,,მსოფლიოს ესმის, რისთვის ემზადება რუსეთი და რა ტერორისტული ნაბიჯების დაგეგმვა შეუძლია” – ზელენსკი

,,მსოფლიოს ესმის, რისთვის ემზადება რუსეთი და რა ტერორისტული ნაბიჯების დაგეგმვა შეუძლია”. ამის შესახებ  ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა. ,,ყველა ლიდერი, რომელიც გვეხმარება, სრულად არის ინფორმირებული ბრძოლის ველზე არსებული ვითარების შესახებ. მსოფლიოს ესმის, რისთვის ემზადება რუსეთი და რა ტერორისტული ნაბიჯების დაგეგმვა შეუძლია. ჩვენ ასევე ვიცით როგორ ვუპასუხოთ ოკუპანტს და ვუპასუხებთ მძლავრად. საჰაერო თავდაცვისთვის დამატებითი რაკეტების გარდა, გვექნება ახალი გამშვები. ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა ტიპის სისტემებზე. იქნება სათადარიგო ნაწილები იმ სისტემებისთვის, რომლებსაც უკრაინა უკვე იყენებს. ასევე იქნება არტილერია, ჭურვები, დრონები, ჯავშანტექნიკა”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

,,უახლოეს კვირებში აზერბაიჯანი, შესაძლოა, სომხეთში შეიჭრას” – ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კანონმდებლები გააფრთხილა, რომ უახლოეს კვირებში აზერბაიჯანი შესაძლოა სომხეთში შეიჭრას. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს. წყაროების ინფორმაციით, 3 ოქტომბერს გამართულ სატელეფონო საუბარში, ამერიკელმა კანონმდებლებმა ბლინკენს მოსთხოვეს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის წინააღმდეგ ზომები მიეღო სექტემბერში მთიან ყარაბაღში შეჭრასთან დაკავშირებით. ბლინკენმა მათ უპასუხა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანის ანგარიშვალდებულებისთვის შესაძლო ვარიანტებს განიხილავს და არ აპირებს აზერბაიჯანისთვის დიდი ხნის განმავლობაში არსებული გამორიცხვის გაგრძელებას, რომელიც აშშ-ს საშუალებას აძლევდა ბაქოსთვის სამხედრო დახმარება მიეწოდებინა. ამავე საუბარში ბლინკენმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი უახლოეს კვირებში სამხრეთ სომხეთში აზერბაიჯანის შეჭრის შესაძლებლობას განიხილავს.  

მეტი...

გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკ ჯგუფებს უფასოდ ჩაუტარდებათ

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკ ჯგუფებს, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უფასოდ ჩაუტარდებათ. 2023-2024 წლების გრიპის სეზონისათვის ქვეყანაში გრიპის ვაქცინაციის მიზნით მაღალი რისკის ჯგუფებად განისაზღვრა: დიაბეტის მქონე პირები; დიალიზზე მყოფი პირები; C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი); აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები; ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები; აგრეთვე, 60 წლის და უფროსი…

მეტი...

ისრაელიდან ფრენებთან დაკავშირებით ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ განცხადებას ავრცელებს

ისრაელიდან ფრენებთან დაკავშირებით ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ განცხადებას ავრცელებს. „ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“, ისრაელში საქართველოს საელჩოსთან კოორდინაციით, განაგრძობს ყოველდღიურ რეჟიმში პირდაპირი რეისების განხორციელებას ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით. გაცნობებთ, რომ 16 ოქტომბერს ჩანიშნულია დამატებითი რეისი თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით. მოცემული დამატებითი რეისი გათვლილი იქნება ისრაელიდან მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების გადმოსაყვანად, პირველ რიგში ბავშვების, ქალების და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებისთვის. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენი კომპანიის საინფორმაციო სამსახურს”, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

მეტი...

„უკვე მერამდენე სვეტიცხოვლობაა, რომელსაც ტკივილით ვხვდებით…“ – ნიკო კვარაცხელიას დედა

სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. „სვეტიცხოველის გალავანთან თავდება ჩვენი ეპოქის ჩქამი და სინათლე“ (კ.გამსახურდია) გალავანს იქით კი მარადისობა იწყება სათვალავი ამერია უკვე მერამდენე სვეტიცხოვლობაა, რომელსაც ტკივილით ვხვდებით, მაგრამ აკი ავღნიშნე გალავანს იქით მარადისობა და უსასრულობააა მეთქი…. შეგეწიოთ და დაგიფაროთ სვეტიცხოვლის მადლმა, მშვიდობას ვთხოვ უფალს…. გილოცავთ „დიახ, ხედ მოვალ, მოვალ წვიმად, ისევ ზვარაკად! მე სვეტიცხოველს შევერწყმები, ზეცად აწვდენილს, მე იმიერში დავიმკვიდრე მარადისობა, დედამიწაზე? – გელოდებით სვეტიცხოველში…” (ი.ო)“, – წერს იზა ომაძე.

მეტი...

,,ჩვენ ყველანი მზად ვართ” – ნეთანიაჰუ ფრონტის ხაზიდან

,,ჩვენს მებრძოლებთან ერთად ღაზას სექტორში, ფრონტის ხაზზე. ჩვენ ყველანი მზად ვართ”. ამის შესახებ ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ტვიტერზე წერს. ისრაელის პრემიერმა დაათვალიერა ღაზას საზღვრის ორი რეგიონი – კიბუც ბეერი და კიბუც კფარ აზა, რომლებიც ჰამასის ტერორისტული თავდასხმისგან, ყველაზე მეტად დაზარალდა. ეს იყო პრემიერ ნეთანიაჰუს პირველი ვიზიტი თავდასხმის შედეგად დაზარალებულ ტერიტორიებზე. ისრაელის არმია სავარაუდოდ სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. ისრაელმა ღაზას სექტორის ჩრდილოეთიდან პალესტინელებს მასობრივი ევაკუაციისკენ მოუწოდა და ამისთვის ჯერ 24 საათიანი ვადა, მოგვიანებით კი დამატებით კიდევ რამდენიმე საათი მისცა, რომელიც უკვე ამოიწურა.

მეტი...

ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო, ვერსალიც დაიკეტა

ვერსალის სასახლეში ბომბის საფრთხე დაფიქსირდა, მიმდინარეობს ევაკუაცია. ადგილობრივი მედიის ცნობით, გაფრთხილება ონლაინ ანონიმური მესიჯით მივიდა და სასახლე მინიმუმ დღის ბოლომდე იქნება დახურული. შეგახსენებთ, რომ მუქარის გამო დღეს ლუვრის მუზეუმიც დაიხურა.

მეტი...

ისრაელში რუსეთის 16 მოქალაქეა დაღუპული, ტყვეობაშია ერთი

ისრაელში რუსეთის 16 მოქალაქეა დაღუპული, ტყვეობაშია ერთი. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელში რუსეთის საელჩო ავრცელებს. „ისრაელის კომპეტენტური ორგანოებიდან მიღებული წინასწარი ინფორმაციის თანახმად, რუსეთის მინიმუმ ერთი მოქალაქე, რომელსაც ასევე აქვს ისრაელის მოქალაქეობა, არის ჰამასის მძევლების სიაში ღაზას სექტორში“, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

ლონდონში პალესტინის მხარდამჭერი აქცია იმართება

დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში პალესტინელების მხარდამჭერი მასობრივი აქცია იმართება. ლონდონის ცენტრში რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა და მათ სოლიდარობა პალესტინური დროშებითა და ლოზუნგებით გამოუცხადა. ქვეყნის მთავრობის განცხადებით, დაჯგუფება „ჰამასის“ სიმბოლიკა აკრძალულია, თუმცა პალესტინური დროშები კანონის დარღვევად არ მიიჩნევა.

მეტი...

ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო, ლუვრის მუზეუმი დაიკეტა

პარიზის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუზეუმი ლუვრი, ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო, 1 დღით დაიკეტა. მუზეუმმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ვიზიტორებს, რომლებსაც დღეს ჰქონდათ ბილეთი დაჯავშნილი, თანხა უკან დაუბრუნდებათ.

მეტი...

შავი ზღვის დაბინძურების 3 ფაქტი გამოვლინდა

შავი ზღვის დაბინძურების 3 ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. მათი თქმით, სენტ-ვინსენტი და გრენადინების, ლატვიისა და ბელიზის დროშების ქვეშ მცურავმა გემებმა ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურეს. ,,ბათუმისა და ფოთის სასამართლოებმა აღნიშნულ ფაქტზე, თითოეულ სამართალდამრღვევებს 65 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. გემებს საქართველოს ტერიტორიული წყლების დატოვებისა და თავისუფალი ნაოსნობის უფლება დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ მიეცა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

მეტი...

ეგვიპტემ კორიდორი გახსნა იმ პალესტინელებისთვის, რომლებსაც აშშ-ის პასპორტი აქვთ

კაიროსა და ვაშინგტონის მოლაპარაკებების შედეგად, ღაზის სექტორსა და ეგვიპტეს შორის მდებარე საკონტროლო-გამშვები პუნქტი „რაფა“ გაიხსნა იმ პალესტინებისთვის, ვისაც აშშ-ის პასპორტი აქვს. Washington Post-ის მონაცემებით, ღაზის სექტორში დაახლოებით 600 ადამიანი ცხოვრობს, რომლებსაც ამერიკული პასპორტი აქვთ. დღეს ისრაელის თავდაცვის არმიამ ღაზას მოსახლეობას სექტორის სამხრეთისკენ ევაკუაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და უსაფრთხო საევაკუაციო მარშრუტების რუკა გამოაქვეყნა.

მეტი...

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს

15 ოქტომბერს თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 1 საათით შეიზღუდება. „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 187-ე კმ-ზე (ზესტაფონის მუნიციპალიტეტი – სოფელი ვაჭევი) შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობის პროცესში ხიდზე მიმდინარე სამუშაოების გამო, ავტოტრანსპორტის გადაადგილების უსაფრთხოების მიზნით, 2023 წლის 15 ოქტომბერს 06:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება სავალი ნაწილის ორივე ზოლზე“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ  გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

სომხეთის პრეზიდენტმა რომის სტატუტთან შეერთების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

სომხეთის პრეზიდენტმა, ვაჰაგნ ხაჩატურიანმა, ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც სომხეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) რომის სტატუტს შეუერთდა. რომის სტატუტის რატიფიცირება სომხეთის პარლამენტმა, 3 ოქტომბერს, მოახდინა. კანონპროექტს მხარი 60-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 22 წავიდა. შეგახსენებთ, რომ 17 მარტს ICC-მ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, დაპატიმრების ორდერი გასცა. რომის სტატუტთან შეერთებით პუტინის დაკავების ვალდებულება სომხურ მხარესაც ექნება.

მეტი...

,,უკრაინაში რუსეთის ომი მოლაპარაკებების გზით უნდა დასრულდეს” – ბორელი

,,უკრაინაში რუსეთის ომი მოლაპარაკებების გზით უნდა დასრულდეს”. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა, ჩინეთში ვიზიტისას განაცხადა. ,,რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ მოლაპარაკებების გზით უნდა დასრულდეს. ჩვენთვის საუკეთესო გზა ამ მოლაპარაკებებში პროგრესის მისაღწევად, არის უკრაინის მშვიდობის ფორმულა და ჩვენ ასევე ჩინეთის მხარდაჭერის იმედი გვაქვს”, – თქვა ბორელმა. ბორელმა ჩინეთს მოუწოდა გავლენა იქონიოს რუსეთზე, რათა უკრაინის წინააღმდეგ აგრესია შეწყვიტოს. მან პეკინს ასევე სთხოვა, რომ უზრუნველყოს რუსეთის ფედერაციის დაბრუნება შავი ზღვის ,,მარცვლეულის შეთანხმებაში,” რადგან ეს ზეგავლენას ახდენს მთელ მსოფლიოში სურსათის უსაფრთხოებაზე.

მეტი...

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სვეტიცხოვლობისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სვეტიცხოვლის ტაძარში სადღესასწაულო წირვას დაესწრო. სვეტიცხოვლობისადმი მიძღვნილი წირვა სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა წმინდა სინოდის წევრებთან და მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა. მთავრობის მეთაურთან ერთად სვეტიცხოველში საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. საზეიმო წირვის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სვეტიცხოვლის ტაძრის ეზოში ნეკერჩხლის ხე დარგო. სვეტიცხოვლის ტაძრის გამწვანება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის – ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მიმდინარეობს.

მეტი...

ცნობილია „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილი უცხოელების სია

საინფორმაციო სააგენტომ AFP „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილი უცხოელების სია შეადგინა. BBC-ის ინფორმაციით, სიაში ასევე არიან მძევლად აყვანილი ან დაკარგული ადამიანები. სია შესაბამისი სახელმწიფოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით არის შედგენილი. აშშ: 27 გარდაცვლილი ტაილანდი: 24 გარდაცვლილი საფრანგეთი: 15 გარდაცვლილი ნეპალი: 10 გარდაცვლილი არგენტინა: 7 გარდაცვლილი უკრაინა: 7 გარდაცვლილი რუსეთი: 4 გარდაცვლილი დიდი ბრიტანეთი: 4 გარდაცვლილი ჩილე: 4 გარდაცვლილი ავსტრია: 3 გარდაცვლილი ბელარუსი: 3 გარდაცვლილი კანადა: 3 გარდაცვლილი ჩინეთი: 3 გარდაცვლილი ფილიპინები: 3 გარდაცვლილი ბრაზილია: 3 გარდაცვლილი პერუ: 2 გარდაცვლილი რუმინეთი: 2 გარდაცვლილი ავსტრალია, აზერბაიჯანი, კამბოჯა, ირლანდია, პორტუგალია, ესპანეთი, შვეიცარია, კოლუმბია,…

მეტი...

ლაშა ჟვანია ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის 90% სა­კონ­სუ­ლო აღ­რი­ცხვა­ზე რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი არ არის, ამი­ტომ მო­ვუ­წო­დებთ მათ, გა­მო­ვაქ­ვეყ­ნებთ სპე­ცი­ა­ლურ ბმულს და და­რე­გის­ტრირ­დნენ. ამის შე­სა­ხებ ის­რა­ელ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელჩმა, ლაშა ჟვა­ნი­ამ განაცხადა. ,,ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ნაკ­ლებ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცე­ვენ იმას, რომ სა­კონ­სუ­ლოს აღ­რი­ცხვა­ზე დად­გნენ. ვინც ასეთ აღ­რი­ცხვა­ზე დგას, ჩვენ გვაქვს მათ­თან ტე­ლე­ფო­ნით წვდო­მა. ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის 90% რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი არ არის სა­კონ­სუ­ლო აღ­რი­ცხვა­ზე, ამი­ტომ მო­ვუ­წო­დებთ მათ, ხვალ გა­მო­ვაქ­ვეყ­ნებთ სპე­ცი­ა­ლურ ბმულს და და­რე­გის­ტრირ­დნენ. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ მარ­ტი­ვი წვდო­მა გვექ­ნე­ბა მათ­თან. რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის სა­ბუ­თის მო­წეს­რი­გე­ბა სა­ჭი­რო არ არის. სა­კონ­სუ­ლო­ში რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის სა­ჭი­როა სა­ქარ­თვე­ლოს პას­პორ­ტი, ფოტო სუ­რა­თი. მისი ლე­გა­ლუ­რი ან არა­ლე­გა­ლუ­რი ყოფ­ნა ის­რა­ე­ლის სა­ხელ­მწი­ფო­ში ჩვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო არ…

მეტი...

ისრაელის გაფრთხილების შემდეგ ღაზა 400 000-ზე მეტმა პალესტინელმა დატოვა

ისრაელის გაფრთხილების შემდეგ ღაზა 400 000-ზე მეტმა პალესტინელმა დატოვა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. პარასკევს ისრაელმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილის მოსახლეობას ტერიტორიის უახლოეს 24 საათში დატოვებისკენ მოუწოდა. ჰამასის ტერორისტებმა მოკლეს 1300 ადამიანი, მათი უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო.

მეტი...

ღაზას მოსახლეობა საევაკუაციო დერეფნების გამოყენებით ჩრდილოეთ ზოლის დატოვებას დღეს, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეძლებს

ღაზას მოსახლეობა საევაკუაციო დერეფნების გამოყენებით ჩრდილოეთ ზოლის დატოვებას დღეს, ადგილობრივი დროით 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეძლებს. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ავარცელებს. ,,თუ თქვენ საკუთარ თავსა და თქვენს ახლობლებზე ზრუნავთ, წადით სამხრეთის მიმართულებით, ინსტრუქციის მიხედვით. დარწმუნებულნი იყავით, რომ “ჰამასის” ლიდერებმა უკვე იზრუნეს საკუთარ თავებზე და საჰაერო თავდასხმებს ემალებოდნენ”, – მოუწოდებს IDF ღაზის მოსახლეობას და აღნიშნულ ინფორმაციას არაბულად აქვეყნებს.

მეტი...

ახალდაბასთან, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – გზაზე სატვირთო მანქანა გადაყირავდა

ახალდაბასთან, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გზის მთლიან სიგრძეზე სატვირთო ავტომობილი გადაყირავდა, რამაც მაგისტრალზე მოძრაობის შეფერხება გამოიწვია. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველოსა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა. გამოძიება 125 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.

მეტი...

სალომე ზურაბიშვილის წერილი ისრაელის პრეზიდენტს

სალომე ზურაბიშვილმა ისრაელის პრეზიდენტს, ისააკ ჰერცოგს წერილი გაუგზავნა და მწუხარება გამოთქვა ჰამასის ტერორისტული თავდასხმის შედეგად გამოწვეული მოვლენების გამო. ,,ისრაელის ხალხის გამძლეობა და ერთიანობა ნამდვილად შთამაგონებელია ყველასთვის. თქვენ უდავოდ გაიმარჯვებთ!”, – ნათქვამია პრეზიდენტის წერილში, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა ელჩს,  ჰადას მეიცადს გადასცა.

მეტი...

თბილისში, სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

თბილისში, მარცხენა სანაპიროზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გერმანულ ჰოსპიტალთან მოხდა. ამ დროისათვის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მეტი...

,,ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთთან 100-მდე საბრძოლო შეტაკება მოხდა” – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპანტებთან 100-მდე საბრძოლო შეტაკება მოხდა. ,,მთლიანობაში, მტერმა განახორციელა 3 სარაკეტო და 59 საჰაერო დარტყმა, 54 თავდასხმა სარაკეტო სისტემებიდან ჩვენი ჯარების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე. რუსული ტერაქტების შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობაში არიან დაღუპულები და დაჭრილები. განადგურდა და დაზიანდა კერძო საცხოვრებელი შენობები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. უკრაინის ძალები აგრძელებენ თავდაცვას ქვეყნის აღმოსავლეთითა და სამხრეთით. შეტევითი მოქმედებებია მელიტოპოლისა და ბახმუტის მიმართულებით. უკრაინელები ანადგურებენ მტერს და ეტაპობრივად ათავისუფლებენ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს”, – ნათქვამია ანგარიშში.

მეტი...

რუსულ აგრესიას უკრაინაში 507 ბავშვი ემსხვერპლა

რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 507 ბავშვი დაიღუპა, დაშავდა 1 134-ზე მეტი არასრულწლოვანი. უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა: დონეცკის რეგიონში – 490, ხარკოვის ოლქში – 303, კიევის ოლქში – 129, ჩერნიგოვის ოლქში – 71, ლუგანსკის ოლქში – 67, ნიკოლაევის ოლქში – 97, ხერსონის ოლქში – 1284, ზაპოროჟიეს ოლქში – 99, დნეპროპეტროვსკის ოლქი – 97, ლუგანსკის ოლქში – 67. აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მეტი...

,,უპრეცედენტო ძალით ვუტევთ, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია” – ნეთანიაჰუ

,,უპრეცედენტო ძალით ვუტევთ, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია”. ამის შესახებ ისრაელის პრემიერმინისტრმა განაცხადა. მისი თქმით, ის ესაუბრა იმ ოჯახებს, რომლებმაც ერთი კვირის წინ მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შედეგად, საყვარელი ადამიანები დაკარგეს. ,,არასდროს დავივიწყებთ იმ სისასტიკეს, რომელიც ჩვენმა მტრებმა ჩაიდინეს და არასდროს ვაპატიებთ. არ მივცემთ უფლებას მსოფლიოს ან ვინმეს, დაივიწყოს ეს სისასტიკე, რომელიც არ ჩაუდენია ებრაელ ხალხს მრავალი ათწლეულის განმავლობაში. მტრებს უპრეცედენტო ძალით ვუტევთ, მაგრამ ხაზს ვუსვამ: ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენმა მტრებმა ახლახან დაიწყეს ფასის გადახდა. არ დავაკონკრეტებ, რა იქნება შემდეგ. მაგრამ მე გეუბნებით, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ გავანადგურებთ ჰამასს და გავიმარჯვებთ.…

მეტი...

,,ჩვენ ოკუპაციის წინააღმდეგი ვართ” – ლავროვის მოადგილე ისრაელის ომზე

რუსეთის წარმომადგენლობა აპირებს ახლო აღმოსავლეთში ჩასვლას კრიზისის მოგვარების მცდელობის ფარგლებში. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა. მისი თქმით, მოსკოვი ეწინააღმდეგება ღაზას სექტორის ,,ოკუპაციას” ისრაელის შესაძლო სახმელეთო ოპერაციის შემთხვევაში. ,,ჩვენ ოკუპაციის წინააღმდეგი ვართ. არსებობს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც, მშვიდობისა და უსაფრთხოების საფუძველია მიწა მშვიდობის სანაცვლოდ. ნორმალიზება ისრაელის ოკუპირებული არაბული ტერიტორიებიდან გასვლის სანაცვლოდ”, – განაცხადა მიხეილ ბოგდანოვმა.

მეტი...

თბილისში დღეს 14 ოქტომბერს, შუქი მხოლოდ ორ რაიონში ჩაქრება

თბილისში დღეს 14 ოქტომბერს,  შუქი მხოლოდ ორ რაიონში ჩაქრება. ინფორმაციას კომპანია ,,თელასი” ავრცელებს: საბურთალოს რაიონი ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვემო ვეძისის დასახლების, პეკინის გამზირის, პეტრე მელიქიშვილის გამზირის, გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის, დიღმის მასივის I, II, III კვარტლების (ნაწილობრივ), ბოჭორიშვილის, ჩიქვანაიას, ეკალაძის, გიორგი მიროტაძის, ახვლედიანის, სანაპიროს, მიხეილ ჯავახიშვილის, კოსტავას, შარტავას, ბენდელიანის, ვაშლოვანის, ფარნაოზ ლაპიაშვილის, აფაქიძის, მიმინოშვილის, კოდორის, კობახიძის, ოჟიოს, აკაკი ბაქრაძის, ქიაჩელის, ჯუღელის, ფიზკულტურის, გოთუას, ნიკო ნიკოლაძის, სატივეს, გალაკტიონ ტაბიძის, საქანელას, ლვოვის, ონიაშვილის, ყუშიტაშვილის, კანდელაკის, მგალობლიშვილის, გახოკიძის, ვაზისუბნის, ოდესის, გაგარინის, ზოვრეთის, ილია ოდიშელიძის, იმედაშვილის, ვიტალი დარასელიას, ოჩამჩირის,…

მეტი...

უკრაინის მოქალაქეს საქართველოში არ უშვებენ – ,,ერთი კვირაა სარფის საბაჟოსთან დგას”

უკრაინის მოქალაქეს, ოლექსანდრ იურევიჩს სარფის საბაჟოზე შემოსვლის უფლება არ მისცეს. ინფორმაცია ამის შესახებ გამოცემა ,,ბათუმელებს” მისმა მეგობარმა მიაწოდა. ,,ჩემი საქმრო ერთი კვირაა სარფის საბაჟოსთან დგას და არ უშვებენ. წვიმაში, ქარში გარეთ უწევს ყოფნა. არაფერი აქვს – არც საკვები, არც ფული. მშიერ-მწყურვალია დარჩენილი და ვცდილობ როგორ დავეხმარო. ძლიერი წვიმების დროს, საზღვარზე ახლოს მეჩეთს შეაფარა თავი და ღამითაც, მეჩეთის კარებთან სძინავს. ოთხჯერ სცადა შემოსვლა, მაგრამ ყველა ჯერზე უარი უთხრეს. კონკრეტული მიზეზი არ უთქვამთ, თუ რატომ არ უშვებენ საზღვარზე, თუმცა ფურცელი, რომელიც საბაჟოზე მოგვცეს, მონიშნულია მუხლი, სადაც წერია, რომ ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს. თუმცა,…

მეტი...

გერმანიაში მიგრანტებით სავსე ფურგონი ამობრუნდა – არის მსხვერპლი

გერმანიაში, მიუნხენის აღმოსავლეთით მიგრანტებით სავსე ფურგონი ამობრუნდა. დაიღუპა სულ მცირე 7 და დაშავდა 16 ადამიანი. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. ფურგონით არალეგალები გადაჰყავდათ, რის გამოც მაგისტრალზე პოლიცია აედევნა, სიჩქარის გადაჭარბების გამო კი მანქანა ამობრუნდა. ფურგონში დაახლოებით 20 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, ბავშვები. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

მეტი...

ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს შეიარაღება გაუგზავნა

შეერთებულმა შტატებმა პირველად, პირდაპირ დაადანაშაულა ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის იარაღის მიწოდებაში. ერთი თვის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეელებმა რუსებს 1000-ზე მეტი კონტეინერით, სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალა გაუგზავნეს. თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა ვიზუალური მასალა, სატელიტის ფოტოები, რომელიც ფაქტს ადასტურებს. „ჩვენ ვგმობთ სამხედრო აღჭურვილობის რუსეთისთვის მიწოდებას, რომელიც გამოყენებული იქნება უკრაინის ქალაქებზე თავდასხმისთვის, უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის მოსაკლავად და რუსეთის უკანონო ომის გასაგრძელებლად”, – განუცხადა ჟურნალისტებს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯონ კირბიმ.

მეტი...

ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთში ჩავიდა. საუდის არაბეთში ის ,,ჰამასის” მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმებს განიხილავს. არსებული ვითარების დიპლომატიური გზებით მოგვარების მიზნით, ბლინკენი იმყოფებოდა ისრაელში, იორდანიასა და კატარშიც.

მეტი...