,,ვინ ბლოკავს ნიკო კვარაცხელიას საქმის გამოძიებას…არ ჩაიფარცხება ნიკოს საქმე არა”- ნიკო კვარაცხელიას დედა

ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს მიმართავს. ნიკო კვარაცხელიას დედას აინტერესებს, ვინ ბლოკავს მისი შვილის მკვლელობის  საქმის გამოძიებას.

,,მთელი ემოციით სულმოუთქმელად მგონი არავის უსმენია თქვენთვის. ვფიქრობდი ახლა მაინც ორ სიტყვას იტყოდით ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე, თაროზე შემოდებულ რვა ტომზე ,მაგრამ ისევ ამაოდ, ვის ვერ ეწინააღმდეგებით , ვინ ბლოკავს ნიკო კვარაცხელიას საქმის გამოძიებას, რატომ აჩენთ კითხვებს, მე დედამ -იზა ომაძემ თუკი რამ ვიცოდი ყველაფერი დეტალურად მოგახსენეთ, თქვენ რაც და ვინც ჩამიდეთ საქმის მასალებში იმ კითხვებს მაინც გაეცით პასუხი , ბატონო ირაკლი!!!

მე მეტი არაფერი ვიცი და რაც თქვენ იცით რატომ არ გინდათ ღიად განაცხადოთ, არ ჩაიფარცხება ნიკოს საქმე არა!!!

რატომ სარგებლობთ იმით, რომ რაც ჩემს შვილს არ მოეწონებოდა იმ მეთოდებით ვერ ვიბრძვი, უფალი კი ვიცი რომ ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს, მაგრამ ჩემს უფალს ჩემთვის არ უსწავლებია ბოროტებაზე თვალის დახუჭვა, თქვენს მიერ ნიკო კვარაცხელიას საქმის არ გამოძიება მაფიქრებინებს რომ კონკრეტულად ვიღაც ბლოკავს ამ საქმეს და ვინ არის უზენაესი ნეტავ ????

მკვლელი კავილაძის და ჭელიძის ჩვენება არსებობს და გადამალული გაქვთ რის ფასად???… წერს იზა ომაძე.

მსგავსი თემები