„ვევედრებით წმინდა სამებას, მშვიდობა მიანიჭოს წმინდა მიწას, მის ხალხს და მთელ მსოფლიოს“ – ილია მეორე

,,დღეს ყველა კეთილი ნების მქონე ადამიანი ლოცულობს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისთვის”. ამის შესახებ განცხადება საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა. „დღეს ყველა კეთილი ნების მქონე ადამიანი ლოცულობს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისთვის. ჩვენ, ჩვენი მხრივ, ყოველდღიურად ვევედრებით წმინდა სამებას, მშვიდობა მიანიჭოს წმინდა მიწას, მის ხალხს და მთელ მსოფლიოს. ღმერთმა შეისმინოს ჩვენი ლოცვა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მეტი...

,,გრძელდება შეხვედრები ქვეყნებთან, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის მიმართულებით” – პაპუაშვილი

,,იმ ქვეყნებთან შეხვედრები გრძელდება, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის მიმართულებით. იმ ქვეყნებთან გვქონდა შეხვედრები, ვინც თავს იკავებს რეზოლუციების მხარდაჭერისგან გაეროში ან ამ რეზოლუციებს მხარს არ უჭერენ”. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ანგოლოს დედაქალაქ ლუანდაში ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა. ,,მათ ავუხსენით, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს რეზოლუციებს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ზოგადად საერთაშორისო სამართლის წესრიგისთვის და საბოლოო ჯამში თითოეული ქვეყნისთვის. იმედი გვაქვს, რომ ეს ქვეყნები საკუთარ პოზიციას დადებითისკენ შეცვლიან და გაეროში უფრო მეტი მხარდაჭერა გვექნება. საუბარი გვქონდა იმაზე, თუ რატომ არის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი. მხარის დაჭერის ან არდაჭერის საფუძვლები სხვადასხვა…

მეტი...

,,ჰამასის” წარმომადგენლები მოსკოვში ჩავიდნენ

,,ჰამასის” წარმომადგენლები მოსკოვში ჩავიდნენ. ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „შემიძლია ვთქვა და დავადასტურო, რომ შესაბამისი პალესტინის მოძრაობის წარმომადგენლები მოსკოვს სტუმრობენ“, – განუცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ რუსულ მედიას. ჰამასის დელეგაციას მოძრაობის პოლიტბიუროს წევრი, აბუ მარზუკი ხელმძღვანელობს.

მეტი...

,,მომავალი არჩევნები თავისი მნიშვნელობით ისტორიულია” – მიხეილ სააკაშვილი

,,მომავალი არჩევნები თავისი მნიშვნელობით ისტორიულია”. ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ საააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ,,მომავალი არჩევნები თავისი მნიშვნელობით ისტორიულია და უტოლდება 1990 წლის არჩევნებს, როდესაც საქართველოში კომუნისტური პარტია დამარცხდა და გაიმარჯვა ეროვნულმა მოძრაობამ. თუ შემდეგ არჩევნებში ქართველმა ხალხმა ვერ გაიმარჯვა, სამუდამოდ ჩაბეტონდება ოლიგარქის მმართველობა და ქართული სახელმწიფო დაჩქარებული ტემპით წავა დასასრულისკენ. სწორედ ამიტომ, ამ არჩევნებში ყველა ქართველის მონაწილეობა გადამწყვეტია, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი. ჩემი თხოვნით, ამერიკაში “გამარჯვების კოალიციის” დელეგაცია ხვდება დიასპორას – თინა ბოკუჩავა, პეტრე ცისკარიშვილი, გიორგი ვაშაძე არჩევნებთან დაკავშირებულ ღონისძიებების გაუწევენ კოორდინაციას, სოფო ჯაფარიძე ესპანეთში და იტალიაში…

მეტი...

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

პოლონეთში მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდში მცხოვრები 40 წლის კაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ახალგაზრდა კაცი ავტომობილის ჩამოყვანის მიზნით პოლონეთში ცოტა ხნის წინ წავიდა. სხვა დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. ამჟამად ცხედრის საქართველოში გადმოსასვენებლად სამუშაოები მიმდინარეობს.

მეტი...

აჭარის სამმართველოს უფროსი დავით მაღრაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს

დავით მაღრაძე აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას გამოცემა “ბათუმელები” ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამმართველოს უფროსის მოადგილედ გადაიყვანეს. ამ თანამდებობაზე ვაკე-საბურთალოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს ა.წ უკვე ყოფილი უფროსი გიორგი ხურცია დაინიშნა. შეგახსენებთ, რომ დავით მაღრაძე აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე 2021 წლიდან მუშაობდა. ასევე, მაღრაძე ერთ-ერთი იყო Mona.ge-ს მიერ რამდენიმე დღის წინ წარდგენილ სიაში. ჩამონათვალში ის ჭორვილას აქციის დროს, ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლისთვის შეიყვანეს.

მეტი...

,,სასიამოვნო იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან შეხვედრა თბილისში” – ღარიბაშვილი

სასიამოვნო იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან შეხვედრა თბილისში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერზე“ წერს. პრემიერი აღნიშნავს, რომ მადლობელია რეგიონის ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობისადმი საქართველოს ნების მხარდაჭერისთვის. ,,სასიამოვნო იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან შეხვედრა თბილისში. მადლობელი ვარ რეგიონის ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობისადმი საქართველოს ნების მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის ორმხრივი კავშირები საერთო ინტერესების მქონე სფეროებში კიდევ უფრო გაღრმავდება”, – აღნიშნა პრემიერმა.

მეტი...

პარლამენტის ეთიკის საბჭო 22 წევრით განისაზღვრა

საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭოს წევრთა რაოდენობა ორით გაიზარდა და 22 წევრით განისაზღვრა. ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭოში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხი განიხილეს. მისი თქმით, ცვლილების მიზეზი პარლამენტში ახალი პოლიტიკური ჯგუფის – ,,ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსათვის“ შექმნა გახდა. „პარლამენტის რეგლამენტით, პარლამენტის ეთიკის საბჭოში თანაბრად უნდა იყოს წარმოდგენილი როგორც ოპოზიცია, ასევე უმრავლესობა და ახალი პოლიტიკური ჯგუფის შექმნიდან გამომდინარე ერთი წევრი დაემატა ოპოზიციას, ერთი კი – უმრავლესობას. შესაბამისად, კვოტები განისაზღვრა 22 წევრით: 11 უმრავლესობა, 11 ოპოზიცია“, – განაცხადა…

მეტი...

ჩაის პლანტაციები ჩინეთში – რეპორტაჟი გაოჟაიდან

სოფელი გაოჟაი გუიჯოუს პროვინციის ნაწილია. ის , ორი ჩინური სოფელიდან ერთ-ერთია, რომელიც  მსოფლიოს საუკეთესო ტურისტულ სოფლად დასახელდა. სოფლის ტურიზმი ძირითადად იაოს კულტურისა და ბუნებრივი პეიზაჟების წყალობით ვითარდება იზიდავს ტურისტებს. გაოჟაი მდებარეობს ბაიჰაჰუს ტბის ულამაზეს მხარეში. სიმაღლე, ტემპერატურა, ტენიანობა, ნიადაგის მჟავიანობა და ნალექი ამ მხარეში შესანიშნავია ჩაის ხეების გასაშენებლად. სწორედ ჩაის პლანტაციები დავათვალიერე დღეს, რომელსაც უამრავი ტურისტი სტუმრობს და საუკეთესო ჩაის აწარმოებენ. ჩაი ხელით მზადდება და სამეფო ოჯახებიც კი ყიდულობენ. პუნებრივი კლიმატიდან გამომდინარე, აქ მოყვანილი ჩაი უნიკალურად ითვლება. ას სამკურნალო თვისებებიც გააჩნია. დეტალები კი რეპორტაჟში. ეკა გულუა ჩინეთიდან

მეტი...

პროკურატურა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს

პროკურატურა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 11 მარტს, ბათუმში მდებარე კაფე-ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დაზარალებულს დანით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება ფეხის არეში მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული რამდენიმე საათში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა, რადგან ჩათვალა რომ ადგილი ჰქონდა მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველ გარემობას, აუცილებელ მოგერიებას. ბრალდების მხარე ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს,”- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

კუს წვნიანი და ეგზოტიკური კერძები – ჩინური სამზარეულო

ჩინეთში ყველა მხარეს თუ პროვინციას საკუთარი სამზარეულო აქვს. ყველა ერთმანეთისგან განსხვავდება და უფრო ეგზოტიკურია. გუიჩჟოუ არის ჩინეთის ერთ-ერთი პროვინცია, სადაც ტრადიციული კერძებით გიმასპინძლდებიან. მისი დედაქალქი კი არის გუიანში, რომელსაც დღეს ვესტუმრე და ადგილობრივი კერძებიც დავაგემონე. რეპორტაჟი გუიანშის ტრადიციული რესტორნიდან. ეკა გულუა ჩინეთიდან.

მეტი...

მარინა ოვსიანიკოვას რუსეთის სასამართლომ მშობლის უფლება ჩამოართვა

რუსეთის პირველი არხის ყოფილ თანამშრომელს, მარინა ოვსიანიკოვას, მშობლის უფლება ჩამოერთვა. გადაწყვეტილება მარინა ოვსიანიკოვას 17 წლის ვაჟს კირილსა და 11 წლის ქალიშვილ არინას მშობლის უფლების ჩამორთმევის შესახებ მოსკოვის შჩერბინსკის სასამართლომ გამოსცა. სასამართლოში სარჩელი შეიტანა ჟურნალისტის ყოფილმა ქმარმა იგორ ოვსიანიკოვმა, რომელიც მუშაობს პროპაგანდისტულ ტელეარხ Russia Today-ში. სასამართლომ ოვსიანიკოვას მას ორივე შვილისთვის – 17 წლის ვაჟისა და 11 წლის გოგოსთვის, ალიმენტის გადახდა დააკისრა. შეგახსენებთ, 4 ოქტომბერს რუსეთის სასამართლომ მარინა ოვსიანიკოვას დაუსწრებლად მიუსაჯა 8,5 წლით პატიმრობა. მას რუსული არმიის შესახებ “დეზინფორმაციის გავრცელების” გამო წაუყენეს ბრალი. ოვსიანიკოვამ პოპულარობა მოიპოვა 2022 წლის მარტში პირველი არხის პირდაპირ ეთერში ომის საწინააღმდეგო…

მეტი...

საქართველო კარგი ქვეყანაა, კარგ ფორმაშია, მზად არის კანდიდატის სტატუსის მისაღებად – ვიქტორ ორბანი

საქართველო კარგი ქვეყანაა, კარგ ფორმაშია, მზად არის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა. „საქართველო კარგი ქვეყანაა. კარგ ფორმაშია. ის მზად არის წევრობისთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. დღეს ჩვენ შევიმუშავებთ ტექსტს და იმედი მაქვს, რომ განხილვების შედეგში საქართველო ნახსენები იქნება, როგორც ევროკავშირის მომავალი წევრი“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

მეტი...

სტუმარი რომ ჩამოდის, ვინ რისი წარმომადგენელია, ხომ არ შეიძლება „ფეისბუქზე“ და „ტიკ-ტოკში“ ეძებონ? – ვახტანგ გომელაური

სტუმარი რომ ჩამოდის, ვინ რისი წარმომადგენელია, ხომ არ შეიძლება „ფეისბუქზე“ და „ტიკ-ტოკში“ ეძებონ? – ასე პასუხობს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ჟურნალისტის კითხვას, რომ სავარაუდოდ, საქართველოში რუსეთის არმიის წევრი, ანა ლაკობა იმყოფება. მისი თქმით, თუ  ანა ლაკობა „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი დარღვეული აქვს, დააჯარიმებენ. ,,ამ ქალბატონის გვარი ახლა პირველად გავიგე, არ ვიცი, თუ დარღვეული აქვს, პასპორტში თუ ჩარტყმული აქვს, იქიდან გამომდინარე ჯარიმდებიან ხოლმე, ან ქვეყანაში არ უშვებენ, როგორც კანონია. პატრულის თანამშრომელმა იცის, არმიის წევრი ვინ არის რუსეთში, ან მთელ მსოფლიოში? ამაზე ასჯერ გამკეთებია განცხადება, ყველა შემომსვლელზე ხომ არ შეიძლება „ფეისბუქზე“…

მეტი...

,,გამარჯვების შემდეგ აუცილებლად გვექნება ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობა, სავიზო რეჟიმის გამარტივება”- გიორგი ვაშაძე

”სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით,  მათი გამარჯვების შემდეგ საქართველოს ამერიკასთან  გამარტივდება სავიზო რეჟიმი და შემდგომ უვიზო მიმოსვლის საკითხზეც კი შეიძლება დაიწყოს საუბარი.,,გამარჯვების შემდეგ აუცილებლად გვექნება ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობა, შავი ზღვის მხარდამჭერი აქტი და ბევრი ინვესტიცია აშშ-ს მხრიდან, სავიზო რეჟიმის გამარტივება და შემდგომ უვიზო მიმოსვლაზეც კი შესაძლოა დავიწყოთ საუბარი. ჯერ გამარტივება ვიზების, განსაკუთრებით ახალგაზრდების სასწავლო მიზნებისთვის და რაც მთავარია ღრმა და ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა, რაც ნიშნავს ძლიერ საქართველოს ევროკავშირთან, აშშ-თან და დასავლურ ცივილიზაციასთან ერთად. არცერთ შემთხვევაში, საქართველოში რუსული ინტერესები ვერ გაიმარჯვებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი – სამხრეთ კავკასიიდან, სომხეთის ინტერესების…

მეტი...

გამოვრიცხავ, რომ პრეზიდენტი გადადგეს ან ვადამდელი გადაწყვეტილება მიიღოს – ხატია დეკანოიძე

ოპოზიციონერი დეპუტატი, ხატია დეკანოიზე სალომე ზურაბიშვილის გადადგომას გამორიცხავს. მისი თქმიტ,პრეზიდენტთან შეხვედრაზე საუბრის თემა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იყო. ,,ისინი საფრთხეს ხედავენ იმ საზოგადოების მობილიზაციაში, ვინც არის ორ ცენტრ შორის, ეს ახალი არ არის, ამაზე ბიძინა ივანიშვილი დიდ ხანს საუბრობდა, მაგრამ მე რა თქმა უნდა, გამოვრიცხავ, რომ პრეზიდენტი გადადგეს ან ვადამდელი გადაწყვეტილება მიიღოს. გაერთიანდება ვინმესთან, არ გაერთიანდება, როგორი იქნება მისი მხარდაჭერა ამას მე ვერ გეტყვით. მაგრამ ფაქტია, რომ ახალი გადანაწილებები წინა საარჩევნოდ იქნება და ეს გადანაწილებები ორ ცენტრს შორის იქნება. არ ყოფილა შეხვედრაზე მაგაზე საუბარი, შეხვედრაზე საუბარი იყო კანდიდატის სტატუსზე, რა შეიძლება…

მეტი...

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს ლევან დარახველიძე უხელმძღვანელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს  რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის, ახლადშექმნილი დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის პოლკოვნიკი ლევან დარახველიძე დაინიშნა. ამ დრომდე მას იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. ,,ლევან დარახველიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2005 წლიდან  სხვადასხვა  თანამდებობაზე მუშაობდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა  ვახტანგ გომელაურმა, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის  პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლევან დარახველიძე  დღეს წარადგინა. ვახტანგ გომელაურმა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის  ახლადშექმნილი დეპარტამენტისთვის განკუთვნილი შენობა გახსნა,”- ნათქვამია შსს-ის ინფორმაციაში.

მეტი...

ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული თორმეტი სატვირთო ავტომობილი შევიდა

ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული თორმეტი სატვირთო ავტომობილი შევიდა. ისრაელის მედიის ინფორმაციით, სატვირთოებმა ღაზას სექტორში წყალი, საკვები და სამედიცინო ნივთები შეიტანეს. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ღაზას სექტორში 74 ასეთი სატვირთო ავტომობილი შევიდა.  

მეტი...

სასიამოვნოა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მასპინძლობა, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოს საკვანძო როლს ევროპასა და აზიას შორის არსებული ხიდის რანგში – ღარიბაშვილი

სასიამოვნოა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მასპინძლობა, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოს საკვანძო როლს ევროპასა და აზიას შორის არსებული ხიდის რანგში – , ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერზე“ წერს. “სასიამოვნოა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მასპინძლობა, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოს საკვანძო როლს ევროპასა და აზიას შორის არსებული ხიდის რანგში თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2023 წელს აქცენტს გააკეთებს გლობალური და რეგიონალური დაკავშირებადობის უნარის გაძლიერებაზე, ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბებაზე და უფრო მედეგი მომავლის შესაძლებლობების გამოვლენაზე”, – აღნიშნავს პრემიერი.

მეტი...

„გამოძიება მიმდინარეობს”- ვახტანგ გომელაური შოვზე

 შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და ვინმეს ბრალეულობა ჯერ არ გამოკვეთილა. „გამოძიება მიმდინარეობს. უმძიმესი იყო ეს მთელი საქართველოსთვის, კიდევ ერთი ადამიანის, სამწუხაროდ, არასრულწლოვნის ბავშვის ცხედარი ვერ ვიპოვეთ, დღესაც არიან ჯგუფები ტექნიკა მუშაობს. გამოძიება მიმდინარეობს ჯერ არ გამოკვეთილა ვინმეს ბრალეულობა, ექსპერტიზებიც დასამთავრებელია“, – განაცხადა გომელაურმა.

მეტი...

სომხეთი და აზერბაიჯანი აღიარებს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, იმის გაზიარებით, რომ 29 ათასი კილომეტრი და აზერბაიჯანის მხარე თავის საკუთარ შესაბამის ტერიტორიულ მოცვას აღიარებს – ფაშინიანი

სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, რომელიც კვეთს სომხეთის ჩრდილოეთ და სამხრეთ ტერიტორიებს უკვე არსებობს უკანასკნელი 3 ათწლეულის განმავლობაში, – ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, რამდენიმე გზა, რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის და ამ გზების გააქტიურება იქნება მოკლე და ეფექტური გზა კასპიის და ხმელთაშუა ზღვების დაკავშირებისთვის, იგივე ლაიტმოტივით, თანამედროვე კომუნიკაციებით შეიძლება გახდეს ეფექტური გზა, საქართველოს პორტების და სხვა ინფრასტრუქტურის ურთერთდაკავშირებისთვის. „ეს თავისთავად სარგებელს მოუტანს ყველა ქვეყანას ჩვენს რეგიონში. მინდა ასევე მივაპყრო, როგორც მთავრობის წარმომადგენლების, ისე კერძო სექტორის ყურადღება ამ…

მეტი...

სლოვაკეთის  პრემიერ-მინისტრის  განცხადებით,  უკრაინის სამხედრო დამხარებას არ დაუჭერს მხარს

სლოვაკეთის  პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს განცხადებით,  უკრაინის სამხედრო დამხარებას არ დაუჭერს მხარს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ესგანცხადება რობერტ ფიცომ ბრიუსელში ევროკავშირის სამიტამდე პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრების წინაშე გააკეთა. „უმჯობესია, ათი წლის განმავლობაში აწარმოონ მოლაპარაკებების მშვიდობის შესახებ, ვიდრე ათი წელი ხოცონ ერთმანეთი უშედეგოდ“, – განაცხადა მან. პრემიერ-მინისტრმა ასევე დასძინა, რომ მისი აზრით, ომის ამ ეტაპზე რუსეთს „უკრაინაზე უფრო დიდი ტერიტორიული მიღწევები აქვს“.    

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალური დღის წესრიგის ნაწილია – შალვა პაპუაშვილი

მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მფარველობით იმპიჩმენტი ჩავარდა, ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელსაც ლეგიტიმაცია აღარ აქვს ქართველი ხალხის უმრავლესობისგან და საკუთარი ამომრჩევლისგან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით,  სალომე ზურაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალური დღის წესრიგის ნაწილია „ამ პარტიის დღის წესრიგი ვიცით, რაც არის – ეს არის რადიკალიზმი. ვხედავთ, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის უკვე მზადებაა, რომ რადიკალური დღის წესრიგი იყოს. როგორც ჩანს, ამ რადიკალური დღის წესრიგის ნაწილია მათ შორის სალომე ზურაბიშვილიც“, – განაცხადა პაპუაშვილმა.  

მეტი...

ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ 12-ვე რეკომენდაცია შესრულებულიყო – რატი ბრეგაძე

ყველა ნაბიჯი არის ხელისუფლების მხრიდან გადადგმული 12-ვე პუნქტის შესასრულებლად, დეპოლარიზაციას ჰყავს ორი მხარე, ერთი მხარე ვერც პოლარიზაციას მოახდენს და ვერც დეპოლარიზაციას, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა. „ამ პუნქტის შესრულებაში, მათ შორის ოპოზიციამაც უნდა მიიღოს აქტიური მონაწილეობა და შეასრულოს ქმედითი როლი, რა თქმა უნდა, თუ მათი სურვილი წარმოადგენს იმას, რომ 12-ვე პუნქტი იყოს თავიდან ბოლომდე შესრულებული. მე გეტყვით იმას, რომ ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ შესრულებულიყო 12-ვე პუნქტი“, – განაცხადა ბრეგაძემ.

მეტი...

მაღალ შეფასებას ვაძლევ პრემიერ-მინისტრს და საქართველოს მთავრობას „აბრეშუმის გზის“ მნიშვნელოვანი ფორუმის ჩატარებისთვის – აშშ-ის ელჩი

მოხარული ვარ, რომ ვესწრები პრემიერ-მინისტრის მასპინძლობით მიმდინარე ფორუმს, ჩვენ გვაქვს ძლიერი მონაწილეობა აშშ-ის მხრიდან, ჩვენი კომპანიების და ჩვენი საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა. მისი თქმით, როგორც ელჩი,  სრულად უჭერს მხარს შუა დერეფანს. „ძალიან კარგია აქ დაბრუნება და იმის დანახვა, რასაც საქართველომ მიაღწია შუა დერეფნის განვითარებაში, რაც გაკეთდა გზებთან, რკინიგზებთან და პორტებთან დაკავშირებით. აშშ და მისი კომპანიები აქ არიან ამ განვითარების მხარდაჭერის გასაგრძელებლად და მასში მონაწილეობისთვის, რადგან ჩვენ ვიცით შუა დერეფნის და მასში საქართველოს როლის ჭეშმარიტი ღირებულება. როგორც ელჩი, მე სრულად ვუჭერ მხარს შუა…

მეტი...

პრეზიდენტი “ნაციონალური მოძრაობის” რიგებში ჩაეწერა – მდინარაძე

,,ქართული ოცნების” წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” რიგებში ჩაეწერა. მისი თქმით, “ვაშაძე და ხაბეიშვილი ხტომაში ძლიერები ვერ არიან, მაგრამ „ჰოპლას“ ძახებაში და ასეთ პათოსში გამოირჩევიან”. ,,დიდია იმისი მოლოდინი, რომ ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს. უკვე წავიდა ოპოზიციის რიგებში იმაზე საუბარი თუ ვინ დაიმსახურა, ვის მიეწეროს და ვინ თქვას „ჩვენ რომ არა, ეს ასე არ იქნებოდაო“, ოღონდ ხელისუფლებას ჩამოაშორონ ეს ყველაფერი. ხანდახან ვხუმრობთ კიდეც, რომ მოდი, ჯერ სტატუსი მივიღოთ და „ჰოპლა“ მერე თუ გნებავთ ხაბეიშვილს ან ვაშაძეს დავაძახებინოთ. ეგენი მართალია ხტომაში მაინც და მაინც მაგრები არ არიან, მაგრამ…

მეტი...

ბერდიანსკში წინააღმდეგობის მოძრაობამ ააფეთქა მანქანა, რომელშიც ოთხი ФСБ-ს ოფიცერი იმყოფებოდა

დროებით ოკუპირებულ ბერდიანსკში წინააღმდეგობის მოძრაობამ ააფეთქა მანქანა, რომელშიც რუსეთის FSB-ის ოთხი თანამშრომელი იყო. თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, შემთხვევა 23 ოქტომბერს მოხდა. აღნიშნულია, რომ უკრაინის წინააღმდეგობის მოძრაობის წარმომადგენლებმა ოპერაცია მიჩურინის ქუჩაზე, სასტუმრო Jasmin Guest-House-თან ჩაატარეს, რომელსაც FSB-ის თანამშრომლები სამალავად იყენებდნენ. დაზვერვის თანახმად, ბერდიანსკში ლიკვიდირებული ოკუპანტებს შორის არის რუსი სამხედრო დამნაშავე, რომელიც სასტიკად აწამებდა უკრაინის ადგილობრივ მოქალაქეებს.

მეტი...

,,ვიცით, რომ აქვს პოლიტიკური გეგმები როგორ წარიმართება ეს პროცესი ჯერ კიდევ უცნობია”- ირაკლი კობახიძე

”ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს პოლიტიკური გეგმები აქვს. მისი თქმით,  განიხილება მისი კანდიდატად მონაწილეობას არჩევნებში, ერთ-ერთი პარტიიდან. ,,მას ჩვენ ვიცით, რომ აქვს პოლიტიკური გეგმები როგორ წარიმართება ეს პროცესი ჯერ კიდევ უცნობია, მაგრამ განიხილება სერიოზულად მისი საარჩევნო პროცესში ჩართულობის საკითხიც კი. საუბარია ერთ-ერთი პარტიის შემადგენლობაში, კანდიდატად არჩევნებში მონაწილეობაზე. ეს საბოლოო ჯამში რეალურად დადებითად აისახება ჩვენ საარჩევნო შედეგებზე. რაც მეტი 2-3%-იანი პარტია შეიქმნება ასეთი პოლიტიკოსების მონაწილეობით, მით უკეთესი ქართული ოცნებისთვის”,- განაცხადა კობახიძემ.

მეტი...

საქართველომ ცალსახად უნდა უარყოს თავის სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის ძალაუფლების განხორციელების სამხედრო-პოლიტიკური მანევრები – რიკეტსი

საქართველომ ცალსახად უნდა უარყოს თავის სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის ძალაუფლების განხორციელების სამხედრო-პოლიტიკური მანევრები, – ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, პიტ რიკეტსმა, განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის ბოლო დროინდელმა თავდასხმებმა ყირიმსა და სევასტოპოლის პორტზე, რუსეთის შავი ზღვის ფლოტს უკან დაახევინა. „შავი ზღვა ევროპის მომავლისთვის გრავიტაციული ცენტრი ხდება და ასევე არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ადგილი დიდი ძალების კონკურენციაში რუსეთს, აშშ-სა და ჩინეთს შორის. პუტინის უკანონო ომმა უკრაინაში რეგიონი ყურადღების ცენტრში მოაქცია, როგორც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის ფრონტის ნაწილი. პუტინს არაფერი სურს გარდა იმისა, რომ შავი ზღვა რუსეთის ტბად, მისი საჰაერო სივრცე კი არასაფრენ ზონად აქციოს.…

მეტი...

საქართველო – ბუნებრივი ხიდი, რომელიც მდებარეობს ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე და ყოველდღიურად გარდაიქმნება მრავალგანზომილებიან რეგიონულ ჰაბად – პრემიერი

საქართველო – ეს არის ბუნებრივი ხიდი, რომელიც მდებარეობს ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე და ის ყოველდღიურად გარდაიქმნება მრავალგანზომილებიან რეგიონულ ჰაბად  – , ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, შუა დერეფანი, საქართველოს მასშტაბებით, სწრაფად ვითარდება, როგორც ტრადიციული გზების ალტერნატივა. “ქალბატონებო და ბატონებო, საქართველო – ეს არის ბუნებრივი ხიდი, რომელიც მდებარეობს ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე და ის ყოველდღიურად გარდაიქმნება მრავალგანზომილებიან რეგიონულ ჰაბად. ჩემმა მთავრობამ მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა ინფრასტრუქტურის მოდერნიზებაში, რათა გაძლიერებულიყო კავშირები და ასევე დამკვიდრებულიყო ეფექტური სავაჭრო გზები. შუა დერეფანი, საქართველოს მასშტაბებით, სწრაფად…

მეტი...

ყველა მიმართულებით ვიცავთ ეროვნულ ინტერესებს, მათ შორის იგივე ოჩამჩირის თემასთან დაკავშირებით – კობახიძე

ყველა მიმართულებით ვიცავთ ეროვნულ ინტერესებს, მათ შორის იგივე ოჩამჩირის თემასთან დაკავშირებით, სახელმწიფოს ერთადერთი ამოცანა, მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ეროვნული ინტერესებია, – ასე ეხმაურება  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე  აშშ-ის სენატში საქართველოს შესახებ მსჯელობას. მისი თქმით, ქვეყანას ყველა მიმართულებით ძალიან მყარი პოზიცია აქვს. „ქვეყანას აქვს ყველა მიმართულებით ძალიან მყარი პოზიცია. რაც შეეხება სანქციებს, ჩვენ არ ვუშვებთ საქართველოში გევერდის ავლას, რასთან დაკავშირებითაც საქართველოში მყოფმა მისიებმაც დაადასტურს, რომ საქართველო არ გამოიყენება სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, მათ შორის ოჩამჩირის თემასთან დაკავშირებით, მკაფიოდ გამოხატული იქნა ჩვენი პოზიცია. აქედან გამომდინარე, ყველა მიმართულებით სახელმწიფოს ერთადერთი ამოცანა,…

მეტი...

საქართველომ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ინიციატივები წამოიწყო, მათ შორის არის რკინიგზის მოდერნიზების ამბიციური პროექტი – ღარიბაშვილი

საქართველო მზად არის შეასრულოს თავისი როლი, როგორც ენერგეტიკის ტრანზიტის სატვირთო გადაზიდვებისა და ციფრული ურთიერთდაკავშირებულობის რეგიონალური ცენტრისა. ჩვენ წამოვიწყეთ სტრატეგიული მნიშვნელობის რამდენიმე გახმაურებული პროექტი, რომელიც ნამდვილად გლობალურ ზეგავლენას ახდენს ენერგოუსაფრთხოებისა და კლიმატის ცვლილების მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, ასევე, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროენერგიის გადამცემი კაბელი გვპირდება იმას, რომ მწვანე ენერგიით მოხდეს ვაჭრობა ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიას შორის, ასევე ხელს უწყობს განახლებად ენერგიას და წყალბადის წარმოებას. „სტრატეგიულმა შეთანხმებამ, რომელიც გაფორმდა 2022 წლის დეკემბერში, ბუქარესტში და მას ხელი მოაწერეს ლიდერებმა, საქართველოდან,…

მეტი...

,,საქართველოს ესმის ომის ფასი და ასევე აღიარებს, თუ რამდენად ღირებულია მშვიდობა”- პრემიერი

საქართველოს ესმის ომის ფასი და ასევე აღიარებს, თუ რამდენად ღირებულია მშვიდობა. 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენი მთავრობა ახერხებდა მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებას, თანაც უპრეცედენტოდ, მთელი ათწლეულის განმავლობაში – , ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურის თქმით, მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ომის თავიდან აცილება და მშვიდობის უზრუნველყოფაა. “ძვირფასო მეგობრებო, როგორც მოგეხსენებათ ჩემმა ქვეყანამ სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია განიცადა 2008 წელს და მის შედეგებს კვლავაც განიცდის ეს ჯერ კიდევ აშკარად ჩანს, იმიტომ რომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ჯერ კიდევ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და ადგილნაცვალი არის ასიათასობით ადამიანი.…

მეტი...

„ახლა შექმნან მოღალატე.ჯი, ან ანტიდასავლეთი.ჯი  და მათი გვარები ჩაყარონ იქ, ვინც დადიოდა ევროკავშირში და საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას უშლიდა ხელს”- სუბარი

„ახლა შექმნან მოღალატე.ჯი, ან ანტიდასავლეთი.ჯი  და მათი გვარები ჩაყარონ იქ, ვინც დადიოდა ევროკავშირში და საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას უშლიდა ხელს,”-  ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერმა სოზარ სუბარმა მედიასთან  განაცხადა. მისი თქმით, ”ოღონდ რამე ავნონ ჩვენს ქვეყანას, მმართველ ძალას და ყველაფერზე მიდიან, ვის რა დააბრალონ აღარ იციან“. „ახლა შექმნან მოღალატე.ჯი, ან ანტიდასავლეთი.ჯი  და მათი გვარები ჩაყარონ იქ, ვინც დადიოდა ევროკავშირში და საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას უშლიდა ხელს. სამნიძემ გააკეთოს ასეთი რამ. ეს დაახლოებით იგივეა, ახლა საქართველოს მართლაც დიდ მეგობარზე, ორბანზე რომ ამბობენ – რად გვინდა მისი მხარდაჭერა, როცა ის არის პრორუსი და …

მეტი...

,,საქართველოს ნამდვილად აქვს ღირსეული ადგილი ევროპაში და საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,საქართველოს ნამდვილად აქვს ღირსეული ადგილი ევროპაში და საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ევროპისგან შორსმჭვრეტელი და სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი აქვს. „ევროპულ ერთა ოჯახში გაწევრიანება ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი საქართველოსთვის და მართლაც აღსანიშნავია მთავრობის მიღწევები, როგორიც არის ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ადასტურებს გეოპოლიტიკურ პრიორიტეტს ევროპული პერსპექტივის ჩათვლით, რომელიც გასული წლის ივნისში დადასტურდა. ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ევროპისგან მოველით შორსმჭვრეტელ და სამართლიან გადაწყვეტილებას, რომ მართლაც დამსახურებით მიღწეული იქნას კანდიდატის…

მეტი...