იემენმა ისრაელს ომი ოფიციალურად გამოუცხადა

იემენმა ისრაელს ომი ოფიციალურად გამოუცხადა. ამის შესახებ იემენის შეიარაღებული ძალების სპიკერმა განაცხადა. ,,იემენის შეიარაღებული ძალები ადასტურებს, რომ გააგრძელებს დარტყმებს რაკეტებითა და უპილოტო თვითმფრინავებით, სანამ ისრაელის აგრესია არ შეჩერდება”, – განაცხადა იაჰია სარიმ. შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო და მას ოპერაცია “ალ-აკსას შტორმი” უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია “რკინის ხმლების” დაწყება გამოაცხადა.

მეტი...

ხმაური აშშ-ის სენატში – დემონსტრანტებმა ბლინკენს სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს და ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვეს

სენატის ასიგნებების კომიტეტში მოსმენაზე ამერიკის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს დემონსტრანტებმა გამოსვლა რამდენჯერმე შეაწყვეტინეს. ბლინკენის გამოსვლის დაწყებიდან მალევე, დარბაზში გაისმა შეძახილები: „ცეცხლის შეწყვეტა ღაზის სექტორში“, „გადაარჩინეთ ბავშვები ღაზის სექტორში“, „პალესტინიდან მექსიკამდე ყველა კედელი უნდა დაინგრეს“. დემონსტრანტების ნაწილს ხელები წითლად ჰქონდა შეღებილი.

მეტი...

ლიფტებში და სადარბაზოებში თამბაქოს მოხმარება კანონით აკრძალულია

,,თუ სადარბაზოების და ლიფტების სათვალთვალო კამერებში დაფიქსირდება, რომ მოწევის რეგულაციას არღვევთ, აუცილებლად დაჯარიმდებით, პირველ ჯერზე 100 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი 200-300 ლარით”. ინფორმაციას „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ ავრცელებს. „ხშირად მოგვმართავენ მრავალბინიან კორპუსებში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებიც გვთხოვენ რაღაც ვიღონოთ, რადგან სავენტილაციო სიოსტემიდან გამოსული მეზობლის თამბაქოს კვამლი ახრჩობთ. სამწუხაროდ, კანონი ვერ კრძალავს კერძო, საცხოვრებელ ბინებში და სახლებში თამბაქოს მოწევას. ამიტომაც თამბაქოს ნებისმიერი მოსაწევი პროდუქტის მომხმარებლებს მივმართავთ, გახსოვდეთ, შესაძლოა, თქვენგან წასული კვამლი ხვდებოდეს მეზობლად, სადაც გულ-სისხლძარღვთა, ან რესპირატორული დაავადებების მქონე, დიაბეტიანი, ან ონკოპაციენტი ცხოვრობს, ან სულაც ჩვილი, მოზარდი ჰყავთ, ვისთვისაც მეორადი მწეველობა ისეთივე საშიშია,…

მეტი...

15 ნოემბრის ჩათვლით გრიპის ვაქცინაცია უფასოა

1 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ყველა მსურველისთვის უფასოა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. „ვაქცინაცია, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოთხ-კომპონენტიანი Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების ვაქცინით იქნება შესაძლებელი. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე. აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში შესაძლებელია 6 თვის ასაკიდან და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა”, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწიქსვეშა ბიძგები ნინოწმინდაში, სოფელ ფოკაში დაფიქსირდა. მისი სიმძლავრე 3.1 მაგნიტუდას შეადგენდა. ამ დროისთვის სხვა დამატებითი დეტალები უცნობია.

მეტი...

,,უნდა ვეცადოთ, ერთმანეთს გული არ ვატკინოთ” – კალაძე

,,ერთმანეთს შეურაცხყოფა არ უნდა მივაყენოთ.. თუ მეც მაქვს რაიმე არასწორი განცხადება გაკეთებული, ბოდიშს ვიხდი, უნდა ვეცადოთ, ერთმანეთს გული არ ვატკინოთ”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. ,,ვფიქრობ, ნებისმიერი გონიერი ადამიანი არ მიესალმება აღნიშნულს, სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა. შეიძლება გვქონეს განსხვავებული შეხედულებები, სხვადასხვა დამოკიდებულება საკითხებთან მიმართებით, მაგრამ ერთმანეთს შეურაცხყოფა არ უნდა მივაყენოთ. რაღაც ჩარჩოები არსებობს და არ უნდა გადავლახოთ ეს ყველაფერი. მესმის პოლიტიკაა, აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ ყველამ უნდა შევიკავოთ თავი ასეთი განცხადებებისგან. ძალიან ბევრი შემთხვევა, თუნდაც იმ ქალი დეპუტატების მხრიდან, განსაკუთრებული აგრესია და არაერთი შეურაცხმყოფელი განცხადებები გვინახავს,…

მეტი...

პარლამენტმა „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 74 ხმით მხარი დაუჭირა „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილებას. „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, მომავალი წლის 1 იანვრამდე წვევამდელის გაწვევის სისტემაში სიცარიელე რომ არ შეიქმნას, 2024 წლის 1 იანვრამდე წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს თვითმმართველობის ორგანოები განახორციელებენ. მისი თქმით, 2024 წლის 1 იანვრიდან, სამხედრო აღრიცხვასთან, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურისა და სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განხორციელდება.

მეტი...

უდიდესი გამოქვაბული ჩინეთში – ვიდეორეპორტაჟი

სხვადასხვა ფორმის სტალაგმიტები, ქვის სვეტები, უზარმაზარი ლოდები, ქუდის, საპატარძლო ფატის თუ წყვილების ფორმის ფიგურები – ეს ყველაფერი ჟიჯინის ოლქის ჟიჯინის გამოქვაბულში ხდება. ჟიჯინის მღვიმე ერთ-ერთი ყველაზე გრძელი და უდიდესი გამოქვაბულია ჩინეთში. 2015 წელს იუნესკომ ოფიციალურად გამოაცხადა ჟიჯინის გამოქვაბულები მსოფლიო გეოპარკად. გამოქვაბულს აქვს სხვადასხვა ფორმის სტალაგმიტები, ქვის სვეტები და დარბაზები. ეს არის ცალმხრივი ტურისტული მარშრუტი, ამიტომ მასში შესვლისას უნდა გაიაროთ ბოლომდე. ჯერ ბილიკებით  ჩახიდარ დაღმართზე, შემდეგ კი ნელ-ნელა ადიხარ მწვერვალისკენ. გამოქვაბულში არის სხვადასხვა სახის სტალაგმიტები, ქვის სვეტები, კლდეები. სტალაგმიტების ლაბირნთი გაშლილია 700 კვადრატულ მეტრ ფართობზე, რომლსაც მიყვება უცნაური და საშიში ბუნებრივი ქანდაკებები.…

მეტი...

,,ჩემთვის სრულიად მიუღებელი ფორმებით მიმართეს ქალ დეპუტატს, არასდროს მომეწონება გამოხატვის მსგავსი ფორმა”- ნინო წილოსანი

არასდროს მომეწონება გამოხატვის მსგავსი ფორმა და მნიშვნელობა არ აქვს, რა იყო ამის წინაპირობა, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ წევრი ნინო წილოსანი “ქართული ოცნების” დეპუტატების მიერ პარლამენტში ქალი დეპუტატების მიმართ გაკეთებულ  განცხადებებს. „დღეს, პოლიტიკურ განცხადებებში, ჩემთვის სრულიად მიუღებელი ფორმებით მიმართეს ქალ დეპუტატს. არასდროს მომეწონება გამოხატვის მსგავსი ფორმა და მნიშვნელობა არ აქვს, რა იყო ამის წინაპირობა,“ – წერს სოციალურ ქსელში ნინო წილოსანი.

მეტი...

თბილისში, ჭავჭავაძეზე ლომბარდი დააყაჩაღეს

თბილისში, ჭავჭავაძის 37 ნომერში ლომბარდი დააყაჩაღეს. ამის შესახებ ინფორმაციას, ”მთავარი არხი” ავრცელებს. შემთხვევა გუშინ, 30 ოქტომბერს საღამოს საათებში მოხდა. ლომბარდ “ტონვექსიდან” წაღებულია განსაკუთრებით დიდი რაოდენობით თანხა. საუბარია დაახლოებით 800 ათას აშშ დოლარზე.

მეტი...

მოვითხოვთ, უმრავლესობამ გადააყენოს ბერაია თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან – ბოკუჩავა

მოვითხოვთ, რომ უმრავლესობამ მიიღოს გადაწყვეტილება და გადააყენოს ირაკლი ბერაია პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციიდან”, – ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავამ შალვა პაპუაშვილს მიმართა, დააყენონ ბერაიას თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი. ,,ყველაზე მინიმალური რაც შეგიძლიათ გააკეთოთ მისი ამ ამორალური თავდასხმის გამო, რომელიც სუს-ისგანაა ორგანიზებული, დაატოვებინოთ კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა”,- განაცხადა ბოკუჩავამ.  

მეტი...

,,ყველას მოეთხოვება დაიცვას ეთიკა, დაიცვას კულტურა და მათ შორის ტყუილებით და შეურაცხყოფებით არ გამოიწვიოს სხვა”- მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე “ქართული ოცნების” დეპუტატების მიერ პარლამენტში ქალი დეპუტატების მიმართ გაკეთებულ  განცხადებებს  ეხმაურება. მისი თქმით, ”არ იყო მოსაწონი გარკვეული ფრაზები ჩვენი მეგობრების, ჩვენი თანაგუნდელების მხრიდან, მიუხედავად იმისა, რასაც მოჰყვა ეს ყველაფერი.” ,,მოდით, ვთქვათ სიმართლე და სიმართლეს ჩავხედოთ თვალებში, ნამდვილად არ იყო მოსაწონი ის რეაქციები, რაც მეორე მხრიდან სერიოზულ პროვოკაციებს მოჰყვა, თუმცა ეს შედარებით მეორეხარისხოვანი ხდება, როდესაც მართლაც შეიძლება რაღაც ნორმები ირღვევა ეთიკის და ცოტა ზედმეტი მოგვდის ხოლმე თითოეულ ჩვენგანს და ეს უნდა ვაღიაროთ კიდევაც. მე მგონია, რომ ჩვენი თანაგუნდელები ემოციური ფონი როცა ჩაცხრება, ამას გააკეთებენ, დარწმუნებული ვარ ამაში. ამიტომ, ძალიან…

მეტი...

,,თითებს და ხელებს მივამტვრევ ყველას, ვინც საკრებულოებში ჩვენს წევრებს ასე მოექცევა”- ლევან ხაბეიშვილი

ვგმობ ყველანაირ ძალადობას, მაგრამ თითებს და ხელებს მივამტვრევ ყველას, ვინც საკრებულოებში ჩვენს წევრებს ასე მოექცევა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ლევან ხაბეიშვილი გარდაბანში, საკრებულოს სხდომაზე მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას გამოეხმაურა, რა დროსაც „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს დეპუტატებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ერთ-ერთი მათგანი კი, რუსთავის კლინიკაში გადაიყვანეს. ,,იძულებულები გახდნენ დღევანდელ სხდომაზე წინა საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება გაეუქმებინათ, რადგან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა წევრებმა იბრძოლეს გარდაბნის საკრებულოში ამ კვირების განმავლობაში და შეუნარჩუნეს ადგილობრივებს [ტერიტორია]. მინდა მივულოცო ქესალოელებს, რომ სკოლის ტერიტორიას ვერ გაასხვისებენ და ამაზე დაბოღმილებმა და გაბრაზებულებმა უკვე გადაწყვიტეს, რომ ჩვენი…

მეტი...

,,მზად ვარ ფიზიკურადაც დავუპირისპირდე ასეთ ნაძირლებს”- სოფო ჯაფარიძე

მზად ვარ ფიზიკურადაც დავუპირისპირდე ასეთ ნაძირლებს ‼️ ქალის პატივისცემა ქართველი კაცის ღირსება იყო, ამათ არანაირი კავშირი არ აქვთ არც კაცობასთან, არც ღირსებასთან არავის არ გაპატიებთ ჩემი თანაპარტიელის თუ თანამებძოლის შეურაცხყოფას ‼️ – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის სპეციალური წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე წერს. ,,არავის არ აქვს უფლება ქალს, ჩემს თანამებრძოლს ასე უღირსად ელაპარაკოს‼️ ღუდუშაური, მისი კოლეგების მსგავსად გასცდა ყველანაირ ზღვარს და ნორმას. რომელი ქალი უნდა დაიცვას სახელმწიფომ აგრესიისგან და ძალადობისგან? როცა მოძალადეები  უმრავლესობის რიგებში ყავთ. მზად ვარ ფიზიკურადაც დავუპირისპირდე ასეთ ნაძირლებს ‼️ ქალის პატივისცემა ქართველი კაცის ღირსება იყო, ამათ არანაირი კავშირი არ…

მეტი...

ყველის 4 ნიმუშში მცენარეული ცხიმები აღმოჩნდა

 მიმდინარე წლის ოქტომბერში სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის  ფარგლებში, რძესა და რძის პროდუქტებში რძის ცხიმის სისუფთავის განსაზღვრის მიზნით,  20  ნიმუში აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლიეს. ,,კვლევის შედეგად,  4 ნიმუშში   რძის ცხიმის გარდა გამოვლინდა  მცენარეული ცხიმები: შპს „ბა. გი“, ს/კ 425365954, მის: ბოლნისი, სოფ. რატევანი – ყველი სულგუნი (დამზადების თარიღი 10.10.2023 წ. ვარგისიანობის ვადა – 10.11.2023 წ.), რძის ცხიმის გარდა  შეიცავდა სხვა ცხიმების ნარევს, მათ შორის, მცენარეულ ცხიმებს (9%); შპს „სუელი“, ს/კ 428896322, მის: ბოლნისი, სოფ. რატევანი – ყველი სულგუნი (დამზადების თარიღი 10.10.2023 წ. ვარგისიანობის ვადა – 14 დღე), რძის ცხიმის გარდა  შეიცავდა სხვა ცხიმების ნარევს,…

მეტი...

,,ქალბატონი აქუბარდია არის არათუ დეზინფორმაციის გამავრცელებელი, არამედ თავად არის დეზინფორმაციის წყარო”- ირაკლი ბერაია

ქალბატონი აქუბარდია არის არათუ დეზინფორმაციის გამავრცელებელი, არამედ თავად არის დეზინფორმაციის წყარო – ჩვეულებრივ მარია ზახაროვას ანალოგი – ამ სიტყვებით თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ თეონა აქუბარდია მოიხსენია. მისი თქმით, თეონა აქუბარდია არაერთხელ არის ნამყოფი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე და როდესაც საქართველოს საკითხი გადიოდა, არც ერთხელ დარბაზში არ მჯდარა. ,,ჯერ იყო და ის თქვა, რომ თურმე ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე მე და ჩემმა კოლეგებმა მხარი არ დავუჭირეთ საქართველოს მხარდამჭერ შესწორებას დარბაზში არ ვიყავით და ამით პუტინის დავალება შევასრულეთ, რაც იყო ტყუილი და მიზანმიმართული დეზინფორმაცია. ქალბატონი აქუბარდია არაერთხელ არის ნამყოფი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე და…

მეტი...

,,ის რაც ოცნების კაცუნამ ირაკლი ბერაიამ იკადრა ჩემს წინააღმდეგ, პატარა კაცობაც აღარ ჰქვია”- თეონა აქუბარდია

,,ის რაც ოცნების კაცუნამ ირაკლი ბერაიამ იკადრა ჩემს წინააღმდეგ, პატარა კაცობაც აღარ ჰქვია,”- ასე ეხმაურება  დეპუტატ ირაკლი ბერაიას მხრიდან შეურაცხყოფას ოპოზიციონერი დეპუტატი, თეონა აქუბარდია. ,,ის რაც ოცნების კაცუნამ ირაკლი ბერაიამ იკადრა ჩემს წინააღმდეგ, პატარა კაცობაც აღარ ჰქვია. სუს-ის მეთოდები არ გამაჩუმებს, მაშინ როცა მათი მთავრობის წევრი პუტინთან ერთად სადილობს და დარბაზში მის გამოსვლას ესწრება, მაშინ როცა პარლამენტის თავმჯდომარე დასავლეთის წინააღმდეგ დეზინფორმაციის ფლაგმანი ხდება და მაშინ, როცა რუსული ოკუპაცია ოცნებას წინა ხელისუფლების მემკვიდრეობა ჰგონია და პასუხისმგებლობას ამით იცილებს თავიდან. ამას ალბათ გაგრძელებაც მოყვება, მაგრამ სუსს და ოცნებას ვეტყვი, რომ მათი არ მეშინია…

მეტი...

კითხვა მაქვს „ნაციონალურ მოძრაობასთან“, განსაკუთრებით მამაკაც დეპუტატებთან, როდესაც ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს აყენებენ ენით აღუწერელ შეურაცხყოფას, რა ვალდებულება გაჩერებთ მანდ – მელია

„მაქვს ძალიან კონკრეტული კითხვა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, განსაკუთრებით მამაკაც დეპუტატებთან, როდესაც ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს აყენებენ ენით აღუწერელ შეურაცხყოფას, პირდაპირ ეთერში, რა ძალა, რა მისია ან რა ვალდებულება გაჩერებთ მანდ” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს. „მაქვს ძალიან კონკრეტული კითხვა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მის მენეჯმენტთან და განსაკუთრებით მამაკაც დეპუტატებთან, როდესაც ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს აყენებენ ენით აღუწერელ შეურაცხყოფას, პირდაპირ ეთერში, რა ძალა, რა მისია ან რა ვალდებულება გაჩერებთ მანდ, მშვიდად და წყნარად როგორ ან რა მიზნით სხედხართ? და ვინმემ არ თქვას ახლა, დეპუტატის მანდატი მიშას მოსანახულებლად გვჭირდებაო, ამ უფლებას…

მეტი...

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავიბრუნოთ ის, რაც ჩვენია – ზელენსკი

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავიბრუნოთ ის, რაც ჩვენია, საჭიროა ერთიანობა – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას განაცხადა. მისი თქმით, ერთიანობა ყველაზე ეფექტური, ზუსტი და შორი მოქმედების იარაღია. ,,სტრატეგიულად, ყველანი ძლიერები, ერთიანები უნდა ვიყოთ და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ გავუძლოთ, დავიბრუნოთ ის, რაც ჩვენია და დავამტკიცოთ, რომ თავისუფლება მართლაც უფრო ძლიერია, ვიდრე სიძულვილი და აგრესია. ამისთვის საჭიროა ჩვენი ერთობა, ერთიანობა ჩვენს შორის, მთელ ევროპაში, ამერიკაში და თავისუფალ სამყაროში. ერთიანობა ყველაზე ეფექტური, ზუსტი და შორი მოქმედების იარაღია. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება! მადლობას ვუხდი ყველას, ვინც უკრაინისთვის იბრძვის! დიდება უკრაინას!,”-…

მეტი...

,,გადით ქუჩაში და იკითხეთ, ხაბეიშვილის პოზიცია ვინმეს აინტერესებს?”- ხატია დეკანოიძე

ლევან ხაბეიშვილმა „ქართულ ოცნებას“ ყველაზე დიდი საჩუქარი მაშინ გაუკეთა, როცა პარტიულ გადატრიალებაში მიიღო მონაწილეობა, – ასე ეხმაურება ხატია დეკანოიძე  ლევან ხაბეიშვილის დღევანდელ განცხადებას. მისი თქმით, არ ჰგონია, რომ ქართველი ხალხისთვის რაიმენაირად საინტერესო იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ ჩრდილოვანი მმართველის წარმომადგენლის მოსაზრება „არ მგონია, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის, ვისაც ცვლილება უნდა და ვინც საკუთარი შვილების მომავალს ევროპაში ხედავს, მათ ევროპაში წასვლა უნდოდეთ, რადგან მათი სურვილია საქართველოში იცხოვრონ. ასევე არ მგონია, რომ ქართველი ხალხისთვის რაიმენაირად საინტერესო იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ ჩრდილოვანი მმართველის წარმომადგენლის მოსაზრება და მის მიერ ხელოვნურად შექმნილი მედიათემა, რომელიც ხალხის ინტერესს არ ასახავს და…

მეტი...

მინდა დაველაპარაკო მიხეილ სააკაშვილს და ვუთხრა, რომ მისი პარტიის უდიდესი ნაწილი გადაბირებულია თქვენს მიერ – ხვიჩია უმრავლესობას

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ წევრის იაგო ხვიჩიას განცხადებით, მისი, როგორც პარლამენტის წევრის უფლებები ირღვევა, რადგან მას მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის უფლება არ ეძლევა. „საშუალება არ გვეძლევა პოლიტიკურ წელს, როდესაც არჩვენები უნდა ჩატარდეს, შევხვდეთ მიხეილ სააკაშვილს და რამე გავიგოთ რა უნდა „ნაცმოძრაობას“, იმიტომ, რომ თუ მასთან ამას არ გაარკვევ, სხვანაირად შეუძლებელია სრულყოფილად იცოდე და ადამიანებს გადასცე რა უნდა მიხეილ სააკაშვილს და „ნაცმოძრაობას“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ და დასძინა, რომ  პოლიტიკური პროცესების დაბლოკვა ხდება, რადგან შეუძლებელი ხდება იმის გაგება რა უნდა მას და რა უნდა „ნაცმოძრაობას“. „მსურდა გადამეცა მისთვის, რომ თქვენ მას წაართვით მედიასაშუალებები,…

მეტი...

საფრანგეთში სანქცირებული რუსი მილიარდერი, ალექსეი კუზმიჩევი დააკავეს

საფრანგეთში, სანქცირებული რუსი ბიზნესმენი ალექსეი კუზმიჩევიდააკავეს. მას გადასახადებისგან თავის არიდებას, ფულის გათეთრებასა და საერთაშორისო სანქციების დარღვევას ედავებიან. კუზმიჩევი საერთაშორისო სანქციების ქვეშ,  როგორც პუტინთან დაახლოებული პირი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მოექცა. კუზმიჩევი Alfa Group-ის თანადამფუძნებელი და Alfa Bank-ის ყოფილი აქციონერია.

მეტი...

მოლდოვამ რუსული პროპაგანდისტული მედიის 20-მდე საიტზე წვდომა შეზღუდა

მოლდოვამ რუსული პროპაგანდისტული მედიის 20-მდე საიტზე წვდომა შეზღუდა. სიაში მოხვდნენ: Interfax, Komsomolskaya Pravda, Lenta.ru, TASS და ა.შ. მაუწყებლობის ლიცენზია შეუჩერდა 6 სატელევიზიო სადგურსაც, რომლებიც მხილებული არიან არჩევნებზე ზემოქმედების მცდელობაში. მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანი სახელმწიფოს და დემოკრატიის დაცვაა, რუსეთის ფედერაციის მიერ საარჩევნო პროცესში ჩარევის მცდელობებისგან. ,,რუსეთს, ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფების მეშვეობით, სურს გავლენა მოახდინოს ადგილობრივ არჩევნებზე 5 ნოემბერს და ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ პროცესს,” –  განაცხადა მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, დორინ რეჩანმა.

მეტი...

სლოვაკეთის მთავრობა მიგრანტების შესაკავებლად უნგრეთის საზღვართან ასობით პოლიციელსა და სამხედროს განათავსებს

სლოვაკეთის ახალი მთავრობა მიგრანტების შესაკავებლად უნგრეთის საზღვართან ასობით პოლიციელსა და სამხედროს განათავსებს. პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს განცხადებით, უკანონო მიგრაცია უნდა იყოს კონტროლის ქვეშ მოქცეული, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, ქვეყანაში შესაძლოა, მოხვდნენ ტერორისტულ ჯგუფებთან დაკავშირებული პირები. „ჩვენ გვინდა, გავაგზავნოთ მკაფიო სიგნალი, რომ ახალ მთავრობასთან ერთად მოვიდა ახალი მიდგომა უკანონო მიგრაციის მიმართ“, – განაცხადა სლოვაკეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მატუშ სუტაჯ ესტოკმა.  

მეტი...

 ღაზის სექტორში სულ მცირე, 240 მძევალი იმყოფება

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით,  ღაზის სექტორში “ჰამასის” მიერ გატაცებული, სულ მცირე, 240 მძევალი იმყოფება. მისი თქმით, ეს რიცხვი საბოლოო არ არის, რადგან ინფორმაციის მოძიება კვლავ გრძელდება. ათობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. ამ ეტაპზტე, “ჰამასმა”  მხოლოდ 5 მძევალი გაათავისუფლა.  

მეტი...

,,თუ ადამიანი კანონის მოთხოვნას არ ასრულებს, შუბლში ესროლეთ”- კადიროვი

რამზან კადიროვმა ძალოვნებს მიმართა, არეულობის მონაწილეებს დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, სამი გამაფრთხილებელი გასროლის შემდეგ, ტყვია შუბლში ესროლონ. აღნიშნული განცხადება კადიროვმა მას შემდეგ გააკეთა, რაც კვირას მაჰაჩყალაში თელ ავივიდან რეისის ჩასვლასთან დაკავშირებით ასობით ადამიანი აეროპორტის ტერიტორიაზე შეიჭრა. „ ჩვენთან თუ ერთი ადამიანი მაინც გავა არასანქცირებულ არეულობებზე, დააპატიმრეთ ის ან ჰაერში სამი გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეთ, ამის შემდეგ, თუ ადამიანი კანონის მოთხოვნას არ ასრულებს, მეოთხედ შუბლში ესროლეთ. მეტს აღარ გამოვლენ. ეს ჩემი ბრძანებაა“, – განაცხადა კადიროვმა.  

მეტი...

ჩემი პარტია, როგორც ყველაზე დიდი პროდასავლური პარტია, არის მთავარი ლობისტი საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს – ანა წითლიძე

„საქართველოს ისტორიული არჩევანი არის ევროპა და ჩვენი ისტორიული თვითმიზანი არის გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი,  მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, რომელიც იქნება გარანტი საქართველოს უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის თავისუფლების და საქართველოს მოქალაქეების ეკონომიკური კეთილდღეობის“, – ამის შესახებ ფრაქცია  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წევრმა ანა წითლიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის 90% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. „კანდიდატის სტატუსის მიღება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის და ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, როგორი ცუდი ხელისუფლებაც არ უნდა ჰყავდეს ამ ქვეყანას, როგორიც არ უნდა იყოს რუსული ოცნების მცდელობა, რომ ეს გეოპოლიტიკური შესაძლებლობა, რომელიც  უკრაინელების თავგანწირულმა ბრძოლამ…

მეტი...

როდესაც იქნება ექიმების რეკომენდაცია, მიხეილ სააკაშვილი დაბრუნებული იქნება პენიტენციურ განყოფილებაში – რატი ბრეგაძე

როდესაც იქნება ექიმების რეკომენდაცია, მიხეილ სააკაშვილი დაბრუნებული იქნება პენიტენციურ განყოფილებაში, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა. კითხვაზე, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ სამართლიანი არ იქნება არჩევნები, თუ მიხეილ სააკაშვილს არ ექნება შესაძლებლობა, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და იგეგმება თუ არა კანონში ცვლილებები, რათა ოპოზიციას არ ჰქონდეს სალაპარაკო, მინისტრმა აღნიშნა: „მიხეილ სააკაშვილი თავად იძახის, რომ არის უკრაინელი და ეს არის დადასტურებული ფაქტი, ეს შეიძლება, ლევან ხაბეიშვილისეული აღქმა იყოს სამართლიანობის, მაგრამ მას ვურჩევდი ელემენტარულად გაერკვეს საქართველოს კანონმდებლობაში, იმეცადინოს და უფრო მეტად დრო დაუთმოს პოლიტიკურ მოღვაწეობას პარლამენტის შიგნით. როგორ უნდა მიიღოს…

მეტი...

,,რუსეთი კარგავს კონტროლს მოვლენებზე“- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დაღესტანში, მაჰაჩყალის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი აჩვენებს, რომ რუსეთმა დაკარგა კონტროლი მოვლენებზე. „ფხიზლად უნდა შევაფასოთ რუსული სისტემა. მათ მობილიზებული ჰყავდათ მთელი ძალები, რათა არ დაეკარგათ ის, რაც უკრაინაში მიიტაცეს, მაგრამ ამავე დროს, დააბინძურეს თავიანთი ტერიტორია სიძულვილით და დეგრადაციის ისეთი დონით, რომ წელს მეორედ რუსეთი კარგავს კონტროლს მოვლენებზე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.  

მეტი...

„ვივამედიდან“ ვისმენთ სააკაშვილის დადგმულ შოუს და ხალხიც ერთობა – უბრალოდ არ ვიცი, ამას რა ჰქვია – კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ საქმეებზეა ბრალდებული და მისი განცხადებები იმ შოუს ნაწილია, რომელსაც ეს ადამიანი ბოლო პერიოდის განმავლობაში კლინიკიდან დგამს. როგორც მან სააკაშვილის მიერ მომავალ არჩევნებში შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა, ყოფილი პრეზიდენტის ეს განცხადება მისთვის საინტერესო არაა. „სასაცილოა უბრალოდ. სააკაშვილი ჩვეულებრივი ბრალდებულია კონკრეტულ საქმეებზე. ასევე, არის პროკურატურის მხრიდან გაცხადებული, რომ გარკვეულ საქმეებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. გულწრფელად ვიტყვი, პირადად ჩემთვის საინტერესო არაა სააკაშვილის განცხადება. ეს უბრალოდ იმ შოუს ნაწილია, რომელსაც ეს ადამიანი მთელი ამ ხნის განმავლობაში ახორციელებდა. ჯერ იყო და…

მეტი...

ეტყობა, ლევან ხაბეიშვილს თავი მართლა როკი ბალბოა ჰგონია, ვეღარ ერკვევა, სად არის, სავარჯიშო მოწყობილობასთან თუ პოლიტიკაში – რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა. ბრეგაძის განცხადებით, ლევან ხაბეიშვილს ურჩევს, რომ ისაუბროს ისე, როგორც შეეფერება პოლიტიკოსს. „ეტყობა, ამ იმიტირებულ როკი ბალბოას თავი მართლა როკი ბალბოა ჰგონია და ვეღარ ერკვევა, თუ სად არის, სავარჯიშო მოწყობილობასთან თუ პოლიტიკაში. მე მას ნამდვილად ვურჩევდი, რომ ისაუბროს ისე, როგორც შეეფერება პოლიტიკოსს, დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა და თავი შეიკავოს არაფრისმომცემი, საბრალო მუქარებისგან“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ. ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა: „რამდენჯერმე მაქვს მიწერილი პაპუაშვილისთვის და სააკაშვილთან შესვლაზე დადებითი პასუხი არ ყოფილა. ვაფრთხილებ, რომ მოუწევს ძალიან ცუდ, არასაქმიან გარემოში ყოფნა პარლამენტის მისსავე…

მეტი...

სიცრუეა, რომ ჩინეთში ლევან დავითაშვილსა და ვლადიმერ პუტინს შორის პირადი კომუნიკაცია შედგა – კახა კალაძე

„საქართველო იქნება იქ, სადაც ყოველთვის გავატარებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს, სადაც დაცული იქნება აქ მცხოვრებთა ინტერესები“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ჩინეთში გამართული ფორუმის „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ შესახებ ისაუბრა, რომელსაც საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილიც ესწრებოდა. კითხვაზე, შედგა თუ არა აღნიშნულ ფორუმზე დავითაშვილსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის პირადი კომუნიკაცია, კახა კალაძე პასუხობს, რომ ეს არის სიცრუე. „სიცრუეა, რომ მათ შორის პირადი კომუნიკაცია შედგა. ვინ ავრცელებს ამ ინფორმაციას? ავრცელებთ თქვენ. საზოგადოება არ შეიყვანოთ შეცდომაში და დაანებეთ ტყუილებზე საუბარს თავი. ჩემი პოზიცია ძალიან მარტივია. პროექტი „ერთი…

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – დაიღუპა მოტოციკლის მძღოლი

თბილისში, ღამით მარშალ გელოვანის გამზირზე ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი მანქანა შეეჯახნენ. გავრცელებული ინფორმაციით, წინ მიმავალმა მანქანამ მოულოდნელად სწრაფად შეიცვალა სამოძრაო ზოლი, რა დროსაც უკნიდან მოტოციკლი დაეჯახა. მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა.

მეტი...

ჩაფიძის გულის ცენტრი ვეტერანებისთვის 147 -ე საქველმოქმედო აქციას ჩაატარებს

მიმდინარე წლის 4 ნოემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 147-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქციას ჩაატარებენ. აქცია მოიცავს კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ). ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან; მისამართი: ქ.თბილისი; ნ.ჯავახიშვილის ქ. N 1; აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი; ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის,…

მეტი...

რუსთავის მერიამ რუსთავის საკრებულოს სასამართლოში უჩივის

რუსთავის მერიამ რუსთავის საკრებულოს სასამართლოში უჩივლა.  ქალაქის მერის ნინო ლაცაბიძის განცხადებით, საკრებულო, რომლის უმრავლესობაც ოპოზიციაა, მერიის იდეებსა და ინიციატივებს არ განიხილავს. ,,რუსთავის საკრებულოს უმრავლესობაში მყოფი ნაციონალური მოძრაობისა და პარტია საქართველოსთვის კოალიცია, საკრებულოს რეგლამენტის უხეში დარღვევით აფერხებს, თვეობით აჩერებს, კომისიებიდან სხდომაზე არ გააქვს, არ იხილავს და დაუსაბუთებლად უკან აბრუნებს მერიიდან გადაგზავნილ, ქალაქის განვითარებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს. არაერთი წერილობითი თხოვნის, ოფიციალური მიმართვის, თუ საჯარო განცხადების მიუხედავად, რუსთავის საკრებულოს უმრავლესობა, მავნებლური უმოქმედობის პოლიტიკას დღემდე აგრძელებს”, – განაცხადა ლაცაბიძემ.

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობისთვის“ შიდაპარტიული დემოკრატია უმნიშვნელოვანესია”- ლევან ხაბეიშვილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს ხვდებიან. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, ეუთო ოდირის ვარშავის ოფისთან თანამშრომლობით, პარტიის ეთიკის კოდექსს შეიმუშავებენ. „ნაციონალური მოძრაობისთვის“ შიდაპარტიული დემოკრატია არის უმნიშვნელოვანესი, ამიტომ ეუთო/ოდირთან ფრაქცია მუშაობდა კონკრეტული დოკუმენტაციის შემუშავებისთვის, რომელიც წაადგება პირველ რიგში „ნაციონალურ მოძრაობას“ შიდაპარტიული დემოკრატიისთვის. ეს უნდა იყოს იმპულსი და გადამდები სხვა პოლიტიკური პარტიებისთვის, რადგან შიდა დემოკრატია მნიშვნელოვანია როგორც პარტიის შიგნით, ისე ჩვენი ქვეყნისთვის. ყველა უნდა მიეჩვიოს საკუთარი პარტიიდან გადაწყვეტილებების მიღებას დემოკრატიულად, საჯარო დიდი დისკუსიით. თქვენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარეც, სწორედ, ამ ფორმით შეირჩა, ძალიან მაღალი ჩართულობით, ისეთი დიდი ჩართულობით, როგორიც არ ახსოვს…

მეტი...