რადიკალურ ოპოზიციაში აგონიაა, ქვეყნის შერყევა სურთ, ვერ არყევენ და საბოლოო ჯამში, თავად ირყევიან – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, აგონიაა, რაც რადიკალურ ოპოზიციაში ხდება. მას  კითხვა დაუსვეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე.

„აგონიაა იმით, რომ ჯგუფებს, რომელთაც ქვეყნის შერყევა სურთ, ქვეყანას ვერ არყევენ და საბოლოო ჯამში, თავად ირყევიან. ეს არის შედეგი ანტიპატრიოტული  ქცევის. ოპოზიციაში ყალიბდება ანტიქართული კოალიცია, რომელიც შეიძლება, ერთი ან სხვადასხვა ჯგუფით იყოს წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია ის პრინციპი, რაზეც ეს გაერთიანებები იქმნება – ეს არის ანტიქართული კოალიცია, რომლის მიზანია არა ქართველი ხალხის მსახურება, არამედ რაღაც გარედან მოხვეული დღის წესრიგის განხორციელება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები