მარნეულში ქვეითს მანქანა დაეჯახა

მარნეულში ქვეითად მოსიარულეს მსუბუქი მანქანა დაეჯახა. შუახნის კაცმა დაზიანებები მიიღო. ის საავადმყოფოში გადაჰყავთ. ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების სამსახურია მობილიზებული.

მეტი...

კახეთში უბედურ შემთხვევას 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა

უბედური შემთხვევის შედეგად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 3 წლის ბიჭი დაიღუპა. ტრაგედია სოფელ არხილოსკალოში, ვეფხვისა და მოყმის მემორიალთან დატრიალდა. არსებული ინფორმაციით, მემორიალის ნაწილი, მოულოდნელად  ჩამოიშალა და იქ მყოფ მცირეწლოვანს დაეცა. ბავშვი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა.

მეტი...

პლანეტის ერთ-ერთი უძველესი ჩანჩქერი ჩინეთში – ვიდეორეპორტაჟი

ჰუანგოშუს ჩანჩქერი ჩინეთში, გუიჯოუს პროვინციაში, მდინარე ბაიჰიზე მდებარეობს. ეს ჩანჩქერი ერთ-ერთი უდიდესია არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ აღმოსავლეთ აზიაშიც. ჩანჩქერის სიმაღლე 77 მეტრზე მეტია, სიგანე კი დაახლოებით 101 მეტრია. ჩანჩქერი მდებარეობს უნიკალურ ბუნებრივ ზონაში, რომელსაც ხშირად „აღმოსავლეთ შვეიცარიას” უწოდებენ. ამ ბუნებრივ ზონაში 18 ჩანჩქერია, ისინი გარშემორტყმულია ზღაპრული ლამაზი ტყეებით. ნაკრძალს უამრავი ტურისტი სტუმრობს დღეც და ღამეც. ღამის ჩამჩქერს კი შემდეგ რეპორტაჟში შემოგთავაზებთ. ეკა გულუა გუიჯოუს პროვინციდან.

მეტი...

მსოფლიოში პირველი 1000 მეტრიანი ხიდი, რომელიც მთის კანიონზე აშენდა (ვიდეო)

ჩინეთი, გუიჯოუს პროვინციია, პრეფექტურის დონის ქალაქი ანშუნი სამხრეთ-დასავლეთ გუიჯოუს პროვინციაში მდებარეობს. ანშუნი ცნობილია ამ უზარმაზარი ხიდით, რომელიც მსოფლიოში პირველი ათასმეტრიანი ხიდია, რომელიც მთის კანიონზე აშენდა. ხიდის სიგრძე 2237 მეტრია, სიმაღლე – 370 მეტრი. ბალინგის ხიდი არის დაკიდული ხიდი, რომელიც კვეთს მდინარე ბალინგის ხეობას.  ეს არის  შანხაი-კუნმინგის ეროვნული ავტომაგისტრალის ნაწილი, რომელმაც ქალაქ კუნმინგსა და გუიანგს შორის ერთსაათიანი მანძილი 4 წუთამდე შეამცირა. ეკა გულუა ჩინეთიდან ვიდეორეპორტაჟი მიაოს ხალხის ცხოვრებიდან  

მეტი...

ვიდეორეპორტაჟი მიაოს ხალხის ცხოვრებიდან

კაილი, სოფელი შიდონგი – ადგილობრივების ცხოვრება (ფოტორეპორტაჟი)

მეტი...

ხერსონის რაიონში დაბომბვის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა – დაზიანდა 20-ზე მეტი სახლი

ხერსონის რაიონში დაბომბვის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. რუსულმა ძალებმა ბერისლავის, კახოვისა და ხერსონის რაიონებს დაარტყეს. კაზაცკიში დაშავდა 67 წლის ქალი, ივანოვკაში – 60 წლის ქალი და 41 წლის კაცი, ხერსონში – 82 წლის ქალი და 53 წლის მამაკაცი – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. დაბომბვის შედეგად დაზიანდა 20-ზე მეტი სახლი, სკოლა, მაღაზიები, საოფისე ფართები, ადმინისტრაციული შენობები და მანქანები. ადგილზე სპეციალური სამსახურები მუშაობენ.

მეტი...

,,შევცდი… არ უნდა მეთქვა და ბოდიშს ვიხდი” – ნეთანიაჰუ

პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ბოდიშს იხდის განცხადებისთვის, რომელშიც ის უსაფრთხოების სამსახურებს ადანაშაულებდა, რომ ისრაელზე „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმა ვერ აღკვეთეს. ,,შევცდი. ის, რაც პრესკონფერენციის შემდეგ ვთქვი, არ უნდა მეთქვა და ბოდიშს ვიხდი”, – დაწერა ნეთანიაჰუმ სოციალურ ქსელში და აღნიშნა, რომ ის უსაფრთხოების სამსახურის ყველა ხელმძღვანელს სრულად უჭერს მხარს. ,,ძალას ვუსურვებ ისრაელის თავდაცვის შტაბის უფროსს და თავდაცვის ძალების მეთაურებსა და ჯარისკაცებს, რომლებიც ფრონტზე არიან და ჩვენი სახლისთვის იბრძვიან”, – დაწერა ნეთანიაჰუმ.

მეტი...

ლატვია უკრაინის პოლიციას 12 დრონს გადასცემს

ლატვიის შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო პოლიცია, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური და სახელმწიფო სახანძრო-სამაშველო სამსახური უკრაინის სახელმწიფო პოლიციას 12 უპილოტო საფრენ აპარატს უსასყიდლოდ გადასცემს. ამის შესახებ ლატვიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, რიკარდს კოზლოვსკიმ ლიეტუვაში, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრთან, იგორ კლიმენკოსთან შეხვედრისას განაცხადა. შეხვედრისას მინისტრებმა უკრაინაში არსებული მდგომარეობა განიხილეს. ასევე ისაუბრეს ომის პირობებში უკრაინის შინაგან საქმეთა ორგანოების გამოცდილებაზე.

მეტი...

ღაზის სექტორის მცხოვრებლები გაეროს პალესტინის ლტოლვილთა სააგენტოს საწყობებში შეიჭრნენ

ღაზის სექტორის ათასობით მცხოვრები გაეროს პალესტინის ლტოლვილთა სააგენტოს საწყობებსა და სადისტრიბუციო ცენტრებში შეიჭრა. არსებული ინფორმაციით, ცენტრები დაარბიეს და იქ შენახული პროდუქტი და პირველადი მოხმარების საგნები დაიღეს. ,,ეს არის შემაშფოთებელი ნიშანი იმისა, რომ სამი კვირის ომისა და ღაზას მჭიდრო ბლოკადის შემდეგ, სოციალური წესრიგი იწყებს ნგრევას”, – თქვა თომას უაიტმა, UNRWA-ს საქმეთა დირექტორმა ღაზას სექტორში.

მეტი...

ფლორიდაში სროლის დროს დაიღუპა 2 და დაშავდა 18 ადამიანი

სროლა იყო ცოტა ხნის წინ ფლორიდაში, რის შედეგადაც დაიღუპა 2 და დაშავდა 18 ადამიანი. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა მოქალაქეები ჰელოუინის დღესასწაულს აღნიშნავდნენ – დაპირისპირება კი ორ ჯგუფს შორის დაიწყო. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ეჭვმიტანილი პირი კი პოლიციას თავად ჩაბარდა. მედიის ცნობით, ეძებენ სულ მცირე კიდევ ერთ პირს. გამომძიებლები თვლიან, რომ მომხდარში მინიმუმ ორი მსროლელი მონაწილეობდა. პოლიცია არ აკონკრეტებს, რა დაზიანებები აქვთ მიღებული დაშავებულებს. პოლიცია ორ ჯგუფს შორის მომხდარი ჩხუბის მიზეზებს ამ დრომდე იძიებს. „ეს იყო არეულობა ან ჩხუბი ორ ჯგუფს შორის. და ამ ბრძოლაში ასობით უდანაშაულო ადამიანი მონაწილეობდა… ისინი…

მეტი...

IDF-მა ღაზის საავადმყოფოს ევაკუაციისკენ მოუწოდა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას ქალაქის საავადმყოფოს ევაკუაციისკენ მოუწოდა. მათი სპიკერის თქმით, ღაზის ქალაქ ალ-კუდსის ჰოსპიტალმა ისრაელის ხელისუფლებისგან ევაკუაციის მოთხოვნით დღეს ორი ზარი მიიღო. სატელეფონო ზარებში საუბარი იყო “ნათელ და პირდაპირ საფრთხეზე, რომ საავადმყოფოს ევაკუაცია დაუყოვნებლივ უნდა მომხდარიყო”, წინააღმდეგ შემთხვევაში, შენობაში მყოფი ყველა ადამიანის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა მათ დაეკისრებოდათ. არსებული ინფორმაციით, საავადმყოფოში ამჟამად 12 000 ადამიანი აფარებს თავს. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ძირითადად ბოლო საჰაერო თავდასხმების დროს დაშავებული ბავშვები იმყოფებიან. მათი უმეტესობა შეერთებულია ჟანგბადის აპარატზე.

მეტი...

,,ჯერ კიდევ არსებობს საფრთხეები, გარკვეულ ჯგუფებს ჰქონდეთ დაძაბულობისა და არეულობის მცდელობა” – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ კიდევ არსებობს საფრთხეები, გარკვეულ ჯგუფებს ჰქონდეთ დაძაბულობისა და არეულობის მცდელობა, ხელისუფლებამ პრევენციული ღონისძიებები უნდა გაატაროს. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტის მიერ „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე ვეტოს დადების ფაქტის შეფასებისას განუცხადა. „არ ვიცი, რა შენიშვნებზეა საუბარი, თუმცა, აღნიშნული კანონპროექტი არ არის ჩვენი მოგონილი. ბევრ განვითარებულ, ევროპულ ქვეყანაში ანალოგიური კანონები მოქმედებს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ კიდევ არსებობს საფრთხეები, გარკვეულ ჯგუფებს ჰქონდეთ არეულობისა და დაძაბულობის მოწყობის მცდელობა, ჩვენ უნდა გავატაროთ პრევენციული ღონისძიებები. ამიტომ აღნიშნული კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვანია. ვინც ამას ეწინააღმდეგება,…

მეტი...

კაილი, სოფელი შიდონგი – ადგილობრივების ცხოვრება (ფოტორეპორტაჟი)

კაილი არის ქალაქის საგრაფო. ეს არის მაიოს მოსახლეობის პირველი ავტონომიური რეგიონი გუიჯოუს პროვინციაში. ეს არის მაიოს კულტურის ცენტრი, რომელიც  ყოველწლიურად მასპინძლობს 120-ზე მეტ ფესტივალს. აქ ყოველ წელს ტარდება მიაოს დრაკონის ნავის ფესტივალი, რომელიც ულამაზესი სანახავია. დრაკონის ნავებით, ტრადიციულ სამოსში მორთულები გადიან წყალში, იმართება შეჯიბრები და სხვადასხვა სანახაობა. მიაო ცნობილია ხელოვნებითა და ხელოსნობით, მათ შორის სამკაულებით, ნაქარგებით,  ბატიკით და ქაღალდის ჭრით. მათ აქვთ საქმაოდ დიდი ისტორია და  მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა. ეს არის მთიანი, კლდიანი და მწვანე ზონა. აქ არის უნიკალური დრაკონის ნავები, დახვეწილი ნაქარგები და ვერცხლის სამკაულები. ეს ყველაფერი ახასიათებს მიაოს…

მეტი...

,,მალტის სამიტზე უკრაინის მშვიდობის ფორმულის ათიდან ხუთ პუნქტზე მიმდინარეობს მუშაობა” – ზელენსკი

,,მალტის სამიტზე უკრაინის მშვიდობის ფორმულის ათიდან ხუთ პუნქტზე მიმდინარეობს მუშაობა”. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, ეს პუნქტებია „რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოება“, „სასურსათო უსაფრთხოება“, „ენერგეტიკული უსაფრთხოება“, „ყველა პატიმრისა და დეპორტირებული პირის გათავისუფლება“ და „უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მსოფლიო წესრიგის აღდგენა“. ,,ფორმულის თითოეული პუნქტისთვის შეიქმნა სახელმწიფოთა ჯგუფები, რომლებიც ორიენტირებულია მათ განხორციელებაზე. გლობალური უმრავლესობა თანდათან ერთიანდება მშვიდობის ფორმულაში ასახული საერთო და სამართლიანი ხედვის ირგვლივ. მსოფლიოს ერთიანობა არის ის, რაც ნამდვილად საჭიროა აგრესორების დასამარცხებლად”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

,,არგუმენტები არასაკმარისია… მივიღებთ ვეტოს დაძლევის გადაწყვეტილებას” – არჩილ თალაკვაძე

,,ქართული ოცნების” წევრი, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილებებზე არგუმენტები არასაკმარისია, ამიტომ მმართველი პარტია უმრავლესობით ვეტოს დაძლევის გადაწყვეტილებას მიიღებს. ,,არავის ჰქონია პრობლემა საკუთარი პროტესტის გამოხატვაზე, მაგრამ ჯგუფებს, რომლებსაც უნდათ საზოგადოების გულწრფელი პროტესტი გადააქციონ არეულობაში და დესტაბილიზაციაში, ხელისუფლება არ მივცემთ ამის შესაძლებლობას. ყველა, ვინც ამ კანონს უპირისპირდება და ვინც თვლის, რომ საქართველოს არ სჭირდება ხვალ უსაფრთხოება, სტაბილურობა და სიმშვიდე, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა და სიცოცხლე აქციების დროს იყოს დაცული, ეს ხალხი უპირისპირდება ზუსტად ამ კანონს. რაც შეეხება ვეტოს, არგუმენტები აბსოლუტურად არასაკმარისია, არაა საფუძველი იმისთვის, რომ ეს…

მეტი...

ყაზახეთში, მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა

ყაზახეთში, ფოლადის გიგანტის ArcelorMittal-ის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა, დაკარგულად ითვლება 8. არსებული ინფორმაციით, შახტიდან 208 მაღაროელი ამოიყვანეს, მათგან 18-ს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. მომხდარის მიზეზი ლავაში მეთანის გაზის აფეთქება გახდა. ყაზახეთში 29 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. ეს არის მეორე შემთხვევა ბოლო ორი თვის განმავლობაში ყაზახეთში ArcelorMittal-ის მიერ ოპერირებად ადგილზე. აგვისტოში ყარაგანდას მაღაროში ხანძრის შედეგად ოთხი მაღაროელი დაიღუპა.

მეტი...

ისრაელში ქართველი ებრაელი 9 წლის ბავშვი დაიღუპა

ისრაელში ქართველი ებრაელი, 9 წლის ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ბავშვი აშდოდის დაბომბვის დროს გულის შეტევით გარდაიცვალა. მოზარდი მას შემდეგ დაიღუპა, რაც “ჰამასის” თავდასხმის დროს საჰაერო განგაში ჩაირთო. შეგახსენებთ, რომ ისრაელში “ჰამასის” თავდასმას ქართველი ებრაელი თამარ გოლდბერგი ემსხვერპლა. ოჯახი გოლდბერგს 2 კვირის განმავლობაში ეძებდა, მათ შორის, საკუთარი ძალებით. ის იმ მუსიკალურ ფესტივალზე იმყოფებოდა, რომელსაც 7 ოქტომბერს “ჰამასი” დაესხა თავს. თამარ გოლდბერგს კვირას დაკრძალავენ.

მეტი...

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ლევან ლობჟანიძე დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ლევან ლობჟანიძე კლიშევკას დასახლებასთან მიმდინარე შეტაკებებს ემსხვერპლა. ლობჟანიძე პროფესიონალი სამხედრო იყო, იბრძოდა აფხაზეთშიც, უკრაინაში კი დაჯგუფება “თბილისის” წევრი იყო. ოკუპანტებთან შეტაკების დროს დაიჭრა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, დავით აბულაძე, რომლის სიცოცხლესაც ამჟამად საფრთხე არ ემუქრება. შეგახსენებთ, რომ ლობჟანიძე უკრაინაში რუსულ აგრესიას შეწირული 51-ე ქართველი მებრძოლია.

მეტი...

ხელვაჩაურში ავარიას 2 არასრულწლოვანი ემსხვერპლა

ხელვაჩაურში ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 არასრულწლოვანი. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ეწ. მახოს ხიდთან მოხდა, მანქანა ხიდიდან გადავარდა. ავტომობილში სულ 9 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 6 დაშავებული სხვადასხვა კლინიკაში მკურნალობს, ერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია. ამ დროისთვის სხვა დამატებითი დეტალები უცნობია.

მეტი...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრეფიკინგის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრეფიკინგის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 1975 წელს დაბადებული ვ.ა. დააკავა. დანაშაული 12-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ადამიანებით ვაჭრობის სქემა შეიმუშავა და აღნიშნული სქემის სისრულეში მოყვანისა და შრომითი ექსპლუატაციის გაწევის მიზნით, მეუღლეს, ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, ქალაქ ბათუმში მოწყალების შეგროვებას აიძულებდა. ასევე, გამოძიებით დადგენილია რომ დაკავებულმა, დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით, შშმ პირი თბილისიდან ქუთაისში, მოტყუებით წაიყვანა, რომელსაც სხვადასხვა ქუჩასა და საავტომობილო გზებზე მოწყალების შეგროვებას აიძულებდა. დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ფულს კი, სრულად ისაკუთრებდა. იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებულები ბრალდებულის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარს იტყოდნენ,…

მეტი...

,,ისრაელმა ღაზის სექტორში წითელი ხაზები გადაკვეთა” – იბრაჰიმ რაისი

,,ისრაელმა ღაზის სექტორში წითელი ხაზები გადაკვეთა”. ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, იბრაჰიმ რაისიმ განაცხადა. ,,ვაშინგტონი გვთხოვს, არაფერი გავაკეთოთ, მაგრამ ისინი ისრაელის ფართო მხარდაჭერას განაგრძობენ. აშშ-მ გაუგზავნა შეტყობინებები წინააღმდეგობის ღერძს, მაგრამ მიიღო მკაფიო პასუხი ბრძოლის ველზე”, – ამბობს რაისი.

მეტი...

ისრაელი ღაზის მშვიდობიან მოსახლეობას სამხრეთში გადასვლისკენ მოუწოდებს

ისრაელი ღაზის მშვიდობიან მოსახლეობას ჩრდილოეთ ნაწილიდან სამხრეთში გადასვლისკენ მოუწოდებს. გაფრთხილებას ისრაელის თავდაცვის ძალები აქვეყნებს. მათი ცნობით, სამხედოები ტერორისტულ დაჯგუფება “ჰამასთან” ომის “შემდეგ ეტაპზე” გადადიან და “ოპერაციებს აფართოებენ”. “ჩრდილოეთ ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობა დროებით ღაზის სამხრეთით უნდა გადავიდეს. შედარებით უსაფრთხო ზონაში, სადაც მათ შეუძლიათ მიიღონ წყალი, საკვები და მედიკამენტები”, – ამბობს IDF-ის სპიკერი. მისივე თქმით, ორშაბათს “ღაზის მიმართულებით ჰუმანიტარული დახმარება, ეგვიპტისა და შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით, გაფართოვდება”.

მეტი...

ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა დაახლოებით 299 080 სამხედრო დაკარგა

​უკრაინის გენშტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 29 ოქტომბრამდე არსებულ ინფორმაციას მოიცავს. უწყების ცნობით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში, თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს დაახლოებით 660 სამხედრო, 8 ტანკი და 9 ჯავშანტექნიკა. რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები კი ასეთია: ჯარისკაცი – დაახლოებით 299 080; ტანკი – 5 175; ჯავშანტექნიკა – 9 758; საარტილერიო სისტემა – 7 188; სარაკეტო სისტემა – 834; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 558; თვითმფრინავები – 320; ვერტმფრენი – 324; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 5 399; საკრუიზო რაკეტები – 1 544;…

მეტი...

,,ვისაც აქვს სტრესული მდგომარეობა, ვურჩევდი, გაემგზავროს სამშობლოში. ეს პროცესი არ დასრულდება 2-3 თვეში” – ჟვანია

,,ვისაც აქვს სტრესული მდგომარეობა, ვურჩევდი, გაემგზავროს სამშობლოში. ეს პროცესი არ დასრულდება 2-3 თვეში”. ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩი, ლაშა ჟვანია საუბრობს. „გაიხსნა სკოლები, საბავშვო ბაღები, ძირითადად ის შენობები, სადაც დაცულია თავშესაფარი და შეიძლება, შეიყვანო ბავშვები საჰაერო განგაშის დროს. ბუნებრივია, საჰაერო განგაშები არ წყდება, კვლავ დაძაბული ვითარებაა. ამ ყველაფერს თან ახლავს ფსიქოლოგიური სტრესიც, უკვე სამი კვირაა ამ მდგომარეობაში ვართ. ვისაც აქვს გარკვეული სტრესული მდგომარეობა, ვურჩევდი, რომ გაემგზავროს სამშობლოში და მშვიდ გარემოში იყოს, ვიდრე იყოს გაძლებაზე ამ სტრესში, რადგან ეს პროცესი არ დასრულდება ორ და სამ თვეში. ესაა საკმაოდ ხანგრძლივი საომარი მოქმედებები.…

მეტი...

ღაზაში გუშინ ,,ჰამასის” 450-მდე ობიექტი დაიბომბა

გასული დღის განმავლობაში ღაზის სექტორში გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა ,,ჰამასის” 450-მდე ობიექტი დაბომბეს. IDF-ში აცხადებენ, რომ სამიზნეები ,,ჰამასის” სამეთაურო ცენტრებსა და სადამკვირვებლო პუნქტებს მოიცავდა. თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ ისრაელის სახმელეთო ჯარებმა დაარტყეს “ჰამასის” ტერორისტულ უჯრედებსა და რაზმებს, რომლებიც სარაკეტო თავდასხმებს ამზადებდნენ. ასევე, მიმართეს თვითმფრინავებს ტერორისტული ჯგუფის კუთვნილი სხვა ადგილების დასამიზნებლად.

მეტი...