უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად მოსალოდნელზე მეტი გააკეთა – ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად მოსალოდნელზე მეტი გააკეთა.

მისი თქმით, უკრაინა არ ითხოვს პოლიტიკურ შეღავათებს, არამედ აჩვენებს აუცილებელ პოლიტიკურ ტემპს.

„უკრაინა მაქსიმალურად სწრაფად მიდიოდა ევროკომისიის შვიდი რეკომენდაციის შესრულების გზაზე, რათა წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებისთვის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება უკვე მიმდინარე წელს ყოფილიყო შესაძლებელი. ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ და ვიტყოდი, რომ ბევრად მეტი, ვიდრე მოსალოდნელი იყო სახელმწიფოსგან, რომელიც ფართომასშტაბური აგრესიის პირობებშია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

 

მსგავსი თემები