პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვიზიტებთან დაკავშირებით რამდენიმე დღეში საჯარო პოზიცია ექნება – ხატია დეკანოიძე

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვიზიტებთან დაკავშირებით რამდენიმე დღეში საჯარო პოზიცია ექნება, – ამის ხატია დეკანოიძემ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი  თქმით,  შეხვედრაზე საქართველოს ევროინტეგრაციასა და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზეც ისაუბრეს.

„ჩვენ ვისაუბრეთ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, მისი პოზიცია მოვისმინეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი. პირადად მე კითხვა დავუსვი მაუწყებლის კანონზე. ალბათ პრეზიდენტიც რამდენიმე დღეში ამასთან დაკავშირებით თავის პოზიციას ჩამოაყალიბებს, ასევე გაიზიარებს მოსაზრებებს სხვადასხვა მედიაპლატფორმიდან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მისი ადმინისტრაცია მჭიდრო კონტაქტშია ევროპელ კოლეგებთან. ზოგადად, ვფიქრობ, პრეზიდენტი ძალიან სწორ პოზიციაზეა კანდიდატის სტატუსთან, საქართველოს მომავალთან დაკავშირებით. სწორ პოზიციაზეა, როგორი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქეების განწყობა, მათ შორის არჩევნებში მონაწილეობაზე, აქტიურობაზე, ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე. რაც შეეხება ვიზიტების გაგრძელებას, ამ კითხვაზე მისი პასუხი იყო, რომ რამდენიმე დღეში გააცნობს საზოგადოებას თავის მოსაზრებას. არ გვისაუბრია საარჩევნო და პოლიტიკურ ლანდშაფტზე, ვისაუბრეთ, რა უნდა გავაკეთოთ თითოეულმა ჩვენგანმა, რათა საქართველოს ევროპული ინტეგრაცია დაჩქარდეს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

 

მსგავსი თემები