,,ხაზგასმით აღვნიშნე, რომ საქართველო მოწადინებულია იქცეს ენერგო ტრანზიტის, სატვირთო გადაზიდვებისა და ციფრული კავშირის რეგიონალურ ჰაბად” – პრემიერი

ხაზგასმით აღვნიშნე, რომ საქართველო მოწადინებულია იქცეს ენერგო ტრანზიტის, სატვირთო გადაზიდვებისა და ციფრული კავშირის რეგიონალურ ჰაბად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერზე“ წერს. ,,მქონდა პატივი სიტყვით გამოვსულიყავი ბრიუსელში ორგანიზებული „გლობალური კარიბჭის“ 2023 წლის ფორუმის ფარგლებში გამართულ სამუშაო პანელზე „სატრანსპორტო დერეფნების“ შესახებ. ხაზგასმით აღვნიშნე, რომ საქართველო მოწადინებულია იქცეს ენერგო ტრანზიტის, სატვირთო გადაზიდვებისა და ციფრული კავშირის რეგიონალურ ჰაბად” – აღნიშნავს პრემიერი.

მეტი...

მე დიდი ოპტიმიზმით ველოდები ჯერ 8 ნოემბრის გადაწყვეტილებას და შემდეგ უკვე დეკემბერში იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, მე არ მინდა ამაზე მეტი ვუთხრა ჩვენს ხალხს – ღარიბაშვილი

მე დიდი ოპტიმიზმით ველოდები ჯერ 8 ნოემბრის გადაწყვეტილებას და შემდეგ უკვე დეკემბერში იქნება საბოლოო გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა მე არ მინდა ამაზე მეტი ვუთხრა ჩვენს ხალხს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში, ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მთავრობა სისტემატიურ კოორდინაციაში იმყოფება ევროპელ მეგობრებთან და კოლეგებთან. „ეს პროცესი იყო ძალიან გამჭვირვალე, ღია. სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ძალიან ბევრი ხელისშემშლელი გარემოება არსებობდა, ბევრი ხელოვნური ბარიერები იქნა შექმნილი ოპოზიციის მხრიდან, მაგრამ საბოლოო ჯამში დღეს ვართ იმ მდგომარეობაში, მე არ მინდა წინასწარ დავასწრო მოვლენებს და წინასწარ რაიმე დავაანონსო, მაგრამ ჩემი მოლოდინი…

მეტი...

,,ურყევი ერთგულება გამოვავლინეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის განსაზღვრული 12 პრიორიტეტის მიმართ” – პრემიერი

ძვირფასო მეგობრებო, რაც მთავარია, ურყევი ერთგულება გამოვავლინეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის განსაზღვრული 12 პრიორიტეტის მიმართ. საგულდაგულო, ინკლუზიური და გამჭვირვალე პროცესის მეშვეობით მივაღწიეთ ძლიერ პროგრესს მათ შესრულებაში. გულდასმით გავითვალისწინეთ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან მიღებული ყველა წინადადება და ძლიერ წინსვლას მივაღწიეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიის მიერ ორგანიზებული ფორუმის ფარგლებში სამუშაო პანელზე − „სატრანსპორტო დერეფნები” − სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ის მთავარი მომხსენებელი იყო. მთავრობის მეთაურის თქმით, ქართველი ხალხი ელის, რომ საქართველოს შედეგები და რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური კონტექსტი სამართლიანად იქნება შეფასებული. „გულდასმით, ერთგულებით და ჯეროვნად შემუშავებული გეგმით…

მეტი...

,,მე აქ ჩამოვედი ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენის მოწვევით და ჩვენ აქ წარმოვაჩენთ საქართველოს” – პრემიერი ბრიუსელში ვიზიტზე

ჩვენი მონაწილეობა დღევანდელ ფორუმში არის ძალიან მნიშნელოვანი. მე აქ ჩამოვედი ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენის მოწვევით და ჩვენ აქ წარმოვაჩენთ საქართველოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში, ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ფორუმზე ძირითადი აქცენტი გაკეთდა ტრანსპორტის, ენერგეტიკის და დაკავშირებადობის თემატიკაზე. „ჩვენი მონაწილეობა დღევანდელ ფორუმში არის ძალიან მნიშნელოვანი. მე აქ ჩამოვედი ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენის მოწვევით და ჩვენ აქ წარმოვაჩენთ საქართველოს. ჩემს გამოსვლაში ვილაპარაკე აი იმ მსხვილ პროექტებზე, რომლებიც ჩვენ განვახორციელეთ და რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ. რა თქმა უნდა, ჩვენი ჩართულობა ამ პროცესში არის ძალიან მნიშნელოვანი, იცით რომ…

მეტი...

,,როგორც ჩანს, ქალბატონი სალომე ძალიან მოწყენილია, იმიტომ, რომ მას უმთავრდება ვადა და უნდა პოლიტიკაში დარჩენა” – ღარიბაშვილი

,,როგორც ჩანს, ქალბატონი სალომე ძალიან მოწყენილია, იმიტომ, რომ მას უმთავრდება ვადა და უნდა პოლიტიკაში დარჩენა” – ამბობს პრემიერი ღარიბაშვილი, პრეზიდენტ ზურაბიშვილის ოპოზიციასთან და დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრებთან დაკავშირებით. ,,მე აღარ მინდა მასზე ვილაპარაკო. როგორც ჩანს, ქალბატონი სალომე ძალიან მოწყენილია, იმიტომ, რომ მას უმთავრდება ვადა პრეზიდენტობის და უნდა პოლიტიკაში დარჩენა. მე ასე ავხსნიდი, რომ ყველაფერი უკავშირდება მის ამ სურვილს, რომ ალბათ უნდა პოლიტიკაში დარჩენა, მისი აფილაცია, პირდაპირი კოორდინაცია და შეთანხმებული მოქმედებები ოპოზიციასთანაც მხოლოდ ამას ადასტურებს, მე ზედმეტი კომენტარის გაკეთება აღარ მსურს. ჩვენ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს. მინდა ყველას წარმატება ვუსურვო”, – განაცხადა…

მეტი...

ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 4 რაკეტა ისროლეს

ლიბანიდან ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ კირიათ შმონას მიმართულებით ოთხი რაკეტა ისროლეს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ოთხივე ღია ადგილას დაეცა, რის შედეგადაც არავინ დაშავებულა და არც დაზიანება მიუღია. სამხედროები ამბობენ, რომ ამ თავდასხმისას რკინის გუმბათის სისტემა არ გამოყენებულა, რადგან ჭურვები დასახლებული პუნქტების მიმართულებით არ მიდიოდა.

მეტი...

,,შოკირებული ვარ ჩემი განცხადების არასწორი ინტერპრეტაციით” – გუტერეშის პასუხი ისრაელს

,,შოკირებული ვარ ჩემი განცხადების არასწორი ინტერპრეტაციით”. ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა. ,,შოკირებული ვარ უშიშროების საბჭოში ჩემი გუშინდელი განცხადების არასწორი ინტერპრეტაციით – თითქოს მე ვამართლებდი “ჰამასის” ტერორისტულ აქტებს. ეს ტყუილია, პირიქით იყო… გუშინდელი ინტერვენციის დასაწყისში მკაფიოდ განვაცხადე, ვციტირებ: ცალსახად ვგმობ 7 ოქტომბრის შემზარავ და უპრეცედენტო ტერორისტულ აქტებს ისრაელში “ჰამასის” მიერ. ვერაფერი გაამართლებს მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ მკვლელობას, დაჭრას და გატაცებას – ან სამოქალაქო სამიზნეების წინააღმდეგ რაკეტების გაშვებას. მე პალესტინელი ხალხის წყენაზე ნამდვილად ვისაუბრე და ასევე მკაფიოდ განვაცხადე, ვციტირებ: პალესტინელი ხალხის წყენა ვერ გაამართლებს “ჰამასის” შემზარავ თავდასხმებს. და შემდეგ გავაგრძელე…

მეტი...

,,ორი დასკვნა დღევანდელი დღიდან” – ნიკა გვარამია

,,მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია ,,ქართული ოცნების” პროპაგანდას სოციალურ ქსელში ეხმაურება: ,,ორი დასკვნა დღევანდელი დღიდან: პირველი: საქართველოში, ლიბერალი მედასავლეთეების მნიშვნელოვანი ნაწილი ბევრად მეტად მოწყვლადია ქოცპროპაგანდის მიმართ, ვიდრე საშუალო სტატისტიკური ქართველი მეორე: ზოგიერთი ოპოზიციონერი, ოპოზიციური პარტია და ენჯეო სხვებისთვის სტატუსის საბოტირების დაბრალებით, ოცნების პროპაგანდის გაძლიერების გარდა, მოწინააღმდეგეების დემონიზაციას ახდენს. სინამდვილეში, ეს ხალხი უბადრუკად ცდილობს სტატუსის მოპოვების შემთხვევაში ამ წარმატების მონოპოლიზაციის, რაც სასაცილოც არაა, იდიოტიზმია. თორემ პროცესის საბოტირება რომ ოპოზიციას თეორიულადაც არ შეუძლია, ეს ძალიან კარგად იციან და ეს რომ ქოცების ნარატივია მხოლოდ, ესეც კარგად იციან, მაგრამ სამწუხაროდ (და ზოგიერთი – საეჭვოდ)…

მეტი...

ნება იბოძეთ და მეტი სიმკვეთრე შეიტანეთ პოზიციაში ან არ გაგიკვირდეთ თუ ხალხი ოცნებაზე მიყიდვაში დაგადანაშაულებთ – ხაბეიშვილი ოპოზიციის წევრებს

,,უკანასკნელი 8 თვის განმავლობაში, 3 – ჯერ შევხვდი ევროკავშირის ელჩს საქართველოში. ყოველ ჯერზე, შეხვედრაზე,  “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”  ვიყავით, ვართ და ვიქნებით კანდიდატის სტატუსის მთავარი ლობისტები!”,- ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი წერს. ლევან ხაბეიშვილი ევროკავშირის ელჩის განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ”კანდიდატის სტატუსის მთავარი საბოტაჟის მომწყობი, არის რუსული ოცნება”. ,,უკანასკნელი 8 თვის განმავლობაში, 3 – ჯერ შევხვდი ევროკავშირის ელჩს საქართველოში. ყოველ ჯერზე, შეხვედრაზე,  “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”  ვიყავით, ვართ და ვიქნებით კანდიდატის სტატუსის მთავარი ლობისტები! იგივეს ადასტურებს ბატონი ელჩიც მისი განცხადებებში.  კანდიდატის სტატუსის მთავარი საბოტაჟის მომწყობი, არის რუსული ოცნება, კობახიძე,…

მეტი...

,,მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა არ იყო წარმატებული”- ჰერჩინსკი

,,მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა არ იყო წარმატებული,”- ამის შესახებ  ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ ათონელის რეზიდენციაში პრეზიდენტისა და დიპლომატების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, როგორც ჯოზეფ ბორელმა თქვა, იმპიჩმენტის პროცესი, სამწუხაროდ, პოლარიზაციას გაზრდიდა. ,,პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავისთან მიგვიწვია მე და ევროკავშირის სხვა ქვეყნების ელჩები, რათა გაეზიარებინა ჩვენთვის მომდევნო ორი კვირის გეგმები. პრეზიდენტი აპირებს იყოს ძალიან აქტიური კანდიდატის სტატუსის მიღების მხარდაჭერაში. მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა არ იყო წარმატებული, რადგან როგორც ჯოზეფ ბორელმა აქ, თბილისში თქვა, იმპიჩმენტის პროცესი, სამწუხაროდ, პოლარიზაციას გაზრდიდა.” – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

მეტი...

,,არავინ არ გამოსულა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ”- პაველ ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ არაერთი პარტიის წარმომადგენელს შეხვედრია და არავინ გამოსულა კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ. ,,როგორც ევროკავშირის ელჩს თბილისში, შეხვედრები მქონდა ყველა დაინტერესებულ მხარესთან, ყველა პარტიასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ორგანიზაციებთან, მეცნიერებთან – არავინ არ გამოსულა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ. ყველას, ვისაც გავესაუბრე, მმართველი პარტიიდან, ოპოზიციური პარტიებიდან, ყველა მხარს უჭერდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას”, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.  

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მეპატრონეების მიერ ცხოველების მიტოვების პრობლემასთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მეპატრონეების მიერ თავიანთი ცხოველების მიტოვების პრობლემასთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს: ,,ბოლო პერიოდში ძალიან ხშირია პატრონების მიერ ცხოველების ქუჩაში მიტოვებისა და თავშესაფარში ჩაბარების შემთხვევები. არაერთ მოხუც, დაავადებულ, ტრავმირებულ ცხოველს ღალატობს პატრონი და ერთ დღესაც, მისთვის სრულიად უცხო და სასტიკ გარემოში ტოვებს. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ზრდასრული ძაღლის ინტელექტი 2-3 წლის ბავშვის ინტელექტს უტოლდება. როგორც ბავშვი, ისიც ასეთივე დაუცველია უცხო გარემოში და როგორც ბავშვს, მასაც ასე უპირობოდ უყვარს თავისზე მზრუნველი ადამიანი. უყვარს მაშინაც, როცა ტოვებენ. ცხოვრება გამოწვევებით არის სავსე, მაგრამ გთხოვთ, იბრძოლეთ ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად ისე, რომ არ დაკარგოთ თქვენი ოჯახის…

მეტი...

ღამის ცხოვრება პეკინში (რეპორტაჟი ჩინეთიდან)

დღეც და ღამეც, აქ, პეკინში მუდმივად მხიარულებაა. ამ, ხალისიანი განწყობით იწყებენ დღეს და ასევე ხალისიანი განწყობით ასრულებენ. თითქმის ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით მსგავს სანახაობას. ერთ მხარეს  ცეკვავენ, მეორე მხარეს თამაშობენ, მესამე მხარეს მღერიან. ასე ახალისებენ ერთმანეთს და იხალისებენ ცხოვრებას. ამ ყველაფერს კი ასაკოვნები აკეთებენ, ისინი თავად ზრუნავენ განწყობაზეც და ცხორების წესზეც. თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახვთ ჯგუფებს, რომლებიც ასე ერთობიან. ნებისმიერს შეუძლია შეუერთდეს და გაიხალისოს ცხოვრება. ეკა გულუა პეკინიდან     

მეტი...

პოლონეთი რუსეთისა და ბელარუსის საზღვართან სამხედრო წვრთნას ჩაატარებს

პოლონეთის შეიარაღებული ძალები ბელარუსისა და რუსეთის საზღვართან სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ. ამის შესახებ ინფორმაციას შეიარაღებული ძალების მთავარი სარდლობა ავრცელებს. სწავლების მიზანია ჯარებსა და ადგილობრივ ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობის გაძლიერება, ასევე ქვედანაყოფების საბრძოლო შესაძლებლობების გამოცდა. ადგილობრივ სამსახურებთან თანამშრომლობით შემოწმდება გამაფრთხილებელი სისტემები. წვრთნების დროს სასაზღვრო პროვინციებში სამხედრო პერსონალი და ტექნიკა გადაინაცვლებს, ზოგან საცეცხლე პუნქტებიც დამონტაჟდება. ადგილობრივ სამსახურებთან თანამშრომლობით შემოწმდება გამაფრთხილებელი სისტემები.

მეტი...

,,პრეზიდენტი გეგმავს, იყოს აქტიური საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერის თვალსაზრისით”- პაველ ჰერჩინსკი

,,პრეზიდენტი გეგმავს, იყოს აქტიური საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერის თვალსაზრისით,” – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ  განაცხადა. მისი თქმით, საჭიროა, ყველამ გულდასმით იმუშაოს, რათა დაარწმუნონ ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო, რომ საქართველომ საკმარისი პროგრესი განიცადა კანდიდატის სტატუსი მისაღებად. „საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოგვიწვია მე და ჩემი ევროპელი კოლეგა ელჩები, რათა გაეზიარებინა ჩვენთვის მომდევნო კვირებისთვის არსებული გეგმები. ცხადია, ეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი კვირები იქნება. 8 ნოემბერს ჩვენ ველოდებით გაფართოების შესახებ პირველ ანგარიშს რეკომენდაციებით. წლის ბოლოს კი, დეკემბრის შუა რიცხვებისთვის ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო უმაღლეს დონეზე, პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე გადაწყვეტილებას მიიღებს…

მეტი...

ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ და ‘’ლაიონს თბილისის სამედიცინო ჯანდაცვის კლუბმა’’ სამსახურს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა

მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა -საქართველოს გენერალურ დირექტორს, თსსუ-ის თვალის სნეულებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ნინო კარანაძეს, საერთაშორისო “ლაიონს კლუბების” ფონდის (LCIF) წარმომადგენელს საქართველოში, არასამთავრობო ორგანიზაცია”ლაიონს ქუესტ საქართველო-განათლების ლაბორატორიის” აღმასრულებელ დირექტორს, ნინო ბესელიას, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელს, დავით პავლიაშვილს და სამედიცინო ექსპერტს, ვახტანგ ჩხეიძეს უმასპინძლა. სტუმრებმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, ბენეფიციართათვის,‘’ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა საქართველოს’’, ‘’ლაიონს თბილისის სამედიცინო ჯანდაცვის’’ კლუბის, ლაიონსების საერთაშორისო ორგანიზაციისა და ხსენებული ორგანიზაციის მხრიდან, საქართველოს კოორდინატორის_’’ლაიონს დენმარკის’’ (Lions Denmark) ოფისის მხარდაჭერით, ჰუმანიტარული დახმარების სახით, ეტლ-სავარძლები, გადასაადგილებელი ჩარჩოები, ყავარჯნები და გლუკომეტრები გადასცა. როგორც ნინო კარანაძემ აღნიშნა, ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა -საქართველო, ისევე, როგორც ლაიონს თბილისის სამედიცინო ჯანდაცვის კლუბი და ლაიონსების საერთაშორისო ორგანიზაცია,…

მეტი...

ტიბეტი – ადგილობრივების ცხოვრება (ვიდეორეპორტაჟი)

ტიბეტი მხოლოდ დალაი ლამა, ბერები პოლატას სასახლე და სერას მონასტერი არ არის. ეს არის ჩვეულებრივი დასახლება, სოფლის მეურნეობით თუ ღამის აქტიური ცხოვრებით. ეს არის სიმწვანეში ჩაძირული ავტონომიური რეგიონი. ტიბეტის მოსახლეობა თითქმის მთლიანად ტიბეტელია. ფერმერების უმეტესობას ჰყავს შინაური ცხოველები, როგორიცაა იაკები, ცხენები,  ცხვრები, პონები.  ძირითადად იკვებებიან  ძროხის, ცხვრის, ღორის, იაკის  და ქათმის ხორცით. ადგილობრივების შემოსავლის წყაროა როგორც სოფლის მეურნეობა, ისე ტურისტბის მომსახურება. მოსახლეობა განსაკუთრებულად თბილი და მომღიმრია. უყვართ სტუმარი და მაქსიმალურად ცდილობენ ასიამოვნონ. ერთადერთი პრობლემა ენის ბარიერია, თუმცა, ჟესტების ენა აქაც ყველაზე გამოსადეგია. ბებოები ფოტოს გადაღებისას მორცხვობენ და ამბობენ, რომ მათ…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი ელჩებს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი  ორბელიანების სასახლეში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრაზე  საფრანგეთის, პოლონეთისა და ბულგარეთის ელჩები იმყოფებიან. პრეზიდენტი გუშინ  სლოვაკეთისა და შვედეთის ელჩებს შეხვდა.

მეტი...

სახალხო დამცველის კონსილიუმის ექიმებმა მიხეილ სააკაშვილი გასინჯეს

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 19 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მოწვეულმა სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფმა მორიგი ვიზიტი განახორციელა კლინიკა „ვივამედში“,  მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შეფასების მიზნით. ჯგუფის წევრებმა ფიზიკურად გასინჯეს მიხეილ სააკაშვილი, გაეცნენ სამედიცინო მასალების რელევანტურ ნაწილს და გაესაუბრნენ კლინიკის სამედიცინო პერსონალს. ექიმ-ექსპერტების დასკვნა: ჩივილები/ანამნეზი საერთო სისუსტე, წონასწორობის კარგვა, დაბუჟების შეგრძნება კიდურებში, ენერგიის დაქვეითება, კონცენტრაციის დაქვეითება, მეხსიერების გაუარესება. ლაბორატორიული კვლევებიდან აღსანიშნავია მიკროციტარული ანემია Hb 9g/l, ლეიკოპენია 3200. ელექტრომიოგრაფიულად კვლავ ვლინდება სენსორული აქსონური პოლინეიროპათიის სურათი, რომელიც რამდენადმე გაღრმავებულია. იღებს სეციტას 10მგ/დღ, ტრიტიკო 150მგ/დღ, რის ფონზეც ძილი გაუმჯობესებულია, აღარ აღნიშნავს კოშმარულ სიზმრებსაც. გრძელდება სიმპტომური მკურნალობა.…

მეტი...

,,ხათუნა სამნიძე ადასტურებს იმას, რასაც დიდი ხნის განმავლობაში ვამბობდით”- გია ვოლსკი

ხათუნა სამნიძე ადასტურებს იმას, რასაც დიდი ხნის განმავლობაში ვამბობდით. მავნებელთა დიდი გუნდია შეკრებილი, გაერთიანდნენ, რევოლუციური კომიტეტი ჩამოაყალიბეს და ფიქრობენ, რომ კანდიდატის სტატუსის არმიღება განაპირობებს რევოლუციური პროცესის დაწყებას, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, სამნიძე ახალს არაფერს ამბობს. „რამდენად სკანდალურია სამნიძის განცხადება, არ ვიცი. სკანდალური ის არის, რომ ოპოზიციის ერთ-ერთი აქტიური, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ გააფთრებული მებრძოლი საუბრობს ისეთ თემაზე, რაც ყველასთვის ცნობილი იყო, ეს არის სკანდალური, თორემ ახალს არაფერს ამბობს. ის, რომ ბრიუსელის თუ სხვა ქვეყნის დედაქალაქებში, კაბინეტებში დარბოდნენ კონკრეტული პიროვნებები და საქართველოსთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებდნენ,…

მეტი...

პარტნიორებში შეშფოთებას იწვევს სტატუსზე ოპოზიციის არაერთგვაროვანი გზავნილები – ხატია დეკანოიძე

ოპოზიციონერი დეპუტატების, ხატია დეკანოიძის განცხადებით, პარტნიორებში შეშფოთებას იწვევს სტატუსზე ოპოზიციის არაერთგვაროვანი გზავნილები. მისი თქმით, კონკრეტული გვარების დასახელბას არ აპირებს. ,,ჩვენს პარტნიორებში იწვევს გარკვეულ შეშფოთებას საკითხი, როდესაც ოპოზიცია აჟღერებს არაერთგვაროვან გზავნილებს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით ჩვენს პარტნიორებთან და მათ მოგვმართეს, მე და ხათუნა სამნიძე ვიყავით ერთად, ამიტომ მე შემიძლია დავადასტურო. თუ ვინმეს აქვს სხვა მოსაზრება და მე მესმის, რომ შეიძლება, იყოს სხვადასხვა მოსაზრებები, მაშინ ეს უნდა ითქვას ღიად და საჯაროდ და ეს უნდა იყოს ასევე არგუმენტირებული. მე არავითარი გვარების დასახლებას, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ. მე ვფიქრობ, რომ…

მეტი...

ნატანების იუსტიციის სახლში უცნობი პირები შეიჭრნენ –  ბანკომატი და სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაიტაცეს და ეზოში ააფეთქეს

დღეს დილით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, იუსტიციის სახლში უცნობი პირები შეიჭრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ”მთავარი არხი” ავრცელებს. მათივე ცნობით, თავდამსხმელებმა იქ დამონტაჟებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატი და ბანკომატი გაიტანეს და იქვე იუსტიციის სახლის ეზოში ააფეთქეს. ადგილზე მობილიზებულები არიან კრიმინალისტები.

მეტი...

ჰამასი ისრაელზე თავდასხმას მიწისქვეშა გვირაბებში გაყვანილი სატელეფონო ქსელით ამზადებდა

ისრაელზე თავდასხმას ჰამასის დაჯგუფება ორი წლის განმავლობაში მიწისქვეშა გვირაბებში გაყვანილი სატელეფონო ქსელის მეშვებით ამზადებდა, რათა  ისრაელის დაზვერვას მათი საუბრების მოსმენა ვერ მოეხერხებინა. CNN-ის ინფორმაციით, თავდასხმის მომზადებისას დაჯგუფება არც კომპიუტერებს და არც მობილურ   ტელეფონებს იყენებდა. მედიის ცნობით, სწორედ ამან განაპირობა ის ფაქტი, რომ ისრაელმა და აშშ-მ თავდასხმის შესახებ არაფერი იცოდა.

მეტი...

ბელიაშვილისა და ბალანჩინის ქუჩების კვეთაზე მოძრაობის შეფერხების მიზეზი აღმოფხვრილია – „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მუშაობა დაასრულა

თბილისის მერიის ინფორმაციით, ბელიაშვილისა და ბალანჩინის ქუჩების კვეთაზე, ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხების მიზეზი აღმოფხვრილია – კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყალმომარაგების დაზიანებულ ქსელზე ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოები დაასრულა. ,,გამომდინარე იქიდან, რომ წყალმომარაგების ქსელის დაზიანებული მონაკვეთი სატრანსპორტო გზის სავალ ნაწილზე მდებარეობს, კერძო ავტომობილები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი რამდენიმე საათის განმავლობაში შეფერხებით მოძრაობდა. ამ ეტაპზე, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადაადგილდებიან შეუფერხებლად,”- ნათქვამია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

მეტი...

რუსეთი ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმისთვის ემზადება, ჩვენ ვუპასუხებთ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმისთვის ემზადება. მისი თქმით, “უკრაინა კი არა მარტო დაიცავს თავს, არამედ უპასუხებს რუსეთს.” ზელენსკის თქმით, “მტერმა კარგად იცის”, რომ უკრაინა თავდასხმას უპასუხებს. ამიტომ. რუსტმა ყირიმიდან გაიყვანა ფლოტი, ახლა კი ავიაცია საზღვრებიდან უფრო შორს გადაჰყავთ.  

მეტი...

იდეა, რომ პარლამენტში უკრაინელი და მოლდოველი დეპუტატები დამკვირვებელი წევრები იყვნენ, სწორი ნაბიჯია – კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით,  უკრაინისა და მოლდოვას დეპუტატებისთვის დამკვირვებლის სტატუსის შეთავაზება ევროპარლამენტის პრეზიდენტის მხრიდან სწორი ნაბიჯია. მისი  თქმით, ამის შესაძლებლობა ბალკანეთში სხვა კანდიდატ ქვეყნებსაც უნდა მიეცეს. ,,ევროკავშირი უახლოეს მომავალში გაფართოვდება. პრეზიდენტ მეცოლას იდეა, რომ პარლამენტში უკრაინელი და მოლდოველი დეპუტატები დამკვირვებელი წევრები იყვნენ, სწორი ნაბიჯია. მე და ჩემი კოლეგები ამას დიდი ხანია ვცდილობთ. იგივე შესაძლებლობა უნდა მიეცეს სხვა კანდიდატ ქვეყნებს ბალკანეთში,”  – წერს ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელში.  

მეტი...

დავით ნარმანიამ WAREG-ის წარმომადგენლებს წყალმომარაგების სექტორში სემეკის სატარიფო რეგულირების საკითხები გააცნო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ წყალმომარაგების საკითხებისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე სემეკის სატარიფო პოლიტიკისა და ხედვების შესახებ ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა წყალმომარაგების სექტორისთვის სატარიფო რეფორმის მნიშვნელობასა და ახალი სატარიფო მეთოდოლოგიის აუცილებლობაზე, რომელიც სექტორის ეფექტიან განვითარებას შეუწყობს ხელს. სემეკის წარმომადგენლებმა წყლის მარეგულირებელთა ევროპული ასოციაციის (WAREG) წევრებს წარუდგინეს ახალი სატარიფო მეთოდოლოგიის პროექტი, რომელსაც სხვადასხვა ევროპული მარეგულირებელი კომისიის მიერ დადებითი შეფასება მიეცა. შეხვედრაზე იმსჯელეს უცხოელი ექსპერტების სარეკომენდაციო ხასიათის მოსაზრებებზე და განიხილეს სატარიფო მიმართულებით ევროპული ქვეყნების გამოცდილება. სემეკის მიერ შემუშავებული წყალმომარაგების ახალი სატარიფო მეთოდოლოგია, რომელიც წარმოადგენს წყალმომარაგების სატარიფო რეფორმის მთავარ…

მეტი...

,,საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც პრეზიდენტებს შეწყალების საქმეებზე “ასამართლებენ” – მიხეილ სააკაშვილი

,,საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც პრეზიდენტებს შეწყალების საქმეებზე “ასამართლებენ”,- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია ნათქვამი. მისი თქმით, ეს ადამიანურად სრულიად მიუღებელია და სახელმწიფოებრივად დამღუპველი. ,,პრეზიდენტ ზურაბიშვილს ემუქრებიან სისხლისსამართლებრივი დევნით, თანაც ნიშანდობლივია, რომ შეწყალების საქმეებზე. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც პრეზიდენტებს შეწყალების საქმეებზე “ასამართლებენ”. ეს ადამიანურად სრულიად მიუღებელია და სახელმწიფოებრივად დამღუპველი. ამ თამაშ-თამაშში ოლიგარქი ბოლოს უღებს ყველაფერს, რაც სახელმწიფო ინსტიტუტებისგან დარჩა. ჩვენ აუცილებლად შევძლებთ ამის შეჩერებას.  იმედია, თავად სალომე ზურაბიშვილიც ხვდება სიტუაციის სიმძიმეს და გადადგამს ქმედით ნაბიჯებს, თუნდაც როგორც რუსეთის აგენტის, ფარცხალაძის მოქალაქეობის საკითხის შემთხვევაში და სხვადასხვა თანამდებობებზე კანდიდატების არდამტკიცების მიმართულებით.…

მეტი...

,,ჩვენი ამოცანაა, ქართველი ხალხის გზავნილები ჩამოვიტანოთ და გავაღრმაოთ პირიქით სტრატეგიული თანამშრომლობა”- გიორგი ვაშაძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიციის ლიდერებმა, გიორგი ვაშაძემ, თინა ბოკუჩავამ, სერგო ჩიხლაძემ და ალექსანდრე კრევო – ასათიანმა აშშ-ს კონგრესში შეხვედრა გამართეს. „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მათ კონგრესმენებამდე ქართველი ხალხის გზავნილები მიიტანეს. „აშშ ჩვენ გვერდითაა, ამერიკელი ხალხი საქართველოს გვერდითაა. „ქართული ოცნების“ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების ხელმოწერის მიუხედავად, ნამდვილად არ მიგვატოვებს ყველაზე ძლიერი სახელმწიფო, ამერიკა. და რატომ ვართ ჩვენ აქ? – როცა „ქართული ოცნება“ ცდილობს, გადაგვკიდოს ჩვენს პარტნიორებს, ჩვენი ამოცანაა, ქართველი ხალხის გზავნილები ჩამოვიტანოთ და გავაღრმაოთ პირიქით სტრატეგიული თანამშრომლობა. სამი კონკრეტული საკითხი, რასაც ვიხილავთ: პირველი ეს არის ეკონომიკური…

მეტი...

არავინ ავალდებულებს უნგრეთს იყოს ევროკავშირის წევრი – ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ არავინ ავალდებულებს უნგრეთს, იყოს ევროკავშირის წევრი. ორბანმა უნგრეთის ევროკავშირში გაწევრიანება საბჭოთა ოკუპაციას შეადარა, რაზეც ბორელმა განაცხადა, რომ ის ამ ორს მსგავსად არ მიიჩნევს. ,,უნგრეთმა იცის საბჭოთა ოკუპაციის შესახებ. მახსოვს 1956 წლის ბუდაპეშტი რუსული ტანკებით ქუჩებში, 9 წლის ვიყავი… მართალი გითხრათ, მე ვერ ვხედავ მსგავსებას ბუდაპეშტის საბჭოთა ოკუპაციასა და ბერლეიმონტში მომხდარს შორის.  მე იქ არც ერთი ტანკი და არც ერთი იარაღი არ მინახავს. ყოველ შემთხვევაში, არავინ ავალდებულებს უნგრეთს იყოს ევროკავშირის წევრი. ეს არის თავისუფალი არჩევანი”, – განაცხადა ბორელმა.

მეტი...

ხელისუფლებამ, პარტნიორებთან ერთად, ყველაფერი გააკეთა, რათა სტატუსის მისაღებად დადებითი გადაწყვეტილება იყოს მიღებული – კალაძე

საქართველოს ხელისუფლებამ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ყველაფერი გააკეთა, რათა სტატუსის მისაღებად იყოს დადებითი გადაწყვეტილება მიღებული, დაველოდოთ, დეკემბერში უკვე ოფიციალურად იქნება პასუხი, – ასე ეხმაურება თბილისის მერი, კახა კალაძე ოლივერ ვარჰეის განცხადებას. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა  ევროპელ მეგობრებთან ერთად არის მზად, მომავალშიც გადადგას კონკრეტული ნაბიჯები რეფორმების განსახორციელებლად. „საქართველოს ხელისუფლებამ რეალურად ყველაფერი გააკეთა ჩვენს ევროპელ მეგობრებთან ერთად, იმ რეფორმების განსახორციელებლად, რომელიც იყო მითითებული. რა თქმა უნდა, სრული მზაობა გვაქვს, რომ აღნიშნული მიმართულებით მუშაობა გაგრძელდეს, რადგან რეფორმები არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი დღით, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი და საქართველოს მთავრობა ჩვენს ევროპელ მეგობრებთან ერთად არის მზად,…

მეტი...

ლიკვიდირებულია ჰამასის ერთ-ერთი ლიდერი – ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზის სექტორზე ავიაიერიშის შედეგად ჰამასის ჩრდილოეთის ბატალიონის მეთაური, ტაისირ მუბაშერი დაიღუპა. მათივე ცნობით, მუბაშერი წინა პერიოდში ჰამასის საზღვაო ძალების მეთაურად მსახურობდა. მას ასევე ეკავა რამდენიმე თანამდებობა, რომელიც დაკავშირებულია ტერორისტული ჯგუფის იარაღის წარმოებასთან. „მუბაშერს აქვს დიდი გამოცდილება სამხედრო სფეროში და როგორც მეთაური, რომელიც ხელმძღვანელობს ტერორისტულ თავდასხმებს, ითვლება ჰამასის სამხედრო ფრთის მეთაურთან, მუჰამედ დეიფთან დაკავშირებულ პირად“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.  

მეტი...

დიდ დიღომში კაცი დაჭრეს

თბილისში, დიდ დიღომში, გუდვილის მიმდებარედ კაცი ცივი იარაღით დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას ”ფორმულა” ავრცელებს. მათივე ცნობით, მძღოლებს შორის დაპირისპირება, სავარაუდოდ, გზის არდათმობის გამო დაიწყო. მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანების მუხლით დაიწყო.

მეტი...

რობერტა მეცოლა გამოდის ინიციატივით, უკრაინელი და მოლდოველი კანონმდებლები ასამბლეას შეუერთდნენ

ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა ინიციატივით გამოდის, უკრაინელი და მოლდოველი კანონმდებლები ასამბლეას შეუერთდნენ, როგორც დამკვირვებელი წევრები, ვიდრე ორი ქვეყანა ელოდება ოფიციალურ გაწევრიანებას ევროკავშირში. „არ დაუშვათ შეცდომა: პოლიტიკურად თუ ქვეყანა იყურება ევროპისკენ, მაშინ ევროპამ კარები ფართოდ უნდა გააღოს. ჩვენ შეგვიძლია, კიდევ უფრო შორს წავიდეთ, ამ პარლამენტში დამკვირვებელი წევრები გვყავდეს, ეს არის ის, რაც მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოხდება დეკემბერში“, – განაცხადა მეცოლამ.    

მეტი...

,,ეს არის ჩვენების მიცემის ტოლფასი განცხადება”- მათიკაშვილი სამნიძის განცხადებაზე

ხათუნა სამნიძემ აღიარა ის, რაზეც არაერთგზის ვსაუბრობდით და რადიკალური, კრიმინალური ოპოზიციის წარმომადგენლებს ვამხელდით, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი ოპოზიციონერი დეპუტატის, ხათუნა სამნიძის განცხადებას. მისი თქმით, სამნიძის განცხადება ჩვენების მიცემის ტოლფასი განცხადებაა. „ხათუნა სამნიძემ ფაქტობრივად განაცხადა, რომ არსებობენ თანამედროვე ორჯონიკიძეები, რომლებიც მთელ თავის საქმიანობას ანდომებენ იმას, რომ საკუთარ ქვეყანას, საკუთარ სამშობლოს, ხალხს უმტრონ. ისინი დადიან ევროპის ქვეყნების დედაქალაქებში და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, მეგობრებს აწვდიან ტყუილ ინფორმაციას და საკუთარ სურვილებს, საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. სწორედ ეს არის მათი მიზანი და ამით სურთ, ვითარება გაამწვავონ, აადუღონ მდგომარეობა საზოგადოებაში, მათ თავზე…

მეტი...

,,ზელენსკის ჩვენს რეგიონში ახალი სისხლისმღვრელი ომის გაჩაღება სურს”- ბჟანია

,,ცხადია, ზელენსკისა და მის უკან მდგარ ძალებს სურთ კავკასიაში სამხედრო სიტუაციის პროვოცირება და ჩვენს რეგიონში ახალი სისხლისმღვრელი ომის გაჩაღება”, – ამის შესახებ  აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინას სურს, დესტაბილიზაციის სარტყლის რუსეთისთვის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს კონფლიქტის გაღვივებას. ,,უკრაინის ხელისუფლება ცდილობს გაზარდოს კონფლიქტის მონაწილეთა გეოგრაფია და შექმნას “დესტაბილიზაციის სარტყელი” რუსეთის ფედერაციის გარშემო. თუმცა, მათ არ აღელვებს ის, რომ ომის შედეგად შეიძლება მშვიდობიანი მოქალაქეები, ბავშვები, ქალები და მოხუცები დაიღუპნენ”, -აცხადებს ბჟანია.

მეტი...