უნგრეთმა დაბლოკა ევროკავშირის მიერ კიევისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფა

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე ვერ შეთანხმდნენ უკრაინისთვის 500 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფაზე ევროპის მშვიდობის ფონდიდან . ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. მისივე თქმით, კიევისთვის სამხედრო დახმარების მე-8 ტრანშის გაცემაზე შეთანხმება მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა მოხდეს. 2023 წლის მაისიდან უნგრეთი ბლოკავს კიევის სამხედრო დახმარების მე-8 ტრანშის გაცემას ევროპის მშვიდობის ფონდიდან. როგორც მაშინ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ბუდაპეშტი დარჩება ამ პოზიციაზე, მანამ, კიევი უნგრულ ბანკს  OTP არ ამოიღებს “ომის სპონსორების” სიიდან, სადაც ის შეყვანილია იმის გამო, რომ რუსეთში ფუნქციონირებას აგრძელებს. 29 სექტემბერს…

მეტი...

ემანუელ მაკრონი ისრაელში ჩავიდა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ისრაელში ჩავიდა. მედიის ინფორმაციით, მაკრონი თელ ავივში იმისთვის ჩავიდა, რომ  ფრანგი ხალხის სოლიდარობა გამოხატოს  ისრაელელი ხალხის მიმართ. მაკრონი ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და ოპოზიციის ლიდერ ბენი განცს შეხვდება.

მეტი...

 “ჰამასმა” ორი მძევალი გაათავისუფლა

ისრაელი ადასტურებს, რომ “ჰამასმა” კიდევ ორი მძევალი გაათავისუფლა. 79 წლის ნურიტ კუპერი და 85 წლის იოჩევედ ლიფშიცი, შესაბამისი სამედიცინო დახმარების მისაღებად თელ-ავივში ჩავიდნენ. “ჰამასის” განცხადებით,  ქალები “ჰუმანიტარული” და ჯანმრთელობის მიზეზების გამო გაათავისუფლეს. ისრაელმა მადლობა გადაუხადა ეგვიპტეს მათი გათავისუფლების შუამავლობაში გაწეული დახმარებისთვის და წითელ ჯვარს იმ მნიშვნელოვანი როლისთვის, რომელიც მან შეასრულა ორივეს სახლში დაბრუნებაში. კუპერის ქმარი ამირამი, 85 წლის და ქალბატონი ლიფშიცის ქმარი ოდედი, 83 წლის, ჯერ კიდევ “ჰამასის” ტყვეობაში იმყოფებიან ღაზაში.    

მეტი...

ზოგიერთ შემთხვევაში ირანი აქტიურად უწყობდა ხელს ერაყსა და სირიაში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე თავდასხმებს – ჯონ კირბი

თეთრი სახლის სპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, ზოგიერთ შემთხვევაში ირანი აქტიურად უწყობდა ხელს ერაყსა და სირიაში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმებს. „ბოლო ერთი კვირაა, მსგავსი თავდასხმები გახშირებულია, განსაკუთრებით კი ბოლო რამდენიმე დღეა. აშშ არ დაუშვებს, რომ მისი ინტერესები რეგიონში უპასუხოდ დარჩეს“, – აღნიშნა კირბიმ. მისივე თქმით, აშშ ღრმადაა შეშფოთებული ამ თავდასხმების მნიშვნელოვანი ესკალაციის პოტენციალით უახლოეს დღეებში.  

მეტი...

ნატურალური ქვების ბაზრობა ჩინეთში და ფასები – ვიდეორეპორტაჟი

ნეფრიტი, მარგალიტი, ფირუზი და უამრავი რამ, რას არ ნახავთ აქ. ეს პეკინია, ნატურალური ქვების ბაზრობა, რომელსაც უზარმაზარი ტერიტორია უკავია და მის დასათვალიერებლად ერთი დღეც კი არ გეყოფათ. დაახლოებით 2 საათი ვიარე და სწრაფ ტემპში რაც მოვასწარი, გიზიარებთ ვიდეორეპორტაჟში. ეკა გულუა პეკინიდან  

მეტი...