გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რეგიონებში მოსალოდნელია წვიმა ზოგან ძლიერი, 3 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რეგიონებში შესაძლებელია ძალიან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

მეტი...

აშშ უკრაინისთვის დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

აშშ უკრაინისთვის დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს. „ჩვენ მალე გამოვაცხადებთ უკრაინის დახმარების კიდევ ერთ პაკეტს, რათა გამოვხატოთ ჩვენი უცვლელი მხარდაჭერა უკრაინის მამაცი ხალხის მიმართ. თუ პუტინი ფიქრობს, რომ ჩვენზე დიდხანს გაძლებს, ის ცდება”, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა. მისი თქმით, დახმარების ეს პაკეტი „იქნება სიგნალი” იმისა, რომ შეერთებული შტატები აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია დაეხმარება კიევს იმდენად, რამდენადაც ეს საჭიროა.

მეტი...

დონალდ ტრამპი ნიუ იორკში, მანჰეტენის სასამართლოში იმყოფება

სამოქალაქო თაღლითობის საქმის განხილვისთვის აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ნიუ იორკში, მანჰეტენის სასამართლოში იმყოფება. ტრამპის საქმის პროკურორმა, ლეტიცია ჯეიმსმა განაცხადა, რომ არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ძლიერია ადამიანი ან რამდენი ფული აქვს, რადგან კანონზე მაღლა არავინ დგას. სასამართლოში შესვლამდე დონალდ ტრამპმა საქმის მოსამართლე და პროკურორი გააკრიტიკა და თქვა, რომ საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული. შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკის სასამართლომ დონალდ ტრამპი თაღლითობაში პასუხისმგებლად სცნო.

მეტი...

საბერძნეთში მოკლული ქართველი ემიგრანტი კობა აშოთიაა

საბერძნეთში მოკლული საქართველოს მოქალაქე  კობა აშოთიაა. 74 წლის ბერძენმა კაცმა 50 წლამდე ქართველი ემიგრანტი ცოლ-შვილის თანდასწრებით მოკლა. გარდა ამისა, დაჭრილია მოკლულის ცოლიც, რომელსაც ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ, დაჭრილ ქალის მდომარეობა მძიმეა. ,,ეს იყო განზრახ, მიაკითხა. ჩემი დეიდაშივლი კობა აშოთიააა, მეუღლე ბავშვებს გადაეფარა. ეს მამაკაცი ოჯახის წევრივით ჰყოლიათ, მეგობრებედნენ, ახლობლობდნენ”,  – ამბობს ოჯახის ახლობელი. ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევა ათენში, 1 ოქტომბერს, 02:30 საათზე მოხდა. თავდამსხმელი წყვილის სახლში შეიარაღებული მივიდა და ქართველ კაცს ესროლა. ის პოლიციამ უკვე დააკავა.

მეტი...

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ე.წ. კარვების კანონპროექტს მხარი დაუჭირა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში შესატან ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. აღნიშნულ კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, ახალი ნორმების დარღვევა გამოიწევს ,,სამართალდარღვევის საგნის” კონფისკაციას და დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ან “სამართალდარღვევის საგნის” კონფისკაციასა და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ,,დამრღვევი” ორგანიზატორი იქნება, მოხდება სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და მისი დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღემდე ვადით. კანონპროექტის ინიციატორები ამტკიცებენ, რომ კანონში ცვლილების განხორციელების მიზეზი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებული განცხადებაა, რომელშიც ნათქვამი იყო,…

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა გორში – ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

გორში, სუხიშვილის ქუჩაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლები ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდნენ.

მეტი...

ხონში კომისარიატის ყოფილი შენობა დაიწვა

ხონში კომისარიატის ყოფილი შენობა დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევ მიზეზად, გაუმართავი ელექტროგაყვანილობა სახელდება. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური და სასწრაფო დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული.

მეტი...

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმის ქუჩები დაიტბორა

ბათუმში უხვი ნალექის შედეგად ქალაქის ქუჩები დაიტბორა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დატბორილია, მემედ აბაშიძის ქუჩა. ამ დროისთვის სხვა დამატებითი დეტალები უცნობია.

მეტი...

გულისტკივილს გამოვხატავ, რომ უარის თქმა მიწევს „ევროპალია საქართველოს“ ინაუგურაციაში თქვენთან ერთად მონაწილეობაზე – პრეზიდენტი ბელგიის მეფეს

“3 და 4 ოქტომბერს ჩანიშნული საკონსტიტუციო სასამართლოში ჩემი იმპიჩმენტის თაობაზე წარდგინების განხილვა – აბსოლუტურად შეუძლებელს ხდის შევასრულო ჩემი წარმომადგენლობითი მოვალეობა ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე”  – ამის შესახებ  სალომე ზურაბიშვილმ ბელგიის მეფისთვის მიწერილ წერილშია ნათქვამი. დაესწრება თუ არა პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვას, ეს ამ ეტაპზე  უცნობია. ,,თქვენო უდიდებულესობავ, გულწრფელ გულისტკივილს გამოვხატავ იმის გამო, რომ მიწევს უარის თქმა ჩემი ქვეყნისათვის როგორც კულტურული, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობის მქონე ღონისძიების, „ევროპალია საქართველოს“ ინაუგურაციაში თქვენთან ერთად მონაწილეობაზე. ევროპის გულში საქართველოს ევროპული კულტურისა და იდენტობის წარდგენა სწორედ იმ დროს, როდესაც წყდება ისეთი საკვანძო საკითხი, როგორიც არის ჩვენთვის…

მეტი...

ჩვენი ერთ-ერთი მხარდაჭერის პროექტის წინააღმდეგ ბრალდებები მცდარია – აშშ-ის საელჩო

დღეს ჩვენი ერთ-ერთი მხარდაჭერის პროექტის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები მცდარია და არსებითად არასწორად ასახავს საქართველოსთვის ჩვენი დახმარების მიზნებს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, , USAID-ი საქართველოს მოსახლეობას 1992 წლიდან უჭერს მხარს და  ეს მხარდაჭერა გამჭვირვალეა. ,,დღეს ჩვენი ერთ-ერთი მხარდაჭერის პროექტის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები მცდარია და არსებითად არასწორად ასახავს საქართველოსთვის ჩვენი დახმარების მიზნებს. USAID-ი საქართველოს მოსახლეობას 1992 წლიდან უჭერს მხარს. როგორც ყოველთვის, ეს მხარდაჭერა გამჭვირვალეა და მივესალმებით ნებისმიერ შესაძლებლობას, განვიხილოთ ყველა შეშფოთება, რომელიც მთავრობას შეიძლება ჰქონდეს. მოქალაქეების უფლება, თავისუფლად გამოხატონ თავიანთი აზრი და მისწრაფებები…

მეტი...

მთავრობის გადაწყვეტილებით, ფქვილის იმპორტის შემთხვევაში, ერთ ტონაზე დამატებით 50 ლარი, ანუ ჯამში 250 ლარი საფასური დაწესდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ ნასარიძემ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ადგილობრივი ხორბლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ გააკეთა განმარტება. „მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, არასტანდარტული ვითარებაა შექმნილი ხორბლის ფასის ფორმირების და, ზოგადად, ლოგისტიკის კუთხით. ამ მიმართულებით, რამდენიმე თვის წინ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რითაც ვითარება ფქვილის იმპორტის ზრდასთან დაკავშირებით დაბალანსდა ფქვილის იმპორტზე დაწესებული 200 ლარიანი დამატებითი საფასურით. თუმცა, ამ თვეების განმავლობაში გამოიკვეთა, რომ, ფქვილის იმპორტი კვლავ მზარდი ტენდენციით ხასიათდება. ეს განპირობებულია ისევ და ისევ ფასის არასტაბილური ფორმირებით, იმ ჭარბი მოსავლით, რაც…

მეტი...

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისია დასკვნას ამზადებს

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიაში მიმდინარეობს დასკვნის მომზადება. ვენეციის კომისია დასკვნაში ასევე გაითვალისწინებს იმ ახალ ცვლილებებსაც, რომელიც ბიუროზე დღეს გამოდის და რომლის განხილვასაც კომიტეტი დაიწყებს. ვენეციის კომისიის სხდომა კვირის ბოლოს გაიმართება და შესაბამისად, დასკვნასთან ერთად გვექნება ამ ცვლილებების საკომიტეტო განხილვის შესაძლებლობა“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, გარდა ამისა, ვენეციის კომისიაში გაგზავნილია „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილება, ასევე, ანტიკორუფციულო ბიუროსთან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან დაკავშირებით დებულებები. „ვენეციის კომისიამ აღნიშნა, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით დასკვნის მოსამზადებლად მეტი დრო დასჭირდება.…

მეტი...

ყველა მევენახე, ვისაც სტიქიისგან სრულად დაუზიანდა ყურძენი, ერთ ჰექტარზე 3500 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ ნასარიძემ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ გააკეთა განმარტება და აღნიშნა, რომ ყველა მევენახე, ვისაც სტიქიისგან სრულად დაუზიანდა ყურძენი, ერთ ჰექტარზე 3500 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებს. „მოგეხსენებათ, რთველი საკმაოდ აქტიურ ფაზაშია შესული. საკმაოდ წარმატებულად და ორგანიზებულად მიმდინარეობს პროცესი. დღეისათვის, გადამუშავებულია, დაახლოებით, 180 ათასი ტონა ყურძენი. 13 ათას მევენახეს ყურძენი უკვე ჩაბარებული აქვს; მათი შემოსავალი, დაახლოებით, 200 მილიონი ლარია. თუმცა, სამწუხაროდ, პარალელურად ამ პროცესისა, ბოლო პერიოდში გააქტიურებულმა სტიქიურმა მოვლენებმა, ამ დარგსაც მიაყენა სერიოზული ზიანი. 2 სექტემბრის და 17…

მეტი...

ევროკავშირი მალე ლისაბონიდან ლუგანსკამდე გადაიჭიმება – ანალენა ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკის განცხადებით, უკრაინის მომავალი ევროკავშირშია, რომელიც მალე ლისაბონიდან ლუგანსკამდე გაფართოვდება. „ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ამ შეხვედრით ევროკავშირი გადავიტანეთ იქ, სადაც ევროპის გული მოცემულ მომენტში ყველაზე ძლიერად ძგერს – აქ, კიევში, უკრაინაში. უკრაინის მომავალი ევროკავშირში, თავისუფლების ჩვენს გაერთიანებაშია და ის მალე ლისაბონიდან ლუგანსკამდე გადაიჭიმება. თითოეული სოფლით, თითოეული მეტრით, რომელსაც უკრაინა ათავისუფლებს, თითოეული მეტრით, სადაც ის ადამიანებს იხსნის, ის ასევე აგებს გზას ევროკავშირისკენ. და ჩვენ, ევროპელი პარტნიორები და მეგობრები გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა.  

მეტი...

ლაგოდეხში, 14 წლის ბიჭს მანქანა დაეჯახა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში 14 წლის ბიჭს მანქანა დაეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას ”პრაიმტაიმი” ავრცელებს. მოზარდს მსუბუქი ავტომობილი იმ დროს შეეჯახა, როდესაც  ის ველოსიპედით, ცენტრალურ ქუჩაზე მოძრაობდა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმები ვარაუდით, მოზარდს ერთ-ერთი კიდურის მოტეხილობა აქვს. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია იმყოფება.

მეტი...

,,ყველა უნდა გაფრთხილდეს, რადგან  ვერავითარი არეულობა ამ ქვეყანაში ვერ მოხდება”- თეა წულუკიანი

ჩვენი პასუხი ამ ყველაფერზე შემდეგია: ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც ვერანაირ არეულობას ვერ შეიწყნარებს. ასეთი არეულობა არ იქნება დაშვებული და ვერც ვერავინ ამ არეულობის წარმატებით განხორციელებას ვერ შეძლებს – ასე ეხმაურება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. მისი თქმით, ყველა უნდა გაფრთხილდეს, რადგან  ვერავითარი არეულობა ამ ქვეყანაში ვერ მოხდება. „ჩვენ ვიხილეთ და მოვისმინეთ დღეს არა მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება და ბრიფინგი, არამედ კონკრეტული მტკიცებულებები, ვიდეო და აუდიოფაილების სახით, სადაც ჩვენმა საზოგადოებამ, ჩვენც მათთან ერთად მოვისმინეთ, რომ ვიდეოში კონკრეტული პირები ატარებენ ტრენინგს და…

მეტი...

,,საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის არმინიჭება იქნებოდა მოსკოვისთვის ძალიან საშიში სიგნალის გაგზავნა”- პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად არის განწყობილი, რადგან არავის სურს მოსკოვისთვის არასწორი სიგნალების გაგზავნა. მისი თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის არმინიჭება იქნებოდა მოსკოვისთვის ძალიან საშიში სიგნალის გაგზავნა. „მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ვფიქრობ, რომ, დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, არავის სურს მოსკოვისთვის არასწორი სიგნალების გაგზავნა, რადგან საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის არმინიჭება იქნებოდა მოსკოვისთვის ძალიან საშიში სიგნალის გაგზავნა იმის შესახებ, რომ საქართველო აღარ იმყოფება ევროპის ფიქრებში ან იმ ქვეყნების ჯგუფში, რომლებიც ევროპული ინტეგრაციისკენ მიისწაფვიან, რა სიჩქარითაც არ უნდა ხდებოდეს ეს. რუსეთმა უკვე დაიწყო უზარმაზარი ჰიბრიდული…

მეტი...

თანხმობაში ვარ ხალხთან, კონსტიტუციასთან და საერთოდ არ ვარ მარტო – სალომე ზურაბიშვილი

,,მე ვარ თანხმობაში ხალხთან, კონსტიტუციასთან და საერთოდ არ ვარ მარტო“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლატვიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა. ჟურნალისტი პრეზიდენტს მთავრობასთან ბოლოდროინდელ ურთიერთობებზე ესაუბრა და ჰკითხა, ხომ არ გრძნობს პრეზიდენტი თავს მარტოდ. „არანაირად, რადგან მე ხალხმა ამირჩია და მას წარმოვადგენ. ვგრძნობ, რომ წარმოვადგენ მათ ევროპასთან დაახლოების სურვილს, რაც ჩვენი, როგორც უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოს ღირებულებაა და ეს არის ის, რასაც ვერავინ შეეწინააღმდეგება. მე ასევე წარმოვადგენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების ფართო კონსენსუსს. ვფიქრობ, ყველა ერთ ხაზზეა. ასევე, საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ მე ყველაფერი უნდა გავაკეთო, რაც შემიძლია, რაც…

მეტი...

ბულგარეთი ქვეყანაში რუსულნომრიანი მანქანების შესვლას კრძალავს

ბულგარეთი ქვეყანაში რუსულნომრიანი მანქანების შესვლას კრძალავს. ამის შესახებ ბულგარეთის პოლიციის უფროსმა, ანტონ ზლატანოვმა განაცხადა. ზლატანოვის თქმით, აკრძალვა 2 ოქტომბრის დღის ბოლომდე შევა ძალაში. მისი თქმით, რუსული სატვირთო მანქანების შემოსვლა ბულგარეთში რამდენიმე თვეა აკრძალულია. მანამდე ევროკომისიამ 2022 წელს შემოღებული სანქციების გამოყენების წესებთან დაკავშირებით განმარტებები გამოაქვეყნა. მათ განაცხადეს, რომ რუსეთში რეგისტრირებული პირადი მანქანებით ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა ჩაითვლება აკრძალულ იმპორტად, მაშინაც კი, თუ ისინი გამოიყენება პირადი მიზნებისთვის და არა კომერციული მიზნებისთვის.

მეტი...

დიდუბის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა კვირის ბოლოსკენ სრულად აღდგება – კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე შალიკაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაციის პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და განხორციელებული სამუშაოები შეაფასა. კახა კალაძის განცხადებით, ხიდზე ავტომობილების თავისუფლად გადაადგილება კვირის ბოლოსთვის თავისუფლად იქნება შესაძლებელი. „შალიკაშვილის სახელობის, ე.წ. დიდუბის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია. დაახლოებით კვირის ბოლოს მოძრაობა სრულად აღდგება და გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი,  თუმცა სამუშაოები გაგრძელდება. მიმდინარეობს თაღების მოპირკეთების სამუშაოები, ტროტუარების კეთილმოწყობა, გარე განათების ახალი ბოძები დამონტაჟდება, ხიდზე დეკორატიული მინათებები გაკეთდება და სამუშაოების დასრულებას ვფიქრობთ ოქტომბრის ბოლოსკენ“, – განაცხადა კახა კალაძემ. ამ დროისთვის, ტროტუარზე ფილების დაგების სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის ქვედა…

მეტი...

გვინდა დავეხმაროთ დაზარალებულ მევენახეებს და დაზიანებულ 1 ჰექტარზე 3500 ლარი გამოვუყოთ დახმარების სახით – ღარიბაშვილი

როგორც 2 წლის წინ გავაკეთეთ, ახლაც გვინდა დავეხმაროთ დაზარალებულ მევენახეებს და დაზიანებულ 1 ჰექტარზე 3500 ლარი გამოვუყოთ დახმარების სახით, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს დაეხმარება მათ, რომ გამოიყენონ მიზნობრივად  დაზიანებული ვენახის გადარჩენაში და შემდეგ კვლავ აღდგენაში. „მინდა, კიდევ ერთხელ, ჩვენი საზოგადოებისთვის განვმარტო შემდეგი გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც ჩვენ მივიღეთ რამდენიმე დღის წინ. მოგეხსენებათ, რომ კახეთის რეგიონში ახლა მიმდინარეობს ძალიან წარმატებულად რთველი, მე პირად მოვინახულე, ადგილზე ჩავედი და სიტუაცია არის ძალიან კარგი. ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით ჩვენს ხალხს. მევენახეებს, სამწუხაროდ, ძალიან ბევრს დაესეტყვა ათასობით…

მეტი...

მინდა გავაფრთხილო, როგორც ქვეყნის შიგნით მოქმედი მტრული ძალები, ასევე მათი მხარდამჭერები საზღვრებს გარეთ, რომ არ დავუშვებთ არავითარ არეულობას ქვეყანაში – პრემიერი

ანტისახელმწიფოებრივი ძალების მიზანი ძალადობა, არეულობა, დესტაბილიზაციაა, მათ არ მოსწონთ რომ ქვეყანას შევუნარჩუნეთ მშვიდობა და სტაბილურობა, მათი სურვილია ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობა და ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა. ეს იყო თავდაპირველი მიზანი, ეს რჩება სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მათ მიზნად-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება არ ქვეყანაში არეულობას არ დაუშვებს. ,,საზოგადოებამ დღეს დილით მოისმინა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და კონკრეტული მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მზადდება არეულობა ქვეყანაში. იცით, რომ ჩვენ რამდენიმე ხნის წინ ვაცნობეთ საზოგადოებას ამის თაობაზე, გავუმხილეთ ის გეგმები და ჩანაფიქრი, რომელიც აქვს ჩვენს დესტრუქციულ ძალებს, ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ…

მეტი...

,,საქართველოში შენარჩუნდება მშვიდობა და არავის მიეცემა საშუალება, ქვეყანაში მეორე ფრონტი გაიხსნას”- კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არეულობისა და სისხლისღვრის უფლება არავის მიეცემა და კანონის დარღვევის შემთხვევაში, სახელმწიფო შესაბამისად იმოქმედებს. ამის შესახებ მან „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა. „კიდევ ერთხელ ვიმეორებ: არავის გამოუვა, ქვეყანაში შემოიტანოს რევოლუცია, დაპირისპირება, სისხლისღვრა და ხელისუფლების დამხობა ბინძური მეთოდებით. სახელმწიფო იქნება მოწოდების სიმაღლეზე, დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, მოსახლეობას, მათ შორის, მანიფესტანტების ინტერესს და უსაფრთხოებას. თუ რატომ შედის აღნიშნულ კანონში ცვლილებები, განმარტებები უკვე გაკეთდა. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში თითოეული ადამიანის უსაფრთხოება იყოს დაცული“, – განაცხადა კახა კალაძემ. კითხვაზე – რატომ…

მეტი...

რუსეთმა ხარკოვისა და ხერსონის ოლქები დაბომბა

რუსეთმა ხარკოვისა და ხერსონის ოლქები დაბომბა. ამ ეტაპზე ​ხარკოვიდან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.  ოლქის ხელმძღვანელის, ოლეგ სინებუგოვის განცხადებით, რუსებმა რეგიონს S-300 ტიპის რაკეტები 5-ჯერ მაინც დაარტყეს.​ ხერსონსში სულ მცირე 7 ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს სატრანსპორტო კომპანიასა და საპატრულო მანქანას, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა. მათგან 2 პოლიციელია. დაშავებულებს შორის არიან 59 წლის ქალი და 12 და 13 წლის ბავშვები. ხერსონის ოლქის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდინის განცხადებით, ქალაქში ოკუპანტების თავდასხმის შედეგად გაჩენილმა ხანძარმა დააზიანა საცხოვრებელი კორპუსები, მაღაზიები, საწარმოს სახელოსნო, საბავშვო ბაღი, გიმნაზია, გაზსადენი, ბიზნეს ცენტრი, ჰუმანიტარული შტაბი,…

მეტი...

შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ამ ყველაფერს USAID აფინანსებს – კახა კალაძე რევოლუციური სცენარის მომზადების შესახებ

„ძალიან ბევრი სამწუხარო ფაქტი გროვდება, რომელიც USAID-ის ჩართულობით არის და პირდაპირ ასახავს მტრობას“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა. კახა კალაძე გამოეხმაურა სუს-ის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს, რომელიც საქართველოში რევოლუციური სცენარის მომზადებას ეხება. მისი თქმით, შემაშფოთებელია, რომ ამ ფაქტის უკან აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო დგას. „რა თქმა უნდა, ეს შემაშფოთებელი და მძიმე ფაქტია. ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაკეთდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან. ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმ მზაკვრული გეგმებისა, რომელიც ქვეყნის შიგნით და გარეთ საქართველოს მტრებს გააჩნიათ. თუმცა, კიდევ უფრო შემაშფოთებელია ფაქტი, რომ ამ ყველაფერს აშშ-ის…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილი არის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების პროექტი – შალვა პაპუაშვილი

მიხეილ სააკაშვილი არის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების პროექტი, რომელიც ხორციელდება საქართველოში, მისი ყველა აქტიურობა ასე უნდა დავინახოთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელსაც კითხვა დაუსხვე მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ პოსტთან დაკავშირებით. „სააკაშვილს რაც შეეხება, ბოლო გამოძიებებიდან გამომდინარეც, ჩვენ ვხედავთ, რომ სუს-მა კიდევ ერთხელ დაასახელა უკრაინის კონტრდაზვერვის მოადგილე, გია ლორთქიფანიძე, როგორც საქართველოში არეულობების ერთ-ერთი ორგანიზატორი. ის ასევე ბრალდებულია, რომ ორგანიზატორი იყო სააკაშვილის შემოპარვისა. მიხეილ სააკაშვილი არის სრულად უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების პროექტი, რომელიც ხორციელდება საქართველოში, ამიტომ მისი ყველა აქტიურობა ასე უნდა დავინახოთ. ეს არის ჩარევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში, მით…

მეტი...

,,იმპიჩმენტის საკითხი არის პოლიტიკური პროცესი, რაშიც სახალხო დამცველი ვერ ჩაერევა”- ლევან იოსელიანი

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით,  პრეზიდენტის იმპიჩმენტი პოლიტიკური პროცესია, რაშიც ვერ ჩაერევა. მისი თქმით, სახალხო დამცველს აქვს საშუალება სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართოს. ,,ზოგადად, იმპიჩმენტის საკითხი არის პოლიტიკური პროცესი, რაშიც სახალხო დამცველი, ბუნებრივია, ვერ ჩაერევა. თუმცა, სახალხო დამცველს აქვს საშუალება, რომ მიმართოს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით. იმპიჩმენტი რამდენად ჯდება კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებული უფლებების ჩამონათვალში, ეს ცალკე საკითხია. ამიტომ, ამაზე თუ იქნება მომართვა პრეზიდენტისგან, ალბათ, სახალხო დამცველის აპარატს მოუწევს მსჯელობა და მერე იქნება მიღებული გადაწყვეტილება არის თუ არა კონსტიტუციის შესაბამისი უფლებით გათვალისწინებული შემთხვევა, გვაქვს თუ არა უფლების დარღვევასთან საქმე თუ ეს არის…

მეტი...

ყველანაირი ცხოველი შემწვარ, მოხრაკულ თუ უმ მდგომარეობაში – რეპორტაჟი ჩინეთიდან

ჩინცისნი, ეს არის საწარმოო ქალაქი, ჩინეთის პროვინცია. მას „ჭკვიან ქალაქსაც“ ეძახიან. ცხოვრება გამთენიისას იწყება, 07:00 საათზე სავსეა ქუჩები ხალხით და 24:00 საათზეც კი გავლა შეუძლებელია. ეს ქალაქი შეტანილია მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სიაში. განთქმულია ცხარე კერძებით. თუ რა კერძებია პოპულარული, ერთად ვნახოთ რეპორტაჟში.

მეტი...

,,შინაგანად, ორივე მკვდრები ვართ”- ერაყში გამართულ ქორწილს 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ერაყში გამართულ ქორწილს სულ მცირე 150  ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტრაგედიას, რომელმაც მსოფლიო მოიცვა, თავად ნეფე-პატარძალი, 27 წლის რევანი და 18 წლის პატარძალი ჰანინი. ასევე ხანძარს გადაურჩნენ ქორწილის 100-ზე მეტი სტუმარიც, რომელმაც გაქცევა სამზარეულოს კარიდან  შეძლეს. თავდაპირველად შიშობდნენ, რომ ჰანინი და რევანი ხანძრის შედეგად გარდაიცვალნენ, თუმცა ორივე გადარჩა. ხანძარს სიძის ოჯახის 15 წევრის სიცოცხლე ემსხვერპლა. მისი თქმით, პატარძალს მეტყველების უნარი დაეკარგა. „ეს რეალობაა – ჩვენ თქვენს წინ ცოცხლები ვსხედვართ, მაგრამ, შინაგანად, ორივე მკვდრები ვართ. როდესაც ხანძარი გაჩნდა, ჩემს ცოლს ხელი მოვკიდე და ვცდილობდი, გარეთ გამომეყვანა. ფეხები დაზიანებული აქვს და მეტყველების უნარი…

მეტი...

როგორც ჩანს, ამერიკელი ხალხის ფული გამოყენებულია, რომ მოხდეს რევოლუციური პროცესების დაგეგმვა – შალვა პაპუაშვილი

USAID-მა გააკეთოს განმარტება, რატომ მიდის ამერიკელი ხალხის ფული სხვა ქვეყანაში არეულობის ინსპირაციის, ჯგუფების მომზადებისთვის, რომელთაც არეულობები უნდა დაგეგმონ და ძალადობის პროვოცირება უნდა მოახდინონ, – ასე ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგსა და გამოქვეყნებულ მასალებს. მისივე თქმით, USAID-ის მხრიდან ამ დრომდე არ გაკეთებულა განმარტება „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) პარალელური დათვლის შედეგებთან დაკავშირებით. „ეს არის შავი დღე საქართველოს მიმართ ამერიკის დახმარების ისტორიაში. როდესაც ჩვენ ვხედავთ, როგორც ჩანს, ამერიკელი ხალხის ფული აქ გამოყენებულია, რომ მოხდეს რევოლუციური პროცესების დაგეგმვა, ადამიანების მიზანმიმართული მომზადება არეულობისთვის და ძალადობის პროვოცირებისთვის. სამწუხაროა, რომ ამაში ჩართულია ამერიკელი ხალხის ფული,…

მეტი...

დაგვჭირდება განმარტებების მიღება, რატომ დაფინანსდა USAID-ის მიერ ტრენინგი, რომლის პირდაპირი მიზანი იყო საქართველოში რევოლუციის მომზადება – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგთან და გამოქვეყნებულ მასალებს ეხმიანება. მისი თქმით, ორგანიზაცია „კანვასის“ წარმომადგენლები ცდილობდნენ, დაემალათ ვიზიტის რეალური მიზანი. თუმცა, კობახიძის განცხადებით, გაირკვა, რომ მათი მიზანი საქართველოში რევოლუციური პროცესების შემზადება იყო. „მე ვუყურე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგს. თქვენ გახსოვთ, რომ თავიდან ეს ადამიანები ცდილობდნენ, დაემალათ მათი ვიზიტის რეალური მიზანი. საბურობდნენ იმაზე, რომ თითქოს კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან ჰქონდათ შეხვედრები, ტრენინგები, თუმცა, რეალურად გაირკვა, რომ მათი მიზანი იყო ჩვენს ქვეყანაში რევოლუციური პროცესების შემზადება და დაგეგმვა, რაც, ბუნებრივია, არის შემაშფოთებელი. მით უფრო შემაშფოთებელია ეს ყველაფერი, რომ როგორც გაირკვა,…

მეტი...

არ გამოვრიცხავ, პრეზიდენტმა ისეთი ნაბიჯი გადადგას რევოლუციური პროცესების მხარდაჭერისკენ, რასაც პირობითად ჰქვია გრიგორიადისის შეწყალება – კობახიძე

სალომე ზურაბიშვილი იმდენად აქტიურად არის ჩართული რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგში, არ გამოვრიცხავ, ისეთი ღია ნაბიჯი გადადგას რევოლუციური პროცესების მხარდაჭერისკენ, რასაც პირობითად ჰქვია გრიგორიადისის შეწყალება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს იქნება იმ ალიანსის გაშიშვლება, რომელიც არის შემდგარი სალომე ზურაბიშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. „ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, სხვათა შორის, ზურაბიშვილის შეწყალებული გვარამია საუბრობდა, რომ ზურაბიშვილმა უნდა შეიწყალოს გრიგორიადისი, რაც პირდაპირ დაკავშირებულია იმ ინფორმაციასთან, რომელიც მოვისმინეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან. ტრენინგებზე აქცენტი კეთდებოდა ახალგაზრდებზე, ახალგაზრდების ჩართულობაზე, პირდაპირ იყო საუბარი, რომ ახალგაზრდებს დასაკარგი არაფერი აქვთ და…

მეტი...

,,ჩვენი მოლოდინი არის ოპტიმისტური”- ირაკლი კობახიძე

”ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოსგან პოზიტიური მოლოდინი აქვთ. ,,მოლოდინს რაც შეეხება, კიდევ ერთხელ გავიმეორებ რაც არაერთხელ მითქვამს, ეს არის პირველი კურსის პირველი ლექციის კაზუსი, ეს არის უმარტივესი კაზუსი, რომლის ამოხსნას არ ესაჭიროება რაიმე განსაკუთრებული კვალიფიკაცია, არ სჭირდება განსაკუთრებული იურიდიული კვალიფიკაციაც კი, ამ კაზუსის ამოხსნას, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენი მოლოდინი არის ოპტიმისტური”, – განაცხადა კობახიძემ. მისი თქმით, “ხალხისგან მანდატი ვის რაზე აქვს, ეს განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით”. ,,მან პირდაპირ აღიარა, რომ არ აქვს უფლებამოსილება, იყოს ლიეტუვაში, თუმცა კონსტიტუციის დარღვევით მაინც აკეთებს ამას, იმიტომ,…

მეტი...

,,აქტიურად ახორციელებდნენ საპროტესტო მუხტის წარმოქმნის მეთოდიკისა და ძალადობრივი აქციების ჩატარების ტაქტიკის სწავლებას”- სუს-ი ორგანიზაცია „კანვასის“ წარმომადგენლებზე

25 სექტემბერს საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ სერბეთის მოქალაქეები სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი. აღნიშნული პირები დაკავშირებული არიან 2003 წელს საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებთან, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. უწყების განცხადებით, აღნიშნულ პიროვნებებს სხვადასხვა წლებში კავშირი ჰქონდათ სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში მიმდინარე ანალოგიურ პროცესებთან. „სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა მშვიდობიანი თანაცხოვრების ინტერესებიდან გამომდინარე, გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მიღებული ინფორმაციით, 2023 წლის 25 სექტემბერს საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ სერბეთის მოქალაქეები სინისა სიკმანი,…

მეტი...

,,ივანიშვილის რეჟიმის დასასრული ძალიან ახლოსაა”- მიხეილ სააკაშვილი

ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი  მიმართვას ავრცელებს და წერს, რომ 2012 წლის 2 ოქტომბერი ისტორიაში შევა არა როგორც “ქართული ოცნების”, არამედ ქართველი ხალხისა და პირადად მის გამარჯვების დღედ. მისი თქმით, ”ივანიშვილის რეჟიმის დასასრული ძალიან ახლოსაა.” ,,2012 წლის 2 ოქტომბერი ისტორიაში შევა არა როგორც “ქართული ოცნების”, არამედ ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი გამარჯვების დღედ! სიმართლე გითხრათ, ბოლო წუთამდე ბევრ ჩვენს მეგობარსაც არ სჯეროდა, რომ საქართველო, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში იყო მიღებული, იმ ტრადიციას არ დაარღვევდა და არ მოხდებოდა ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარება. მაშინ მე მივიღე გადაწყვეტილება, რომელიც ნამდვილად სჭირდებოდა ქართულ ახალგაზრდა დემოკრატიას, სწორედ ამ…

მეტი...