ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში – არის მსხვერპლი

ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში მსხვერპლით დასრულდა. დაღუპულია ერთი ადამიანი. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად, ერთ-ერთ მანქანაში მჯდომი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მეტი...

ისრაელმა ღაზაში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ქვეითი ჯარი და ტანკები შევიდნენ ღაზას სექტორში დღეს, ,,ლოკალიზებული რეიდების” ფარგლებში, რათა გაწმინდონ ტერიტორია პოტენციური ტერორისტებისაგან და ეძებონ დაკარგული ისრაელები. IDF-ის განცხადებით, ასევე მოკლეს რამდენიმე ტერორისტი ამ რაიონში, მათ შორის ჰამასის უჯრედში, რომელმაც ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტები ესროლა ისრაელს. ჯარები არ შესულან ღაზას სიღრმეში. IDF-ის სპიკერმა კონტრადმირალ დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ჯავშანტექნიკამ და ქვეითმა ჯარებმა ჩაატარეს ჩხრეკა და „ჩაშალეს ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო დანაყოფები, რომლებიც აპირებდნენ ისრაელის ტერიტორიაზე შეღწევას“.

მეტი...

ისრაელის არმიამ საზღვარზე მომხდარი აფეთქების შემდეგ ლიბანის მიმართულებით ცეცხლი გახსნა

ისრაელის არმიამ საზღვარზე მომხდარი აფეთქების შემდეგ ლიბანის მიმართულებით ცეცხლი გახსნა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, აფეთქებამ ისრაელ-ლიბანის საზღვართან, ჩრდილოეთ კიბუცის ტერიტორიაზე არსებული უსაფრთხოების ღობე მცირედ დააზიანა. ისრაელის ჯარმა ლიბანის ტერიტორიის მიმართულებით საპასუხო საარტილერიო ცეცხლი გახსნა. BBC-ის ინფორმაციით, არსებობს მეორე ფრონტის გახსნის საშიშროება იმ შემთხვევაში, თუ ლიბანის შიიტური მოძრაობა „ჰეზბოლა“ გადაწყვეტს ჩარევას და თავისი პალესტინელი მოკავშირეების მხარდასაჭერად ისრაელს შეუტევს.

მეტი...

ჰამასი „აისისის“ მსგავსია და ხალხს ნაცისტებივით ხოცავს – ანტონიო ტაიანი

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიო ტაიანი ისრაელში ჩავიდა და ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს ელი კოენს შეხვდა. „ჰამასი „აისისის“ მსგავსია და ხალხს ნაცისტებივით ხოცავს. ისინი მკვლელი ტერორისტები არიან და აუცილებლად უნდა შეჩერდნენ“, – განაცხადა ტაიანმა. შეგახსენებთ, რომ სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

მეტი...

რუსეთში ნავალნის ადვოკატები დააკავეს

რუსეთის პოლიციამ, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ადვოკატები დააკავა. დილით მათ ბინებში ჩხრეკა ექსტრემისტულ საზოგადოებაში მონაწილეობის საქმის ფარგლებში ჩატარდა. ამ მუხლით, ალექსეი ნავალნის ადვოკატებს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. შეგახსენებთ, რომ აგვისტოს დასაწყისში სასამართლომ ნავალნის 19 წელი მიუსაჯა ექსტრემიზმის შესახებ სისხლის სამართლის ახალ საქმეში. ის თავის სამართლებრივ დევნას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნევს.

მეტი...

ლიბანში Reuters-ის ოპერატორი დაიღუპა, დაჭრილია Al Jazeera-ს 2 ჟურნალისტი

ლიბანში ისრაელის საპასუხო ცეცხლს Reuters-ის ოპერატორი ესამ აბდულა ემსხვერპლა, დაიჭრა Al Jazeera-ს ორი ჟურნალისტი – კარმენ ჯოხდარი და ელი ბრახაი. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დაბომბეს ჰეზბოლას სადამკვირვებლო პოსტი ლიბანის საზღვარზე. საპასუხო იერიში ისრაელის არმიამ მას შემდეგ განახორციელა, რაც ჩრდილოეთის საზღვარზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ისრაელის სამხედრო პუნქტს ესროლეს.

მეტი...

,,ჰამასი ღაზას ფარად იყენებს” – ანალენა ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბარბოკი ღაზას საზღვართან მდებარე ქალაქ ნეტივოტს ეწვია. „ჰამასი ახლა უდანაშაულო ადამიანების უკან დგას და ღაზაში მათ ფარად იყენებს. ჰამასმა ღაზას მთელი მოსახლეობა მძევლად აიყვანა. მათი გვირაბები, მათი იარაღის საწყობები და სამეთაურო ცენტრები განზრახ განლაგებულია საცხოვრებელ კორპუსებში, სუპერმარკეტებსა და უნივერსიტეტებში. შესაძლოა, საავადმყოფოებშიც კი“, – თქვა ბერბოკმა.

მეტი...

კახეთის პოლიციამ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 14 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული ა.ს.-ს ბიძა – 1972 წელს დაბადებული ა.ა. და ბიძაშვილი 1997 წელს დაბადებული ბ.ა. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობაში ბრალდებულმა ცოლად შერთვის მიზნით, 2009 წელს დაბადებულ ა.შ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ბიძის, ა.ა.-ს სახლში მიიყვანა, რომლისთვისაც ცნობილი გახდა აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შესახებ. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით, ასევე დადგინდა, რომ ამავე დანაშაულის შესახებ ცნობილი იყო, ა.ა.-ს შვილის – ბ.ა.-სთვის,…

მეტი...

„ახლა არ არის ნეიტრალიტეტის დრო”- ლოიდ ოსტინი

„ახლა არ არის ნეიტრალიტეტის,  ცრუ ეკვივალენტურობისა ან უპატიებელის გამართლების დრო“, – ამის შესახებ  თელ-ავივში, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ისრაელელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მან ”ჰამასი” ტერორისტულ ორგანიზაციას ISIS-ის შეადარა. „ტერორიზმი გაუმართლებელია და ეს განსაკუთრებით ეხება ჰამასის ამ მძვინვარებას“ – განაცხადა ლოიდ ოსტინმა. მისივე თქმით, არავინ უნდა შეეცადოს ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების თავის სასარგებლოდ გამოიყენოს, „ნებისმიერი ქვეყნისთვის, ნებისმიერი ჯგუფისთვის ან ვინმესთვის, ვინც ცდილობს ისარგებლოს ამ სისასტიკით, ჩვენ მხოლოდ ერთი სიტყვა გვაქვს: არ გააკეთოთ ეს“, – განაცხადა ოსტინმა.

მეტი...

რუსებმა ნიკოპოლს ორჯერ დაარტყეს – დაშავდა ორი ადამიანი

დღეს რუსეთის ძალები, დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ ნიკოპოლს 2-ჯერ დაესხნენ თავს. თავდასხმის შედეგად 2 მაშველი დაშავდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დაზიანდა სახანძრო-სამაშველო მანქანაც. ,,ნიკოპოლის მაშველებმა შუადღისას მიიღეს შეტყობინება დაბომბვით გამოწვეული ხანძრის შესახებ. გაჩერებაზე მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. მაშველებმა მისი ჩაქრობა დაიწყეს. ამ დროს რუსებმა ისევ გაისროლეს. შედეგად ორი მაშველი დაიჭრა,” – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

,,ამერიკამ არ შეიძლება გზავნოს იარაღი და ამავდროულად მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდოს”- ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანის განცხადებით, ისრაელის თავდასხმები თუ არ შეწყდება, კონფლიქტი შესაძლოა, გაფართოვდეს და მასში სხვა მხარეებიც ჩაერთონ. მისი თქმით,”ამერიკამ არ შეიძლება გზავნოს იარაღი და ბომბები ქალების, ბავშვებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დასახოცად ღაზაში და ამავდროულად მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდოს”. „ეს ორგანიზებული სამხედრო დანაშაულები, რომლებსაც სიონისტური გაერთიანება ჩადის, დაუყოვნებლივ თუ არ შეწყდება, მაშინ ჩვენ ნებისმიერი შესაძლებლობა შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ. სასაცილოა, რომ ყოველთვის, როდესაც ამერიკა მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს, ის ნებას რთავს კრიმინალებს, ყალბ სიონისტურ გაერთიანებას, დახოცოს ქალები, ბავშვები და სამოქალაქო პირები ღაზაში. ამერიკამ არ შეიძლება გზავნოს იარაღი და ბომბები ქალების, ბავშვებისა და…

მეტი...

პეკინში ისრაელელ დიპლომატს თავს დაესხნენ

პეკინში ისრაელელ დიპლომატს თავს დაესხნენ. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პეკინში ისრაელის საელჩოს თანამშრომელი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი მდგომარეობა სტაბილურია. უწყების ცნობით, შემთხვევაზე გამოძიება მიმდინარეობს.

მეტი...

,,ტერორი ვერ გაიმარჯვებს” – ურსულა ფონ დერ ლაიენი და რობერტა მეცოლა ისრაელში ჩავიდნენ

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა ისრაელში ჩავიდნენ. ,,აქ ვართ, რათა გამოვხატოთ სოლიდარობა მას შემდეგ, რაც ისრაელი თაობების განმავლობაში ყველაზე საშინელი ტერორისტული თავდასხმის წინაშე აღმოჩნდა. ტერორი ვერ გაიმარჯვებს. მნიშვნელოვანია, როგორ ვუპასუხებთ. ჩვენ შეგვიძლია და უნდა შევაჩეროთ “ჰამასი”, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია ჰუმანიტარული შედეგების შესამსუბუქებლად,” – წერს მეცოლა.

მეტი...

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთი დიქტატურად გამოაცხადა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ  წევრ ქვეყნებს მოუწოდა ვლადიმერ პუტინი არალეგიტიმურად ცნონ, მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ და რუსეთი დიქტატურად გამოაცხადა. ი შესაბამისი რეზოლუცია წევრმა ქვეყნებმა ერთხმად მიიღეს. რეზოლუციის თანახმად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გამოდის მოწოდებით, რომ ქვეყნებმა პუტინთან ყველანაირი კონტაქტი გაწყვიტონ, გარდა ჰუმანიტარული კონტაქტებისა და მშვიდობისკენ მოწოდების. ,,პრეზიდენტის დომინანტურმა ძალაუფლებამ, რომელიც ხელისუფლებაში ძალიან ხანგრძლივი დროით ყოფნის შედეგია, და ასევე ნებისმიერი ტიპის შეკავების/ბერკეტის არარსებობამ, როგორიც არის ძლიერი პარლამენტი, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, თავისუფალი მედია და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, რუსეთისგან ფაქტობრივად დიქტატურა შექმნა”, – ნათქვამია რეზოლუციაში.

მეტი...

,,ამ რთულ დროს ქართველი ხალხი მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს ისრაელს და მის ხალხთან ერთად დგას!“- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში ისრაელის ელჩთან, ჰადას მეიცადთან შეხვედრა გამართა. „ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, მსურს, შეშფოთება და მწუხარება გამოვხატო ისრაელის სახელმწიფოში განვითარებული მოვლენების გამო. ამ რთულ დროს ქართველი ხალხი მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს ისრაელს და მის ხალხთან ერთად დგას!“ – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

მეტი...

სკოლაზე განხორციელებული თავდასსმის შედეგად, მასწავლებელი დაიღუპა – თავდამსხმელი სკოლის ყოფილი მოსწავლეა

საფრანგეთში, ქალაქ არასში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში ცივი იარაღით თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. გავრცელებული  ინფორმაციით, მოკლულია მასწავლებელი.  დაშავებულია ერთ-ერთი ფიზიკური აღზრდის მასწავლებელია. მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი სკოლის ყოფილი მოსწავლეა, რომელიც  პოლიციამ დააკავა. თავდასხმის მოტივი უცნობია.  

მეტი...

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედქედში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედქედში ხანძარი იყო. “ტვ 25”-ის  ინფორმაციით, 4-წევრიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ ეტაპზე  უცნობია.

მეტი...

ფურგონი, რომელსაც მიგრანტები გადაჰყავდა ავარია მოყვა – არიან დაღუპულები

გერმანიაში ფურგონი, რომელსაც მიგრანტები გადაჰყავდა ავარიაში მოყვა. მედიის ინფორმაციით, გერმანიაში კონტრაბანდაში ეჭვმიტანილმა პირმა, რომელსაც ფურგონით მიგრანტები გადაჰყავდა, საჭის მართვაზე კონტროლი დაკარგა.   ავარიის შედეგად, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა, თექვსმეტი კი დაშავდა. ფურგონში 22 მიგრანტი იმყოფებოდა, მათ შორის ბავშვები და მძღოლი. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

მეტი...

საქართველო და უკრაინა დსთ-ს ფორმატში აღარ მუშაობენ, მოლდოვა იდენტობას კარგავს – პუტინი

ზოგიერთი ქვეყანა ჯერ კიდევ შედის დსთ-ში, მაგრამ ისინი ამ ფორმატში არ მუშაობენ – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თანამეგობრობის სახელმწიფოთა მეთაურთა საბჭოს  სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, საუბარია საქართველოზე, უკრაინასა და მოლდოვაზე. ,,ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც ადრე დსთ-ს შემადგენლობაში შედიოდა და შესაძლოა, დღესაც შედის, ამ ფორმატში არ მუშაობს, მაგრამ ეს მათი არჩევანია. საქართველოსთან ყველაფერი დაიწყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ შიდა პრობლემები ძალის გამოყენებით და სამხრეთ ოსეთზე თავდასხმებით მოეგვარებინა და ასევე იმ შედეგებით, რაც ამ ავანტიურის შედეგად წარმოიშვა. უკრაინამ ოდესღაც ხელი მოაწერა ფუნდამენტურ დოკუმენტს დსთ-ს შესახებ, მაგრამ სრული ფორმატით მას…

მეტი...

,,ხოშტარიამაც რუსეთში მიიღო განათლება და იქიდან რუბლებსაც იღებს, მაგრამ შესანიშნავი პროევროპული ლიდერია პოლიტიკაში”- კობახიძე

ხოშტარიამაც რუსეთში მიიღო განათლება და იქიდან რუბლებსაც იღებს, მაგრამ შესანიშნავი პროევროპული ლიდერია პოლიტიკაში, –  ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, რუსეთში ქართველი სტუდენტების სწავლასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. „ჩვენი ხელისუფლების პირობებში ევროკავშირის მხარდაჭერა 85 პროცენტამდე გაიზარდა, რაც ძალიან მარტივად იზომება. მთავარია, საზოგადოებაში არ ჩამოყალიბდეს აღქმა, რომ დასავლეთს ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება უნდა, რისი საფუძველიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში გვქონდა. როგორც კი საზოგადოებაში ჩამოყალიბდება აღქმა, რომ დასავლეთს უნდა „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება, მაშინვე გაიზრდება სხვაგვარი დამოკიდებულებების ხარისხი და ტენდენცია. ხოშტარიამაც იქ მიიღო განათლება და იქიდან რუბლებსაც იღებს, მაგრამ შესანიშნავი პროევროპული ლიდერია პოლიტიკაში“,…

მეტი...

,,თამარ გოლდენბერგის კვალი ჯერ ნაპოვნი არ არის, სავარაუდოდ, გამტაცებლების ხელშია”- ლაშა ჟვანია

ისრაელში საქართველოს ელჩის ლაშა ჟვანიას განცხადებით, ისრაელში დაკარგული თამარ გოლდენბერგი ამ ეტაპზე ნაპოვნი არ არის. მისივე თქმით, ისრაელში საქართველოს მოქალაქეების დაშავების ან დაკარგვის შესახებ საელჩოში ინფორმაცია არ შესულა. ,,ერთადერთი, ჯერჯერობით ნაპოვნი არ არის თამარ გოლდენბერგის კვალი. ის არის საქართველოს მოქალაქის შვილი, ისინი აფხაზეთიდან არიან, 30 წლის წინ ჩამოვიდნენ. თამარი აქ არის დაბადებული, მისი კვალი ჯერ ნაპოვნი არ არის, სავარაუდოდ, გამტაცებლების ხელშია. ეს არის ინფორმაცია, რასაც მის შესახებ ვფლობ. დღეს არის დაკრძალვა ქართველი ებრაელი ვაჟკაცის, მოშიაშვილის, რომელიც ბრძოლის დროს დაეცა გმირულად. მისი ძმა 2014 წელს, სამხედრო ოპერაციის დროს დაიღუპა. ჩვენი ქართველი…

მეტი...

კრიშტიანო რონალდოს 99 დარტყმით გაროზგვა ემუქრება

კრიშტიანო რონალდოს 99 დარტყმით გაროზგვა ემუქრება. სასჯელი სისრულეში იქნება მოყვანილი იმ შემთხვევაში, თუ პორტუგალიელი ირანს ეწვევა. სასჯელის მიზეზი გახდა რონალდოს საქციელი – კრიშტიანო გადაეხვია და აკოცა ირანელ მხატვარ ქალს ირანულ „პერსეპოლისთან“ აზიის ჩემპიონთა ლიგის გასვლითი მატჩის შემდეგ. ირანის კანონმდებლობით კი მსგავსი საქციელი უკანონოა, თუ კაცი ქალის ქმარი არ არის.  

მეტი...

სამართალდამცავებმა არესტოვიჩის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყეს

ქალების მიმართ სექსისტური და ძალადობრივი განცხადებების გამო, უკრაინის პოლიციამ ალექსეი არესტოვიჩის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. დახურულ „ფსიქოლოგიურ სემინარებზე“ არესტოვიჩმა პრეზიდენტის აპარატის ყოფილი მრჩეველ ქალებს არსებები უწოდა, რომლებიც “ჯერ უნდა მოტ*ნა, შეურაცხყოფა მიაყენო და გაუჩერებლად დაახრჩო.” ქალებმა კი კაცებს “როგორც კერპებს, ისე უნდა უყურონ.” 25 სექტემბერს კი რადას დეპუტატმა პოლიციაში განცხადება შეიტანა არესტოვიჩის მიერ გავრცელებული ვიდეოს გამო. ოფიციალური ინფორმაციით, ახლა პოლიცია გამოძიებას ჩაატარებს. გარდა ამისა, საქმე გადაეგზავნა კიევის საქალაქო პროკურატურას. სოვსუნმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს საქმე მუდმივ საზოგადოებრივ კონტროლს მოითხოვს. „თუ საქმე ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანს, ეს იქნება უკრაინისთვის მნიშვნელოვანი პრეცედენტი, იმის დასტური,…

მეტი...

,,გვითხრეს, რომ ემილი იპოვეს და ის მოკვდა, ამის გა­გე­ბის შემ­დეგ გა­ვი­ღი­მე, რად­გან ეს იყო სა­უ­კე­თე­სო სი­ახ­ლე, რისი გაგებაც შემეძლო”- „ჰამასის“ მსხვერპლის მამა

8 წლის ემი­ლის მამა, თო­მას ჰენ­დი შვე­ბით შეხ­ვდა შვილის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბავს, რო­მე­ლიც ჰამასის ტერორისტებმა მოკლეს.  ორ­დღი­ა­ნი გა­ურ­კვევ­ლო­ბის შემ­დეგ, მა­მა აცხადებს, რომ ასე­თი ამბავი მის­თვის ერ­თგვა­რი შვე­ბა იყო, რად­გან იცის, რომ მის ქალიშვილს არ აწა­მე­ბენ. ,,გვითხრეს, რომ ემილი იპოვეს და ის მოკვდა. ის მოკ­ვდა, დიახ, ამის გა­გე­ბის შემ­დეგ, მე გა­ვი­ღი­მე, რად­გან ეს იყო სა­უ­კე­თე­სო სი­ახ­ლე, რისი გაგებაც შემეძლო. ვოცნებობდი, რომ მკვდარი ყოფილიყო, ვიდრე ღაზაში. თუ თქვენ იცით, რას უკეთებენ ადამიანებს ღაზაში, ეს სიკვდილზე უარესია. ამ შემთხვევაში სიკვდილი ნეტარებაა”, – განაცხადა გოგონას მამამ და ინ­ტერ­ვი­უს დროს ატირ­და. „ჰამასის“ სისასტიკის 8 წლის მსხვერპლი…

მეტი...

,,რაც მიშას სჭირს, ამაში უპირველესად მიშაა დამნაშავე”- თამარ ჩერგოლეიშვილი

,,რაც მიშას სჭირს, ამაში უპირველესად მიშაა დამნაშავე და არავინ სხვა, მაგრამ ყველას, აი სულ ყველას დედებს გიტირებთ, ვისაც დახმარებას გთხოვდით ამ კაცის გადარჩენაში და თქვენ ვირუსად და მოღალატედ გამომაცხადეთ,”- ასე ეხმიანება თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილის კაბინეტის გახსნას. „ვინც მიხეილ სააკაშვილის კაბინეტს ხედავთ და ფიქრობთ, რომ ეს არანორმალურია, გაითვალისწინეთ, რომ ეს ძალიან ნორმალურია! ნორმალურია იმიტომ, რომ ნებისმიერი, ოდნავ გონიერი და პატიოსანი ადამიანისთვის, ნათელი იყო რომ აქამდე მოვიდოდა ის თვითდესტრუქციული პროცესი, რომელიც რეალურად 2008 წელს თბილისის წაგების შემდეგ დაიწყო, 2012 წელს, ძალაუფლების დაკარგვის შემდეგ, ძალიან დამძიმდა და დღეს არის აი აქ –…

მეტი...

ლოიდ ოსტინი ისრაელში ჩავიდა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი თელ ავივში ჩავიდა. ლოიდ ოსტინი მთავრობის ლიდერებთან შეხვედრას და აშშ-ის იარაღი და უსაფრთხოების დახმარების ნახვას გეგმავს, რომელიც ვაშინგტონმა მიაწოდა ისრაელს. მედიის ინფორმაციით,  მოსალოდნელია, რომ ოსტინი შეხვდება ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტს.  

მეტი...

მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა

 ვაკის პარკის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა. 2022 წლის 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩასულ 2 მოზარდს დენმა დაარტყა. მათ საშველად შადრევანში 13 წლის მარიტა მეფარიშვილი ჩავიდა. მარიტა მეფარიშვილი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა.  საქმეზე რამდენიმე პირია დაკავებული, მათ შორის მერიის და შპს “გრინსერვისის” თანამშრომლები.

მეტი...

ყოფილი ცოლი შვილების ნახვას უკრძალავდა, გზააბნეული დადის, შვილი მოუკლეს – 14 წლის გოგოს მამის ძმა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ საგარეჯოში მოკლული 14 წლის გოგოს დედას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქართველოს პროკურატურამ 14 წლის გოგონას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, მოკლულის დედას და ბიძას ბრალდება წარუდგინა. მამის ძმა  აცხადებს, რომ რომ მოკლული გოგოს დედა მამას საკუთარ შვლებთან კონტაქტს უკრძალავდა. მისივე თქმით,  მოსკოვში მყოფ კაცს არავინ უთხრა მისი ქალიშვილის იძულებითი ქორწინების ამბავი. ,,წასულია ჩემი ძმა, შვილის საფლავს აკეთებინებს, დადის გზააბნეულია 14 წლის შვილი მოუკლეს, რაც სათქმელი  ჰქონდა გუშინ უთხრა გამომძიებლებს. დაზარალებულია თვითონაც 1 წელი შვილს არ აჩვენებდა ყოფილი ცოლი, უკრძალავდა ნახვას, რა უნდა…

მეტი...

იმპერატრიცამ ამ რეზიდენციებისთვის 30 მილიონი ვერცხლი დახარჯა – ვიდეორეპორტაჟი პეკინიდან

იჰეიუანის პარკი – სწორედ ასე ჰქვია საზაფხულო საიმპერატორო სასახლეს, რომელიც  პეკინის გარეუბანში მდებარებს და ჯინის, იუანის და კინგის იმპერატორების საზაფხულო რეზიდენციაა. ის 3000-ზე მეტ შენობას მოიცავს  და შეტანილია  იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. ბაღის შექმნა იმპერატორ ციანლონგის ბრძანებით დაიწყო. ტბის მშენებლობის დროს გამოთხრილი მიწიდან კი აშენდა დღეგრძელობის გორა, რომლის თავზე რამდენიმე ბუდისტური ტაძარია. ნაპირის გასწვრივ გადის გრძელი დერეფანი, რომელიც შეტანილია გინესის რეკორდების წიგნში, როგორც “მსოფლიოს ყველაზე გრძელი მოხატული დერეფანი” – 728 მეტრი. კედლებზე დაახლოებით 8 ათასი ნახატია ჩამოკიდებული. გარშემორტყმული დრაკონებისა და ლომების ბრინჯაოს ფიგურებით – იმპერიული ძალაუფლების სიმბოლოებით. აქ ნაპირზე…

მეტი...

,,უნგრეთი არ დაუშვებს ტერორისტული ორგანიზაციების მხარდამჭერი აქციების ჩატარებას”- ორბანი

უნგრეთი არ დაუშვებს ტერორისტული ორგანიზაციების მხარდამჭერი აქციების ჩატარებას, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა. მისი თქმით, უნგრეთი „ტერორისტული ორგანიზაციების“ მხარდამჭერი აქციების ჩატარებას, რადგან მისი თქმით, უნგრეთის ყველა მოქალაქემ უნდა იგრძნოს თავი უსაფრთხოდ. „აქციის ჩატარების მცდელობები იყო უნგრეთშიც, მაგრამ ჩვენ არ დავუშვებთ ტერორისტული ორგანიზაციების მხარდამჭერ აქციებს, რადგან ეს უნგრეთის მოქალაქეებისთვის ტერორისტული საფრთხე იქნება. ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ ერთმა უნგრელმა მაინც, განურჩევლად მათი რწმენისა თუ წარმოშობისა, თავი დაუცველად იგრძნოს“, – განაცხადა ორბანმა. „შემაძრწუნებელია, რომ მთელ ევროპაში იმართება ტერორისტების მხარდამჭერი აქციები“, – განაცხადა ორბანმა.

მეტი...

ისრაელის მხრიდან ევაკუაციისაკენ მოწოდების საპასუხოდ, „ჰამასი“ მოუწოდებს ღაზის მცხოვრებლებს, არ დატოვონ სახლები

ისრაელის თავდაცვის ძალების მხრიდან ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის მოწოდების საპასუხოდ, „ჰამასი“ მოუწოდებს ღაზის მცხოვრებლებს, არ დატოვონ სახლები. ,,ისსრაელი ცდილობს, გაავრცელოს ყალბი პროპაგანდა სხვადასხვა საშუალებით, რაც მიზნად ისახავს მოქალაქეებში დაბნეულობის შექმნას და ჩვენი შიდა ფრონტის სტაბილურობის შელახვას“, – ნათქვამია განცხადებაში. ისრაელი ღაზის სექტორის მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციისაკენ მოუწოდებს

მეტი...

ურსულა ფონ დერ ლაიენი და რობერტა მეცოლა ისრაელში ჩავლენ

ევროკომისიის და ევროპარლამენტის პრეზიდენტები, ურსულა ფონ დერ ლაიენი და რობერტა მეცოლა პარასკევს ისრაელში ჩავლენ. ურსულა ფონ დერ ლაიენი და რობერტა მეცოლა ისრაელის ოფიციალურ პირებს შეხვდებიან და სოლიდარობას გამოუცხადებენ “ჰამასის” თავდასხმების მსხვერპლებს.

მეტი...

ისრაელი ღაზის სექტორის მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციისაკენ მოუწოდებს

ისრაელის არმია მოუწოდეს ღაზის სექტორში მცხოვრებ ყველა სამოქალაქო პირს მომდევნო 24 საათის განმავლობაში დაიწყონ ქალაქის ევაკუაცია და გადაადგილდნენ სამხრეთის მიმართულებით. მოწოდება 1 მილიონზე მეტ ადამიანს ეხება. ისრაელის სამხედროების განცხადებით, უახლოეს დღეებში ქვეყანა ღაზის სექტორში მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს, ხოლო მოქალაქეთა უკან დაბრუნება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა შესაბამისი ბრძანება გაიცემა. ისრაელის არმია ფიქრობს, რომ “ჰამასის” მებრძოლები სახლების ქვეშ გვირაბებში და შენობებში იმალებიან, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა ცხოვრობს. ,,ისრაელის თავდაცვის ძალები ყველა მშვიდობიან მოსახლეს ღაზის ქალაქიდან სამხრეთის მიმართულებით ევაკუაციისაკენ მოუწოდებს, მათი უსაფრთხოებისა და დაცვის მიზნით”, – თქვა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა.

მეტი...

ღაზის სექტორში 423 0000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირია – გაერო

გაეროს ინფორმაციით, ისრაელისა და “ჰამასის” ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვი 423 000-ს აჭარბებს. აღნიშნული მაჩვენებელი ალყაში მოქცეული სანაპირო ანკლავის მოსახლეობის 20%-ზე მეტია. გაეროს ჰუმანიტარული საკითხების კოორდინაციის ოფისის (OCHA) განცხადებით, იძულებით გადაადგილებულთა 2/3-ზე მეტი თავს სკოლებს აფარებს.

მეტი...

,,ომის დანაშაულებისა და ღაზას ალყის ფონზე, სხვა ფრონტების გახსნა რეალურად შესაძლებელია”- ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი აცხადებს, რომ თუ ისრაელის მიერ ღაზას დაბომბვა გაგრძელდება, შეიძლება, სხვა ფრონტები გაიხსნას. ამირაბდოლაჰიანი ბეირუთში ჩავიდა, სადაც მას ლიბანელ ოფიციალურ პირებთან ერთად ჰამასის და პალესტინის ისლამური ჯიჰადის წარმომადგენლები დახვდნენ. „გაგრძელებული აგრესიის, ომის დანაშაულებისა და ღაზას ალყის ფონზე, სხვა ფრონტების გახსნა რეალურად შესაძლებელია”, – ამბობს ამირაბდოლაჰიანი.

მეტი...

ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 1 537-მდე გაიზარდა

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად, ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 1 537-მდე გაიზარდა. დაშავებულია  6 612 კი ადამიანი. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ისრაელის ტერიტორიაზე 1 500-მდე პალესტინელი ტერორისტი მოკლეს.

მეტი...