ხაშურში სოფელ ნაბახტევთან დამაკავშირებელი ხიდი ჩაინგრა

ხაშურში სოფელ ნაბახტევთან დამაკავშირებელი ხიდი ჩაინგრა. ინფორმაციას ხაშურის მერია ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს: ,,მოქალაქეთა საყურადღებოდ‼️ დაზიანდა სოფელ ნაბახტევთან დამაკავშირებელი ხიდი. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამომწვევი მიზეზების დადგენა. ადგილზე იმყოფებიან შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზვიად ქურდაძე, ა(ა)იპ “ხაშურსერვისის” ხელმძღვანელობა. მოწყობილია მოძრაობის შემაკავებელი ბარიერები. მუნიციპალიტეტი ყველა საჭირო ღონისძიებას გაატარებს ხიდის დროულად აღდგენისთვის. მანამდე კი მოსახლეობას ვთხოვთ, ისარგებლონ სოფელ ნაბახტევთან დამაკავშირებელი მოქმედი ალტერნატიული ხიდით”, – წერს ხაშურის მერია.

მეტი...

ბათუმში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხანძარია

ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე არსებულ ერთ-ერთ კორპუსში ხანძარია. ადგილობრივი მედიის ცნობით, ცეცხლი მე-12 სართულზე მდებარე ბინაში გაჩნდა. შემთხვევის ადგილას მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან. ამ დროისთვის სხვა დამატებითი დეტალები უცნობია.  

მეტი...

ტიბეტი – სიმწვანეში ჩაძირული ავტონომია

ტიბეტის მოსახლეობა თითქმის მთლიანად ტიბეტელია. საუბრობენ ტიბეტურად და ჩინურად. ფერმერების უმეტესობას ჰყავს შინაური ცხოველები, როგორიცაა იაკები, ცხენები, ცხვრები. იკვებებიან ძირითადად ძროხის, ცხვრის, ღორის, იაკის და ქათმის ხორცით. გარემო ნამდვილად სუფთა და სიმწვანით მდიდარია. ძირითადი ტიბეტური საკვები არის ფქვილის ცომი მოხალული ქერისგან, რომელსაც ყოველდღიურად მოიხმარენ. იაკის რძე მსოფლიოში საუკეთესო პროდუქტად ითვლება – ვიდეორეპორტაჟი ტიბეტიდან  

მეტი...

,,რუსეთმა დააზარალა მოლდოვა, ეცადა გაეტეხა და დაეყო საქართველო, ახრჩობს ბელარუსს” – ზელენსკი

,,რუსეთმა დააზარალა მოლდოვა, ეცადა გაეტეხა და დაეყო საქართველო, ახრჩობს ბელარუსს”. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპელი ლიდერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან ოკუპანტი ქვეყნის მხრიდან, მეზობელი ქვეყნების მიმართ აგრესიაზე ისაუბრა: ,,მოსკოვმა ნათლად აჩვენა თავისი ამბიცია, დაიპყროს მეტი იმპერიული სივრცე, იმისთვის, რომ ევროპა არ იყოს თავისუფალი ერებისა და დემოკრატიების ადგილი, იმისთვის, რომ დაარღვიოს ევროპის ერთიანობა. ამისთვის ომი არის რუსეთის ძირითადი ინსტრუმენტი, ინსტრუმენტი სხვების დასამონებლად ან მათზე მანიპულაციისთვის. რუსეთი ათწლეულების განმავლობაში ცდილობდა მეზობელ ქვეყნებზე კონტროლის შენარჩუნებას, ომების დაწყებით და კონფლიქტის გაყინვით. რუსეთმა დააზარალა მოლდოვა, ეცადა გაეტეხა და დაეყო საქართველო, ახრჩობს ბელარუსს, დაახრჩო და…

მეტი...

,,მე მას ვუშვებდი ყველგან, მაგრამ მან შეცვალა ორიენტირები და ნდობა დაიკარგა” – ღარიბაშვილი

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმეს ეხმაურება. ,,იმედი მაქვს, პრეზიდენტი გააცნობიერებს იმას, რომ ქვეყანას გაცილებით მეტი მნიშვნელოვანი საკითხები აქვს მოსაგვარებელი. თუკი იგი მხარს დაგვიჭერს და გახდება ჩვენი მხარდამჭერი ამ პროცესში, მე მხოლოდ მადლიერებით მივესალმები მის ამ ძალისხმევას. შეგახსენებთ, რომ სტატუსის მინიჭებამდეც, როცა იყო მომართვები პრეზიდენტისგან, მე მას ვუშვებდი ყველგან. ჩვენ, მთავრობა ვუგზავნიდით თანხმობის წერილებს. რატომაც არა, თუ კიდევ ერთით მეტი ხმა იქნებოდა ევროპაში, რომელიც ჩვენს სათქმელს იტყოდა. რატომაც არა, ეს მისასალმებელია, მაგრამ მან სამწუხაროდ, რადიკალურად შეცვალა ეს ორიენტირები და მთელი მისი მესიჯბოქსი და ნდობა დაიკარგა. ჩვენ ბუნებრივია, ოპოზიციონერს, ჩვენი მანდატით…

მეტი...

საკონსტიტუციოს პლენუმი გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა – პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმე

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა. 14 ოქტომბრამდე უნდა გახდეს ცნობილი, რას გადაწყვეტს 9 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია. ,,კონსტიტუციით დადგენილ ვადებში დასკვნა პარლამენტში იქნება გადაგზავნილი”, – განაცხადა მერაბ ტურავამ. შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამ საკითხზე სამი დღის განმავლობაში მსჯელობდა. პრეზიდენტისა და ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლები იხსენებდნენ ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტებს, რა დროსაც ის საქართველოს ევროპული კურსის მხარდასაჭერად  გერმანიის, საფრანგეთისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებს შეხვდა. მხარეები დღეს კითხვების დასმის ეტაპზე იყვნენ, დღესვე, მცირე შესვენების შემდეგ ისინი დასკვნითი სიტყვებით წარდგნენ.

მეტი...

ამ წუთებში თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს

ამ წუთებში თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს. ახალგაზრდები ,,ქართული ოცნების” მიერ ე.წ. კარკვების კანონის მიღებას აპროტესტებენ, რომელიც გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას ზღუდავს და დემონსტრანტებისთვის მთელ რიგ აკრძალვებს აწესებს. კანონპროექტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას და შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ინგირში – არიან დაშავებულები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ საშუალო სიმძიმის ტრავმები აღენიშნებათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შეჯახების სავარაუდო მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

მეტი...

რუსეთი 2028 წელს, შესაძლოა, თავს სხვა ქვეყნებს დაესხას – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ უკრაინაში კონფლიქტი გაიყინება, რუსეთი, შესაძლოა, 2028 წელს სხვა ქვეყნებს დაესხას თავს. მისი  თქმით, ეს არის ინფორმაცია, რომელიც უკრაინის დაზვერვამ მოიპოვა. ,,რუსეთი ახლა განიხილავს სხვადასხვა სცენარს უახლოესი წლებისთვის, მათგან ერთ-ერთი განსაკუთრებით საშიშია. თუ იქნება რაიმე პაუზა უკრაინის წინააღმდეგ ამ აგრესიაში, სიტუაციის გაყინვა, მაშინ დადგება ახალი კრიტიკული მომენტი – 2028 წელი. თუ რუსეთს ახლა მიეცემა ადაპტაციის საშუალება, მაშინ 2028 წელს კრემლი შეძლებს აღადგინოს ის სამხედრო პოტენციალი, რომელიც ჩვენ დავურღვიეთ და რუსეთს ექნება საკმარისი ძალა, რომ თავს დაესხას იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსული ექსპანსიის ყურადღების ცენტრშია. უკრაინის გარდა,…

მეტი...

რუსეთმა დააზარალა მოლდოვა, სცადა საქართველოს დაყოფა, კავკასიის სხვა ნაწილების დესტაბილიზაცია, ბელარუსის მოგუდვა და ცდილობს, ნაწილები მოაშოროს უკრაინის სხეულს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა დააზარალა მოლდოვა, სცადა საქართველოს დაყოფა, კავკასიის სხვა ნაწილების დესტაბილიზაცია, ბელარუსის მოგუდვა და ცდილობს, ნაწილები მოაშოროს უკრაინის სხეულს. „ყველა ერი, რომლის წინააღდეგაც რუსეთი მოქმედებს რაიმე გზით, ყველა ქვეყანა განიცდის ჩარევას ან შეჭრას. ჩვენ, ყველა უნდა ვიყოთ განსაკუთრებულად გაერთიანებული, განსაკუთრებულ თანამშრომლობაში. ყველას გვჭირდება დახმარების ფორმატი იმ ერებისთვის, ვისი სიცოცხლის განადგურებაც უკვე სცადა კრემლმა, რომ რუსეთმა ნანგრევების გავრცელება ვეღარსად შეძლოს. ყველა ამ ქვეყანას სჭირდება ეკონომიკური მხარდაჭერა, უსაფრთხოების გარანტიები, რომ რუსეთს აღარ გაუჩნდეს მათი სუვერენეტეტის დარღვევის სურვილი“, – განაცხადა ზელენსკიმ  ესპანეთში, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მესამე…

მეტი...

“ინგასავით 7-ჯერ ისროლა, მოგარტყათ და თქვენ არ უპასუხეთ” – ირაკლი კობახიძე

ინგასავით შვიდჯერ ისროლა, უფრო სწორად მოგარტყათ, მაგრამ თქვენ არ უპასუხეთ, – ამ სიტყვებით მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის წარმომადგენელ მაია კოპალეიშვილს. მაია კოპალეიშვილმა ირაკლი კობახიძეს ჰკითხა: გთხოვთ, განმარტოთ, რას გულისხმობს, აწარმოებს მოლაპარაკებებს, რადგან თქვენს წარდგინებაში სწორედ ამაზე აპელირებთ, რომ შეხვდა საფრანგეთის, გერმანის პრეზიდენტებს ბრიუსელში, აწარმოა მოლაპარაკებები და დაარღვია კონსტიტუციაო. გთხოვთ, აგვიხსნათ, რას გულისხმობთ მოლაპარაკებების წარმოებაში და რატომ გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტმა ამ შეხვედრების დროს აწარმოა მოლაპარაკებები“. ირაკლი კობახიძის თქმით,  წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება ნიშნავს, როცა საგარეო ურთიერთობებში წარადგენ შენს ქვეყანას ნებისმიერი ფორმით, მათ შორის დისტანციური ფორმით. „საგარეო ურთიერთობებში სადაც…

მეტი...

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, კომპანია „ნოვა“-სთან პირობითი ვალდებულების შეთანხმება გააფორმა

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, შპს შპს „ნოვა“-სთან პირობითი ვალდებულების შეთანხმება გააფორმა. საკითხი ეხება – „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტს. სააგენტოსა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, მოვაჭრეს დაევალა: –           შეცვალოს კომპანიის შიდა პოლიტიკა და  კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს; –           მომხმარებელს ქართულ ენაზე – მკაფიოდ, გასაგებად და სრულად მიაწოდოს კანონით განსაზღვრული ინფორმაცია; –           უზრუნველყოს საქონელზე გასაყიდი ფასის მკაფიო და გასაგები ფორმით მითითება; –           მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაცია განათავსოს სავაჭრო  ვებგვერდზე www.nova.ge და ყველა იმ პლატფორმაზე, სადაც მოვაჭრე კომერციულ საქმიანობას ახორციელებს; –           ჩამოაყალიბოს კანონთან შესაბამისი მკაფიო საგარანტიო პირობები; –           შეიმუშაოს დისტანციურ…

მეტი...

საბავშვო ბაღში ნარკოტიკების ზემოქმედებისგან 1 წლის ბავშვი გარდაიცვალა

ნიუ-იორკის პოლიციამ დააკავა საბავშვო ბაღის მეპატრონე, სადაც ნარკოტიკების ზემოქმედებისგან 1 წლის ბავშვი გარდაიცვალა, ხოლო 3 საავადმყოფოში გადაჭარბებული დოზის გამო მოხვდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.  ნიკოლას დომინიკი ფენტანილის შესუნთქვის შედეგად გარდაიცვალა. ეს ოპიოიდური ტკივილგამაყუჩებელია, რომელიც ყველაზე ხშირად მედიცინაში ანესთეზიისთვის გამოიყენება და ჰეროინზე 50-ჯერ უფრო ძლიერია. ფელიქს ჰერერა გარსია მექსიკაში დააკავეს.  პოლიციის ინფორმაციით, ნარკოტიკი ხალიჩის ქვეშ იყო მოთავსებული, რომელზედაც ბავშვები იძინებდნენ.

მეტი...

,,თუ ამ ადამიანისთვის საამაყოა, რაც 2012 წლამდე ხდებოდა ქვეყანაში, ვფიქრობ, განაჩენს საზოგადოება გამოიტანს”- კალაძე პრეზიდენტის წარმომადგენელზე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოება გამოუტანს განაჩენს ყველა იმ ადამიანს და პოლიტიკურ პარტიას, ვისთვისაც საამაყოა ის ვითარება, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პირობებში იყო საქართველოში. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე მიმდინარე პროცესზე სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლის, მაია კოპალეიშვილის შესაბამისი განცხადების კომენტირებისას განუცხადა. „არ ვიცნობ ამ ადამიანს და გამიჭირდება შეფასების გაკეთება, თუმცა ერთი რამ ცხადია: ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, 2012 წლამდე რა რეჟიმი იყო დამყარებული ქვეყანაში, როგორ წარიმართებოდა ყოველდღიური პოლიტიკური პროცესები, როგორი იყო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ყოველდღიური ყოფა. ნამდვილად არ მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას ის მძიმე ვითარება,…

მეტი...

საქართველო, საპატიო სტუმრის სტატუსით, ევროპაში მეცხოველეობის დარგის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და პრესტიჟულ გამოფენაში – Sommet De L’elevage 2023 მონაწილეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, საფრანგეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ კლერმონ-ფერანში, მეცხოველეობის დარგის გამოფენა – Sommet De L’elevage 2023 გახსნა. მიმდინარე წელს, გამოფენაში საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს. საქართველოდან ჩასულმა მესაქონლეობის დარგის სხვადასხვა ასოციაციის წევრებმა გამოფენაზე ქართული წარმოების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინეს. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის ცენტრალურ ნაწილში, ევროპაში ხორცპროდუქტების წარმოების ყველაზე დიდ რეგიონში გამართულ გამოფენას, მსოფლიოს 90 ქვეყნიდან, დაახლოებით, 105,000 ვიზიტორი სტუმრობს; გამოფენაზე წარმოდგენილია 2000 საუკეთესო ჯიშის მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი. გამოფენის ფარგლებში, საქართველოს შესახებ კონფერენცია გაიმართა, რომელსაც, ქართველ მწარმოებლებთან ერთად, დარგის ფრანგი წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც ოთარ…

მეტი...

ოთარ შამუგია ქალაქ კლერმონ-ფერანში, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, საფრანგეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, ქ. კლერმონ-ფერანში მიმდინარე უმსხვილეს მეცხოველეობის გამოფენაზე Sommet De L’elevage საფრანგეთის განვითარების სააგენტოს სოფლის მეურნეობისა და ბიომრავალფეროვნების მიმართულების ხელმძღვანელს, ვინსენტ ტანგის შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს შორის თანამშრომლობის პროგრამის პრიორიტეტულ მიმართულებებად განსაზღვრულია მელიორაცია და მიწის მართვა. პროგრამა ითვალისწინებს ზემო სამგორის (ირიგაცია) პროექტს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია დროულად მოხდეს ინიცირებული ახალი პროექტის განხორციელება. „ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო სტანდარტების, ევროპული მართვის სისტემების დანერგვის საკითხებზე.…

მეტი...

,,პრეზიდენტად წოდებული სალომე ზურაბიშვილი ყველა წითელ ზღვარს კვეთს და ასეთ დროს რა ნდობაზეა საუბარი”- კობახიძე

”ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობა პრეზიდენტს არ ენდობა. მისი თქმით, ” საქართველოს პრეზიდენტად წოდებული სალომე ზურაბიშვილი ყველა წითელ ზღვარს კვეთს და ასეთ დროს რა ნდობაზეა საუბარი.” ,,არ არსებობს ნდობა მთავრობასა და პრეზიდენტს შორის, მთავრობა არ ენდობა პრეზიდენტს. იმიტომ რომ პრეზიდენტი გამოვიდა მაგალითად 26 მაისს, სამარცხვინოდ, ბოდიში მოუხადა მთავრობის საქმიანობისთვის 2008 წელს დაღუპული გმირების ოჯახის წევრებს, ამის შემდეგ როგორ უნდა ენდოს მთავრობა პრეზიდენტს? ნდობაზეც არ არის საუბარი. საქართველოს პრეზიდენტად წოდებული სალომე ზურაბიშვილი ყველა წითელ ზღვარს კვეთს და ასეთ დროს რა ნდობაზეა საუბარი. რა თქმა უნდა, მთავრობას აქვს 0 ნდობა…

მეტი...

,,ევროპელი კოლეგების მხრიდან საჭიროა გადაიდგას შემდგომი ნაბიჯი და ქვეყანამ მიიღოს დამსახურებული კანდიდატის სტატუსი”- ღარიბაშვილი

ევროპელი კოლეგების მხრიდან საჭიროა გადაიდგას შემდგომი ნაბიჯი და ქვეყანამ მიიღოს დამსახურებული კანდიდატის სტატუსი, ეს არის ჩემი მთავარი გზავნილი გრანადაში ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მესამე სამიტის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სამიტის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი გეოპოლიტიკური გარემო და რეგიონში არსებული რთული ვითარება იქნება. „ჩვენი მთავარი გზავნილი, რა თქმა უნდა გრანადაში იქნება შემდეგი, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. მონაწილეობას მივიღებ მრგვალი მაგიდის ფორმატში. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მთავარი არის, რომ აღიარება მივიღოთ ჩვენმა ქვეყანამ, როგორც ევროპული პერსპექტივის მქონე ქვეყანამ და ახლა…

მეტი...

,,შემაშფოთებელი და მძიმეა აღნიშნული გადაწყვეტილება”- კახა კალაძე ასლან ბჟანიას განცხადებაზე

აღნიშნული გადაწყვეტილება შემაშფოთებელი და მძიმეა – ასე გამოეხმაურა მედიასთან თბილისის მერი, კახა კალაძე აფხაზეთის დე- ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას განცხადებას, რომ რუსეთთან „შეთანხმებას“ ხელი მოაწერეს და „ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზა იქნება“. მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას თანამედროვე მსოფლიოსგან აქვს სრული მხარდაჭერა. „არ გავცნობივარ განცხადებას თუმცა, თუ მართლა ასეა, ეს უკიდურესად შემაშფოთებელია და მძიმეა. იცით, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მხრიდან. მთავარი ისაა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, თანამედროვე მსოფლიო მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

თბილისში, ერთ-ერთი კორპუსის სარდაფში ცხედარი იპოვეს

თბილისში, დადიანის ქუჩაზე, ერთ-ერთი კორპუსის სარდაფში ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას “ფორმულა” ავრცელებს. ადგილობრივებმა პოლიციას მძაფრი სუნის გამო მიმართეს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და სამართალდამცველები იმყოფებიან. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

მას შემდეგ რაც ომი დაიწყო უკრაინაში, ჩვენ მოვახერხეთ გონივრულად მანევრირება – ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ მართლაც სპეციფიკურ მდგომარეობაში ვიმყოფებით. ეს ჩვენმა კოლეგებმაც ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული, ამ მხრივ, ჩვენ განვსხვავდებით სხვა ქვეყნების მდგომარეობისგან, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მესამე სამიტში მონაწილეობს. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავარი საზრუნავი ახლა უნდა იყოს შემდგომი ნაბიჯის მიღება, რაც არის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. „ჩვენ არ გვაქვს არც ნატო-ს ქოლგა, ასე ვთქვათ, არავითარი უსაფრთხოების გარანტიები ქვეყანას არ გააჩნია. ჩვენ არ ვართ არც ევროკავშირის წევრი ქვეყანა, შესაბამისად, ჩვენს ქვეყანას უწევს საკმაოდ გონივრულად…

მეტი...

იაკის რძე მსოფლიოში საუკეთესო პროდუქტად ითვლება – ვიდეორეპორტაჟი ტიბეტიდან

იაკი – ეს არის შინაური ცხოველი, რომლის სამშობლო ტიბეტია. აქ მოსახლეობას ძირითადად იაკი და  ძროხა ჰყავს მოშენებული. იაკებს წველიან, მის რძეს სვამენდა ასევე სხვადასხვა ნატურალურ პროდუქტს აწარმოებენ. იაკი საშუალო წლიურად 300-350 კგ იწველის. რძის ცხიმიანობაა 6-7%. ხორცი მაგარია, მაგრამ გემრიელი. ტიბეტში, ლულანში სწორედ იაკის წველის პროცესი გადავიღე და ადგილობრივებსაც გავესაუბრე. იაკს ძირითადად მაღალმთიან ადგილებში აშენებენ. როგორც ტიბეტელმა ბებოებმა მითხრეს, იაკის რძე მსოფლიოში საუკეთესო პროდუქტია, რადგანაც ის შეიცავს იმუნოგლობულინის მაღალ დონეს,  რომელიც შეიძლება დაეხმაროს ორგანიზმს იმუნიტეტის რეგულირებაში და გააუმჯობესოს დაავადებისადმი წინააღმდეგობა. მათივე თქმით, იაკის რძე  ასევე არის კალციუმის კარგი დანამატი, რადგან იაკის…

მეტი...

ქვეყანამ უნდა მოახდინოს მშვიდობიანად დეოკუპაცია – აი ეს არის მთავარი მიზანი – პრემიერი

ქვეყანამ უნდა მოახდინოს მშვიდობიანად დეოკუპაცია – აი ეს არის მთავარი მიზანი და ქვეყნის გაერთიანება, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მესამე სამიტში მონაწილეობს. პრემიერის თქმით, ფოკუსირება უნდა მოხდეს არა თარიღებზე, არამედ იმაზე, რაც ხალხს და ქვეყანას სჭირდება. „ჩვენ თარიღებზე არ უნდა ვფოკუსირდეთ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ჩვენს ხალხს და ქვეყანას სჭირდება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ რეფორმები, ქვეყნის განვითარება, გაძლიერება, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარება, რაც არის უმნიშვნელოვანესი. რაც მთავარია – უსაფრთხოების საკითხები –  ქვეყანამ უნდა მოახდინოს მშვიდობიანად დეოკუპაცია. აი ეს არის მთავარი მიზანი და ქვეყნის გაერთიანება“, – განაცხადა პრემიერმა.

მეტი...

„თანამშრომლობა ბუნებასა და ადამიანებს შორის“ – ვიდეორეპორტაჟი ტიბეტის საერთაშორისო ფორუმიდან

„დედამიწა არის საერთო სახლი. სუფთა წყალი და მთები, თოვლიანი მთები და მყინვარები – ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბენეფიტი და ინვესტიცია ხალხის ცხოვრებაში“ – ეს სწორედ ის ძირითადი ხაზია, რაზეც ტიბეტში, საერთაშორისო თანამშრომლობის ტრანს ჰიმალაის მესამე ფორუმზე კეთდება აქცენტები. ორდღიან ფორუმს ჩინეთის ავტონომიური რეგიონის – ტიბეტის ქალაქი ნიინჩიში მასპინძლობს. ბიოუსაფრთხოება, სუფთა ენერგია, ბუნებრივი რესურსები, ეკოლოგია, დაბალი ნახშირბადის ენერგია ჩვენი უსაფრთხოება და მომავალია, აღნიშნავენ გამოსვლები. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან ი-მ აქცენტი ტურიზმზე, ეკოლოგიაზე და კულტურულ გაცვლაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ტიბეტში რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა ჩამოვიდეს და საკუთარი თვალით ნახოს…

მეტი...

,,ახლა აშშ-ში რთული საარჩევნო პერიოდია, სხვადასხვა ხმა ისმის, ზოგი ხმა ძალიან უცნაურია”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით,  ახლა აშშ-ში რთული საარჩევნო პერიოდია და ძალიან უცნაური ხმები ისმის. ჟურნალისტებმა მას კითხვა დაუსხვეს, ხომ არ ღელავს იმის გამო, რომ აშშ-ის დროებით ბიუჯეტში უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის განკუთვნილი თანხა არ არის გათვალისწინებული. „ჩემი აზრით, უკრაინაში ღელვა ომის პირველივე დღეს შევწყვიტეთ, ახლა ღელვა უკვე გვიანია, ჩვენ ახლა უნდა ვიმუშაოთ. მე ვიყავი ვაშინგტონში წელს, შევხვდი პრეზიდენტ ბაიდენს და მივიღე 100-პროცენტიანი მხარდაჭერა თეთრი სახლისგან, ასევე, ორპარტიული მხარდაჭერა მქონდა კონგრესში. ახლა აშშ-ში რთული საარჩევნო პერიოდია, სხვადასხვა ხმა ისმის, ზოგი ხმა ძალიან უცნაურია. ამის შესახებაც ვისაუბრებთ დღეს“, – განაცხადა ზელენსკიმ მგრანადაში,…

მეტი...

ზურაბიშვილი შეტყობინებას გიგზავნით, მაგრამ თქვენ ხომ უნდა იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი აქ არ თქვათ? – კობახიძე ჩუგოშვილს

საკონსტიტუციო სასამართლოში,  პრეზიდენტის წარმომდგენლის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, 2019 წელს, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა და მასთან მოლაპარაკებები გამართა. ,,პრეზიდენტმა გვთხოვა, გავაზიაროთ, რომ 2019 წლის სექტემბერში საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროში, გენასამბლეის დროს ლავროვს შეხვდა და მოლაპარაკებები გამართა. ეს პრეზიდენტმა გუტერეშისგან გაიგო ოფიციალური შეხვედრის დროს,“ – განაცხადა ჩუგოშვილმა. რაზეც ირაკლი კობახიძემ განაცხადა: ,,რა შუაშია? სალომე ზურაბიშვილი ამას გიგზავნით, მაგრამ თქვენ ხომ უნდა იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი არ თქვათ აქ? მართლა არასერიოზულია ეს ყველაფერი. ჩვენ სამართლებრივ საკითხებზე ვსაუბრობთ და აქ მიდის დემაგოგია,“ – მიმართა…

მეტი...

სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ბუნებრივი გაზის რეგულირების შესახებ სასწავლო კურსზე რეგისტრაცია გამოცხადდა

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ახალ სასწავლო კურსს იწყებს თემაზე: „ბუნებრივი გაზის სექტორის რეგულირების საფუძვლები“. სასწავლო კურსი განკუთვნილია როგორც საჯარო, ისე კერძო და არასამთავრობო სექტორში დასაქმებული სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისათვის, რომელთა საქმიანობა უკავშირდება ბუნებრივი გაზის, ენერგეტიკული პოლიტიკის, ბუნებრივი გაზის მომსახურების ხარისხის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხების შესწავლასა და რეგულირების პრინციპებს. კურსის ფარგლებში ტრენინგებს ჩაატარებენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენლები და სასწავლო ცენტრის მოწვეული ლექტორები. კურსზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 20 ოქტომბერი, 18:00 საათი. დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ვებგვერდზე: www.entc.ge.

მეტი...

,,ვაღიარებ, ამპარტავანიც ვარ”- კობახიძე კოპალეიშვილს

“თქვენ ძალიან თვითკმაყოფილებით გამოირჩევით, ბატონო ირაკლი” – ამ სიტყვებით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა, მაია კოპალეიშვილმა ”ქართული ოცნების” თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს. “დიდი მადლობა, ვაღიარებ, ამპარტავანიც ვარ” – ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ მაია კოპალეიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე. აღნიშნული განცხადება მაია კოპალეიშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა: “ბოდიში, რომ სწორად მიმყავს პროცესი”, რაზეც კოპალეიშვილმა უპასუხა, რომ “საზოგადოება შეაფასებს, სწორად მიჰყავს თუ არა  პროცესი”.  

მეტი...

,,პოლიტიკოსებს, რომლებიც აპარატის თანამშრომლები არიან, შეუძლიათ ჟურნალისტებს კომენტარი მისცენ, სადაც უნდათ, თუმცა არა იქ, სადაც სივრცე გამოყოფილია პარლამენტის წევრებისთვის”- პაპუაშვილი

„ჟურნალისტებს არაფერი არ ეკრძალებათ, თუმცა აპარატის თანამშრომლებს, იგულისხმებიან  პოლიტიკოსები, რომლებიც პარლამენტის აპარატის თანამშრომლები არიან. ესეც ცალკე ანომალიაა, რომ ჩვენ პარლამენტის აპარატის თანამშრომლები გვყავს პოლიტიკური ლიდერები. მათ შეუძლიათ მისცენ კომენტარი სადმე სხვა სივრცეში, თუმცა არა იქ, სადაც გამოყოფილია სივრცე პარლამენტის წევრებისთვის“,-  განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე. მისივე თქმით, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ჟურნალისტებისთვის აპარატის თანამშრომლებთან კომუნიკაციის შეზღუდვის დაწესება ხდება,  მორიგი დეზინფორმაციაა და სიმართლეს არ შეესაბამება. „საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის შინაგანაწესს აპარატის თანამშრომლებისთვის. ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფს, მაგალითად „ლელოს“, „საქართველოსთვის“ ჰყავთ პარტიის წევრები გაფორმებული აპარატში და ხელფასს იხდიან აპარატიდან, რაც, რა თქმა უნდა,…

მეტი...

,,იმდენად ბევრ რამეს განასახიერებ, როგორც ვერავინ სხვა”- თინა კანდელაკი კადიროვს

კრემლის პროპაგანდისტი, თინა კანდელაკი რამზან კადიროვს დაბადების დღეს ულოცავს. კანდელაკის თქმით, კადიროვი იმდენად ბევრ რამეს განასახიერებს, როგორც ვერავინ სხვა. ,,ძვირფასო რამზან, ძნელად წარმომიდგენია როგორ უნდა მოიფიქრონ შენმა გარშემომყოფებმა შენს დაბადების დღეზე მადლობის სათქმელად ახალი სიტყვები. ადრეც გითხარი, რომ იმდენად ბევრ რამეს განასახიერებ, როგორც ვერავინ სხვა. სწორედ ესაა ერის ლიდერის გზა”,- აცხადებს კანდელაკი.

მეტი...

რუსეთმა ხერსონი დაბომბა – არის მსხვერპლი

რუსეთმა ხერსონი დაბომბა. რუსებმა საცხოვრებელ კვარტალს დაარტყეს, არიან დაღუპულები. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, დაღუპულია 2 ადამიანი – 50-55 წლის მამაკაცი და ქალი.

მეტი...

,,ნაციონალური მოძრაობა“ რომ მძიმე მდგომარეობაშია, ამას თავად პარტიის წევრები ადასტურებენ ჩემთან პირად საუბრებში – დეკანოძე

პარტია, რომ მძიმე მდგომარეობაშია, ამას თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ადასტურებენ ჩემთან პირად საუბრებში, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ „ ნიკა მელიას ფეისბუქპოსტთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, თვლიდა, რომ პარტიის მენეჯმენტს არასწორი კურსი ჰქონდა აღებული და სწორედ ამიტომ დატოვა „ნაციონალური მოძრაობა“. „რაც შეეხება ნიკა მელიას დაგეგმილ შეკრებას, ვერ გეტყვით მისი პოზიცია როგორი იქნება. ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანია პარტიაში, ვისაც რეალურად აწუხებს ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაცაა, მაგალითად პოლიტსაბჭოს და თავმჯდომარის არჩევნები, ის, რომ მიხელ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხი იყო გამოყენებული ძალიან არასწორად. მე ბოლო პერიოდის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არაფერი…

მეტი...

„არ ვეთანხმებით, რომ აფხაზეთი ოკუპირებულია რუსეთის მიერ” – ბჟანია

,,ჩვენ ვერ დავეთანხმებით თეზისს, რომ აფხაზეთი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ეს, ცხადია, არ შეესაბამება სიმართლეს”, –ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა. მისი თქმით, ეს ”თეზისი მხარდაჭერილია საქართველოს მოკავშირეების – აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის მიერ.” „ალბათ, ვინმესთვის მნიშვნელოვანია ამაზე საუბარი, რადგან ეს თეზისი მხარდაჭერილია საქართველოს მოკავშირეების – აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის მიერ. თქვენ იცით, როგორი ურთიერთობები გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან ეკონომიკის, სოციალურ სფეროებში რუსეთის მიერ აფხაზეთის აღიარების შედეგად. ეს რამენაირად ჯდება ტერმინ “ოკუპაციაში”? შესაბამისად, ეს სასცილოც კი არაა, თუმცა, დაე, ასეც იფიქრონ”,- აცხადებს ბჟანია.

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ქუჩის ბინადარი ძაღლებისათვის განკუთვნილი ხის სახლები რამდენიმე მისამართზე განათავსა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ, ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქუჩის ბინადარი ძაღლებისათვის განკუთვნილი ხის სახლები დედაქალაქის მასშტაბით კიდევ რამდენიმე მისამართზე განათავსა. სახლები განთავსდა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტრიაზე, ორხევის დასახლებაში, ალექსანდრე წულუკიძის მესამე შესახვევსა და ოთარ ჭილაძის ქუჩაზე. ,,სახლების დადგმის პროცესში მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველმა ადამიანებმა მიიღეს მონაწილეობა. ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე 1925 წლიდან აღინიშნება და მისი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ცხოველთა უფლებებსა და კეთილდღეობასთან დაკავშირებით. საერთაშორისო ორგანიზაციები და ცხოველების მოყვარული ადამიანები ამ დღეს მოუწოდებენ ყველას, რომ ისაუბრონ ცხოველების მაგივრად, რადგან მათ თავად საუბარი არ შეუძლიათ. სააგენტო საჯარო და კერძო სექტორს ცხოველების კეთილდღეობისათვის განხორციელებულ…

მეტი...

ოთარ შამუგია, საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ კლერმონ-ფერანის მერიაში, რეგიონული და ნაციონალური მედიის წარმომადგენლებისთვის გამართულ პრესკონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრა საფრანგეთის უმსხვილეს მეცხოველეობის გამოფენას Sommet De L’elevage მიეძღვნა. პრესკონფერენციას ესწრებოდნენ კლერმონ-ფერანის მერი ოლივიერ ბიანჩი, მეცხოველეობის გამოფენის პრეზიდენტი ჟაკ შაზალე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში, გოჩა ჯავახიშვილი. საფრანგეთში უმსხვილესი მეცხოველეობის გამოფენა „სომე დე ლ ელევაჟი” უკვე 30 წელზე მეტია იმართება. გამოფენას, დაახლოებით, 105,000 ვიზიტორი სტუმრობს მსოფლიოს 90 ქვეყნიდან. მიმდინარე წელს, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 2000 საუკეთესო ჯიშის მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი. როგორც ოთარ…

მეტი...

სამართლებრივ ნაწილში პარლამენტის წარმომადგენლები სრულ ჩიხში არიან შესული – თამარ ჩუგოშვილი

პრეზიდენტის წარმომადგენელის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, სამართლებრივ ნაწილში პარლამენტის წარმომადგენლები სრულ ჩიხში არიან შესული. მისი თქმით,  საქმეში აბსოლუტურად არ არის მტკიცებულებები. ,,პირველ რიგში, ვიტყვი, რომ სამართლებრივ ნაწილში პარლამენტის წარმომადგენლები სრულ ჩიხში არიან შესული, აბსურდამდე მივიდა მათი მტკიცება და ის, რასაც ისინი ამტკიცებენ არის წარმოუდგენელი და მე დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო ვერ გაიზიარებს იმას, რომ  მათი მტკიცების მიხედვით, მაგალითად, როდესაც პრეზიდენტს სხვა ქვეყნის პრეზიდენტი ურეკავს ტელეფონი არ უნდა აიღოს. ეს აბსურდია. ამაში შევიდა მათი სამართლებრივი დასაბუთება. მეორეა მტკიცებულებები. საქმეში აბსოლუტურად არ არის მტკიცებულებები. საერთოდ, არცერთი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი და შესაბამისად, მათი…

მეტი...