პრეზიდენტმა 2023 წლის კორექტირებულ ბიუჯეტს ხელი მოაწერა

სალომე ზურაბიშვილმა 2023 წლის კორექტირებულ ბიუჯეტს ხელი მოაწერა. არსებული ინფორმაციით, ვადა ორშაბათს იწურებოდა. პრეზიდენტის კრიტიკის კიდევ ერთი საფუძველი, მმართველი გუნდისთვის სწორედ პროცესის გაჭიანურება იყო. მთელი დღის განმავლობაში ისმოდა ბრალდებები იმის შესახებ, რომ პრეზიდენტი აფერხებს სოციალურ პროექტებს, მათ შორის, სტიქიით დაზარალებული მოქალაქეებისთვის დახმარების გამოყოფას.

მეტი...

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების და მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტებზე კერძო კომპანიის დირექტორი, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების და სამსახურებრივი სიყალბის ბრალდებით, „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი დააკავა. ამის შესახებ აღნიშნულია გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ,,გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წელს, „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ მიერ გამოცხადებულ სამ სახელმწიფო შესყიდვის ტენდერში გამარჯვებულ შპს „ალიანსთან“, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარის, ნორიოსა და გამარჯვების საჯარო სკოლებში, 11 764 590…

მეტი...

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა. დახმარებაში უპილოტო საფრენი აპარატები და Gepard-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემები შედის. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. გერმანიამ Gepard-ის საზენიტო სისტემები, დრონები, საბრძოლო მასალა, 155 მმ-იანი კალიბრის ჭურვები და სადაზვერვო თვიმფრინავები უკრაინას ზაფხულშიც გაუგზავნა.

მეტი...

ისანში, ქალს და ბავშვს მანქანა დაეჯახა

ისანში ქალს და ბავშვს მანქანა დაეჯახა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მათ მსუბუქი დაზიანებები აქვთ მიღებული. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.

მეტი...

,,სალომეზე აღარ მინდა საუბარი” – კალაძე

„არ მინდა, შევიდე პოლემიკაში. სალომეზე ისედაც ბევრი ვისაუბრეთ ბოლო კვირების განმავლობაში. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმ პრობლემების მოგვარებაზე, რომელიც ქვეყანას აქვს“, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გააგრძელოს ქვეყნის პრეზიდენტმა მუშაობა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ. თბილისის მერის თქმით, სამწუხაროა, თუმცა დადასტურებული ის ფაქტი, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია. „სალომეზე ნამდვილად აღარ მინდა საუბარი. იმდენი ვისაუბრეთ ბოლო ორი კვირის გაბმავლობაში. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმ პრობლემებზე და გამოწვევებზე, რომელიც ქვეყანას აქვს, ხალხს აქვს, ამიტომ არ მინდა შევიდე პოლემიკაში, ყველაფერი ცხადია და ნათელია. დადასტურებულია,…

მეტი...

,,არავის მივცემთ უფლებას პატივისცემით არ ეპყრობოდეს ქართული ეროვნული სახელმწიფოს ფუნდამენტს – ეკლესიას” – მიხეილ სარჯველაძე

„არავის აქვს უფლება ჩვენი ქვეყნის რომელიმე მოქალაქე მიიჩნიოს, ჩათვალოს ან თავი აგრძნობინოს მეორეხარისხოვნად. ასეთი რამ გამორიცხულია!“ – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერი კოლეგის, ტარიელ ნაკაიძის მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ. „ჩვენი დიდი პატივისცემა და მოწიწება თითოეულ მოქალაქეს, მიუხედავად მათი აღმსარებლობისა, მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა. კატეგორიულად მიუღებელია დღეს იმაზე საუბარი, თითქოს ჩვენს ქვეყანაში ვინმე, რომელიმე კონფესია, რომელიმე ეთნიკური ჯგუფი მეორეხარისხოვნად არის ცნობილი, მაგრამ არავის მივცემთ უფლებას პატივისცემით არ უყურებდეს და არ ეპყრობოდეს იმას, რაც საქართველოს ისტორიისთვის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი და ქართული ეროვნული…

მეტი...

,,იმედია თქვენი შრომა იქნება მიმართული იმისკენ, რომ იყოთ ყველას სახალხო დამცველი” – ალუდა ღუდუშაური

„ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რომ საქართველოს ჰყოლოდა სახალხო დამცველი, რომელიც იქნებოდა ყველას სახალხო დამცველი და არა კონკრეტული პარტიის თუ ვიწროპარტიული ჯგუფის ინტერესების გამტარებელი. ამიტომ ჩვენ ინსტიტუციურად გავაძლიერეთ სახალხო დამცველი, გავზარდეთ მისი უფლებები, აღვჭურვეთ და მივეცით მთელი რიგი ინსტრუმენტები და ბერკეტები, რომელიც მას შესაძლებლობას აძლევს, რომ ჩენი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესები იყოს დაცული“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა პლენარულ სხდომაზე, სადაც სახალხო დამცველის ანგარიში მოისმინეს. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეების სამართლიანი მოთხოვნა სახალხო დამცველთან მიმართებაში არის ის, რომ ის პოლიტიკურად ნეიტრალური პირი იყოს, რომელსაც ექნება ობიექტურობის განცდა, რაც, მისი თქმით, წარსულში…

მეტი...

ზურაბ აზარაშვილმა, საქართველო-თურქეთს შორის, ჯანდაცვისა და სამედიცინო მეცნიერებების სფეროებში თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი

საქართველო-თურქეთს შორის, ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მეცნიერებების სფეროებში, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი ორი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრებმა ზურაბ აზარაშვილმა და ფაჰრეთთინ ქოჯამ მოაწერეს. დოკუმენტის მიხედვით, საქართველო და თურქეთი, აქტიურად ითანამშრომლებენ პირველადი ჯანდაცვის, საოჯახო მედიცინის სისტემის განვითარების, გადამდები და არაგადამდები დაავადებების პრევენციის კუთხით. ასევე – დიაგნოსტიკისა და მართვის გაუმჯობესების, გლობალური ჯანდაცვის საფრთხეების მიმართულებით. ორ ქვეყანას შორის გაფორმებული შეთანხმება, ასევე, ითვალისწინებს ჰოსპიტლების მენეჯმენტის სისტემების შემუშავებისა და დანერგვის პრაქტიკის კუთხით თანამშრომლობას. ამასთან, მხარეები, ჯანდაცვის ხარისხის, აკრედიტაციის მექანიზმების დანერგვისა და კონტროლის მიმართულებით იმუშავებენ. მემორანდუმით გათვალისწინებულია სტრატეგიული თანამშრომლობა, სამედიცინო ინდუსტრიის სფეროში. საქართველოსა და თურქეთის ჯანდაცვის…

მეტი...

როგორ ხდება ჩინეთის მოსახლეობის წყლით მომარაგება და კანალიზაციის გადამუშავება – რეპორტაჟი პეკინიდან (ვიდეო)

წყლის დამუშავება,  სახიფათო მყარი ნარჩენების განთავსება- გამოყენება,  კანალიზაციის წმენდა, წვიმის წყალდიდობის კონტროლი და საბოლოო ჯამში მოსახლეობის წყლით უზრუნველყოფა – ეს ყველაფერი აქ,   CITIC ჯგუფში ხდება, რომელიც აზიაში ერთადერთი პროექტია, რომელმაც ნობელის პრემია მოიპოვა. 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიის მთლიანმა აქტივებმა  11,794.2 მილიარდ დოლარს მიაღწია. ზოგადად, ჩინეთის ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია, რომ სტრატეგიული დანიშნულების კომპანიები არ გასხვისდეს. შესაბამისად, წყლის გადამუშავება-მიწოდების კომპანიაც სწორედ სახელმწიფო კომპანიად რჩება. კომპანიაში დასაქმებულია 5000-ზე მეტი პროფესიონალი ტექნიკური და მენეჯმენტის პერსონალი, მათ შორის ეროვნული საინჟინრო კვლევისა და დიზაინის ოსტატები, სახელმწიფო საბჭოს სპეციალური შემწეობის ექსპერტები, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს კვლევისა…

მეტი...

ზელენსკი მიკოლაევში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი  მიკოლაივში ჩავიდა. ზელენსკიმ მიკოლაივში შეხვედრა გამართა რეგიონში უსაფრთხოებისა და სასიცოცხლო საქმიანობის აქტუალურ საკითხებზე. მიკოლაივის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა ზელენსკის და შეხვედრის სხვა მონაწილეებს აცნობა რეგიონში არსებული ვითარების შესახებ, ხოლო მიკოლაევის მერმა ალექსანდრე სიენკოვიჩმა – ქალაქის საარსებო მდგომარეობის შესახებ.

მეტი...

რუსეთი მძევლების გათავისუფლების საკითხზე „ჰამასთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს – რუსეთის ელჩი

ისრაელში რუსეთის ელჩი ანატოლი ვიქტოროვის განცხადებით, რუსეთი მძევლების გათავისუფლების თაობაზე „ჰამასთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს. მისი თქმით, რუსეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს ღაზას სექტორში მყოფი 200-დან 250-მდე მძევლის გასათავისუფლებლად. ისრაელის მედიის ინფორმაციით, რუსეთი ერთ-ერთია იმ ქვეყნებიდან, რომლებიც აცხადებენ, რომ მძევლების გასათავისუფლებლად „ჰამასთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

მეტი...

,,სამინისტრო განიხილავს რაჭის ტყეებისთვის და დასახლებული ადგილებისთვის განსაკუთრებით დაცული სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას”- სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადება

გარემოს დაცვისა დაა სოფლის მეურნეობის სამინისტრო განცხადება ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა კანონი, რომლის თანახმად, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში, ეროვნული პარკი შეიქმნა. პარკის ფართობი 50 894 ჰექტარ შეადგენს. სამინისტროს განცხადებით, დაცული ტერიტორიების დაარსება ხელს შეუწყობს რეგიონის ბიომრავალფეროვნების, ეკოსისტემების, ლანდშაფტების და ბუნებრივ-კულტურული ფასეულობის დაცვა-შენარჩუნებას. ,,მიმდინარე წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა კანონი, რომლის თანახმად, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში, ეროვნული პარკი შეიქმნა. პარკის ფართობი 50 894 ჰექტარ შეადგენს. ეროვნული პარკის შექმნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით განხორციელდა. დაცული ტერიტორიების დაარსება ხელს შეუწყობს რეგიონის ბიომრავალფეროვნების,…

მეტი...

საქართველო და მოლდოვა რუსეთისგან ტერიტორიების გათავისუფლებას უკრაინაში ომის დროს თუ დაიწყებდნენ, ერთად უფრო სწრაფად მოვაგვარებდით – დანილოვი

საქართველო და მოლდოვა რუსეთისგან ტერიტორიების გათავისუფლებას უკრაინაში ომის დროს თუ დაიწყებდნენ, ერთად უფრო სწრაფად მოვაგვარებდით ტერიტორიების დაბრუნების საკითხს – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა. მისი თქმით, ეს ამ ქვეყნების მთავრობების გადაწყვეტილებაა. „ჩემი პოზიცია ჯერ კიდევ თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში ვთქვი, როცა ჩვენს ქვეყანაში აგრესია დაიწყო, თუ საქართველო და მოლდოვა დაიწყებდნენ თავიანთი ტერიტორიების გათავისუფლებას რუსი ოკუპანტებისაგან, მაშინ ამ საკითხს ბევრად უფრო სწრაფად მოვაგვარებდით. მაგრამ ეს მათი მთავრობების გადაწყვეტილებაა, ეს არის ამ ქვეყნების გადაწყვეტილება. მათ სჯერათ, რომ ჩვენი დახმარებით, ანუ როდესაც ჩვენ დავამარცხებთ რუსებს, ისინი ძალიან სწრაფად გაათავისუფლებენ…

მეტი...

განგაშის სიგნალის გამო, საფრანგეთის აეროპორტებიდან და ვერსალის სასახლიდან ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს

განგაშის სიგნალის გამო, საფრანგეთის აეროპორტებიდან და ვერსალის სასახლიდან ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს. ლილ-ლესკინის, რენის, ბოვეის, ტარბეს, ნანტის, ბეზიერის, პაუსა და ბრესტის აეროპორტებმა  ბომბის არსებობის შესახებ გაფრთხილება მიიღეს. რენის, ტარბესა და ბეზიეს აეროპორტებიდან მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს. ამასთან, ვერსალის სასახლის ვიზიტორების ევაკუაცია კვირაში მეხუთედ მოხდა. „უსაფრთხოების მიზნით, ვერსალის სასახლე ახორციელებს ვიზიტორების ევაკუაციას და გაიხსნება როგორც კი შემოწმებები ჩატარდება“, – ნათქვამია  ნათქვამია ვერსალის სასახლის განცხადებაში.

მეტი...

,,ჩვენ არ ვიღებთ ბაიდენის მსგავს ტონს რუსეთის ფედერაციისა და პუტინის მიმართ”- პესკოვი

ჩვენ არ ვიღებთ ბაიდენის მსგავს ტონს რუსეთის ფედერაციისა და პუტინის მიმართ,  – ასე ეხმიანება  კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის  განცხადებას. მისი თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთი რიტორიკა სახელმწიფოთა პასუხისმგებელ ლიდერებს შეეფერებოდეს. „აშკარაა, რომ ეს არის ძალიან ამაღელვებელი, პოტენციურად საშიში მომენტი საერთაშორისო ვითარებაში, მათ შორის ახლო აღმოსავლეთის ომში. ეს არის ძალიან ემოციური და ბევრი ემოციაა სხვადასხვა პოლიტიკოსის, მათ შორის მაღალი რანგის პოლიტიკოსების გამოსვლებში, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთი რიტორიკა სახელმწიფოთა პასუხისმგებელ ლიდერებს შეეფერებოდეს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთი რიტორიკა ჩვენთვისაც მისაღები იყოს. ჩვენ არ ვიღებთ ასეთ ტონს რუსეთის ფედერაციის,…

მეტი...

„ჰამასის“ დამარცხების შემდეგ ისრაელი ღაზაში ახალ უსაფრთხოების რეჟიმს დააწესებს – ისრაელის თავდაცვის მინისტრი

ისრაელის თავდაცვის მინისტრის,  იოავ გალანტის განცხადებით, „ჰამასის“ დამარცხების შემდეგ ისრაელი ღაზაში ახალ უსაფრთხოების რეჟიმს დააწესებს. მისი თქმით, მიზნები მოიცავს „ჰამასის“ ტერორისტული დაჯგუფების ლიკვიდაციასა და ახალი „უსაფრთხოების რეჟიმის“ შექმნით ღაზაზე ისრაელის პასუხისმგებლობის სრულად მოხსნას. მისივე განცხადებით, ომს სამი ძირითადი ეტაპი ექნება. „ჩვენ ახლა ვიმყოფებით პირველ ფაზაში, რომელშიც მიმდინარეობს საჰაერო თავდასხმები და მოგვიანებით კი, სახმელეთო მანევრით, რომლის მიზანია, დაამარცხოს „ჰამასი“ და გაანადგუროს მათი ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა გალანტმა. მისი თქმითმეორე ეტაპი გაგრძელდება ბრძოლა, მაგრამ უფრო დაბალი ინტენსივობით, რადგან ჯარები მუშაობენ “წინააღმდეგობის კერების აღმოსაფხვრელად”. „მესამე ნაბიჯი იქნება ღაზის სექტორში უსაფრთხოების ახალი რეჟიმის დაწესება, ღაზის…

მეტი...

სატვირთო მანქანები ღაზის სექტორში, რაც შეიძლება მალე უნდა შევიდნენ – ანტონიო გუტერეში

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში დღეს ეგვიპტეში ჩავიდა. მისი განცხადებით, სატვირთო მანქანები, რომლითაც ღაზის სექტორს დახმარება უნდა მიაწოდონ, ტერიტორიაზე რაც შეიძლება მალე უნდა შევიდნენ. ,,ამდენი სატვირთო მანქანა დატვირთულია წყლით, საწვავით, მედიკამენტებით, საკვებით. საჭიროა, ეს სატვირთო მანქანები რაც შეიძლება მალე გადავიდეს. ეს სატვირთო მანქანები სამაშველო თოკია. ეს არის განმასხვავებელი სიცოცხლესა და სიკვდილს შორის ამდენი ადამიანისათვის…აქ ორი მილიონი ადამიანი გვყავს, ვინც უზარმაზარ ტანჯვას განიცდის. არ არის წყალი, საკვები, მედიკამენტები, საწვავი. ღაზას ყველაფერი სჭირდება გადარჩენისთვის,” – განაცხადა გუტერეშმა.

მეტი...

რუსეთს ფრონტზე საკმარისი სამხედრო რეზერვი არ ჰყავს – ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის ინფორმაციით, რუსეთს ფრონტზე საკმარისი სამხედრო რეზერვი არ ჰყავს. ,,უკრაინის შეიარაღებული ძალები მიზანმიმართულად აწარმოებენ შეტევით ოპერაციებს საოკუპაციო ძალების სამხედრო რეზერვის ამოწურვის მიზნით. ამასთან, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დიდი სამხედრო დანაკარგი აქვთ”, – აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.  

მეტი...

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი – მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს. სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ქ. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) +25+27 გრადუსი; დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 20 ოქტომბერს +22, +24, 21-22 ოქტომბერს +26,+28 გრადუსია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) 20 ოქტომბერს +19, +21; ხოლო 21-22 ოქტომბერს +23,+25 გრადუსი. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) 20 ოქტომბერს +16, +18, ხოლო 21-22 ოქტომბერს +20,+22 გრადუსი. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული,…

მეტი...

საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ერთდროულად აქვს გაფორმებული ევროკავშირთანაც და ჩინეთთანაც – დარჩიაშვილი

საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის დროს სიტყვით გამოსვლისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის 2018 წელს გაფორმებულ შეთანხმებაზე თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. „საქართველო და ჩინეთი უძველესი აბრეშუმის გზის მონაწილე ქვეყნებს წარმოადგენენ და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია აკავშირებთ. 2018 წლის იანვრიდან მოქმედებს საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ვაჭრობა, განსაკუთრებით კი, საქართველოს ექსპორტი ჩინეთის ბაზარზე. შედეგად, ჩინეთი შედის საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების სამეულში. დღეისთვის რეგიონში მხოლოდ საქართველოს გააჩნია ჩინეთთან თავისუფალი…

მეტი...

კანადამ ინდოეთიდან 41 დიპლომატი გაიწვია

ორმოცდაერთმა კანადელმა დიპლომატმა ცოტა ხნის წინ დატოვა ინდოეთი კანადის მიწაზე სიქების სეპარატისტების ლიდერის მკვლელობის გამო განხეთქილების ფონზე. ინდოეთმა ორი კვირის წინ სთხოვა კანადას ათეულობით დიპლომატიური პერსონალის გაყვანა და დარჩენის შემთხვევაში მათ იმუნიტეტის მოხსნით დაემუქრა. კანადის ოფიციალურმა პირებმა საფრთხეს “საერთაშორისო სამართლის დარღვევა” უწოდეს. ურთიერთობები დაიძაბა მას შემდეგ, რაც კანადამ დაადანაშაულა ინდოეთი 18 ივნისს ჰარდიპ სინგ ნიჯარის მკვლელობაში. ინდოეთი უარყოფს ბრალდებებს და მათ “აბსურდს” უწოდებს.

მეტი...

,,როგორც ფრანგები იტყვიან, Cette dame est devenue folle – გაგიჟდა პრეზიდენტი”- ირაკლი ზარქუა

“გაგიჟდა პრეზიდენტი,” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ  სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით განაცხადა. ზარქუა გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ საქართველოს პრეზიდენტს 2023 წლის კორექტირებულ ბიუჯეტზე ხელი ამ დრომდე არ მოუწერია. ,,უცნაურია, ვერაფერს ვერ ვფიქრობთ, რატომ იქცევა ასე, ვერ გავიგეთ. დახმარებების მთელი პაკეტია, ნახევარ მილიარდიანი გაზრდა ხდება მიმდინარე წლის ბიუჯეტის, რომ დავეხმაროთ მოსახლეობას, ხალხს და უკვე მერამდენე დღეა, ხელს არ აწერს. ასეთი ნონსენსი არ მომხდარა არასდროს. როგორც ფრანგები იტყვიან, Cette dame est devenue folle – გაგიჟდა პრეზიდენტი,” – განაცხადა ზარქუამ.

მეტი...

,,საქართველო  უსაფრთხოების კუნძულია”- შალვა პაპუაშვილი

,,საქართველო  უსაფრთხოების კუნძულია,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გაცხადა. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ მსოფლიო კონფლიქტების რუკა გამოქვეყნდა, სადაც საქართველო თეთრად იყო მონიშნული, ისევე, როგორც ევროკავშირი. ,,რამდენიმე დღის წინ მსოფლიო კონფლიქტების რუკა გამოქვეყნდა, სადაც ქვეყნების შეფერილობა იმის მიხედვით იყო, თუ რამდენად ინტენსიური კონფლიქტია ამა თუ იმ სახელმწიფოში. კონფლიქტების ინტენსივობიდან გამომდინარე, ამა თუ იმ ქვეყნის შეფერილობა ყვითლიდან წითლისკენ მიდიოდა – საქართველო თეთრად იყო მონიშნული, ისევე, როგორც ევროკავშირი. ჩვენ გარშემო ყველა ქვეყანა მთლიანად შეფერილია. იმის მიუხედავად, რომ ჩვენი ქვეყნის 2 ტერიტორია ოკუპირებულია, საქართველო უსაფრთხოების კუნძულია და ეს მათ შორის,…

მეტი...

,,ჩემი პირადი დასკვნაა, რომ ეს თემა, როგორც ჩანს, დახურულია ან დაიხურება მალე”- პაპუაშვილი ფარცხალაძეზე

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით,  მისი დასკვნი ოთარ ფარცხალაძის თემა დახურულია ან მალე დაიხურება. მისი თქმით, ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ოთარ ფარცხალაძის მიმართ იქნა საჯაროდ გაჟღერებული ბრალდება, რომლის უკანაც ჩანს, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ,,სხდომის დროსაც გვითხრა ჩვენ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, რომ გამოძიება მიმდინარეობს, მუხლიც დაასახელა. მათ შორის, ისაუბრა იმაზე, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა ამასთან დაკავშირებით. მეორე მხრივ, ეს ზოგადი ადამიანური და სამართლებრივი წესია – ის, ვინც უყენებს ბრალს, მან უნდა ამტკიცოს. ეს არის ელემენტარული წესი, რომელიც ათასწლეულებია მოქმედებს ამ პლანეტაზე და მოქმედებს ყველა ქვეყანაში, მათ შორის,…

მეტი...

ისრაელის ავიაიერიშების შედეგად 4 137 ადამიანი დაიღუპა – ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტრო

ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის ავიაიერიშების შედეგად 4 137 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 1 661 ბავშვია. ამ დრომდე ეძებენ 4 000-ზე მეტ ადამიანს. საერთო ჯამში, 13 260 ადამიანი დაშავდა.  

მეტი...

ერაყში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებს რაკეტებითა და უპილოტო თვითმფრინავებით თავს დაესხნენ

ერაყში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებს რაკეტებითა და უპილოტო თვითმფრინავებით თავს დაესხნენ. „როიტერის“ ინფორმაციით, თავდასხმა დასავლეთ ერაყში აინ ალ-ასადის ავიაბაზაზე მოცდა, სადაც ამერიკული და სხვა საერთაშორისო ძალების კონტიგენტი იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა. ერაყის სამხედროებმა განაცხადეს, რომ დაკეტეს ბაზის მიმდებარე ტერიტორია და დაიწყეს სამძებრო ოპერაცია. წყაროების თქმით, ჯერჯერობით უცნობია, მოჰყვა თუ არა თავდასხმას მსხვერპლი ან ზარალი.  

მეტი...

დავით ნარმანია აწსუ-ს საიუბილეო ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აწსუ) საიუბილეო ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა. სემეკის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა უნივერსიტეტის როლსა და მნიშვნელობას ქვეყნის გავითარებისა და მომავალი თაობის განათლების პროცესში, ისაუბრა სემეკსა და აწსუს შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში წარმატებულ თანამშრომლობაზე. „ვულოცავ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს იუბილეს. დიდია უნივერსიტეტის წვლილი თაობების აღზრდასა და განათლებაში. ჩვენ ყოველთვისმზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო თუ კვლევითი ხასიათის ღონისძიებებსა და კონფერენციებში. სემეკსა და აწსუს შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში გრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი…

მეტი...

საქართველომ დაამტკიცა, რომ არის სანდო პარტნიორი როგორც ევროკავშირისთვის, ასევე ჩინეთისთვის – ილია დარჩიაშვილი

საქართველომ დაამტკიცა, რომ არის სანდო პარტნიორი როგორც ევროკავშირისთვის, ასევე ჩინეთისთვის, –  ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომელსაც პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენენ. მისი თქმით, დღეისთვის, რეგიონში მხოლოდ საქართველოს აქვს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რაც ხაზს უსვამს ჩინეთისთვის საქართველოს გამორჩეულ როლს რეგიონში. „მოგეხსენებათ, რომ საქართველო და ჩინეთი უძველესი აბრეშუმის გზის მონაწილე ქვეყნებს წარმოადგენენ და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია აკავშირებთ. 2018 წლის იანვრიდან მოქმედებს საქართველოს და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ვაჭრობა, განსაკუთრებით კი, საქართველოს ექსპორტი ჩინეთის ბაზარზე. შედეგად, ჩინეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების სამეულში შედის.…

მეტი...

,,საქართველო და ჩინეთი, პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რაც მათ ურყევ და თანმიმდევრულ პოზიციას წარმოადგენს”- დარჩიაშვილი

საქართველო და ჩინეთი, პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რაც მათ ურყევ და თანმიმდევრულ პოზიციას წარმოადგენს და გაჟღერებულია მრავალჯერ, მათ შორის, უმაღლეს დონეზე, – ამის შესახებ  საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომელსაც პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში უსმენენ. მისი თქმით, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა არ ეწინააღმდეგება და არანაირად არ შეაფერხებს საქართველოს მთავარ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს. „ორ ქვეყანას შორის დეკლარირებული სტრატეგიული პარტნიორობის პირობებში, ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის დაცვის პრინციპი კიდევ უფრო მყარი ხდება, რაც, გარკვეულწილად, პოზიტიურად იმოქმედებს სხვა ქვეყნების პოზიციაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებასთან დაკავშირებით. ჩინეთის სხვა სახელმწიფოებთან და კონკრეტულად, რუსეთთან…

მეტი...

ლიბანში ერთი ტერორისტი მოკლეს – ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით,  ლიბანში, “ჰეზბოლას” ობიექტებზე საპასუხო თავდასხმის დროს ერთი ტერორისტი მოკლეს. ჰაგარს დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია. მას არც მოკლულის ვინაობა უთქვამს.  

მეტი...

ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა არანაირად არ შეაფერხებს ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს – ილია დარჩიაშვილი

,,ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა არ ეწინააღმდეგება და არანაირად არ შეაფერხებს საქართველოს მთავარ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს და ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს,”- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ჩინეთის ხელისუფლებას არასდროს დაუყენებია ეჭვქვეშ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ,,ჩინეთის სხვა სახელმწიფოებთან და კონკრეტულად რუსეთთან ურთიერთობებს რაც შეეხება, მათი ხასიათისა და განვითარების მიმართულებების განმსაზღვრელი ჩვენ ვერ ვიქნებით. ერთი რამ არის ცხადი, ჩინეთის ხელისუფლებას არასდროს დაუყენებია ეჭვქვეშ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. მათ კარგად მოეხსენებათ, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის ფედერაციას დღემდე ოკუპირებული აქვს და რომ…

მეტი...

,,მადლობელი ვარ ჯო ბაიდენის, ჩვენ ერთად არ დავუშვებთ, რომ სიძულვილმა გაანადგუროს თავისუფლება”- ზელენსკი

მადლობელი ვარ ჯო ბაიდენის ძლიერი გამოსვლისთვის. ჩვენ ერთად არ დავუშვებთ, რომ სიძულვილმა გაანადგუროს თავისუფლება და ტერორისტებმა გაანადგურონ დემოკრატია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, აშშ-ის ინვესტიცია უკრაინის დაცვაში უზრუნველყოფს გრძელვადიან უსაფრთხოებას მთელი ევროპისა და მსოფლიოსთვის. „უკრაინა მადლიერია აშშ-ის მხარდაჭერისთვის და ურყევი რწმენისთვის, რომ ჰუმანიზმი, თავისუფლება, დამოუკიდებლობა და საერთაშორისო წესრიგი, რომელიც წესებზეა დაფუძნებული, ყოველთვის გაიმარჯვებს. ჩვენი საერთო მიზანია დავიცვათ ჩვენი ყველა ერისთვის თავისუფალი ცხოვრების წესი. მსოფლიო, განსაკუთრებით ის ქვეყნები, რომლებიც უპირისპირდებიან აგრესიას და ტერორიზმს, იმედოვნებენ, რომ ამერიკა ლიდერობს ჩვენი საერთო თავისუფლების შენარჩუნებაში. აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა წარმოუდგენლად ამხნევებს…

მეტი...

ისრაელმა ღაზაში ღამით „ჰამასის“ ასზე მეტ ობიექტზე იერიში მიიტანა

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ისრაელმა ღაზაში ღამით „ჰამასის“ ასზე მეტ ობიექტზე იერიში მიიტანა. მათივე ინფორმაციით,  „ჰამასის“ საზღვაო მებრძოლი, მაჯედ მუჰამედ აბუ ოდეჰი გაანეტიტრალეს, რომელიც სავარაუდოდ, ისრაელზე 7 ოქტომბერს განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობდა. „ღამის განმავლობაში ისრაელის თავდაცვის ძალების მოიერიშე თვითმფრინავებმა დაარტყეს ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ ასზე მეტ ტერორისტულ ობიექტს, მათ შორის, მიწისქვეშა გვირაბს, იარაღის საწყობს და ათობით ოპერატიული მართვის ცენტრს“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.    

მეტი...

საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსა და ხორვატიის კონკურენციის სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ და ხორვატიის კონკურენციის სააგენტოს პრეზიდენტმა, მირტა კაპურალიმ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმი მიზნად ისახავს – კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების სექტორში, ორი ქვეყნის უწყებას შორის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებას, მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას. მათ შორის, ორმხრივ დონეზე, საკონსულტაციო და ექსპერტულ-მეთოდოლოგიური საქმიანობის ხელშეწყობას. მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია ქ. ბარსელონაში, კონკურენციის საერთაშორისო ქსელის (ICN) მიერ ორგანიზებული კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მეტი...

ევროკავშირმა უკრაინელი ლტოლვილების დროებითი დახმარება 2025 წლამდე გაახანგრძლივა

ევროკავშირმა უკრაინელი ლტოლვილების დროებითი დახმარება 2025 წლის 4 მარტამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს ოფიციალური გვერდი ავრცელებს. “დახმარება ნებას რთავს უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეებს ისეთი უფლებებით ისარგებლონ ევროკავშირის ტერიტორიაზე, როგორებიც არის: ცხოვრების უფლება, წვდომა შრომით ბაზარზე, სამედიცინო დახმარება და ბავშვთა განათლება”, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

მეტი...

პოლონეთში,  საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში,  საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელმაც მიმდინარე წლის მარტში ჩანთა მოიპარა, რომელშიც 500 000 პოლონური ზლოტი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ კაცი ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმალებოდა.  კაცი მაზოვის სავოევოდოში დააკავეს. დაკავებული სამ თვეს პატიმრობაში გაატარებს. მედიის ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც  ქალმა ბანკიდან  თანხა აიღო და ნაღდი ფულით სახლში მანქანით ბრუნდებოდა. მართვისას ქალმა შეამჩნია, რომ საბურავი დაშვებული იყო, ამიტომ გაჩერდა და გადმოვიდა. მედიის ცნობით, მანქანის ორი საბურავი დახვრეტილი იყო, ქალს კი ადგილზე ჩანთა აღარ დახვდა.

მეტი...