„გიჟი ქალაქს მიდიოდაო” ასეა ზურაბიშვილის საქმე – ზურაბ ქადაგიძე ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტაზე

„ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. „“გიჟი ქალაქს მიდიოდაო”… ასეა, ზურაბიშვილის საქმე. ჯერ იყო და სასწრაფოდ უნდა შევუწყვიტოო, მერე – ჯერ არაო და ახლა შეუწყვეტია… სისულელეში ბადალი არ ჰყავს, თუმცა არც იმდენად, რომ სისულელეს დაბრალდეს… სამწუხარო რეალობა ისაა, რომ არც სასწრაფო შეწყვეტასა და არც გადავადებას ჰქონია სამართლებრივი საფუძველი. ერთადერთი, რასაც სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები ეფუძნება, მხოლოდ პოლიტიკური ინსინუაციები და კონსტიტუციის შებღალვის ხარჯზე, გლობალური ომის პარტიის დაკვეთებია!”, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

მეტი...

პრეზიდენტმა ოთარ ფარცხალაძეს მოქალაქეობა შეუწყვიტა

სალომე ზურაბიშვილმა ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ,,საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე, ხელი მოაწერა ოთარ ფარცხალაძისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ბრძანებულებას და ვეტო დაადო ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, როგორც კიდევ ერთ ანტიევროპულ კანონს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეტი...

პრეზიდენტმა ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს ვეტო დაადო

,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ,,საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე, ხელი მოაწერა ოთარ ფარცხალაძისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ბრძანებულებას და ვეტო დაადო ,,შეკრებებისა და მენიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, როგორც კიდევ ერთ ანტიევროპულ კანონს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეტი...

17 ოქტომბერი ვეტერანის დღეა!

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) სასულიერო პირებთან ერთად, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საქართველოში აკრედიტებული ელჩები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სამსახურის პარტნიორი ორგანიზაციები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები და ამპუტანტი ფეხბურთელები ესწრებოდნენ. ვეტერანებს, სიტყვით მიმართეს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ; საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ ვეტერანებისადმი პატრიარქის მილოცვა წაიკითხა. პრემიერ-მინისტრს, აფხაზეთისა და 2008 წლის ომის ვეტერანის – ზურაბ ჟღენტის…

მეტი...

ყველას კარგად გვახსოვს რომ ცალ-ცალი „კალოშით“ მოვიდა ბატონი კეზერაშვილი და ახლა „მისტერ ოფშორი“ გახდა – ბექა ოდიშარია

„ყველას კარგად გვახსოვს რომ ცალ-ცალი „კალოშით“ მოვიდა ბატონი კეზერაშვილი და ახლა „მისტერ ოფშორი“ გახდა. ასეთი სწრაფი კარიერული ზრდა შესაშურია. ჯუანშერ ბურჭულაძე მისგან განსხვავებით, რითაც მოვიდა, იმით წავა. ამის გარანტია საზოგადოებას შემიძლია ნამდვილად მივცე“, – ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს მოუსმინეს. ბექა ოდიშარიამ თავის გამოსვლაში თავდაცვის მიმართულებით წინა და ახლანდელი მთავრობის მუშაობა შეადარა ერთმანეთს და აღნიშნა, რომ ჯარის მიმართ დამოკიდებულება საგრძნობლად გაუმჯობესებულია. მისივე თქმით, ქართული ჯარი ნატო-ს სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. „თუ გაგიგიათ ერთი საჩივარი…

მეტი...

,,მინდა გაჩვენოთ კადრები, თუ რა ჩაიდინა ჰამასმა ჩვენს მიწაზე, ეს კადრები ადვილი სანახავი არ არის” – ისრაელის ელჩი

ახლო აღმოსავლეთში განვითარებული პროცესების შესახებ დღეს ქართველ ჟურნალისტებს ვრცლად ესაუბრა საქართველოში ისრაელის ელჩი. ,,მე-11 დღეა, რაც ისრაელში ომია, უკვე 11 დღეა, რაც ჩვენ ტერორისტულ ორგანიზაცია ჰამასს ვებრძვით, რომელმაც საშინელი, არაადამიანური დანაშაულები ჩაიდინა ჩვენს ტერიტორიაზე და ჩვენ უკვე გამოვავლინეთ მათთან აფილირებული სხვა ორგანიზაციებით. მე-11 დღეა, რაც ჩვენი ოჯახის წევრები, მამები, დედები, შვილები, ძმები, დები, ბიძაშვილები მძევლებად არიან აყვანილნი. მე მინდა გაჩვენოთ კადრები, თუ რა ჩაიდინა ჰამასმა ჩვენს მიწაზე და გაგაფრთხილოთ, რომ ეს კადრები ადვილი სანახავი არ არის. იმედი მაქვს, რომ დამატებით ფრონტები არ გაიხსნება, მაგრამ თუ მაინც მოხდა ასე, ჩვენ ვიმოქმედებთ…

მეტი...

პოლონეთის ოპოზიცია კოალიციურ მთავრობას ჩამოაყალიბებს

პოლონეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. ოპოზიციური პარტიები საკმარის ხმებს აგროვებენ იმისთვის, რომ მმართველ პარტიას „კანონი და სამართლიანობა“ უმრავლესობა წაართვან და კოალიციური მთავრობა ჩამოაყალიბონ. არჩევნების საბოლოო შედეგები კი ასეთია: კანონი და სამართლიანობა (PiS): 35.4% სამოქალაქო კოალიცია (KO): 30.7% მესამე გზა: 14.4% მარცხენა (ლევიკა): 8.6% არსებული ინფორმაციით, კენჭისყრაში მონაწილეობა ამომრჩევლების თითქმის 75%-მა მიიღო და მმართველმა პარტიამ ყველაზე მეტი ხმა დააგროვა, თუმცა არასაკმარისი იმისთვის, რომ მთავრობის ფორმირება შეძლოს.

მეტი...

პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ოჯახის წევრის მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ოჯახის წევრის მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 16 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სობისში ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, მძინარე შვილს ცულით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 16 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის „ე“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზარახ მკვლელობა ჩადენილი უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით…

მეტი...

„გამარჯობა საქართველო“ – მაქსიმალურად ცდილობენ, ყველაფერი აგათვისებინონ (რეპორტაჟი პეკინიდან)

2 დღის განმავლობაში ჩინეთის დედაქალაქი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. „მედიაცენტრი მთავარი“ პეკინიდან აქტიურად აშუქებს საერთშორისო ფორუმის – „ქამარი და გზა“ გახსნას, რომლის ოფიციალური ნაწილიც ხვალ შედგება. თუმცა, ფორუმის პარალელურად, უზარმაზარ პავილიონში მოწყობილია სხვადასხვა სივრცე, სადაც დელეგაციის წევრებს კულტურასა და ტრადიციებს უზიარებენ და ხდიან კიდეც ამ კულტურის ნაწილად. ამ ყველაფერს ადგილობრივი მედიაც აშუქებს და უფრო მეტიც, შენი კულტურითა და ტრადიციებითაც ინტერესდებიან. დეტალები  ერთად ვნახოთ რეპორტაჟში. ეკა გულუა პეკინიდან პეკინში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია – ვიდეორეპორტაჟი პეკინში 140-ზე მეტი ქვეყნის 4 000-ზე მეტი დელეგაცია იმყოფება – ვიდეორეპორტაჟი პეკინიდან

მეტი...

ნორვეგიული კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ნიგერიის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა და ნორვეგიული კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ  ბრალდებულმა და მისმა თანამზრახველებმა დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, ნორვეგიული კომპანიის საბანკო ანგარიშების განკარგვაზე უფლებამოსილი იურიდიული პირის წარმომადგენელს ყალბი ელექტრონული შეტყობინება და დოკუმენტები გაუგზავნეს, რის საფუძველზეც კომპანიის კუთვნილი 37 473 ევრო საქართველოში, ბრალდებულის კონტროლირებად საბანკო ანგარიშზე მოტყუებით ჩაარიცხინეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხა ურთიერთშორის გაინაწილეს. ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეს ბრალდება წინასწარი  შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და…

მეტი...

,,ოპოზიციაში კატასტროფული ვითარებაა ყველა მიმართულებით“- ხატია დეკანოიძე

ოპოზიციონერი დეპუტატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები „ისევ ოპოზიციამ გაათრია პარლამენტში“. მისი თქმით, ოპოზიციაში კატასტროფული ვითარებაა ყველა მიმართულებით. „ქართულ ოცნებას“ ერთი დეპუტატი დაემატა დღეს, უფლებამოსილებით ცნეს გორი/კასპის მაჟორიტარი. ჯამში ახალ წევრთან ერთად ოცნებას + სოციალისტები 89 ხმა აქვთ. ტაბლოზე 90 ხმა იყო. ამიტომ ერთი ადამიანი ოპოზიციიდან ისევ გარიგდა. იმედია, კადრებს ამოიღებენ ჟურნალისტები და ზოგადად, ოპოზიციაში კატასტროფული ვითარებაა ყველა მიმართულებით“, – წერს დეკანოიძე. პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად გოგა კიკილაშვილი და ლევან ნემსაძე აირჩია

მეტი...

,,ჰამასის წევრებს ორი ვარიანტი აქვთ – ან დაიღუპნონ ან დანებდნენ უპირობოდ”- ისრაელის თავდაცვის მინისტრი

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ჰამასის წევრებს ორი ვარიანტი აქვთ – ან დაიღუპნონ თავიანთ პოზიციებზე, ან დანებდნენ უპირობოდ. მისივე თქმით, ჰამასის თითოეულ წევრამდე მივლენ. ,,ჰამასის წევრებს ორი ვარიანტი აქვთ – ან დაიღუპნონ თავიანთ პოზიციებზე, ან დანებდნენ უპირობოდ. მესამე ვარიანტი არ არსებობს. ჩვენ გავანადგურებთ დაჯგუფება ჰამასს და მათ შესაძლებლობებს. ჩვენი თვითმფრინავები და რაკეტები ყველგან მიაღწევენ. ჰამასის თითოეულ წევრამდე მივალთ,”- განაცხადა გალანტმა.

მეტი...

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა მეხის გავარდნა იყო „ნაცმოძრაობისთვის”- მამუკა მდინარაძე

პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა მეხის გავარდნა იყო ოღონდ „ნაცმოძრაობისთვის“. იცით, პარადოქსი რა არის? ასეთი მანევრებით რომ გვიწევს ევროპული რეკომენდაციის ერთ-ერთი პუნქტის შესრულება, ამაში ხელს გვიშლის რადიკალური ოპოზიცია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, შეიძლება გონივრული ეჭვი ჰქონდეს ოპოზიციიდან ვინ მისცა ხმა კანდიდატებს, თუმცა ჟურნალისტებს განუცხადა ” არ გეტყვით და თქვენს ყბაში არ ჩავაგდებ ბულინგისთვის“. „წინა შემთხვევაში თანაგუნდელების მიმართ როგორი ბულინგი და საბოტაჟი იყო, გახსოვთ? ეს მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ მათ მხარი დაუჭირეს ევრორეკომენდაციის შესრულებას. ეს პუნქტი სრულად დღეს შევასრულეთ და დავხურეთ. რაც შეეხება დღევანდელ კენჭისყრას, 85 ხმა…

მეტი...

„ოცნება“ მაგრად იქნება შემდეგი ოთხი წელიც და კიდე იმის შემდეგი ოთხი წელიც”- ირაკლი კობახიძე

,,ჩვენ არა მარტო 2024-ში ვაპირებთ არჩევნების მოგებას, 2028-შიც ვაპირებთ, რომ საპარლამენტო არჩევნებში გავიმარჯვოთ“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, „ოცნება“ მაგრად იქნება შემდეგი ოთხი წელიც და კიდე იმის შემდეგი ოთხი წელიც.” „რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, არავითარი სამართლებრივი არგუმენტი – პირდაპირ თქვა, სირცხვილია, სამარცხვინოა. უზრდელობაა, როცა არგუმენტების გარეშე ასეთი ეპითეტებით მიმართავ საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც ინსტიტუტს და მან თქვა, რომ ეს ინსტიტუტი აღარ ჰყავს ქვეყანას. ამას აკეთებს საქართველოს პრეზიდენტი. რით განსხვავდება ის სალომე სამადაშვილისგან ან ლევან ხაბეიშვილისგან? არაფრით, არც გუბაზ სანიკიძისგან განსხვავდება. თავს ისაწყლებს…

მეტი...

პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად გოგა კიკილაშვილი და ლევან ნემსაძე აირჩია

პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად გოგა კიკილაშვილი და ლევან ნემსაძე  აირჩია. დადგენილების პროექტებს გოგა კიკილაშვილის და ლევან ნემსაძის იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრებად არჩევის თაობაზე  90-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მათთან ერთად კიდევ ორ კანდიდატს უყარეს კენჭი, თუმცა რუსუდან კვინიკაძემ და ნინო ნიშნიანიძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ასარჩევად საჭირო ხმების რაოდენობა ვერ მიიღეს.

მეტი...

„პირდაპირ ვაფრთხილებ „ჰეზბოლას“ და ირანს, არ ჩაერიონ ამ კონფლიქტში”- ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერი,  , ოლაფ შოლცი აფრთხილებს ჰეზბოლასა და ირანს, არ ჩაერიონ  კონფლიქტში. „პირდაპირ ვაფრთხილებ „ჰეზბოლას“ და ირანს, არ ჩაერიონ ამ კონფლიქტში” – განაცხადა ოლაფ შოლცმა. ცნობისთვის, შოლცი დღეს ისრაელში ჩასვლას გეგმავს. გერმანიის კანცლერი პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსა და ომის მთავრობის კაბინეტის წევრებს შეხვდება.

მეტი...

12 წლის ანას საქმეზე სამხარაულის ექსპერტს ბრალი წარუდგინეს

უფლებები საქართველოს ინფორმაციით, დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანას საქმეზე სამხარაულის ექსპერტს სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით ბრალდება წარუდგინეს. ორგანიზაციის იურისტები მიიჩნევენ, რომ საქმის კვალიფიკაცია უნდა შეიცვალოს და ბრალი უნდა დამძიმდეს. ,,არსებული ინფორმაციით, პროკურატურა ბრალდებულისათვის რაიმე სახის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობის დაყენებას არ აპირებს. უფლებები საქართველოს ადვოკატები და ბავშვის დედა მიიჩნევენ, რომ აუცილებელია, ბრალდებულ ექსპერტს შეეფარდოს წინასწარი პატიმრობა, რათა თავიდან იქნას აცილებული, მათ შორის, შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობის, მოწმეზე ზემოქმედების ან/და მტკიცებულების განადგურების საფრთხე”, – აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

მეტი...

არ ვიცი, ვინ შეიძლება იყოს საქართველოს ისეთი მხარდამჭერი სტატუსის მიღების კუთხით, როგორიც ვიქტორ ორბანი – კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველოს უნგრეთის მსგავსად, ბევრი ისეთი მეგობარი უნდა ჰყავდეს, რომელიც ღიად განაცხადებს, რომ ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრობის სტატუსს იმსახურებდა. „არ ვიცი, ვინ შეიძლება იყოს ჩვენი ისეთი მხარდამჭერი, როგორიცაა ვიქტორ ორბანი და მისი მთავრობაა, რომ ჩვენმა ქვეყანამ მიიღოს სტატუსი. რეალურად რომ შევხედოთ, თუ ვინმე აღნიშნულ სტატუსს იმსახურებდა ეს ჩვენი ქვეყანა იყო. ბევრს, განსაკუთრებით აგენტებს, არ სიამოვნებს, რომ ეს ადამიანები სიმართლეს ლაპარაკობენ, იყენებენ ევროპარლამენტის შესაბამის ტრიბუნას და ამბობენ – საქართველო იმსახურებდა სტატუსს, საქართველოსთან მიმართებით მოვიქეცით უსამართლოდ. ასეთი ვიზიტები მნიშვნელოვანია…

მეტი...

ემანუელ მაკრონი უახლოეს დღეებში ისრაელს ეწვევა

მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უახლოეს დღეებში ისრაელს ეწვევა. აღნიშნულ ინფორმაციას საფრანგეთის საელჩო ჯერჯერობით არ ადასტურებს. თუმცა საელჩო აცხადებს, რომ მაკრონის სურვილია ისრაელს “რაც შეიძლება მალე” ეწვიოს, როგორც კი შესაბამისი ნაბიჯის გადადგმის საჭიროება გამოჩნდება.

მეტი...

,,მის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ქმედებები და განცხადებები ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს, ეწინააღმდეგება სახელმწიფოს”- კალაძე პრეზიდენტზე

სამარცხვინო ფაქტია, რომ ადამიანი, რომელიც პირველი უნდა იცავდეს კონსტიტუციას, მას არღვევს – აღნიშნული განცხადება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თაობაზე გააკეთა. კახა კალაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი იმსახურებს იმპიჩმენტს, „ქართული ოცნების“ მხრიდან თავიდანვე განიმარტა, რომ ეს კონკრეტული გარემოებების გამო შეუძლებელი იყო. „უმძიმესია ფაქტი, როდესაც პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას. სამარცხვინოა ეს ქმედება ადამიანისგან, რომელიც პირველი უნდა იყოს, ვინც უნდა დაიცვას კონსტიტუცია. რაც შეეხება იმპიჩმენტს, თავიდანვე, როდესაც პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა ამ საკითხზე განმარტება, ითქვა, რომ იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანა შეუძლებელი იყო რიგი გარემოებების გამო, თუმცა ნამდვილად იმსახურებს იმპიჩმენტს…

მეტი...

„სემეკი მხარს უჭერს განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე სადგურების განვითარებას საქართველოში“- დავით ნარმანია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია განახლებადი ენერგიის წყაროს – 500 კვტ სიმძლავრის ელექტროსადგურის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. საპილოტე პროექტი USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამისა და შპს „ფუდსერვისის“ მიერ ერთობლივად განხორციელდა. „სემეკი მხარს უჭერს განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე სადგურების განვითარებას საქართველოში. ამ კუთხითაც მისასალმებელია USAID-ის როლი, რადგანაც USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის მხარდაჭერით საქართველოში არაერთი მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური დამონტაჟდა. აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან სემეკის ინიციატივით დაინერგა და საკმაოდ ეფექტიანად მოქმედებს ნეტო-აღრიცხვის პროგრამა, რომელიც არის ერთ-ერთი პოპულარული წამახალისებელი ინსტრუმენტი მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მიმართულებით.სწორად, განახლებადი ენერგიების ათვისების წახალისების მიზნით, გავზარდეთ…

მეტი...

წყალმომარაგების სისტემის გაყვანისას მარნეულში კაცი გარდაიცვალა

მარნეულში, წყალმომარაგების სისტემის გაყვანაზე დასაქმებული პირი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო მარნეული” ავრცელებს. თვითმხილველების თქმით, მილების გასაყვანად ოთხი ადამიანი მუშაობდა. ,,ისინი დაახლოებით 3-მეტრიან ორმოში მუშაობდნენ რა დროსაც მიწა მოწყდა და ერთი ადამიანი მოიყოლა”, – წერს ადგილობრივი მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით შემთხვევის შედეგად სხვა დასაქმებული პირები არ დაშავებულან.  

მეტი...

,,პრეზიდენტსაც ექნება შესაძლებლობა იმპიჩმენტის საკითხის განხილვაში მონაწილეობა მიიღოს, როგორც თანამომხსენებელმა”- შალვა პაპუაშვილი

„ოთხშაბათი და ხუთშაბათი, ეს ის ორი დღეა, როცა გვექნება შესაძლებლობა  განვიხილოთ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი. ვნახოთ, ჩვენ სხვა საკითხებს როგორ გავივლით და ამის მიხედვით დავნიშნავთ საკითხის განხილვას. მე ამაზე კიდევ დაწვრილებით მექნება საუბარი, როდესაც  დადგენილების პროექტს გამოვიტან“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. პარლამენტის თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა იმპიჩმენტის საკითხის განხილვის პროცედურაზე. „დღეს გამოვიტან დადგენილების პროექტს, რომელიც რეგლამენტიდან გამომდინარე, არის განხილვის და კენჭისყრის გრაფიკი. ჩვენ გვაქვს ორი კვირა იმისთვის, რომ გადაწყვეტილება მივიღოთ. ვინაიდან გვაქვს პლენარული სესიის კვირა, ამიტომ  მიმდინარე კვირაში შეგვიძლია განვიხილოთ საკითხი და კენჭი ვუყაროთ. რაც შეეხება განხილვის ფორმას, ის საკითხის…

მეტი...

პეკინში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია – ვიდეორეპორტაჟი

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ხვალ, 18 ოქტომბერს პრეზიდენტი სი ძინპინი საერთაშორისო ფორუმს – „სარტყელი და გზა“ გახსნის. შესაბამისად, ქალაქში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. შეიძლება ითქვას, რომ დედაქალაქი ე.წ. ფორუმის ცენტრად არის გადაქცეული. დაახლოებით 400 ქვეყნის თუ რეგიონის დელეგაცია უკვე პეკინშია. დღეს კი დასრულდა მოსამზადებელი სამუშაოები. რაც შეეხება მედია ცენტრს, ის ცალკე შენობაში მუშაობს, სადაც ყველანაირი პირობებია შექმნილი კომფორტული მუშაობისთვის. აქვეა მოწყობილი ე.წ. კულტურული სივრცეც, სადაც უცხოელ სტუმრებს შეუძლიათ ჩინეთის კულტურას და ხელოვნებას დაეუფლონ. აქ ცდილობენ, მაქსიმალურად ყველაფერი გაჩვენონ და აგათვისებინონ. დეტალები ერთად ვნახოთ რეპორტაჟში. ეკა გულუა პეკინიდან კორონავირუსის ტესტის უზარმაზარი რიგი პეკინში…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი, რომელიც სისხლით ხორცამდე ევროპელია, მკაცრად იცავს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს – კრამონი

ჩვენ არ შეგვიძლია და ხელს არ ჩავიქნევთ საქართველოზე, არ დავტოვებთ ქართველების 80%-ზე მეტს მარტოდ ჩრდილოვანი რეჟიმის პირისპირ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით,  სალომე ზურაბიშვილი, რომელიც  სისხლით ხორცამდე ევროპელია, მკაცრად იცავს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს.. „საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხუთი თვის წინ აქ მტკიცედ იდგა მისი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად. პრეზიდენტი ზურაბიშვილი აკეთებს იმას, რის გაკეთებაზეც საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს, აახლოებს თავის ქვეყანას ევროკავშირთან. პრეზიდენტი, რომელიც თავის ხალხის მსგავსად სისხლით ხორცამდე ევროპელია, მკაცრად იცავს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, ვციტირებ – „მიიღოს ყველა ზომა…

მეტი...

,,19 ოქტომბერს 11 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან ერთად დავიძრებით ჭორვილაში”- სოფო ჯაფარიძე

,,ხუთშაბათს, 19 ოქტომბერს 11 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან ერთად დავიძრებით ჭორვილაში, სადაც აუცილებლად შევახსენებთ ბიძინა ივანიშვილს, რომ ის ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, ვერ გაგვარუსებს,”- ამის შესახებ  მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა. მისი თქმით, დღეს არ არის გარჩევების, ურთიერთბრალდებების ან პოლიტიკური კეკლუცობის დრო. ,,დღეს ქვეყანას ჰყავს არაფორმალური მმართველი, რომელიც ყოველდღიურად გვაშორებს დემოკრატიისგან, რომელიც ღიად აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. მეგობრებო, დროა, გავასწოროთ სამიზნე და გავითავისოთ, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა არა ბიძინა ივანიშილის პოლიტიკური ინსტრუმენტები არამედ, თავად რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც გადაწყვიტა, რომ  ქართველები რუსებად ჩაანაცვლოს და ჩვენ ვხედავთ ყოველდღიურად თუ რამდენი…

მეტი...

,,იმპიჩმენტი რომც ჩავარდეს, ის არა საქართველოს, არამედ „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტად დარჩება”- ირაკლი კობახიძე

,,რომც ჩავარდეს იმპიჩმენტი, ის დარჩება არა საქართველოს, არამედ „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტად”,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით,  სალომე ზურაბიშვილი უკვე მხოლოდ ფორმალურად რჩება საქართველოს პრეზიდენტად შემდეგი ერთი წელიწადი. ,,მინდა, გამოვეხმაურო სალომე ზურაბიშვილის კიდევ ერთ განცხადებას, ინსტიტუტები მოშლილიაო. მინდა, შეგახსენოთ ჩვენს ქვეყანაში რა ვითარება გვაქვს, უკვე მეთორმეტე წელი დაიწყება, რაც მშვიდობას ვინარჩუნებთ, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდა შარშან, შარშანწინ, წელსაც ნარჩუნდება მაღალი ეკონომიკური ზრდა. დეკემბერში ვაპირებთ კანდიდატის სტატუსის მიღებას, ეს ყველაფერი არის სწორედ იმ ინსტიტუტების დამსახურება, რომლებიც ასე აღიზიანებს სალომე ზურაბიშვილს და აქაც არის თანხვედრა…

მეტი...

,,ამ ქვეყანაში დასრულდა ის დრო, როცა პრეზიდენტს ეგონა, რომ კანონზე და კონსტიტუციაზე მაღლა იდგა”- პრემიერი

ამ ქვეყანაში დასრულდა ის დრო, როცა პრეზიდენტს ეგონა, რომ კანონზე და კონსტიტუციაზე მაღლა იდგა,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილისგან  მოქალაქეების ნაწილს ჰქონდა მოლოდინი, რომ ქართულ პოლიტიკაში ევროპულ სტანდარტს შემოიტანდა, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა იცავს კანონს და კონსტიტუციას. „რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას, მინდა ვთქვა, რომ ეს რა თქმა უნდა, ეს არის სამწუხარო ფაქტი, ვინაიდან სამწუხაროდ, დადასტურდა, რომ ქვეყნის, ჩვენი სახელმწოფოს მეთაური, ქალბატონი სალომე დადასტურებულად არის კონსტიტუციის დამრღვევი. ეს რა თქმა უნდა, მე როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს და როგორც რიგით მოქალაქეს, ნამდვილად არ მიხარია. მე არ მინდა, რომ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იყოს კონსტიტუციის დამრღვევი ან ნებისმიერი კანონის დამრღვევი. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. იმის მაგივრად, რომ პრეზიდენტს ეჩვენებინა და მაგალითი მიეცა სხვებისთვის, სხვა საჯარო მოხელეებისთვის თუ შემდგომი პრეზიდენტებისთვის, რომ იგი უნდა ყოფილიყო ყოველთვის ქვეყნის, კანონის და მთავარი კანონის- კონსტიტუციის დაცვის სადარაჯოზე, ამის ნაცვლად           ქალბატონმა სალომემ უხეშად, დემონსტრაციულად, არაერთგზის დაარღვია კონსტიტუცია, რაც არა მხოლოდ ჩვენი, პოლიტიკოსების ნათქვამით და წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, არამედ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა და ეს გადაწყვეტილება რა თქმა უნდა, არ გადაიხედება. რაც შეეხება ზოგადად, შემდგომ პროცედურას, მოგეხსენებათ, რომ პარლამენტში გაიმართება შესაბამისი პროცედურა. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ მოლოდინი იმის შესახებ, რომ საჭირო ხმებს მოაგროვებდა უმრავლესობა, არ გვქონია. არც არავითარი დიდი ილუზიები არავის არ ჰქონდა. თავიდანვე ვთქვით, რომ ვიცოდით, რომ არ გვქონდა საკმარისი ხმები, მაგრამ ჩვენ, ქვეყნის ხელისუფალნი, მთავრობის წევრები, პარლამენტის წევრები, კანონმდებლები, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითის მიმცემები. უნდა შევახსენოთ პრეზიდენტს და ყველას, რომ ამ ქვეყანაში დასრულდა ის დრო, როცა პრეზიდენტს ეგონა, რომ იდგა კანონზე მაღლა, კონსტიტუციაზე მაღლა. ეს ძალიან სამწუხაროა. ქალბატონი სალომესგან, ალბათ დამეთანხმებით, რომ ჩვენი მოქალაქეების ნაწილს ჰქონდა მოლოდინი იმის, რომ იგი შემოიტანდა ქართულ პოლიტიკაში ევროპულ…

მეტი...

,,სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა 1%-იანი რეიტინგი, როცა იყო ოპოზიციაში”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა 1%-იანი რეიტინგი, როცა იყო ოპოზიციაში”,- ასე პასუხობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი კითხვას – ელოდება თუ არა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ოპოზიციაში წასვლას. ,,მე შევახსენებ ყველას, რომ სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა 1%-იანი რეიტინგი, როცა იყო ოპოზიციაში. 1%-იანი რეიტინგი ჰქონდა. “ქართულმა ოცნებამ” მოიყვანა ეს ადამიანი და დასვა პრეზიდენტად, “ქართული ოცნების” რეიტინგის დამსახურებით”,- განაცხადა პრემიერმა.

მეტი...

,,მოვუწოდებ, თავს ნუ ისაწყლებს”- ირაკლი კობახიძე

”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებს, თავს ნუ ისაწყლებს. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი გაცვალა ნაცმოძრაობის პრეზიდენტობის სტატუსზე. ,,ასეთი რამ უთხრა რადიკალურ ოპოზიციას, კოლექტიურ ნაცმოძრაობას, უფრო ძლიერ სურათისთვის მე მარტო დავრჩებიო, თქვენ გარეთ დარჩითო. ერთად დგამენ “კარწინკას”, ამ სიტყვას გამოვიყენებ, სალომე ზურაბიშვილი და ნაცმოძრაობა. დავიდა ნაცმოძრაობამდე სალომე ზურაბიშვილი. მან საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი გაცვალა ნაცმოძრაობის პრეზიდენტობის სტატუსზე, რაც უბრალოდ სამარცხვინო ქმედებაა. მე მოვუწოდებ, თავს ნუ ისაწყლებს, მათ შორის მარტო ჯდომით, ძალიან კარგად იცით, რომ მისი გადაყენების პერსპექტივა არის ფაქტობრივად ნულის ტოლი. მან ხომ ნაცმოძრაობის იმედით დაარღვია კონსტიტუცია…

მეტი...

,,ძალიან მალე გამოვაცხადებთ შესაბამის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც დარეგულირდება საპენსიო სისტემა ძალოვანი უწყებებისთვის”- ღარიბაშვილი

ჩვენ ახლა ვმუშაობთ იმაზე, რომ ზოგადად, ძალოვანი უწყებების თანამშრომელთა ამჟამინდელი სამსახური იყოს შესაბამისად დაფასებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ის ძალიან მალე გამოაცხადებს შესაბამის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც დარეგულირდება საპენსიო სისტემა ძალოვანი უწყებებისთვის. „მე კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ნათელი ხსოვნის წინაშე. სამსახურის ხელმძღვანელმა სიტყვა გახსნა და წუთიერი დუმილით  პატივი მივაგეთ ჩვენს გმირებს, ჩვენს დაღუპულ ვეტერანებს და არა მხოლოდ. ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ახლა ვმუშაობთ იმაზე, რომ ზოგადად, ძალოვანი უწყებების თანამშრომელთა ამჟამინდელი სამსახური იყოს შესაბამისად დაფასებული. თქვენ…

მეტი...

კორონავირუსის ტესტის უზარმაზარი რიგი პეკინში (ვიდეო)

ეს ვიდეო ჩინეთის დედაქალაქ პეკინში გადავიღე, სადაც კორონავირუსის ტესტის ჩასატარებლად რიგში ერთ საათზე მეტი დამჭირდა. ეს იმიტომ, რომ ხვალ „ქამარი და გზის“ საერთაშორისო ფორუმი იხსნება, რომელსაც პირადად პრეზიდენტი სი ძინპინი ხსნის. ფორუმის ერთ-ერთი მთავარი სტუმარი კი რუსეთის პრეზიდენტი იქნება. შესაბამისად, იმ სივრცეში, სადაც ფორუმი ტარდება, კორონავირუსის ტესტის გარეშე არავინ დაიშვება. ამიტომ, მთელი საერთაშორისო საზოგადოება, რომელიც პეკინში ფორუმზე დასასწრებად ჩამოვიდა, სწორედ ამ რიგში დგას და ტესტის რიგს ელოდება. პეკინში კი 140 ქვეყნისა თუ რეგიონის 4 000-ზე მეტი დელეგცია იყოფება. ეკა გულუა პეკინიდან   პეკინში 140-ზე მეტი ქვეყნის 4 000-ზე მეტი დელეგაცია…

მეტი...

პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის შესახებ გადაწყვეტილებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლის განსახვავებული მოსაზრება გამოქვეყნდა

საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის შესახებ გადაწყვეტილებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლის, ირინე იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული მოსაზრება გამოქვეყნდა. მოსამართლეების მიიჩნევენ, რომ მათმა კოლეგებმა არასწორად განმარტეს საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის კონსტიტუციური მანდატი, ასევე პრეზიდენტის მიერ საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებაზე მთავრობის თანხმობის განმსაზღვრელი კონსტიტუციური დანაწესის არსი და მიზანი. ,,ჩვენი კოლეგების მიერ არსებითად არასწორად მოხდა საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სახელისუფლებო მოწყობის სისტემაში პრეზიდენტის კონსტიტუციური როლისა და დანიშნულების ანალიზი. კერძოდ, დასკვნის სამოტივაციო ნაწილის 24-ე–33-ე პარაგრაფები მიმოიხილავს პრეზიდენტის სტატუსს და შემოიფარგლება იმაზე მითითებით, რა უფლებამოსილებები არ გააჩნია საქართველოს პრეზიდენტს. ბუნებრივია, ვიზიარებთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის…

მეტი...

თავდასხმა ბრიუსელში – პოლიციამ ეჭვმიტანილი მამაკაცი გაანეიტრალა

ბელგიის პოლიციამ შვედეთის ორი მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი გაანეიტრალა. სპეცოპერაცია სხარბექის რაიონში ჩატარდა. ეჭვმიტანილს პოლიციამ კაფეში ესროლა. ბრიუსელის მერის, ფილიპ ქლოზის განცხადებით, ტერორისტულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი მარტო მოქმედებდა. თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტუნისელი 45 წლის აბდესლამ ლასუედია, რომელმაც ბელგიაში თავშესაფარი 2019 წელს მიიღო. ეჭვმიტალი ბელგიაში 2016 წლიდან ცხოვრობდა და პოლიციის ყურადღება იმავე წლიდან მიიქცია, როგორც რადიკალიზებულმა პიროვნებამ.

მეტი...

გეგუთის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე ფანჯრიდან გადახტა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, სოფელ გეგუთის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე ფანჯრიდან გადახტა. მეოთხე კლასელმა დაზიანებები მიიღო. მოსწავლემ თავი გაიტეხა, ასევე მოტეხილი აქვს ხელები. ბავშვი კლინიკაში გადაიყვანეს. სკოლის დირექტორის განცხადებით,  მოსწავლემ გაკვეთილის დასრულების შემდეგ ფანჯრიდან გადახტომა და სახლში ასე წასვლა გადაწყვიტა. სკოლამ პოლიცია გამოიძახა. ბავშვი ამ დროისთვის სახლში იმყოფება.

მეტი...

საქართველოში 2023 წლის III კვარტალში 10 340 კონცენტრაცია დარეგისტრირდა

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წლის მესამე კვარტალში, საქართველოში – ეკონომიკური აგენტების 10 340 კონცენტრაცია (გაერთიანება) დარეგისტრირდა. იდენტიფიცირებული მონაცემების მიხედვით, 10 337 შემთხვევაში რეგისტრირებულ კონცენტრაციებში მონაწილე მხარეების წლიური ბრუნვა, წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კრიტერიუმს წლიური ბრუნვის ნაწილში არ აკმაყოფილებდა. 3  შემთხვევა აკმაყოფილებდა, თუმცა 1 მათგანი კონკურენციის კანონმდებლობით განსაზღვრულ გამონაკლისებში მოექცა, სადაც სააგენტოს შეფასებით, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა კონცენტრაციის სააგენტოსთვის წინასწარ შეტყობინების ვალდებულებას. შესაბამისად, აღნიშნული ეკონომიკური აგენტების მიმართ სააგენტომ საქმისწარმოება დაიწყო. ინფორმაციისთვის: სააგენტოსათვის წინასწარ სავალდებულო შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე 20 მილიონ ლარს…

მეტი...