თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე მოძრაობა ერთი თვით შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, შოთა მიქატაძის ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. ,,4 ოქტომბრის 23:00 საათიდან ერთი თვის განმავლობაში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, შოთა მიქატაძის ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. სამუშაოების პერიოდში, შოთა მიქატაძის ქუჩაზე, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ცალმხრივად – თიანეთის გზატკეცილიდან ლესელიძის ქუჩის მიმართულებით. კერძოდ, შოთა მიქატაძის, ლევან კბილაშვილის ქუჩებისა და თიანეთის გზატკეცილის კვეთიდან შოთა მიქატაძის, მიხეილ ხერგიანისა და კონსტანტინე ლესელის ქუჩების კვეთამდე). ლესელიძის ქუჩიდან თიანეთის გზატკეცილის მიმართულებით (შოთა მიქატაძის, მიხეილ ხერგიანისა და კონსტანტინე ლესელის ქუჩის კვეთიდან შოთა მიქატაძის, ლევან კბილაშვილის ქუჩებისა და თიანეთის გზატკეცილის კვეთის მიმართულებით) გადაადგილება…

მეტი...

ტიბეტურ ქაღალდს მხოლოდ 20 წლის მცენარისგან ამზადებენ – რეპორტაჟი ტიბეტიდან

Xuela-ს ქაღალდი უკვე 1300 წელია არსებობს. მასზე კლასიკოსების ნამუშევრები გადაჰქონდათ და გამოიყენებოდა ოფიციალურ დოკუმენტებში. ძველად ტრადიციულ ტიბეტურ ქაღალდზე დიდი მოთხოვნა იყო. მის დასამზადებლად განსაკუთრებული უნარები არ იყო საჭირო, მზა პროდუქტზე მოთხოვნა დიდი იყო – ამიტომ ხალხი მის წარმოებაში იყო დაკავებული. ბალახი სტელერას ჯუჯა ხშირია თოვლიან მთიანეთში, თუმცა, ყველა მცენარე არ არის შესაფერისი ქაღალდისთვის, საჭიროა მხოლოდ ის, რაც 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იზრდება. ეკა გულუა ტიბეტიდან (ნაწილი 2) ის უნიკალურია, შხამიანი მცენარისგან მზადდება და მწერები არ ეკარებიან – რეპორტაჟი ტიბეტიდან

მეტი...

დევდორაკის გვირაბში საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 132-135-ე კმ-ზე მდებარე დევდორაკის გვირაბში მოძრაობა შეზღუდულია. ავტომობილებს მოძრაობა შემოვლითი გზაზე შეუძლიათ. ,,საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ132-კმ135 მონაკვეთზე მდებარე დევდორაკის საავტომობილო გვირაბში მიმდინარეობს დაზიანებული ელექტროსისტემის აღდგენის სამუშაოები. რის გამოც, დროებით შეზღუდულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა და გადართულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დევდორაკის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით”, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

მეტი...

გურიაში, ადიდებული მდინარე ბჟუჟის გამო, კიდევ ერთი ხიდის მონაკვეთი ჩავარდა

გურიაში, ექადია-ოზურგეთის დამაკავშირებელი ხიდის მონაკვეთი ჩავარდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა სტიქიის გამო ადიდებული მდინარე ბჟუჟი კალაპოტიდან გადმოვიდა და ხიდის განაპირა მხარე დააზიანა. ამ დროისთვის ხიდზე მოძრაობა აკრძალულია. ფოტო: Guria.tv

მეტი...

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომა ხვალამდე გადაიდო

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომა დღეს დასრულდა. პროცესი ხვალ, 11 საათზე გაგრძელდება. ხვალ იქნება ურთიერთშეკითხვების ეტაპი და მხარეები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ. ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო ,,ოცნების” წარდგინებას პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის შესაძლო დარღვევაზე, 2 დღეა განიხილავს.

მეტი...

აშშ ირანიდან ამოღებულ იარაღს უკრაინას გადასცემს

აშშ ირანიდან ამოღებულ იარაღს უკრაინას გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. „აშშ გადასცემს უკრაინას ათასობით ჩამორთმეულ ირანულ იარაღსა და საბრძოლო მასალას, რაც უკრაინელ სამხედროებს დაეხმარება იარაღის დეფიციტის დაძლევაში”, – წერს CNN. ჯერჯერობით უცნობია, რა იურიდიულ უფლებამოსილებებს გამოიყენებს აშშ იარაღის გადასაცემად, რადგან გაეროს წესდება ჩამორთმეული იარაღის განადგურებას, ან შენახვას ითვალისწინებს.

მეტი...

,,თუ უკრაინა მოახერხებს კანონში ცვლილებების შეტანას, მაშინ არჩევნები ჩატარდება” – ზელენსკი

,,სიტუაცია რთულია, მაგრამ უკრაინაში არჩევნები შეიძლება ჩატარდეს, თუ პარლამენტი შეძლებს გადაჭრას ყველა გამოწვევა, რათა უზრუნველყოს კენჭისყრაზე უსაფრთხო წვდომა”. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელესკიმ განაცხადა. ,,მნიშვნელოვანია არჩევნების უსაფრთხოდ ორგანიზება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ხმა უნდა მისცენ და ეს თავდასხმის გარეშე უნდა მოხდეს. ჩვენ გვაქვს ეს გამოწვევა, მაგრამ თუ ჩვენი ქვეყანა მოახერხებს კანონში ცვლილებების შეტანას, მაშინ უკრაინაში არჩევნები ჩატარდება”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მეტი...

ის უნიკალურია, შხამიანი მცენარისგან მზადდება და მწერები არ ეკარებიან – რეპორტაჟი ტიბეტიდან

ნიინჩიში – ეს არის ტიბეტის ერთ-ერთი ოლქი. აქ აწარმოებენ ტიბეტურ ქაღალდს, რომელიც უძველესია. ტიბეტური ქაღალდის ქარხანა ადგილობივების სტაბილური შემოსავლს წყაროა.  ტიბეტური ქაღალდის ბეჭდვით აქ დასახლებულებს სტაბილური შეოსავალი გაუჩნდათ. აქ იყენებენ ტიბეტური ქაღალდის დამზადების უძველეს ტრადიციებს. შემონახულია  ტიბეტური ქაღალდის ხუთი სახეობიდან ერთ-ერთი – “xuela,” რომელიც უძველეს ტექნოლოგიად ითვლება. ტიბეტური ქაღალდი იწარმოება იქ, სადაც ტიბეტელები მჭიდროდ ცხოვრობენ. მას  “სიულის” ნედლეულისგან ამზადებენ, რომელიც შხამიანი ბალახოვანი მცენარე Stellera ჯუჯასგან მზადდება. ამიტომ მზა ქაღალდს მწერები არ ჭამენ და დიდხანს ინახება. ვიდეორეპორტაჟი (ნაწილი 1) ეკა გულუა ტიბეტიდან

მეტი...

,,პრეზიდენტი წარმოგვადგენდა ჩვენ – ყველას და სხვა ქვეყნის პრეზიდენტებს ეუბნებოდა, რომ მხარი დაეჭირათ საქართველოსთვის”- ჩუგოშვილი

პრეზიდენტის წარმომადგენლის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა 2019 წლიდან, ყველა ვიზიტთან დაკავშირებით აგზავნიდა მოთხოვნას 52-ე მუხლის შინაარსის მითითებით, თუმცა მსგავსი თანხმობების მოთხოვნა შეწყვიტა იმ ტიპის ურთიერთობებსა და კომუნიკაციებზე, რომელიც თავისი არსით არა საგარეო პოლიტიკის განხორციელება, არამედ ქვეყნის წარმოდგენაა 49-ე მუხლიდან გამომდინარე. ,,ჩვენ ვამბობთ, რომ ეს იყო პრაქტიკა, რომელიც იყო გერმანიის შემთხვევაშიც. ამ ვიზიტზე უარმა პრეზიდენტს აფიქრებინა, რომ არასწორი პრაქტიკით ხორციელდებოდა და მთავრობის თანხმობა საერთოდ არ სჭირდებოდა მას მსგავსი საქმიანობის განსახორციელებლად, რადგან ის არ ახორციელებდა საგარეო პოლიტიკას 52-ე მუხლის ფარგლებში, შესაბამისად, მისი ქმედებები არ ითხოვდა არანაირ თანხმობას მთავრობისგან და მან შეწყვიტა…

მეტი...

უკრაინის სპეცდანიშნულების რაზმები ანექსირებულ ყირიმში შევიდნენ – უკრაინის დაზვერვის სამმართველო

უკრაინის დაზვერვის სამმართველოს ინფორმაციით, ქვეყნის სპეცდანიშნულების რაზმები ანექსირებულ ყირიმში შევიდნენ. ,,იყო ბრძოლა დამპყრობლებთან, არის ბევრი დაღუპული და დაჭრილი ოკუპანტთა შორის. სამწუხაროდ, დანაკარგებია უკრაინელ მცველებს შორის”, – აცხადებს დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელი, ანდრეი იუსოვი. მთავარი დაზვერვის დირექტორატის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ მიცურავენ უკრაინელი დაზვერვის ოფიცრები სკუტერებითა და ნავებით ნაპირისკენ, შემდეგ ეშვებიან ხმელეთზე და უფრო ღრმად შედიან ყირიმის ტერიტორიაზე. ვიდეოში ჩანს სამი სამხედრო, რომლებსაც უკრაინის დროშა უჭირავს, მთავარი დაზვერვის სამმართველოს ემბლემით.

მეტი...

პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტი პირველი მოსმენით მიიღო. ცვლილებებს მხარი დაუჭირა 75-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 23. კანონპროექტის თანახმად, ზუსტდება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ამკრძალავი ხასიათის ღონისძიებები. კერძოდ,  კანონპროექტით შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა: ა) საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ბ) ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; გ) იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; დ) შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება. პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს.

მეტი...

,,პრეზიდენტი შეხვედრებზე არანაირად არ შედის იმის გარჩევაში რა რეფორმა შესრულდა,  არ შესრულდა”- თამარ ჩუგოშვილი

პრეზიდენტის წარმომადგენელმა თამარ ჩუგოშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე განაცხადა, რომ პრეზიდენტი  პრეზიდენტი სხვა სახელმწიფო მეთაურებთან შეხვედრაზე არ შედის გარჩევაში, რა რეფორმა შესრულდა და რა არ შესრულდა. ,,ეს 12 პუნქტი თავისი არსით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რადგან ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ შესასრულებლადაა დადგენილი, მაგრამ უმაღლესი თანამდებობის პირებს, სახელმწიფო მეთაურებს შორის, მერწმუნეთ, ასეთი დეტალების განხილვა არ ხდება. ეს პრაქტიკა არც არის. პრეზიდენტი ამ შეხვედრებზე არანაირად არ შედის იმის გარჩევაში რა რეფორმა შესრულდა,  არ შესრულდა, ფორმალურად შესრულდა, თუ როგორ… საქართველო, სწორედ, გეოპოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, აუცილებლად იმსახურებს, მას ეკუთვნის და გარდაუვალად აუცილებელია, რომ მიიღოს…

მეტი...

”იმედის კლინიკაში” 2 მცირეწლოვანს ქირურგიული ოპერაცია სამინისტროს შესაბამისი ნებართვის გარეშე ჩაუტარდა – რეგულირების სააგენტო

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, შპს ”იმედის კლინიკაში” უკანონო სამედიცინო საქმიანობის ფაქტები გამოავლინა. სამედიცინო დაწესებულებაში ორ მცირეწლოვან პაციენტს ქირურგიული ოპერაცია სამინისტროს შესაბამისი ნებართვის გარეშე ჩაუტარდა. ,,შპს ”იმედის კლინიკას“ ქირურგიული და რეანიმაციული მომსახურების მიწოდების ნებართვა ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ დაწესებულებაში არსებული დარღვევა-ნაკლოვანების გამო 13 სექტემბერს შეუჩერა. მიუხედავად ამისა, კლინიკაში 2 ოქტომბერს გეგმური ქირურგიული ოპერაციები ჩატარდა, რაც უკანონო სამედიცინო საქმიანობას წარმოადგენს. უკანონო სამედიცინო საქმიანობის გამო დაწესებულება 20 000 ლარით დაჯარიმდა. შეგახსენებთ, რომ სექტემბრიდან, სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ძალაში შევიდა რეანიმაციული და ქირურგიული მომსახურებების სანებართვო პირობები. სტანდარტი…

მეტი...

,,პრეზიდენტმა მხარდაჭერის მიზნით განახორციელა ვიზიტები და არა იმისთვის, რომ რაიმე ახალი პოლიტიკური შედეგი დაედო”- კოპალეიშვილი

მიუხედავად იმისა, რომ 52-ე მუხლით ხდებოდა მოთხოვნა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს იყო სავალდებულო წესით ასე შესასრულებელი და ასე მიაჩნდა ეს პრეზიდენტს, მე ამას დავარქმევდი წარმოების გაუმართაობას, – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა, მაია კოპალეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, 49-ე მუხლის მესამე პუნქტი ყველა შემთხვევაში გულისხმობს პრეზიდენტის უფლებამოსილება, წარმოადგინოს საქართველო საგარეო ურთიერთობებში, რომელიც არ გულისხმობს იმავდროულად მთავრობის თანხმობას. „49-ე მუხლის მესამე პუნქტი ყველა შემთხვევაში გულისხმობს პრეზიდენტის უფლებამოსილება, წარმოადგინოს საქართველო საგარეო ურთიერთობებში, რომელიც არ გულისხმობს იმავდროულად მთავრობის თანხმობას. კონსტიტუციის მიზნებისთვის და კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის…

მეტი...

უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემა სანახევროდ სავსე საწყობებიდან დავიწყეთ, ეს მარაგი ახლა იწურება – ბაუერი

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის მეთაურის,  რობ ბაუერის განცხადებით, ალიანსის წევრ ქვეყნებს იარაღისა და საბრძოლო მასალის მარაგი ეწურებათ. აღნიშნულის შესახებ ბაუერმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე გამართული დისკუსიის დროს ისაუბრა. „ჩვენ უკრაინას გადავცემთ შეიარაღების სისტემებს და საბრძოლო მასალას. ეს შესანიშნავია, მაგრამ ჩვენ ამ იარაღს სავსე საწყობებიდან არ ვაძლევთ. ჩვენ ამ შეიარაღების გადაცემა სანახევროდ სავსე საწყობებიდან დავიწყეთ და ეს მარაგი ახლა იწურება“, – განაცხადა ბაუერმა.  

მეტი...

ნიგერიის არალეგალურ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში აფეთქებას 37 ადამიანი ემსხვერპლა

მინიმუმ 37 ადამიანი, მათ შორის ორი ორსული ქალი, დაიწვა სამხრეთ ნიგერიის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში აფეთქების შედეგად. ნავთობის გადამუშავება ადგილზე არალეგალურად ხდებოდა. ,,ორი ადამიანი, ვინც გაქცევა შეძლო, გარდაიცვალა ამ დილით საავადმყოფოში”, – განაცხადა ველეკემმა.

მეტი...

ყვარელში განზრახ მკვლელობის ფაქტზე შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს ინსპექტორი დააკავეს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ყვარლის რაიონში, განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს ინსპექტორი. ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დეპარტამენტის უფროსმა, ლევან ქუთათელაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ,,საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2023 წლის 04 ოქტომბერს, ღამის საათებში, ყვარლის რაიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს ინსპექტორი თ.ო. ნაცნობ პირებთან ერთად სუფრაზე იმყოფებოდა, სადაც, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე იქ მყოფ პირებს შორის წარმოიშვა კონფლიქტი. დაცვის პოლიციის ინსპექტორმა, ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე გასროლა განახორციელა, რა დროსაც, მიყენებული დაზიანებების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა გ.გ. ხოლო მეორე მოქალაქემ…

მეტი...

5-6 ოქტომბერს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5-6 ოქტომბერს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. „4 ოქტომბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი, ხოლო 5-6 ოქტომბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ქ. თბილისში 4 ოქტომბერს შესაძლოა, აღინიშნოს ხანმოკლე წვიმა . 5-6 ოქტომბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 4 ოქტომბერს ზოგან შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი. 5-6 ოქტომბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 4 ოქტომბერს შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი, ხოლო 5-6 ოქტომბერს…

მეტი...

,,სალომე ზურაბიშვილს თუ დამაცვევინებდით, როგორ წარმომედგინა”- თაკო ჩარკვიანი

ოპოზიციონერი დეპუტატის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტს ეწინააღმდეგება. მისი თქმით, პატივს სცემს პრეზიდენტის ინსტიტუციას. ,,სალომე ზურაბიშვილს თუ დამაცვევინებდით, როგორ წარმომედგინა. თქვენ აირჩიეთ ეს ქალბატონი, თავს რომ იკლავდით. რა თქმა უნდა, ვეწინააღმდეგები მის იმპიჩმენტს, იმიტომ, რომ პატივს ვცემ პრეზიდენტის ინსტიტუციას, რომელიც სათრევად გახადეთ კანდიდატის სტატუსის წინ. როდესაც აცხადებდა, რომ საქართველომ დაიწყო ომიო, მაშინ ტაშს უკრავდით, მაშინ აირჩიეთ, მდინარაძემ თქვა „დავდეთო“.კანდიდატის სტატუსის წინ გვეუბნებიან, რომ არ არყიოთ სიტუაცია, არ შემოიტანოთ ახალი განხეთქილება და მაინც და მაინც ახლა აკეთებთ ამას. ალბათ, გინდათ, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, რათა დიდხანს დავშორდეთ ევროპას. მით…

მეტი...

,,არც პოლიტიკოსი ხარ და არც არაფერი”- დაპირისპირება ირაკლი კობახიძესა და თამარ ჩუგოშვილს შორის

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე ირაკლი კობახიძესა და თამარ ჩუგოშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო. პრეზიდენტის წარმომადგენელი დაინტერესდა, მიეცემოდა თუ არა მასაც ირაკლი კობახიძის მსგავსად 3 საათი საუბრის. ჩუგოშვილმა ირაკლი კობახიძეს რეპლიკით მიმართა: ”მთელი თქვენი საუბარი სატელევიზიო ლექციაა”. ,,ჩვენც მოგვეცემა საშუალება, რომ სამი საათის განმავლობაში ვიკითხოთ ლექციები, ვიდემაგოგოთ, მაგრამ ეს საქმესთან დაკავშირებული, არადაკავშირებული ლექცია, სატელევიზიო მესიჯები”. -მიმართა ჩუგოშვილმა სასამართლოს. რაზეც კობახიძემ პრეზიდენტის წარმომადგენელს მიმართა: ,,პოლიტიკოსი რომ იყო, კიდევ გეპატიება ეგეთი რამე. არც პოლიტიკოსი ხარ და არც არაფერი. საკონსტიტუციო კომისიის მდივანი იყავი და ერთ სამუშაო შეხვედრას არ დასწრებიხარ, სირცხვილია. ღირსების ამბავია ეს ყველაფერი”, – მიმართა…

მეტი...

უკრაინა შესაძლოა, გახდეს ევროკავშირის წევრი 2030 წლისთვის – შარლ მიშელი

უკრაინა შესაძლოა, გახდეს ევროკავშირის წევრი 2030 წლისთვის, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტიმა, შარლ მიშელმა განაცხადა. მისი თქმით, ასეთი სცენარის განვითარება იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ „ორივე მხარე შეასრულებს საშინაო დავალებას“. მიშელის განცხადებით, ევროკავშირმა უნდა დააჩქაროს გადაწყვეტილების მიღების პროცესი. „უკრაინამ და სხვა კანდიდატმა ქვეყნებმა, რომელთაც გაწევრიანება სურთ, უნდა განახორციელონ რეფორმები, ებრძოლონ კორუფციას და შეასრულონ სამართლებრივი წინაპირობები“, – განანცხადა მიშელმა.  

მეტი...

რუსეთის სასამართლომ მარინა ოვსიანიკოვას 8,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა

მოსკოვის სასამართლომ პირველი არხის ყოფილ თანამშრომელს, მარინა ოვსიანიკოვას დაუსწრებლად მიუსაჯა 8,5 წლით თავისუფლების აღკვეთა.  მას რუსული არმიის შესახებ “დეზინფორმაციის გავრცელების” გამო წაუყენეს ბრალი. ოვსიანიკოვა 2022 წლის ივლისში კრემლის ფონზე პიკეტირების მიზნით არმიის შესახებ “ფეიქების” გავრცელებაში დაადანაშაულეს. შემდეგ მან პლაკატი გაშალა წარწერით “პუტინი მკვლელია, მისი ჯარისკაცები ფაშისტები არიან” და უკრაინაში მოკლული ბავშვების ფოტოები გამოფინა. ოვსიანიკოვას წინააღმდეგ საქმე 2022 წლის აგვისტოში აღიძრა და მას შინაპატიმრობა მიესაჯა. 2022 წლის ოქტომბერში ოვსიანიკოვა ქალიშვილთან ერთად საზღვარგარეთ გაიქცა. ამის შემდეგ შსს-მ მასზე ძებნა გამოაცხადა.

მეტი...

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადება

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ვეტერანებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების მხარდაჭერა და მათ მიმართ მადლიერების გამოხატვა იმ ფასდაუდებელი ღვაწლისთვის, რაც ქვეყნისთვის გაიღეს. ,,17 ოქტომბერს, ჩვენს ქვეყანაში, ვეტერანის დღე აღინიშნება. ეს დღე, ეკუთვნის ყველა თაობის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანს, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. ვეტერანებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების მხარდაჭერა და მათ მიმართ მადლიერების გამოხატვა იმ ფასდაუდებელი ღვაწლისთვის, რაც ქვეყნისთვის გაიღეს. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, ყოველწლიურად ატარებს ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ კვირეულს, რომლის ფარგლებშიც, სამსახური, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, სხვადასხვა სახელმწიფო…

მეტი...

,,ხომ იარა კონსტიტუციის დარღვევით, რომ ვერ მივიღოთ სტატუსი გადადგება?”- ირაკლი კობახიძე

,,გადადგება თანამდებობიდან თუ ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი?! ხომ იარა კონსტიტუციის დარღვევით, რომ ვერ მივიღოთ სტატუსი გადადგება?”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას განაცხადა. ,,მხოლოდ მთავრობაა პასუხისმგებელი. გადადგება თანამდებობიდან თუ ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი?! ხომ იარა კონსტიტუციის დარღვევით, რომ ვერ მივიღოთ სტატუსი გადადგება?! რა თქმა უნდა, არ გადადგება, რატომ, იმიტომ რომ პასუხისმგებელიც არ არის და თუ პასუხისმგებელი არ არის არც უნდა იაროს. ვინც არის პასუხისმგებელი, ან იმან უნდა იაროს, ან მინიმუმ მისი თანხმობით უნდა იაროს სხვამ, ამას ამბობს კონსტიტუცია”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეტი...

ვლადიმერ პუტინი დღეს ასლან ბჟანიას შეხვდება

რუსულის მედიის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდება. მედიის ცნობთ, „მოლაპარაკებებზე მხარეები განიხილავენ სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს“. გუშინ ასლან ბჟანია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა, სადაც რუსული მედიის ინფორმაციი,  განსახილველ საკითხთა შორის იყო სოხუმის აეროპორტის აღდგენის საკითხი.  

მეტი...

ვმუშაობთ ინიციატივაზე, რომელიც პიკის საათებში დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვას ეხება – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტი მუშაობს ინიციატივაზე, რაც პიკის საათებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის შეზღუდვას გულისხმობს. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, საცობებს ქმნის, როგორც ავტომობილების გაზრდილი რაოდენობა, ასევე დიდი სატვირთო ავტომანქანები. „იცით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის სატრანსპორტო პოლიტიკა და რეფორმა, რომელიც 2017 წლიდან დავიწყეთ. მანამდე ამ მიმართულებით არაფერი კეთდებოდა. ერთადერთი მერი გახლდათ დავით ნარმანია, რომელმაც კონკრეტული ნაბიჯები გადადგა, შეიძინა MAN-ის ფირმის ახალი ავტობუსები, თუმცა, ყველას გვახსოვს საერთო ჯამში როგორი ავტობუსები და მიკროავტობუსები ემსახურებოდა თბილისს. ჩვენ დავიწყეთ რეფორმა, რომელიც ბევრი მნიშვნელოვანი…

მეტი...

თუ არ წარმოადგენთ დადებით დასკვნას, ნებისმიერ პრეზიდენტს ექნება საშუალება, რომ შეიჭრას მთავრობის ექსკლუზიურ კომპეტენციაში – კობახიძე

 „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლო მხარს არ დაუჭერს მმართველი გუნდის წარდგინებას პრეზიდენტის იმპიჩმენტზე, თავდაყირა დგება საპარლამენტო მმართველობის სისტემა. მისივე თქმით, როდესაც უკვე სისტემური და გაუსაძლისი სახე და ფორმა მიიღო კონსტიტუციის დარღვევამ და ძალიან უხეში ფორმა მიიღო კონსტიტუციის დარღვევამ, ამის შემდეგ მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იმპიჩმენტის პროცედურის აღძვრის თაობაზე. „თქვენ თუ არ წარმოადგენთ დადებით დასკვნას ამ წარდგინების თაობაზე, მაშინ გამოდის, რომ მთავრობა აღარ იქნება დაცული მის ექსკლუზიურ უფლებამოსილებაში და ნებისმიერ დროს პრეზიდენტს ექნება უფლება და ეს ხომ არ არის მარტო დღევანდელი პრეზიდენტის საკითხი, ეს შეიძლება მოხდეს ხუთ,10, 20 წელიწადში, ნებისმიერ…

მეტი...

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, www.dressup.ge-სთან პირობითი ვალდებულების შეთანხმება გააფორმა

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, შპს „თრეიდლაინთან“ – www.dressup.ge პირობითი ვალდებულების შეთანხმება გააფორმა. საკითხი ეხება – „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტს. სააგენტოსა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, მოვაჭრეს დაევალა: – შეცვალოს კომპანიის შიდა პოლიტიკა და  კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს; – მომხმარებელს ქართულ ენაზე – მკაფიოდ, გასაგებად და სრულად მიაწოდოს კანონით განსაზღვრული ინფორმაცია; – უზრუნველყოს საქონელზე გასაყიდი ფასის მკაფიო და გასაგები ფორმით მითითება; – მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაცია განათავსოს სავაჭრო  ვებგვერდზე www.dressup.ge და ყველა იმ პლათფორმაზე, სადაც მოვაჭრე კომერციულ საქმიანობას ახორციელებს; – ჩამოაყალიბოს კანონთან შესაბამისი მკაფიო საგარანტიო პირობები; – შეიმუშავოს დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმის პირობები და მისი მომხმარებლისათვის გაცნობის წესი;…

მეტი...

,,მიწისქვეშა ავტომობილების სადგომზე 6 მანქანა გაქურდა”- დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 1977 წელს დაბადებული, მ.თ. ქურდობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს თბილისში, ერთ-ერთ მიწისქვეშა ავტომობილების სადგომზე 6 მანქანა გაქურდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი, მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა მოპარული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და მე-3 ნაწილის “დ”…

მეტი...

,,როგორც აქამდე აღიკვეთა რევოლუციური ტალღები, ასე იქნება მომავალშიც”- ირაკლი ზარქუა

როგორც აქამდე აღიკვეთა რევოლუციური ტალღები, ასე იქნება მომავალშიც, ქვეყანაში ხალხის ინტერესებს დავიცავთ, რაც არის მშვიდობის შენარჩუნება და ეკონომიკის განვითარება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისი თქმით, კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუშაობს კომპეტენტურად და მათ მიერ გაკეთებული ანალიზი დამტკიცდა. „რაც შეეხება ამერიკის საელჩოს განცხადებას, მგონია, რომ შეცდომაში არიან შესული, ან რაღაც გამიზნულ არაადეკვატურ განცხადებასთან გვაქვს საქმე. იქ ონკოლოგიასა და დედების დახმარებაზე არ იყო საუბარი, მსჯელობა იყო, თუ როგორ გაუწიონ წინააღმდეგობა პოლიციას, როგორც ჩართონ ამ პროცესში ახალგაზრდები და რევოლუციური ტალღა როგორ მოამზადონ – აქ შტერი არავინ არის,…

მეტი...

,,სალომე ზურაბიშვილს ჩვენ აღარ მივიჩნევთ პრეზიდენტობის ღირსად”- ირაკლი კობახიძე

”ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმს პრეზიდენტობის ღირსად აღარ მიიჩნევენ. ,,როდესაც იმპიჩმენტს აღძრავ, ეს მათ შორის ჩვენი გადმოსახედიდან ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტს აღარ მივიჩნევთ პრეზიდენტობის ღირსად. ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ჩვენ აღარ მივიჩნევთ პრეზიდენტობის ღირსად. რა თქმა უნდა, შესაბამისად, იმპიჩმენტის აღძვრის საბოლოო მიზანი, თუნდაც არ გვქონდეს შესაბამისი რესურსი, ჩვენ თავიდანვე ვთქვით, პოლიტიკური განცხადება გავაკეთეთ ამაზე, რომ 100 ხმის მოლოდინი არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ვარაუდი, საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის მხარდაჭერის იმედით არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას. შეიძლება ჩვენ არ გვქონდეს იმედი რომ 100 ხმა მოგროვდება პოლიტიკური მიზეზების გამო…

მეტი...

,,პრეზიდენტი თუ იცლის, არაკონსტიტუციური ვიზიტები განახორციელოს საზღვარგარეთ, რატომ ვერ მოიცალა სასამართლოში მოსასვლელად”- ირაკლი კობახიძე

,,თუ პრეზიდენტი იცლის, რომ განახორციელოს არაკონსტიტუციური ვიზიტები საზღვარგარეთ, რატომ ვერ მოიცალა საკონსტიტუციო სასამართლოში მოსასვლელად,”- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მას კითხვა დაუსვეს სურდა თუ არა პრეზიდენტის ნახვა პროცესზე. „მე არაფერი არ მსურდა. რად მინდა მისი ნახვა. აქ საუბარია იმაზე, რომ მისი ჩამოსვლა ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში მოსვლა იქნებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ პატივისცემის გამოხატულება. თუ პრეზიდენტი იცლის, რომ განახორციელოს არაკონსტიტუციური ვიზიტები საზღვარგარეთ, რატომ ვერ მოიცალა საკონსტიტუციო სასამართლოში მოსასვლელად. ეს არის ელემენტარული უპატივცემულობა ამ კონსტიტუციური ორგანოს მიმართ და დამოკიდებულება, რასაც, ზოგადად, სალომე ზურაბიშვილი ავლენს საქართველოს კონსტიტუციის მიმართ“, – განაცხადა…

მეტი...

მისაღები ოთახი – კერძო სახლი ტიბეტში (ვიდეო)

ტიბეტში კერძო სახლების მშენებლობის განსაკუთრებული კულტურა არსებობს. სახლების ფასადი თითქმის იდენტურია, ყველას აქვს საკუთარი მოვლილი და ხეხილით სავზე ეზო. რაც შეეხება შიდა პერიმეტრს, აქ განსაკურებულ ფერებს იყენებენ ყველა კუთხე ანათებს და ბრჭყვიალბს. საკმაოდ დიდი დატვირთვა აქვს ჩუქურთმებს, დეტალებს, ხალიჩებს. ერთად ვნახოთ ტიბეტელების ძირითადი, ანუ მისაღები ოთახი.   კერძო სახლები ტიბეტში – რეპორტაჟი ტიბეტიდან

მეტი...

კახეთში  მეზობელმა მეზობელი სანადირო თოფით მოკლა

კახეთში  მეზობელმა მეზობელი სანადირო თოფით მოკლა. ამის შესახებ ინფორმაციას ”ტვ პირველი” ავრცელებს. მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

ყირიმის ტერიტორიაზე უკრაინის სადესანტო ჯგუფის შეღწევის მცდელობა აღიკვეთა – რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინის მხრიდან  მათ ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე “ტერაქტების განხორციელების მცდელობები” აღკვეთეს. მათივე ცნობით,  ბელგოროდის, ბრაიანკის და კურსკის სასაზღვრო რაიონებში გაანადგურა 31 უკრაინული დრონი. უწყების განცხადებით, საჰაერო-კოსმოსური ძალების თვითმფრინავებმა შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში აღკვეთეს ყირიმის ტერიტორიაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების სადესანტო ჯგუფის მიერ შეღწევის მცდელობა. მათივე თქმით,  სწრაფმავალი სამხედრო კატერით და სამი ჰიდროციკლით დაჯგუფება მიემართებოდა ტარხანკუტის კონცხის მიმართულებით.

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტზე ესპანეთში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მესამე სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მესამე სამიტი 5-6 ოქტომბერს ესპანეთის ქალაქ გრანადაში ჩატარდება. პრემიერ-მინისტრი სამიტზე მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილ თემატურ დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას. მთავრობის მეთაური სამიტის ფარგლებში ასევე გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს. პრემიერ-მინისტრი გრანადაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.

მეტი...