დაცარიელებული ქუჩები პეკინში

მთვარის ფესტივალი მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალია ჩინეთში ჩინური ახალი წლის შემდეგ. წელს ფესტივალი 29 სექტემბერს მოუწია, რაც ახლოსაა ჩინეთის ეროვნულ დღესთნ – 1 ოქტომბერთან. ამიტომ, 30 სექტემბრიდან ჩინეთში 8-დღიანი სახალხო დღესასწაულით სარგებლობენ და 6 ოქტომბრის ჩათვლით ყველაფერი იკეტება, ყველა ისვენებს. შესაბამისად, ამ დროს, ქუჩებიც ცარიელია. ფესტივალი, რომელიც ოჯახებს აერთიანებს – ჩინეთში „მთვარს ფესტივალი“ დაიწყო

მეტი...

პროკურატურამ სქესობრივი დანაშაულების და ძალადობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ორი პირის გაუპატიურების, სქესობრივი კავშირის იძულების, 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარების და ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ნდობაში შედიოდა, მათ შორის, არასრულწლოვან გოგონებთან, ძალის გამოყენებით ამყარებდა მათთან სქესობრივ კავშირს, ხოლო შემდგომ მუქარითა და სახელის გამტეხი ინფორმაციის გავრცელების შანტაჟით აიძულებდა მასთან ხანგრძლივ სექსუალური ხასიათის ურთიერთობას. „სამართალდამცველებმა ბრალდებული 29 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სქესობრივი კავშირის დამყარება თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან), 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გაუპატიურება); 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“…

მეტი...

ზუგდიდში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ზუგდიდში, სინწას დასახლებაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის მიზეზი, სავარაუდოდ, სხვენში არსებული ელექტროსადენები გახდა. ხანძრის დროს საცხოვრებელ სახლში 85 წლის ქალი და ორი არასრულწლოვანი შშმ პირი იმყოფებოდა, რომლებიც ცეცხლიდან მეზობლებმა გამოიყვანეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია.

მეტი...

ესტონეთი აშშ-სგან ATACMS-ის შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს ყიდულობს

ესტონეთი აშშ-სგან ATACMS-ის შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს ყიდულობს. ინფორმაციას ესტონეთის თავდაცვის სახელმწიფო საინვესტიციო ცენტრის დირექტორი მაგნუს საარი ავრცელებს. ,,ჩვენი შეკვეთა მოიცავს, კერძოდ, უახლესი M-57 საბრძოლო მასალას, მათი ფრენის დიაპაზონი 300 კილომეტრია”, – განაცხადა საარმა. ცნობისთვის, ესტონეთმა და შეერთებულმა შტატებმა 2022 წლის დეკემბერში გააფორმეს კონტრაქტი HIMARS-ის სარაკეტო გამშვები სისტემისთვის გამშვები საშუალებების, რაკეტების და სხვა აღჭურვილობის მიწოდებაზე. სწორედ ამ შეთანხმების ნაწილი იყო ATACMS ტაქტიკური რაკეტები. არსებული ინფორმაციით, შეიარაღების მიწოდება 2025 წელს უნდა მოხდეს.

მეტი...

ესპანეთში, ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარი ხანძარს შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა

ესპანეთში, ქალაქ მურსიაში, ერთ-ერთ ღამის კლუბში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. არიან დაშავებულებიც. არსებული ინფორმაციით, ხანძარი დაახლოებით დილის შვიდ საათზე, ერთ-ერთ ღამის კლუბში გაჩნდა, შემდეგ კი სხვა კლუბებშიც გავრცელდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

სამეგრელოში ავტომობილი დედა-შვილს დაეჯახა

ზუგდიდში, სოფელ ინგირთან ავტომობილი ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს დაეჯახა.  დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, დედის მდგომარეობა მძიმეა. სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი მოკლეს

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. 74 წლის ბერძენმა კაცმა 50 წლამდე ქართველი ემიგრანტი ცოლ-შვილის თანდასწრებით მოკლა. გარდა ამისა, დაჭრილია მოკლულის ცოლიც, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. ბერძნული მედიის ცნობით, შემთხვევა ათენში, 02:30 საათზე მოხდა. თავდამსხმელი წყვილის სახლში შეიარაღებული მივიდა და ქართველ კაცს ესროლა. ბრალდებული პოლიციამ უკვე დააკავა.

მეტი...

,,მოსალოდნელია ძლიერი ნალექი” – 112 მოსახლეობას აფრთხილებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური (112) მოსახლეობას მოსალოდნელი ძლიერი ნალექის შესახებ აფრთხილებს და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნის. ,,2-3 ოქტომბერს საქართველოს უმეტეს რაიონებში ძლიერი ნალექია მოსალოდნელი. მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ”, – წერს 112.

მეტი...

ჯოზეფ ბორელი კიევში ჩავიდა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ოდესაში ვიზიტის შემდეგ, კიევში ჩავიდა. მან უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და დმიტრო კულებასთან ერთად, პატივი მიაგო დაღუპულ უკრაინელ დამცველებს. ,,ვიმყოფები კიევში, რათა პრეზიდენტ ზელენსკისთან და მინისტრ დმიტრო კულებასთან ერთად, პატივი მივაგო და მხარდაჭერა გამოვუცხადო დაღუპული დამცველების ხსოვნას და მათ, ვინც ამჟამად იცავს უკრაინას რუსეთის გაუმართლებელი აგრესიისგან და იბრძვის ჩვენი საერთო ღირებულებებისთვის”, – წერს ბორელი Twitter-ზე.

მეტი...

,,ჩვენ დავრჩებით საქართველოში მანამ, სანამ საჭირო იქნება” – ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი

,,დღეს ჩვენთვის განსაკუთრებული დღეა. ჩვენს მისიას საქართველოში 15 წელი შეუსრულდა”. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა დიმიტრიოს კარაბალისმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაარსებიდან მე-15 წლისთავთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „კონფლიქტებმა სერიოზული გავლენა იქონია და ჯერ კიდევ აქვს ბევრი ადამიანის ცხოვრებაზე. 15 წელია დღე-ღამის გამავლობაში, წელიწადში 365 დღის განმავლობაში ვატარებთ მონიტორინგს, ჩვენი მიზანი საქართველოში სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და გრძელვადიანი მშვიდობის ხელშეწყობაა. ევროკავშირი რჩება საქართველოში და რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების გრძელვადიანი ვალდებულების ერთგული. ამას ახლახან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა. ჩვენი ადგილზე ყოფნა…

მეტი...

სლოვაკეთის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტიამ გაიმარჯვა

სლოვაკეთის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში სოციალ-დემოკრატებმა გაიმარჯვეს. ექსპრემიერ ფიცოს პარტიამ ხმათა 23,3% მიიღო. მეორე ადგილზე 16,8 %-ით ლიბერალური პარტია „პროგრესული სლოვაკეთია,“ მესამე პოზიციას კი 15%-ით პარტია „ჰლასი“ იკავებს. სოციალ-დემოკრატების ლიდერი რობერტ ფიცო რადიკალური ანტიდასავლური განცხადებებით გამოირჩევა და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტის მომხრეა. მთავრობის ფორმირებისთვის სოციალ-დემოკრატებს მანდატები არ ეყოფათ, რის გამოც მათ კოალიციის შესაქმნელად მოლაპარაკების დაწყება მოუწევთ.

მეტი...

ზღვის პროდუქტები ქალაქ სიემენში

სიემენი არის ჩინეთის ერთ-ერთი პროვინცია. ცენტრალური და ძველი ქუჩით – ჯინშენ. ეს არის ჩვენებური შარდენის მსგავსი ტურისტული ზონა, სადაც ძირითადად ყველაფერი ეროვნულია წარმოდგენილი. მათ შორისაა სამზარეულო. ღორის ტყავისგან დამზადებული ტყლაპი და ცხვრის ბეწვის ტკბილეული – ჩინური კულინარიული სასწაული

მეტი...

,,მოგიწოდებთ, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება იყოს დემოკრატიისკენ გადადგმული ყველაზე დიდი ნაბიჯი” – სოფო ჯაფარიძე

“მოგიწოდებთ, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება იყოს დემოკრატიისკენ გადადგმული ყველაზე დიდი ნაბიჯი”.  ამის შესახებ ,,ქართლი ოცნების” მმართველობის 11 წელთან დაკავშირებით, კლინიკა ,,ვივა მედთან” ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სოფო ჯაფარიძემ ისაუბრა. ,,ვუყურებთ, თუ რა მდგომარეობაშია დღეს ხელისუფლება. მათთვის ყველაზე დიდი თავის ტკივილი სწორედ მიხეილ სააკაშვილია, რომელიც პატიმრობიდანაც ახერხებს, რომ იყოს წინა ხაზზე ოლიგარქთან და რუსეთთან ბრძოლაში. ყველას კარგად გვახსოვს, თუ როგორი აბსურდული ბრალდებით დააკავეს ის. სინამდვილეში, ივანიშვილს ყველაზე მეტად ეშინია საერთაშორისოდ აღიარებული პოლიტიკოსისა და რეფორმატორის თავისუფლად ყოფნის. ხელისუფლებას ინტენსიურად მოუწოდებენ როგორც დასავლელი ლიდერები, ასევე ევროპარლამენტარები, ძალიან გავლენიანი ორგანიზაციები, რომ ადეკვატური მკურნალობის მისაღებად გადაეყვანათ ის…

მეტი...

რუსებმა ხარკოვის ოლქის ქალაქი დაბომბეს – არის მსხვერპლი

რუსებმა ხარკოვის ოლქში, ქალაქი ვოვჩანსკი დაბომბეს. ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ,,1-ელ ოქტომბერს, დაახლოებით 11:00 საათზე, რუსმა სამხედროებმა კიდევ ერთხელ დაბომბეს ქალაქი ვოვჩანსკი. დაბომბვის შედეგად ერთი კაცი გარდაიცვალა”, – წერია განცხადებაში. შემთხვევის ადგილას იმყოფებიან შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები.

მეტი...

დღეიდან ჩუღურეთის, მთაწმინდისა და ვაკის რაიონებში გარკვეულ ქუჩებში ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა დღეიდან ჩუღურეთის, მთაწმინდისა და ვაკის რაიონების გარკვეულ ქუჩებზე ამოქმედდება. თბილისის მერის ინფორმაციით, ადგილობრივმა მოსახლეობამ კუთვნილი ავტომობილების საცხოვრებელ სახლთან უფასოდ გასაჩერებლად, მისამართის მიხედვით რეგისტრაცია უნდა გაიარონ. მისი თქმით, ფასიანი პარკირება ამოქმედდება: ჩუღურეთის რაიონში – ივანე ჯავახიშვილის ქუჩაზე, ზაარბრიუკენის მოედანზე, ნინოშვილისა და უზნაძის ქუჩებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე; მთაწმინდის რაიონში – ლაპიაშვილის ქუჩაზე, ჭოველიძისა და ჯანაშიას ქუჩებზე და მიმდებარე ტერიტორია; ვაკის რაიონში – კუს ტბის ასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე. „რამდენიმე წელია ამოქმედდა ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა, რომელიც ეტაპობრივად ყველა რაიონში ინერგება. როგორც იცით, ეს სისტემა პრიორიტეტს ანიჭებს წინასწარ რეგისტრირებულ ადგილობრივ მცხოვრებლებს, შშმ…

მეტი...

რუსებმა ჩერკასის ოლქში მდებარე მარცვლეულის საწყობებს დრონებით შეუტიეს

გასულ ღამეს რუსებმა ჩერკასის ოლქს დრონებით შეუტია. დარტყმები იყო ქალაქ უმანში მდებარე საწყობებზე, სადაც მარცვლეული ინახებოდა. როგორც ჩერკასის ოლქის ხელმძღვანელი, იგორ ტაბურეტსი ამბობს, თავდასხმის შედეგად მარცვლეულის საწყობში ხანძარი გაჩნდა. დაშავებულია ერთი ადამიანი. საგანგებო სიტუაციების სამსახურის თქმით კი, ხანძრის ჩაქრობაში 11 ერთეული ტექნიკა და 52 მაშველი მონაწილეობდა. მათ 3 000 კვ.მ. ფართობზე გავრცელებული ხანძარი ჩააქრეს. ასევე, დნეპროპეტროვსკის ოლქის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის თქმით, ოკუპანტებმა დრონებით შეუტიეს კრივი-რიჰში მდებარე სამოქალაქო ინფრასტრუქტურასაც.

მეტი...

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რუსული რეჟიმი გავისტუმროთ პოლიტიკურ მოუსავლეთში – ხაბეიშვილი

,,ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რუსული რეჟიმი გავისტუმროთ პოლიტიკურ მოუსავლეთში”- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, “ქართული ოცნების” მმართველობის 11 წელთან დაკავშირებით, ქუთაისში პარლამენტის შენობასთან განაცხადა. ,,პარლამენტი, რომელიც არის მონუმენტი ბოროტების. როგორ შეიძლება გაანადგურო შენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. მარტივი რამე მინდა ვიკითხო, ქუთაისის პარლამენტი აშენებულია ,,ნაციონალური მოძრაობის” მიხეილ სააკაშვილის მიერ, გელათმა რა დაუშავა ბიძინა ივანიშვილს? როცა ჩვენს ეროვნულ სიმდიდრეს, კულტურულ მემკვიდრეობას, პირდაპირი მნიშვნელობით ჯალათეას, თეა წულუკიანის ხელით ანგრევს. ბაგრატმა რა დაუშავა, რომელსაც ასევე მძიმე მდგომარეობაში აგდებს ბიძინა ივანიშვილი, ან ქუთაისელებმა. 10 000 ქუთაისელია ემიგრაციაში, მიტოვებული ჰყავთ საკუთარი შვილები, ოჯახის წევრები…

მეტი...

გორსა და კასპში პარლამენტის შუალედური, გურჯაანში კი მერის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს

დღეს, 1-ელ ოქტომბერს, საქართველოში პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს. მოქალაქეები გორი-კასპის მაჟორიტარ დეპუტატსა და გურჯაანის მერს აირჩევენ. პარლამენტის წევრობისთვის 2 კანდიდატი იბრძვის – გიორგი სოსიაშვილი მმართველ პარტიას წარმოადგენს, მამუკა ტუსტკაძე კი პარტიას ,,სოციალური სამართლიანობისთვის”. რეგიონში საარჩევნო პროცესი წელს პირველად, ელექტრონული წესით მიმდინარეობს. ,,კენჭისყრა 8 საათზე ყველა საარჩევნო უბანში გაიხსნა. შევახსენებ ამომრჩევლებს, რომ დღეს გორსა და კასპში იმართება პარლამენტის შუალედური არჩევნები, ხოლო გურჯაანში მერის რიგგარეშე არჩევნები. ეს არჩევნები განსაკუთრებულია იქიდან გამომდინარე, რომ ფართო მასშტაბით საარჩევნო ადმინისტრაცია იყენებს საარჩევნო ტექნოლოგიებს. ფაქტობრივად ეს არჩევნები არის გზამკვლევი 2024 წლის არჩევნებისთვის. მთელი ქვეყნის…

მეტი...

,,მასშტაბური ეკონომიკური და სოციალური რეფორმები გავატარეთ” – ღარიბაშვილი ,,ოცნების” 11 წელზე

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ,,ქართული ოცნების” მმართველობის 11 წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ,,1 ოქტომბრის გამარჯვების საბოლოო მიზანი ქვეყნის გაერთიანებაა.” ,,2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნები ჩვენი უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად იქცა − ქართველმა ხალხმა ნდობა გამოუცხადა ამ ისტორიული გამარჯვების მთავარ შემოქმედს – ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დემოკრატიულად შეცვალა ავტოკრატიული, ანტიეროვნული, ხალხის მჩაგვრელი რეჟიმი და სათავე დაუდო ქვეყნის განვითარების სრულიად ახალ ეტაპს. სრული უიმედობისა და უპერსპექტივობის დროს ბიძინა ივანიშვილმა გააერთიანა მთელი საზოგადოება და ხალხის ასეთმა კონსოლიდაციამ შესაძლებელი გახადა ჩვენს ისტორიაში პირველად ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება. დღევანდელი გადმოსახედიდან ამ გამარჯვების…

მეტი...

ჩოხატაურში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა

ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი შ.ს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 28 სექტემბერს ბრალდებულმა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლისუბანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2000 წელს დაბადებულ ა.ს.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ჩოხატაურში, სოფელ გოგოლისუბანში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო,” – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის…

მეტი...

თურქეთში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან აფეთქება მოხდა

თურქეთში, ანკარას ცენტრში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან აფეთქება მოხდა. უცხოური მედიის ცნობით, აფეთქება კიზილაის რაიონში დაფიქსირდა. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავები და მედიკოსები. ამ დროისთვის ვრცელდება ინფორმაცია ერთი დაშავებულის შესახებ. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია. აფეთქების მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს მოკვლევა.

მეტი...

პეკინური იხვების წარმოება

პეკინური იხვები მსოფლიოში საკმაოდ ცნობილია და ის დელიკატესად ითვლება. ეს არის ქარხანა პეკინში, სადაც პეკინურ იხვს აწარმოებენ და მსოფლიო ბაზარზე გზავნიან. ბამბუკის წვენი პიტნასთან ერთად – ჩინური დელიკატესი (ვიდეო)

მეტი...

საბერძნეთში, 25 წლის ქართველ ახალგაზრდას 22 დღეა ეძებენ

საბერძნეთში, ქართველ ახალგაზრდას ეძებენ. 25 წლის ოთო ქასოშვილი უკვე 22 დღეა დაკარგულია და ახლობლები ვერ უკავშირდებიან: ,,მეგობრებო ძალიან გთხოვთ დედა ეძებს 25 წლის შვილს ოთო ქასოშვილს, რომელიც ცხოვრობს სანდორინზე …22 დღეა არ გამოჩენილა, არავინ იცის სად არის …არის ესეთი ვერსია, რომ წავიდა სალონიკში ან ათენში მაგრამ ეს მხოლოდ ეჭვიაა.. ძალიან გთხოვთ რაიმე ინფორმაციის შემთხვევაში დაეკონტაქტეთ დედას”, – წერენ სოციალურ ქსელში.

მეტი...

,,თვითონაც არ ახსოვთ რაზე მაქვს ბრალი წაყენებული” – სააკაშვილი

,,უკვე 2 წელია სრულად უდანაშაულოდ ვიმყოფები რუსეთის და რუსი ოლიგარქის ტყვეობაში”. საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, მისი პატიმრობიდან 2 წლის გასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება: ,,ხან “მკვლელს” მეძახიან და ხან ათასგვარ უმსგავსობას. რა თქმა უნდა, ვნანობ, რომ უშუალოდ ომში ვერ ვეხმარები უკრაინას, მაგრამ არ ვნანობ ჩემს საქართველოში ყოფნას იმიტომ, რომ ჩემს აქ ყოფნას აქვს სიმბოლური და პრაქტიკული მნიშვნელობა. სიმბოლურად ეს არის ამ ომის და პრორუსული რეჟიმის უსამართლობის დადასტურება და ჩემი უკან არ დახევის დემონსტრირება. პრაქტიკულად კი ყველა დაინახავს ჩემს აქტიურ ქმედებებს უახლოეს კვირებში და თვეებში. მე აქ ვარ თითოეული ქართველის დასახმარებლად…

მეტი...

ჩეხეთი უკრაინას CZ BREN 2-ის ავტომატების წარმოების ლიცენზიას გადასცემს

ჩეხეთი უკრაინას CZ BREN 2 ტიპის ავტომატების წარმოების ლიცენზიას გადასცემს. ,,ჩვენი მხარდაჭერა სამხედრო დახმარებისა და საბოლოო პროდუქტების მიწოდების დონიდან გრძელვადიან ინტენსიურ თავდაცვით-სამრეწველო თანამშრომლობამდე შეიცვალა, რომელშიც ჩართულია არამხოლოდ ჩვენი არმია, არამედ თავდაცვის საწარმოებიც, როგორც თავდაცვითი ასევე კერძო. თუმცა ჩვენ გვსურს, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო განვავითაროთ.” – განაცხადა ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დანიელ ბლაზკოვეცმა შედეგად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჩეხეთი უკრაინას CZ BREN 2_ის ტიპის იარაღის წარმოების ლიცენზიას გადასცემს და ასევე ჩეხური კომპანია SELLIER & Bellot უკრაინელებს საბრძოლო მასალის წარმოებაში დაეხმარება.

მეტი...

გორში, 1 კვირაა 60 წლის კაცს ეძებენ

გორში, 1 კვირაა 60 წლის არჩილ კაბულაშვილს ეძებენ. კაცი 23 სექტემბერს სახლიდან გავიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. დაკარგული პირი მოხუცებულ დედასთან ერთად, გორის სოციალურ საცხოვრისში ცხოვრობს. ქალი შშმ პირია. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიცია. ინფორმაციის შემთხვევაში, მიმართეთ 112-ს.

მეტი...

რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ დაახლოებით 278 570 სამხედრო დაკარგა

უკრაინის გენშტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 1 ოქტომბრამდე, არსებულ ინფორმაციას მოიცავს. უწყების ცნობით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში, თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს დაახლოებით 440 სამხედრო, 7 ჯავშანტექნიკა და 11 ტანკი. რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები კი ასეთია: ჯარისკაცი – დაახლოებით 278 570; ტანკი – 4 702; ჯავშანტექნიკა – 8 991; საარტილერიო სისტემა – 6 477; სარაკეტო სისტემა – 798; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 537; თვითმფრინავები – 315; ვერტმფრენი – 316; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 5 043; საკრუიზო რაკეტები – 1 529;…

მეტი...

რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. არსებული ინფორმაციით, “ტოიტას” მარკის მსუბუქ მანქანას ცეცხლი მოძრაობის დროს გაუჩნდა. ავტომობილში მყოფმა 6-ვე პირმა სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოსვლა დროულად მოახერხა, მათ დაზიანებები არ მიუღიათ. მომხდარის გამო, გზაზე საცობია და გადაადგილება პრაქტიკულად შეჩერებულია. სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება, დაახლოებით, 20 წუთია უჭირთ. სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...