ევროკომისიის ანგარიში, სავარაუდოდ, 8 ნოემბერს გასაჯაროვდება

ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი უკვე დაიწყო. სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ირაკლი ღარიბაშვილის და გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის შეხვედრა.

დღეს ბრიუსელში ვრცელდება, ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ, 8 ნოემბერს გასაჯაროვდება ევროკომისიის ანგარიში.

ევროკომისიას გაწერილი აქვს 12 პრიორიტეტი. იმისთვის, რომ საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე შემდეგი ნაბიჯი გადადგას, სწორედ ამ 12 პუნქტის იმპლემენტაცია იყო დავალებული ევროკომისიის მხრიდან. პასუხისმგებლობა კი ამ ანგარიშზე, სწორედ ოლივერ ვარჰეის დეპარტამენტს აქვს დავალებული.

მსგავსი თემები