პეკინის მეტრო პიკის საათში (ვიდეო)

დილით და საღამოს, სამუშაო საათის დასრულების შემდეგ, პეკინის მეტროში მუდმივად ხალხმრავლობაა. მიუხედავად ამისა, არავინ ცდილობს სხვას გადაასწროს და მეტროს ვაგონში შევარდეს. პირიქით, თავად ქმნიან რიგს, იცავენ წესრიგს და მწკრივში მიყვებიან ერთმანეთს. ვერ ნახავთ ადამიანს, ვინც ცდილობს, რომ წინ წავიდეს და ვაგონში პირველი შევარდეს.

სამსახურის დასრულების შემდეგ ანალოგიური ხდება ველოსიპედებთან. თუ დღის განმავლობაში ასობით ველოსიპედს ნახავთ ყოველ ფეხის ნაბიჯზე, საღამოს ველოსიპედის ნახვა ჭირს, რადგანაც სამსახურიდან სახლში სწორედ ველოსიპედებით ბრუნდებიან.

დეტალები კი რეპორტაჟში.

ეკა გულუა პეკინიდან

 

მსგავსი თემები