერად დაანგრია ბავშვის ყველა ახლობელი, ნათესავი, კლასელი, მეგობარი“,- წერს გარდაცვლილის ახლობელი.~   ფოტო: Geomodels Agency

მეტი...

სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, 2023 წლის სექტემბრის თვეში, ხე- ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 85 ფაქტი გამოავლინეს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 85 ფაქტი გამოავლინეს. ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან, 29 დარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 1 – მცხეთა-მთიანეთის, 9 გამოვლენილია ქვემო ქართლის, 7 – შიდა ქართლის, 11 – სამცხე-ჯავახეთის, 3 – გურიის, 21 – იმერეთის, ხოლო 4 – გამოვლენილია სამეგრელო -ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ. სამართალდამრღვევების მიმართ შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია, ავტოსატრანსპორტო საშუალებები დალუქულია და გადაყვანილია სააგენტოს „საქმიან ეზოებში“. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაიგზავნა…

მეტი...

23 წლის გერმანელი ტურისტის ცხედარი შიშველი და ნაწამები აღლუმზე ჩაატარეს

23 წლის გერმალი შანი ლუკი, იმ ასობით მსხვერპლს შორისაა, რომლებიც მუსიკალურ ფესტივალზე თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც „ჰამასის” კუთვნილი პიკაპის უკანა ნაწილზე შიშველი ქალის სხეული ჩანდა. სხეული შანი ლუკს ეკუთვნოდა, რომელიც ისრაელში „მშვიდობის ფესტივალზე” დასასწრებად იმყოფებოდა. შანი ლუკი თავდამსხმელებმა შეიპყრეს. მისი ნაცემი და შიშველი სხეული ტერორისტებმა ქუჩაზე ჩაატარეს და ამტკიცებდნენ, რომ ცხედარი ისრაელელ ქალ ჯარისკაცს ეკუთვნოდა.  

მეტი...