ისრაელმა თურქეთიდან დიპლომატები გამოიწვია

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა თურქეთიდან ებრაელი დიპლომატების დაბრუნების ბრძანება გამოსცა. “თურქეთიდან მომდინარე მძიმე განცხადებებიდან გამომდინარე, მე გავეცი იქ მყოფი დიპლომატიური წარმომადგენლების დაბრუნების ბრძანება იმ მიზნით, რომ მოხდეს ისრაელსა და თურქეთს შორის ურთიერთობების გადაფასება”, – წერს ტვიტერზე ელი კოენი. შეგახსენებთ, რომ დღეს სტამბოლში გამართულ პროპალესტინურ მიტინგზე თურქეთის პრეზიდენტმა ისრაელს “ომის დამნაშავე” უწოდა, ხოლო ჰამასზე ისევ გაიმეორა, რომ ის ტერორისტული ორგანიზაცია არ არის.

მეტი...

ერდოღანმა ისრაელს ,,ომის დამნაშავე” უწოდა და დასავლეთი დაადანაშაულა

სტამბოლში, პროპალესტინურ მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას, თურქეთის პრეზიდენტმა ისრაელის თავდასხმებს ღაზაზე “ჟლეტვა” უწოდა და “მთავარ დამნაშავედ” დასავლეთი დაასახელა, ისრაელს კი “ომის დამნაშავე” უწოდა. ერდოღანმა გაიმეორა, რომ ჰამასს ტერორისტულ ორგანიზაციად არ მიიჩნევს. მან დასავლეთი გააკრიტიკა და მუსლიმანურ სამყაროს ერთიანობისკენ მოუწოდა. პროპალესტინური დემონსტრაცია ათათურქის აეროპორტში გაიმართა.

მეტი...

ლუკაშენკომ ორბანი ბელარუსში მიიწვია

ბელარუსის პრეზიდენტმა უნგრეთის პრემიერმინისტრი მინსკში მიიწვია. ალექსანდრ ლუკაშენკომ ორბანს მიწვევა პრემიერ პიტერ სიიარტოს საშუალებით გაუგზავნა, რომელიც ამ კვირის დასაწყისში ბელარუსში იმყოფებოდა. ლუკაშენკომ მზადყოფნა გამოთქვა ევროპულ ქვეყნებთან დიალოგისთვის და ორბანი „სერიოზული საკითხების განსახილველად“ დაპატიჟა. ორბანის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ბერტალან ჰავასიმ განაცხადა, რომ პრემიერმინისტრი განიხილავს მიწვევას ევროკავშირის სამიტიდან დაბრუნების შემდეგ.

მეტი...

ვერცხლის სამკაულების სამშობლო და მიაოს ხალხი

ჩინეთი,  ტაიჯიანგის ოლქი, სოფელი შიდონი – ეს პროვინცია ცნობილია ვერცხლის სამკაულების ჭედვით და ქარგვით, რომლითაც მიაოს ხალხია დაკავებული. ეს ადგილობრივების ძირითადი შემოსავლის წყაროა. მათ აქვთ საკმაოდ დიდი ისტორია და  მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა. ისინი უნიკალურ ვერცხლის სამკაულებს ჭედავენ. ოლქის 14 არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიდან 11 სწორედ ტაიჯინგის ოლქში მდებარეობს. აქაური ვერცხლის ტრადიცია კი  არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. ამავე ნუსხაში მოხვდა მიაოს  ნაქარგები და ტრადიციული სიმღერები. 1994 წელს გუიჯოუს პროვინციულმა კულტურისა და ტურიზმის დეპარტამენტმა სოფელი შიდონი “ქაღალდის მხატვრული ჭრის, ნაქარგებისა და ვერცხლის სამკაულების სამშობლოდ” დაასახელა. დეტალებს კი ერთად გავეცოთ რეპორტაჟში ეკა…

მეტი...

,,ვიზიარებ თენგიზ არჩვაძის ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას, თანაგრძნობას ვუცხადებ მთელ საქართველოს” – ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველი მსახიობის თენგიზ არჩვაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. როგორც მთავრობის მეთაური ,,ფსისბუქზე” აღნიშნავს, თენგიზ არჩვაძე ქართული კინემატოგრაფიის ნამდვილი ვარსკვლავი იყო. ,,ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი ქართველი მსახიობის, ხელოვნების უბადლო ოსტატის – თენგიზ არჩვაძის გარდაცვალების გამო. თენგიზ არჩვაძე ქართული კინემატოგრაფიის ნამდვილი ვარსკვლავი იყო. იგი ხასიათდებოდა ღირსეული პიროვნული თვისებებით, რის გამოც მაყურებელი მას ყოველთვის დიდი სიყვარულითა და სითბოთი გაიხსენებს. თენგიზ არჩვაძე იმ პლეადის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა, რომელმაც უდიდესი კვალი დატოვა ქართულ კინემატოგრაფიაში. ვიზიარებ თენგიზ არჩვაძის ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას, თანაგრძნობას ვუცხადებ მთელ საქართველოს”, – აღნიშნავს პრემიერი.

მეტი...

მიაოს ხალხი ქართულად ალაპარაკდა (ვიდეო)

ეს არის გუიჯოუს პროვინცია ჩინეთში, სოფელი შიდონგი. აქ მიაოს მოსახლეობა ცხოვრობს, რომლებსაც საკუთარი ტრადიცია და კულტურა გააჩნიათ. ერთ-ერთი, რითაც ეს მოსახლეობა არის ცნობილი, არის ვერცხლის დამზადება, სამკაულები და ქარგვა. თუმცა, ქართული მისალმებაც მარტივად აითვისეს. ეკა გულუა ჩინეთიდან

მეტი...

მთელი პროვინცია ტაიპანშია შეკრებილი – რეპორტაჟი კალათბურთის მატჩიდან

ქალები, კაცები, ბავშვები, ჩვილები – მთელი პროვინცია დღეს ტაიპანშია შეკრებილი. მთლიანი სოფელი და გუიჯოუს პროვინცია ქუჩაშია გამოსული. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ასეთი „სპორტული საზოგადოება“ მართლა არ მინახავს. აქ ძირითადად ცხოვრობს მიაოს ხალხი. სწორედ დღეს, აქ იმართება კალათბურთის ლიგის ფინალი. ისეთი ინტერესია კალათბურთის მიმართ, ვინც საკალათბურთო მოედანზე ვერ მოხვდა, ქუჩებში, დიდი ეკრანებიდან ადევნებენ თვალს და გულშემატკივრობენ. მეც მომეცა შესაძლებლობა, მატჩს დავსწრებოდი და რაც აქ ვნახე, მოლოდინს გადააჭარბა. ეკა გულუა ჩინეთიდან

მეტი...

,,იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი პოზიტიური მიმართულებით წარიმართება” – ჰერჩინსკი

,,იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი პოზიტიური მიმართულებით წარიმართება”. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ევროკომისიამ დასკვნა 8 ნოემბერს უნდა გამოაქვეყნოს. ,,მსურს გითხრათ, თუ რა არის შედეგი, მაგრამ სამწუხაროდ, მე ეს არ შემიძლია. არა იმიტომ, რომ არ მინდა, უბრალოდ, არ ვიცი. ამ წუთებში, ბრიუსელში ჩემი უფროსები მუშაობენ საქართველოსთვის გაფართოების პირველი ანგარიშის დასასრულებლად, რომელიც წევრი სახელმწიფოებისთვის რეკომენდაციებს მოიცავს. იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი პოზიტიური მიმართულებით წარიმართება. სიტყვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება ის მთავარი პრინციპებია, რომლებზეც ევროკავშირია აგებული. კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში გავიდა, აკმაყოფილებს ამ სტანდარტებს. ამასთან, პროექტში არის სხვა ელემენტებიც,…

მეტი...

თბილისში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი გახსნა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში, კაორი იშიკავამ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნიკოლას სენდეროვიჩმა თბილისში, ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი გახსნეს. „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი“ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დაქვემდებარებაში ფუნქციონირებს. თავშესაფარი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და მოემსახურება ძალადობის მსხვერპლ ქალებს და მათზე დამოკიდებულ პირებს. თავშესაფარში ძალადობის მსხვერპლები/დაზარალებულები უზრუნველყოფილი იქნებიან დროებითი სადღეღამისო საცხოვრისით, ფსიქოლოგიურ-სოციალური რეაბილიტაციით, სამართლებრივი მომსახურებით და სამედიცინო მომსახურების მიღების ორგანიზებით. თავშესაფარი გაიხსნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა…

მეტი...

„ჩვენ არ გვჭირდება არეულობა, დაპირისპირება, თავ-პირის ლეწვა და ლანძღვა-გინება” – გიორგი ცაგარეიშვილი

,,შეკრებისა და მანიფესტაციის” შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადებას უმრავლესობაში ეხმაურებიან. ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ცაგარეიშვილი ამბობს, რომ მმართველი გუნდი ყველა საშუალებას გამოიყენებს იმისთვის, რომ სამოქალაქო მშვიდობა დაიცვას. ,,არიან ადამიანები, რომლებიც სამოქალაქო არეულობებისთვის, სამოქალაქო დაპირისპირებებისთვის ემზადებიან. ჩვენ არ გვჭირდება არეულობა, ჩვენ არ გვჭირდება დაპირისპირება, თავ-პირის ლეწვა, ურთიერთლანძღვა, გინება. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა. ყველა საშუალებას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ სამოქალაქო მშვიდობა დაცული იყოს”, – ამბობს გიორგი ცაგარეიშვილი.

მეტი...

გარდაიცვალა თენგიზ არჩვაძე

ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტი თენ­გიზ არჩვა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ნო­დარ დუმ­ბა­ძის სა­ხე­ლო­ბის მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის პრო­დი­უ­სე­რი, დი­მიტ­რი ღვთი­სი­აშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებს. „წა­ვი­და დიდი ქარ­თვე­ლი არ­ტის­ტი! დიდი ქარ­თვე­ლი! ძა­ლი­ან დიდი! ჩემი უფ­რო­სი მე­გო­ბა­რი!!!”, – წერს დი­მიტ­რი ღვთი­სი­აშ­ვი­ლი. თენ­გიზ არჩვა­ძე 1932 წლის 3 აგ­ვის­ტოს თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. 1955 წელს და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტე­ტი. 1954 წლი­დან კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბია; 1960 წლი­დან კი­ნოს­ტუ­დია “ქარ­თუ­ლი ფილ­მის” მსა­ხი­ო­ბი; 1967-1972 წწ. რუს­თა­ვის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი; მის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლე­ბი­დან აღ­სა­ნიშ­ნა­ვია: “მოკ­ვე­თი­ლი”, “დედა”, “ღა­ლა­ტი”, “თვა­ლი პა­ტი­ო­სა­ნი”, “როცა ქა­ლაქს სძი­ნავს” “მე ვხე­დავ მზეს”, “დღის წეს­რიგ­შია…

მეტი...

ზელენსკი მალტაში სამშვიდობო მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე ომის დასრულების გეგმას წარადგენს

მალტაში უკრაინის მიერ ინიცირებული სამშვიდობო მოლაპარაკებების მესამე რაუნდი იხსნება. ორდღიან სამიტს 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი, ეროვნული უსაფრთხოებისა და პოლიტიკური მრჩევლები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლები დაესწრებიან. არსებული ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი დახურულ შეხვედრებზე, სავარაუდოდ, ომის დასრულების ათპუნქტიან გეგმას წარადგენს. სამშვიდობო გეგმა რუსეთს მოუწოდებს გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან, მათ შორის ყირიმის ტერიტორიიდან, რომელიც ანექსირებულია 2014 წლიდან. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის, ანდრიი ერმაკის განცხადებით, შეხვედრაზე დისკუსია ხუთ მთავარ თემას შეეხება – სასურსათო უსაფრთხოებას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ბირთვულ უსაფრთხოებას, ჰუმანიტარულ საკითხებსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ფორუმის მონაწილეებს შორის არიან ევროკავშირის ქვეყნები, აშშ, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი. სამიტის…

მეტი...

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა დასკვნითი დოკუმენტი მიიღეს, რომელშიც საქართველოზეა საუბარი

2023 წლის 26-27 ოქტომბერს ქ. ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომა გაიმართა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა დასკვნითი დოკუმენტი მიიღეს, რომელშიც საქართველოზეა საუბარი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროპულ გზაზე. ხაზგასასმელია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები დასკვნით დოკუმენტში საუბრობენ ევროკავშირის მზაობაზე მჭიდროდ იმუშაოს სამივე ქვეყანასთან – უკრაინას, მოლდოვას რესპუბლიკასა და საქართველოსთან, და დაეხმაროს ამ ქვეყნებს ევროპულ გზაზე რეფორმების განხორციელების პროცესში. აღსანიშნავია, რომ დოკიმენტში გაფართოების ერთიან კონტექსტშია საუბარი სამივე ქვეყნის – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მხარდაჭერაზე.

მეტი...

ათასობით მომიტინგე დიდ ბრიტანეთში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდებით აქციას შეუერთდა

ათასობით მომიტინგე გამოვიდა დიდი ბრიტანეთის ქუჩებში ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით. აქციები გაიმართა მანჩესტერში, გლაზგოში და სხვაგან. Sky News-ის კორესპონდენტი ლონდონის ცენტრიდან ამბობს, რომ პარლამენტის მოედნისკენ მიმავალ მსვლელობას ყველა ასაკის ადამიანი შეუერთდა. დიდი ბრიტანეთის პოლიტიკოსებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოწოდებები იზრდება, ლონდონის მერმა, დიდი მანჩესტერის მერმა და შოტლანდიის ლეიბორისტულმა ლიდერმა განაცხადეს საკითხის მხარდაჭერაზე. დაუნინგ სტრიტმა და ლეიბორისტების ლიდერმა განაცხადეს, რომ ისინი ,,ჰუმანიტარული პაუზების” მომხრენი არიან – ბრძოლის დროებითი შეწყვეტა ღაზაში დახმარების დასაშვებად.

მეტი...

,,დაბომბვის გამო პაციენტების ევაკუაცია შეუძლებელია და ასევე შეუძლებელია “უსაფრთხო თავშესაფრის პოვნა” – WHO

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაკარგა კონტაქტი ღაზის სექტორში მყოფ თანამშრომლებთან. ამის შესახებ გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეიესუსმა განაცხადა. ,,ღაზაში ინტენსიური დაბომბვის შესახებ ცნობები უკიდურესად შემაშფოთებელია. ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს კონტაქტი ჩვენს პერსონალთან და სამედიცინო დაწესებულებებთან. მე ვდარდობ მათ უსაფრთხოებაზე”, – დაწერა მან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თქვა, რომ დაბომბვის გამო პაციენტების ევაკუაცია შეუძლებელია და ასევე შეუძლებელია ,,უსაფრთხო თავშესაფრის პოვნა”. ბლოკადა ასევე შეუძლებელს ხდის სასწრაფო დახმარების მანქანების დაშავებულებთან მისვლას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ,,მიმართავს ყველას, ვისაც ძალუძს ხელი შეუწყოს ცეცხლის შეწყვეტას, იმოქმედონ ახლავე” დაწერა ტედროს გებრეიესუსმა. ღაზას სექტორი ინტერნეტის თითქმის სრულ გათიშვას უახლოვდება.

მეტი...

,,ძალიან დიდ სიამაყესთან ერთად, ძალიან დიდი ტკივილია” – დღეს გიორგი ანწუხელიძის ხსოვნის დღეა

დღეს გიორგი ანწუხელიძის ხსოვნის დღეა. ცოტა ხნის წინ, მის მშობლიურ სოფელ ქვემო ალვანში ეროვნული გმირის ბიუსტი დაიდგა. ცერემონიას მისი შვილები, ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ. დღის განმავლობაში კულტურის სახლის ეზოში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები. ,,მე დღეს ძალიან გამიხარდა, რომ ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა და ეს ჩემთვის სტიმულია, იმიტომ, რომ ამდენი ხანი გავიდა და კიდევ ახსოვს ხალხს მამაჩემის სახელი და ვამაყობ”, – ამბობს გმირის შვილი. ,,ძალიან დიდ სიამაყესთან ერთად, ძალიან დიდი ტკივილია” – თქვა გიორგი ანწუხელიძის ცოლმა და მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხსა და ორგანიზატორებს, ვინც ამ დღის დაგეგმვაში მიიღო მონაწილეობა.

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილმა რიკოთის მაგისტრალური გზის 27-კილომეტრიანი მონაკვეთი გახსნა

პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რიკოთის მაგისტრალის 27-კილომეტრიანი მონაკვეთი გახსნა. აღნიშნული მონაკვეთი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევთან იწყება და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაბა შორაპანთან მთავრდება. ,,ყველაზე რთული, გამოწვევებით აღსავსე, მე ასე ვიტყოდი მონაკვეთი იყო რიკოთის მონაკვეთი, რომელიც მიჩნეული იყო და არის ჯერ კიდევ როგორც ერთ-ერთი ყველაზე რთული და გამომწვევი მონაკვეთი, მაგრამ თქვენ უყურებთ, რომ აშენდა 4-ზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალი და რა თქმა უნდა, გრძელდება ეს პროცესი. ჩვენ დღეს საზეიმოდ გავხსენით 27 კილომეტრი”, – თქვა ღარიბაშვილმა. მისი თქმით, ეს გზა მოიცავს 65 ხიდს და 38 გვირაბს. არსებული ინფორმაციით, ახალი მონაკვეთი რიკოთზე გადაადგილების მანძილს 8 კმ-ით, ხოლო…

მეტი...

ყაზახეთში, მაღაროში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 21 ადამიანი ემსხვერპლა, დაკარგულად ითვლება 23

ყაზახეთში, ფოლადის გიგანტის ArcelorMittal-ის მაღაროში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 21 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 18, დაკარგულად ითვლება 23. არსებული ინფორმაციით, მაღაროში 252 ადამიანი მუშაობდა. თოყაევმა მაღაროში ცეცხლის გაჩენამდე რამდენიმე საათით ადრე მაღაროს მფლობელ კომპანიასთან “საინვესტიციო თანამშრომლობის” შეჩერების განკარგულება გასცა. გადაწყვეტილების მიზანი მაღაროს ნაციონალიზაცია იყო. ეს არის მეორე შემთხვევა ბოლო ორი თვის განმავლობაში ყაზახეთში ArcelorMittal-ის მიერ ოპერირებად ადგილზე. აგვისტოში ყარაგანდას მაღაროში ხანძრის შედეგად ოთხი მაღაროელი დაიღუპა.

მეტი...

ბელარუსი აუცილებლად უნდა შეუერთდეს ევროპულ ოჯახს, მაგრამ ეს ბევრად შორი პერსპექტივაა, ვიდრე საქართველოს ამ ოჯახში შესვლა – ნიკა გვარამია

,,მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია უკრაინის პრეზიდენტის მიერ ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ანტიზელენსკური და ლამის ანტიუკრაინული განწყობები, რაც ამ გამონათქვამმა ზოგიერთებში გამოიწვია, არც ადეკვატური ჰგონია და არც მორალურად გამართული. ,,ზელენსკის ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებაზე მეც ვიტყვი, იმ დათქმით, რომ ანტიზელენსკური და ლამის ანტიუკრაინული განწყობები, რაც ამ გამონათქვამმა ზოგიერთებში გამოიწვია, არც ადეკვატური მგონია და არც მორალურად გამართული. 1. საქართველოს ბელორუსიზაცია სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, მაგრამ საქართველო ჯერ ბელორუსი ნამდვილად არ არის (ჯერ) 2. ბელორუსი აუცილებლად უნდა შეუერთდეს ევროპულ ოჯახს და ამას ბელორუსი ხალხი ცალსახად იმსახურებს, და ბელორუსი ევროკავშირის სტრატეგიულ ინტერესში…

მეტი...

საქართველოსა და დომინიკის თანამეგობრობას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

2023 წლის 27 ოქტომბერს, ნიუ იორკში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ, ხელი მოაწერა შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და დომინიკის თანამეგობრობის მთავრობას შორის „დიპლომატიური, სამსახურებრივი და ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ“. დომინიკის თანამეგობრობის მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა გაეროსთან დომინიკის თანამეგობრობის მუდმივმა წარმომადგენლმა – ფილბერტ აარონმა. დოკუმენტი ძალაში შევა ორივე მხარის მიერ შიდაპროცედურების დასრულებიდან ერთ თვეში. შეთანხმება ხელს შეუწყობს ტურისტული, კულტურული და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას და განაპირობებს ორივე ქვეყნის ცნობადობის გაზრდას შესაბამის რეგიონებში.

მეტი...

ბორის ჯონსონი ტელეწამყვანი იქნება

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა ხელი მოაწერა შეთანხმებას GB News-სთან, სადაც მას საკუთარი გადაცემა ექნება. ის იმუშავებს როგორც წამყვანი, გადაცემის შემქმნელი და კომენტატორი. მაუწყებელმა განაცხადა, რომ ის მომავალ წელს დიდ როლს შეასრულებს გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის არჩევნების გაშუქებაში და უმასპინძლებს სერიებს, რომელიც აჩვენებს ბრიტანეთის ძალაუფლებას მთელ მსოფლიოში. ,,მე ვაპირებ ამ ახალ სატელევიზიო არხს გავაცნო ჩემი შეულამაზებელი შეხედულებები ყველაფერზე რუსეთიდან, ჩინეთი, ომი უკრაინაში, როგორ ვხვდებით ყველა ამ გამოწვევას. მე ვისაუბრებ გლობალური ბრიტანეთის უზარმაზარ შესაძლებლობებზე – ისევე როგორც გამოწვევებზე – და იმაზე, თუ რატომ არის ჩვენი საუკეთესო დღეები წინ”, – დაწერა…

მეტი...

სოხუმის აეროპორტს ნურგალიევის შვილის კომპანია აღადგენს

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის ასლან ბჟანიას მონაწილეობით ხელი მოეწერა სოხუმის აეროპორტის ყოვლისმომცველი რეკონსტრუქციის შეთანხმებას. როგორც ekhokavkaza წერს, ხელშეკრულება გაფორმდა ე.წ. მთავრობასა და შპს ,,ინფრასტრუქტურის დეველოპმენტს” შორის. კომპანიის ხელმძღვანელი და მფლობელი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის შვილი, რაშიდ ნურგალიევია. ასევე როგორც საინფორმაციო სააგენტო Apsnypress წერს, შეთანხმების განხორციელების ფარგლებში, აღდგება აეროდრომის ოპერატიული ვარგისიანობა. ინვესტორმა უნდა განაახლოს ასაფრენი ბილიკი, რაც შესაძლებელს გახდის თანამედროვე რუსული და უცხოური წარმოების თვითმფრინავების მიღებას. აშენდება ახალი სამგზავრო ტერმინალი და გარემონტდება ისტორიული აეროპორტის შენობა. ისტორიული ტერმინალის შენობაში ოფიციალური პირებისა და დელეგაციების მომსახურება იგეგმება. ე.წ. მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაში ნათქვამია,…

მეტი...

თბილისში, შურისძიების მოტივით ორ პირს მძიმე დაზიანებები მიაყენეს

პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 2 პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ,,სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 26 იანვარს, თბილისში, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, ორ დაზარალებულს დანით სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა. დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად დაზარალებულები სიკვდილს გადაურჩნენ”, – წერია განცხადებაში. დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ…

მეტი...

უკრაინამ კიდევ 50 დაღუპული სამხედროს ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ კიდევ 50 დაღუპული სამხედროს ცხედარი დაიბრუნა. ისინი იდენტიფიცირებისთვის სამართალდამცავებსა და სამედიცინო ექსპერტებს გადაეცემა. ,,ცხედრების გაცვლა განხორციელდა სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის მიერ და შესაძლებელი გახდა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივ ცენტრთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან, უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის სტრუქტურების სხვა წარმომადგენლების მონაწილეობით”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მეტი...

სამეგრელოში ნავთობისა და გაზის მოპოვებას იწყებენ

სამეგრელოში, სოფელ ჭალადიდში, ნავთობისა და გაზის მოპოვებას იწყებენ. ამის შესახებ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა, გიორგი ტატიშვილმა გამოცემა BMG-სთან განაცხადა. ,,მაქსიმუმ წლის ბოლომდე ჭალადიდის ფართობზე, სამეგრელოში დაიწყება პირველი ღრმა ჭაბურღილის ბურღვა, რომელიც სადღაც 4 000 მეტრამდე იქნება. ,,ვესტ გალფ პეტროლიუმი” პარალელურად სეისმურ სამუშაოებს ატარებს. დაახლოებით 200 გრძივ კილომეტრამდე უკვე მონაცემები ჩაწერილია. საკმაოდ ოპტიმისტური სურათი გვაქვს, რომ ამ ერთ ღრმა ჭაბურღილის დასრულებისთანავე მეორე ჭაბურღილიც გაიჭრება”, – ამბობს გიორგი ტატიშვილი. გარდა ამისა, როგორც ტატიშვილი ამბობს ნავთობისა და გაზის სააგენტო ინვესტორის შემოყვანას აპირებს კახეთში მდებარე ერთ-ერთ სალიცენზიო ბლოკზეც, სადაც როგორც ნავთობის, ისე…

მეტი...

პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, გლდანის I მიკრო-რაიონში, ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულები, ამ ეტაპზე დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად, თავს დაესხნენ ოთხ პირს და მათ მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები 23 სექტემბერს დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ძალადობა ჩადენილი ჯგუფურად და ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით…

მეტი...

აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს მასპინძლობს

თბილისში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმის „აბრეშუმის გზა“ ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აშშ-დან, ესპანეთიდან, ბულგარეთიდან, კატარიდან და ინდოეთიდან მედიის წარმომადგენლებისათვის პრესტურს ატარებს. ფორუმის მიმდინარეობას, საქართველოს ეკონომიკურ და ტურისტულ პოტენციალს საერთაშორისო გამოცემებისა და ტელეკომპანიების წარმომადგენლები აშუქებენ. პრესტურის მონაწილეებს შორის არის Forbes ჟურნალისტი. „აბრეშუმის გზა დიდ შესაძლებლობებს უხსნის სხვადასხვა ქვეყანას. ამ ფორუმის იდეაა, ქვეყნებმა დაამყარონ სავაჭრო კონტაქტები. ურთიერთობების დიდი შესაძლებლობებია, როდესაც მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი ერთად იკრიბება. საქართველოს ძალიან კარგი მდებარეობა აქვს როგორც ისტორიულად, ასევე ტურისტულად. საქართველო გამორჩეულია ხალხით, ბუნებით, სამზარეულოთი და ვფიქრობ საქართველო მთელ მსოფლიოში სასურველი ტურისტული მიმართულებაა“, – აცხადებს Democracy News Live-ის…

მეტი...

საუდის არაბეთში გამართულ სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე 8 ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი

სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ქ. რიადში, სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე Saudi Agriculture International Trade Exhibition 8 ქართულმა კომპანიამ დამთვალიერებელს საკუთრი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გააცნო. მასშტაბური გამოფენის გახსნას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე და საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული იოსებ გამგონიძე ესწრებოდნენ. „ჩვენთვის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება მნიშნელოვანია. საუდის არაბეთი არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა. ადგილობრივ სავაჭრო ქსელში ქართული პროდუქტი იყიდება, თუმცა ასეთ მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა, ვფიქრობ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდას როგორც საუდის არაბეთში, ასევე ახლო აღმოსავლეთში“, -აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს…

მეტი...

ხანძარი გაჩნდა ქუთაისის ყავის სახლში

ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, ყავის სახლში ხანძარი გაჩნდა. დამწვარია ობიექტის ნაწილი. აალება კარტოფილი ,,ფრის” შეწვის დროს მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაშავებული თანამშრომელი კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

მეტი...

,,ღაზის საოპერაციო შტაბთან კონტაქტი სრულად დავკარგეთ” – პალესტინის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაცია

პალესტინის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის ინფორმაციით, ღაზის საოპერაციო შტაბთან და იქ მოქმედ გუნდთან კონტაქტი სრულად დაკარგეს. ინფორმაციას CNN ავრცელებს. ,,ღრმად შეშფოთებული ვართ. ჩვენს გუნდებს აღარ აქვთ შესაძლებლობა, გააგრძელონ სასწრაფო სამედიცინო სერვისები, მით უმეტეს, რომ ეს შეფერხება გავლენას ახდენს სასწრაფო დახმარების ცენტრალურ ნომერზე, აფერხებს სასწრაფო დახმარების მანქანების მიმოსვლას დაშავებულებთან”, – წერს ორგანიზაცია. მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ღაზის სექტორში ინტერნეტსა და სატელეფონო სერვისებზე წვდომა შეფერხებულია. ისრაელის თავდაცვამ კი განაცხადა, რომ ამ ღამეს სახმელეთო ოპერაციების გაფართოებას აპირებდა.

მეტი...