აშშ ,,შეშფოთებულია პოტენციური ესკალაციის გამო” ახლო აღმოსავლეთში – ლოიდ ოსტინი

აშშ ,,შეშფოთებულია პოტენციური ესკალაციის გამო” ახლო აღმოსავლეთში. ამის შესახებ აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა. „ჩვენ შეშფოთებულები ვართ პოტენციური ესკალაციის გამო. ფაქტობრივად, რასაც ჩვენ ვხედავთ, არის ჯარებსა და ხალხზე თავდასხმების მნიშვნელოვანი ესკალაციის პერსპექტივა მთელს რეგიონში. ამის გამო, ჩვენ ვაპირებთ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც აუცილებელია”, – განაცხადა ოსტინმა. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა აღნიშნა, რომ მან მოუწოდა ისრაელის ოფიციალურ პირებს და კონკრეტულად ისრაელის თავდაცვის მინისტრ გალანტის, „ჩაატარონ თავიანთი ოპერაციები ომის კანონის შესაბამისად“. ვაშინგტონმა ახლო აღმოსავლეთში საზღვაო ძალების კონტიგენტი განათავსა, მათ შორის ორი ავიამზიდი, დამხმარე ხომალდი და ასეულობით ქვეითი.

მეტი...

ისრაელმა დამასკოსა და ალეპოს აეროპორტებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა

ისრაელმა დამასკოსა და ალეპოს აეროპორტებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა. ინფორმაციას სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. „დღეს, დაახლოებით დილის 5:25 საათზე, ისრაელელმა მტერმა განახორციელა საჰაერო აგრესია რაკეტების ერთდროულად გაშვებით ლატაკიის დასავლეთით ხმელთაშუა ზღვისა და ოკუპირებული სირიის გოლანის მიმართულებებიდან დამასკოსა და ალეპოს საერთაშორისო აეროპორტებისკენ“, – იუწყება საინფორმაციო სააგენტო სამხედრო წყაროზე დაყრდნობით. მათივე ცნობით, თავდასხმების შედეგად დამასკოს აეროპორტის ერთი თანამშრომელი დაიღუპა და ერთი კი დაშავდა. დაზიანდა და მწყობრიდან გამოვიდა ორივე აეროპორტის ასაფრენი ბილიკები და საჰაერო მიმოსვლამ დროებით ქალაქ ლატაკიაში გადაინაცვლა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ისრაელის თავდაცვის ძალებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

მეტი...

უკრაინამ დაადასტურა 20 ათასი ბავშვის დეპორტაცია, მაგრამ რეალური მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია – ზელენსკი

უკრაინამ დაადასტურა, რომ რუსებმა ქვეყნიდან უკანონოდ 20 ათასი უკრაინელი ბავშვი გაიყვანეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კატარის ემირთან, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალთანთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. „ერთადერთი, რისი დადასტურებაც შეგვიძლია, არის დაახლოებით 20 ათასი გატაცებული ბავშვი. ეს არის საშინელი მაჩვენებელი, მაგრამ რეალური მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია. ამიტომ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს გზა. ჩვენ მზად ვართ შემდგომი კოორდინაციისა და თანამშრომლობისთვის”, – განაცხადა ზელენსკიმ. გარდა ამისა, სატელეფონო საუბრისას ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა კატარის ემირს ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის და აღნიშნა კატარის როლი უკანონოდ დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნების საქმეში.

მეტი...

ნორვეგია უკრაინას ენერგეტიკის სექტორში გამოყოფილ დახმარებას გაუზრდის

უკრაინა და ნორვეგია შეთანხმდნენ, გააძლიერონ თანამშრომლობა ენერგეტიკულ სექტორში ნანსენის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, რომელიც უკრაინას დახმარებას 6,7 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით უწევს. უკრაინული მედიის ცნობით, შეხვედრას უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე იაროსლავ დემჩენკოვი, ნორვეგიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელი ბარდ ვეგარ სოლჰელი, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მარიან კვანი და ნორვეგიის ელჩი უკრაინაში ჰელენ სანდ ანდრესენი ესწრებოდნენ. შეხვედრის დროს უკრაინულმა და ნორვეგიულმა მხარეებმა განიხილეს, როგორ შეუძლია დაგეგმილმა დახმარებამ ხელი შეუწყოს ენერგეტიკის სექტორის გაძლიერებას, ასევე კერძო სექტორის ჩართვის შესაძლებლობებს მწვანე ტრანსფორმაციასა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დეცენტრალიზაციაში.

მეტი...

ბოლო რვა დღეში მეშვიდედ ვერსალის სასახლეში ევაკუაცია გამოცხადდა

ვერსალის სასახლეში ევაკუაცია გამოცხადდა. 8 დღეში ეს უკვე მეშვიდე ევაკუაციაა. ინფორმაციას სასახლის ადმინისტრაცია ავრცელებს. მიზეზად შენობაში შესაძლო ბომბის არსებობა სახელდება. ,,უსაფრთხოების მიზნით, ვერსალის სასახლე ახორციელებს ვიზიტორების ევაკუაციას და გაიხსნება როგორც კი შემოწმებები დასრულდება. გმადლობთ გაგებისთვის”, – წერს ადმინისტრაცია.

მეტი...

კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული დღეს კიდევ 883 ბავშვი გახდა

სამების საკათედრო ტაძარში რიგით 68-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 883 ბავშვი გახდა. ილია მეორეს ჯამში 46 604 ნათლული ჰყავს. საყოველთაო ნათლობის იდეა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ეკუთვნის.

მეტი...

არგენტინაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

არგენტინაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამის შესახებ BBC წერს. პრეზიდენტობისთვის სულ 5 კანდიდატი იბრძვის, თუმცა გამარჯვების რეალური შანსი სამ მათგანს აქვს. ესენი არიან: მემარჯვენე ხავიერ მილეი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი პატრისია ბულრიჩი, რომელიც ოპოზიციურ პარტიას „ერთად ცვლილებებისთვის“ წარმოადგენს და მმართველი ალიანსის „კავშირი სამშობლოსთვის“ კანდიდატი სერხიო მასა. გამარჯვებისთვის კანდიდატს ხმათა 45% სჭირდება, ან 40%, თუმცა ამ შემთხვევაში მეორე ადგილზე გასულ კანდიდატზე 10%-ით მეტი ხმა უნდა ჰქონდეს მიღებული. ექსპერტები ამას ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევენ. ახალი პრეზიდენტის ვინაობა მეორე ტურში გაირკვევა, რომელიც 19 ნოემბერს ჩატარდება.

მეტი...

ბოლო 15 დღეში, ისრაელიდან საქართველოში 15 000-ზე მეტი მოქალაქე ჩამოვიდა

ბოლო 15 დღის განმავლობაში ისრაელიდან საქართველოში 15 000-ზე მეტი მოქალაქე ჩამოვიდა. ინფორმაციას ამის შესახებ, ისრაელში საქართველოს ელჩი, ლაშა ჟვანია ავრცელებს. ,,დღეიდან ,,ჯორჯიან ეარვეისი” აღარ ახორციელებს პირდაპირ რეისებს, თუმცა დაამატა რეისები ლარნაკიდან თბილისის მიმართულებით. ყოველდღიურად არის ლარნაკიდან თბილისის მიმართულებით რეისები და გარდა ამისა, არის პირდაპირი რეისები, რომელსაც ახორციელებს ისრაელური კომპანიები – “ელალი”, “ისრეარი” და “აირკია”.აეროპორტის დაკეტვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია აბსოლუტურად უსაფუძვლოა. აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს, უბრალოდ მთელი რიგი საერთაშორისო ავიაკომპანიები, რომლებსაც სადაზღვევო კომპანიებმა საომარი მოქმედებების გამო შეუჩერეს დაზღვევა ვეღარ ახორციელებენ ფრენებს, თუმცა დღეს თბილისის მიმართულებით 2 ფრენა არის, ხოლო ლარნაკის მიმართულებით…

მეტი...

გერმანიაში, ალკოჰოლური სასმლის ქურდობისთვის ორი ქართველი დააკავეს

გერმანიაში, ქალაქ როზენჰაიმში 37 წლის და 32 წლის ქართველები ალკოჰოლური სასმლის ქურდობისთვის დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქართველებმა 2023 წლის 9 ოქტომბრიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით როზენჰაიმის რაიონის სხვადასხვა რაიონში რამდენიმე მაღაზია გაძარცვეს, საიდანაც ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელები მოიპარეს. არსებული ინფორმაციით, დამნაშავეები 2023 წლის 17 ოქტომბერს, ,,ედეკას” მარკეტში ქურდობის მცდელობისას დააკავეს. ასევე მათთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი, 48 წლის უკრაინელი. ისინი როზენჰაიმის პოლიციამ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანა.

მეტი...

,,ჰამასის” თავდასხმის შედეგად დაღუპული 1 075 ადამიანის ცხედარი იდენტიფიცირებულია

,,ჰამასის თავდასხმის” შედეგად დაღუპული 1075 ადამიანის ცხედარი იდენტიფიცირებულია. ინფორმაცია ისრაელის პოლიციამ და თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს. ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია 769 მშვიდობიანი მოქალაქე და 307 სამხედრო მოსამსახურე, თუმცა როგორც ისრაელის პოლიცია ამბობს, კიდევ 200 სამოქალაქო ცხედრის იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა.

მეტი...

თურქეთმა, ღაზის მოსახლეობის დასახმარებლად, ეგვიპტეში ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა

თურქეთმა ღაზის სექტორში მცხოვრები ადამიანებისთვის ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში, ეგვიპტეში სამედიცინო პერსონალი და მედიკამენტები გააგზავნა. ინფორმაციას ამის შესახებ, თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი, ფაჰრეთინ კოჩა ავრცელებს. ,,ჩვენი თვითმფრინავი აფრინდა ღაზის სექტორის დასახმარებლად. საპრეზიდენტო თვითმფრინავი სავსეა მედიკამენტებითა და სამედიცინო ინვენტარით, ასევე, ბორტზე იმყოფება 20 ექიმი. ისინი ანკარადან ეგვიპტეში გაემგზავრნენ”, – წერს ფაჰრეთინ კოჩაTwitter-ზე.

მეტი...

,,ჰეზბოლა” თუ ომში ჩაერთვება, ცხოვრებისეულ შეცდომას დაუშვებს – ნეთანიაჰუ

თუ ,,ჰეზბოლა” ომში ჩაერთვება, ცხოვრებისეულ შეცდომას დაუშვებს. ამის შესახებ ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. მისი თქმით, ეს გამოიწვევს ისრაელის წარმოუდგენელი მასშტაბის კონტრშეტევას, რომელიც ლიბანს გაანადგურებს. შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო და მას ოპერაცია “ალ-აკსას შტორმი” უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია “რკინის ხმლების” დაწყება გამოაცხადა.

მეტი...

,,ომი ყოველთვის დამარცხებაა… ძმებო, გაჩერდით” – რომის პაპი

რომის პაპი ფრანცისკე ისრაელისა და ,,ჰამასის” ომს ეხმაურება. „კიდევ ერთხელ ვფიქრობ იმაზე, რაც ისრაელსა და პალესტინაში ხდება. ძალიან შეშფოთებული და დამწუხრებული ვარ. ვლოცულობ ყველა დაზარალებულისთვის, მძეველისთვის, დაშავებულისთვის, დაღუპულისა და მათი ოჯახებისთვის. ვიმეორებ ჩემს მოწოდებას, რომ გაგრძელდეს ჰუმანიტარული დახმარება და გათავისუფლდნენ მძევლები. წამებულ უკრაინაზეც ვფიქრობ. ომი ყოველთვის დამარცხებაა. ეს ადამიანთა ძმობის განადგურებაა. ძმებო, შეჩერდით“, – თქვა რომის პაპმა.

მეტი...

ლავროვი მოლაპარაკებებისთვის ირანში ჩავა

ხვალ, 23 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ირანში ჩავა. ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა ავრცელებს. მისი თქმით, ლავროვი თეირანში მოლაპარაკებებს გამართავს, თუმცა რა ფორმატში გაიმართება მოლაპარაკებები ჯერჯერობით უცნობია. ,,ჩვენ ვადასტურებთ, რომ ლავროვი თეირანში მოლაპარაკებებს გამართავს, რომელიც ორშაბათისთვის არის დაგეგმილი”, – თქვა ზახაროვამ. ცნობისთვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის, სომხეთის, ირანის, რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს თეირანში შეხვდებოდნენ, სადაც მოლაპარაკებები 3+3 ფორმატში გაიმართება.ხვალ

მეტი...

ღაზაში არსებული ჰუმანიტარული კრიზისი ჩვენი საქმე არ არის – ნაფტალი ბენეტი

ღაზაში არსებული ჰუმანიტარული კრიზისი მათი საქმე არ არის. ამის შესახებ ისრაელის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ნაფტალი ბენეტიმ განაცხადა. ,,მსოფლიოს შეუძლია, მოვიდეს და ღაზის მოსახლეობას დაეხმაროს, თუმცა, ეს ჩვენი საქმე არ არის”, – თქვა მან. მისივე თქმით, ჰუმანიტარული დახმარება ორმხრივი უნდა იყოს და “ჰამასმა” ტყვეები გაათავისუფლოს.

მეტი...

ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 4651-მდე გაიზარდა

7 ოქტომბრიდან დღემდე ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვი 4 651-მდე გაიზარდა, დაჭრილია 14 245-ზე მეტი. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში დაიღუპა 266 ადამიანი, მათ შორის 117 ბავშვი. სამინისტრომ მიიღო 1 450 ზარი დაკარგული ადამიანების შესახებ, რომლებიც სავარაუდოდ ნანგრევების ქვეშ მოხვდნენ, მათგან 800 ბავშვია.  

მეტი...

აშშ ახლო აღმოსავლეთში საჰაერო თავდაცვის სისტემებს გაგზავნის

აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს გზავნის და ჯარებს საგანგებო სიტუაციებისთვის ამზადებს. ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი ავრცელებს. ,,ირანისა და მისი მარიონეტული ძალების მიერ ახლო აღმოსავლეთში ბოლოდროინდელი ესკალაციის შესახებ პრეზიდენტ ბაიდენთან დისკუსიების შემდეგ, პოზიციის გასაძლიერებლად დამატებითი ნაბიჯების გადადგმის განკარგულება გავეცი, რაც ისრაელს თავდაცვაში დაეხმარება”, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა. მისივე თქმით, პენტაგონმა უკვე განათავსა დაახლოებით 2 000 სამხედრო მოსამსახურე, იმ შემთხვევაში, თუ მათ რეგიონში განლაგება დასჭირდებოდათ.

მეტი...

ჰამასი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ პირობებს აყენებს

ჰამასი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ პირობებს აყენებს. ,,ღაზას სექტორში აგრესია უნდა შეწყდეს და დახმარება უნდა შემოვიდეს”, – ამბობს ტერორისტული ორგანიზაციის სპიკერი ღაზი ჰამადი. მისი თქმით, მჭიდრო კონტაქტი აქვთ კატართან და სწორედ მათ ითამაშეს დიდი როლი, 2 ამერიკელი მძევლის გათავისუფლებაში. ,,ღაზა იქცევა სრულ ჯოჯოხეთად, სასაფლაოდ ისრაელისთვის. არ ვიცი, რა ბედი ეწევა მძევლებს, რადგან სიტუაცია უფრო გართულდება. მე არ შემიძლია ამ ადამიანების უსაფრთხოების გარანტიაზე საუბარი“, – ამტკიცებს ტერორისტული ორგანიზაციის წარმომადგენელი და იმუქრება, რომ სახმელეთო ოპერაციის შემთხვევაში, ღაზა ჯოჯოხეთად იქცევა.

მეტი...

არ გვეკუთვნის! – მურმან დუმბაძე კანდიდატის სტატუსზე

რადიკალური ოპოზიციის ლიდერი მურმან დუმბაძე აცხადებს, რომ კანდიდატის სტატუსი არ გვეკუთვნის. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „არ გვეკუთვნის! თუ მაინც მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, ოცი ოცდაათი გარანტირებულია! რაც იქნება კატასტროფა!“, – წერს მურმან დუმბაძე Facebook-ზე.

მეტი...

ისრაელის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში განგაშის სიგნალი ჩაირთო

ისრაელის ცენტრალურ ნაწილში, სარაკეტო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმა ისმის. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გამაფრთხილებელი სირენების ხმა რამდენიმე ქალაქში ისმის, მათ შორის რიშონ ლეციონში, ხოლონსა და ბათ-იამში. განგაშის სიგნალი ისმის ისრაელის სამხრეთ ნაწილის დასახლებებშიც, მათ შორის ქალაქ აშკელონში. ამ დროისთვის, დაშავებულების ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მეტი...

ისრაელში საქართველოს ელჩი განცხადებას ავრცელებს

დღეს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ „ჰეზბოლა“ პრაქტიკულად ომში ჩაერთო, ამიტომ ისრაელის ჩრდილოეთ საზღვართან, რომელიც არის საზღვარი ლიბანთან, კილომეტრის პერიმეტრზე ხდება მოსახლეობის ევაკუაცია, – ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა. „ჩვენ კავშირზე ვართ ჩვენს მოქალაქეებთან, რომლებიც რეგისტრირებული არიან საელჩოში და ტელეფონის ნომრები გვაქვს. გუშინ ყველასთან განხორციელდა ზარი და პრაქტიკულად, ყველა მათგანი ჩვენი კონტროლის ქვეშაა. დაგვიდასტურეს, რომ ნაწილი, რომელიც ბინებში ცხოვრობენ და უვლიან მოხუცს ან ოჯახებში მუშაობენ, მათ შესაძლებლობა აქვთ, რომ თავშესაფარი ჰქონდეთ. ნაწილი, რომელთა ოჯახის წევრების ევაკუაცია განხორციელდება, ისინიც გაჰყვებიან ოჯახის წევრებს. ღაზის სექტორის გარშემო შვიდ კილომეტრიანი ზოლი…

მეტი...

რა შემთხვევაში დაჯარიმდებიან მძღოლები 100 ლარით და შეუმცირდებათ ქულები – ახალი ინიციატივა

ზამთრის პერიოდში, ავტომობილების ზამთრის საბურავებითა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით აღჭურვა შესაძლებელია, სავალდებულო გახდეს. შესაბამისი ცვლილებების ინიცირება ხვალ ბიუროს სხდომაზე მოხდება. ინიციატივაში მთავრობა იმ ზონებისა და გზის მონაკვეთების ჩამონათვალს განსაზღვრავს, სადაც ზამთარში სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებითა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით მოძრაობა სავალდებულო იქნება. იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილ პერიოდსა (პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე) და განსაზღვრულ ზონებსა და გზის მონაკვეთებზე გადაადგილებისას სატრანსპორტო საშუალების რომელიმე თვალზე შესაბამისი მახასიათებლების მქონე ზამთრის საბურავები არ ექნება, ასევე განსაკუთრებულ შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით – შესაბამისი მახასიათებლების ზამთრის საბურავები და არანაკლებ ორ წამყვან ბორბალზე მოცურების საწინააღმდეგო…

მეტი...

კრემლის მიერ ადამიანების სიცოცხლის უგულებელყოფას მთელი მსოფლიო ხედავს – ბრიჯიტ ბრინკი

რუსების მიერ ხარკოვში საფოსტო ოფისზე სარაკეტო თავდასხმას, უკრაინაში აშშ-ის ელჩი, ბრიჯიტ ბრინკი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მისი თქმით, შეერთებული შტატები უკრაინის გვერდით დგას, რათა რუსეთს პასუხისმგებლობა დაეკისროს. ,,კიდევ ერთხელ, უკრაინაში რუსეთის ძალადობის საშინელი სურათები –  ხარკოვში საფოსტო ოფისზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, კიდევ ბევრი მძიმედ დაშავდა”, – დაწერა ელჩმა და აღნიშნა, რომ ,,კრემლის მიერ ადამიანების სიცოცხლის უგულებელყოფას მთელი მსოფლიო ხედავს”.

მეტი...

ისრაელი ლიბანის საზღვართან მდებარე დასახლებების ევაკუაციის გეგმას აფართოებს

ისრაელი ლიბანის საზღვართან მდებარე დასახლებების ევაკუაციის გეგმას აფართოებს. ევაკუაცია ეხება დამატებით 14 თემს. ცნობისთვის, ორშაბათს IDF-მ და სხვა უწყებებმა გამოაცხადეს გეგმა ლიბანის საზღვრიდან 2 კილომეტრის მანძილზე მცხოვრები 28 თემის ევაკუაციის შესახებ. პარასკევის მდგომარეობით, დაახლოებით 123 000 მშვიდობიანი მოქალაქე იქნა ევაკუირებული სახლებიდან ჩრდილოეთ და სამხრეთ ისრაელში.

მეტი...

ღაზაში მტერი სიურპრიზებს გვიმზადებს – IDF-ის მეთაური

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ჰერცი ჰალევიმ გოლანის ქვეითთა ბრიგადის მეთაურებს უთხრა, რომ უნდა ელოდნენ ტერორისტული ჯგუფების მიერ მომზადებულ სიურპრიზებს. ,,ღაზა კომპლექსურია, ღაზა მჭიდროა, მტერი იქ უამრავ რამეს ამზადებს, მაგრამ ჩვენც ვამზადებთ მათთვის რაღაცებს”, – განაცხადა ჰალევიმ. როგორც მან აღნიშნა, ისინი შევლენ ღაზის სექტორში და დაიწყებენ ოპერატიულ, პროფესიონალურ მისაის “ჰამასის” გასანადგურებლად.  

მეტი...

ჰეზბოლა ძალიან სახიფათო თამაშს თამაშობს – IDF-ის სპიკერი

,,ჰეზბოლა ძალიან სახიფათო თამაშს თამაშობს”. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერმა, ჯონათან კონრიკუსმა განაცხადა. ,,ჯერჯერობით ჩვენი პასუხი იყო გაზომილი, ტაქტიკური და შემოიფარგლება საზღვართან (ლიბანთან) მახლობლად მდებარე ტერიტორიებით. ჰეზბოლა ძალიან, ძალიან საშიშ თამაშს თამაშობს. ისინი ამძაფრებენ სიტუაციას, ჩვენ ყოველ დღე უფრო და უფრო მეტ თავდასხმას ვხედავთ”, – განმარტა მან. კონრიკუსის თქმით, ჩრდილოეთ ისრაელში ლიბანის საზღვართან ყველაზე ახლოს მყოფი მოსახლეობა ევაკუირებულია.

მეტი...

ხარკოვში რუსებმა სამოქალაქო ობიექტი დაბომბეს – არის მსხვერპლი

ხარკოვში რუსებმა სამოქალაქო ობიექტი დაბომბეს. ინფორმაცას ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს. ,,ხარკოვის რეგიონი. რუსული რაკეტა ნოვაია პოშტას ტერმინალს დაეჯახა. ჩვეულებრივი სამოქალაქო ობიექტი. სამწუხაროდ არის მსხვერპლი. ვუსამძიმრებ ოჯახს და მეგობრებს! ამ დროისთვის ცნობილია 13 მსხვერპლი. ადგილზე ყველა სამსახური მუშაობს, სამაშველო ოპერაცია გრძელდება. აუცილებელია ტერორისტულ სახელმწიფოზე ზეწოლის გაზრდა. ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვუპასუხოთ რუსულ ტერორს ფრონტის ხაზზე ჩვენი შედეგებით. საჭიროა კიდევ უფრო განმტკიცდეს მსოფლიოს ერთიანობა ტერორთან ბრძოლაში. და ჩვენ ამას ვაკეთებთ. რუსეთი ტერორით და მკვლელობით ვერაფერს მიაღწევს. ყველა ტერორისტის დასასრული ერთია: პასუხისმგებლობა იმაზე, რაც მათ გააკეთეს”, – წერს ზელენსკი.

მეტი...

აზრთა სხვადასხვაობის გამო, კაიროს სამშვიდობო სამიტზე ერთობლივი განცხადება ვერ მიიღეს

აზრთა სხვადასხვაობის გამო, კაიროს სამშვიდობო სამიტზე ერთობლივი განცხადება ვერ მიიღეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. დასავლელმა დელეგატებმა მოითხოვეს ,,მკაფიო დაგმობა, რომელიც ჰამასს პასუხისმგებლობას აკისრებდა ესკალაციაზე”, რაზეც არაბული ქვეყნების ლიდერებმა უარი თქვეს. ამის ნაცვლად, ეგვიპტელმა მასპინძლებმა არაბი დელეგატების თანხმობით შედგენილი განცხადება გაავრცელეს, სადაც მსოფლიო ლიდერებს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ცდილობენ ,,კონფლიქტის მართვას და არა მის დასრულებას”. შეგახსენებთ, რომ კაიროში სამშვიდობო სამიტი გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა ისრაელსა და ჰამასს შორის ომის დეესკალაციას. სამიტს 20 ქვეყნიდან ჩასული მაღალი თანამდებობის პირები ესწრებოდნენ, თუმცა სამიტში მონაწილეობა არ მიუღია აშშ-სა და ისრაელს, ასევე “ჰამასისა” და ირანის წარმომადგენლებს.

მეტი...

რუსეთის არმიამ ხარკოვი დაბომბა

რუსულმა ძალებმა ხარკოვზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ქალაქში ისმის აფეთქებების ხმა. სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოწოდა. ხარკოვის სამხედრო გარნიზონის მეთაურის, სერგეი მელნიკის თქმით, დარტყმა განხორციელდა მეზობელი ბელგოროდის რეგიონის ტერიტორიიდან S-300 რაკეტებით. თავდასხმის შედეგები ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

რუსეთმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი კუნაძე ,,უცხოელ აგენტად” გამოაცხადა

რუსეთმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი კუნაძე უცხოელი აგენტების რეესტრში შეიყვანა. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, კუნაძე ,,ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებების, პოლიტიკისა და რუსული არმიის ქმედებების შესახებ და სისტემურად მონაწილეობდა, როგორც რესპონდენტი უცხოური სტრუქტურების საინფორმაციო პლატფორმებზე“. ცნობისთვის, გიორგი კუნაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას 1991–1994 წლებში იკავებდა. შემდეგ კი სამი წლის განმავლობაში იყო რუსეთის ელჩი სამხრეთ კორეაში, 1997-1999 წლებში იყო რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აშშ-სა და კანადის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, 1999 წლიდან კი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის (IMEMO) მთავარი მკვლევარი. კუნაძის გარდა „უცხოელი…

მეტი...

იტალიის პრემიერმინისტრი ისრაელშია

იტალიის პრემიერმინისტრი ჯორჯია მელონი, ისრაელში პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს თელ-ავივში, თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინაში ხვდება. პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ისინი გაფართოებულ მოლაპარაკებებამდე, პირისპირ შეხვედრას მართავენ. იქამდე კი მელონი ეგვიპტეში გამართულ სამიტს ესწრებოდა, სადაც ახლო აღმოსავლეთში შექმნილ მდგომარეობაზე იყო საუბარი. კაიროში გამართულ სამიტს 20 ქვეყნიდან ჩასული მაღალი თანამდებობის პირები ესწრებოდნენ, თუმცა სამიტში მონაწილეობა არ მიუღია აშშ-სა და ისრაელს, ასევე “ჰამასისა” და ირანის წარმომადგენლებს.

მეტი...

,,ღმერთმა ჩააქრო ჩვენი სინათლე” – ქართველი ებრაელი თამარ გოლდბერგი გარდაცვლილი იპოვეს

ჰამასის თავდასხმის შემდეგ დაკარგული ქართველი ებრაელი თამარ გოლდბერგი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი და ავრცელებს. ,,14 დღის შემდეგ ღმერთმა წამართვა იმედი, რომელიც ჩემში იყო…თამი ცივსისხლიანად მოკლეს სასაკლაზე. მის მთლიან სხეულსაც კი ვერ დავინახავთ. ღმერთმა უმძიმესი განაჩენი გამოგვიტანა. ღმერთმა ჩააქრო ჩვენი სინათლე… შენ ალბათ ზედმეტად წმინდა იყავი ამ საშინელი სამყაროსთვის. სამუდამოდ ჩემს გულში იქნები. ბოდიში, რომ ჯოჯოხეთის გავლა მოგიწია….შენ იცხოვრე ერთი წამით, ბოლო მომენტამდე. მიყვარხარ და არასდროს დამავიწყდები”, – წერს თამარის და. ცნობისთვის, ოჯახი თამარს 2 კვირის განმავლობაში ეძებდა, მათ შორის, საკუთარი ძალებით. ის იმ მუსიკალურ ფესტივალზე იმყოფებოდა, რომელსაც 7…

მეტი...