რუსეთმა განაცხადა შავი ზღვის ფლოტის ახალი ბაზის შექმნაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ჩვენ მათ ყველგან მივწვდებით – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ყირიმის პლატფორმის მეორე საპარლამენტო სამიტზე, ონლაინ გამოსვლისას, რუსეთის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, შავი ზღვის ფლოტის გემები დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირეში უნდა განათავსონ.

,,რუსეთის საზღვაო ძალებს უკვე აღარ შეუძლიათ ოპერირება შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში და თანდათან გარბიან ყირიმიდან. და ეს ისტორიული მიღწევაა. ცოტა ხნის წინ რუსეთის ლიდერი იძულებული გახდა გამოეცხადებინა შავი ზღვის ფლოტის, უფრო სწორად მისი ნაშთების ახალი ბაზის შექმნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ანუ ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, რაც შეიძლება შორს უკრაინული რაკეტებისგან და საზღვაო თვითმფრინავებისგან, მაგრამ ჩვენ მათ ყველგან მივწვდებით,”- განაცხადა ზელენსკიმ.

 

რუსეთმა შავი ზღვის ფლოტის გემების ოკუპირებული ყირიმიდან,  ოჩამჩირეში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო

მსგავსი თემები