რუსეთმა შავი ზღვის ფლოტის გემების ოკუპირებული ყირიმიდან,  ოჩამჩირეში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელის, ვადიმ სკიბიცკის განცხადებით,  რუსეთმა შავი ზღვის ფლოტის გემების ოკუპირებული ყირიმიდან, საქართველოს ოკუპირებულ ქალაქ ოჩამჩირეში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

მისი თქმით, რუსებმა გემები ნოვოროსიისკში გადაიყვანეს. იქიდან გამომდინარე, რომ იქ პატარა პორტს არ შეუძლია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ყველა გემის განთავსება, ამიტომ კრემლმა გადაწყვიტა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორია გამოეყენებინა.

„ოჩამჩირეში, ეს აფხაზეთია, აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს, რუსებმა იქ ფსკერის დაღრმავების სამუშაოები ჩაატარეს. სადღაც რეკონსტრუქცია გაუკეთეს პორტის ინფრასტრუქტურას, რათა იქ სამხედრო გემების ბაზირება უზრუნველყონ, მაგრამ ეს ისევ იქნება პატარა ადგილი“, – განაცხადა  სკიბიცკიმ.

მსგავსი თემები