,,კოდორის ხეობაში სამხედრო გზის რეაბილიტაცია იგეგმება” – ბჟანია

კოდორის ხეობაში სამხედრო გზის რეაბილიტაცია იგეგმება. განცხადება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ასლან ბჟანიას ინფორმაციით, ამ იდეას მხარი დაუჭირა პუტინმა. მისი თქმით, კოდორის ხეობაში სოხუმის სამხედრო გზის კაპიტალური რემონტის აუცილებლობას რუსეთის პრეზიდენტიც დაეთანხმა.

მეტი...

აშშ ქვეყნიდან ორ რუს დიპლომატს აძევებს

აშშ ქვეყნიდან ორ რუს დიპლომატს აძევებს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. მათი ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტის აღნიშნული გადაწყვეტილება სექტემბერში მოსკოვის მიერ აშშ-ის საელჩოს ორი მაღალი რანგის დიპლომატის გაძევებისთვის პასუხს წარმოადგენს. ცნობისთვის, მოსკოვმა მაშინ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა აშშ-ის საელჩოს პირველი მდივანი ჯეფრი სალივანი და საელჩოს მეორე მდივანი დევიდ ბერნსტაინი „დიპლომატიურ სტატუსთან შეუსაბამო ქმედებებისთვის“. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ რუსეთის მთავრობის მხრიდან თავისი დიპლომატების დევნას არ შეეგუებიან. „სახელმწიფო დეპარტამენტის ქმედებები მკაფიო სიგნალია, რომ მოსკოვში ჩვენი საელჩოს თანამშრომლების წინააღმდეგ მიუღებელ ქმედებებს შედეგები ექნება”, – აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

მეტი...

8 ოქტომბერს, მოძრაობა დროებით შეიზღუდება

დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-15 კილომეტრზე მიმდინარე სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ,,დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-15 კილომეტრზე მდებარე საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია გრძელდება. პროექტს მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. დაგეგმილი სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს 05:00-დან 08:00 საათამდე, ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება დავით აღმაშენებლის ხეივანში, სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თბილისის შემოვლითი გზისა და თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილის კვეთამდე. არსებულ საგზაო მონაკვეთში. შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ დავით აღმაშენებლის ხეივნიდან სხვიტორის ქუჩის (ე.წ. ზაჰესის ხიდის), ავჭალის ქუჩისა და თბილისის შემოვლითი გზის გამოყენებით. თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტისთვის…

მეტი...

თბილისში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

თბილისში, ,,ვეფხი და მოყმის” ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მეხანძრე მაშველები იმყოფებოდნენ. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონს საქართველოს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს. ამის შესახებ ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ,,საპარლამენტო უმრავლესობის არასერიოზული და ცინიკური განცხადებები საზოგადოების უპატივცემულობაა. როგორც 2022 წლის 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, ის გამოიყენებს ვეტოს უფლებას, ყველა იმ კანონთან მიმართებით, რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყნის დემოკრატიულ მშენებლობას და ევროკავშირის რეკომენდაციების სულისკვეთებას. შესაბამისად, პრეზიდენტი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონს, რომელიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, ვეტოს დაადებს”, – ნათქვამია განცხადებაში.  

მეტი...

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი პრეზიდენტის ხელმოწერის გარეშე შევა ძალაში – კობახიძე

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი პრეზიდენტთან არ გაიგზავნება და მისი ხელმოწერის გარეშე შევა ძალაში. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „გადავწყვიტეთ, შეკრებების შესახებ კანონში ცვლილებები არ გავუგზავნოთ პრეზიდენტს ხელმოსაწერად, რადგან ეს კანონი პარლამენტმა არა საქართველოს კონსტიტუციის 45-46-ე მუხლების, არამედ 36-ე მუხლის საფუძველზე მიიღო. შესაბამისად, კანონი პრეზიდენტის ხელმოწერის გარეშე, დაუყოვნებლივ შევა ძალაში“, – თქვა კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ ,,ოცნების” პარლამენტმა მორიგი რუსული კანონი გუშინ, 5 ოქტომბერს მესამე მოსმენით მიიღო. მნიშვნელოვნად იზღუდება გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება და დემონსტრანტებისთვის მთელ რიგ აკრძალვებს აწესებს. შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა საფრთხეს…

მეტი...

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, 14 წლის გოგო ქმარმა მოკლა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში 14 წლის გოგო ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. არსებული ინფორმაციით, კაცმა არასრულწლოვანი 2 თვეა, რაც ცოლად მოიყვანა. ადგილობრივების ცნობით, სავარაუდო მკვლელის ბიძას, შვილის ქორწილი უნდა გადაეხადა. სწორედ ქორწილის სამზადისის დროს ესროლა ქმარმა ქალს. გოგო ადგილზე გარდაიცვალა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109 მუხლით დაიწყო.

მეტი...

ტიბეტი – კერძო სახლები და ცხოვრების წესი – ვიდეო

ტიბეტი, ეს არის სიმწვანეში ჩაძირული ავტონომიური რეგიონი. ტიბეტის მოსახლეობა თითქმის მთლიანად ტიბეტელია. საუბრობენ ტიბეტურად და ჩინურად. აქ ფერმერების უმეტესობას ჰყავს შინაური ცხოველები, როგორიცაა იაკები, ცხენები,  ცხვრები.  იკვებებიან  ძირითადად  ძროხის, ცხვრის, ღორის, იაკის  და ქათმის ხორცით. გარემო ნამდვლად სუფთა და სიწვანით მდიდარია. ძირითადი ტიბეტური საკვები არის ფქვილის ცომი მოხალული ქერისგან, რომელსაც ყოველდღიურად მოიხმარენ. ტიბეტი ცნობილია როგორც “მსოფლიოს სახურავი“ და ის იმართება როგორც ჩინეთის ავტონომიური რეგიონი. მას მეტსახელად “მესამე პოლუსსაც” უწოდებენ, რადგანაც წყლისა და ყინულის სიდიდით მოფლიოში არქტიკისა და ანტარქტიდის შემდეგ მოდის. ის  ჩინეთის ყველაზე ნაკლებად დასახლებული პროვინციაა. ეს არის მთიანი, კლდიანი,…

მეტი...

ის ნამდვილად მაღლაა – ტიბეტი (ვიდეო)

ტიბეტი  დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე იზოლირებულ რეგიონად მიიჩნევა თავისი მთიანი და გასაოცარი გეოგრაფიული მახასიათებლების გამო. ის  ჩინეთის ყველაზე ნაკლებად დასახლებული პროვინციაა. ეს არის მთიანი, კლდიანი, ტყიანი ზონა. თითქმის ყოველ ნაბიჯზე ტბა, მდინარე ან მყინვარია. აზიის ექვსი უდიდესი მდინარე სათავეს სწორედ ტიბეტში იღებს, მათ შორის მეკონგი, იანძე და ინდუსი. რთული კლიმატის გამო,  აკლიმატიზაცია აქ მნიშვნელოვაია. ნიინჩის რაიონი, სადაც ახლა ვიმყოფები, 4300 მეტრზე მაღლა მდებარეობს.  შესაბამისად, მარშრუტები ისეა აგებული, რომ თანდათან ხდება სიმაღლეზე ასვლა. აქაურობას ტურისტები ნამდვილად არ აკლია. ეკა გულუა ტიბეტიდან

მეტი...

,,სექსუალურ ნიადაგზე უთანხმოება მოუხდა მეგობართან, რის გამოც მძინარეს დაზიანებები მიაყენა”- ერთ პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში  დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს სექსუალურ ნიადაგზე უთანხმოება მოუხდა მასთან ერთად მცხოვრებ მეგობართან, რის გამოც მძინარე დაზარალებულს ბლაგვი საგნით და დანით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 5 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11′-109-ე მუხლის ,,ე და კ” ქვეპუნქტებით (სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით განზრახ მკვლელობა, უმწეო მდგომარეობაში მყოფი, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო…

მეტი...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 44 900 000 აშშ დოლარი გაყიდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 44 900 000 აშშ დოლარი გაყიდა. „2023 წლის 6 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე ეროვნული ბანკმა გასაყიდად გამოიტანა 50 მლნ. აშშ დოლარი. აუქციონზე გაიყიდა 44 900 000 აშშ დოლარი, ხოლო საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6716 შეადგინა“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.  

მეტი...

,,სარდაფში ცივი იარაღისა და ბლაგვი საგნის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მეგობარს”- დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ა.შ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს, ბრალდებულმა თბილისში, დადიანის ქუჩაზე მდებარე სარდაფში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღისა და ბლაგვი საგნის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მეგობარს – 1981 წელს დაბადებულ ლ.ა.-ს., რის შემდგომაც ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული თბილისში დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღები ნივთმტკიცებადაა ამოღებული. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს,”- ნათქვამია შსს-ის…

მეტი...

გორში საფლავები გაქურდეს

გორში საფლავები გაქურდეს. სამარხებიდან მარმარილოს ფილები და ქანდაკებებია მოპარული. შემთხვევა კვერნაკის დასახლებაში მოხდა. დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო.

მეტი...

ხარკოვზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, დაშავებულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა

6 ოქტომბერს რუსეთის მიერ  ხარკოვის ცენტრზე განხორციელებული დარტყმის შედეგად, გარდა ორი დაღუპულისა, დაშავდა 27 ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმას 52 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თავდასხმის დროს დაზიანდა 2 მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი და დაინგრა ერთი კერძო სახლი. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, რადგან მაშველები ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ეძებენ.

მეტი...

,,კბილები რომ დააძვრეს ჩვენს პენსიონერებს, ეს იყო ერთ-ერთი ავტორი, პოპულისტი ეს” – ზარქუა ვაშაძეზე

„ღი­მი­ლი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო“ რომ და­არ­ქვეს და კბი­ლე­ბი და­აძ­ვრეს ჩვენს პენ­სი­ო­ნე­რებს, ეს იყო ერთ-ერთი ავ­ტო­რი, პო­პუ­ლის­ტი, აი, ეს კაცი“, –   ამ სიტყვებით  „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რმა ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ლი­დე­რი, გი­ორ­გი ვა­შა­ძე მოიხსენია. ირაკ­ლი ზარ­ქუა გი­ორ­გი ვა­შა­ძის სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში გა­მოვ­ლას გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რომელმაც განაცხადა, რომ ბიუჯეტში თანხები პენსიონერების სესხების გასანულებლად უნდა გამოინახოს. “ანუ ეს „კაც­მა­ცუ­ნა“ ონ­კო­ლო­გი­ურ და­ა­ვა­დე­ბუ­ლებ­ზე ამ­ბობ­და, რომ ე.ი. შავ ხვრელ­ში ხდე­ბა ფუ­ლის გა­და­რი­ცხვა, და­ხარ­ჯვა, და­ფი­ნან­სე­ბაო. აი, ეს ადა­მი­ა­ნი. ახლა ვი­თომ დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი გა­მო­ვი­და. გა­უ­ჭირ­და, იმი­ტომ, რომ თა­ვის პარ­ტი­ა­ში 5 კა­ცით შე­მო­ვი­და და ის შე­მორ­ჩა, რა გვა­რია? ერთი მსხვერ­პლი რომ ჰყავს – მან­ჯგა­ლა­ძე,…

მეტი...

,,პოპულიზმი რომ იყოს ოლიმპიური სახეობა, თქვენ, ოლიმპიური ჩემპიონი იქნებოდით”- თალაკვაძე ვაშაძეს

თქვენ ხართ ის ბატონი გიორგი ვაშაძე და ბატონი პაატა მანჯგალაძე და  დანარჩენები, რომლებიც წლების წინ, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრს აკრიტიკებდით, რომ სესხების განულება არის მოქალაქეების მოსყიდვა და ეს არ შეიძლება“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2023 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავენ. ,,ბატონი გიორგი ვაშაძე გამოვიდა და გააკეთა განცხადება, რომ ბიუჯეტის მთელი ეს ზრდა პენსიონერებს მივცეთ და დანარჩენი მიმართულებები, იქნება ეს  სოციალური, ჯანდაცვის, ხელფასების ზრდა სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის, მედიკამენტები  ბავშვებისთვის –  ყველაფერი მოვხსნათ დღის წესრიგიდან და პენსიონერებს გავუნულოთ სესხებიო.  თქვენ ხართ ის ბატონი გიორგი ვაშაძე და ბატონი პაატა მანჯგალაძე და  დანარჩენები,…

მეტი...

,,მსოფლიოსთვის ჩვენი მთავარი გზავნილია – ბოროტებამ არ უნდა გაიმარჯვოს”- ზელენსკი

“მსოფლიოსთვის ჩვენი მთავარი გზავნილია – ბოროტებამ არ უნდა გაიმარჯვოს და მხოლოდ ახლა, მხოლოდ უკრაინაში შეიძლება ამ პრინციპული, მორალური პოზიციის შენარჩუნება,” – ამის შესახებ  უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას განაცხადა. ზელენსკი ხარკოვის ოლქზე რუსეთის მიერ განცხორციელებულ იერიშს გამოეხმაურა, რასაც 52 ადამიანი ემსხვერპლა. ,,უკრაინას ექნება მეტი თავდაცვითი სისტემა, არის მკაფიო შეთანხმებები. ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი, გერმანია და გაერთიანებული სამეფო, მადლობა! იქნება მეტი არტილერია ჩვენი მეომრებისთვის, მეტი შორ მანძილზე მოქმედი იარაღი და რა თქმა უნდა, იქნება მეტი სამართლიანობა. რუსმა ტერორისტებმა განახორციელეს მიზანმიმართული სარაკეტო დარტყმა ხარკოვის ოლქის სოფელზე, რომლის სამიზნე ჩვეულებრივი მაღაზია და კაფე…

მეტი...

,,პრეზიდენტის ადგილზე, კანონების 90 პროცენტს ვეტოს დავადებდი”- იაგო ხვიჩია

პრეზიდენტის ადგილზე, კანონების 90 პროცენტს ვეტოს დავადებდი და „ქოცებს“ ვაჩვენებდი, როგორ უნდა ჭეშმარიტი საკანონმდებლო მუშაობა, – ასე პასუხობს „გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია კითხვას, როგორ ფიქრობს, დაადებს თუ არა ვეტოს პრეზიდენტი პარლამენტის მიერ დამტკიცებულ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონს? „მთელი ეს პროცესი კონცერტი თუ არ არის, მაშინ პრეზიდენტი „მანიფესტაციებისა და შეკრებების შესახებ“ კანონპროექტს კი არა, ყველა კანონპროექტს უნდა ადებდეს ვეტოს. მის ადგილზე, კანონების 90 პროცენტს ვეტოს დავადებდი და „ქოცებს“ ვაჩვენებდი, როგორ უნდა ჭეშმარიტი საკანონმდებლო მუშაობა. რაც შეეხება თავად კანონპროექტს, დეკემბერში რაღაც ამბავი რომ უნდა მოხდეს, რაღაც ერთჯერადად, მაგაზე კანონი როგორ უნდა…

მეტი...

როდის ხართ გულწრფელები, როცა ამბობთ ქვეყანა გაღარიბდა და უკან-უკან მიდის, თუ ახლა რომ გამოდიხართ და პოპულისტურ განცხადებებს აკეთებთ – თალაკვაძე

„დღეს ჩვენ განვიხილავთ მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებებს. თითქმის ნახევარი მილიარდი ლარით იზრდება ხარჯვით ნაწილი, რაც ნიშნავს იმას რომ მიმდინარე ეკონომიკური ზრდის ფონზე, ჩვენს ქვეყანას მიეცა საშუალება, რომ წელსვე გაზარდოს ხარჯვითი ნაწილი შემოსავლების გამო და გადაანაწილოს ის ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტებზე“, –  განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებაზე საუბრისას. არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას მიმართა და  მათ განცხადებებს პოპულისტური უწოდა. „კარგია, რომ დღეს ასე ენერგიულად არის ზოგიერთი ოპოზიციონერი მოსული. მთელი ოპოზიცია, რომ ასე მუშაობდეს მთელი წლის განმავლობაში უფრო კარგი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის. დავიწყოთ იმით, რომ თქვენ ხართ ის ოპოზიცია, რომელიც ამ…

მეტი...

სარფისა და სადახლოს საზღვრებზე 12 341,67 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქრო ამოიღეს

სარფისა და სადახლოს საზღვრებზე, მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 12 341,67 ლარი შეადგინა. ,,საბაჟო გამშვებ პუნქტებში “სარფი” და “სადახლო-საავტომობილო.” მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა – 135,2 გრამი) გამოვლინდა,” – ნათქვამია განცხადებაში. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით 2 341,67 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრათ.

მეტი...

ქალმა შემთხვევით მოკლა შვილი, როდესაც ძაღლის მოკვლას ცდილობდა

ოკლაჰომაში ქალი დამნაშავედ ცნეს „უნებლიე მკვლელობისთვის“. 43 წლის ამანდა გაასამართლეს 16 წლის ქალიშვილისთვის სროლისა და მკვლელობისთვის. დედამ შვილს იმ დროს ესროლა, როდესაც  ძაღლი მოკვლას ცდილობა, რომელიც მის კნუტებს ესხმოდა თავს. ქალს ქალიშვილმა უთხრა, რომ  ძაღლი თავს ესხმოდა კნუტებს სახლის გარეთ. მოფეტი მზის ჩასვლის შემდეგ ცეცხლსასროლი იარაღით გავიდა ვერანდაზე და ბნელ ეზოში ისროლა. მას ეგონა, რომ გარეთ ძაღლი დადიოდა. განაჩენის გამოტანის თარიღი დადგენილი არ არის. ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მას მაქსიმუმ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მეტი...

პრეზიდენტობის გეგმები არ მაქვს – ირაკლი კობახიძე

ასეთი გეგმები არ მაქვს – ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კითხვას, იქნება თუ არა პრეზიდენტი. მისი თქმით, პრეზიდენტობას არ გეგმავს , იქიდან გამომდინარე, პრეზიდენტი არსებითად დისტანცირებულია პოლიტიკური პროცესებიდან. „კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი არ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. ძალიან ნაადრევია სპეკულაციები იქიდან გამომდინარე, რომ სალომე ზურაბიშვილმა სწორედ რადიკალური ოპოზიციის იმედით დაარღვია კონსტიტუცია. მას იმის რწმენა აქვს, რომ რაც არ უნდა გადაწყვეტილება გამოიტანოს საკონსტიტუციო სასამართლომ, რადიკალური ოპოზიცია მის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს. შესაბამისად, ასეთ პირობებში იმპიჩმენტი ვერ განხორციელდება. ამიტომ, დაველოდოთ. ეს პროცედურა ათ დღეში ჩატარდება. რაც შეეხება პროცედურას, არის 300-კაციანი…

მეტი...

,,დარწმუნებული ვარ, ცოტა ხანში  ოჩამჩირეში დაიწყება უკრაინული თავდასხმები”- ელისაშვილი

პარტია ”მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით,  დარწმუნებულია, რომ  ცოტა ხანში ოჩამჩირეში უკრაინული თავდასხმები დაიწყება. ,,გარკვეული ბაზა ისედაც არსებობს რუსული, სადაც რუსული სანაპირო დაცვის კატარღებია განთავსებული. ეს ბაზა ისედაც არის, უბრალოდ, მე რამდენადაც ვხვდები, ამ ბაზის გაფართოებაზეა ლაპარაკი. უნდათ, რომ ცოტა სიღრმეში გადმოიტანონ თავისი სამხედრო საზღვაო ბაზა. ამიტომ უნდათ, რომ ის ბაზა გააფართოვონ და იქ იყოს მშვიდი ნავსადგომი მათი, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ცოტა ხანში  ოჩამჩირეში დაიწყება უკრაინული თავდასხმები”,- აცხადებს ელისაშვილი (კომენტარს ტვ პირველი ავრცელებს). ,,ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზა მოეწყობა” – ბჟანია

მეტი...

,,როგორც კი ყველა პირობა შესრულდება, შეგვეძლება გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება”- მეცოლა

ევროპარლამენტის მკაფიო პოზიციაა, როგორც კი ყველა პირობა შესრულდება, შეგვეძლება გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ესპანეთის ქალაქ გრანადაში ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, ეს ეხებათ უკრაინას, მოლდოვას, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს. „ჩვენ შევხვდით ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, ჩვენ მეზობლებს ევროკავშირის გაღრმავებისა და გაფართოების იდეით. ამასთან დაკაშირებით მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენ გვჭირდება რეფორმა. ახლა ზუსტად დროა საუბრისთვის ევროკავშირში, თუ რისი გაკეთება გვჭირდება, რა მუშაობს ამჟამად 27 წევრი ქვეყნისთვის, არ იმუშავებს 32-ისთვის, 33-სთვის ან 35-სთვის. ჩვენ გვჭირდება, ვიყოთ სანდოები ამ პროცესში და გუშინდელმა დღემ მოგვცა სწორი იმპულსი,…

მეტი...

 საზოგადოება ხედავდა ყველაფერს, პრეზიდენტის წარმომადგენლებს როგორ უჭირდათ კითხვებზე პასუხების გაცემა – კობახიძე

საზოგადოება ხედავდა ყველაფერს, პრეზიდენტის წარმომადგენლებს როგორ უჭირდათ კითხვებზე პასუხების გაცემა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ”როცა ათჯერ ვერ ახერხებ შეკითხვაზე პასუხის გაცემას, ნიშნავს, რომ თავადაც გაქვს გაცნობიერებული, რამდენად სუსტია შენი პოზიციები.” „შეგნებულად არ სცემდნენ კითხვებს პასუხს, ერთსა და იმავე თემაზე ათჯერ დასმულ შეკითხვას. როცა ათჯერ ვერ ახერხებ შეკითხვაზე პასუხის გაცემას, ნიშნავს, რომ თავადაც გაქვს გაცნობიერებული, რამდენად სუსტია შენი პოზიციები. ასევე იხილეთ კითხვა-პასუხი ჩვენთან მიმართებით, რამდენი კითხვაც დასვეს, იმდენ კითხვაზე ზუსტი პასუხი გავეცი. მეორე მხრიდან ასე არ იყო, რადგან პასუხები არ აქვთ უამრავ კითხვაზე, იქიდან…

მეტი...

მთავარი გზავნილია, საქართველოში გამოიყენონ შესაძლებლობა წინსვლისთვის – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, მთავარი გზავნილია, საქართველოში გამოიყენონ შესაძლებლობა წინსვლისთვის და იყოს ძალიან მკაფიო რეფორმები, რომლებზეც შევთანხმდით. მისი თქმით, საქართველოში ბევრი რამ გაკეთდა და ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. „ჩვენ შევაფასეთ პროგრესი საქართველოში. ბევრი რამ გაკეთდა და ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ამიტომ, მთავარი გზავნილია, გამოიყენონ შესაძლებლობა წინსვლისთვის და იყოს ძალიან მკაფიო რეფორმები პროცესსა და პოლიტიკაში, რომლებზეც ჩვენ შევთანხმდით“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ესპანეთის ქალაქ გრანადაში ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე.

მეტი...

,,გაფართოება ნიშნავს, რომ კანდიდატმა ქვეყნებმა რეფორმები განახორციელონ, მათ იციან, რა არის გასაკეთებელი”- შარლ მიშელი

გაფართოება ნიშნავს, რომ კანდიდატმა ქვეყნებმა რეფორმები განახორციელონ, მათ იციან, რა არის გასაკეთებელი, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა გრანადაში, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. მისივე თქმით, თავის მხრივ,  ევროკავშირისაც სჭირდება გაფართოებისთვის მომზადება. „ევროკავშირის საბჭოს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება, რადგან ეს არის სტრატეგიული დღის წესრიგის საწყისი ეტაპი. უნდა გავარკვიოთ რამდენიმე მიმართულება: რა გვსურს ერთობლივად მომავალში, რა არის ჩვენი პრიორიტეტები, საერთო პოლიტიკები, ფიქრი გაფართოების პერსპექტივებზე. მეორე, როგორ ვწყვეტთ საკითხებს ერთად და მესამე, როგორ ვმუშაობთ ჩვენ პრიორიტეტებზე და ინიციატივებზე სამომავლოდ. გაფართოება ნიშნავს, რომ კანდიდატმა ქვეყნებმა რეფორმები განახორციელონ. მათ იციან, რა…

მეტი...

,,შვიდ პაციენტს გეგმიური ქირურგიული ოპერაცია სამინისტროს შესაბამისი ნებართვის გარეშე ჩაუტარდა”- რეგულირების სააგენტომ უკანონო სამედიცინო საქმიანობის ფაქტები გამოავლინა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, შპს „საქართველოს კოლოპროქტოლოგიის ცენტრში“ უკანონო სამედიცინო საქმიანობის ფაქტები გამოავლინა. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ცნობით, სამედიცინო დაწესებულებაში შვიდ პაციენტს გეგმიური ქირურგიული ოპერაცია სამინისტროს შესაბამისი ნებართვის გარეშე ჩაუტარდა. მათივე ცნობით, უკანონო სამედიცინო საქმიანობის გამო დაწესებულება 20 000 ლარით დაჯარიმდა. „აღსანიშნავია, რომ საქართველოს კოლოპროქტოლოგიის ცენტრს ქირურგიული და რეანიმაციული მომსახურების მიწოდების ნებართვის მოთხოვნით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთვის არ მოუმართავს.შესაბამისად, დაწესებულებას არ გააჩნია უფლება განახორციელოს ქირურგიული და რეანიმაციული მომსახურება“, – ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.  

მეტი...

გორის მესამე საჯარო სკოლაში ხანძარი გაჩნდა

გორის მესამე საჯარო სკოლაში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა “მოზაიკა” ავრცელებს და წერს, რომ ცეცხლი მაკულატურას გაუჩნდა. მათივე ცნობით, სახანძრო-სამაშველო ჯგუფებმა ცეცხლი ჩააქრეს, თუმცა შენობაში მუშაობას ამ დრომდე განაგრძობენ. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.

მეტი...

მიზეზი, რატომაც საქართველომ ვერ მიიღო სტატუსი, არის ლიდერების ეგოიზმი – ორბანი

მიზეზი, რატომაც საქართველომ ვერ მიიღო სტატუსი, არის ლიდერების ეგოიზმი, არ სურთ, მოგცენ ფინანსური რესურსები – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ესპანეთის ქალაქ გრანადაში, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, ამას შეიძლება, ეწოდოს გაფართოების დაღლილობა. „მე თქვენი წევრობის ყველაზე თავდადებული მხარდამჭერი ვარ. სრულიად უსამართლოა, როდესაც არ დაგპირდნენ, რომ არ გახდებით წევრები როგორც კი შეძლებთ, რადგან თქვენ დიდებული სამუშაო შეასრულეთ და ჩვენ თქვენ ძალიან გვჭირდებით. მიზეზი, რატომაც ვერ მიიღეთ სტატუსი, არის ლიდერების ეგოიზმი. მათ არ სურთ, შეგიშვან და მოგცენ ფინანსური რესურსები, რაც თქვენ გჭირდებათ. ამას შეიძლება, ეწოდოს გაფართოების დაღლილობა,…

მეტი...

კაცმა ბანკის გასაძარცვად მანქანა მოიპარა, რომელშიც ბავშვი იყო, შემდეგ ხეს დაეჯახა და გარდაიცვალა

მამაკაცმა, რომლის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, მოიპარა მანქანა, რომელშიც 17 თვის ბავშვი იმყოფებოდა, შემდეგ გაძარცვა ბანკი და გაქცევის შემდეგ, ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. მამაკაცმა  მანქანა სკოლის პარკინგიდან მოიპარა, გააჩერა და გაძარცვა ბანკი, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მანქანაში მყოფი ბავშვი გონზე იყო, მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

განვიხილავთ გაფართოებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს, მათ შორის საქართველოს საკითხს – შარლ მიშელი

,,ქართველ ხალხს ვეტყოდი, რომ მთავარი რეფორმებია – გაატარეთ რეფორმები თქვენს ქვეყანაში, დარწმუნდით, რომ თქვენი ქვეყანა გაუთანაბრდა ევროპულ სტანდარტებს,”- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა. მისი თქმით, დეკემბრის დღის წესრიგშია გაფართოების განხილვა, მათ შორის საქართველოს საკითხის. ,,როგორც იცით, ევროპული კომისია ნოემბერში გამოაქვეყნებს ანგარიშს გაფართოებასთან დაკავშირებით. ვაპირებთ, გაფართოების საკითხი დეკემბერში, ევროპული საბჭოს დღის წესრიგშიც შევიტანოთ. ჩვენ ლიდერების დონეზე განვიხილავთ გაფართოებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს, მათ შორის საქართველოს საკითხს. ქართველ ხალხს ვეტყოდი, რომ მთავარი რეფორმებია – გაატარეთ რეფორმები თქვენს ქვეყანაში, დარწმუნდით, რომ თქვენი ქვეყანა გაუთანაბრდა ევროპულ სტანდარტებს. ეკონომიკური რეფორმები, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა,…

მეტი...

ირაკლი ლექვინაძე პოლონეთში მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე ქ. ვარშავაში, მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN) მიერ გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. „2022 წელს, საქართველოს პარლამენტმა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონი დაამტკიცა, რომელიც ევროდირექტივების სრული დაცვით არის მომზადებული. 2022 წლის 1 ნოემბრიდან, მომხმარებლის უფლებების დაცვას საქართველოს ტერიტორიაზე კონკურენციის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. მომხმარებლის მხრიდან მომართვიანობა მზარდია. არასრული 1 წლის მანძილზე, ათასობით მომხმარებლის უფლება იქნა აღდგენილი, ათობით კომპანიამ შეცვალა თავისი შიდა პოლიტიკა და კანონთან შესაბამისობაში მოიყვანა. ჩვენი უწყების საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია უზრუნველყოფილ იქნას მომხმარებელთა დაცვის მაღალი ხარისხი, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ვალდებულების ნაწილია. მომხმარებლის დაცვის და აღსრულების საერთაშორისო ქსელი არის წარმატებულ ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანი ინტერაქციის საერთაშორისო პლატფორმა, რაც…

მეტი...

,,უკიდურესად შემაშფოთებელია”- პაველ ჰერჩინსკი ოჩამჩირეში რუსული ბაზაზე

აფხაზეთის სეპარატისტულ და ოკუპირებულ რეგიონში კიდევ ერთი შესაძლო რუსული ბაზის შექმნის შესახებ ინფორმაცია შემაშფოთებელია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ფერჩინსკი რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზირების ახალი მუდმივი პუნქტის შექმნის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ  ეს იქნება 2008 წლის ექვსპუნქტიანი გეგმის მიხედვით რუსეთის ვალდებულების აშკარა დარღვევა. „ნება მომეცით, გავიმეორო ევროკავშირის პოზიცია ხმამაღლა და მკაფიოდ. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. აფხაზეთის სეპარატისტულ და ოკუპირებულ რეგიონში კიდევ ერთი შესაძლო რუსული ბაზის შექმნის შესახებ გავრცელებული მოხსენება, რა თქმა უნდა, უკიდურესად შემაშფოთებელია. ეს იქნება…

მეტი...

,,იმპიჩმენტის პროცესი არის უდროო, ნამდვილად ვერ უწყობს ხელს დეპოლარიზაციას” – ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას ეხმაურება და აცხადებს, რომ  აღნიშნული პროცესი “უდროოა.” მისივე თქმით, ეს ხდება მაშინ, როდესაც ევროკავშირის გაფართოების შესახებ მოხსენება უნდა გამოქვეყნდეს. ,,საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის შესახებ მე ახლა ბევრს ვერაფერს ვიტყვი, იმიტომ რომ საკონსტიტუციო სასამართლოზე მიმდინარე პროცესის შედეგებს ველოდებით, რადგან სწორედ იქ უნდა გადაწყდეს, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია. თუმცა, თუ მეკითხებით, ეხმარება თუ არა ეს იმპიჩმენტის პროცესი დეპოლარიზაციას, გეტყვით, რომ არა, არ ეხმარება და, სამწუხაროდ, ეს ასუსტებს სახელმწიფო ინსტიტუტებს. გარდა ამისა, ეს ხდება ზუსტად იმ დროს, როდესაც ევროკავშირის გაფართოების შესახებ მოხსენება უნდა გამოქვეყნდეს.…

მეტი...

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრმა ენერგეტიკულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრმა, სალომე ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკულ ფორუმში, რომელიც USAID-ის მხარდაჭერითა და NARUC-ის ორგანიზებით, შრი-ლანკის ენერგეტიკულ პროგრამასთან კოორდინირებით, 3-5 ოქტომბერს, კოლომბოში გაიმართა. ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრმა, სალომე ჯანელიძემ შრი-ლანკის კომუნალური მომსმახურებების კომისიისა და ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლებს გააცნო ელექტროენერგეტიკული სექტორის რეფორმირების საუკეთესო პრაქტიკა და საქართველოს გამოცდილება. ფორუმის ფარგლებში წარდგენილი პრეზენტაციები შეეხებოდა ენერგეტიკული საწარმოების საქმიანობების განცალკევებას, ენერგეტიკული ბაზრების განვიტარებასა და მარეგულირებელი კომისიის როლს ახალ ენერგეტიკულ ბაზრებზე.

მეტი...