მაკრონი პალესტინის პრეზიდენტს ხვდება

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რამალაში პალესტინის პრეზიდენტს მაჰმუდ აბასს ხვდება.

რამალაში ჩასვლამდე ემანუელ მაკრონმა იერუსალიმში მოლაპარაკებები გამართა ისრაელის პრემიერმინისტრთან, ბენიამინ ნეთანიჰაუსთან და ,,ჰამასის” წინააღმდეგ საერთაშორისო კოალიციის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.

მაკრონი ასევე შეხვდა ისრაელის პრეზიდენტს, ისააკ ჰერცოგსა და ოპოზიციის ლიდერ იაირ ლაპიდს.

მსგავსი თემები