რუსეთმა ხერსონი დაბომბა

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ პროკუდინის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ხერსონი დაბომბეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

,,ხერსონის ოლქში რუსული იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაშავდა, მათ შორის 1 ბავშვია. ბოლო 24 საათის განმავლობაში მტერმა 101 თავდასხმა განახორციელა. რუსებმა ქალაქ ხერსონში 30 ჭურვი ისროლეს. ოკუპანტები რეგიონის დასახლებული პუნქტების საცხოვრებელ ადგილებში შევიდნენ”, – განაცხადა პროკუდინმა.

მსგავსი თემები