,,გადავდივართ სრულ შეტევაზე” – ისრაელის თავდაცვის მინისტრი

„მე მოვხსენი ყველა შეზღუდვა, ჩვენ აღვადგინეთ კონტროლი ტერიტორიაზე და გადავდივართ სრულ შეტევაზე“. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ღაზის სექტორის საზღვარზე მყოფ სამხედროებთან შეხვედრისას განაცხადა. „თქვენ გექნებათ შესაძლებლობა შეცვალოთ რეალობა. ჩვენ ვნახეთ ამის ფასი და თქვენ ნახავთ ცვლილებას. „ჰამასს“ სურდა ცვლილება ღაზაში, ის ნახავს 180 გრადუსიან ცვლილებას, განსხვავებულს იმისგან, რასაც ისინი ელოდებოდნენ. ისინი ინანებენ ამ მომენტს, ღაზა არასდროს იქნება ისეთი, როგორიც იყო“, – განაცხადა მინისტრმა.

მეტი...

ილია დარჩიაშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა გერტ იან კოპმანთან

2023 წლის 10 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, სატელეფონო საუბარი გამართა ევროკომისიის გენერალურ დირექტორთან სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში, გერტ იან კოპმანთან. საუბარი შეეხო საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით. მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს ხელისუფლებასა და ევროკომისიასთან მიმდინარე ინტენსიური კონსულტაციები, ასევე შეაჯერეს ა.წ. სექტემბერსა და ოქტომბრის დასაწყისში თბილისსა და ბრიუსელში მაღალ დონეზე გამართული შეხვედრების შედეგები. მხარეები შეთანხმდნენ, რომ კვლავაც განაგრძობენ აქტიურ კონსულტაციებს, რათა საქართველოს პროგრესი მაქსიმალურად აისახოს ევროკომისიის ანგარიშში, რომელიც ნოემბრის დასაწყისში გამოქვეყნდება ე.წ. „გაფართოების პაკეტის“ ფარგლებში.

მეტი...

სასამართლომ კონსერვატორიის სარჩელი არ დააკმაყოფილა

საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა კონსერვატორიის სარჩელი თეა წულუკიანის მიერ კონსერვატორიაში არჩევნების გაუქმების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე. ინფორმაციას ამის შესახებ კონსერვატორია Facebook გვერდზე აქვეყნებს. ,,2023 წლის 2 ოქტომბერს კონსერვატორიამ სარჩელით (სარჩელი უზრუნველყოფით) მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2023 წლის 25 სექტემბერს გამოცემული კონსერვატორიის რექტორის არჩევნების გაუქმების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე. სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბრძანების შეჩერების შესახებ შუამდგომლობა. იმის გათვალისწინებით, რომ შუამდგლომლობა არ დაკმაყოფილდა, მოქმედ რექტორს კი 21 ოქტომბერს ეწურება ვადა, სასამართლო განხილვა აზრს კარგავს”, – აცხადებენ კონსერვატორიაში.

მეტი...

ნიკოლ ფაშინიანი დსთ-ს სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს

სომხეთის პრემიერი დსთ-ს სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ, მან ყირგიზეთის პრეზიდენტთან, სადირ ჯაფაროვთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. ,,საუბრისას ფაშინიანმა სინანულით განაცხადა, რომ რიგი გარემოებების გამო იგი ვერ მიიღებს მონაწილეობას დსთ-ს სახელმწიფო სათათბიროს საბჭოს სხდომაში”, – ნათქვამია მოხსენებაში. ცნობისთვის, დსთ-ს სამიტი 13 ოქტომბერს, ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში გაიმართება.

მეტი...

ღაზის სექტორიდან ეგვიპტესთან დამაკავშირებელი ერთადერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტი დაიკეტა

ღაზის სექტორიდან ეგვიპტესთან დამაკავშირებელი ერთადერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტი, რომელიც პალესტინის ქალაქ რაფაში მდებარეობს, დაიკეტა. მიზეზი ისრაელის მიერ რაფას დაბომბვა გახდა, რის გამოც, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ევაკუაცია გამოცხადდა. გარდა ამისა, პალესტინური მხარე საკონტროლო-გამშვები პუნქტის დაბომბვის შესახებაც იუწყება, თუმცა ისრაელის თავდაცვაში აცხადებენ, რომ სასაზღვრო პუნქტი არ დაუბომბავთ. ​სამიზნეს მიწისქვეშა გვირაბები წარმოადგენდა, რომლებიც შეიარაღებისა და აღჭურვილობის კონტრაბანდისთვის გამოიყენებოდა.

მეტი...

ისრაელის ცენტრალურ ნაწილში საჰაერო განგაშია გამოცხადებული

ისრაელის ცენტრალურ ნაწილში საჰაერო განგაშია გამოცხადებული. ისრაელის დარტყმების საპასუხოდ, ჰამასი ღაზას სექტორის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ აშკელონზე თავდასხმით დაიმუქრა და მოსახლეობას ადგილობრივი დროით, 17 საათამდე, ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, შაბათის შემდეგ,  ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 4500-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს.

მეტი...

,,11 ოქტომბერს იხსნება ჩემი ოფისი” – მიხეილ სააკაშვილი

,,11 ოქტომბერს იხსნება ჩემი ოფისი. გამარჯვების ფორმულა ერთიანობასა და მუდმივ აქტიურობაშია”. ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ,,სწორედ დღეს არის ერთიანობისა და მობილიზების დრო, ჩვენი ქვეყანა სულ მალე დადგება დიდი გამოწვევების წინაშე. ამიტომაც, 11 ოქტომბერს იხსნება ჩემი ოფისი, რომელსაც ძალიან ნიჭიერი და ახალგაზრდა ლიდერი – სოფო ჯაფარიძე უხელმძღვანელებს. ოფისი ღიაა ჩვენი ქვეყნის ყველა გულშემატკივრისთვის! იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული მომავალი, ვინც დღემდე დაუღალავად იბრძვის საქართველოს თავისუფლებისათვის. გამარჯვების ფორმულა ერთიანობაში და მუდმივ აქტიურობაშია, მხოლოდ ასე შევძლებთ პუტინის რეჟიმის გასტუმრებას. გპირდებით, საქართველოს საუკეთესო დღეები არის წინ! თქვენი მიშა”, – წერს მიხეილ…

მეტი...

ჯგუფურ ძალადობაში მხილებულ პატრულ–ინსპექტორს გირაო შეეფარდა

ახალციხეში, ჯგუფური ძალადობის ფაქტზე მხილებულ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ–ინსპექტორს, გიორგი იაძეს და კიდევ ერთ პირს, 10 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ, 5 000– 5 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. გამოძიებით დადგინდა, რომ სამართალდამცავმა თანმხლებ პირთან ერთად, 2023 წლის 28 სექტემბერს, ახალციხეში, ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე, ყოფით ნიადაგზე მომხდარი შელაპარაკებისას, ფიზიკურად იძალადა მოქალაქეზე, რის შედეგადაც მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება. საქართველოს პროკურატურამ საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ბრალდება ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინა. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი...

ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად 1008 ადამიანია დაღუპული

ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად 1008 ადამიანია დაღუპული. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ში ისრაელის საელჩო ავრცელებს. მათივე ცნობით, დაშავებულია 3 418 ადამიანი. თავდასხმის დროს 123 სამხედრო დაიღუპა. ისრაელიდან ღაზის სექტორში გატაცებულია 150-მდე ადამიანი.    

მეტი...

„სატყეო სკოლაში“ სწავლა დაიწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის „სატყეო სკოლაში“ სწავლა დაიწყო. სასწავლო კურსი ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა და პროექტის „ECO.Georgia” დირექტორმა ლუთს იარჩინსკიმ გახსნეს. სასწავლო კურსის „სატყეო სკოლის” მიზანია ტყესთან დაკავშირებული საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს მისცეს სიღრმისეული ცოდნა, როგორც თეორიული ისე პრაქტიკული ასპექტების გათვალისწინებით და ხელი შეუწყოს დეფიციტური პროფესიების პოპულარიზაციას ახალგაზრდებში. IX-XII კლასის მოსწავლეები გაეცნობიან ისეთ საკითხებს, როგორიცაა ტყის როლი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში, ტყის ტიპები/ტყის შემქმნელი ძირითადი მერქნიანი სახეობები, მერქნული და არამერქნული რესურსები, მავნებლები, ტყის მდგრადი მართვის პრინციპები,  ტყის ბიომრავალფეროვნება, კლიმატის ცვლილება და მისი გავლენა ტყეზე,…

მეტი...

ლევან წულაძემ მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა

ლევან წულაძემ მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. ლევან წულაძემ სამინისტროს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებით 2 ოქტომბერს მიმართა, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანება კი დღეს, 10 ოქტომბერს გამოიცა. ,,ლევან წულაძე მოცემულ პოზიციაზე უფლებამოსილების ახალი, ოთხწლიანი ვადით, 2022 წლის 6 მარტიდან დაინიშნა. მან მარჯანიშვილის თეატრს 18 წლის განმავლობაში უხელმძღვანელა და არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია როგორც ქვეყანაში, ასევე – საზღვარგარეთ”, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.

მეტი...

ვეტერანთა ჰოსპიტალს სომხეთის სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი დელეგაციასთან ერთად სტუმრობდა

ვ.სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის დირექტორმა, ამურ რევიშვილმა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, ვალერიან ძებისაშვილმა, ვეტერანთა ჰოსპიტალში, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს და სომხური დელეგაციის წევრებს უმასპინძლეს. დელეგაციის ხელმძღვანელმა, სომხეთის სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა, ალექსანდრე ავეტისიანმა, საპენსიო სამმართველოს უფროსმა, აშოტ სტეპანიანმა, თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ტიგრან არუთინიანმა, ფონდის ხელმძღვანელის მოადგილემ, სმბატ საიანმა, ვეტერანთა ჰოსპიტლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. ჰოსპიტლის დირექტორმა, ამურ რევიშვილმა, სტუმრებს, მუშაობის სპეციფიკა გააცნო და იმ სამედიცინო სერვისებზე ესაუბრა, რომლებსაც კლინიკა სთავაზობს ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. სომხური…

მეტი...

,,ისრაელში სიტუაციის ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პოლიტიკის ჩავარდნაა”- პუტინი

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ისრაელში სიტუაციის ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პოლიტიკის ჩავარდნაა. „უკრაინული კრიზისიც გრძელდება და სამწუხაროდ, ვხედავთ სიტუაციის მკვეთ ესკალაციას ახლო აღმოსავლეთში. ვფიქრობ, ბევრი დამეთანხმება, რომ ეს არის ახალო აღმოსავლეთში აშშ-ის პოლიტიკის ჩავარდნის თვალსაჩინო მაგალითი. აშშ ცდილობდა კონფლიქტის დარეგულირების მონოპოლიზაციას, მაგრამ სამწუხაროდ, არ ადარდებს ისეთი კომპრომისების პოვნა, რომლებიც ორივე მხარისთვის იქნებოდა მისაღები. პირიქით, ცდილობდა წინ წაეწია ის საკუთარი წარმოდგენებით, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი და თან ზეწოლას ახდენდა ორივე მხარეზე“, – განაცხადა პუტინმა.

მეტი...

რუსეთი და ბელარუსი პოლონეთის საზღვართან აფეთქებას გეგმავენ – უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრი

უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრის განცხადებით,  რუსეთისა და ბელარუსის სპეცსამსახურები ბელარუსის ნავთობბაზაზე ასაფეთქებელი ნივთიერებების ჩამოგდებას გეგმავენ, რათა ტერაქტში უკრაინელები დაადანაშაულონ. ,,შეთანხმება მიღწეულ იქნა რუსეთის ფედერაციის FSB-სა და ბელარუსის რესპუბლიკის კგბ-ს შორის “ცრუ დროშის” ოპერაციის ჩატარების შესახებ ,შემდგომში უკრაინისთვის დაბრალების მიზნით. ამ დროისთვის, ტერორისტული თავდასხმის ობიექტად განიხილება Brestoblnefteprodukt-ის ნავთობის საცავი ბრესტის ოლქის პრილუკის დასახლებასთან, რომელიც 2 კმ/შია ბელარუსი-პოლონეთის საზღვრიდან. თავდასხმა დაგეგმილია უპილოტო საფრენი აპარატიდან,”- აცხადებს უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრი. 

მეტი...

,,600 000 ევრო საბანკო ანგარიშებზე მოტყუებით ჩაარიცხინეს”- სასამართლომ ორი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, ორი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო. ,,სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული, გამოგონილი სახელით გაეცნო საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში მოქმედი საწარმოების წარმომადგენლებს, რა დროსაც დაარწმუნა ისინი, თითქოსდა მისი კომპანია საქართველოსა და საფრანგეთში დიდ სავენახე მეურნეობას ფლობდა და მათ ფინანსური მოგების მიღების მიზნით, საწარმოში ინვესტიციების განხორციელება შესთავაზა. მეტი დამაჯერებლობისთვის, ბრალდებულებმა დაზარალებულებს საწარმოს შემოსავლების, მოგების და რამდენიმე ათეული მილიონი ევროს ღირებულების აქტივების მართვის შესახებ…

მეტი...

ჰამასი სხვა ქვეყნების ომში ჩათრევას ცდილობს – ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით,  დაჯგუფება ჰამასი სხვა ქვეყნების ომში ჩათრევას ცდილობს. მათივე განცხადებით, ახლა ჰამასის მებრძოლების მთავარი მიზანია ისრაელის სახელმწიფოს განადგურება. ,,ჩვენ ვხედავთ, რომ ჰამასმა თავიდანვე მოუწოდა ჰეზბოლას ჩრდილოეთში, პალესტინელებს ლიბანში, სირიაში, იუდეასა და სამარიაში, ჩაერიონ ამ ომში და მათ დაეხმარონ. ახლა [ჰამასის] მებრძოლების მთავარი მიზანია ისრაელის სახელმწიფოს განადგურება და რაც შეიძლება მეტი ებრაელის მოკვლა”, – აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალები.

მეტი...

PSP-მ მონაწილეობა მიიღო თბილისის პირველი ციფრული პროდუქტების კონფერენციაში ProdAct Conference 2023

PSP, როგორც პირველი ფარმაცევტული კომპანია, რომელმაც ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი ჯერ კიდევ 2007 წელს პირველი ონლაინ აფთიაქის შექმნით დაიწყო, ფარმაციის დარგში წლების მანძილზე ელექტრონული კომერციისა და ბიზნეს პროცესების ციფრული ტრანფორმაციის შესახებ გამოცდილების შესახებ მოხსენება გააკეთა ProdAct Community Georgia-ს მიერ ორგანიზებულ ციფრული პროდუქტების კონფერენციაზე. 2023 წლის 8 ოქტომბერს თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ციფრული ტექნოლოგიებს და ციფრული პროდუქტების მენეჯმენტით დაინტერესებული 400-მდე ციფრული პროდუქტის მენეჯერები, დიზაინერები, ინჟინრები, მეწარმეები, სტუდენტები შეიკრიბნენ. ფარმაცევტულ დარგში ციფრული ტრანფორმაციების გამოცდილების შესახებ ისაუბრეს PSP-ს ბიზნეს პროცესების მართვის სამსახურის უფროსმა თიკო ცეცხლაძემ და ელექტრონული კომერციის განვითარების მენეჯერმა საბა ფაშურიშვილმა. 1…

მეტი...

კახეთში, კაცს ტრაქტორმა გადაუარა

კახეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შუახნის კაცს ტრაქტორმა გადაუარა. გავრცელებული  ინფორმაციით, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის კუთვნილ ნაგავსაყრელზე, ამავე კომპანიის თანამშრომელი ტრაქტორიდან გადავარდა. გადავარდნის შემდეგ, კაცს ტრაქტორმა ზედ გადაუარა. კაცი ადგილზე გარდაიცვალა.  

მეტი...

ბოლო ათ წელიწადში საქართველოში სიღარიბე ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დაძლია – ირაკლი ღარიბაშვილი

თუ გავიხსენებთ 2012 წელს, მაშინ სიღარიბის მაჩვენებლი იყო დაახლოებით 30%, უმუშევრობა იყო 27%-ზე მეტი. დღეს არის 17% უმუშევრობის მაჩვენებლი და სიღარიბე არის 15%-ზე ჩამოსული. ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე საქართველოში, ბოლო 10 წელიწადში –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, სიღარიბე და უმუშევრობა დღეს არის ისტორიულ მინიმუმზე. „თუ გავიხსენებთ 2012 წელს, მაშინ სიღარიბის მაჩვენებლი იყო დაახლოებით 30%, უმუშევრობა იყო 27%-ზე მეტი. დღეს არის 17% უმუშევრობის მაჩვენებლი და სიღარიბე არის 15%-ზე ჩამოსული. ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე…

მეტი...

ღაზის საზღვართან მდებარე კიბუც ბეერში 100-ზე მეტი გვამი იპოვეს

ისრაელის მოხალისეობრივი სამძებრო-სამაშველო ორგანიზაცია ZAKA-ს ინფორმაციით, 10 ოქტომბერს ღაზის საზღვართან მდებარე კიბუც ბეერში 100-ზე მეტი გვამი იპოვეს. „დიდი გუნდები მთელი დღის განმავლობაში ასუფთავებდნენ ცხედრებს კიბუც-ბეერისგან“, – აცხადებენ ორგანიზაციაში. მათივე ინფორმაციით,  ამ დროისთვის 108 ცხედარია ნაპოვნი, თუმცა ტერიტორია სრულად არ არის გაწმენდილი. „დღეს მოხალისეები ბეერის კიბუცში შევიდნენ და იქ საზარელი სანახაობა დახვდათ – ზოგი გარდაცვლილი ზრდასრული იყო, ზოგიც – ბავშვი”, – აცხადებენ ორგანიზაციაში. კიბუცი  სასოფლო-სამეურნეო კომუნაა ისრაელში.

მეტი...

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი − ვიქტორ ორბანი ეწვია

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი – ვიქტორ ორბანი ეწვია. უნგრეთის პრემიერი თბილისში მეუღლესთან ანიკო ლევაისთან ერთად ჩამოვიდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უნგრეთის პრემიერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი – ილია დარჩიაშვილი,  უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი – თამარ ლილუაშვილი და საქართველოში უნგრეთის ელჩი – ანა მარია შიკო დახვდნენ. ვიქტორ ორბანი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვია. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ვიქტორ ორბანისა და ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა. შედგება საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა, რომლის შემდეგაც მემორანდუმებზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება. საქართველოსა და უნგრეთის  პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

მეტი...

,,არსად გავქცეულვართ და არც ვაპირებთ”- მაქსიმ გალკინი ისრაელში რჩება

მაქსიმ გალკინი, რომელიც ოჯახთან ერთად ისრაელში ცხოვრობს, ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ ქვეყნიდან გაქცევას არ აპირებენ. „მინდა მოვუწოდო „ჰეითერებს“, მორჩით ამ თემაზე ჭორების გავრცელებას. არსად გავქცეულვართ და არც ვაპირებთ. ჩვენ დიდი ხანია ევროკავშირის მოქალაქეები ვართ და შეგვიძლია, 27-ვე ქვეყანაში ვიცხოვროთ. ისრაელი განგებ შევარჩიეთ, აქ ძალიან მშვიდად ვგრძნობდით თავს. აეროპორტი ღიაა და შეგვიძლია, ნებისმიერ დროს გავფრინდეთ, მაგრამ არა. ჩვენ გვიყვარს ისრაელი და ვრჩებით. არ დავტოვებთ ქვეყანას ამ  მძიმე მომენტში, “ – განაცხადა გალკინმა.

მეტი...

“ჰამასის” თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 123 სამხედრო დაიღუპა – დანიელ ჰაგარი

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, ისრაელზე “ჰამასის” თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 123 სამხედრო დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, პრივე მხრიდან 1 500-ზე მეტი ადამიანია დაღუპული თავდასხმის დაწყების შემდეგ. ისრაელის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 900-ს აჭარბებს. დაშავებულია 2 500 ადამიანი.

მეტი...

10-12 ოქტომბერს, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაარსებული „ღვინის დღეების“ ფარგლებში, თბილისი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას მასპინძლობს

კონფერენცია „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტი – შედეგები და სიახლეები“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ტარდება. სამეცნიერო კონფერენცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ გახსნა. „მოხარული ვართ, გიმასპინძლოთ საქართველოში და კიდევ ერთხელ განსაკუთრებული სიამაყით აღვნიშნო, რომ თქვენ, საერთაშორისო უნივერსიტეტებისა და ინსტიტუტების წამყვანი მეცნიერები დღეს ღვინის სამშობლოს საპატიო სტუმრები ხართ. აღნიშნული პროექტის განხორციელება 2014 წელს დავიწყეთ. პროექტის მიზანი საქართველოს ღვინის კულტურის უძველეს კერად დადასტურებისათვის ახალი მონაცემების შეგროვება იყო. კვლევის შედეგებმა ვაზის მოშინაურებასა და ღვინის წარმოების დაწყებასთან…

მეტი...

,,მხარეებმა დაგმეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საზღვაო ბაზის განლაგების გადაწყვეტილება”- ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოსა და რუსეთში შვეიცარიის ელჩებს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე შვეიცარიის ელჩს საქართველოში ჰაიდი გრაუს და შვეიცარიის ელჩს რუსეთში კრისტინა მარტი ლანგს შეხვდა.  შეხვედრისას განხილვის მთავარ თემას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რთული ვითარება და რუსეთის დესტრუქციული ქმედებები წარმოადგენდა. მხარეებმა დაგმეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საზღვაო ბაზის განლაგების გადაწყვეტილება. საუბარი შეეხო საქართველოსა და ზოგადად რეგიონის უსაფრთხოების სხვა გამოწვევებს, უკრაინაში მიმდინარე რუსულაგრესიას და მის გავლენას. ელჩებთან გამართული შეხვედრისას მიმოიხილეს სამხრეთ კავკასიაში არსებული უსაფრთხოების გარემო და აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტში საქართველოს მნიშვნელოვანი სამშვიდობო როლი. ნიკოლოზ სამხარაძემ ელჩებს ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადადგმული ნაბიჯებისა და 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით მიღწეული…

მეტი...

„ღვინის დღეების“ ფარგლებში, მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების მონაწილეობით, უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა“- შამუგია

„ღვინის დღეების“ ფარგლებში, მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების მონაწილეობით, უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა“- ამის შესახებ განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ კონფერენციის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. „სიმბოლურია, რომ დღევანდელი საერთაშორისო კონფერენცია „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტი – შედეგები და სიახლეები“ ტარდება ღვინის დღეების ფარგლებში, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაარსდა და ყოველწლიურად იმართება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ღვინის დღეებით, ჩვენ ვახსენებთ მთელ საზოგადოებას, რომ ქართული ღვინო არის ჩვენი კულტურის და ისტორიის ნაწილი. აღსანიშნავია, რომ „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის პროექტის“ ფარგლებში, დაიდო საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო დასკვნა, რომელიც…

მეტი...

ლევან ხაბეიშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დავით კეზერაშვილს კვიპროსში შეხვდებიან

„ნაციონალური მოძრაობის“თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პარტიის წევრები, მათ შორის პეტრე ცისკარიშვილი, დავით კირკიტაძე და გიორგი ბოტკოველი კვიპროსში დავით კეზერაშვილთან შესახვედრად გაემგზავრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს. „საქართველოს რუსული ხელისუფლება არ აძლევს შესაძლებლობას, მათ შორის, ადამიანებს, რომლებიც არიან პოლიტიკური დევნილები, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ. არამარტო კეზერაშვილთან შესახვედრად მივდივარ – ძალიან ბევრ პატრიოტ ქართველს შევხვდები“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მეტი...

19 წლის ბიჭმა მამა მოკლა

აშშ-ში, ჩრდილოეთ ფენიქსში 19 წლის ბიჭმა 54 წლის მამა მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. რა გახდა მკვლელობის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

მეტი...

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პატიმრის გარდაცვალების საქმეზე ინსპექტორი ამხილა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, პენიტენციურ დაწესებულებაში, პატიმრის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე, სამსახურებრივი გულგრილობისთვის, დაწესებულების  ინსპექტორ-კონტროლიორი იქნა მხილებული. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 1 აგვისტოს, №10-ე პენიტენციურ დაწესებულებაში, ინსპექტორ-კონტროლიორმა, რომელსაც პატიმარ გ.გ.-ს სათანადო მეთვალყურეობა ევალებოდა არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა და არ გადაამოწმა საკნის სააბაზანო ოთახში მყოფი მსჯავრდებული.  პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის სამსახურებრივი გულგრილობის შედეგად, უმეთვალყურეოდ დარჩენილმა პატიმარმა სააბაზანოში შეტანილი ზონრის გამოყენებით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პენიტენციური სამსახურის ხელშეწყობით, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება უზრუნველყო. კერძოდ, გამოიკითხა  35 პირი,  დათვალიერდა №10 პენიტენციური დაწესებულება და შემთხვევის ადგილი, საიდანაც…

მეტი...

ხელებს ვუკოცნით მათ, ვინც თავდასხმას გეგმავდა – ხამენეი

ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი უარყოფს ირანის ჩართულობას 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმაში. მისი თქმით, მიესალმება ისრაელის “გამოუსწორებელ” სამხედრო და სადაზვერვო მარცხს. „ჩვენ ხელზე ვემთხვევით ყველას, ვინც სიონისტურ რეჟიმზე თავდასხმა დაგეგმა. გამანადგურებელმა სტიქიამ გაანადგურა კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რომლის აღდგენა მარტივი არ იქნება. სიონისტური რეჟიმის ქმედებებია ამ კატასტროფაში დამნაშავე“, – განაცხადა ხამენეიმ.

მეტი...

ირაკლი ეძგვერაძე საგამოძიებო უწყებებს უნდობლობას უცხადებს და აცხადებს, რომ სასამართლოში მისვლას არ აპირებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ეძგვერაძე საგამოძიებო უწყებებს უნდობლობას უცხადებს და აღნიშნავს, რომ სასამართლოში მისვლას არ აპირებს. ეძგვერაძის თქმით, სრულყოფილი გამოძიების ჩატარება მისიჩვენების გარეშეც არის შესაძლებელი. „შეუძლებელია, 50-მდე ადამიანი დღისით, მზისით აწყობდეს მსგავსს შეიარაღებულ თავდასხმას, რომელიც დაახლოებით 20 წუთი გრძელდება და ადგილზე მთელი ამ ხნის განმავლობაში არ ჩნდებოდეს სამართალდამცავი უწყების არცერთი თანამშრომელი. ამის გაგრძელებაა დანაშაულის არაეფექტური გამოძიება. გავიდა ორ კვირაზე მეტი და 50 ადამიანიდან დაკავებულია მხოლოდ ექვსი. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ვიდეომასალა. დანაშაულის გამოძიების ნაცვლად, შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩემს მეზობლებსა თუ ოჯახის წევრებზე ზეწოლით არის დაკავებული. შესაბამისად, მაქვს სრული უნდობლობა როგორც…

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკი რუმინეთში  ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუმინეთში  ჩავიდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა Twitter-ის საკუთარ ანგარიშზე დაწერა. ,,მე ჩავედი ბუქარესტში პრეზიდენტთან, კლაუს იოჰანისთან მოსალაპარაკებლად და ჩვენი მეზობლური ურთიერთობების გასაძლიერებლად”, – აცხადებს ზელენსკი. მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში განიხილება უსაფრთხოების შემდგომი თანამშრომლობა, ავიაციის და სხვა კოალიციების განვითარება, უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, შავ ზღვაში უსაფრთხოების არქიტექტურა და პარტნიორებთან ურთიერთობა. „უკრაინა მადლიერია რუმინეთის მხარდაჭერისთვის, რომელიც აძლიერებს ჩვენს სახელმწიფოს, ისევე როგორც კონსტრუქციული სოლიდარობისთვის, რომელიც საშუალებას აძლევს ჩვენს ქვეყნებს იყვნენ უსაფრთხოების დონორები მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით სასურსათო უსაფრთხოების სფეროში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მეტი...

ღაზის სექტორში იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა 180 000-ს აღწევს

პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების გაეროს სააგენტოს ინფორმაციით, ღაზის სექტორში იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა 180 000-ს აღწევს. ,,გასული 24 საათის განმავლობაში ღაზის სექტორში იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა გაიზარდა და 180 000 ადამიანს მიაღწია. მოსალოდნელია ამ რიცხვის ზრდა,” – იტყობინება სააგენტო.

მეტი...

„ჰამასს“ ვინც უჭერს მხარს, პასუხისმგებელია ისრაელზე საშინელ თავდასხმაზე – რიში სუნაკი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი აცხადებს, რომ ”ჰამასს“ ვინც უჭერს მხარს, პასუხისმგებელია ისრაელზე საშინელ თავდასხმაზე. პრემიერის თქმით, ისრაელის გვერდით დგას. ,,ვინც მხარს უჭერს „ჰამასს“, პასუხისმგებელია ამ საშინელ თავდასხმაზე. ისინი არ არიან თავისუფლებისთვის მებრძოლები, ისინი არიან ტერორისტები. ამ მოვლენებს ორი მხარე არ აქვს. მე ისრაელის გვერდით ვდგავარ. გაერთიანებული სამეფო ისრაელის გვერდით დგას ამ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორც დღეს, ისე ხვალ და ყოველთვის“, – განაცხადა სუნაკმა.

მეტი...

,,ტერორიზმთან ბრძოლა ისრაელთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩვენი ერთობლივი ამოცანაა”- მაკრონი

,,ტერორიზმთან ბრძოლა ისრაელთან და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩვენი ერთობლივი ამოცანაა”,- ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. მისი თქმით, ”ჰამასის” თავდასხმას არანაირი გამართლება და ახსნა არ აქვს. ,,კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩემი სოლიდარობა, ჩვენი სრული სოლიდარობა ისრაელთან. გერმანია და საფრანგეთი ერთად დგანან ებრაელი ხალხის გვერდით ამ ტრაგიკულ მომენტებში. ტერორიზმთან ბრძოლა ისრაელთან და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩვენი ერთობლივი ამოცანაა. ამ თავდასხმას არანაირი გამართლება და ახსნა არ აქვს”,- განაცხადა მაკრონმა.  

მეტი...

2022 წელს წინა წელთან შედარებით, საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 18.3 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი

2022 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით, 18.3 პროცენტით, ანუ 238.5 ლარით გაიზარდა და 1 543.0 ლარი შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს წინა წელთან შედარებით, ხელფასების ზრდა ყველა სექტორში დაფიქსირდა. საქმიანობების სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი იყო შემდეგ დარგებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 033.4 ლარი, ზრდამ წინა წელთან შედარებით 49.4 პროცენტი შეადგინა; საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 2 730.0 ლარი, წინა წელთან შედარებით გაიზარდა 15.3 პროცენტით; პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 285.0 ლარი. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით გაიზარდა და 10.1 პროცენტით…

მეტი...