საგანძური – ეს ერთადერთია, რომელიც დაცულია ტიბეტში

ეს არც ნახატია, არც ნაქსოვი, არც მოქარგული, არც ხალიჩა… ეს არის ერთადერთი საგანძური – ქვიშის მხატვრობის მანდალა, რომელიც შვიდმა ტიბეტელმა ბერმა დაამზადა 2010 წელს, ლასას პოტალას სასახლიდან. ის ერთადერთია, რომელიც დაცულია ტიბეტში. აქ რასაც ხედავთ არის ქვიშა და ძვირფასი მინერალები. ბერები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მუშაობდნენ. ზოგადად, როცა ქვიშისგან მსგავს საოცრებას შექმნიდნენ, მას არ ინახავდნენ, მაშინვე შლიდნენ. სწორედ ამიტომ არის ეს საგნძური ერთადერთი, რომელიც დაცულია სამხრეთ-აღმოსავლეთ ტიბეტის კულტურული მემკვიდრეობის მუზეუმში. ეკა გულუა ტიბეტიდან კერძო სახლები ტიბეტში – რეპორტაჟი ტიბეტიდან

მეტი...

,,მე დღეს მხოლოდ დავრწმუნდი დამატებით იმაში, რაც ისედაც ზუსტად ვიცოდი” – თამარ ჩუგოშვილი

,,მე დღეს მხოლოდ დავრწმუნდი დამატებით იმაში, რაც ისედაც ზუსტად ვიცოდი, რომ საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია”. ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის იურისტი თამარ ჩუგოშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს. ,,მე დღეს მხოლოდ დავრწმუნდი დამატებით იმაში, რაც ისედაც ზუსტად ვიცოდი, რომ საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია. ის, რასაც ჩვენ ვისმენთ, არის მიმართული მხოლოდ და მხოლოდ იქითკენ, რომ საქართველოს პრეზიდენტი უბრალოდ იზოლირებული იყოს ნებისმიერი ფორმით ქვეყნის წარმომადგენლობისგან და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ვეღარ გააკეთოს ის, რასაც ის აკეთებს ყველაზე უკეთ – ამ ქვეყნის წარმომადგენლობა, განსაკუთრებით ევროინტეგრაციის კონტექსტში. მე მაინტერტესებდა, რა დამატებითი ფაქტობრივი გარემოებები იქნებოდა…

მეტი...

ხორეთში სტიქიამ 8 სექტემბერს გაკეთებული დროებითი ხიდი დააზიანა

სოფელ ხორეთში სტიქიამ 8 სექტემბერს გაკეთებული დროებითი ხიდი დააზიანა. ლანჩხუთის მერიის ცნობით, მაშინ დაზიანებული ხიდის ადგილას დროებითი გადასასვლელი გზა მოეწყო, რათა მოსახლეობას გადადგილება შეძლებოდა. ,,აღნიშნული სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შეასრულა და 4 დღეში დროებითი ხიდი მოაწყო, რაზედაც ფინანსური რესურსი არ დახარჯულა. 3 ოქტომბრის სტიქიამ აღნიშნული გადასასვლელი დააზიანა და დღეს ამ დროებით ხიდზე გავლა შეუძლებელია”, – დაწერა მერიამ. მათივე ინფორმაციით, დაწყებულია ძველი ხიდის დემონტაჟი და უახლოეს დღეებში დაიწყება ახალი ხიდის მშენებლობა, თუმცა მანამდე ისევ დროებითი გადასასვლელი გზის მოწყობაა საჭირო, რათა მოსახლეობამ გადაადგილება შეძლოს. უწყების ცნობით, მობილიზებულია ტექნიკა და საჭირო ინფრასტრუქტურული მასალები,…

მეტი...

,,არგუმენტები საერთოდ არ იყო, არათუ სუსტი, არგუმენტები არ მოგვისმენია, ეს არის დღევანდელი დღის შეჯამება” – კობახიძე

,,არგუმენტები საერთოდ არ იყო, არათუ სუსტი, არგუმენტები არ მოგვისმენია, ეს არის დღევანდელი დღის შეჯამება”. ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს 7 საათიანი პროცესი შეაჯამა და პრეზიდენტის წარმომადგენლებს არგუმენტები დაუწუნა: ,,რა განსხვავებაა სტატუსსა და უფლებამოსილებას შორის, ამის თქმა უნდა შეეძლოთ პრეზიდენტის წარმომადგენლებს. ან ვერ ამბობენ, ან არ ამბობენ, ან არ უნდათ ამის თქმა. ჩვენ განვუმარტეთ რა განსხვავებაა სტატუსსა და უფლებამოსილებას შორის. ისინი პასუხს არ იძლევიან. პასუხს ვერ იძლევიან იმიტომ, რომ არ აწყობთ პასუხის გაცემა, როგორც კი ერთმანეთისგან გამიჯნავ სტატუსს და უფლებამოსილებას, უკვე თავზე გენგრევა ყველა ე.წ. არგუმენტი”, – განაცხადა კობახიძემ. მისი შეფასებით, პრეზიდენტის…

მეტი...

პრეზიდენტის იმპიჩმენტზე, საკონსტიტუციოში სხდომა ხვალ, 11 საათზე გაგრძელდება

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე, საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომა ხვალ, 11 საათზე გაგრძელდება. დღევანდელი პროცესი კი, რომელიც 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა დასრულებულია. მხარეებმა საკონსტიტუციო სასამართლოს საკუთარი პოზიციები გააცნეს. ,,ოცნებას” 4 დეპუტატი – ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი წარმოადგენდა, ხოლო პრეზიდენტს იურისტი თამარ ჩუგოშვილი და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი. სხდომაზე დასასწრებად ბათუმში სალომე ზურაბიშვილი არ ჩასულა.

მეტი...

კობა კობალაძე აფხაზეთის ომში დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული მეომრების დედებს შეხვდა

მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, აფხაზეთში, საომარი მოქმედებების დროს დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული მეომრების დედებსა და მეუღლეებს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც კობა კობალაძის ინიციატივით შედგა, სტუმრებმა, იმ სირთულეებზე ისაუბრეს, რომელთაც, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ძალისხმევის მიუხედავად, მათი უგზო-უკვლოდ დაკარგულ ოჯახის წევრთა სამარხების მოძიებასა და ნეშტების გადმოსვენების დროს აწყდებიან. მათ, ასევე, ისაუბრეს გამოწვევებზე, რომლებიც საცხოვრებელი ფართის დაკანონებასა და ბინით უზრუნველყოფას უკავშირდება. საუბარი შეეხო ყოფით პრობლემებსაც, რომელთა მოგვარებაც მათთვის მნიშვნელოვანია. კობა კობალაძემ ყურადღებით მოუსმინა თითოეულ ქალბატონს, გაეცნო საკითხთა ირგვლივ დეტალებს და მათ გადაწყვეტაში, ჩართვა, შესაბამის დეპარტამენტებს…

მეტი...

,,მადლობა ჩემს წარმომადგენლებს… ღირსეულად დაიცვეს პრეზიდენტის ინსტიტუტი” – სალომე ზურაბიშვილი

,,მადლობა ჩემს წარმომადგენლებს… ღირსეულად დაიცვეს პრეზიდენტის ინსტიტუტი”. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ,,მადლობა ჩემს წარმომადგენლებს, რომლებმაც უპრეცედენტო სასამართლო პროცესზე გაუძლეს ყველანაირ ფსიქოლოგიურ, მორალურ ზეწოლასა და შეურაცხყოფას როგორც ჩემი, ასევე მათი მისამართით და აბსურდული ბრალდებებისა და არარსებული მტკიცებულებების პირობებში ღირსეულად დაიცვეს პრეზიდენტის ინსტიტუტი”, – წერს სალომე ზურაბიშვილი. ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი არიან.

მეტი...

კერძო სახლები ტიბეტში – რეპორტაჟი ტიბეტიდან

ტიბეტში კორპუსის ტიპის დასახლებებთან ერთად, კერძო  დასახლებებიც არსებობს. კერძო სახლები ძირითადად ბლოკებისგან არის ნაშენი და ყველა ერთნამეთს ჰგავს. სახლის პირველი სართული ძირითადად მისაღები ოთახებია, მეორე სართულზე კი საძინებლებია. ყველა სახლს აქვს ხეხილიანი, გამწვანებული და მოწესრიგებული ეზო. ვნახოთ, როგორ კერძო სახლებში ცხოვრობენ ტიბეტელები (ნაწილი 1). ეკა გულუა ტიბეტიდან       

მეტი...

,,ჩვენ ქართველმა ხალხმა არ უნდა დავუშვათ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პრეცედენტის შექმნა”- სოფო ჯაფარიძე

ჩვენ ქართველმა ხალხმა არ უნდა დავუშვათ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პრეცედენტის შექმნა – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა. „იმის მიუხედავად, რომ ვრჩები იგივე აზრზე, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ივანიშვილის მარიონეტი, ჩვენ ქართველმა ხალხმა არ უნდა დავუშვათ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პრეცედენტის შექმნა ისევე როგორც არ უნდა დაგვეშვა პრეზიდენტის უკანონო პატიმრობის პრეცედენტის შექმნა, ნუ აღვუდგებით წინ ქართველი ხალხის ნებას. ჩვენ ბოლო პერიოდში ვუყურებთ და ვხედავთ საერთაშორისო კვლევების შედეგებს, რომ 60 პროცენტამდე ქართველი ხალხის ითხოვს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას. იმ პირობებში, რა პირობებშიც დღეს ვართ – მუქარის, ზეწოლის ,დაშინების და ა.შ, მათი ნება არის…

მეტი...

ვიდეორეპორტაჟი ტიბეტიდან – მთიანი, კლდიანი, მწვანე და მთაგორიანი ზონა

ტიბეტი ძირითადად ბუდისტური ტერიტორიაა, რომელიც ცნობილია როგორც “მსოფლიოს სახურავი“ და ის იმართება როგორც ჩინეთის ავტონომიური რეგიონი. მას მეტსახელად “მესამე პოლუსს” უწოდებენ, რადგანაც წყლისა და ყინულის სიდიდით მოფლიოში არქტიკისა და ანტარქტიდის შემდეგ მოდის. ტიბეტში უცხოელების მოგზაურობა შეზღუდული იყო. ტურისტებს აქ პირველად 1980-იან წლებში ჩამოვიდნენ. ტიბეტი ითვლება დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე იზოლირებულ რეგიონად. თავისი მთიანი და გასაოცარი გეოგრაფიული მახასიათებლების გამო. ის ჩინეთის ყველაზე ნაკლებად დასახლებული პროვინციაა. ეს არის მთიანი, კლდიანი, ტყიანი ზონა. დანარჩენი კი ვნახოთ კადრებში. ეკა გულუა ტიბეტიდან

მეტი...

,,ყველაფერს გავაკეთებ, რომ რუსეთის პრეზიდენტზე ზეწოლა მნიშვნელოვნად გავზარდო”- ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ  რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე ზეწოლას მნიშვნელოვნად გაზარდოს. შოლცი მსოფლიოს მოუწოდებს, აუცილებელი ნაბიჯები გადადგან, რათა უკრაინაში ომი საბოლოოდ დამთავრდეს. ,,ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ რუსეთის პრეზიდენტზე ზეწოლა მნიშვნელოვნად გავზარდო. რუსეთმა უკვე დიდი ზარალი მიაყენა უკრაინას. რუსეთი აგრძელებს ადამიანების მკვლელობას, ეკონომიკის განადგურებას და ტერიტორიის დანაღმვას. მაგრამ პუტინს ასეთი “გარემოებები” არ აინტერესებს. მისთვის მთავარია, ისტორიის სახელმძღვანელოში საკუთარი სახელი ჩაიწეროს”, – განაცხადა შოლცმა.

მეტი...

პრეზიდენტს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების ნებისმიერ მომენტში სჭირდება მთავრობის თანხმობა – მამუკა მდინარაძე

საქართველოს პრეზიდენტს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების ნებისმიერ მომენტში სჭირდება მთავრობის თანხმობა. ყოველ შემთხვევაში, კონსტიტუციაში ასე წერია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, დღევანდელმა პროცესმა დაადასტურა, რომ შეუძლებელია ვინმემ იმაზე იდავოს, პრეზიდენტმა დაარღვია თუ არა კონსტიტუცია. ,,კონსტიტუციის თანახმად, წარმომადგენლობით უფლებამოსილებას მთავრობის თანხმობა სჭირდება ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც. აქამდე ქვეყნის გარეთ ითხოვდა. მათმა პოზიციამ შეიძლება, ახალი პრაქტიკა მოგვცეს. პრეზიდენტი წარმომადგენლობით უფლებამოსილებას თუ ასრულებს ქვეყნის შიგნით, მას ასევე სჭირდება თანხმობა. როგორც ერთ იურისტს, მიმაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების ნებისმიერ მომენტში სჭირდება მთავრობის თანხმობა. ყოველ შემთხვევაში, კონსტიტუციაში…

მეტი...

სოფელ ორთაბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ადიდდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ორთაბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ადიდდა. შესაბამისი ვიდეოკადრები ადგილიდან სოციალურ ქსელში ვრცელდება. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

სროლა სავაჭრო ცენტრში – დაიღუპა სამი ადამიანი

ბანგკოკში სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. პოლიციამ 14 წლის ბიჭი დააკავა. თავდასხმის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

მეტი...

რუსეთმა არესტოვიჩზე ძებნა გამოაცხადა

რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილი მრჩეველ ალექსეი არესტოვიჩზე ძებნა გამოაცხადა. რისთვის იძებნება არესტოვიჩი, არ არის დაკონკრეტებული, თუმცა ცნობილია, რომ რუსეთში არესტოვიჩი ექსტრემისტებისა და ტერორისტების რეესტრშია შეყვანილი. არესტოვიჩმა უკრაინის პრეზიდენტის აპარატში თანამდებობა იანვარში დატოვა.

მეტი...

მდინარე ნატანებზე არსებული ხიდის დაზიანების გამო ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შეკვეთილი-ქობულეთი-ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გზის კმ0+400 მონაკვეთზე, შეკვეთილში, მდინარე ნატანებთან არსებული ხიდის სავალი ნაწილი დაზიანდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის გამო აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. „ამ ეტაპზე ადგილზე იმყოფებიან საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და კონტრაქტორი ორგანიზაციის სპეციალისტები. დაწყებულია დაზიანებული მონაკვეთის აღდგენისთვის საჭირო ტექნიკის მობილიზება. დაზიანებული ხიდის აღდგენის პერიოდში ავტოტრანსპორტი დროებით იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის გავლით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

,,იქ, სადაც არ არის კონსტიტუციის პატივისცემა, ვერ იქნება ევროპა”- ირაკლი კობახიძე

„ევროპა და ევროპულობა ნიშნავს კონსტიტუციის პატივისცემას. იქ, სადაც არ არის კონსტიტუციის პატივისცემა, ვერ იქნება ევროპა. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება“, –  ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით,  საკონსტიტუციო სასამართლოში მოპასუხე მხარის პოზიცია სუსტი იყო. „ყველაფერს პასუხს გავცემთ პროცესზე. ამიტომ სჯობს, მოვლენებს წინ არ გავუსწროთ. რა თქმა უნდა, ძალიან სუსტია მოპასუხე მხარის პოზიციები, ეს ცალსახად შეიძლება, ითქვას. ყველაფერთან დაკავშირებით დეტალური პასუხები გვექნება შესვენების შემდეგ. რეალურად, არგუმენტი საერთოდ ვერ მოვისმინეთ. როგორც იურისტი, ვამბობ, რომ არგუმენტები არ იყო წარმოდგენილი, თუმცა ამ ყველაფერს დეტალურ სამართლებრივ პასუხს გავცემთ შესვენების შემდეგ“, –…

მეტი...

„პრეზიდენტს თუ არ ჩავთვლით, საქართველოს დანარჩენი ლიდერები პრაგმატულები არიან”- ასლან ბჟანია

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის გარდა, საქართველოს ამჟამინდელი ლიდერები პრაგმატულები არიან. მისი თქმით, ”აფხაზეთს უნდა ჰქონდეს ნორმალური კეთილმეზობლური ურთიერთობა ყველა მეზობელთან, მათ შორის საქართველოსთან”. „პრეზიდენტს თუ არ ჩავთვლით, საქართველოს დანარჩენი ლიდერები პრაგმატულები არიან იმით, როგორ იქცევიან დღევანდელ მწვავე ვითარებაში და არ გამოვრიცხავ, რომ ჟენევის დისკუსიამ რაღაცამდე მიგვიყვანოს. ვფიქრობ, მათ ესმით, რომ მშვიდობა არის როგორც აფხაზეთის, ისე საქართველოს განვითარების პირობა. იმედი მაქვს, რომ ასეა“, – განაცხადა ბჟანიამ. 

მეტი...

მარნეულში, არასრულწლოვანმა გოგოებმა სამი საშაურმე კაფე დაარბიეს

მარნეულში მოზარდმა გოგონებმა სამი საშაურმე კაფე  – “ოთოს შაურმა”, “ვიპ შაურმა” და “ალგეთის შაურმა”, დაარბიეს. Aktual.ge-ის ინფორმაციით, შემთხვევა სამ ოქტომბერს, გვიან ღამით, დაახლოებით 03:00 საათზე მოხდა. არასრულწლოვნებმა საშაურმე კაფეებიდან ფული და მობილური ტელეფონი მოიპარეს, ასევე სასმელები დაღვარეს და კაფეებს მატერიალური ზიანი მიაყენეს. თვითმხილველების თქმით, აღნიშნულ ინციდენტში ოთხი 14-15 წლის გოგონა მონაწილეობდა არასრულწლოვნები უკვე დააკავეს.

მეტი...

შეკვეთილში, მდინარე ნატანების ხიდის ნაწილი ჩაინგრა

შეკვეთილში, ძლიერი წვიმის შედეგად, მდინარე ნატანების ხიდის ნაწილი ჩაინგრა. ამ დროისათვის ტერიტორია გადაკეტილია, მოძრაობა კი შემოვლითი გზითაა შესაძლებელი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ფოტო: გურიაtv

მეტი...

თუ ევროპა შემოვა აქ, ხელისუფლებაში ვერ იქნებით – პაატა მანჯგალაძე უმრავლესობას

„საქართველოსთვის მთავარი საკითხი არის კანდიდატის სტატუსის მიღება. „ქართული ოცნება“ არ ეშვება მავნე რიტორიკას და ცდილობს დააჯეროს საზოგადოება, რომ კანდიდატის სტატუსს თურმე არ გვაძლევენ იმის გამო, რომ ოპოზიცია არ მონაწილეობდა ერთი წლის წინ სამუშაო ფორმატში. ჩვენ ვნახეთ  ვარჰეის განცხადება, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ 12-დან 9 რეკომენდაცია არის შესასრულებელი. მათ შორის სასამართლო, სარჩევნო, ანტიკორუფციულთან დაკავშირებული რეფორმები, რომლებზეც ინიციატივები ოპოზიციას შემოტანილი აქვს და განსახილველადაც კი ვერ მოიცალა ხელისუფლებამ“, – ამის შესახებ  „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. დეპუტატის თქმით, ქვეყანაში მთავარი პრობლემას კორუფცია წარმოადგენს. „თუ ევროპა შემოვა აქ, ხელისუფლებაში ვერ იქნებით, ხომ ვერ…

მეტი...

,,საქართველოს პრეზიდენტი ღია ომს უცხადებს და აბუჩად იგდებს ქვეყნის მთავარ კანონს, რომელსაც კონსტიტუცია ჰქვია”- ალუდა ღუდუშაური

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის და ზოგადად, ჩვენი ქვეყნისთვის, რამეთუ ძალიან მნიშვნელოვანი რამ ხდება. დღეს, საქართველო, ქართველი ხალხი და ჩვენი ქვეყნა ცდილობს დაიცვას თავის სუვერენიტეტი, რომელსაც კონსტიტუცია ჰქვია, ხოლო მეორე მხარეს, საქართველოს პრეზიდენტი ღია ომს უცხადებს და აბუჩად იგდებს ქვეყნის მთავარ კანონს, რომელსაც ასევე კონსტიტუცია ჰქვია“, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტი თვითონ უნდა გამოცხადებულიყო საკონსტიტუციო სასამართლოში და ხალხისთვის აეხსნა რატომ არღვევდა კონსტიტუციას. „რა თქმა უნდა, როდესაც პრეზიდენტი გქვია  კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას ეკითხები როგორ მოიქცე, გათელო თუ არა კონსტიტუცია, რა თქმა უნდა…

მეტი...

,,რამდენიმე ადგილზე გვაქვს მეწყერი, ხორეთის 150-მდე მოსახლე მოწყვეტილია გარესამყაროს”- ალექსანდრე სარიშვილი

უხვმა ნალექმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.  ჩამოშლილია მიწის მასები და შეინიშნება მეწყრული პროცესები. რამდენიმე ოჯახი გარესამყაროს მოწყვეტილია. „მდინარე სუფსამ დატოვა კალაპოტი. რამდენიმე ადგილზე გვაქვს მეწყერი. 8 სექტემბერს სტიქიის შედეგად დაზიანებული და შემდეგ დროებით აღდგენილი ხორეთი-ჩოჩხათის დამაკავშირებელი ხიდი წაღებულია. ხორეთის 150-მდე მოსახლე მოწყვეტილია გარესამყაროს. ქვედა მამათში, სადაც დროებით აღვადგინეთ და გავაკეთეთ შემოვლითი გზა, ამ ეტაპზე წაღებულია. აქაც მოსახლეობის გარკვეული ნაწილი გვყავს გარესამყაროს მოწყვეტილი“, – განაცხადა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.  

მეტი...

,,საქართველოს პრეზიდენტი არავის ტყვე არ არის, ვერც საქართველოს მთავრობის ტყვე ვერ იქნება”- მაია კოპალეიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი არავის ტყვე არ არის, ვერც საქართველოს მთავრობის ტყვე ვერ იქნება რომ ის ჩაიკეტოს საქართველოს საზღვრების ფარგლებში და ვერ მოახერხოს საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე საზღვრების დატოვება – ამის შესახებ პრეზიდენტს წარმომადგენელმა საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა. მაია კოპალეიშვილის თქმით, პრეზიდენტი  ევროპაში განხორციელებული სამი ვიზიტის დროს, მოქმედებდა კონსტიტუციის 49-ე მუხლის ფარგლებში. ,,ბატონ ირაკლის ეს განსხვავებულად ესმის, ვიდრე კონსტიტუცია მიუთითებს და საქართველოს პრეზიდენტი არავის ტყვე არ არის, მათ შორის ვერც საქართველოს მთავრობის ტყვე ვერ იქნება რომ ის ჩაიკეტოს საქართველოს საზღვრების ფარგლებში და ვერ მოახერხოს საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე საზღვრების დატოვება და თავის კოლეგა…

მეტი...

თუ პრეზიდენტის წარმომადგენლობა არ გაკმაყოფილებთ, 80-ვე დეპუტატი მოგეწვიათ – მაია კოპალეიშვილი

თუ პრეზიდენტის წარმომადგენლობა არ გაკმაყოფილებთ, 80-ვე დეპუტატი მოგეწვიათ – ასე მიმართა პრეზიდენტის წარმომადგენელმა, მაია კოპალეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მერაბ ტურავას სხდომაზე. ,,სხვათა შორის, მინდა გითხრათ, რომ ბატონი ირაკლი 80 დეპუტატს წარმოადგენს. მაშინ ყველა უნდა მოგეწვიათ აქ – თუ თქვენ პრეზიდენტის წარმომადგენლის არსებობა არ გაკმაყოფილებთ, მაშინ, ბატონი ირაკლი წარმოადგენს 80 დეპუტატს და ყველა უნდა მოგეწვიათ მაშინ”,- განაცხადა კოპალეიშვილმა. ,,ჩვენს პრეზიდენტს გადაადგილება არ უჭირს, თვითონ შეეძლო მოსულიყო”- მერაბ ტურავა

მეტი...

ძლიერი წვიმა ფოთში – დატბორილია ქუჩები

ძლიერმა წვიმამ ფოთში პრობლემები შემქნა. წვიმის შედეგად ქუჩები, ეზოები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები დაიტბორა. მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

მეტი...

პრეზიდენტს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ მიდიოდა არალეგიტიმურ ვიზიტში, ამიტომ დახარჯა არა ბიუჯეტის ფული, არამედ თავისი ფული – კობახიძე

პრეზიდენტმა თავად აღიარა რეალურად ვიზიტების არაკონსტიტუციურობა, კერძოდ, მან თავად ითხოვა თანხმობა, მას გაცნობიერებული ჰქონდა, რომ შესაბამისი ვიზიტის განხორციელება საჭიროებდა თანხმობას, შეგნებული ჰქონდა ეს და მას შემდეგ, რაც ვერ მიიღო თანხმობა, მაინც განახორციელა ვიზიტი – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა. მისი თქმით, მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლი ადგენს საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობების სფეროში, სადაც წერია, რომ  პრეზიდენტს მხოლოდ მთავრობის თანხმობით შეუძლია წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება და მოლაპარაკებების წარმოება. „პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მისი ვიზიტები არ იყო დაფინანსებული ბიუჯეტიდან, მისი კერძო ხარჯებით იყო ეს ვიზიტები, რაც არის…

მეტი...

,,პრეზიდენტისგან გვაქვს სრული ნდობა, წარმოვადგინოთ მისი ინტერესები საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე”- თამარ ჩუგოშვილი

პრეზიდენტისგან გვაქვს სრული ნდობა, წარმოვადგინოთ მისი ინტერესები საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე, წარმოვადგენთ საქმის არა მხოლოდ სამართლებრივ მხარეს, არამედ ინფორმაციას ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა, თამარ ჩუგოშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, სხდომაზე არდასწრება პრეზიდენტის მხრიდან არანაირად არ არის უპატივცემულობის გამოხატულება. „ნამდვილად ვადასტურებთ, რომ ჩვენ ვართ სრულად ინფორმირებული ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც მითითებულია წარდგინებაში და იმ საქმეებში, რა საქმეებიც არის წარდგინებაში. ჩვენ გვაქვს პირადად პრეზიდენტის მხრიდან არა მხოლოდ სრული ინფორმაცია, არამედ, როგორც მან თავად საჯაროდ განაცხადა, სრული ნდობა, წარმოვადგინოთ მისი ინტერესები საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე.…

მეტი...

თუ სასამართლომ ჩათვალა, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლებმა სრულყოფილად ვერ გადმოსცეს პრეზიდენტის სათქმელი, გვაქვს უფლებამოსილება, დავადგინოთ პრეზიდენტის სავალდებულო გამოცხადება – ტურავა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას განცხადებით, სასამართლოს თუ დარჩა უკმაყოფილების გრძნობა და ჩათვალა, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლებმა სრულყოფილად ვერ გადმოსცეს პრეზიდენტის სათქმელი, სასამართლოს აქვს უფლებამოსილება, განჩინებით დაადგინოს პრეზიდენტის სავალდებულო გამოცხადება. მისი თქმით, გაუკვირდა, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დარბაზშია, რომელმაც წესით, კარგად იცის შიდა სამზარეულო და არ არის როგორც წარმომადგენელი დღევანდელ სასამართლო სხდომაზე. „ვფიქრობ, ისე არ მოხდება, თქვენ რომ დააფიქსირებთ პოზიციას, პრეზიდენტი არ გამოვა და არ იტყვის, რომ ეს არის იურისტების პოზიცია და მე ხომ იურისტი არ ვარ, იმათ გააკეთეს ასეთი განმარტება, მე ასე ვფიქრობო. გამიკვირდა ის, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დარბაზშია,…

მეტი...

,,ჩვენს პრეზიდენტს გადაადგილება არ უჭირს, თვითონ შეეძლო მოსულიყო”- მერაბ ტურავა

საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებით განხილვა მიმდინარეობს. პროცესს არ ესწრება თავად სალომე ზურაბიშვილი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ სხდომაზე განაცხადა, რომ პრეზიდენტს “გადაადგილება არ უჭირს” და შეეძლო, სხდომაზე მისულიყო. ,,ჩვენს პრეზიდენტს გადაადგილება არ უჭირს, რომ თვითონ შეეძლო მოსულიყო, მაგრამ არ ჩათვალა ეს მიზანშეწონილად. საოქმო ჩანაწერში, რომელიც გავუგზავნეთ, ჩავწერეთ, რომ წარდგინების ავტორები და საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით ჩატარდება სხდომა და მივუთითეთ, რომ მისი მონაწილეობა დაგვეხმარებოდა გადაწყვეტილების მიღებაში”, – განაცხადა ტურავამ. მერაბ ტურავამ პრეზიდენტის წარმომადგენლებს ჰკითხა, შეხვდნენ თუ არა პრეზიდენტს სხდომამდე და გაეცნენ თუ არა საქმეს სამართლებრივი დეტალების მიღმა…

მეტი...

“დირსის დასახლებაში” ბინები დაიქირავეს, დაზარალებულებს მიგირავებას ჰპირდებოდნენ და ფულს ართმევდნენ – 2 პირს ბრალდება წარედგინა

პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების  ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, ე.წ. ,,დირსის დასახლებაში“ სხვადასხვა მესაკუთრისგან დაიქირავეს ბინები, აღნიშნული ქონება საკუთრებად გაასაღეს და დაზარალებულებს მიგირავებას ჰპირდებოდნენ, ამ მიზნით მოტყუებით ართმევდნენ თანხებს და ეუბნებოდნენ,  რომ აღნიშნული ბინები  იპოთეკით უკვე ჰქონდათ  დატვირთული, რისი მოხსნის შემდგომაც, თითქოსდა მათთან სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებებს გააფორმებდნენ. აღნიშნული ქმედებით ბრალდებულები ოთხი დაზარალებულის კუთვნილ 123 540 ლარს თაღლითურად დაეუფლნენ. სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 29 სექტემბერს დააკავეს. მათ ბრალდება  სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე…

მეტი...

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება. კანონპროექტის თანახმად, ზუსტდება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ამკრძალავი ხასიათის ღონისძიებები. კერძოდ,  კანონპროექტით შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა: ა) საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ბ) ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; გ) იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; დ) შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება. კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, ცვლილებების საფუძველი გახდა 2023…

მეტი...

პრეზიდენტს ვურჩევდი, კაპიტანი გიგაურის და სხვებისგან კი ნუ მიიღებს რჩევას, პატივი სცეს საკუთარ ქვეყანას – ღუდუშაური

პრეზიდენტს ვურჩევდი, კაპიტანი გიგაურის და სხვებისგან კი ნუ მიიღებს რჩევას, პატივი სცეს საკუთარ ქვეყანას, ხალხსა და კონსტიტუციას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა. მისივე თქმით, უმარტივესი „ქეისი“ დევს დღეს განსახილველად საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე. „სალომე ზურაბიშვილმა რატომღაც გადაწყვიტა, ღიად, საჯაროდ დაპირისპირებოდა საქართველოს კონსტიტუციას, მთავარ კანონს. არამცდაარამც არ უნდა გავიგოთ ისე, რომ ეს არის ცალკე აღებული კანონთა კრებული, არამედ ეს არის ქვეყნის ღირსება, სუვერენიტეტი და ზოგადად, ქვეყნის ინტერესები დევს კონსტიტუციაში. ვალდებული ვართ, პატივი ვცეთ ყველაზე მთავარ კანონს, რომელსაც კონსტიტუცია ჰქვია. ამ ყველაფრის გარანტი ერთ-ერთი პირველი უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი,…

მეტი...

კონკურენციის ეროვნული სააგენტო მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით სტატისტიკას აქვეყნებს

მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის ნოემბრიდან -2023 წლის სექტემბრის ჩათვლით, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში 401 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 227 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო. 11 თვის განმავლობაში, კონკურენციის სააგენტომ – მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 110 საქმეზე -72 შეთანხმება გააფორმა. რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება – საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა. კომპანიების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესს სააგენტო აქტიურ რეჟიმში აკვირდება. ამ დროისთვის, 55 საქმეზე გაფორმებულ 35 პირობით ვალდებულებასთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია. ამავე პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით,…

მეტი...

,,იცლის არაკონსტიტუციური ვიზიტებისთვის, მაგრამ ვერ იცლის საკონსტიტუციო სასამართლოში ჩამოსასვლელად”- ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის არ ჩასვლა, მის მიმართ უპატივცემულობაა. მისი თქმით, პრეზიდენტი იცლის არაკონსტიტუციური ვიზიტებისთვის, მაგრამ ვერ იცლის საკონსტიტუციო სასამართლოში ჩასასვლელად. ,,პრეზიდენტის არ ჩამოსვლა არის, რა თქმა უნდა, უპატივცემულობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ. ის იცლის არაკონსტიტუციური ვიზიტებისთვის, მაგრამ ვერ იცლის საკონსტიტუციო სასამართლოში ჩამოსასვლელად, რაც ძალიან სამწუხაროა, ბუნებრივია.  კოპალეიშვილს აქვს ეს პოზიცია გახმოვანებული, რაც მე გამაცნეს. შეიძლება თამარ ჩუგოშვილსაც აქვს, მაგრამ კოპალეიშვილის მაჩვენეს მისი პოზიცია. ნუ, აბსოლუტურად, არასერიოზულია რაზეც იქ არის საუბარი. შარშან ივნისში, როცა ქვეყანას არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, გამოვიდნენ NGO-ები და ითხოვდნენ ვის გადადგომას?…

მეტი...

ქორწილი ტიბეტში – რეპორტაჟი „მსოფლიოს სახურავიდან“

ტიბეტში დღეს დილით ჩამოვფრინდი. სასტუმროში კი ტიბეტელების ქორწილს შევესწარი და როგორ შეიძლებოდა ეს არ გადამეღო. გიზიარებთ ტიბეტური ქორწილის კადრებს. ეკა გულუა ტიბეტიდან

მეტი...