მაკრონი ტერორისტულ ჯგუფებთან საბრძოლველად საერთაშორისო კოალიციის შექმნის ინიციატივით გამოდის

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ტერორისტულ ჯგუფებთან საბრძოლველად საერთაშორისო კოალიციის შექმნის ინიციატივით გამოდის.

მისი თქმით, ეს, ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლის მოდელის მსგავსი უნდა იყოს,

“ტერორისტულ ჯგუფებთან ბრძოლა უმოწყალო უნდა იყოს, თუმცა არა წესების გარეშე”, – განაცხადა მაკრონმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების აუცილებლობას.

მსგავსი თემები