ვაზისუბანში, კორპუსში აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი მძიმედ

ვაზისუბანში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად, 3 ადამიანი დაშავდა, აქედან ერთ-ერთი მძიმედ, რომლის სახლშიც აფეთქება მოხდა. ის ხანდაზმული ქალბატონია. როგორც მოსახლეობა ამბობს, აფეთქების დროს, გვერდით კორპუსებშიც ძლიერი ხმა იყო. აფეთქება, 9 სართულიანი კორპუსის მეორე სართულზე მოხდა. სავარაუდოდ, დაგროვებული ბუნებრივი აირისგან. დაზიანებულია ზედა რამდენიმე და ქვედა სართული.  

მეტი...

,,ღაზაში სამოქმედო სტრატეგიას ისრაელი გადაწყვეტს” – ჯონ კირბი

ღაზაში სამოქმედო სტრატეგიას ისრაელი გადაწყვეტს. ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა. ,,ორიენტირებულები ვართ იმაზე, რომ ისრაელს ჰქონდეს ყველაფერი, რაც “ჰამასის” წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების გასაგრძელებლად სჭირდება”, – განაცხადა კირბიმ. გარდა ამისა, მან იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს საათებში ეგვიპტიდან ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების კიდევ ერთი კოლონა შევა.

მეტი...

ერდოღანმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერა

თურქეთის პრეზიდენტმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების შესახებ ოქმი პარლამენტს რატიფიკაციისთვის წარუდგინა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. როგორც მედია წერს, თურქეთის პრეზიდენტმა ოქმს ხელი დღეს მოაწერა, თუმცა, დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია.

მეტი...

ვაზისუბანში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები ისნის გამგეობამ დროებით სასტუმროში გადაიყვანა

ისნის რაიონში, ვაზისუბნის I მ/რ-ის N8 კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულები ადგილობრივმა გამგეობამ დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყო. ამ ეტაპისთვის, სასტუმროში გადაყვანილია ყველა ოჯახი, ვინც დაბინავებაზე თანხმობა განაცხადა. ამასთან, კორპუსის მდგომარეობასა და მდგრადობას თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია შეისწავლის, რის შემდეგაც შესაბამისი ღონისძიებები გატარდება. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. პირველადი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის დაგროვება გახდა.

მეტი...

,,ჩვენი მხარდაჭერის იმედი გქონდეთ” – საბერძნეთის პრემიერი ისრაელში ჩავიდა

საბერძნეთის პრემიერმინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი ისრაელში ჩავიდა და ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. ,,მოვედი აქ არა მხოლოდ როგორც მოკავშირე, არამედ როგორც ნამდვილი მეგობარი. მართლაც საშინელება იყო, რაც მოხდა და ჩვენ პირველივე წუთიდან მხარი დავუჭირეთ ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ჩვენ დავინახეთ ძალიან მკაფიო განსხვავება “ჰამასსა” და პალესტინელ ხალხს შორის. გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას და ვიმედოვნებთ, რომ რაც არ უნდა მოხდეს, მოხდება ზედმეტი ჰუმანიტარული საფასურის გარეშე. ჩვენი მხარდაჭერის იმედი გქონდეთ”, – თქვა მიცოტაკისმა. შეხვედრაზე ბენიამინ ნეთანიაჰუმ საბერძნეთის პრემიერმინისტრს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ,,კარგო მეგობარო, ძალიან სასიამოვნოა შენი აქ ნახვა. ყოველთვის ვამბობ,…

მეტი...

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია პრაღაში, ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის საპარლამენტო სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით, ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მეორე საპარლამენტო სამიტში მონაწილეობის მისაღებად პრაღაში იმყოფება. ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება სამიტი წელს უკრაინის და ჩეხეთის ორგანიზებით იმართება. სამიტის მიზანია კოორდინაცია გაუწიოს უკრაინისთვის სოლიდარობის და მხარდაჭერის გამოხატვას. ყირიმის საერთაშორისო პლატფორმა მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას და უსაფრთხოების გამოწვევებზე რეაგირებას. უკრაინის მხარდასაჭერად პრაღაში პარლამენტარები მთელი ევროპიდან შეიკრიბებიან. სამიტში მონაწილეობის მისაღებად პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი და საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მარიამ ლაშხი გაემგზავრნენ. სამიტის ფარგლებში,…

მეტი...

ჩინეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას განიხილავს – დავითაშვილი

ჩინეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას განიხილავს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. ,,მინდა გითხრათ, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობამ ვიზების გაუქმების შესახებ მიიღო, ძალიან პოზიტიურად არის აღქმული და შედეგებშიც უკვე აისახა. დღეს არსებული ნაკადი მნიშვნელოვნად გაიზარდა ჩინეთთან, თუმცა იცით, რომ კომპლექსურად, თუ ჩინეთის ქალაქებთან მეტი პირდაპირი ხაზი გვექნება, დარწმუნებულები ვართ, რომ რეალური მგზავრთნაკადის გენერირება და ტურიზმში მნიშვნელოვანი შედეგები შეიძლება მივიღოთ. მაგრამ ეს არის პოზიტიური განწყობა. იმაზეც ისაუბრეს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვისაც ვიზების გაუქმება სარკისებურად განიხილება, რისი იმედიც ჩინეთის მთავრობის მხრიდან მაქვს”, – განაცხადა დავითაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოში ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო…

მეტი...

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების ტერმინალი ფართოვდება

საპასპორტო კონტროლისა და საავიაციო უშიშროების შემოწმების ზონების გასაფართოებლად, 23 ოქტომბრიდან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების ტერმინალში სარეკონსტრუქციო სამუშაოები იწყება. პროექტი გულისხმობს ესკალატორებთან მდებარე ღიობების ნაწილობრივ ამოვსებას, რის შედეგადაც, გაჩნდება დამატებით 220 კვ.მ სივრცე. შესაბამისად, გაიზრდება საპასპორტო კონტროლის ჯიხურების რაოდენობა, გაფართოვდება საავიაციო უშიშროების შემოწმების ზონა და გამგზავრების დარბაზში მდებარე ბიზნესლაუნჯი. სარეკონსტრუქციო სამუშაოების პერიოდში, უზრუნველყოფილი იქნება როგორც მგზავრების, ასევე თანამშრომელთა უსაფრთხოება. სამშენებლო მოედანი, სტანდარტების სრული დაცვით, შესაბამისი მასალით შემოიღობება. ახლომდებარე სარეგისტრაციო დახლები კი სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულებამდე არ იფუნქციონირებს. პროექტი, რომელშიც „ტავ ჯორჯია“ 2 200 000 ლარის ოდენობის ინვესტიციას ახორციელებს, 2024 წლის თებერვალში დასრულდება.

მეტი...

ვაზისუბანში ძლიერი აფეთქების ხმა იყო

თბილისში, ვაზისუბნის პირველ მიკრო-რაიონში ძლიერი აფეთქების ხმა იყო. აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვას უკავშირდება. არის ძლიერი დაკვამლიანება. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.  

მეტი...

გერმანიის განცხადებით, არალეგალურად მყოფ პირთა მასობრივი დეპორტაციისთვის კადრები არ ჰყოფნით

გერმანიის განცხადებით, ქვეყანაში არალეგალურად მყოფ პირთა მასობრივი დეპორტაციისთვის კადრები არ ჰყოფნით. გერმანელ პოლიციელთა პროფკავშირის ხელმძღვანელის იოხენ კოპელკეს განცხადებით, თუ დეპორტაცია უფრო დიდ მასშტაბებს შეიძენს, მაშინ პოლიციას ამ პროცესში გაცილებით დიდი ძალების ჩართვა მოუწევს. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ნენსი ფეზერის თქმით, მისი უწყება არალეგალი მიგრანტების გერმანიიდან დეპორტაციის პროცედურების გაიოლებისა და დაჩქარებისთვის, გეგმის წარსადგენად ემზადება. „მათ, ვისაც არ აქვს უფლება გერმანიაში დარჩეს, უნდა დატოვოს ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა ფეზერმა.    

მეტი...

ბოლო 24 საათის განმავლობაში ღაზის სექტორში 436 ადამიანი დაიღუპა – ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით,  ბოლო 24 საათის განმავლობაში ღაზის სექტორში 436 ადამიანი დაიღუპა. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზის სექტორში დაღუპულთა  რაოდენობა სულ მცირე 5 087-ია.  

მეტი...

რუსეთი ყოველთვიურად 20 000-ზე მეტი ადამიანის მობილიზებას ახდენს – უკრაინის დაზვერვის წარმომადგენლი

უკრაინის დაზვერვის წარმომადგენლის, ანდრეი იუსოვის განცხადებით, რუსეთი ყოველთვიურად 20 000-ზე მეტი ადამიანის მობილიზებას ახდენს. ,,თვეში 20 000-ზე მეტი ადამიანის მობილიზება ხდება სხვადასხვა გზით. წვევამდელი მობილიზება გეგმის მიხედვით გრძელდება. რუსეთის სარდლობა აქტიურად იყენებს ყოფილ სამხედრო მსახურებთან „ხელშეკრულების იძულებით გაფორმების“ პრაქტიკას”, – განაცხადა უკრაინის დაზვერვის წარმომადგენელმა.

მეტი...

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია პრაღაში, ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის საპარლამენტო სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით, ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მეორე საპარლამენტო სამიტში მონაწილეობის მისაღებად პრაღაში იმყოფება. სამიტი წელს უკრაინის და ჩეხეთის ორგანიზებით იმართება. სამიტის მიზანია კოორდინაცია გაუწიოს უკრაინისთვის სოლიდარობის და მხარდაჭერის გამოხატვას. ყირიმის საერთაშორისო პლატფორმა მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას და უსაფრთხოების გამოწვევებზე რეაგირებას. უკრაინის მხარდასაჭერად პრაღაში პარლამენტარები მთელი ევროპიდან შეიკრიბებიან. სამიტში მონაწილეობის მისაღებად პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი და საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მარიამ ლაშხი გაემგზავრნენ. სამიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი, არჩილ თალაკვაძე…

მეტი...

“ჰამასის” განცხადებით, ღაზის სექტორის ყველა საავადმყოფოს საწვავი ამოეწურა

“ჰამასის” განცხადებით, ღაზის სექტორის ყველა საავადმყოფოს საწვავი ამოეწურა. დაჯგუფება რეგიონში მუდმივი დერეფნის შექმნას ითხოვს, რათა თავიდან აიცილონ  “ჰუმანიტარული კატასტროფა”. ,,მიმდინარე ალყამ ჩამოშალა ჰუმანიტარული პირობები და გამოიწვია საკვებისა და მედიკამენტების სერიოზული დეფიციტი. რომ აღარაფერი ვთქვათ, რომ ღაზას სექტორის ყველა საავადმყოფოს საწვავი ამოეწურა”, – ნათქვამია განცხადებაში.  

მეტი...

კობა კობალაძემ ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის ომის ვეტერანი თანამშრომლები საპატიო სიგელებით დააჯილდოვა

მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს, ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ საარჩევნო ადმინისტრაციის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი თანამშრმლები: ლიანა ქათამაძე, პაატა საყვარელიძე, ნოდარ მუსერიძე, პაატა ვარაზი, ვასილ კალანდაძე, გიორგი დარბაიძე, თეიმურაზ კაჭარავა, ვარლამ ფერაძე, ბიძინა ნონიაშვილი საპატიო სიგელით დააჯილდოვა და მათ ქვეყნის ერთიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის ინიციატივით, ცესკოს ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა. ” საარჩევნო ადმინისტრაცია უერთდება, ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ კვირეულს. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ გავმართეთ ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც, სამსახურის…

მეტი...

რუსეთი კუპიანსკის ალყაში მოქცევას ცდილობს – უკრაინის სახმელეთო ჯარები

უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის, ოლექსანდრ სირსკის განცხადებით, რუსეთის ძალები კუპიანსკის ალყაში მოქცევას ცდილობს. მისივე თქმით,  ვითარება რთულია. ,,აღმოსავლეთის ფრონტზე ვითარება საკმაოდ რთულია. მტერი აგრძელებს შეტევით ოპერაციებს პრაქტიკულად მთელ ზონაში. მათი ძირითადი ძალისხმევა მიმართულია კუპიანსკისა და ბახმუტის მიმართულებებზე. რუსული ჯარები აქტიურად იყენებენ ჯავშანტექნიკას, ტანკებს, საბრძოლო მანქანებსა და  არტილერიას”, – აცხადებს უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური.

მეტი...

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 16 საკითხი განიხილეს. განსახილველ საკითხთა შორის იყო ეკონომიკის სამინისტროს მიერ ინიცირებული სამი ქარისა და ხუთი ჰიდროელექტროსადგურის პროექტი, რომელთა განხორციელებაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის − სამცხე-ჯავახეთში, კახეთში, შიდა ქართლსა და იმერეთში იგეგმება. მთავრობის სხდომაზე წარდგენილი ენერგეტიკული პროექტების დადგმული სიმძლავრე ჯამურად 250 მგვტ-ზე მეტია, ხოლო ჯამური ინვესტიცია 400 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს. აღნიშნული ელექტროსადგურების ინვესტორ კომპანიებთან შესაბამისი ხელშეკრულებები გაფორმდება, რომელთა საფუძველზეც დაიწყება პროექტების ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის საკითხთა შესწავლა, ასევე სამშენებლო სამუშაოები.

მეტი...

„ნაციონალურ მოძრაობაში“ რა და როგორ იქნება არ უნდა იყოს საინტერესო”- კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე დაპირისპირების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, არსებული კონფლიქტი დიდი ხანია მიმდინარეობს, სიტუაციის გამწვავება კი პარტიიდან ნიკა მელიას გამოგდებამ განაპირობა. „დაპირისპირება დიდი ხანია მიმდინარეობს. დაიწყო ჯერ კიდევ მანამ, სანამ მელიას გამოაგდებდა ხაბეიშვილი. გამზადებული ჰყავდათ მელია, რომ პარტიიდან გამოერიცხათ, ამ შემთხვევაში მან დაასწრო. ნიკა მელია ერთ-ერთი ოდიოზური ფიგურაა პოლიტიკაში, ყველაფრის მკადრებელია. დღეს ის გაბოროტებულია, რომ პარტიის თავმჯდომარეობიდან გამოაგდო ლევან ხაბეიშვილმა. ძალიან კარგად იცის, რომ ლევან ხაბეიშვილი მარტო არ მოქმედებდა, ასევე, ვინ იდგა მის უკან. როდესაც არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს, სააკაშვილი რატომ არ ახსენდება, თუ მართლაც სწორად…

მეტი...

100%-იანი გარანტიით ვამბობთ, რომ სტატუსს საქართველო აუცილებლად მიიღებს – კახა კალაძე

„მურმან დუმბაძისა და ცალკეული ადამიანების განცხადებების  შეფასებას არ გავაკეთებ, ის ჩვეულებრივ „ნაციონალური მოძრაობის“, რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს მიჰყვება“, – ასე უპასუხა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას მურმან დუმბაძის განცხადების შეფასებაზე, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს და მისი მიღება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნას 2030 წლამდე გაახანგრძლივებს. თბილისის მერის თქმით, რადიკალური ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, რეკომენდაციების სრულად შესრულების გათვალისწინებით, საქართველო სტატუსს აუცილებლად მიიღებს. „მიუხედავად იმისა, რომ მთელი რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, რომ ქვეყანამ სტატუსი ვერ მიიღოს, მინდა, გითხრათ, რომ საქართველო სტატუსს აუცილებლად მიიღებს. 100%-იანი გარანტიით ვამბობთ, რომ სტატუსს ჩვენი ქვეყანა მიიღებს.…

მეტი...

,,ვერ მომიყვანთ ვერც ერთ მაგალითს, რუსეთის მხრიდან არჩევნებში ჩარევის”- კახა კალაძე

2012 წლის შემდეგ საქართველოში ჩატარებულ არცერთ არჩევნებში სხვა რომელიმე ქვეყნის ჩარევის ფაქტი არ დაფიქსირებულა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მომავალ არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ დასმულ შეკითხვაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება მნიშვნელოვანი საკითხია. „ვერ მომიყვანთ ვერც ერთ მაგალითს, როდის ყოფილა რუსეთის მხრიდან ჩარევა არჩევნებში, რომელიც საქართველოში 2012 წლის შემდეგ ჩატარებულა. არ არსებობს ასეთი ფაქტი. ზოგადად, მაქსიმალური ყურადღება უნდა იყოს გამახვილებული იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად, რაც ჩვენთვის, ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, რათა არავის მიეცეს სალაპარაკო და რაიმე თემის გამოყენების შესაძლებლობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ. კითხვაზე –…

მეტი...

„ქართული ოცნება“ 2024 წლის არჩევნებზე აუცილებლად გამარჯვებს”- კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ 2024 წლის არჩევნებზე აუცილებლად გამარჯვებს და კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა ხელისუფლებაში. ,,არ არის საინტერესო, ერთ პროცენტიან პოლიტიკურ პარტიაზე გავაკეთო განმარტებები. ნუ ინერვიულებთ, ყველაფერი იქნება იდეალურად. „ქართული ოცნება“ 2024 წლის არჩევნებზე აუცილებლად გამარჯვებს და კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა ხელისუფლებაში. დაიმახსოვრეთ დღევანდელი დღე და დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები – იმხელა მხარდაჭერა, როგორიც დღეს აქვს „ქართულ ოცნებას“ 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია. 2024 წელსაც გავიმარჯვებთ და 2028 წელსაც,“ – აცხადებს კალაძე.

მეტი...

,,ამ ქვეყანაში ნაცების და ოცნების მმართველობა ისტორიას უნდა ჩაბარდეს”- გიორგი გახარია

,,ამ ქვეყანაში ნაცების და ოცნების მმართველობა ისტორიას უნდა ჩაბარდეს, ამასთანავე, ისინი არ უნდა გაქრნენ და საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობა აიღონ,”- ამის შესახებ ნათქვამია პარტია საქართველოსთვის ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებაში. გიორგი გახარია განცხადებით, ”ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ ამ ქვეყნისთვის არის ის, რომ ძალაუფლება ხელში ავიღოთ და ერთ ვადაში ხელიდან გავუშვათ”. ,,ამ ქვეყანაში ნაცების და ოცნების მმართველობა ისტორიას უნდა ჩაბარდეს, ამასთანავე, ისინი არ უნდა გაქრნენ და საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობა აიღონ. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ ამ ქვეყნისთვის არის ის, რომ ძალაუფლება ხელში ავიღოთ და ერთ ვადაში ხელიდან გავუშვათ, რადგან დავანახოთ…

მეტი...

დავით ნარმანიამ სემეკის დაარსების დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გახსნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ სემეკის დაარსების დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გახსნა. სემეკის თავმჯდომარემ ისაუბრა კომისიის განვითარების ეტაპებსა და სამომავლო გეგმებზე, ყურადღება გაამახვილა ბოლო წლების განმავლობაში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების განვითარებისათვის სემეკის მიერ განხორციელებულ პროექტებზე, მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და საერთაშორისო ურთიერთობებზე. „23 ოქტომბერი სემეკის დაარსების დღეა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყოველწლიურად აღვნიშნოთ ეს მნიშვნელოვანი თარიღი და საზოგადოებას წარვუდგინოთ მარეგულირებელი კომისიის მიერ განხორციელებული პროექტები. 1997 წლის 23 ოქტომბერს ხელი მოეწერა ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის პირველი აპარატის ჩამოყალიბებას და განისაზღვრნენ ის პირები, რომლებსაც უნდა შეექმნათ მარეგულირებელი კომისია და შეესრულებინათ…

მეტი...

,,რუსეთმა ისარგებლა ამ სიტუაციით”- ბორელი ისრაელის ომზე

,,უკრაინის ომსა და ისრაელის ომს განსხვავებული მიზეზები და შედეგები აქვს მთელს მსოფლიოში. რუსეთმა, რა თქმა უნდა, ისარგებლა ამ სიტუაციით,”- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. მისი თქმით, ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ. ,,უკრაინის ომსა და ისრაელის ომს განსხვავებული მიზეზები და შედეგები აქვს მთელს მსოფლიოში. რუსეთმა, რა თქმა უნდა, ისარგებლა ამ სიტუაციით. ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რათა გამოვავლინოთ იგივე შეშფოთება ყველა მოკლული მშვიდობიანი მოქალაქის მიმართ. ჩვენ ძლიერ მხარდაჭერას ვაფიქსირებთ ისრაელის მიმართ, რადგან თავდამსხმელები მხარს უჭერდნენ ერთ-ერთ ყველაზე დიდ თავდასხმას ებრაელი ხალხის წინააღმდეგ. ეს უნდა იყოს დაგმობილი და ჩვენ ამას…

მეტი...

ჩაფიძის გულის ცენტრმა ვეტერანებისთვის 146 -ე საქველმოქმედო აქცია სიღნაღში ჩაატარა

მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 146-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია ჩაატარა. აქცია მოიცავდა კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ). საქველმოქმედო სამედიცინო აქციით უსასყიდლოდ ისარგებლა სამსახურის 59 -მა ბენეფიციარმა, რომელთაგან 22 ვეტერანი, ხოლო 37_ვეტერანის ოჯახის წევრი გახლდათ; განხორციელდა 97 ვიზიტი; აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ვალერიან ძებისაშვილი, ამავე დეპარტამენტის წარმომადგენელი,…

მეტი...

ისრაელის ძალებმა დასავლეთ სანაპიროზე მინიმუმ 85 ადამიანი დააკავეს – პალესტინის ორგანიზაცია

პალესტინელი პატიმრების კლუბის ინფორმაციით, სულ მცირე 85 ადამიანი დააკავეს ისრაელის ძალებმა დასავლეთ სანაპიროზე კვირას ღამით და ორშაბათს დილით. დაკავებები იყო რამალასა და ბეთლემში. განცხადებაში ნათქვამია, რომ თვის დასაწყისიდან დასავლეთ სანაპიროზე 1 215-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

მეტი...

,,კიდევ უფრო ყურადღებით ვაკვირდებით უკრაინას ახლო აღმოსავლეთში ომის გამო”- ანალენა ბერბოკი

კიდევ უფრო ყურადღებით ვაკვირდებით უკრაინას ახლო აღმოსავლეთში ომის გამო – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა. მისი თქმით, პუტინი ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების გათვალისწინებით, ნამდვილად ბედნიერია. ,,ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების გათვალისწინებით, ნამდვილად ბედნიერია. ამიტომ, ჩვენ უკრაინას ახლა უფრო ყურადღებით ვაკვირდებით, ვიდრე წარსულში,”- განაცხადა ბერბოკმა.

მეტი...

ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ აშშ-ის აბსოლუტური მხარდაჭერა ძალიან ძლიერი სამხედრო თანამშრომლობის მიმართ – დანიგანი

ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრაზე განვიხილეთ გზები, როგორ შეიძლება კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა. „საქართველოს თავდაცვის მინისტრ ბურჭულაძესთან შესანიშნავი შეხვედრა მქონდა. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ აშშ-ის აბსოლუტური მხარდაჭერა ჩვენი ძალიან ძლიერი სამხედრო თანამშრომლობის მიმართ. განვიხილეთ გზები, როგორ შეიძლება, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. კიდევ ერთხელ გამოვხატეთ აშშ-ის აბსოლუტური მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ დიდი ხანია, ვართ საქართველოს უძლიერესი მხარდამჭერები ამ კუთხით. მინისტრთან შეხვედრაზე აღვნიშნე, რომ ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებ საქართველოს…

მეტი...

სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერები თბილისში საერთაშორისო ფორუმზე დასასწრებად ჩამოვლენ

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი საქართველოში ჩამოვლენ. ისინი აბრეშუმის გზის მეოთხე საერთაშორისო ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას. ფორუმის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, მონაწილეებს შორის არიან აზიის განვითარების ბანკის ვიცეპრეზიდენტი, აზერბაიჯანის ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრები, ასევე არაბეთის გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის მინისტრი არიან. ღონისძიებაში მონაწილეობას სულ 60 ქვეყნის 2 000-მდე დელეგატი მიიღებს.

მეტი...

ღაზაში, „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი 222 ადამიანი იმყოფება – ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზაში, „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი 222 ადამიანი იმყოფება. ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, მძევლებს შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მათ ოჯახებთან დაკავშირებას დრო სჭირდება. ,,ჩვენ ყველანაირად ვმუშაობთ მძევლების გასათავისუფლებლად და სახლში დასაბრუნებლად“, – განაცხადა ჰაგარმა.  

მეტი...

მესამე კვარტალში თბილისში უძრავი ქონება გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 5.5%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 15.6% შეადგინა. საქსტატის ცნობით, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით, ინდექსი 35.9%-ით არის გაზრდილი. დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების, ანუ ბინების, ისე კერძო სახლების სეგმენტებს. მათივე  ინფორმაციით, 2023 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში – 5.2%-ით, ისე კერძო სახლების სეგმენტში – 6.2%-ით. ერთი კვადრატული მეტრის ფასი ბინების სეგმენტში ყველაზე ძვირი მთაწმინდის რაიონში ღირს და…

მეტი...

,,2024 წლის არჩევნებში თუ „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა ძალაუფლების შენარჩუნება, მეც, მელიასაც, ხაბეიშვილსაც და თქვენც ამ ქვეყანაში დარჩენის შესაძლებლობა არ გვექნება”- ანა წითლიძე

,,2024 წლის არჩევნებში თუ „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა ძალაუფლების შენარჩუნება, მეც, მელიასაც, ხაბეიშვილსაც და თქვენც ამ ქვეყანაში დარჩენის შესაძლებლობა არ გვექნება”, – ასე ეხმაურება  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ანა წითლიძე ნიკა მელიას განცხადებას. მისი თქმით, ”ქვეყანა დგას ბევრი გამოწვევის წინაშე და ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს ყველას, რომ ნებისმიერი უთანხმოება, დაპირისპირება, კინკლაობა უმნიშვნელოა იმასთან შედარებით, რაც წინ გველის.” ,,ვნახე მისი ეს „ფეისბუქ პოსტი“. მე არ მგონია, რომ ეს გარჩევები და მისი ეს პოზიციები არის ახლა მნიშვნელოვანი, როცა ძალიან ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი იმისთვის, რომ გავერკვიოთ მივიღებთ თუ არა კანდიდატის სტატუსს, ქვეყანა დგას ბევრი…

მეტი...

თუ რომელიმე ქვეყანა კონფლიქტის გაფართოებას შეეცდება, შესაბამის ზომებს მივიღებთ – ლოიდ ოსტინი

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ თუ რომელიმე ქვეყანა კონფლიქტის გაფართოებას შეეცდება, შესაბამის ზომებს მიიღებენ. ოსტინი აფრთხილებს ქვეყნებს, არ ჩაერიონ ისრაელი-ჰამასის კონფლიქტში. ,,ჩვენ ვნახეთ სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმები ერაყსა და სირიაში ჩვენი ჯარისკაცების ბაზებზე. ჩვენ შეშფოთებული ვართ პოტენციური ესკალაციის გამო. ფაქტობრივად, ვხედავთ ჩვენს ჯარებზე და ჩვენს ხალხზე თავდასხმების ესკალაციის მნიშვნელოვან პერსპექტივას მთელ რეგიონში. ვაპირებთ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც აუცილებელია, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი ჯარები კარგ მდგომარეობაში და დაცულები არიან. დამატებითი ჯარების განლაგება კიდევ ერთი გზავნილია მათთვის, ვინც ამ კონფლიქტის გაფართოებისკენ მიისწრაფვის. როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, თუ რომელიმე ჯგუფი…

მეტი...

უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსეთის მიერ გაშვებული ყველა საფრენი აპარატი ჩამოაგდეს

უკრაინის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში, რუსული ძალების მიერ გაშვებული ყველა საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. უკრაინის  საჰაერო ძალების სარდლობის ცნობით, რუსეთმა უკრაინას შაჰიდებით სამხრეთიდან შეუტია.  სუ-34 თვითმფრინავიდან რაკეტა გასროლილ იქნა ზაპოროჟიეს დროებით ოკუპირებული ტერიტორიის საჰაერო სივრციდან, გაურკვეველი ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი, სავარაუდოდ ჩრდილოეთ საზღვრიდან გაუშვეს. „საზენიტო სარაკეტო დანაყოფების, მობილური საცეცხლე ჯგუფების, საჰაერო ძალების ავიაციის წარმატებული საბრძოლო მუშაობის წყალობით, უკრაინის თავდაცვის ძალების საჰაერო თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობით, განადგურდა ყველა საჰაერო სამიზნე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, გუშინ ღამით ღაზაში 320-ზე მეტი სამხედრო ობიექტი გაანადგურეს

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, გუშინ ღამით ღაზაში 320-ზე მეტი სამხედრო ობიექტი გაანადგურეს. მათივე ცნობით, მათი სამიზნე ტერორისტული ინფრასტრუქტურა და სამხედრო ობიექტები იყო, მათ შორის გვირაბები, სადაც ჰამასის ტერორისტები ცხოვრობენ. ამასთან, ოპერატიული მართვის ცენტრები, სადაც ჰამასის წევრები იმალებოდნენ. ,,ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაარტყეს სამიზნეებს, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციებისთვის მომზადებულ ძალებს, მათ შორის ათობით ნაღმმტყორცნსა და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გამშვებ მოწყობილობას”, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

,,ვაძლიერებთ ევროპის გარე საზღვრების დაცვას, რათა უფრო ნაკლები ხალხი შემოვიდეს”- ოლაფ შოლცი

,,ვაძლიერებთ ევროპის გარე საზღვრების დაცვას, რათა უფრო ნაკლები ხალხი შემოვიდეს,”- ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოსა და მოლდოვას კლასიფიცირებას უსაფრთხო ქვეყნებად ახდენენ. ,,საქართველოსა და მოლდოვას კლასიფიცირებას უსაფრთხო ქვეყნებად ვახდენთ. ორივეს სურს გახდეს ევროკავშირის წევრი, შესაბამისად, შეუძლებელია დავასკვნათ ამ ქვეყნებში სისტემური დევნის არსებობა. ვაძლიერებთ ევროპის გარე საზღვრების დაცვას, რათა უფრო ნაკლები ხალხი შემოვიდეს. ჩვენ შევთანხმდით ევროკავშირში სოლიდარობის ახალ მექანიზმზე: ლტოლვილები უნდა დარეგისტრირდნენ პირველ ქვეყანაში სადაც შევლენ, გერმანიისკენ დიდ მასებად დაძვრის ნაცვლად, სანაცვლოდ, მათ სამართლიანად გადაანაწილებენ მთელ ევროპაში. იმედია, ევროპარლამენტი ამ მექანიზმს უახლოეს თვეებში დაამტკიცებს”, – განაცხადა შოლცმა.

მეტი...