დმანისში ავარიას 17 წლის ბიჭი ემსხვერპლა

დმანისის მუნიციპალიტეტში ავარიას 17 წლის ბიჭი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, სოფელ ირგანჩაიში არასრულწლოვანი მინი ტრაქტორს მართავდა, კონტროლი დაკარგა და ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად 17 წლის ბიჭი ადგილზე დაიღუპა.

მეტი...

ევროპის მოედანზე დაგეგმილი ღონისძიების გამო, 31 ოქტომბერს ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება

ევროპის მოედანზე დაგეგმილი ღონისძიების გამო, 30 ოქტომბრის 23:00 საათიდან 31 ოქტომბრის 15:00 საათამდე, აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება გორგასლის მოედნიდან მეტეხის ხიდის და მეტეხის აღმართიდან ევროპის მოედნის მიმართულებით, ასევე, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით. ავტომობილები იმოძრავეებენ გორგასლის მოედნიდან კოტე აფხაზის ქუჩაზე. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება მარცხნივ მოხვევით, ღვინის აღმართის მიმართულებით, ასევე, ევროპის მოედნიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებულ გვირაბში ჩამსვლელ პანდუსზე. ამავე პერიოდში შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებაც. კერძოდ, N350, N371, N345, N301, N331 ავტობუსები ევროპის მოედნის გავლის ნაცვლად, კოტე აფხაზის…

მეტი...

,,ეს არის სასტიკი ფსიქოლოგიური მანიპულაცია” – ნეთანიაჰუ ,,ჰამასის” ვიდეოზე

ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ,,ჰამასის“ მიერ გავრცელებული ვიდეო, სადაც მძევლები მას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას სთხოვენ და აკრიტიკებენ, ,,სასტიკი ფსიქოლოგიური მანიპულაციაა”. ,,ეს არის სასტიკი ფსიქოლოგიური მანიპულაცია “ჰამასის” და ISIS-ის მიერ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ყველა მძევალი და დაკარგული პირი სახლებში დავაბრუნოთ“, – თქვა ნეთანიაჰუმ.

მეტი...

,,აშშ ირანისთვის შეკავების ძლიერი სიგნალის გაგზავნისთვის მუშაობს” – კირბი

აშშ ირანისთვის შეკავების ძლიერი სიგნალის გაგზავნისთვის მუშაობს. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. ,,ჩვენ ნამდვილად ვაპირებთ მოქმედებას, რათა დავიცვათ ჩვენი ჯარები და ობიექტები. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ დავარტყამთ და ვიმოქმედებთ ამისთვის. ეს არის ძლიერი გზავნილი, რომელიც ირანმა უნდა აითვისოს. ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით ამ პასუხისმგებლობას… ასევე, ძალიან სერიოზულად ვეკიდებით ეროვნული უსაფრთხოების ჩვენს ინტერესებს. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ სიგნალს ვუგზავნით, არა მხოლოდ ირანს, არამედ ყველა აქტორს”, – თქვა კირბიმ. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ირანის პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაისმა თქვა, რომ “ისრაელმა ღაზის სექტორში წითელი ხაზები გადაკვეთა”.

მეტი...

,,ფარსად ქცეული პროცესები უნდა შეწყდეს, პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს” – ენმ-ის განცხადება

საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ენმ განცხადებას ავრცელებს. ოპოზიციური პარტია აცხადებს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა საქართველოში პოლარიზაციის ყველაზე მკაფიო გამოხატულებაა. ,,პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა საქართველოში პოლარიზაციის ყველაზე მკაფიო გამოხატულებაა. მის წინააღმდეგ საქმეების აღძვრა ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს დააანონსა, იმ დროს, როდესაც საქართველოს გენერალური პროკურორი შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის გავლენის აგენტი ოთარ ფარცხალაძე იყო. პოლარიზაციის დასრულება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების პირველი წინაპირობაა. ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების წინაპირობაა ასევე სასამართლოს დამოუკიდებლობა. აპრილში შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვა გაავრცელა საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებული კლანის…

მეტი...

ახალციხეში ავარიის შედეგად 5 პირი დაშავდა

ახალციხეში, გიორგი ბრწყინვალის ძეგლთან მომხდარი ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას რეგიონული გამოცემა “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მეტი...

,,ჰამასმა” გაავრცელა ვიდეო, სადაც სავარაუდო მძევლები ისრაელს ტყვეთა გაცვლისკენ მოუწოდებენ

,,ჰამასმა” გაავრცელა ვიდეო, სადაც სავარაუდოდ, მძევლად აყვანილი სამი ისრაელელი ქალი ჩანს. ვიდეოჩანაწერში ერთ-ერთი ქალი ისრაელის ხელისუფლებას ებრაულ ენაზე აკრიტიკებს და ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ტყვეების გაცვლაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. ,,გამარჯობა, ბიბი ნეთანიაჰუ. ჩვენ 23 დღეა “ჰამასის” ტყვეობაში ვიმყოფებით. გუშინ მძევლების ოჯახებთან ერთად პრესკონფერენცია იყო. ჩვენ ვიცით, რომ ცეცხლი უნდა შეწყვეტილიყო. თქვენ ჩვენ ყველანი უნდა გაგეთავისუფლებინეთ. თქვენ აიღეთ იმის ვალდებულება, რომ ყველანი გაგვათავისუფლოთ”, – ამბობს ერთ-ერთი მძევალი.

მეტი...

სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის ახალი სტანდარტები წესდება

„მთავრობის სხდომაზე განვიხილეთ სტომატოლოგიური კლინიკების სანებართვო სისტემაზე გადაყვანა და ის ახალი სტანდარტები, რასაც დაწესებულებები უნდა აკმაყოფილებდნენ, რადგან, სამწუხაროდ, ხშირად იყო შემთხვევები, როდესაც აქედან, სხვადასხვა ინფექციები, მათ შორის C ჰეპატიტი ვრცელდებოდა“, – განაცხადა სტომატოლოგიური დაწესებულებებისათვის განსაზღვრული ახალი სტანდარტების შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, ცვლილების მიზანი თითოეული პაციენტის უსაფრთხოების დაცვა და თანამედროვე სტანდარტების, მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფაა. თუ არსებული კანონმდებლობით, სტომატოლოგიური დაწესებულების გახსნა და საქმიანობა მხოლოდ შეტყობინების საფუძველზე იყო შესაძლებელი, ახალი წესით, რეგულირების სააგენტოს ეგზავნება შეტყობინება, მაქსიმუმ, 2 თვის განმავლობაში, შემოწმების შემდეგ, ყველა სავალდებულო სტანდარტის დაკმაყოფილების…

მეტი...

ჩინელების “სა-ქარ-თვე-ლო”

ეს მიაოს და ჟუანგის ხალხია. კეთილები, თბილები, სტუმართმოყვარეები. უცხო ენასაც მარტივად ითვისებენ. ქართული ნამდვილად არ გასჭირვებიათ, რაც ვიდეოში კარგად ჩანს.  

მეტი...

შემოწმებული კლინიკების დაახლოებით 20 პროცენტი ამ ეტაპზე რეანიმაციის ან ქირურგიის ნაწილში სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს -ზურაბ აზარაშვილი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, შემოწმებული კლინიკების დაახლოებით 20 პროცენტი ამ ეტაპზე რეანიმაციისა და ქირურგიის ნაწილში სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს და შესაბამისი ნებართვები შეუჩერდათ. „შემოწმებული კლინიკების დაახლოებით 20 პროცენტი ამ ეტაპზე რეანიმაციის, ასევე ქირურგიის ნაწილში სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს და შესაბამისი ნებართვები შეუჩერდათ. მათ ჩვეულებრივად შეუძლიათ ყველა სხვა საქმიანობა, სადაც შესაბამისი ნებართვები აქვთ. ზოგს მხოლოდ ორი კომპონენტი შეუჩერდა, ზოგს – რეანიმაცია ან ქირურგია. ვფიქრობ, საერთო ჯამში, ნორმალური სურათია და საგანგაშო მდგომარეობა არ არის, რომ რომელიმე რეგიონში ან ქალაქში ხელმისაწვდომის პრობლემა შეგვექმნას. ეს არის მოწესრიგების პირველი ეტაპი, რადგან მოგეხსენებათ, მომდევნო წლის ბოლომდე…

მეტი...

ძვირფასი ქვები და კრისტალები – რეპორტაჟი ჩინეთიდან

კასიტერიტი, გეოეთიტი, ფლორიტი, კვარცი; სფალირიტი; ვანადინიტი; პირიტი; კალციტი; ფლუორიტი, რას არ ნახავთ აქ. ეს გუიჯოუს პროვინციიის გეოლოგიური მუზეუმია, რომელიც ყველაზე დიდი ეროვნული საბუნებისმეტყველო მუზეუმი გუიჯოუში. მუზეულში დაცულია უნიკალური გეოლოგიური ელემენტები, მათ შორისაა ფანგინშანის მთის კლდის სოკოს მსგავსი ფორმა და ფანჯინშანის მთის დანალექი ქანები. 2020 წელს მუზეუმმა მიიღო, საუკეთესო არქიტექტურისა და ინჟინერიის ჯილდო. ულამაზესი ქვები და კრისტალები კი ვიდეორეპორტაჟში. ეკა გულუა ჩინეთიდან აქ წარსული ცოცხლდება

მეტი...

ხელმისაწვდომი მედიკამენტებით საქართველოს მოსახლეობის უზრუნველყოფის მიზნით PSP განაგრძობს თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანას

ფარმაცევტული პროდუქტების გაიაფების მიზნით PSP განაგრძობს თურქული იაფი მედიკამენტების შემოტანას. ამჯერად კომპანიამ მილიონზე მეტი ლარის 68 დასახელების მედიკამენტი, 110 000 კოლოფი შემოიტანა. არსებული თურქული მედიკამენტების ასორტიმენტს 11 დასახელების პრეპარატი დაემატა, რომლებიც პირველად შემოვიდა თურქეთის ბაზრიდან; მათ შორის დეპაკინი სუსპენზია, ვოლტარენის სანთლები, პლაქვენილი, ტანტუმ ვერდე დუო და სხვ. „მიუხედავად იმისა, რომ პეროდულად თურქეთში მედიკამენტების ფასები იზრდება და იცვლება რეგულაციები, PSP აქტიურად აგრძლებს თანამშრომლობას თურქ მწარმოებლებთან და დისტრიბუტორებთან და მაინც ვახერხებთ თურქული იაფი მედიკამენტებით საქართველოს მოსახლეობის უზრუნველყოფას. ამ ეტაპზე 11 ახალი დასახელების მედიკამენტი შემოვიტანეთ, რომელიც აქამდე თურქეთიდან არ შემოსულა. ეს მედიკამენტები დღეიდან…

მეტი...

ცხრა ძმა ხერხეულიძის ქუჩაზე დაგეგმილი საგზაო სამუშაოების გამო ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება

ცხრა ძმა ხერხეულიძის ქუჩაზე დაგეგმილი საგზაო სამუშაოების გამო, რომელიც 31 ოქტომბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით იწარმოებს, ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვა შეეხება ცხრა ძმა ხერხეულიძის მოედნიდან ცხრა ძმა ხერხეულიძის, სამურზაყანოსა და სალხინოს ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს. სამუშაოების პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ცხრა ძმა ხერხეულიძის მოედნიდან ცხრა ძმა ხერხეულიძის, სამურზაყანოსა და სალხინოს ქუჩების კვეთამდე, ხოლო ცხრა ძმა ხერხეულიძის, სამურზაყანოსა და სალხინოს ქუჩების კვეთიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებები ცხრა ძმა ხერხეულიძის მოედნის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ ცხრა ძმა ხერხეულიძის მეორე შესახვევის, პეტრე მამრაძის ხევის, აფხაზეთის ქუჩისა და სამურზაყანოს ქუჩის გამოყენებით. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N368 ავტობუსი, ცხრა ძმა ხერხეულიძის ქუჩიდან სალხინოს ქუჩის გავლის ნაცვლად, მოძრაობას გააგრძელებს…

მეტი...

აუცილებელია საქართველოში ხორცპროდუქტების ექსპორტის აკრძალვა –  ცხინვალელი ე.წ. დეპუტატი

ცხინვალში, დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატმა, აცამაზ კასაევმა საკითხი წამოჭრა, რომ ახალგორის რეგიონიდან “ხორცის ექსპორტი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს მეზობელ სახელმწიფოში” (საქართველოში). ცხინვალში ხორცი რუსეთის ფედერაციიდან შედის. ,,მე და ზაზა ნოდაროვიჩ დრიაევმა განვიხილეთ ეს საკითხი და მიმაჩნია, რომ აუცილებელია საქართველოში ხორცპროდუქტების ექსპორტის აკრძალვა. არანაირი ზომები ამ დრომდე არ არის მიღებული”, – განაცხადა კასაევმა.

მეტი...

ტურისტული სოფელი და “ჟუანგ ხალხის ცოცხალი მუზეუმი” – ვიდეორეპორტაჟი

ძიუჯოუ არის ერთადერთი უძველესი სოფელი გოუჟოუს პროვინციაში. ამ სოფელს მიღებული აქვს  ეროვნული დონის სერთიფიკატი ეკო-კულტურული ტურიზმის განვითარებაში. მას აქვს ულამაზესი მწვერვალები, თვალწარმტაცი მთები და მდინარეები, იდილიური პეიზაჟები, ხანგრძლივი ისტორია და ძლიერი ჟუანგის ხალხური ადათ-წესები. იგი ცნობილია როგორც “ჟუანგ ხალხის ცოცხალი მუზეუმი”. სოფელში არის ტურისტული გრძელი ქუჩა ლამაზი, ხის სახლებით, სადაც გამოფენილია ადგილობრივების ხელთნაკეთი მივტები – ქოლგები, ქუდები, ჩანთები და სხვა აქსესუარები. ასევე, ამ ვუწრო ქუჩაზე იყიდება ადგილობრივი სანელებლები. ძალიან უყვართ სტუმრები. თუ როგორ ხვდებიან სტუმრებს, ვნახოთ ვიდეორეპორტაჟში. ეკა გულუა ჩინეთიდან.

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი მოკლებულია ლეგიტიმაციას, ისაუბროს ქართველი ხალხის სახელით – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტში იმპიჩმენტის დროს დამდგარმა შედეგმა აჩვენა, რომ პრეზიდენტს აღარ აქვს ქართველი ხალხის უმრავლესობის ნდობა, ამიტომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მოკლებულია ლეგიტიმაციას, ისაუბროს ქართველი ხალხის სახელით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ქართველმა ხალხმა 2020 წელს მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, რომელიც  საპარლამენტო არჩევნების დროს ერთადერთი პარტია იყო, რომელსაც  საარჩევნო პროგრამაში ჰქონდა, რომ 2024 წლისთვის განაცხადი გაეკეთებინა ევროკავშირის წევრობაზე. „ჩვენ ვიყავით ერთადერთი პარტია, მაშინ როდესაც სხვა პარტიებს ეს საქილიკოდ ჰქონდათ, რომ საქართველოს შეიძლებოდა ჰქონოდა ევროპული პერსპექტივა ასე ახლოს. ეს ის პარტიაა, რომელმაც კონსტიტუციაში…

მეტი...

ონკოპაციენტებს ონკოლოგიური ქირურგია დაუფინანსდებათ

საქართველოს მთავრობის ცნობით, ონკოლოგიური ქირურგია როგორც გეგმური, ისე გადაუდებელი ოპერაციები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოპაციენტს (გარდა საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული პირებისა) დაუფინანსდება. მათ შორის არიან დაზღვეული ვეტერანები და ის პაციენტებიც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია. ,,მიმდინარე წლის აგვისტოდან გადაწყვეტილებით ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოლოგიურ პაციენტს უფინანსდებოდა. დღეს − საქართველოს მთავრობის  მიერ დამტკიცებული ცვლილების მიხედვით  − მოქალაქეებისთვის თანაბრად იქნება ხელმისაწვდომი როგორც ქიმიო/ჰორმონო/სხივური თერაპიებისა და მედიკამენტების, ისე ონკოლოგიური ქირურგიის დაფინანსება. აღნიშნული გადაწყვეტილებით ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თითოეული ბენეფიციარისთვის, მათი შემოსავლის მიუხედავად, თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება,”- ნათქვამია…

მეტი...

კუს წვნიანი – ვიდეო

ჩინეთში კუ ერთ-ერთ დელიკატესად ითვლება. ვისაც გაინტერესებდათ როგორ გამოიყურება კუს წვნიანი, იხილეთ ვიდეო.

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 15 საკითხზე იმსჯელეს. სხდომაზე განიხილეს პროექტი, რომლის მიხედვითაც ონკოლოგიური ქირურგია როგორც გეგმური, ისე გადაუდებელი ოპერაციები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოპაციენტს (გარდა საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული პირებისა) დაუფინანსდება. მათ შორის არიან დაზღვეული ვეტერანები და ის პაციენტებიც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია. მიმდინარე წლის აგვისტოდან გადაწყვეტილებით ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოლოგიურ პაციენტს უფინანსდებოდა. დღეს − საქართველოს მთავრობის  მიერ დამტკიცებული ცვლილების მიხედვით  − მოქალაქეებისთვის თანაბრად იქნება ხელმისაწვდომი როგორც ქიმიო/ჰორმონო/სხივური თერაპიებისა და მედიკამენტების, ისე ონკოლოგიური ქირურგიის დაფინანსება. აღნიშნული გადაწყვეტილებით ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თითოეული ბენეფიციარისთვის, მათი შემოსავლის მიუხედავად,…

მეტი...

ინფორმაცია, თითქოს, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები, საზღვარგარეთ, მკურნალობის პროგრამით ვერ სარგებლობენ, არის სიცრუე – ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები, საზღვარგარეთ, მკურნალობის პროგრამით ვერ სარგებლობენ, არის სიცრუე და დეზინფორმაცია. სამინისტროს ცნობით, ყველა ოჯახი, რომელმაც ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა ბავშვის საზღვარგარეთ მკურნალობასთან დაკავშირებით, დაკმაყოფილებულია. ,,გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები, საზღვარგარეთ, მკურნალობის პროგრამით ვერ სარგებლობენ, არის სიცრუე და დეზინფორმაცია. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ოჯახი, რომელმაც ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა ბავშვის საზღვარგარეთ მკურნალობასთან დაკავშირებით, დაკმაყოფილებულია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტრომ, მიმართა საფრანგეთში საქართველოს საელჩოს. გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, საფრანგეთში იმყოფებიან ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები და სახელმწიფომ მათთვის საჭირო სამედიცინო…

მეტი...

,,თუ განაჩენი დადგება, მინდა, რომ ჩვენმა პრეზიდენტმა ლაზარე შეიწყალოს”- გრიგორიადისის ბაბუა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის პროცესი მიმდინარებს. გრიგორიადისის ბაბუის განცხადებით, თუ განაჩენი დადგება, უნდა, რომ პრეზიდენტმა ლაზარე შეიწყალოს. ,,ველანაირად აზრი მიჩნდება, რომ ლაზარე შეკვეთილია. ყველას მადლობა მინდა გადავუხადო, ვინც მხარში უდგას ლაზარეს და ჩვენ ოჯახს, თქვენ ჟურნალისტებს. იმედი მაქვს მხოლოდ თქვენი. თუ განაჩენი დადგება, მინდა, რომ ჩვენმა პრეზიდენტმა ლაზარე შეიწყალოს”, – განაცხადა გია კალანდაძემ. ცნობისთვის, რომ 31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.  

მეტი...

მაჰაჩყალის აეროპორტში განვითარებული მოვლენები ძირითადად გარე ჩარევის, მათ შორის, გარე ინფორმაციის გავლენის შედეგი იყო – პესკოვი

მაჰაჩყალის აეროპორტში განვითარებული მოვლენები ძირითადად გარე ჩარევის, მათ შორის, გარე ინფორმაციის გავლენის შედეგი იყო, – ამის შესახებ პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისი თქმით, პუტინი დღეს გამართავს დიდ შეხვედრას მაჰაჩყალაში განვითარებული მოვლენების შესახებ. ცნობისთვის, დაღესტანში, აეროპორტის ტერმინალში პროპალესტინელები შეიჭრნენ, რის გამოც ისრაელიდან რეისი ალტერნატიულ აეროპორტში შესრულდა. ინციდენტის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. იდენტიფიცირებულია არეულობაში მონაწილე 150 პირი, 60 დაკავებულია.

მეტი...

ისრაელში, მუსიკალური ფესტივალიდან გატაცებული ახალგაზრდა გოგო გარდაცვლილი იპოვეს

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “ჰამასის” მებრძოლების მიერ მუსიკალური ფესტივალიდან გატაცებული გერმანელ-ისრაელელი ქალი გარდაცვლილი იპოვეს. შანი ლუკი მუსიკალური ფესტივალიდან ბოევიკებმა წაიყვანეს. უწყების ცნობით, გოგო აწამეს და მას საშინელებების გადატანა მოუწია. ,,განადგურებულები ვართ გაგიზიაროთ, რომ 23 წლის გერმანელ-ისრაელელი შანი ლუკის ცხედარი იპოვეს და იდენტიფიცირებულ იქნა”, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.  

მეტი...

ისრაელის არმიის ტანკები ქალაქ ღაზას მიუახლოვდნენ

ისრაელის არმიის ტანკები ქალაქ ღაზას მიუახლოვდნენ და არაბული ანკლავის ჩრდილოეთ და სამხრეთ ტერიტორიების დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. მედია, ადგილობრივი თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ტანკები ზაიტუნის გარეუბანში შენიშნეს. ტანკები ცეცხლს უხსნიან გზაზე მოძრავ ავტომობილებს. გავრცელებული ინფორმაციით,  ისრაელის არმიის სამხედროებსა და ადგილობრივ სამხედრო ჯგუფებს შორის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

მეტი...

,,ნოემბერი და დეკემბერი უკრაინისთვის მნიშვნელოვანი იქნება”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ემზადებიან ნოემბრის პირველ კვირებში დაგეგმილი მნიშვნელოვანი ნაბიჯებისთვის. მისი თქმით. ნოემბერი და დეკემბერი უკრაინისთვის მნიშვნელოვანი იქნება. ,,ჩვენ უკვე ვემზადებით ნოემბრის პირველ კვირებში დაგეგმილი მნიშვნელოვანი ნაბიჯებისთვის. ზოგადად, ნოემბერი და დეკემბერი უკრაინისთვის მნიშვნელოვანი იქნება. ეს მოიცავს თავდაცვის ახალ პაკეტებს და ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობის განვითარებას. ჩვენ ასევე ვემზადებით უკრაინაში დაგეგმილი საერთაშორისო ღონისძიებებისთვის. პარტნიორებთან ჩვენი მუშაობის აქტივობა უცვლელი იქნება,”- განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

რისკი, რომ ისრაელსა და “ჰამასს” შორის ომი, რეგიონულ კონფლიქტში გადაიზარდოს, რეალურია – სალივანი

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის განცხადებით, რისკი, რომ ისრაელსა და “ჰამასს” შორის ომი, რეგიონულ კონფლიქტში გადაიზარდოს, რეალურია. მისივე თქმით, ისინი ცდილობენ ეს არ მოხდეს. ,,პრეზიდენტი ძალიან ღია იყო ამ საკითხთან დაკავშირებით. თუ ამერიკულ ჯარს ირანი და მისი მარიონეტები თავს დაესხმებიან, ჩვენ შესაბამისად ვუპასუხებთ. ვფიქრობ, ირანელებმა ჩვენი გზავნილი მიიღეს. ჩვენ ვცდილობთ, რომ ისრაელსა და ღაზას შორის მიმდინარე ომი, რეგიონულ კონფლიქტში არ გადაიზარდოს. რისკი რეალურია”, – განაცხადა სალივანმა.

მეტი...

,,ძალიან შემაშფოთებელია, როცა შენს ქვეყანაში გყავს ხალხი, რომელიც მტრის ენაზე საუბრობს”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CBS NEWS-თან ინტერვიუში საქართველოში შემოსულ რუსეთის მოქალაქეებზეც ისაუბრა. ჟურნალისტი წერს, რომ პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინაში შეჭრაზე განაცხადა, რომ ეს, სხვა საკითხებთან ერთად, იყო იქ მცხოვრები რუსების დაცვა, პრეზიდენტი ზურაბიშვილი კი შიშობს, რომ პუტინს შეუძლია მსგავსი კამპანია საქართველოშიც დაიწყოს. ,,ძალიან შემაშფოთებელია, როცა შენს ქვეყანაში გყავს ხალხი, რომელიც მტრის ენაზე საუბრობს. და რომ სჯერათ, რომ ისინი სახლში არიან”, – განაცხადა ზურაბიშვილმა. ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ ამბობს საქართველო, რომ მეტი რუსი აღარ შევიდეს მის საზღვრებში, საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ეს კითხვა ხელისუფლებას მიემართება: ,,მე არ მაქვს აღმასრულებელი უფლებამოსილება, არა… სამწუხაროდ”.…

მეტი...

უნდა შევეჩვიოთ აზრს, რომ ევროპაში ომი შესაძლებელია – გერმანიის თავდაცვის მინისტრი

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებით, ევროპაში ომის საშიშროება არსებობს. მინისტრი საზოგადოებას ახალი მენტალობის შექმნისკენ მოუწოდებს ისეთი კრიზისების ფონზე, როგორიც ახლო აღმოსავლეთშია. „ჩვენ უნდა შევეჩვიოთ იმ აზრს, რომ ევროპაში ომის საშიშროება შეიძლება, იყოს…ჩვენ უნდა გავხდეთ ომისთვის შესაფერისად მომზადებულები“, – აღნიშნა მინისტრმა.  

მეტი...

,,არავითარი საფრთხე არ არის და ყველას შეუძლია უსაფრთხოდაც და კომფორტულადაც მგზავრობა”- ირაკლი ქარსელაძე რიკოთზე

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, რიკოთის მონაკვეთზე არავითარი საფრთხე არ არსებობს. მისი თქმით, ყველას შეუძლია უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობა. „ძალიან ბევრჯერ ავხსენით ეს ყველაფერი, სხვადასხვა ფორმატში, საჯაროდ, ბრიფინგებზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული საჯარო ინფორმაციები შეგიძლიათ ნახოთ, ყველაფერი გამჭვირვალეა, აბსოლუტურად ყველა ბრალდებაზე არის ოფიციალური პასუხი გაცემული. 27 კილომეტრი გაიხსნა, მანამდე მთელი შვიდი, თუ რვა თვის განმავლობაში მიდიოდა კამპანია, მოსახლეობის დაშინება – არ გაიარო, რაღაც მოხდება და ა.შ. თქვენი მცდელობა მიმართულია იქეთკენ, რომ მოსახლეობა დააშინოთ და დაშინების ხარჯზე შექმნათ დისკრედიტაცია ამ დიდი პროექტის, იმ ხალხის, ვინც ჩართულია. არ…

მეტი...

მალტაში შეხვედრამ გაანადგურა მითი უკრაინისადმი ყურადღების შესუსტების შესახებ – კულება

მალტაში შეხვედრამ გაანადგურა მითი უკრაინისადმი ყურადღების შესუსტების შესახებ, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა. მისი თქმით, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში უამრავი „მშვიდობიანი“ ინიციატივა გაქრა საინფორმაციო ველიდან, რომელიც უკრაინას სთავაზობდა ტერიტორიების დათმობას ან რაღაცის გაცვლას. „ახლა ყველა განხილვის ცენტრშია სამართლიანი და პატიოსანი უკრაინული ფორმულა, რომელიც სრულად შეესაბამება გაერო-ს წესდების პრინციპებს და გენერალური ასამბლეის ძირითად რეზოლუციებს. და ეს არის ფორმულის პირველი, ძალიან კონკრეტული შედეგი. მალტაში ჩატარებული შეხვედრა ანგრევს ორ მითს: პირველი მითი უკრაინისადმი ყურადღების დაქვეითების შესახებ ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების ფონზე და მეორე მითი უკრაინის მხარდაჭერის დაკარგვის შესახებ“, –…

მეტი...

ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკამ ვეტერანებისთვის მე-15 საქველმოქმედო აქცია გორში ჩაატარა

მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა დეპარტამენტთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, მორიგი, მე-15-ე უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩაატარა. საქველმოქმედო სამედიცინო აქციით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო კვალიფიციურ მედიკოსთა 12 კაციანმა ჯგუფმა (ოფთალმოლოგები, ენდოკრინოლოგი) მაღალტექნოლოგიური აპარატურით, ისარგებლა სამსახურის 75-მა ბენეფიციარმა. განხორციელდა 122 ვიზიტი, ვეტერანებზე და მათი ოჯახის წევრებზე, ასევე, უსასყიდლოდ გაიცა 120 სათვალე. აქციის მიმდინარეობას, ადგილზე გაეცნენ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ვალერიან ძებისაშვილი,…

მეტი...

პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ეგიდით, პალიასტომის ტბაზე თევზაობის ფესტივალი გაიმართა

ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ახალგაზრდულმა მედია- კავშირმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანადგომით, პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ეგიდით, პირველად, პალიასტომის ტბის ჯუნგლებში, გამართა ფესტივალი თევზაობაში. საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 32-მა ვეტერანმა, საერთაშორისო- სამშვიდობო მისიებში დაჭრილმა ჯარისკაცმა და შშმ პირებმა, 2 დღის განმავლობაში, ერთად იცხოვრეს და მონაწილეობა მიიღეს „საქართველოს მოყვარულ მეთევზეთა კავშირის“ მხარდაჭერით გამართულ თევზაობის ფესტივალში. მონაწილეებმა, ჯერ, პალიასტომის ჯუნგლებში ბორნით გაისეირნეს, შემდეგ კი, თევზაობის ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა. თევზაობის აქტივობაში, გამარჯვება, კახაბერ ჟორჟიკაშვილმა მოიპოვა და მედალი და დიპლომი სწორედ მას გადაეცა. პროექტის გენერალური სპონსორი ‘’პლატფორმა ინიციატივა გახლავთ,’’ხოლო…

მეტი...

სააკაშვილს განემარტა, რომ განცხადების გაკეთებისას საქმის ფარგლებს არ უნდა გასცდენოდა, ის პოლიტიკურ მიმომხილველად არავის მოუწვევია – მოსამართლე

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა განმარტა, რატომ შეაწყვეტინეს ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს სიტყვით გამოსვლა. მისი თქმით,განცხადების გაკეთების საწყის ეტაპზევე სააკაშვილს განმარტება, რომ საქმის ფარგლებს არ უნდა გასცდენოდა, თუმცა სააკაშვილი არ დაემორჩილა მოსამართლის მოწოდებას. „მას არ უთქვამს, ვასრულებ გამოსვლასო, გავთიშეთ, რადგან სხვა შესაძლებლობა არ არის. დარბაზში რომ ყოფილიყო, გაგრძელდებოდა ჩვეულებრივად. ის არ დაექვემდებარა მოსამართლის არაერთგზის მოწოდებას, რომ შეეწყვიტა საუბარი და დაესრულებინა. ეს არის განცხადება და არა პოლიტიკური ამბების მიმოხილვა. ბრალდებულს ყველა სასამართლო სხდომის მსგავსად, დღესაც მიეცა განცხადების გაკეთების შესაძლებლობა, სასამართლო მას 13-14 წუთი უსმენდა, ამ ხნის განმავლობაში, განცხადების გაკეთების საწყის ეტაპზევე მიეცა განმარტება, რომ…

მეტი...

,,20-25 ლარი ღირს ხორცი, ლობიო გაიზარდა რვა ლარამდე”- სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე პროდუქტების გაძვირებაზე ისაბრა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ცხრა მილიონის გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ქვეყანაში საყოფაცხოვრებო პროდუქტები გაძვირებულია. „20-25 ლარი ღირს ხორცი, ლობიო გაიზარდა რვა ლარამდე, როცა ჩვენს ხარჯებზე ვლაპარაკობთ და პრეზიდენტის მიერ გაწეულ ხარჯებზე. ბურღულეული გაიზარდა ორიდან ხუთ ლარამდე, წიწიბურის ფასი – რვა ლარამდე, როცა მთელ მსოფლიოში დაიკლო ფასმა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მეტი...

ქვეყანა ყარს, ევროკავშირს უხდება ცხვირზე ხელის მოჭერა და ასე მოცემა სტატუსის – მიხეილ სააკაშვილი

,,ქვეყანა ყარს, ქვეყანაში არის კორუფცია, ევროკავშირს პრაქტიკულად უხდება ცხვირზე ხელის მოჭერა, ამ სიმყრალის არ შემჩნევა და ასე მოცემა სტატუსის,”- ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. ,,მეგობრებო, პრობლემა ევროკავშირის სტატუსში სხვა ოპოზიციონერები კი არ არიან, პრობლემა არის ის, რომ ქვეყანაში არის ოლიგარქია, ქვეყანა ყარს, ქვეყანაში არის კორუფცია, ევროკავშირს პრაქტიკულად უხდება ცხვირზე ხელის მოჭერა, ამ სიმყრალის არ შემჩნევა და ასე მოცემა სტატუსის. მაგრამ ეს პრობლემები არსად არ წავა,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.  

მეტი...

,,ჩემი ინფორმაციით, შემოსულია დივერსიული ჯგუფი, რომელსაც ევალება არეულობის პირობებში ხელისუფლების ხელში აღება და ქვეყნის დესტაბილიზაცია”- სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისი ინფორმაციით, ქვეყანაში შემოსულია დივერსიული ჯგუფი, რომლის მიზანია დესტაბილიზაცია. სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს მან თქვა, რომ მისი ინიციატივაა შეიქმნას სამოქალაქო თავდაცვის ცხელი ხაზი. ,,დღეს არის დიდი საფრთხის ქვეშ ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ამავე დროს დამპყრობელიც არის ძალიან დიდი პრობლემების ქვეშ. ნახეთ როგროი არეულობებია რუსეთში, მანამდე პრიგოჟინის აჯანყება იყო, წკიპზე არის რუსეთი, რუსეთი აუცილებლად ჩამოიშლება იმიტომ რომ მართლა ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და ამას ყოველ დღე ვხედავთ, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ამისთვის მზად, რომ თავზე არ ჩამოგვემხოს ეს ჩამოშლილი რუსეთი, იგივე ჩრდილო კავკასიით, სადაც ახლა არის არეულობები და…

მეტი...