,,არსებობს გეგმა, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის შეიქმნას ლომჯარია-ზურაბიშვილი-გახარიას პოლიტიკური პარტია”- კობახიძე

ზოგადად არსებობს ასეთი გეგმა, რაც ჩვენ ვიცით, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის შეიქმნას ლომჯარია-ზურაბიშვილი-გახარიას პოლიტიკური პარტია, ეს გეგმა არსებობს  – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძეს  ნინო ლომჯარიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ის არ გამორიცხავს პრეზიდენტთან კოორდინირებულ მოქმედებას, მათ შორის ერთობლივ ვიზიტებს საქართველოს პარტნიორ ქვეყნებში.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ იგეგმება ასეთი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბება საპარლამენტო არჩევნებისთვის და რა თქმა უნდა ეს პოლიტიკური პარტია, ისევ და ისევ შეიქმნება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ფარგლებში. ის ქალბატონებიც, რომლებიც ესწრებოდნენ ამ შეხვედრას, არიან რა თქმა უნდა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არავითარი პერსპექტივა ასეთ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს. კონსტიტუციას თუ დაარღვევს, უკვე ფასი არ აქვს არც ერთ მის ნაბიჯს. ზოგადად, ამ ქალბატონმა დაკარგა მთლიანად აქტუალობა. არც ერთ მის ნაბიჯს შესაბამისად, არავითარი ფასი არ ექნება“, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები