რას წერს სამირა ბაირამოვა მერვე კლასელ გოგოზე, რომელმაც შვილი გააჩინა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მერვე კლასელმა ბავშვი გააჩინა. ინფორმაცია რადიო მარნეულმა გაავრცელა. მათი თქმით, სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებისათვის ადრეულ ასაკში ქორწინების შესახებ ინფორმაცია ცნობილი მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც არასრულწლოვანმა იმშობიარა. სამოქალაქო აქტივისტი, სამირა ბაირამოვა ამ ფაქტს ეხმაურება და გოგონას ოჯახის შესახებ წერს. „მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო, მამამისი წლები მწყემსად მუშაობდა, მათ მომთაბარეობაში გაუტარებიათ თითქმის მთელი ცხოვრება. ბოლოს, დმანისის სოფელ კამარლოში გადასულან. ბიჭის ოჯახსაც იგივე ცხოვრება ჰქონია, ორივე ოჯახის შვილი განათლებისგან და საზოგადოებისგან იზოლირებულად ცხოვრობდნენ და ამ პირობებში შეიქმნა მათი ოჯახი. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ ამართლებს არაფერს, უბრალოდ სოციალური…

მეტი...

რუსთავში CO-თი დედა და 3 მცირეწლოვანი მოიწამლა

რუსთავში CO-თი ახალგაზრდა ქალი და მისი 3 არასრულწლოვანი შვილი მოიწამლა. შემთხვევა საცხოვრებელ სახლში გაუმართავმა წყლის გამაცხელებელმა გამოიწვია. ინფორმაციას ,,ინფო რუსთავი” ავრცელებს. ინტოქსიკაციის შემდეგ ქალი და მისი შვილები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მეტი...

სერგეი ლავროვი ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა. ლავროვი, რომელიც ბოლოს ჩრდილოეთ კორეას 2018 წელს სტუმრობდა, მოლაპარაკებებს გამართავს თავის ჩრდილოეთ კორეელ კოლეგასთან. რუსული მედიის ცნობით, ლავროვი ფხენიანს პუტინის ჩინეთში ვიზიტის შედეგებს გააცნობს. შესაძლოა განიხილონ პუტინის პოტენციური ვიზიტიც ჩრდილოეთ კორეაში. შეგახსენებთ, რომ ლავროვის ორდღიან ვიზიტამდე ერთი თვით ადრე, რუსეთში იმყოფებოდა კიმ ჩენ ინი, რომელმაც პუტინი ფხენიანში მიიწვია. მათ განიხილეს სამხედრო თანამშრომლობის საკითხები უკრაინის წინააღმდეგ.

მეტი...

,,ზურაბიშვილი შთამბეჭდავი იყო, ქოცები – ამაზრზენი და სამარცხვინო” – ნიკა გვარამია

,,ზურაბიშვილი შთამბეჭდავი იყო, ქოცები – ამაზრზენი და სამარცხვინო”. ამის შესახებ ,,მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. ,,ქართული ოცნების მარცხების თვლა არაფრის მომტანი არაა. სტატუსკვოს შეცვლას ოპოზიციის გამარჯვებები სჭირდება. რაც შეეხება დღევანდელს, ზურაბიშვილი შთამბეჭდავი იყო, ქოცები – ამაზრზენი და სამარცხვინო. ის, რომ იმპიჩმენტი არ შედგა, ნებისმიერ შემთხვევაში კარგია. ის, რომ ამ პროცესმა ევროინტეგრაციული პროცესები დააზიანა ასევე უტყუარია. ისიც უნდა ითქვას, რომ არის თუ არა ეს ივანიშვილის თამაში, ლეგიტიმური შეკითხვაა. თუმცა კონსპირაციულ სპეკულაციებს ორივე მიმართულებით ახლა არათუ აზრი არ აქვს, კონტრპროდუქტიულიცაა. კონსპირაციებში ჩაძირვა ზუსტად ისაა, რაც ზოგადად პროპაგანდის მიზანია ყველგან…

მეტი...

,,გვაქვს ოპტიმიზმის ძალიან მყარი საფუძველი და ველოდებით მჭიდრო თანამშრომლობას ახალ ელჩთან” – კობახიძე

,,გვაქვს ოპტიმიზმის ძალიან მყარი საფუძველი და ველოდებით მჭიდრო თანამშრომლობას ახალ ელჩთან”. ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აშშ-ის ახალი ელჩის, რობინ დანიგენის მიღების შემდეგ საუბრობს. „დავესწარით აშშ-ის ელჩის მიღებას. გვქონდა საუბარი, შეხვედრა. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ახალი ელჩის პირობებში სერიოზულად გაღრმავდება პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ს შორის. გვაქვს ოპტიმიზმის ძალიან მყარი საფუძველი და ველოდებით მჭიდრო თანამშრომლობას ახალ ელჩთან. სიღრმეში ვერ შევალთ, მაგრამ გვაქვს ყველანაირი საფუძველი, რომ ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებასთან დაკაშირებით და დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება. ჩვენი მხრიდან გაკეთდება ყველაფერი, რათა ახალ ელჩთან შედგეს მჭიდრო თანამშრომლობა, რაც…

მეტი...

თურქეთში ქართველი ქალი მოკლეს

თურქეთში, ტრაპზონის ორთაჰისარის რაიონში საქართველოს მოქალაქე ქალი მოკლეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალის ცხედარი მიტოვებულ შენობაში იპოვეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა დაახლოებით 10 დღის წინ მოხდა. ამ დროისთვის კი მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.

მეტი...

რად გიღირთ ასეთი პრეზიდენტობა? – ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილს

„მე არ ვიცი რად გიღირთ ასეთი პრეზიდენტობა, როდესაც მუდმივად გიწევთ სახელმწიფოზე და ინსტიტუტებზე თავდასხმა, როცა ღიად გიწევთ რევოლუციური პროცესების მხარდაჭერა. რად გიღირთ ასეთი პრეზიდენტობა? „რას დაგამსგავსათ მამაძაღლმა სეთურმა“, დაგამსგავსათ რიგით „ნაციონალს“,- ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტს მისი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვისას. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს არ აღმოაჩნდა უნარი „ღირსეულად ეზიდა პასუხისმგებლობა საკუთარი დიდი წინაპრების წინაშე“. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი დაპირისპირებულია საქართველოში ლეგიტიმურად ფუნქციონირებად ყველა კონსტიტუციურ ორგანოსთან. „ეს არის ინსტიტუტები, რომლებმაც ამ ქვეყანას 11 წლის მანძილზე შეუნარჩუნეს უწყვეტი მშვიდობა. ეს არის ინსტიტუტები, რომელთა ძალისხმევითაც…

მეტი...

პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი პირველი მოსმენით, 79 მომხრე, 4 წინააღმდეგი მიიღო. კანონპროექტის ძირითად არსსა და მის პრინციპებზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა ისაუბრა. მისი განცხადებით, კანონპროექტი მიზნად ისახავს მაუწყებლის შესახებ საქართველოს კანონის დახვეწას, სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდებისა და სიძულვილის ენის შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელების აღკვეთას და ეფექტური მექანიზმის შექმნას. „2022 წლის დეკემბერში ევროკომისიამ გამოაგზავნა წერილი, რომელშიც ასახული იყო თუ რა კუთხით უნდა მომხდარიყო კანონმდებლობის ცვლილება იმისთვის, რომ საქართველოს პროგრამის „შემოქმედებითი ევროპის“ მედიის ნაწილში მონაწილეობა გაეგრძელებინა. ანალოგიური ვალდებულება ევროკომისიის მიერ…

მეტი...

მარნეულში, სკოლის მოსწავლე დაჭრეს

სისხლიანი დაპირისპირება მარნეულში, სკოლის მოსწავლეებს შორის . მოსწავლე დანით, ფეხშია დაჭრილი. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა დღეს, მეორე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა. შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული.  

მეტი...

,,მაღალმთიან ზონაში  მოსალოდნელია   ძლიერი თოვა”- მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 ოქტომბრის დღის ბოლოდან 19 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე, კავკასიონის ქედის მაღალმთიან ზონაში  მოსალოდნელია   ძლიერი თოვა, ხოლო აჭარა და გურიის რეგიონებში ზოგან ძლიერი წვიმა. დროგამოშვებით გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან და გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

მეტი...

დღეიდან, შემდეგი ერთი წლის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილი იქნება არა საქართველოს, არამედ „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი – ირაკლი კობახიძე

დღეიდან, შემდეგი ერთი წლის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ ფორმალურად იქნება საქართველოს პრეზიდენტი, ის იქნება არა საქართველოს, არამედ „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ხალხის მიერ არჩეულმა პარლამენტის წევრთა უმრავლესობამ დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ სალომე ზურაბიშვილს აღარ მიიჩნევს პრეზიდენტობის ღირსად. „კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც ვთქვი სხდომათა დარბაზში. იმპიჩმენტის პროცედურას ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი. პირველი, დადგინდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეში, მრავალჯერადი, მძიმე დარღვევა, რასაც ექნება სერიოზული, პრევენციული შედეგი და მეორე, კიდევ ერთხელ ვნახეთ იმ ალიანსის ლუსტრაცია, რომელიც ჩამოყალიბებულია სალომე ზურაბიშვილსა და დანარჩენ რადიკალურ…

მეტი...

,,რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ზურაბიშვილმა მე და პაპუაშვილს გვითხრა, ზელენსკი გმირი გახდა და თქვენ რას აკეთებთო”- კობახიძე

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი შეგხვდა მე და შალვა პაპუაშვილს და გვითხრა – აგერ ზელენსკი მსოფლიო გმირი გახდა და თქვენ რას აკეთებთო, აი, რა იყო სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, იქიდან მოყოლებული სალომე ზურაბიშვილი არის იქ, სადაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. „მინდა, გავიხსენო, შალვა პაპუაშვილთან ერთად ვიყავი სტუმრად სალომე ზურაბიშვილთან, თავად ითხოვა შეხვედრა, ეს იყო ომის დაწებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ალბათ 27-28 თებერვალი იქნებოდა, რუსეთ-უკრაინის ომი იყო რამდენიმე დღის დაწყებული. შეხვედრაზე ასე დაიწყო, რა გინდათო, ზრდილობა არც…

მეტი...

პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა

საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა. კენჭისყრაზე პრეზიდენტის გადაყენებისთვის საჭირო ხმები ვერ მოგროვდა. სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას 86-მა დეპუტატმა მისცა ხმა, ხოლო ერთი წინააღმდეგ წავიდა. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის  100 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. პრეზიდენტის იმპიჩმენტი ვერ შედგა. “ქართულმა ოცნებამ” სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება ვერ შეძლო. პარლამენტში იმყოფებოდა თავად სალომე ზურაბიშვილიც.

მეტი...

,,მე არ ვიცი რად გიღირთ ასეთი პრეზიდენტობა, როდესაც მუდმივად გიწევთ გახვიდეთ ზრდილობის ფარგლებს მიღმა”- კობახიძე

,,მე არ ვიცი რად გიღირთ ასეთი პრეზიდენტობა, როდესაც მუდმივად გიწევთ გახვიდეთ ზრდილობის ფარგლებს მიღმა,”- ამის შესახებ ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, არ იცის რად უღირს სალომე ზურაბიშვილს ასეთი პრეზიდენტობა. ,,მე არ ვიცი რად გიღირთ ასეთი პრეზიდენტობა, როდესაც მუდმივად გიწევთ გახვიდეთ ზრდილობის ფარგლებს მიღმა. ეს იძულებაა მისთვის მე რასაც ვუყურებ, როდესაც მუდმივად გიწევთ სახელმწიფოზე თავდასხმა, როდესაც ღიად გიწევთ რევოლუციური პროცესების მხარდაჭერა. რად გიღირთ ასეთი პრეზიდენტობა მე არ ვიცი. აქ დღეს იყო ლიტერატურიდან ფრაზები გახსენებულია. ერთი ფრაზა მეც მინდა გავხსენო – რას დაგამსგავსათ მამაძაღლმა სეთურმა? დაგამსგავსათ რიგით ნაციონალს. ეს…

მეტი...

თურქეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

ტრაპიზონში, მიტოვებულ შენობაში საქართველოს მოქალაქის ცხედარი იპოვეს. 49 წლის ქალი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი მიტოვებული შენობაში გადამალეს. ქალს თავში ქვა აქვს ჩარტყმული. საქართველოს მოქალაქეს 10 დღის განმავლობაში ეძებდნენ. მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. წყარო: ტვ პირველი

მეტი...

ნამცხვარ „დონატში“ ობის სოკოების გადაჭარბებული რაოდენობა გამოვლინდა

სურსათის ეროვნულმა სააგენტოს ინფორმაციით, ნამცხვარ „დონატში“ ობის სოკოების გადაჭარბებული რაოდენობა გამოვლინდა. სააგენტოს ცნობით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მიიღო შეტყობინება საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანის სკოლის 9 მოზარდის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შესახებ. ,,სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტირების ჯგუფებმა მიღებული ინფორმაციის საფუძველზე განახორციელეს არაგეგმური ინსპექტირება სავანის სკოლის ბუფეტში –  ბიზნესოპერატორთან ი.მ. „მაია ღონღაძე“, მისამართი: საჩხერე, სოფ. სავანე. შემოწმებისას  სააგენტოს ინსპექტორებმა  ამოიღეს და დალუქეს 3 ყუთი ნამცხვარი „დონატი“, რომლის დამზადების თარიღია 05/04/2023  წელი, ხოლო ვარგისიანობის ვადა 05/10/2024 წელი.  ამავდროულად, აღნიშნული სურსათის ნიმუშები, მიკრობიოლოგიური კვლევის მიზნით, აიღეს და გააგზავნეს აკრედიტებულ ლაბორატორიაში. კვლევის შედეგად დადგინდა,…

მეტი...

თავდასხმის საფრთხის გამო საფრანგეთის ექვს აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა

თავდასხმის საფრთხის გამო საფრანგეთის ექვს აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა. განგაშის სიგნალი ლილის, ლიონ-ბრონის, ნიცას, ნანტის, ტულუზისა და ბოვეს აეროპორტებში გაისმა. რამოდენიმე აეროპორტმა  ანონიმური შეტყობინება მიიღო, ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ. რამდენიმე აეროპორტში ეჭვი მიტოვებული ბარგის შესახებ ინფორმაციამ გამოიწვია.  

მეტი...

შეუძლებელია, გავაიგივოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი პრეზიდენტის იმპიჩმენტთან – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, არ უნდა გაიგივდეს ქვეყნის ევროპული მომავალი პრეზიდენტის იმპიჩმენტთან, რომელმაც კონსტიტუცია დაარღვია. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს კარგად ჰქონდა გააზრებული, რას აკეთებდა. „ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რომ აღნიშნული საკითხის-იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანა ჩვენს მოცემულობაში იყო შეუძლებელი. ვფიქრობ, ზუსტად ეს იყო მთავარი მოტივი, როდესაც პრეზიდენტი არღვევდა კონსტიტუციას. ეს ხომ შემთხვევით არ მომხდარა. მას ეს ძალიან კარგად ჰქონდა გააზრებული. მან მიმართვა გაუგზავნა მთავრობას, გადაწყვეტილება მიეღო გამგზავრებასთან დაკავშირებით, მოუვიდა არადამაკმაყოფილებელი პასუხი, უარი და მან მაინც დაარღვია კონსტიტუცია. მან ძალიან კარგად იცოდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერდა. შეუძლებელია, გავაიგივოთ ჩვენი ქვეყნის…

მეტი...

გავრცელებული ინფორმაციით, ბოლნისში მერვე კლასელმა ბავშვი გააჩინა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მერვე კლასელმა ბავშვი გააჩინა. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო მარნეულმა სამოქალაქო აქტივისტებზე დაყრდნობით გაავრცელა. მათი ინფორმაციით, სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებისათვის ადრეულ ასაკში ქორწინების შესახებ ინფორმაცია ცნობილი მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც 14 წლის გოგომ იმშობიარა.  

მეტი...

,,არ ინერვიულოთ ჩემს დასანქცირებასთან დაკავშირებით, თავადაც არ ვნერვიულობ”- კახა კალაძე

მთავარი საზრუნავი ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებაა, დამასანქცირებენ თუ არა, ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ, – ასე გამოეხმაურა მედიასთან თბილისის მერი ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, თითქოს უკრაინა კახა კალაძის დასანქცირებას აპირებს. „ვიცით, რომ მგულშემატკივრობთ და ჩემ გამო ნერვიულობთ. მინდა, დაგამშვიდოთ, არაფერი სანერვიულო არ არის, მე თავად არ ვნერვიულობ ამაზე, ამიტომ ჩემზე არ იდარდოთ, ჩემს თავს როგორმე მივხედავ. სხვა პრიორიტეტებია ქვეყანაში. ხედავთ, მსოფლიოში რა ხდება, რამხელა უბედურება ტრიალებს. ჩვენი მთავარი საზრუნავი მშვიდობის შენარჩუნებაა. დამასანქცირეებენ თუ არა, არ ვფიქრობ ამაზე და თქვენც ნუ ინერვიულებთ, ჩემს ქონებას მე თვითონმივხედავ“, – განაცხდა კახა კალაძემ მედიის მიერ დასმული კითხვის…

მეტი...

ვეტერანებისთვის ჩაფიძის გულის ცენტრი 146 -ე საქველმოქმედო აქციას სიღნაღში ჩაატარებს

მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 146-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქციას ჩაატარებენ. აქცია მოიცავს კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ). ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან; მისამართი: სიღნაღის მუნიციპალიტეტი; სოფელი ვაქირი; კავკასიონის ქუჩა N 51; მერიის წარმომადგენლობის შენობა; ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. მემორანდუმის…

მეტი...

ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვმა 3 300-ს მიაღწია, ხოლო ისრაელში – 1 300

”ბიბისის” ინფორმაციით, ღაზის სექტორში ავიაიერიშების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 3 300-ს მიაღწია. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულია 13 000-მდე ადამიანი.  ისრაელში დაღუპულთა რიცხვი 1 300-ს შეადგენს.  მძევლად აყვანილია 200-მდე ადამიანი.

მეტი...

,,ჩანს, რომ სხვამ ჩაიდინა და არა თქვენ”- ბაიდენი ნეთანიაჰუს საავადმყოფოს აფეთქებაზე

“როგორც ჩანს, ეს სხვა ჯგუფმა გააკეთა და არა თქვენ” – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ორმხრივი შეხვედრის დროს ღაზის საავადმყოფოს დაბომბვასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით,  “ჰამასის” მიერ ჩადენილი სისასტიკის ფონზე ISIS უფრო რაციონალური ჩანს. ,,მე მინდოდა დღეს აქ ყოფნა მარტივი მიზეზის გამო: მინდა ისრაელის ხალხმა და მსოფლიომ იცოდეს, სად დგას შეერთებული შტატები. აშშ-ის სახელმწიფო მდივანიც იმყოფებოდა აქ, მაგრამ მინდოდა, პირადად ჩამოვსულიყავი. მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ ტერორისტულმა დაჯგუფებამ მოკლა 1300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და ეს რიცხვი არ არის ჰიპერბოლიზებული. მათ შორის 31 ამერიკის მოქალაქე. მათ მძევლად აიყვანეს უამრავი ადამიანი, მათ…

მეტი...

,,თურმე გეწყინათ, როცა პატარა კაცებად მოგიხსენიეთ, დაელოდეთ და ნახავთ რა ტერმინებით შეგამკობენ თქვენივე შვილები”- სალომე ზურაბიშვილი

,,თურმე გეწყინათ, როცა გუშინ პატარა კაცებად მოგიხსენიეთ, დაელოდეთ და ნახავთ რა ტერმინებით შეგამკობენ თვქენივე შვილები, მომავალი თაობა და თქვენივე ამომრჩეველი,” –  ამის შესახებ საქართელოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ,,სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ თქვენი ბედი წყდება, რამეთუ ხვალინდელი დღეც მოვა და მაინტერესებს როგორ ჩახედავთ თქვენს შვილებს და შვილიშვილებს თვალებში და აუხსნით, რომ თქვენს პირად კეთილდღეობაში (ხომ არავის გვჯერა, რომ აქ რამე იდეის თუ პრინციპის გამო იბრძვით)  გაცვალეთ მათი ევროპული მომავალი. თურმე გეწყინათ, როცა გუშინ პატარა კაცებად მოგიხსენიეთ, დაელოდეთ და ნახავთ რა ტერმინებით შეგამკობენ თვქენივე შვილები, მომავალი თაობა და…

მეტი...

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის ინფორმაციითთ, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ ღრომისა და ოკუპირებული ახალგორის სოფელ ბალაანის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. ,,აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავებების მორიგი ფაქტების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად”, – ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

მეტი...

,,მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, მაქვს სრული ლეგიტიმაცია და უფლებამოსილება, ვითხოვო კანდიდატის სტატუსის მინიჭება”- პრეზიდენტი

მინდა, მივმართო ჩვენს ევროპელ პარტნიორებს და მოვუწოდებ, რომ ამ ანტიევროპული იმპიჩმენტის მიუხედავად, საქართველო არ უნდა მიატოვოთ, რუსეთს არ უნდა მიეცეს საშუალება, ამ რეგიონში თავისი გავლენა გააძლიეროს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში განაცხადა. მისი თქმით, საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ,,სწორედ ამ ტრიბუნიდან და ამ მძიმე დროს, მინდა მივმართო ჩვენს ევროპელ პარტნიორებს და მოვუწოდებ, რომ ამ ანტიევროპული იმპიჩმენტის მიუხედავად, საქართველო არ უნდა მიატოვოთ, რუსეთს არ უნდა მიეცეს საშუალება ამ რეგიონში თავისი გავლენა გააძლიეროს, რბილი ძალის, ირიბი ოკუპაციის გამოყენებით თუ შავი ზღვის დესტაბილიზაციით, მაშინ როდესაც უკრაინაში მარცხდება და ეძებს…

მეტი...

,,არ გეუხერხულებათ, როცა ჩემი მისამართით ოკუპანტი ქვეყნისა და თქვენი წამოძახილები  ერთი-ერთში ემთხვევა”- სალომე ზურაბიშვილი

საკონსტიტუციომ თუ კი საკუთარ სინდისს გადააბიჯა, ახლა თქვენი ჯერია! მე აქ არც არაფრის დამტკიცებას არ ვაპირებ და არც ვინმეს დარწმუნებას იმაში, რაც ისედაც ცხადზე ცხადია. კონსტიტუციის არც არსი და არც სულისკვეთება არ დამირღვევია – ამის შესახებ საქართელოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტმა უმრავლესობა მიმართა და აღნიშნა, რომ მათ არ ეუხერხულებათ, როცა მისი მისამართით ოკუპანტი ქვეყნისა და მათო წამოძახილები  ერთი-ერთში ემთხვევა. ,,ბრალდებების გასამყარებლად თქვენ უნდა წარმოგედგინათ მტკიცებულებები და ვერცერთი ვერ წარმოადგინეთ!  ვერ მოიტანეთ ფაქტები იმის დასამტკიცებლად, რაზედაც აპელირებდით, რომ  ხან საბოტაჟს ვუწყობდი ჩვენს ევროპულ გზას, ხან თურმე შედეგი…

მეტი...

,,დღეს ჩემი ბედი კი არა, თქვენი ბედი წყდება”- სალომე ზურაბიშვილი

,,დღეს ჩემი ბედი კი არა, თქვენი ბედი წყდება. თქვენ მე კი არ მიწყობთ იმპიჩმენტს, არამედ თქვენს თავს, ქვეყანას,  მის ევროპულ მომავალს,”- ამის შესახებ საქართელოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით,  ამ პროცესით მას ვერაფერს დააკლებენ. ,,მე კი ამ პროცესით ვერაფერს დამაკლებთ, დღეს ჩემი ბედი კი არა, თქვენი ბედი წყდება. თქვენ მე კი არ მიწყობთ იმპიჩმენტს, არამედ თქვენს თავს, ქვეყანას,  მის ევროპულ მომავალს და თქვენი ყოველი ხმა, არის ხმა მიცემული ამ ჩვენი მომავლის წინააღმდეგ. არასოდეს არ დაგავიწყდეთ, რომ დღეს თქვენ, პიროვნულად და კოლექტიურად იღებთ ამ პასუხისმგებლობას. რა სახეს და…

მეტი...

,,ეს დღეც დადგა, საქართველო ამასაც მოესწრო”- სალომე ზურაბიშვილი

,,ეს დღეც დადგა, საქართველო ამასაც მოესწრო. პირველად საქართველოს ისტორიაში იმართება პრეზიდენტის იმპიჩმენტი და ამით თქვენ თავს იწონებთ,”- ამის შესახებ საქართელოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება შევა არა როგორც კანონის უზენაესობის გამარჯვება, არამედ  როგორც ერთპარტიული უზენაესობის გამყარება სასამართლო სისტემაზე. ,,სხვა არაფერში და ამაში ვითომც და პროცესით კანონის უზენაესობას ამტკიცებთ. ამ დროს კი, 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება შევა არა როგორც კანონის უზენაესობის გამარჯვება, არამედ  როგორც ერთპარტიული უზენაესობის გამყარება სასამართლო სისტემაზე. საკონსტიტუციო სასამართლო,  რომელზეც უნდა იდგეს სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფო, სრულად გამოვიდა თავისი როლიდან, გადაინაცვლა პოლიტიკურ სფეროში და წინ…

მეტი...

,,არავის არ უნდოდით პრეზიდენტად, არც პირველ ტურში, არც მეორე ტურში”- ირაკლი კობახიძე

,,არავის არ უნდოდით პრეზიდენტად, არც პირველ ტურში, არც მეორე ტურში. ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ გამხდარიყავით პრეზიდენტი”- ამის შესახებ ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა პატარა კაცები უწოდა იმ ადამიანებს, რომლებმამ მისი პრეზიდენტობა უზრუნველყვეს. ,,თქვენ პატარა კაცები უწოდეთ იმ ადამიანებს, რომლებმაც თქვენი პრეზიდენტობა უზრუნველყვეს. ჩაგენაცვლნენ ბილბორდებზე, ადამიანები რატომ? იმიტომ რომ არავის არ უნდოდით პრეზიდენტად, არც პირველ ტურში, არც მეორე ტურში. ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ გამხდარიყავით პრეზიდენტი, პატივი ვეცით თქვენი წინაპრების წარსულს, სხვადასხვა გარემოებას, ამაზე აღარ მინდა დეტალურად ვისაუბრო და დღეს სადაც ხართ, კი ვხედავთ. ხალხმა თქვენ სხვათა…

მეტი...

,,ამ ქალბატონს პატარა კაცი გვარამიასთვისაც კი არ უწოდებია”- ირაკლი კობახიძე პრეზიდენტზე

მინდა შეგახსენოთ, რომ ამ ქალბატონს პატარა კაცი გვარამიასთვისაც კი არ უწოდებია თავის დროზე, როდესაც ის მას რეზიდენტად მოიხსენიებდა, არც ერთხელ არ უწოდებია – ამის შესახებ ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა “ეს პატარა კაცი” შეიწყალა. ,,მე მინდა შეგახსენოთ, რომ რამდენიმე დღის წინ დეპუტატების მიმართ, ხალხის მიერ არჩეული დეპუტატების მიმართ ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა გამოიყენა სიტყვები “პატარა კაცები”. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ამ ქალბატონს პატარა კაცი გვარამიასთვისაც კი არ უწოდებია თავის დროზე, როდესაც ის მას რეზიდენტად მოიხსენიებდა, არც ერთხელ არ უწოდებია. უფრო მეტიც, ეს კაცი მერე შეიწყალა, ეს…

მეტი...

,,ხალხმა აგირჩიათ იმის გამო, რომ არ უნდოდათ ნაციონალი პრეზიდენტი, თორემ პიროვნულად შეიძლება არაფერს ერჩოდნენ გრიგოლ ვაშაძეს, ნინო ანანიაშვილის ქმარი მაინც არის”- კობახიძე

,,გრიგოლ ვაშაძე ანანიაშვილის ქმარი მაინც არის,” – ამის შესახებ ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა რისთვისაც აირჩია, სწორედ იმას უღალატა. ,,ხალხმა აგირჩიათ იმის გამო რომ არ უნდოდათ ნაციონალი პრეზიდენტი, თორემ პიროვნულად შეიძლება არც არაფერს ერჩოდნენ გრიგოლ ვაშაძეს, ნინო ანანიაშვილის ქმარი მაინც არის. არ უნდოდათ ნაციონალი პრეზიდენტი. დღეს თქვენ ხართ ნაცმოძრაობაში. ხალხმა აგირჩიათ იმიტომ რომ ეშინოდათ ნაციონალების, კრიმინალების შეწყალების. თქვენ შეიწყალეთ კრიმინალი ნაციონალი სულ ცოტა ხნის წინ. რისთვისაც აგირჩიათ ხალხმა, სწორედ იმას უღალატეთ”. – განაცხადა კობახიძემ.  

მეტი...

,,შეწყვიტეთ ეს სამარცხვინო პროცესი”- ხატია დეკანოიძე იმპიჩმენტზე

ამ წუთებში პარლამენტში, პრეზიდენ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა მიმდინარეობს. ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ იმპიჩმენტის პროცესი ყოვლად სამარცხვინოა. ,,საქართველოს ისტორიაში პირველად, იმისათვის, რომ პრეზიდენტი შეხვდა ევროპელ კოლეგებს საქართველოს ევროინტეგრაციისთვის, თქვენ მოხვედით და გინდათ, რომ მწვანე ღილაკს ხელი დააჭიროთ. ეს არის სამარცხვინო პროცესი და მინდა გითხრათ, რომ თუ რამე უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას ხელს, ეს არის თქვენი გადაწყვეტილებები და პრეზიდენტის იმპიჩმენტი. ძალიან ბევრისგან განსხვავებით, ბატონო თავმჯდომარე, თქვენ უნდა იყოთ ყველას თავმჯდომარე, ამიტომ შეწყვიტეთ ეს სამარცხვინო პროცესი”- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მეტი...

ჯო ბაიდენი ისრაელში ჩავიდა

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ისრაელში ჩავიდა. ბაიდენს  თელ-ავივში ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ და პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი დახვდნენ. თავისი ვიზიტით ბაიდენი ცდილობს გამოავლინოს მტკიცე მხარდაჭერა ისრაელის მიმართ, რადგან ის მუშაობს ჰამასის ლიკვიდაციისთვის და ასევე ითხოვს გზებს ღაზაში ჰუმანიტარული ტანჯვის შესამსუბუქებლად.

მეტი...

პუტინი და სი ძინპინი ერთ დარბაზში – პეკინი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, უნგრეთის პრემიერი ორბანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში, სულ 140 ქვეყნის თუ რეგიონის 4000-ზე მეტი დელეგაცია პეკინშია. ჩინეთის დედაქალაქში საერთაშორისო თანამშრომლობის ფორუმი – “სარტყელი და გზა” ოფიციალურად გაიხსნა. სტუმრებს პრეზიდენტმა სი ძინპინმა მიმართა, შემდეგ კი ტრიბუნა ვლადიმერ პუტინმა დაიკავა. ეს არის პუტინის პირველი ვიზიტი საზღვარგარეთ სანქციების შემდეგ. ფორუმში საქართველოს დელეგაცია მონაწილეობს. აქ იმყოფება ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს ელჩი ჩინეთში არჩილ კალანდია და დავით საგანელიძე. ფორუმი მესამედ იმართება და ის ინიციატივის 10 წლის იუბილეს უკავშირდება. “როცა მსოფლიოში ყველაფერი კარგადაა, ჩინეთშიც ყველაფერი…

მეტი...

,,როგორც ჩანს, პრეზიდენტს გარანტია არ აქვს, რომ დღეს საღამოს ისევ პრეზიდენტი იქნება და ფარცხალაძის საქმე თავიდან მოიშორა”- ელისაშვილი

როგორც ჩანს, პრეზიდენტს გარანტია არ აქვს, რომ დღეს საღამოს ისევ პრეზიდენტი იქნება და ფარცხალაძის საქმე თავიდან მოიშორა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, იმედია, პრეზიდენტი  თავის გადაწყვეტილებას ახსნის. „ცოტა უცნაურია, როცა ხან ერთი და ხან მეორე გადაწყვეტილება ისმის. ცოტა დამაბნეველია, ხან ამბობს, ჯერ მოუხსნის, შემდეგ ამბობს – არას. კარგი არ არის პოზიციების ხშირი ცვლილება. იმედია, პრეზიდენტი არგუმენტებს იტყვის და თავის გადაწყვეტილებას ახსნის. როგორც ჩანს, პრეზიდენტს გარანტია არ აქვს, რომ დღეს საღამოს ისევ პრეზიდენტი იყოს და ეს გადაწყვეტილება მიიღო, ფარცხალაძის საქმე თავიდან მოიშორა“, – განაცხადა ელისაშვილმა.

მეტი...