,,მაღალი ალბათობით, დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭება“- ირაკლი კობახიძე

ძალიან მაღალი ალბათობით, დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

,,სტატუსთან დაკავშირებით მოლოდინები არის გაუმჯობესებული, მეტი ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს და პრაქტიკულად, უკვე მწიფდება ეს გადაწყვეტილება. ის ფაქტიც, რომ ვიღაცები ამის თავის თავზე მიწერას ცდილობენ, მეტყველებს, რომ სწორედ აქეთკენ მიდის პროცესი. ძალიან მაღალი ალბათობით, დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები