,,ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ იმისთვის, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს და გაძლიერდეს” – ილია დარჩიაშვილი

„დღეს მქონდა შესაძლებლობა საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმეღო ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი, ქალბატონი დანიგენი, რომელთანაც ძალიან საინტერესო საუბარი გაიმართა. დავგეგმეთ ძალიან აქტიური და დინამიკური ორმხრივი თანამშრომლობა. ჩვენ არ ვიშურებთ ძალისხმევას იმისთვის, რომ კიდევ უფრო დავაახლოოთ ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო”. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოში აშშ-ს ახლადდანიშნულ ელჩთან, რობინ დანიგენთან შეხვედრის შეფასებისას განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და აშშ-ს მჭიდრო სტრატეგიულ პარტნიორობას. „ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ საქართველო და შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობა არის ორივე ქვეყნისთვის პრიორიტეტი. გამოვხატეთ მზაობა, რომ მასთან ერთად ვიმუშაოთ აქტიურად რათა…

მეტი...

ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები, ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში მუზეუმებს უფასოდ მოინახულებენ

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმართვის საფუძველზე, ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, ვეტერანების და ვეტერანების ოჯახის წევრებისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 14, 15,16 და 17 ოქტომბერს შესაძლებელი იქნება უფასო ვიზიტი შემდეგ მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში: უფლისციხის ისტორიული-არქიტექტურული სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი; მისამართი: გორის მუნიციპალიტეტი, სოფ. ქვახვრელი. ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი; მისამართი: ასპინძის მუნიციპალიტეტი. უჯარმისა და დავით – გარეჯის მუზეუმ-ნაკრძალი ; მისამართი: საგარეჯოს მუნიციპალიტეტი. მუცოს მუზეუმ-ნაკრძალი; მისამართი: დუშეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. მუცო. ჩაჟაშის მუზეუმ-ნაკრძალი;მისამართი: მესტიის მ უნიციპალიტეტი, სოფელი ჩაჟაში (უშგულის თემი) ხოლო 15 ოქტომბერს და 17 ოქტომბერს შემდეგ მუზეუმებსა და…

მეტი...

პრეზიდენტმა ნონა გაფრინდაშვილი თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა

მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდა ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიოში საქართველოს ცნობადობის ამაღლებასა და საქართველოსადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისა და უნიკალური სპორტული მიღწევებისათვის, თამარ მეფის ორდენით დაჯილდოვდა. დაჯილდოების ცერემონია დღეს ჭადრაკის სასახლეში, ნონა გაფრინდაშვილის მსოფლიო ტურნეს „ეთამაშე ჭადრაკის დედოფალს“ წარდგენაზე გაიმართა, სადაც სახელმწიფო ჯილდო მოჭადრაკეს პრეზიდენტმა პირადად გადასცა. ,,ქალბატონო ნონა, პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ აქ მომიწვიეთ სწორედ დღეს, როცა თქვენი ახალი მსოფლიო ტურნე იწყება. ძალიან სასიხარულოა, რომ სულ სიახლეებში ხართ და ეს ალბათ, თქვენი ერთ-ერთი მუდმივი ნიშანია, რომ სულ რაღაც ახლის დაწყება გიწევთ და ამისათვის ყოველთვის გქონდათ და დღესაც…

მეტი...

„ჰამასის“ სისასტიკის 8 წლის მსხვერპლი

რვა წლის ემილი ჰენდი „ჰამასის“ ტერორისტებმა შაბათს კიბუც ბეერისში თავდასხმის დროს მოკლეს. „კიდევ კარგი დაღუპული ვიპოვეთ და ტყვედ არ ჩავარდა, რადგან მას ტერორისტები აწამებდნენ ღაზაში“, – ამბობს დაღუპული გოგოს მამა.

მეტი...

თბილისში, სინაგოგასთან მოქალაქეები შეიკრიბნენ – სოლიდარობა ისრაელს!

თბილისში, სინაგოგასთან ისრაელის სოლიდარობის აქცია იმართება. აქციის მონაწილეების თქმით, ის, რაც ახლა ისრაელის ქალაქებში ხდება, ტერორიზმია, რომელსაც მშვიდობიანი ადამიანები ეწირებიან. შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ,,ჰამასმა” აიღო და მას ოპერაცია ,,ალ-აკსას შტორმი” უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია ,,რკინის ხმლების” დაწყება გამოაცხადა.

მეტი...

აშშ-ის ახალი ელჩი, რობინ დანიგენი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

აშშ-ის ახალი ელჩი, რობინ დანიგენი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა და რწმუნებათა სიგელი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს და წერს, რომ რწმუნებათა სიგელის გადაცემის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა ელჩთან პირისპირ შეხვედრა გამართა. მათივე ცნობით, აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს მიღებისთვის და აღნიშნა, რომ მისთვის პატივია წარმოადგინოს ამერიკის პრეზიდენტი ბაიდენი და ელის მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოს პრეზიდენტთან, მით უფრო მაშინ, როდესაც ქვეყანა ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ ისწრაფვის. ,,პრეზიდენტმა ბაიდენმა საქართველოს პრეზიდენტს გულთბილი მოკითხვა შემოუთვალა და მას და ქართველ ხალხს კეთილდღეობა უსურვა”, – აღნიშნა რობინ…

მეტი...

ხვალ ისრაელში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი ხვალ ისრაელში ჩავა. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს პრესსპიკერი ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ვიზიტს წინ უძღოდა ბერლინში გამართული მოლაპარაკებები, სადაც ბერბოკი ყატარის ემირს შეიხ ტამიმ ბინ ჰამად ალ-თანს შეხვდა. გერმანია ჰამასს ოფიციალურად აღიარებს, როგორც ტერორისტულ ორგანიზაციას.

მეტი...

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის საქმიანობა შეაჩერა

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის საქმიანობა შეაჩერა. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შევა ძალაში. „რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის მიერ 2023 წლის 5 ოქტომბერს მიღებული ცალმხრივი გადაწყვეტილება უკრაინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის იურისდიქციის ქვეშ მყოფი რეგიონული სპორტული ორგანიზაციების (კერძოდ დონეცკი, ხერსონი, ლუგანსკი და ზაპოროჟიე) იურისდიქციაში ჩართვის შესახებ წარმოადგენს ოლიმპიური ქარტიის დარღვევას. ვინაიდან ეს არღვევს უკრაინის ოლიმპიური კომიტეტის ტერიტორიულ მთლიანობას, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) მიერ ოლიმპიური ქარტიის შესაბამისად“, – ნათქვამია განცხადებაში. მუშაობის შეჩერება ნიშნავს, რომ რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი ვეღარ მიიღებს დაფინანსებას საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან, თუმცა ორგანიზაცია იტოვებს უფლებას, ოლიმპიადაზე დაუშვას რუსი სპორტსმენები ინდივიდუალურად, თუმცა…

მეტი...

ისრაელმა დამასკოსა და ალეპოს აეროპორტებზე დარტყმა მიიტანა – სირიის მედია

სირიის მედია აცხადებს, რომ ისრაელმა დამასკოსა და ალეპოს აეროპორტებზე დარტყმა მიიტანა. მედიის ცნობით, იერიშის შედეგად ორივე აეროპორტის მუშაობა შეჩერებულია. სირიის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, დაზიანებული ორივე აეროპორტის ასაფრენი ბილიკი. ისრაელში აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

მეტი...

ღაზის სექტორში ვითარების ესკალაციის გამო, ევროპაში მიგრანტების რაოდენობა იზრდება – მატეუშ მორავიეცკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავიეცკის განცხადებით, ღაზის სექტორში ვითარების ესკალაციის გამო, ევროპაში მიგრანტების რაოდენობა იზრდება. მისივე თქმით, „მიგრანტებს შორის შესაძლოა, იყვნენ როგორც ისლამისტის მებრძოლები, ისე ტერორისტებიც. „მიგრაციული პაქტი, რომელსაც ევროკავშირი გვთავაზობს, გულისხმობს არალეგალი იმიგრანეტების განაწილებას ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებში“, – განაცხადა მორავიეცკიმ. მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთში ომის გამო „პოლონეთს მიგრაციის მასობრივი ტალღა ემუქრება“.

მეტი...

გიორგი ფანგანმა EU4Energy-ს ორგანიზებით გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა ბრიუსელში, EU4Energy-ს ორგანიზებით გამართულ რეგიონულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში განხორციელებული ენერგეტიკული პროექტები განიხილეს. გიორგი ფანგანმა მონაწილეებს გააცნო სემეკის მიერ ევროკავშირის დახმარებით განხორციელებული აქტივობები და ყურადღება გაამახვილა მათ მნიშვნელობაზე ენერგეტიკის სექტორის რეგულირების პროცესში. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს ენერგეტიკის სექტორში ევროკავშირის დახმარების ინსტრუმენტებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის და აღნიშნული დახმარების ფარგლებში განხორციელებული პროექტების მართვის მექანიზმებზე. EU4Energy -ის მიზანია ხელი შეუწყოს სუფთა ენერგიის განვითარებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ენერგეტიკის საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩოების, აგრეთვე მტკიცებულებებზე დაფუძნებული ენერგეტიკული პოლიტიკის შემუშავების შესაძლებლობების გაძლიერებას,…

მეტი...

,,ვიდრე ამერიკა არსებობს, ისრაელი არასდროს იქნება მარტო”- ენტონი ბლინკენი

თქვენ შესაძლოა, საკმარისად ძლიერები იყოთ საკუთარი თავის დაცვისას, თუმცა ვიდრე ამერიკა არსებობს, თქვენ არასდროს იქნებით მარტო, ჩვენ ყოველთვის თქვენს მხარეს ვიქნებით, – ამის შესახებ ისრაელშია ვიზიტით მყოფმა ენტონი ბლინკენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ,  კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, აშშ მძევლების გათავისუფლების საკითხზე მუშაობს. „ჩვენ ვასრულებთ პირობას. გამარაგებთ საბრძოლო მასალებით რკინის გუმბათის მარაგების შესავსებად, ასევე სხვა სამხედრო ტექნიკით. აშშ-ის სამხედრო დახმარების პირველი პაკეტი უკვე ჩამოვიდა ისრაელში და დანარჩენი გზაშია. ისრაელის თავდაცვის საჭიროებების განვითარებასთან ერთად, ჩვენ ვიმუშავებთ კონგრესთან, რათა უზრუნველყოთ, რომ ისინი დაკმაყოფილებული იქნება. შემიძლია, გითხრათ, რომ ჩვენს კონგრესში არის აბსოლუტური, ორპარტიული…

მეტი...

„ლოკაციით ვიცით, სად არის მისი ტელეფონი, დღეს წავიდნენ საძებრად ძაღლებით და ტანკებით“- თამარ გოლდბერგის და

„ლოკაციით ვიცით, სად არის მისი ტელეფონი. დღეს წავიდნენ საძებრად ძაღლებით და ტანკებით,“ – ამის შესახებ ისრაელში დაკარგულმა თამარ გოლდბერგის დამ, მარი გოლდბერგმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა. ისრაელში, ქართველ-ებრაელ გოგოს, თამარ გოლდენბერგს, რომელიც მუსიკალურ ფესტივალზე იმყოფებოდა, სადაც „ჰამასმა“ მიიტანა იერიში, ამ დრომდე ეძებენ. ,,ჩვენ გვაქვს ასეთი ინფორმაცია თამიზე – ლოკაციით ვიცით, სად არის მისი ტელეფონი. ის იყო სამ მეგობართან ერთად, იგივე ლოკაციაშია ეს ტელეფონიც და დღეს წავიდნენ საძებრად ძაღლებით და ტანკებით,” – აცხადებს გოლდბერგი.  

მეტი...

ეგვიპტე უარს ამბობს კორიდორი გაუხსნას პალესტინელ ლტოლვილებს – Reuters

Reuters- ის ინფორმაციით, ეგვიპტე უარს ამბობს კორიდორი გაუხსნას პალესტინელ ლტოლვილებს, რომლებიც ღაზას სექტორის დატოვებას ცდილობენ. ინფორმაცია, რომ ეგვიპტემ ლტოლვილებისთვის ჰუმანიტარული კორიდორის განხსნის შეთავაზება უარყო, Reuters-ს ეგვიპტის უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ანონიმურად მიაწოდა. კაირო აშშ-სთან განიხილავს ღაზის სექტორის მცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად დერეფნის გახსნას. ღაზას სექტორი მცირე ტერიტორიაა, რომელიც ისრაელს ჩრდილოეთით და ეგვიპტეს სამხრეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება. სასაზღვრო ზოლში 2,3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და იგი 2007 წლიდან, მას შემდეგ რაც იქ კონტროლი “ჰამასმა” ჩაიგდო ხელში, ბლოკადაშია მოქცეული. ეგვიპტე დიდი ხანია ზღუდავს ღაზას მცხოვრებლების შესვლას თავის ტერიტორიაზე, თუნდაც ყველაზე სასტიკი კონფლიქტების დროს. კაირო, ხშირი…

მეტი...

ქართველები ყველაზე მეტად ვერ ვეგუებით უსამართლობას და ჩაგვრას, მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს – პრემიერი

ქართველები ყველაზე მეტად ვერ ვეგუებით უსამართლობას და ჩაგვრას, კიდევ ერთხელ მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, შარრშან საკმაოდ უსამართლოდ მოექცნენ ჩვენს ქვეყანას. „საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო 10 წელიწადში მაქსიმუმი გააკეთა. სხვა შემთხვევაში, უბრალოდ გაუგებარი იქნება, ყოველგვარ არგუმენტაციას, რაციონალს იქნება მოკლებული ევროპის გადაწყვეტილება. ქართველებს ყველაზე მეტად, მე ამას წინათ აღვნიშნე, რომ არ გვიყვარს და ვერ ვეგუებით უსამართლობას და ჩაგვრას. მე კიდევ ერთხელ მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ ევროკავშირის წევრთა უმრავლესობა მიიღებს გადაწყვეტილებას და ჩვენი ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

მეტი...

,,უნგრელ ხალხს ნამდვილად გაუმართლა, რომ ასეთ რთულ, არაპროგნოზირებად დროს უნგრეთს ჰყავს ასეთი ძლიერი და პატრიოტი ლიდერი”- ღარიბაშვილი

უნგრელ ხალხს ნამდვილად გაუმართლა, რომ ასეთ რთულ, არაპროგნოზირებად დროს უნგრეთს ჰყავს ასეთი ძლიერი და პატრიოტი ლიდერი, რომელიც მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს იცავს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წინანდალში ვიქტორ ორბანთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. „უნგრეთში ვთქვი და მინდა, გავიმეორო, უნგრელ ხალხს ნამდვილად გაუმართლა, რომ ასეთ რთულ დროს, ასეთ არაპროგნოზირებად დროს უნგრეთს ჰყავს ასეთი ძლიერი და პატრიოტი ლიდერი, რომელიც მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს იცავს და ემსახურება საკუთარი ხალხის ინტერესებს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მეტი...

,,სამართლიანია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირთან დაახლოების საშუალება, ეს არის ასევე, ევროპის ინტერესებში” – ორბანი

,,ვფიქრობთ, რომ ეს არის სამართლიანი, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირთან დაახლოების საშუალება და ეს არის ასევე, ევროპის ინტერესებში”,- ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ  პრესკონფერენციაზე განაცხადა. ,,ჩემმა მეგობარმა, ბატონმა ირაკლიმ ბრძანა, რომ უნგრეთი გახლავთ საქართველოს ევროპული მისწრაფების მყარი მხარდამჭერი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის სამართლიანი, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირთან დაახლოების საშუალება და ეს არის ასევე, ევროპის ინტერესებში. მე მახსოვს, რომ ცენტრალური აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები როგორ უერთდებოდნენ ევროკავშირს. ეს არის 2000-იანი წლების შუა პერიოდი. ჩვენ შევქმენით კონკურენტუნარიანობა ევროკავშირის. უნგრეთი რომ არ გაწევრიანებულიყო იმ პერიოდში ჩავარდებოდა ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილმა თავდაცვის ახალ კოდექსს ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თავდაცვის ახალ კოდექსს ხელი მოაწერა.  ამის შესახებ პრეზიდენტის სამხედრო მრჩეველმა, დავით თევზაძემ განაცხადა. ,,საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა საქართველოს თავდაცვის კოდექსს, ვინაიდან ხარვეზების მიუხედავად, ის აწესრიგებს ერთ-ერთ საზოგადოებისთვის ცნობილ და მნიშვნელოვან პრობლემას. ამიერიდან, სავალდებულო სამხედრო სამსახურს წვევამდელები მხოლოდ თავდაცვის ძალებში გაივლიან, რაც შეესაბამება სამხედრო სამსახურის არსს და ქვეყნის ინტერესს. ამით დასრულდება ის მავნე პრაქტიკა, რომელიც წლების მანძილზე იყო დამკვიდრებული, როდესაც სავალდებულო სამსახურის გავლა ახალგაზრდებს სხვადასხვა უწყებებში, ძირითადად საყარაულო ჯიხურებში უწევდათ, რის გამოც, მათი დამოკიდებულება ჯარის მიმართ საგრძნობლად უარყოფითი გახდა”,- განაცხადა თევზაძემ.  

მეტი...

„ბრიუსელი უსამართლოდ ექცევა საქართველოს, ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს”- პიტერ სიიარტო

„ბრიუსელი უსამართლოდ ექცევა საქართველოს, ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს”,- ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, უნგრეთი მტკიცედ დაუჭერს მხარს საქართველოსთვის ევროკავშირს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. „ბრიუსელი უსამართლოდ ექცევა საქართველოს, ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს, როდესაც უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველოს არ მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი, ამ დროს საქართველო არ არის უარეს პირობებში, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა, რომელთაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. უნგრეთი სრულ მხარდაჭერას გაუწევს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში. შუალედური ანგარიში, რომელიც ევროკომისიას წარედგინა ადასტურებს, რომ ჩვენმა ქართველმა მეგობრებმა მიაღწიეს მნიშვნელოვან პროგრესს გაწევრიანების პროცესში. ევროპა…

მეტი...

კახეთში კაცს ნადირობისას ტყვია მოხვდა და დაიღუპა

უბედური შემთხვევაკახეთში – ვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუის ტყეში ნადირობისას კაცს ტყვია მოხვდა. 27 წლის კაცი ადგილზე დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, კაცი ტყეში მეგობართან  ერთად სანადიროდ იმყოფებოდა, რა დროსაც მის მეგობარს სანადირო თოფიდან ტყვია გაუვარდა.  

მეტი...

„ამ ლამაზ ქალს ნოა ჰქვია..ის „ჰამასმა“ მუსიკალური ფესტივალის დროს მძევლად აიყვანა…”- ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ მიერ აყვანილ მძევალზე წერს. როგორც პოსტშია ნათქვამი, მუსიკალური ფესტივალიდან გატაცებულ ნოას დღეს 26 წელი შეუსრულდა. „ამ ლამაზ ქალს ნოა ჰქვია.. ის „ჰამასმა“ მუსიკალური ფესტივალის დროს მძევლად აიყვანა… დღეს მისი 26-ე დაბადების დღეა. მისი მშობლები გვთხოვენ, რომ ყველამ მივულოცოთ დაბადების დღე იმ იმედით, რომ ეს გზავნილი მასთან მივა და მოძებნის.. გთხოვთ გააზიაროთ,“ – წერს ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მეტი...

ღაზის სექტორში ელექტროენერგია არ აღდგება, სანამ მძევლებს არ გაათავისუფლებენ – ისრაელის ენერგეტიკის მინისტრი

ისრაელის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, ღაზის სექტორში ელექტროენერგია მანამდე არ აღდგება, სანამ მძევლებს არ გააათავისუფლებენ. “არც ერთი ელექტრო გადამრთველი არ ჩაირთვება, არც წყლის ტუმბო გაიხსნება და არც საწვავით დატვირთული მანქანა შევა მანამ, სანამ ისრაელელი მძევლები სახლში არ დაბრუნდებიან”, – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა. ცნობისთვის, ჰამასს მძევლად დაახლოებით 150 ადამიანი ჰყავს აყვანილი.

მეტი...

,,სოხუმელ ქართველ ებრაელი გოგო ტერორისტებმა მხეცურად მოკლეს და მისი ფოტო „ფეისბუქზე“ ატვირთეს”-„ჰამასმა“  25 წლის გოგო მოკლა

ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაისტი, ლაშა შაყულაშვილი სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში” წერს, რომ „ჰამასმა“ სოხუმელი ქართველი ებრაელი გოგო მოკლა. „ჩრდილოეთ ისრაელში, დაკრძალავენ 25 წლის რახელს, სოხუმელ ქართველ ებრაელ გოგონას, რომელიც ტერორისტებმა მხეცურად მოკლეს და მისი ფოტო „ფეისბუქზე“ ატვირთეს. ჩვენ კი მისი ამ ლამაზი ფოტოთი გავაცილოთ“, – წერს ლაშა შაყულაშვილი.  

მეტი...

გერმანიამ გადაწყვიტა პალესტინელების მხარდამჭერი პროგრამების დაფინანსება შეაჩეროს

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მოუწოდა პალესტინის  ხელისუფლების ხელმძღვანელს, მაჰმუდ აბასს, ცალსახად დაგმეს ჰამასის თავდასხმა ისრაელზე. შოლცმა, პარლამენტში გამოსვლისას, პალესტინის ხელისუფლების დუმილს “სამარცხვინო” უწოდა. შოლცის თქმით, გერმანია დროებით შეაჩერებს პალესტინის ტერიტორიებზე განვითარების პროექტების დაფინანსებას. გერმანია გეგმავს გადახედოს პროექტების ეფექტურობას რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში მათი წვლილისთვის. ამასთან, კანცლერმა აღნიშნა, რომ გერმანიის ხელისუფლებამ იცის, რა შედეგები მოჰყვება ასეთ გადაწყვეტილებას. მისი თქმით, პალესტინის ტერიტორიების მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუარესდება საგარეო დახმარების არარსებობის პირობებში. ”მაგრამ ჰამასის მებრძოლები, რომლებიც თავს დაესხნენ ისრაელს, ამაში დამნაშავენი არიან”, – თქვა ოლაფ შოლცმა. გერმანიის კანცლერი მიიჩნევს, რომ ჰამასის…

მეტი...

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ მომხმარებლის უფლებების დაცვის თემაზე შეხვედრა გამართა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის მხარდაჭერით, მრგვალი მაგიდა გაიმართა სახელწოდებით – მომხმარებლის უფლებების დაცვა და მდგრადობის გაძლიერება  სამოქალაქო საზოგადოების  ჩართულობით. შეხვედრა გახსნეს – კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ; პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ; პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა; TWINNING-ის პროექტის მუდმივმა რეზიდენტმა მრჩეველმა, იუსტინა პაულაუსკაიტემ. „საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე მიღებული შედეგები აჩვენებს, რომ სამოქალაქო საზოგადოების აქტიური თანამონაწილეობით, მომხმარებლის უფლებების დაცვის ფორმატები არის მეტად ქმედითი და შედეგზე ორიენტირებული. მადლობა გამოცდილების გაზიარებისთვის ჩვენ უცხოელ და…

მეტი...

,,ცოცხლად დაწვეს კაცები და ქალები, ახალგაზრდა ქალები გააუპატიურეს”- ისრაელის პრემიერ-მინისტრი

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბინიამინ ნეთანიაჰუ  ”ჰამასის” მიერ ჩადენილ სისასტიკეზე საუბრობს და აცხადებს, რომ ადამიანები ცოცხლად დაწვეს. ,,ჩვენ ვნახეთ მტაცებელი მხეცები, ჩვენ ვნახეთ ბარბაროსები, რომელთა წინაშეც ვდგავართ, ჩვენ დავინახეთ სასტიკი მტერი, ვნახეთ დახვრეტილი ბიჭები და გოგონები შეკრული ხელებით, ცოცხლად დაწვეს კაცები და ქალები. ახალგაზრდა ქალები გააუპატიურეს და დახოცეს, მებრძოლებს თავები მოკვეთეს. პირობას ვდებ, ჰამასის ყველა წევრი მკვდარი ადამიანია,”- განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მეტი...

,,ქალები გააუპატიურეს და დახოცეს, მებრძოლებს თავები მოკვეთეს, პირობას ვდებ, ჰამასის ყველა წევრი მკვდარია” – ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ”ჰამასის”  მისი განადგურების პირობას დებს. მისი  განცხადებით, ყველა ტრორისტი პოტენციურად მკვდარია. ,,ჩვენ ვნახეთ მტაცებელი მხეცები, ჩვენ ვნახეთ ბარბაროსები, რომელთა წინაშეც ვდგავართ, ჩვენ დავინახეთ სასტიკი მტერი, ვნახეთ დახვრეტილი ბიჭები და გოგონები შეკრული ხელებით, ცოცხლად დაწვეს კაცები და ქალები. ახალგაზრდა ქალები გააუპატიურეს და დახოცეს, მებრძოლებს თავები მოკვეთეს. პირობას ვდებ, ჰამასის ყველა წევრი მკვდარი ადამიანია,”- განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მეტი...

ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში ბლინკენი შეხვდება ისრაელის ოფიციალურ პირებს და პალესტინის პრეზიდენტს მაჰმუდ აბასს. ცნობისთვის, როგორც 10 ოქტომბერს სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდოდა იმის გასარკვევად, თუ როგორ შეუძლია აშშ-ს, განაგრძოს მათი მხარდაჭერა.

მეტი...

ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 1300-მდე გაიზარდა

ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 1300-მდე გაიზარდა. დაშავებულია 3 300-ია, მათ შორის 28 კრიტიკულ მდგომარეობაშია, 350 კი მძიმედაა. „ჰამასის“ მიერ ტყვედ აყვანილი სულ მცირე 150 ადამიანის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

კობა კობალაძემ ამპუტანტ ფეხბურთელებს ევროპის ერთა ლიგის C ჯგუფში გამარჯვება მიულოცა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ მაიორმა კობა კობალაძემ, საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდს უმასპინძლა, ევროპის ერთა ლიგის C ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა მიულოცა და გუნდის წევრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. ” ადამიანს სული ამოძრავებს და სასიხარულოა, რომ თქვენი სულიერი სიძლიერით მხოლოდ საკუთარი გუნდი კი არა, ჩვენი ქვეყანა ასახელეთ. ამპუტანტთა ფეხბურთის განვითარებაში, ჩვენს თანამებრძოლს, ომის ვეტერანს, ავთანდილ ჩიხლაძეს დიდი წვლილი მიუძღვის და მიხარია, რომ მისი გარდაცვალების შემდეგაც თქვენ აგრძელებთ დიდი შემართებით თამაშს, რითაც ბრძოლის და შეუდრეკელობის მაგალითს გვაჩვენებთ. ვხედავთ ახალ სახეებს, რომლებსაც ჟინი და მოტივაცია ამოძრავებთ. გილოცავთ ამ გამარჯვებას. დაე, ეს გამარჯვება…

მეტი...

დღეიდან რიკოთზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი მსუბუქი და სამგზავრო ტრანსპორტისთვის უქმდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, იმის გათვალისწინებით, რომ რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობა საგრძნობლად შემცირდა, დასრულდა აღნიშნული გზის 149-ზე კმ-ზე ფერდის სტაბილიზაციის საპროექტო სამუშაოები და დაიწყო მოსამზადებელი სამშენებლო სამუშაოები, მიმდინარე წლის 12 ოქტომბრიდან რიკოთის უღელტეხილზე დაწესებული ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი იცვლება. უწყების ცნობით, სპეციალური რეჟიმი უქმდება მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის და შესაბამისად, რიკოთის საუღელტეხილო გზაზე მათი გადაადგილება შესაძლებელი იქნება დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში. ამასთან, მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილების სპეციალური რეჟიმი რჩება ძალაში, თუმცა იზრდება ოთხი საათით. შესაბამისად, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება რიკოთზე დაშვებული…

მეტი...

სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტები – დაკავებულია ერთი პირი

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა. ,,სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის საფუძველზე დაიწყო. გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 – 2023 წლებში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლებისა და კულტურის განვითარების ცენტრის ბუღალტერმა, საკუთარი და მისი მეუღლის კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე, შრომის ანაზღაურების დანიშნულებით და დასაქმებულ პირთა მონაცემების გამოყენებით, სახელმწიფო ორგანიზაციის ხაზინიდან 368 652  ლარი უკანონოდ ჩაირიცხა, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2023 წლის დასაწყისში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის…

მეტი...

ისრაელში, 23 წლის ბიჭმა ბუნკერში შეგდებული ყუმბარა მოისროლა და სხვები გადაარჩინა

23 წლის ჰერშ გოლდბერგ-პოლინი ერთ-ერთია იმ ასობით ადამიანს შორის, რომლებიც 7 ოქტომბერს, თავდასხმის დღეს, ისრაელის სამხრეთით გამართულ ნოვას მუსიკალურ ფესტივალზე იმყოფებოდნენ. 23 წლის  ჰერშ გოლდბერგ-პოლინის მშობლები შვილს ბოლოს შაბათს დილით ესაუბრნენ. რეიჩელ გოლდბერგის განცხადებით, შვილმა ერთიმეორის მიყოლებით მისწერა მესიჯები: “მიყვარხარ” და “ვწუხვარ”. გოლდბერგმა მაშინვე სცადა შვილთან დაკავშირებით, თუმცა, ჰერშს  ზარებისა და მესიჯებისთვის აღარ უპასუხია. გოგო, რომელიც თავდასხმის შემდეგ ბუნკერში ჰერშთან ერთად იმყოფებოდა, ამბობს, რომ ბიჭი თავშესაფარში შეყრილი ყუმბარების გარეთ გადაგდებას ცდილობდა. სწორედ ამ დროს დაკარგა მან ხელი. „ჩვენ ვიცით, რომ ის მძიმედ არის დაჭრილი“, – განმარტა გოლდბერგმა. ახალგაზრდა ქალმა უთხრა…

მეტი...

თბილისში, მუხიანთან ხანძარია

თბილისში, მუხიანთან, ფერდობზე ხანძარია. ცეცხლი სავარაუდოდ ავტომობილის საბურავებს უკიდია. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.  

მეტი...

კულტურისა და სპორტის მინისტრსაც კი წინ მხვდება ყველა ქვეყანაში პრეზიდენტის ნამოქმედარი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესის საწინააღმდეგოა – თეა წულუკიანი

ვფიქრობ, იმპიჩმენტის პროცედურა არც დააზიანებს საქმეს და არც არაფერში წაადგება. სამწუხაროდ, ეს რეალობაა და ეს არის გზა, რომელიც პრეზიდენტმა თავად აირჩია. ალბათ ცოტა უფრო შორსმჭვრეტელები უნდა ვყოფილიყავით, მაგრამ რომ გავიაზრებთ წარსულს, ვერ წარმოვიდგენდით, რომ ის ამხელა ავანტიურაზე წავიდოდა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. მისი თქმით, კულტურისა და სპორტის მინისტრსაც კი წინ სხვდება ყველა ქვეყანაში პრეზიდენტის ნამოქმედარი. „კულტურისა და სპორტის მინისტრსაც კი მუდმივად წინ მხვდება ყველა ქვეყანაში მისი ნამოქმედარი (და მე ხშირად არ ვმოგზაურობ), რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ინტერესის საწინააღმდეგო. თუ…

მეტი...

ღაზიდან 338 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული, 600 000 ადამიანს წყალი არ აქვს

გაერო-ში ინფორმაციით, ისრაელის მიერ ღაზაზე განხორციელებული საჰაერო იერიშების შედეგად, ღაზიდან 338 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. „გასული 24 საათის განმავლობაში იძულებით გადაადგილებულთა რაოდენობა 30 პროცენტით გაიზარდა, რაც სულ 338 934-ს შეადგენს, რომელთაგან ორი მესამედი თავს გაერო-ს ეგიდით მოქმედ სკოლებში აფარებს“, – ნათქვამია გაერო-ს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის ოფისის განცხადებაში.  „სიენენის” ინფორმაციით, 600 000 ადამიანს არ აქვს წყალი, ხოლო 800 000-ზე მეტ ადამიანს კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკვების გარეშე ყოფნის საშიშროება უდგას.

მეტი...