„ივანიშვილი „ქართული ოცნების“ მოსაშორებლად ემზადება“ – დავით ჭიჭინაძე

„ივანიშვილი „ქართული ოცნების“ მოსაშორებლად ემზადება“. აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა ,,ტრიბუნას” თავმჯდომარე, დავით ჭიჭინაძე. ,,ბიძინა ივანიშვილს სალომე ზურაბიშვილთან კომუნიკაცია აწყობს, სანქციებიდან თავის არიდების მიზნით დასავლეთთან მომლაპარაკებელი რომ ჰყავდეს. რადგან, ფარცხალაძის სანქცირება რა არის იმასთან შედარებით, თუ ივანიშვილი დაასანქცირეს! რამდენი უნდა დაკარგოს, წარმოიდგინეთ, რაც ამდენი წლის განმავლობაში გაუკეთებია, შეიძლია უცებ დაყადაღდეს. მოკლედ, ბიძინა ივანიშვილისთვის „ქართული ოცნება“ თავისი რესურსით უკვე ამოწურულია და ზუსტად ხვდება, რომ ამ შემადგენლობით ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებს. ამიტომ არის, ზურაბიშვილის სახით ახალი ,,გმირის” გაჩენის მცდელობა – ე.წ. დასავლეთისთვის მებრძოლი გამარჯვების სიმბოლო. და ამიტომ ვამბობ, რომ დღეს, ზურაბიშვილია სწორედ ივანიშვილისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი…

მეტი...

,,მისი ჯანმრთელობა დღითი დღე მძიმდება… მშობლების ერთადერთი შვილია” – ირაკლი ბებუას ნათესავი

ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე მისი ბიძაშვილი საუბრობს. თამარ ბებუას თქმით, ბოლო კონტაქტი ტყვეობაში მყოფ საქართველოს მოქალაქესთან 2 თვის წინ ჰქონდათ. “ჯანმრთელობის მდგომარეობას ის ხაზს არ უსვამს და არ უნდა ოჯახი ანერვიულოს, თუმცა გვყავს წყაროები, რომლისგანაც ვიღებთ ინფორმაციას რომ მისი ჯანმრთელობა დღითი დღე მძიმდება. მთელი დღე წევს ოთახში და სძინავს. მის დეპრესიულ და მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე მეტყველებს ისიც, რომ არ აქვს სურვილი როდესაც შეუძლია გასასეირნებლად გავიდეს, არც კი დგება და არც გადის. ამ ცნობებმა ძალიან შეგვაშინა… არ არის დაოჯახებული, ჰყავს დედა და მამა, მშობლების ერთადერთი შვილია”, –…

მეტი...

რუსებმა ნიკოპოლის რაიონში გიმნაზია და კლუბი დაბომბეს

რუსებმა ნიკოპოლის რაიონში გიმნაზია და კლუბი დაბომბეს. ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა, სერგეი ლისაკიმ განაცხადა. ,,რუსებმა დნეპროს რაიონის დასახლებულ პუნქტებში ორი რაკეტა გაუშვეს… საბედნიეროდ, მსხვერპლი და დაშავებულები არ არიან”, – ამბობს ლისაკი. მისივე ცნობით, იერიშის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, კომერციული ფართები და ელექტროგადამცემი ხაზები.

მეტი...

ღაზის სექტორში მყოფ მძევლებს შორის 30-მდე ბავშვი და 20-მდე მოხუცია

ღაზის სექტორში მყოფ 203 მძევალს შორის 30-მდე ბავშვი და 20-მდე მოხუცია. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. გარდა ამისა, 100-დან 200-მდე ადამიანის ბედი ამ დრომდე უცნობია. შეგახსენებთ, რომ სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

მეტი...

პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 79 ხმით მიიღო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავით სონღულაშვილის განმარტებით, კანონპროექტში ასახულია ევროსაბჭოს რეკომენდაციები, შესაბამისად, მისი მიღებით შესრულდება ევროკომისიის რეკომენდაცია, რომლის თანახმადაც, შეიქმნება ტერორიზმისაკენ მოწოდებისა და სიძულვილის ენის გავრცელების აღსაკვეთად ეფექტური მექანიზმი საკანონმდებლო დონეზე და შესრულებულად ჩაითვლება 12-პუნქტიანი გეგმის მე-7 პუნქტი. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შედის ცვლილება, რომელიც შეეხება თვითრეგულირების ორგანოს მიერ სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესს. პროექტის თანახმად, შესაძლებელი გახდება უხამსობის,  სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების…

მეტი...

სოხუმის აეროპორტი 2024 წლიდან ამოქმედდება – ასლან ბჟანია

სოხუმის აეროპორტი 2024 წლიდან ამოქმედდება. აეროპორტიდან ტექნიკური ფრენების დაწყება 2024-ის ივლისიდანაა მოსალოდნელი, აეროპორტის ამოქმედება კი იმავე წლის დეკემბერშია დაგეგმილი. ამის შესახებ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მან განაცხადა, აფხაზეთის ბიუჯეტში აეროპორტის რეკონსტრუქციისთვის სახელმწიფო სახსრები არ არის, ამიტომ ყველაფერი ინვესტორის ხარჯზე გაკეთდება. რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ განაცხადა, რომ სოხუმის აეროპორტის აღდგენითი სამუშაოები კერძო ინვესტორის ხარჯზე ორ ეტაპად განხორციელდება, ფედერალური ბიუჯეტიდან თანხების მოზიდვის გარეშე.

მეტი...

ნასაკირალის უღელტეხილზე, ავარიის შედეგად, 9 ადამიანი დაშავდა

ნასაკირალის უღელტეხილზე ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ,,გურია TV” ავრცელებს და წერს, რომ ისინი გეგმიურ დიალიზზე მიდიოდნენ. დაშავებულები ოზურგეთის კლინიკა ,,მედალფაში” გადაიყვანეს, საიდანაც ისინი იმ დაწესებულებაში გაგაიყვანეს, სადაც დიალიზის მომსახურების მიღებას შეძლებენ. არსებული ინფორმაციით, დაშავებულებს მოტეხილობები და თავის ტვინის ტრავმა აღენიშნებოდათ.

მეტი...

აშშ საზღვარგარეთ მცხოვრებ საკუთარ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

ამერიკის შეერთებული შტატები საზღვარგარეთ მცხოვრებ საკუთარ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ინფორმაცია ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ,,მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას გაზრდილი დაძაბულობის, ტერორისტული თავდასხმების, დემონსტრაციების ან აშშ-ის მოქალაქეების მიმართ ძალადობრივი ქმედებების გამო, სახელმწიფო დეპარტამენტი ურჩევს აშშ-ის საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს, გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე. აშშ-ს მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი პუნქტები: იყავით ფხიზლად ტურისტულ ადგილებში; დარეგისტრირდით სმარტ მოგზაურთა ჩარიცხვის პროგრამაში (STEP), რომ მიიღოთ ინფორმაცია და შეტყობინებები, ასევე გამარტივდეს თქვენი მდებარეობის დადგენა საგანგებო სიტუაციებში; გამოიწერეთ სახელმწიფო დეპარტამენტის გვერდი Facebook-სა და Twitter-ზე”, – წერია განცხადებაში.

მეტი...

ამერიკული ჯავშანტექნიკა ისრაელში ჩავიდა

ისრაელში ამერიკული ჯავშანტექნიკა ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, ამერიკული თვითმფრინავი ბენ გურიონის აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, აშშ-მ ისრაელს 400 მილიონი დოლარის ღირებულების ტექნიკა საავტომობილო ფლოტის გასაძლიერებლად მიაწოდა.  

მეტი...

ევროკავშირის მინისტრები საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას ითხოვენ

ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების ინიციატივით გამოდიან. ევროკავშირის მინისტრებმა  განაცხადეს, რომ წევრმა ქვეყნებმა უკეთ უნდა შეამოწმონ მიგრანტები და თავშესაფრის მაძიებლები და უფრო სწრაფად განდევნონ ისინი, რომლებიც უსაფრთხოების საფრთხის შემცველია. აღნიშნულის შესახებ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის მინისტრმა ლუქსმბურგში მიმდინარე იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა. „მე დავაყენებ იმ პირების დაბრუნების დაჩქარების საკითხს, რომლებსაც არ აქვთ ევროკავშირში დარჩენის უფლება. ჩვენ უკვე ბევრი რამ გავაკეთეთ ამ მიმართულებით. უკვე წელს ვნახეთ დაბრუნებული პირების რაოდენობის 25%-ით ზრდა. ასე რომ, ჩვენ ახლა უფრო მეტ ადამიანს ვაბრუნებთ უკან, თუმცა ამ მიმართულებით…

მეტი...

“კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან” სროლის ხმები ისმოდა

ცოტა ხნის წინ “კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან” სროლის ხმები ისმოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ”ტვ პირველი” ავრცელებს. მათივე ცნობით, ფიზიკური დაპირისპირება  უცხოელ სტუდენტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაიწყო. ერთ-ერთი ვერსიით, შეიარაღებული კონფლიქტის მიზეზი არასწორად გაჩერებული ავტომობილი გახდა. ამ წუთებში უნივერსიტეტში პოლიცია და ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.

მეტი...

მუნიციპალური თავშესაფარი უსინათლო ძაღლისთვის ახალ პატრონს ეძებს

მუნიციპალური თავშესაფარი უსინათლო ძაღლისთვის ახალ პატრონს ეძებს. ამის შესახებ ინფორმაციას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ავრცელებს. ”ამ ცუგოს ისტორია არ ვიცით. ვვარაუდობთ, რომ ოდესმე ჰყავდა პატრონი და სამყაროს დანახვაც შეეძლო. ახლა კი მიუსაფარია და აბსოლუტურად უსინათლო. ჩვენ კი ისევ სასწაულის მქმნელი ადამიანების იმედი გვაქვს. იმედი გვაქვს, რომ მას კვლავ ეყოლება ოჯახი. ვეძებთ პასუხისმგებლიან ადამიანს, რომელიც განსაკუთრებით შეიყვარებს მას. რაც შეეხება ჩვენს უსინათლო ცუგას, აბსოლუტურად უპრობლემოა, კეთილი და მოსიყვარულე. მორცხვობს ადამიანებთან ურთიერთობისას, რადგან, როგორც ჩანს, ქუჩაში არც ისე მარტივი პერიოდი გამოაიარა. ის ახალი პატრონის გამოჩენას თავშესაფარში მოთმინებით დაელოდება. ჯიში: ბალონკა ან ბალონკის მეტისი…

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარი ცხოველების მასობრივ ანტირაბიულ ვაქცინაციას ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარი ცხოველების მასობრივ ანტირაბიულ ვაქცინაციას ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ამჯერად გლდანის მეოთხე და მეხუთე მიკრორაიონების, სოფელი დიღმის, ქერჩის, ავჭალის, ერისთავისა და წყაროს ქუჩების ბინადარ ცუგებსა და კატებს ჩაუტარა. ანტირაბიული ვაქცინაცია ცხოველს წელიწადში ერთხელ უტარდება, ამიტომ რევაქცინაცია წინა აცრის თარიღის გათვალისწინებით ხდება. ,,მიუსაფარი ცხოველების ვაქცინაციას სააგენტო მიმკედლებლებთან კოორდინაციით ახორციელებს, ხოლო პატრონიანი ცხოველების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მეპატრონე ვალდებულია, თავად უზრუნველყოს ცხოველის ყოველწლიური აცრის ჩატარება. სააგენტო მადლობას უხდის ქუჩის ბინადარი ცხოველების მიმკედლებლებს, რომლებიც აცრების დაგეგმვასა და განხორციელებაში სააგენტოსთან ინტენსიურად თანამშრომლობენ. ასევე,…

მეტი...

,,მჯერა, რომ საქართველოს ახლანდელი ხელმძღვანელობა გამოიჩენს თავშეკავებულობასა და პრაგმატიზმს”- ასლან ბჟანია

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანიამ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას ეხმიანება. ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის აგრესიისადმი უკრაინის წარმატებული წინააღმდეგობის გამო, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ახალი პერსპექტივები გაეხსნება“. ,,ეს განცხადებები [უკრაინის პრეზიდენტისგან] აჩვენებს, რომ ზელენსკისა და მის უკან მდგომ ძალებს კავკასიის რეგიონში ახალი სისხლისმღვრელი ომის დაწყება სურთ. უკრაინა ცდილობს, რომ გააფართოოს კონფლიქტის მონაწილეთა არეალი და შექმნას არასტაბილურობის დამატებითი სარტყელი რუსეთის გარშემო… მე მჯერა, რომ საქართველოს ახლანდელი ხელმძღვანელობა გამოიჩენს თავშეკავებულობასა და პრაგმატიზმს. მე არ ვფიქრობ რომ მათთვის ომი დღეს მომგებიანი იქნება”, – განაცხადა ბჟანიამ. 

მეტი...

ღაზაში, ავიაიერიშების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 3 785-მდე გაიზარდა – პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღაზაში ისრაელის ავიაიერიშების გამო გარდაცვლილთა რაოდენობა 3 785-მდე გაიზარდა. უწყების ცნობით, გარდაცვლილთა შორის 1 524 ბავშვი, 1000 ქალი და 120 მოხუცია. დაჭრილია 12 493 ადამიანი.  

მეტი...

ხმაური და დაპირისპირება სოფელ ჭორვილაში

ხმაური და დაპირისპირება სოფელ ჭორწვილაში – სოფელში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ჩავიდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია-მსვლელობას ადგილობრივებმა გზა გადაუკეტეს სოფელ ჭორვილის გადასახვევთან. აღნიშნულს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ადგილობრივების განცხადებით, სოფელი არ არის პოლიტიკური ცენტრი და აქციების გამართვა მართებული არ არის. ადგილზე იმყოფება მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე.

მეტი...

ესპანეთში პოლიციამ არალეგალურად მოვაჭრეების მიერ დატყვევებული 400-ზე მეტი ცხოველი გაათავისუფლა

ესპანელით  პოლიციამ ცხოველებით ვაჭრობის არალეგალური ქსელის წარმომადგენლები დააკავეს. სამართალდამცველებმა 400-ზე მეტი ცხოველი – ძირითადად კატები და ძაღლები გაათავისუფლეს. ”ბიბისის” ინფორმაციით, ჯგუფის წევრებს უკანონოდ შეჰყავდათ ესპანეთში ცხოველები აღმოსავლეთ ევროპიდან, შემდეგ კი ყიდდნენ. დაკავებულია 13 ადამიანი.

მეტი...

,,გვინდა, რომ გაიმარჯვოთ”- სუნაკი ნეთანიაჰუს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. მან ხაზი გაუსვა, რომ პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობა ასევე ჰამასის მსხვერპლია და მიესალმება ისრაელის გადაწყვეტილებას ღაზის სექტორში დახმარების გატარების შესახებ. ,,ვამაყობ იმით, რომ დღეს თქვენ გვერდით ვდგავარ, ისრაელისთვის ყველაზე ბნელ დროს, როგორც თქვენი მეგობარი. ჩვენ სოლიდარულად ვიდგებით თქვენს გვერდით, ჩვენ ვიდგებით თქვენს ხალხთან. ასევე გვსურს, რომ გაიმარჯვოთ”, – განაცხადა სუნაკმა.  

მეტი...

არ აჰყვეთ მრისხანებას, 11 სექტემბრის შემდეგ ჩვენ აშშ-ში განრისხებულები ვიყავით და ვიდრე მივისწრაფოდით სამართლიანობისკენ, დავუშვით შეცდომებიც – ბაიდენი

11 სექტემბრის შემდეგ, ჩვენ აშშ-ში განრისხებულები ვიყავით და ვიდრე ჩვენ მივისწრაფოდით სამართლიანობისკენ, ჩვენ ასევე შეცდომები დავუშვით, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გუშინ ისრაელში ვიზიტისას განაცხადა. მისი თქმით, ომის დროს ხელისუფლების წინაშე არსებული არჩევანი არასდროსაა მარტივი. „მას შემდეგ, რაც ეს ტერორისტილი თავდასხმა მოხდა, ჩვენ ვნახეთ, რომ ის აღწერეს, როგორც ისრაელის 11 სექტემბერი. თუმცა, ისრაელის ზომის ქვეყნისთვის ეს იყო 15-ჯერ დიდი 11 სექტემბერი. მასშტაბი შესაძლოა, განსხვაებული იყოს, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს საშინელებები შეეხო ყველაზე მნიშვნელოვან გრძნობას ისრაელში, ისევე, როგორც ეს მოხდა აშშ-ში. შოკი, ტკივილი, მრისხანება – ყოვლისმომცველი მრისხანება. მე მესმის და…

მეტი...

,,ქართულო მედია, თქვენ ხართ იდიოტები”- იაგო ხვიჩია

თქვენ ხართ იდიოტები, ქართულო მედია, რომ ახლა სხვა პრიორიტეტები გაქვთ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებს განიხილავდნენ. „თქვენთან არ შემოვალ პოლემიკაში. უბრალოდ ქართულ მედიას მინდა, ვუთხრა. იმედია, ეს ვიდეოჩანაწერი გარეთ მოხვდება. თქვენ ხართ იდიოტები, ქართულო მედია, იქიდან გამომდინარე, რომ ახლა სხვა პრიორიტეტები გაქვთ. აქ დაბოდიალობს ათასნაირი ჟურნალისტი, რომლებიც მეკითხებიან სალომე ზურაბიშვილის ვიზიტთან დაკავშირებით“, – განაცხადა ხვიჩიამ. კომიტეტის თავმჯდომარემ დეპუტატს მოუწოდა, არ გადასულიყო შეურაცხყოფაზე და ბოდიში მოეხადა. „რას ნიშნავს, კომიტეტის წევრი არ ვარ, პარლამენტის წევრი ვარ. თქვენზე…

მეტი...

ღაზაში პალესტინის ეროვნული უსაფრთხოების ძალების ხელმძღვანელი მოკლეს

პალესტინური მედიის ინფორმაციით, ღაზის სექტორის დაბომბვის შედეგად ერთი პალესტინელი მაღალჩინოსანი დაიღუპა. გარდაცვლილი ღაზაში პალესტინის ეროვნული უსაფრთხოების ძალების ხელმძღვანელი, ჯიჰად მუჰეისენია. მუჰეისენი ღაზაში, ისრაელის მიერ განხორციელებულ დაბომბვას ემსხვერპლა.  

მეტი...

,,პარლამენტში ვინმე კლოუნად თუ აღიქვამს თავს და პარლამენტს კლოუნადად, ეს მისი პრობლემაა”- ვახტანგ მეგრელიშვილი

პარლამენტში ვინმე კლოუნად თუ აღიქვამს თავს და პარლამენტს კლოუნადად, ეს მისი პრობლემაა, – ამ სიტყვებით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „გირჩის“ წევრ ვახტანგ მეგრელიშვილს. პარლამენტში „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ. „ბატონო ვახტანგ, ვერცერთ შემთხვევაში ვერ მოგცემთ უფლებას, ასე ხელაღებით იძახოთ – „სასამართლო რომ გვქონდეს“. სასამართლო გვაქვს ამ ქვეყანაში და ამას შევეგუოთ. შეიძლება, ვინმე კამათობდეს იმასთან დაკავშირებით, რომ რამე ნაკლოვანება არსებობს სასამართლოში და ამას გასწორება სჭირდება, მაგრამ არაფრის დიდებით სწორი არ არის იმის თქმა, რომ არ გვაქვს სასამართლო. ამ პარლამენტში ვინმე კლოუნად თუ აღიქვამს თავს და…

მეტი...

,,ამაზე მეტად ცინიკური არაფერია”- ოლაფ შოლცი ვლადიმერ პუტინის განცხადებაზე

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ვლადიმერ პუტინის განცხადებებს ჰამასის წინააღმდეგ ისრაელის ომთან დაკავშირებით, ცინიკურს უწოდებს. ,,აღშფოთებული ვარ, როცა მესმის, რომ რუსეთის პრეზიდენტი ყველას აფრთხილებს, რომ სამხედრო დაპირისპირებისას შეიძლება იყოს მსხვერპლი, სამოქალაქო მსხვერპლი. ამაზე მეტად ცინიკური არაფერია”, – განაცხადა შოლცმა,  

მეტი...

ილია დარჩიაშვილი რობინ დანიგანს შეხვდა

2023 წლის 19 ოქტომბერს გაიმართა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილსა და საქართველოში აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს შორის. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხთა ფართო სპექტრი და შესაბამისი მიმართულებების შემდგომი განვითარების პერსპექტივები. შეხვედრის ფარლგებში ყურადღება, ასევე, გამახვილდა რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების  საკითხებზე. მათივე ინფორმაციით, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართ მხარეებმა, დაადასტურეს ქვეყნებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებისა და კიდევ…

მეტი...

,,ვიდრე ბილბორდებზე არ ჩაენაცვლნენ ოცნების ლიდერები, მანამდე ხალხს ხმა ვერ მივაცემინეთ”- ირაკლი კობახიძე

სალომე ზურაბიშვილს არც ქარიზმა აქვს, არც მაინც და მაინც პოპულარობა,ერთადერთი, სადაც მას მხარდაჭერა აქვს, ეს არის „ნაცმოძრაობის“ ამომრჩევლის გარკვეული ნაწილი – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ნული ქარიზმა აქვს სალომე ზურაბიშვილს. ,,იმის გამო, რომ ნული ქარიზმა აქვს სალომე ზურაბიშვილს, თქვენ გახსოვთ რამხელა პრობლემები გადაგვხდა ჩვენ საპრეზიდენტო არჩევნებში, ჯერ პირველ ტურში, მერე მეორე ტურში. ვიდრე ბილბორდებზე არ ჩაენაცვლნენ ოცნების ლიდერები სალომე ზურაბიშვილს, მანამდე ხალხს ხმა ვერ მივაცემინეთ,”- განაცხადა კობახიძემ.  

მეტი...

,,გუშინ თავისი ტექსტით, სალომე ზურაბიშვილი გამოგვეცხადა, როგორც პავლიკა მოროზოვი, რომელმაც გაყიდა ნიკო ნიკოლაძე”- კობახიძე

,,სინამდვილეში, გუშინ თავისი ტექსტით, სალომე ზურაბიშვილი გამოგვეცხადა, როგორც პავლიკა მოროზოვი, რომელმაც გაყიდა ნიკო ნიკოლაძე”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტის გამოსვლის ტექსტი იყო არამარტო შეურაცხმყოფელი ინსტიტუტების მიმართ, არამედ შეიცავდა ისეთ პასაჟებს, რომლებიც გადიოდა ზრდილობის ზღვარს მიღმა. „განსაკუთრებით მძიმე იყო ის პასაჟი, რომელიც უკავშირდებოდა შვილების თემას. ყველაზე საინტერესო იყო, რომ, მოგვიანებით ვნახე, ის ამას კითხულობდა. შეიძლება, რაღაც წამოგცდეს, როგორც მაგალითად, ანა ნაცვლიშვილს წამოსცდა ორიოდე თვის წინ, მაგრამ ეს იყო დაწერილი ტექსტი, პავლიკა მოროზოვის ტექსტი მას ჰქონდა დაწერილი ქაღალდზე და ამას კითხულობდა. სინამდვილეში, გუშინ თავისი ტექსტით, სალომე…

მეტი...

,,გუშინდელი დღის შემდეგ საერთოდ არ არის აქტუალური და საინტერესო სალომე ზურაბიშვილი”- ირაკლი კობახიძე

საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის განმავლობაში პრეზიდენტი არის ხელშეუვალი კონსტიტუციის თანახმად, მხოლოდ იმპიჩმენტის წესით შეიძლება ამ შემთხვევაშიც მისი პასუხისგებაში მიცემაც, სხვა შემთხვევაში არის შეუძლებელი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, გუშინდელი დღის შემდეგ საერთოდ არ არის აქტუალური და საინტერესო სალომე ზურაბიშვილი. „რატომ არ აფინანსებდა ბიუჯეტიდან მის არალეგიტიმურ ვიზიტებს? მას ეშინია პრეზიდენტობის შემდგომი პერიოდის, შეიძლება, ამ წლის განმავლობაში მის მიმართ ვერ აღიძრას საქმე, მაგრამ როგორც კი ამოიწურება საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა, მაშინვე შეიძლება, მოხდეს ასეთი სისხლის სამართლებრივი საქმის აქტუალიზაცია, ამიტომ ეშინოდა მას სისხლის სამართლებრივი კანონმდებლობის დარღვევის, როდესაც ბიუჯეტიდან არ…

მეტი...

,,ლუი მეთოთხმეტის პათოსით საუბრობდა”- შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტზე

სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გვითხრა, რომ ის არის სახელმწიფო, ფაქტობრივად, ლუი მეთოთხმეტის პათოსით საუბრობდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, საერთო ჯამში, სალომე ზურაბიშვილი დაპირისპირებულია და ცდილობს, ძირი გამოუთხაროს სახელმწიფოს. „ის ძირს უთხრის მთავრობას იმით, რომ ცდილობს, უზურპირება მოახდინოს და მიითვისოს მისი უფლებამოსილება. ის ძირს უთხრის საქართველოს პარლამენტს მისი დამოკიდებულებით, თუნდაც გუშინ, როდესაც მან არ იკადრა ქართველი ხალხის სახელით დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხი. ის ძირს უთხრის ეროვნულ ბანკს, როდესაც ითხოვდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადადგომას. ის ძირს უთხრის საკონსტიტუციო სასამართლოს, როდესაც სამარცხვინოდ მოიხსენიებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ძირს უთხრის საერთო სასამართლოებს,…

მეტი...

ჩინეთში ნახევარი კილო მწყრის კვერცხი 4 ლარი ღირს

ეს ფოტოები ჩინეთის დედაქალაქ პეკინში, სასურსათო მაღაზიაშია გადაღებული. აქ მწყერის კვერცხი წონით იყიდება და ნახევარი კილოს ფასი 4 ლარია. კვერცხი ძალიან მჩატეა, წონა არც აქვს. 20 ცალ მწყრის კვერცხში ფაახლოებით 3 ლარი გადავიხადე.   ეკა გულუა პეკინიდან

მეტი...

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზაში, სულ მცირე, 203 ადამიანია მძევლად აყვანილი

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზაში, სულ მცირე, 203 ადამიანია მძევლად აყვანილი. ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, სამხედროებმა ამ დრომდე  203 მძევლის ოჯახს შეატყობინეს, რომ მათი ახლობლები ღაზის სექტორში იმყოფებიან. მისივე თქმით, აღნიშნული რიცხვი საბოლოო არ არის, რადგან უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ძიების პროცესში არიან.  

მეტი...

მძევლად აყვანილი ბებია და 12 წლის შვილიშვილი გარდაცვლილი ნახეს – ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, “ჰამასის” მიერ 7 ოქტომბერს ტყვედ აყვანილი ორი მძევალი გარდაცვლილი იპოვეს. 80 წლის კარმელა დანი და მისი 12 წლის შვილიშვილი ნოია დანი ტყვედ კიბუც ნირ ოზში აიყვანეს. ,,განადგურებული ვართ იმის გამო, რომ ნოიას და მისი ბებია კარმელას ცხედრები გუშინ აღმოაჩინეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

,,ყველაზე ლამაზი გოლი, რომელსაც დიდი ხანია ელოდა”- იტალიური გამოცემა „გაძეტა დელო სპორტი“ ხვიჩა კვარაცხელიას ქორწილზე

„ყველაზე ლამაზი გოლი, რომელსაც დიდი ხანია ელოდა“, „ემოციური და დაუვიწყარი სანახაობა 60 სტუმრისთვის“, – ასე ეხმაურება „გაძეტა დელო სპორტი“ ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიასა და ნიცა თავაძის ქორწილს. იტალიური გამოცემის თარგმანს lelo.ge ავრცელებს. როგორც „გაძეტა დელო სპორტი“ წერს, ჯვრისწერა საქართველოს უძველეს ქალაქში მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში შედგა და ეს ადგილი კვარაცხელიას ოჯახისთვის ძალიან ახლობელია. გამოცემა  აღნიშნავს, რომ საქორწინო რიტუალი მდიდარი იყო სიმბოლოებითა და ბრწყინვალე სანახაობით. “ყველაზე ლამაზი გოლი, რომელსაც დიდი ხანია ელოდა. “დიახ, თანახმა ვარ” – სიტყვები, რომელიც ცხოვრებას სამუდამოდ ცვლის. ბედნიერების ეს წუთები მან თავის ყველაზე ახლობელ ადამიანებთან ერთად ერთ ლამაზ…

მეტი...

ირაკლი ლექვინაძე კონკურენციის საერთაშორისო ქსელის(ICN) მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობს

ქ. ბარსელონაში, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე კონკურენციის საერთაშორისო ქსელის (ICN) მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილეობს, რომელსაც 100-ზე მეტი კონკურენციის და ანტიმონოპოლიური უწყების პირველი პირი ესწრება. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები მიმოიხილავენ შემდეგ მთავარ საკითხებს: კონკურენციის პოლიტიკის ადვოკატირება და მდგრადობის გაძლიერება, სექტორულ მარეგულირებლებს შორის თანამშრომლობა და გამოწვევები, ICN-ის პრაქტიკა, მიღებული შედეგები და უახლესი ტენდენციები, კონკურენციის უწყებების საქმიანობა, შესაძლებლობები და რისკ-ფაქტორები. ასევე, კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებები, ეფექტიანი მართვის მექანიზმები და ზეგავლენის შეფასების მეთოდები.  ანტიკარტელური აღსრულება ციფრულ ეპოქაში, კონცენტრაციების კონტროლის მექანიზმები, სასამართლოს როლი და ჩართულობა კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების პროცესებში და ა.შ. ყოველწლიური კონფერენცია  გახსნეს…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი „ნაცების“ ნარატივში რომ ჩაჯდა, კიდევ უარესი ელოდება, თუ გონს არ მოეგება – მაჭარაშვილი

სალომე ზურაბიშვილი „ნაცების“ ნარატივში რომ ჩაჯდა, კიდევ უარესი ელოდება, თუ გონს არ მოეგება –  ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ”ნაცებსა“ და ზურაბიშვილს ერთი პატრონი ჰყავთ” „დუმილი თუ დაარღვია, კითხვებს პასუხები რატომ არ გასცა? ყველაფერს უკუღმა აკეთებს. ხალხს შეჰპირდა, „ნაცების“ საწინააღმდეგო ვიქნებიო და „ნაცებთან“ გადავიდა, ევროინტეგრაციაზე ვილაპარაკებო და უცხოეთში თქვა, საქართველოში დემოკრატია არ არისო. „ნაცების“ ნარატივში რომ ჩაჯდა, კიდევ უარესი ელოდება, თუ გონს არ მოეგება. იმედი გვაქვს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაემორჩილება. სხვა შემთხვევაში, უკვე სხვა პასუხისმგებლობა დადგება, რადგან არც პრეზიდენტი და არც ნებისმიერი მოქალაქე უფლებამოსილი…

მეტი...

„ეს კი ჩემს არქივს დარჩება“ – ეკა გულუა „CHINADAILI“-ს მეორე გვერდზე (ვიდეო)

პირველ გვერდზე პრეზიდენტები, მეორეზე კი „მედიაცენტრი მთავარის“ ხელმძღვანელი, ჟურნალისტი ეკა გულუა – ეს გაზეთი „CHINADAILI”-ა, 18 ოქტომბრის გამოცემა. გაზეთი მთლიანად საერთაშორისო მნიშვნელობის ფორუმს – „ქამარი და გზა“  ეხება, რომელიც ჩინეთის დედაქალაქ პეკინში გაიხსნა. ფორუმში მონაწილეობის მისაღებად 140 ქვეყნის თუ რეგიონის 4 000-ზე მეტი მაღალი დონის დელეგაცია ჩავიდა. მათ შორის პრეზიდენტები, პრემიერ მინისტრები, მინისტრები და სხვა. ფორუმი პირადად პრეზიდენტმა სი ძინპინმა გახსნა და სტუმრებს შორის იყვნენ პრეზიდენტი პუტინი, გაეროს გენერალური მდივანი გუტერეში და სხვა მაღალი დონის სტუმრები. აღნიშნულ გამოცემა კი მთლიანად აღნიშნულ ფორუმს ეძღვნებ, რომლის  მეორე გვერდზე „მედიაცენტრი მთავარის“ დამფუძნებელი ეკა…

მეტი...

,,ჩვენ გვინდა ვიყოთ და ვართ რუსული სამყაროს ნაწილი”- სერგეი შამბა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შამბას განცხადებით, აფხაზეთი რუსული სამყაროს ნაწილია. ,,ჩვენ (რუსეთთან) ისეთი ურთიერთობა გვაქვს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საბჭოთა საზოგადოება დაინგრა, გრძნობები მაინც არსებობს. და აფხაზური საზოგადოება რუსულ სამყაროსთან არის მორგებული და მონაწილეობს რუსული სამყაროს შექმნაში. ჩვენ გვინდა ვიყოთ და ვართ ამ სამყაროს ნაწილი”, – განაცხადა შამბამ. მისი თქმით, რუსული ენის წყალობით აფხაზეთმა მსოფლიო კულტურა შეიტყო. ,,უნდა ითქვას, რომ რუსულმა საზოგადოებამ აითვისა მრავალი ტრადიცია და კულტურული ელემენტი. და ეს გამდიდრება ორმხრივი იყო. დიდებულმა რუსულმა კულტურამ, რა თქმა უნდა, დიდი გავლენა იქონია ბევრი ერზე რუსული იმპერიისა…

მეტი...