ევროკავშირში რუსეთის საელჩოს ხელმძღვანელი კირილ ლოგვინოვი, სავარაუდოდ, ჯაშუშია დიპლომატიურ საფარქვეშ

გერმანული მედიის ინფორმაციით, ევროკავშირში რუსეთის საელჩოს ხელმძღვანელი კირილ ლოგვინოვი, სავარაუდოდ, ჯაშუშია დიპლომატიურ საფარქვეშ.

კირილ ლოგვინოვი 2018 წლიდან ბრიუსელში რუსეთის მუდმივ წარმომადგენლობაში დიპლომატად არის აკრედიტებული.

ჟურნალისტების განცხადებით, ბელგიის უსაფრთხოების სტრუქტურები ეჭვობენ, რომ ლოგვინოვი რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურზე მუშაობს.

მედიის ინფორმაციით, ბელგიის კონტრდაზვერვამ, სავარაუდოდ, მისი გაძევება მოითხოვა.

მსგავსი თემები