ღაზის სექტორში ინტერნეტსა და სატელეფონო სერვისებზე წვდომა შეფერხებულია

ღაზის სექტორში ინტერნეტსა და სატელეფონო სერვისებზე წვდომა შეფერხებულია. ინფორმაციას BBC ავრცელებს. წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციაში შიშობენ, რომ სატელეფონო სერვისებზე წვდომის შეფერების გამო, ხალხი ვერ შეძლებს სასწრაფო დახმარების სამსახურთან დაკავშირებას. შეგახსენებთ, რომ ღაზის სექტორი ძლიერი საჰაერო დაბომბვის ქვეშაა. ასევე ისრაელის თავდაცვა აცხადებს, რომ “ამაღამ სახმელეთო ოპერაციებს გააფართოებს”.

მეტი...

თბილისის ერთ-ერთ სამხედრო შენაერთში 19 წლის ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს

თბილისის ერთ-ერთ სამხედრო შენაერთში ჯარისკაცი დაიღუპა. რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, უცნობია. საუბარია სამ ვერსიაზე – მკვლელობა, სუიციდი ან უბედური შემთხვევა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო არ ადასტურებს, თუმცა გარდაცვლილი უკვე საკუთარ სახლში, ხობშია გადასვენებული. არსებული ინფორმაციით, დაღუპული ახალგაზრდა სულ მალე ასრულებდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადას, რის შემდეგაც სახლში უნდა დაბრუნებულიყო. გუშინ საღამოს კი ის საგუშაგოზე გარდაცვლილი იპოვეს. მანამდე კი სამხედროებმა გასროლის ხმაც გაიგეს.

მეტი...

ისრაელმა ,,ჰამასს” ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა, თუმცა ,,ჰამასმა” უარი თქვა

ისრაელმა ,,ჰამასს” ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა, სანაცვლოდ კი მძევლების და დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრების დაბრუნება მოითხოვა. თუმცა, შეთავაზებაზე ,,ჰამასმა” უარით უპასუხა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზიდან ისრაელზე მოულოდნელად განხორციელებული სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმის გამო, ისრაელმა სექტორის სრული ბლოკადა გამოაცხადა, თუმცა მოგვიანებით ჰუმანიტარული დახმარების შეტანა დაუშვა.

მეტი...

,,2024 წელს მასწავლებლების ხელფასები საშუალოდ, 500 ლარით და მეტით გაიზრდება” – პრემიერი

მასწავლებლობა, ჩემო ძვირფასო პედაგოგებო, კარგად ვიცით, რომ ოდითგანვე გამორჩეული, საპატიო და როგორც უკვე აღვნიშნე, ძალიან საპასუხისმგებლო პროფესიაა – ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ღირსეული, განათლებული თაობა, ეს არის ჩვენი ქვეყნის სიძლიერის საწინდარი, მთავარი ფუნდამენტი, საძირკველი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ამ საძირკვლის სიმყარეში და სიმტკიცეში, რა თქმა უნდა, მასწავლებლებს განუზომლად დიდი როლი აკისრიათ. „მე კარგად ვიცი, თუ რაოდენ დიდ შრომას ეწევით თქვენ, მასწავლებლები, ყოველდღიურად, ზრუნავთ ჩვენი შვილების, ჩვენი მომავალი თაობების განათლებაზე, მათ აღზრდაზე, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის განვითარებისა…

მეტი...

,,საზოგადოების და განათლების სისტემის განვითარების საქმეში განსაკუთრებული წვლილის მქონე პედაგოგები დაჯილდოვდებიან მასწავლებლის ეროვნული პრემიით და გადაეცემათ ფულადი პრიზი- 10 000 ლარის ოდენობით” – პრემიერი

მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მასწავლებლებო, მივესალმები პატივცემულ სტუმრებს, ელჩებს, პარლამენტის წევრებს, მთავრობის წევრებს. ჩემთვის დიდი პატივია თქვენს წინაშე გამოსვლა, ძვირფასო მასწავლებლებო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საზოგადოების და განათლების სისტემის განვითარების საქმეში განსაკუთრებული წვლილის მქონე პედაგოგები დაჯილდოვდებიან მასწავლებლის ეროვნული პრემიით და გადაეცემათ ფულადი პრიზი- 10 000 ლარის ოდენობით. „მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მასწავლებლებო, მივესალმები პატივცემულ სტუმრებს, ელჩებს, პარლამენტის წევრებს, მთავრობის წევრებს. ჩემთვის დიდი პატივია თქვენს წინაშე გამოსვლა, ძვირფასო მასწავლებლებო. სიტყვა „მასწავლებელი“ გვეუბნება, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობის მატარებელია ზოგადად ეს სტატუსი.…

მეტი...

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე ზოგადი, უმაღლესი და პროფესიული განათლების შესახებ კანონებში ცვლილებებზე იმსჯელეს

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა. ცვლილებებით ფართოვდება მანდატურის სამსახურის ფუნქციები და მას ემატება ინკლუზიური განათლების კომპონენტი. ასევე, ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინურ გუნდს შეფასებასთან ერთად კონსულტირების ფუნქცია მიენიჭება. მომხსენებლის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ნოდარ პაპუკაშვილის განცხადებით, პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ მხოლოდ კანონის ამოქმედების ვადებმა გადაიწია. სხდომაზე ასევე მეორე მოსმენით განიხილეს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება, რომლის თანახმადაც, მთავრობის უფლებამოსილებებს დაემატება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით, მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესის დამტკიცების უფლებამოსილება. ნოდარ პაპუკაშვილის განცხადებით, პირველი მოსმენით…

მეტი...

,,შესაძლებლობა მქონდა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში მემასპინძლა სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებისათვის” – ღარიბაშვილი

მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მქონდა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში მემასპინძლა სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებისათვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საუბარი შეეხო სამხრეთ კავკასიის მომავალსა და მასშტაბურ რეგიონულ პროექტებს. „მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მქონდა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში მემასპინძლა სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებისათვის, რათა ერთად გვესაუბრა სამხრეთ კავკასიის მომავალზე, იმ მასშტაბურ რეგიონულ პროექტებზე, რომელთა განხორციელება ყველა ჩვენგანის საერთო ინტერესებშია. გაეროს ტრიბუნიდან ჩემ მიერ გაჟღერებული სამშვიდობო ინიციატივების ფარგლებში მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ მიმართულებით ჩვენი ძალისხმევა რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის, ეკონომიკური განვითარების…

მეტი...

,,საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ, საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაში, სადაც 120 ქვეყანაა წარმოდგენილი, სამივე დასახულ მიზანს წარმატებით მიაღწია” – პაპუაშვილი

„ვფიქრობ, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ სამივე დასახულ მიზანს წარმატებით მიაღწია. მნიშვნელოვანია, რომ ისეთ დიდ ასამბლეაში, სადაც 120 ქვეყანაა და 50-მდე პარლამენტის თავმჯდომარე იმყოფება, ასე ძლიერად ვართ წარმოდგენილი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, რომელმაც საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 147-ე ასამბლეის მუშაობაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის მონაწილეობა შეაფასა. შალვა პაპუაშვილის განმარტებით, საპარლამენტო დელეგაციას სამი ამოცანა ჰქონდა და სამივე ამოცანას თავი წარმატებით გაართვა. „პირველი – ეს იყო ასამბლეაში მონაწილეობა, ასევე მსოფლიო საპარლამენტო კავშირის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა, იმისთვის, რომ ის ადამიანი იყოს არჩეული, ვინც მომავალი სამი წლის განმავლობაში ასამბლეას გაუძღვება და ექნება ის პოზიციები, რითაც…

მეტი...

,,მძევლების გათავისუფლების საკითხზე მოლაპარაკებებში პროგრესი შეინიშნება და შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტასაც ითვალისწინებს” – Al Jazeera

მძევლების გათავისუფლების საკითხზე კატარის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებებში პროგრესი შეინიშნება. ამის შესახებ ტელეკომპანია Al Jazeera იტყობინება. „მძევლების გათავისუფლების საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებებში პროგრესი შეინიშნება და შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტასაც ითვალისწინებს“, – აღნიშნულია Al Jazeera-ს ინფორმაციაში.

მეტი...

,,გვაქვს კომუნიკაცია მიხეილ სააკაშვილთან და ამაში პრობლემას ვერ ვხედავთ” – პაატა მანჯგალაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე ადასტურებს, რომ ყოფილ პრეზიდენტთან, პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილთან აქტიური კომუნიკაცია აქვთ და იმაში, რომ სააკაშვილი პროცესებს მართავს, პრობლემას ვერ ხედავს. „გვაქვს კომუნიკაცია მიხეილ სააკაშვილთან. ეს შეხვედრები ამერიკასა და ევროპაში იყო დაგეგმილი, მათ შორის ამერიკელი პარტნიორების მიერაც. ჩვენ ამაში პრობლემას ვერ ვხედავთ. ელექტრონული არჩევნები იმ ფორმით, რისი პრეზენტაციაც ჩატარდა და რაც ვნახეთ, დამატებითი გაყალბების წყარო არ არის. რამდენად აზღვევს, ეგ მეორე საკითხია“, – აღნიშნა მანჯგალაძემ. მიხეილ სააკაშვილმა დღეს საქალაქო სასამართლოში „7 ნოემბრის საქმეზე“ გამართულ პროცესზე განაცხადა, რომ აქტიურად ერევა „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგში და სწორედ მან…

მეტი...

,,მოლდოვა შესაძლოა პირველ ეტაპზე ევროკავშირში დნესტრისპირეთის გარეშე შევიდეს” – მაია სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ ქვეყანა შესაძლოა პირველ ეტაპზე ევროკავშირში დნესტრისპირეთის გარეშე შევიდეს. მისი თქმით, კარგი იქნება, თუ ქვეყანა ევროკავშირში მთლიანად შევა, თუმცა თუ სხვადასხვა მიზეზის გამო ეს შეუძლებელი იქნება, არსებობს ვარიანტი, რომლის მიხედვითაც ევროკავშირში ჯერ დნესტრის მარჯვენა ნაპირი, შემდეგ კი მარცხენა ნაპირი შევა. დნესტრისპირეთის კონფლიქტზე საუბრისას სანდუმ განაცხადა, რომ კონფლიქტი იმის გამო შეიქმნა, რომ მოსკოვმა სეპარატისტულ რეჟიმს დაუჭირა მხარი და მრავალი წლის განმავლობაში ეს სეპარატისტული რეჟიმი მხოლოდ ამ მხარდაჭერის ხარჯზე ნარჩუნდება.

მეტი...

ბოტანიკურ ბაღში „ყვავილების გამოფენა“ გაიმართება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 28 და 29 ოქტომბერს „ყვავილების გამოფენა“ გაიმართება. გამოფენაზე ბოტანიკური ბაღის კოლექციიდან ქრიზანთემების 150-ზე მეტი ჯიში, შემოდგომის ყვავილების მრავალფეროვნება, თბილისსა და რეგიონებში არსებული სანერგე მეურნეობების პროდუქცია იქნება წარმოდგენილი. ღონისძიებაზე დამთვალიერებელს ქრიზანთემებისა და ტროპიკული ორანჟერეის მცენარეების, საშემოდგომო გვირგვინებისა და ხელნაკეთი ნივთების შეძენის შესაძლებლობა ექნება. „ყვავილების გამოფენაზე“ ნინო ჩაკვეტაძისა და სხვა თანამედროვე მხატვრების თემატური ნახატების, ეპოქსიდით შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და თიხით ძერწვის მასტერკლასი გაიმართება. დაინტერესებულ პირებს ეკო-შემეცნებითი პროგრამებიც ელოდებათ, რაც შესაძლებლობას მისცემს, აღმოაჩინონ მცენარეთა სამყარო და ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობაში. ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „ყვავილების გამოფენა“ ტრადიციულად, შემოდგომის პერიოდში…

მეტი...

ღაზის სექტორში, სავარაუდოდ, 1 000 ცხედარი კვლავ ნანგრევების ქვეშაა

ღაზაში ნანგრევების ქვეშ, სავარაუდოდ, კიდევ 1000 ცხედარია დარჩენილი. გარდაცვლილები იდენტიფიცირებულები არ არიან. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ისინი არ შედიან “ჰამასის” მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ WHO-სთვის მიწოდებულ სიკვდილიანობის მონაცემებში. ,,ჩვენ ვიღებთ ამ შეფასებებს, რომ ნანგრევების ქვეშ ჯერ კიდევ 1000-ზე მეტი ადამიანია, რომელთა იდენტიფიცირება ჯერ კიდევ არ მომხდარა”, – თქვა რიჩარდ პიპერკორნმა, WHO-ს წარმომადგენელმა ოკუპირებულ პალესტინის ტერიტორიაზე. ცნობისთვის, 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად 7000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა.

მეტი...

აქ წარსული ცოცხლდება

ჩინეთი, გუიჯოუს პროვინცია, დედაქალაქი გუინი – სწორედ აქ მდებარეობს გეოლოგიური მუზეუმი, რომელიც ყველაზე დიდი ეროვნული საბუნებისმეტყველო მუზეუმია გუიჯოუში და მისი  საერთო ფართობით 40 ათასი კვადრატული მეტრია. საგამოფენო ფართობი კი 16 ათასი კვადრატული მეტრიზე იშლება.  მუზეუმი აერთიანებს უნიკალურ გეოლოგიურ ელემენტებს, მათ შორისაა ფანგინშანის მთის კლდის სოკოს მსგავსი ფორმა და ფანჯინშანის მთის დანალექი ქანები. 2020 წელს მუზეუმმა მიიღო, საუკეთესო არქიტექტურისა და ინჟინერიის ჯილდო. შენობის მთავარი დიზაინის ელემენტები იყო Fanjing-ის მთა, სოკოს ფორმის კლდეები, ტერასული მინდვრები და გუიჯოუს რელიეფები. რეპორტაჟი გუიჯოუს პროვინციიდან. ეკა გულუა  

მეტი...

პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, გადაადგილება დროებით შეიზღუდება

საქართველოს ისტორიული ავტომობილების ასოციაციის მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, 28 ოქტომბრის 22:00-დან 29 ოქტომბრის 22:00 საათამდე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება სრულად, შოთა რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან, პირველი რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე. ავტოსატრანსპორტო საშუალებები შოთა რუსთაველის გამზირიდან პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით გადაადგილებას ვერ შეძლებენ. შეზღუდვის პერიოდში, შოთა რუსთაველის გამზირიდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მიხეილ ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავასა ქუჩის მიმართულებით. მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან მომავალი ავტომობილები ვერ მოხვდებიან რესპუბლიკის მოედანზე და გზას თბილისის სახელმწიფო საკონცერტო…

მეტი...

ოკუპირებული ახმაჯის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული ივანე ილურიძე თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებული ახმაჯის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ივანე ილურიძე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ,,ილურიძის უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად”, – აცხადებს სუს-ი. ცნობისთვის, ილურიძე ოკუპანტებმა ივნისში “დააკავეს”.

მეტი...

,,უახლოეს მომავალში განიხილება თბილისსა და სიჩუანს შორის დაძმობილების ხელშეკრულების ხელმოწერის საკითხი” – კალაძე

თბილისის მერიის ცნობით, კახი კალაძე “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში, საქართველოში ვიზიტით მყოფი ჩინეთის სიჩუანის პროვინციის სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, სონგ ჩაოჰუას და სიჩუანის დელეგაციის სხვა წევრებს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს “აბრეშუმის გზის” მნიშვნელობასა და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, როგორებიცაა: ინვესტიციები, ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტი, ტურიზმი და სტუდენტთა გაცვლითი პროგრამები. ,,ჩინეთი წარმოადგენს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს და სურვილი გვაქვს, ეს ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო გავაღრმავოთ. ჩვენი ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯად განიხილავს „აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილეობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 2023 წლის ივლისში დასტურია ჩვენს…

მეტი...

თელ-ავივზე ორი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა – არიან დაშავებულები

ისრაელის დედაქალაქ თელ-ავივზე ორი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ორი შეტევა დაახლოებით ნახევარი საათის დაშორებით განხორციელდა. ,,ჰამასის” მტკიცებით, განაახლეს დაბომბვა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღდემ “სიონისტების მიერ ჩადენილი ხოცვა-ჟლეტის საპასუხოდ”. მოგვიანებით თელ-ავივის პოლიციის უფროსმა განაცხადა, რომ ორი ადამიანი დაშავდა ბინაზე სარაკეტო დარტყმის შედეგად. მან აღნიშნა, რომ პოლიციამ ჯერ ვერ შეძლო შენობაში შესვლა, რათა დარწმუნდეს, რომ სხვა არავინაა დაშავებული.

მეტი...

ღაზაში ნანგრევების ქვეშ, სავარაუდოდ, კიდევ 1000 ცხედარია დარჩენილი – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელის განცხადებით, ღაზაში ნანგრევების ქვეშ, სავარაუდოდ, კიდევ 1000 ცხედარია დარჩენილი. გარდაცვლილები იდენტიფიცირებულები არ არიან. ,,ჩვენ ვიღებთ ამ შეფასებებს, რომ ნანგრევების ქვეშ ჯერ კიდევ 1000-ზე მეტი ადამიანია, რომელთა იდენტიფიცირება ჯერ კიდევ არ მომხდარა”, – განაცხადა  რიჩარდ პიპერკორნმა.

მეტი...

ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვედრებზე ქვეყანას მაჩანჩალად, ხელისუფლებას ლამის დიქტატორად წარმოაჩენდნენ – პაპუაშვილი

ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვედრებზე ქვეყანას მაჩანჩალად, ხელისუფლებას ლამის დიქტატორად წარმოაჩენდნენ, ახლა ცდილობენ, ამ გემიდან გაიქცნენ, ვინაიდან ხვდებიან, რომ აგებენ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ბევრმა ქვეყანამ გააცნობიერა, რამხელა შეცდომა დაუშვა შარშან ევროკავშირმა, როდესაც ლიდერი დაჩაგრა. ,,იმედი მაქვს, ამ ჯერზე, 27 ქვეყანას შორის საქართველოს ნამდვილი მეგობრების სიტყვა იქნება უფრო ძლიერი, ვიდრე იმ ჯგუფების, ვინც შეიძლება, დღემდე მიხეილ სააკაშვილთან მათი განსაკუთრებული კავშირებიდან გამომდინარე, ცდილობენ, პროცესი ჩაშალონ. სწორედ ასეთი პროცესის ნაწილია ოპოზიციაც, რომელიც წელიწად-ნახევარი, ზუსტად ამას აკეთებდა. შარშან, ივნისში, მათ წარმატებას მიაღწიეს იმით, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება ჩაშალეს.…

მეტი...

ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ,,სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 26 იანვარს, თბილისში, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, ორ დაზარალებულს დანით სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა. დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად დაზარალებულები სიკვდილს გადაურჩნენ. დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების…

მეტი...

„ჰამასის“ წარმომადგენლის განცხადებით, მძევლებს ცეცხლის შეწყვეტის გარეშე არ გაათავისუფლებენ

ტერორისტული დაჯგუფების დელეგაციის წარმომადგენელის განცხადებით, „ჰამასი“ მძევლებს მანამ არ გაათავისუფლებს, სანამ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. აბუ ჰამიდის განცხადებით, „ჰამასმა“ მძევლების გათავისუფლების შესახებ ომის პირველივე დღეებში განაცხადა. მისივე თქმით,  სჭირდებათ დრო, რომ ყველა ის მძევალი იპოვონ, რომლებიც ღაზის სექტორში აღმოჩნდნენ.  

მეტი...

შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდზე მიმდინარე სამუშაოების გამო, გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება

შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდზე მიმდინარე სამუშაოების გამო, გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ,,დიდუბის რაიონში, შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაცია დასასრულს მიუახლოვდა. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები მთლიანად განხორციელებულია, დარჩენილია მხოლოდ გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის ზედა ფენების დაგება. დაგეგმილი საგზაო სამუშაოების გამო, 28 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრამდე, ერთი დღის განმავლობაში, დიდუბის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!”,- ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

მეტი...

აფხაზეთის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია – მიხეილ სააკაშვილი

აფხაზეთის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველო ვერ შედგება, თუ არა აფხაზეთი. ,,ჩვენი პროგრამა არის აფხაზეთის დაბრუნების პროგრამა, იმიტომ, რომ მე აფხაზეთის გარეშე ცხოვრება არ წარმომიდგენია. საქართველო ვერ შედგება, თუ არა აფხაზეთი. ის, რომ ახლა ოჩამჩირეში ჩასახლდნენ ეს უწმინდურობა, ეს მხოლოდ შანსის მომცემია ჩვენთვის. როგორც კი ჩამოშლა დაიწყება და ამას უკრაინა აუცილებლად უზრუნველყოფს, აუცილებლად შევძლებთ, აფხაზეთის დაბრუნებას ყოველგვარი ომის და უბედურების გარეშე”.- განაცხადა სააკაშვილმა.

მეტი...

,,მეც ვიქნები მაგრად მტრის ჯინაზე”- მიხეილ სააკაშვილი

“აუცილებლად წამოვდგებით, მეც ვიქნები მაგრად მტრის ჯინაზე!”, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. მისი თქმით,  ყველაფერი, რაც ხდება საქართველოს თავს, ეს არის ოკუპაციის გაგრძელება. ,,ყველაფერი, რაც ხდება ჩემს თავს, ყველაფერი, რაც ხდება საქართველოს თავს, ეს არის ოკუპაციის გაგრძელება. ეს არის დიდი უსამართლობა ჩემი ხალხის მიმართ, ეს არის დიდი უსამართლობა ყველაფერ იმის მიმართ, რაც საქართველომ დაიმსახურა ამხელა ბრძოლით, რამდენი ათწლეული იბრძვის იმისთვის, რომ რაღაც ადამიანური ცხოვრება იყოს. თითქოს უკვე სადღაც მივდიოდით და გამოგვაცალეს ეს ხალიჩა ფეხქვეშ და ისევ უნდათ, რომ წაქცეულები ვიყოთ. აუცილებლად წამოვდგებით ფეხზე, აუცილებლად ვიქნებით მაგრად, მეც…

მეტი...

თავი იმიტომ ჩავიგდე საფრთხეში, რომ ამ უბედურების ყურება გვერდიდან არ შემეძლო – მიხეილ სააკაშვილი

თავი იმიტომ ჩავიგდე საფრთხეში, რომ ამ უბედურების ყურება გვერდიდან და ამის გადატანა შორიდან არ შემეძლო – ამის  შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. ,,როცა მეკითხებიან რატომ ჩავიგდე თავი საფრთხეში, თავი იმიტომ ჩავიგდე საფრთხეში, რომ ამ უბედურების ყურება გვერდიდან და ამის გადატანა შორიდან, თუნდაც ეს ყოფილიყო საკუთარი სიცოცხლის ფასად, არ შემეძლო. ამიტომ ის გრძნობა, სასოწარკვეთის, რომელიც თქვენ გაქვთ, უცხოეთში მყოფ ქართველებს, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როცა თქვენი ქვეყნის მდგომარეობას უყურებთ შორიდან. მე მინდა რომ ეს სასოწარკვეთის განცდა გადავზარდოთ ბრძოლის და წინსვლის, ერთიანობის განცდაში,”- განაცხადა სააკაშვილმა.  

მეტი...

,,პუტინმა დამადანაშაულა, რომ მე დავუშალე დსთ და მე ვამაყობ იმით, რომ მართლაც მიმიძღვნის ამაში წვლილი”- მიხეილ სააკაშვილი

,,დღევანდელი სასამართლო პირდაპირ კავშირშია ის, რომ ვლადიმერ პუტინმა დსთ-ს ნარჩენების სხდომაზე დამადანაშაულა, რომ მე დავუშალე დსთ და მე ვამაყობ იმით, რომ მართლაც მიმიძღვნის ამაში წვლილი,” – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა. ,,დღევანდელი სასამართლო პირდაპირ კავშირშია ის, რომ ვლადიმერ პუტინმა დსთ-ს ნარჩენების სხდომაზე დამადანაშაულა, რომ მე დავუშალე დსთ და მე ვამაყობ იმით, რომ მართლაც მიმიძღვნის ამაში წვლილი, რომელიც უკავშირდება იმ პერიოდს, რომელსაც თქვენ არჩევთ ამ სისხლის სამართლის ე.წ. საქმის განხილვისას. იცით, რომ პუტინი საქართველოს დაუძინებელი მტერი და დამპყრობელია და მისი მხრიდან ჩემი დადანაშაულება, კონკრეტულად მიუთითებს ვისი მითითებითაა საქმე ჩემ…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს დისტანციურად ერთვება

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. სხდომას თავად მიხეილ სააკაშვილიც ერთვება დისტანციურად. თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

მეტი...

,,სტატუსის გადავადება არ შეძლება, არც განვიხილავ, რომ უნდა გადავავადოთ”- ხატია დეკანოიძე

ოპოზიციონერი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, პოზიტიური მოლოდინი აქვს, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს.  მისი თქმით, სტატუსის გადავადება არ შეძლება. ,,მნიშვნელოვანია ერთიანი გზავნილი, მე კვლავ ამ აზრზე დავრჩები. სტატუსის გადავადება არ შეძლება. არც განვიხილავ, რომ უნდა გადავავადოთ. შიდა არჩევნებია ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში, მალე არის ევროპარლამენტის არჩევნები და საქართველოზე ერთი აზრი მაინც არ არის. ამ გაფართოების ტალღაში თუ არ აღმოვჩნდებით, შეიძლება კოსოვოსთან ერთად, ერთ კალათაში აღმოვჩნდეთ. საქართველო არის რუსეთის პირისპირ და დარწმუნებული ვარ, კანდიდატის სტატუსის მიღება „ქართულ ოცნებას“ კი არ გააძლიერებს, პირიქით, გაცილებით მეტ პირობებს დაუთქვამენ. ახლა სტატუსის მიღება მნიშვნელოვანია და ყველამ…

მეტი...

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილებაზე იმსჯელა. კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის,  დავით სონღულაშვილის განმარტებით, კანონპროექტის თანახმად,  2025 წლის პირველ აპრილამდე შესაძლებელი გახდება თამბაქოს იმ ნაწარმის რეალიზება, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ბაზარზე 2024 წლის 31 ივლისამდე იქნება განთავსებული. მისი თქმით, აღნიშნული ცვლილება თამბაქოს ნაწარმის მწარმოებლებსა და იმპორტიორებს შესაძლებლობას მისცემს მოახდინონ საკუთარი პროდუქტის სრულად რეალიზაცია. „მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, შენარჩუნდეს  კანონის სულისკვეთება, რომელიც სრულად მიმართულია თამბაქოს ნაწარმის მოხმარების შემცირებისკენ და, მეორე მხრივ, მინიმალიზირებული იქნეს შესაბამისი ნაწარმის იმპორტიორთა და მწარმოებელთა შესაძლო ეკონომიკური დანაკარგები“, –…

მეტი...

პოლონეთში ჩხუბში მონაწილეობისთვის რამდენიმე ქართველი დააკავეს

პოლონეთში, ქალაქ ჩრზანოვის, შაბათს, ბოულინგის კლუბთან ჩხუბის გამო 8 პირი დააკავეს. პოლონური მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთ კაცს, რომელსაც ბრალი მკვლელობის მცდელობაში ედება ქართველია. მედიის ცნობით, 26 წლის ქართველი კლუბის წინ შეკრებილ ადამიანთა ჯგუფში მანქანით შევარდა. პოლიციის განცხადებით, ის შეკრებილებს განზრახ დაეჯახა და მანქანას ნასვამი მართავდა. ჩხუბში რამდენიმე ქართველი და პოლონელი მონაწილეობდა. სავარაუდოდ, მათ ჰქონდათ ბეიზბოლის ჯოხები. ქართველს 8-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ცნობილია, რომ შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. ,,იმავე ღამეს, მძღოლის გარდა, თანამშრომლებმა ამავე საქმეზე კიდევ სამი ქართველი მამაკაცი დააკავეს. საქმე ეხება სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებებს, ანუ…

მეტი...

„ჰამასს“ ამ დროისთვის 226 მძევალი ჰყავს დაკავებული – ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, „ჰამასს“ ამ დროისთვის 226 მძევალი ჰყავს დაკავებული. თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის ცნობით, დღეისთვის არსებული დადასტურებული მონაცემებით, მძევლების სავარაუდო მაჩვენებელი 226-ს შეადგენს. ამ დრომდე „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის დროს დაკავებული ოთხი მძევალი გაათავისუფლა.

მეტი...

მავნებელი ოპოზიციის გარდა, ყველას დიდი სურვილი და საფუძვლიანი მოლოდინი აქვს, რომ კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებენ – ბექა ოდიშარია

მავნებელი ოპოზიციის გარდა, ყველას დიდი სურვილი და საფუძვლიანი მოლოდინი აქვს, რომ კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა. „ჩვენმა მონაწილეობამ ფორუმებზე, ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარისა და სხვა ჩვენი ლიდერების შეხვედრებმა შედეგი გამოიღო. ამ ადამიანებმა, პირველ რიგში, გაიგეს, სინამდვილეში, რა ხდება საქართველოში და არა ის მოდელირებული აპოკალიფსი, რომელსაც ე.წ. ქართული ოპოზიცია ავითარებს“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

მეტი...

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 5 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმ გენერალურ პროკურატურასთან ერთად კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისსა და ბათუმში ხუთი პირი დააკავეს. „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1985 წელს დაბადებული გ.ა., 1974 წელს დაბადებული მ.ა., 1988 წელს დაბადებული ნ.ა., 1976 წელს დაბადებული ჯ.ჯ. და უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1989 წელს დაბადებული რ.ჰ. დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ ბათუმში, ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში…

მეტი...

უკრაინის მოქალაქე Ganna ILYasova რომელიც ცნობილია ანა ლაკობას სახელით, საქართველოში შემოვიდა და საქართველო დატოვა 2018 წელს – შსს

შსს-ის ინფორმაციით, უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე Ganna ILYasova რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილია სახელით ანა ლაკობა საქართველოში შემოვიდა და საქართველო დატოვა 2018 წელს. უწყების ცნობით, აღნიშნულმა მოქალაქემ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას ისარგებლა უკრაინის რესპუბლიკის მიერ გაცემული უკრაინის მოქალაქის პასპორტით. ,,გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ თითქოს რუსეთის არმიის წევრი, ანა ლაკობა საქართველოში იმყოფება. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურების მიერ გადამოწმებული ინფორმაციის საფუძველზე განვმარტავთ, რომ უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე Ganna ILYasova რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილია სახელით ანა ლაკობა საქართველოში შემოვიდა და საქართველო დატოვა 2018 წელს. აღნიშნულმა მოქალაქემ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას ისარგებლა უკრაინის…

მეტი...

ეგვიპტეში, წითელი ზღვის საკურორტო ქალაქში ჭურვი ჩამოვარდა

 წითელი ზღვის საკურორტო ქალაქ ნუვეიბაში ჭურვი ჩავარდა. ამის შესახებ ეგვიპტის უსაფრთხოების სამსახურიდან ორმა წყარომ Reuters-ს განუცხადა. მათი თქმით, ხელისუფლება აგროვებს დამატებით ინფორმაციას ინციდენტთან დაკავშირებით. წყაროების თქმით, ჭურვი ქალაქის იმ ნაწილში დაეცა, სადაც უდაბნოა. თვითმხილველების განცხადებით, ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა და დაინახეს მტვრის ღრუბლები.  

მეტი...