საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს, ეს გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ 3+3-ს სრულფასოვანი ფორმატი შესაძლოა, ახლო მომავალში ამოქმედდეს –  ლავროვი

საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედება უპირველეს ყოვლისა ძირეული ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს, რაც გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ 3+3-ს სრულფასოვანი ფორმატი შესაძლოა, ახლო მომავალში ამოქმედდეს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

მისი თქმით, თეირანში გამართული 3+3-ის ფორმატის შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოსთვის პლატფორმის კარი ღია რჩება.

„ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ საქართველოსთვის ჩვენს ფორმატში კარი ღია რჩება. გვესმის მიზეზი, რის გამოც საქართველოს ხელმძღვანელობა ჯერ თავს იკავებს, რომ ამ „ექვსეულს“ შეუერთდეს. ვაფასებთ, რომ თბილისი გამოდის ამის მომავალში გაკეთების შესაძლებლობიდან, რამდენადაც გვესმის. ყველა გარემოებაში საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების ყველა ქმედება უპირველეს ყოვლისა ძირეული ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს, როგორც მათ არაერთხელ დაუმტკიცებიათ. ეს გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ 3+3-ს სრულფასოვანი ფორმატი შესაძლოა, ახლო მომავალში ამოქმედდეს“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

 

მსგავსი თემები