ნიკოლაევში ნაღმზე 14 წლის ბიჭი აფეთქდა და დაიღუპა

ნიკოლაევში 14 წლის ბიჭი ნაღმზე აფეთქდა. ტრავმირებულია მისი მეგობარი. ინფორმაციას ტელეგრამ არხზე უკრაინის შს მინისტრი ავრცელებს. ,,ნიკოლაევის ოლქის ბაშტანის რაიონში 14 წლის ბიჭი დაიღუპა. მისი 12 წლის მეგობარი ტრავმირებულია. ბავშვები სოფელთან, მინდორში თამაშობდნენ. ადრე ამ ტერიტორიაზე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ხორციელდებოდა”, – დაწერა იგორ კლიმენკომ. მისივე ცნობით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე ასაფეთქებელ მოწყობილობებზე 248 ადამიანი აფეთქდა, ტრავმირებულია 525.

მეტი...

ისრაელმა ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაცია ღრუბლიანობის გამო გადადო

ისრაელის არმიამ ღაზას სექტორში დაგეგმილი ოპერაცია, რომელიც შაბათ-კვირას უნდა დაწყებულიყო, ღრუბლიანობის გამო რამდენიმე დღით გადაიდო. უცხოური მედიის ცნობით, უამინდობა (ღრუბლიანობა) თვითმფრინავებსა და უპილოტო საფრენ აპარატებს სახმელეთო ძალებისთვის ინტენსიური საცეცხლე მხარდაჭერის გაწევაში ხელს შეუშლის. ოფიცრების თქმით, ისრაელის თავდასხმის ძალები ქვეითების გარდა ტანკებს, მესაზღვრეებს და სპეცრაზმს შეიცავენ. სახმელეთო ჯარები დაცულნი იქნებიან საბრძოლო თვითმფრინავებით, ვერტმფრენებით, დრონებითა და არტილერიით, რომლებიც სროლას ახორციელებენ როგორც ხმელეთიდან, ასევე ზღვიდან.

მეტი...

ინგა ფერაძეს საქართველოში ხვალ ჩამოასვენებენ

ინგა ფერაძეს ბრიუსელიდან საქართველოში ხვალ ჩამოასვენებენ. ამის შესახებ ინგა ფერაძის მეგობარი, ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში წერს. ,,ინგა ფერაძე საქართველოში იქნება ორშაბათს 16 ოქტომბერს დილის 9.55 სთ. ორშაბათსვე დასვენებული იქნება სარიტუალო დარბაზში მისამართზე-უნივერსიტეტის ქუჩა 6. სამშაბათს დილას მოხდება მისი გადასვენება ფილარმონიაში და 12 საათიდან დაიწყება სამოქალაქო პანაშვიდი. გასვენება მოხდება ფილარმონიიდან 3 საათზე. დაიკრძალება მახათას მთაზე პანთეონში… ნათელში იყავი,ჩემო ლამაზო მეგობარო…”, – წერს მაკა რაზმაძე. 70-80-იანი წლების ცნობილი მომღერალი უნიკალური ხმით, ინგა ფერაძე, ორ ათეულ წელზე მეტი, ბელგიაში ცხოვრობდა. ფე­რა­ძე გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ქა­ლაქ ბრი­უ­სელ­ში ევან­გე­ლის­ტურ ეკ­ლე­სი­ა­ში გა­ლობ­და.

მეტი...

ირანი ომში ჩაურევლობის პირობას ასახელებს

ირანი არ ჩაერევა ღაზაში ისრაელის სახმელეთო ოპერაციის განხორციელების შემთხვევაში, თუ თელ-ავივი არ დაესხმება თავს ირანის ტერიტორიას. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. „ირანის შეიარაღებული ძალები არ ჩაერთვებიან იმ პირობით, რომ ისრაელი ვერ გაბედავს ირანზე, მის ინტერესებსა და მოქალაქეებზე თავდასხმას. წინააღმდეგობის ფრონტს შეუძლია დაიცვას საკუთარი თავი“, – აცხადებენ ირანის წარმომადგენლები.

მეტი...

,,ვაშინგტონს შეუძლია დაეხმაროს როგორც ისრაელს, ასევე უკრაინას” – ბაიდენი

აშშ-ს შეუძლია დაეხმაროს როგორც ისრაელს, ასევე უკრაინას. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენ გვაქვს ამის შესაძლებლობა და ვალდებულება. ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატები ვართ – ყველაზე მძლავრი ქვეყანა ისტორიაში – არა მსოფლიოში, არამედ მსოფლიოს ისტორიაში. შეგვიძლია ორივეს დავეხმაროთ და შევინარჩუნოთ ჩვენი საერთაშორისო თავდაცვისუნარიანობა. ჩვენ რომ არა ვინ იზამს ამას“, – განაცხადა ბაიდენმა.

მეტი...

საფრანგეთმა რუსეთის 60 მოქალაქე ქვეყნისთვის საშიშ პირთა სიაში შეიყვანა

საფრანგეთმა რუსეთის 60 მოქალაქე ქვეყნისთვის საშიშ პირთა სიაში შეიყვანა. ინფორმაციას საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ჟერალდ დარმანენი ავრცელებს. ,,S სიაში 60-მდე რუსია. მათ შორის, როგორც ჩანს, არიან ჩეჩნეთიდან ჩამოსული ადამიანები. აქამდე ჩვენი ინსტრუქციები იყო ამ ადამიანების სისტემატური დეპორტაცია, რომლებიც შეიძლება განსაკუთრებით საშიში იყვნენ”, – განაცხადა დარმანენმა. მისი თქმით, დაახლოებით 60 რუსიდან, რომლებიც “S” სიაში შედიან, ორმოცი ციხეშია, ხოლო ოცამდე შესაძლოა რუსეთში დეპორტირდნენ. არსებული ინფორმაციით, მინისტრმა უკვე მიიღო ხელისუფლებისგან ნებართვა, რომ რუსულ მხარეს იმ მოქალაქეთა სია გადასცეს, რომლებიც შესაძლოა დეპორტირდნენ.

მეტი...

ისრაელში დაღუპულთა რიცხვი 1 400-მდე გაიზარდა

ისრაელის ინფორმაციით, ,,ჰამასის” თავდასხმის შემდეგ, მათი მხრიდან დაღუპულთა რიცხვი 1 400-მდე გაიზარდა. ისინი ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, რომლებიც ,,ჰამასის” მებრძოლებმა საკუთარ სახლებსა და მუსიკალურ ფესტივალზე მოკლეს. პალესტინის ხელისუფლებამ კი განაცხადა, რომ მათი მხრიდან დაღუპულია 2 300-ზე მეტი ადამიანი.

მეტი...

ისრაელმა ღაზაში წყლის მიწოდება აღადგინა

ჯო ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა CNN-ს განუცხადა, რომ ისრაელის ოფიციალურმა პირებმა მას აცნობეს, რომ სამხრეთ ღაზაში წყლის მილები ჩართულია. შეგახსენებთ, რომ ისრაელმა ექვსი დღის წინ განაცხადა, რომ ღაზას აქვს ,,სრული ალყა” და მათ საკვებისა და წყლის მიწოდება შეუწყვიტა.

მეტი...

პეკინში 140-ზე მეტი ქვეყნის დელეგაცია ჩამოდის, მათ შორის ვლადიმერ პუტინიც იქნება

17-18 ოქტომბერს, ჩინეთის დედაქალაქი პეკინი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცევა. აქ 140-ზე მეტი ქვეყნის 4 000-ზე მეტ დელეგაციას ელოდებიან. ჩამოდიან როგორც ქვეყნის პრეზიდენტები, ისე პრემიერ მინისტრები, საგარეო საქმეთა მინისტრები და სხვა ჩინოვნიკები. სწორედ 17 ოქტომბერს იხსნება „სარტყლისა და გზის“ 10 წლისთავთან დაკავშირებული უზარმაზარი ფორუმი, რომელსაც პრეზიდენტი სი ძინპინი გახსნის. მისი ერთ-ერთი მთავარი სტუმარი კი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იქნება. ფორუმს „მედიაცენტრი მთავარიც“ დაესწრება და მას ცენტრალური წერტილიდან გააშუქებს. ეკა გულუა პეკინიდან  

მეტი...

თუკი ვინმეს ისრაელიდან სასწრაფოდ გამგზავრება სურს და ვერ შოულობს ბილეთს პირდაპირ რეისზე, არის უამრავი რეისი კვიპროსის და ათენის მიმართულებით – ლაშა ჟვანია

თუკი ვინმეს ისრაელიდან სასწრაფოდ გამგზავრება სურს და ვერ შოულობს ბილეთს პირდაპირ რეისზე, არის უამრავი რეისი კვიპროსის და ათენის მიმართულებით. ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ისრაელის სახელმწიფოში ლაშა ჟვანიამ განაცხადა. „ძალიან მარტივი და იაფია, რომ ლარნაკაზე აიღოს ადამიანმა ბილეთი და შემდგომ გადაჯდომით გაემგზავროს საქართველოში. ასე რომ, ვინმეს თუ სასწრაფოდ უნდა და ვერ შოულობს ბილეთს პირდაპირ რეისზე, არის ეს საშუალება და შეუძლიათ გამოიყენონ“, – აღნიშნა ჟვანიამ. ცნობისთვის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თელ-ავივიდან დღეს ერთი რეისი ჩამოფრინდა. ბორტზე დაახლოებით, 100 ადამიანი იმყოფებოდა. დღესვე ისრაელიდან კიდევ ერთი, დამატებითი რეისი შესრულდება.

მეტი...

ვლადიმერ პუტინი მომავალ კვირას პეკინში სი ძინპინს შეხვდება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ,,პარტნიორობის გასაღრმავებლად” მომავალ კვირას ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს, შეხვდება. Reuter-ის ცნობით, პუტინი პეკინში ,,სარტყელისა და გზის ფორუმს” დაესწრება, რომელიც 17-18 ოქტომბერს გაიმართება. ეს პუტინის პირველი ვიზიტი იქნება ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს გარეთ მას შემდეგ, რაც მარტში ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ მისი დაკავების ორდერი გასცა.

მეტი...

დარბაზში ყველა ტიროდა – პეკინში ქართული კინომატოგრაფიის დღე აღნიშნეს   

„ფესვები“, „ჯარისკაცის მამა,“ „რაჭა ჩემი სიყვარული“ …. ქართული კულტურა, ისტორია, ტრადიციები ჩინეთის დედაქალაქ პეკინში კიდევ ერთხელ გაცოცხლდა. ქალაქის ცენტრში, კინოთეატრში, საქართველოს საელჩომ ქართული კინომატოგრაფიის 115 წლისთავი დიპლომატებთან, დიასპორასთან და ადგილობრივ წარმომადგენლებთან ერთად აღნიშნა. ქართული კინომატორაფიისა და ქართული კინოს ისტორიის წარდგენის შემდეგ კი რეალურ ისტორიაზე აგებული ემოციური და ტრაგიკული ფილმის – ე.წ. თვითმფრინავის ბიჭების ჩვენება გაიმართა. დიახ, დარბაზში ბევრი ემოცია დაგროვდა, ტიროდნენ კიდეც. დიპლომატიური კორპუსის ემოციებიც შესაბამისი იყო.  თავისუფლებისკენ სწრაფვა და საბჭოთა რეჟიმი, თამამად აღნიშნავდნენ ისინი. ფილმის ჩვენების შემდეგ კი საქართველოს საელჩოს სახელით ქართული ღვინისა და ეროვნული კერძების დეგუსტაციაც გაიმართა და ყველა…

მეტი...

ეუთოს თავმჯდომარე ხვალ კიევში ჩავა

ეუთოს თავმჯდომარე და ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბუიარ ოსმანი, ხვალ, 16 ოქტომბერს, კიევში ჩავლენ. ,,მე მივდივარ კიევში, როგორც ეუთოს ამჟამინდელი თავმჯდომარე. დღის წესრიგში არის შეხვედრები უკრაინელ ლიდერებთან და ხალხთან, მათი საჭიროებების, იმედებისა და შიშების მოსასმენად. უკრაინა და მისი ხალხი ეუთოს უმთავრესი საზრუნავია”, – ნათქვამია მის განცხადებაში.

მეტი...

ბოლო 10 დღეში ავღანეთში სამი მიწისძვრა მოხდა

ავღანეთში, ირანის საზღვართან ახლოს, ბოლო 10 დღის განმავლობაში, რიგით მესამე მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) ინფორმაციით, 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრა ქალაქ ჰერატის მახლობლად დაფიქსირდა. Unicef-ის ცნობით კი, წინა ორ მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა 90%-ზე მეტი ქალი და ბავშვია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, მიწისძვრის შედეგად დაზარალებული დაახლოებით 100 ადამიანი რეგიონულ საავადმყოფოში მკურნალობს.

მეტი...

პროკურატურამ 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას და ბიძაშვილს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ 14 წლის გოგონას განზრახ მკვლელობის საქმეზე, მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას და ბიძაშვილს ბრალი წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის ზაფხულში, არასრულწლოვანს ქორწინების იძულების მიზნით, გამტაცებელმა უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში, თავისი ბიძის საცხოვრებელ სახლში მიიყვანა, სადაც არასრულწლოვან გოგონას შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების უფლება. აღნიშნულის თაობაზე ცნობილი იყო გამტაცებლის ბიძისთვის და ბიძაშვილისთვის, რომლებმაც დანაშაულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს. მოგვიანებით, გატაცებულმა არასრულწლოვანმა მოახერხა გაპარვა, უცხო პირის მობილური ტელეფონით დედასთან დაკავშირება და მისი გატაცების თაობაზე შეტყობინება, თუმცა ოჯახის წევრებმა…

მეტი...

ნეთანიაჰუმ საგანგებო ომის მთავრობის პირველი შეხვედრა წუთიერი დუმილით გახსნა

ნეთანიაჰუმ საგანგებო ომის მთავრობის პირველი შეხვედრა წუთიერი დუმილით გახსნა. შემდეგ კი განაცხადა, რომ სხდომას ეროვნული ერთიანობის პარტიის ხუთი წევრი: ბენი განცი, გადი ეიზენკოტი, ჩილი ტროპერი, გედეონ საარი და იფატ შაშა-ბიტონი ესწრება. ,,ჰამასი ფიქრობდა, რომ ჩვენ გაგვტეხდა… ჩვენ გავანადგურებთ ჰამასს.  ჩვენ ვმუშაობთ როგორც გუნდი, ერთიანი ფრონტით. ჩვენი ერთობა მკაფიო გზავნილს გადასცემს ხალხს, მტერს და მსოფლიოს. მე შევხვდი დიდებულ მეომრებს, რომლებიც ახლა ფრონტის ხაზზე არიან. მათ იციან, რომ მათ უკან მთელი ერი დგას. მათ ესმით მათ წინაშე არსებული ამოცანის დიდი მნიშვნელობა. ისინი მზად არიან იმოქმედონ ნებისმიერ მომენტში, გაანადგურონ სისხლიანი ურჩხულები, რომლებიც ჩვენს…

მეტი...

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელში ჩავიდა – ,,ვიზიარებთ ისრაელის ხალხის ტკივილს”

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სოლიდარობის ნიშნად ისრაელში ჩავიდა. კატრინ კოლონა ქალაქ აშკელონში, ისრაელელ კოლეგასთან, ელი კოენთან ერთად იმყოფება. ადგილობრივი მედიის ცნობით, ისინი საფრანგეთის იმ მოქალაქეებს შეხვდნენ, რომლებმაც ოჯახის წევრები დაკარგეს. როგორც კოლონამ განაცხადა, ,,ჰამასის” ისრაელზე თავდასხმის შედეგად, საფრანგეთის 17 მოქალაქე დაიღუპა. ,,აქ მოსვლა, რა თქმა უნდა, ისრაელის ხალხის მიმართ საფრანგეთის სოლიდარობის ჩვენებაა. მათ საშინელი ტერორისტული თავდასხმა განიცადეს. ჩემი ვიზიტით გვინდა ვთქვათ, რომ საფრანგეთი იზიარებს ისრაელის ხალხის ტკივილს”, – თქვა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მეტი...

რუსების მიერ ოკუპირებული ცხინვალის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული არჩილ ბასანიძე თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ ქ. ცხინვალის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული არჩილ ბასანიძე თავისუფალია. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. ,,საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად”, – წერს სუსი. შეგახსენებთ, რომ ბასანიძე საოკუპაციო გამყოფ ხაზთან 16  მაისს დააკავეს. ის დაკავებული ლევან პეტრიაშვილის გამო, რომელიც მეგობრის გამო ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდა.

მეტი...

ღაზაში, ბოლო 24 საათში 300 ადამიანი დაიღუპა, 800 კი დაშავდა – მათი უმრავლესობა ქალი და ბავშვია

ბოლო 24-საათიის განმავლობაში, დაახლოებით 300 ადამიანი დაიღუპა და 800 დაშავდა ღაზაში. დაღუპულთა უმეტესობა ქალები და ბავშვები იყვნენ. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს. ზედიზედ რვა დღის განმავლობაში მჭიდროდ დასახლებულ ღაზის სექტორში ისრაელი დარტყმებს ახორციელებდა, რის შედეგადაც, სამინისტროს ბოლო მონაცემებით, 2215 ადამიანი დაიღუპა და 8714 დაშავდა.

მეტი...

,,კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებთ, ეს პროცედურა ჩვენთვის ფარსია” – პაატა მანჯგალაძე

,,კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებთ, ეს პროცედურა ჩვენთვის ფარსია”. ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის შესაძლო დარღვევის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან მოსალოდნელ დასკვნაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა. „ზოგადად, იმპიჩმენტის პროცედურა არის სამართლებრივი და პოლიტიკური საკითხი. მაგრამ ჩვენთან 100%-ით პოლიტიკურია, შესაბამისად, არ მგონია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სამართლის შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. დარწმუნებული ვარ, ირაკლი კობახიძეს წინასწარი კონსულტაცია ექნებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობასთან და გარანტიების გარეშე, რეპუტაციულად, პროცესის არ დაიწყებდა. ამიტომ, ველოდები, რომ ხვალ იქნება 6 ადამიანი საკონსტიტუციო სასამართლოში, ვინც ამას მხარს დაუჭერს, ასევე, ველოდები, აღმოჩნდება ადამიანი, რომელიც განსხვავებულ აზრს დაწერს. რაც შეეხება…

მეტი...

აშშ ისრაელიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას ზღვის საშუალებით განახორციელებს

შეერთებული შტატების მთავრობა ისრაელიდან კვიპროსში თავის მოქალაქეებს საზღვაო გზით გადაიყვანს. ევაკუაცია მხოლოდ აშშ-ის მოქალაქეებსა და მათ უახლოეს ოჯახის წევრებს შეეხება. ისრაელში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, გემი ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ჰაიფადან ორშაბათს გაემგზავრება.  

მეტი...

დღეს, 20:00 საათზე, პარლამენტთან მდუმარე აქცია გაიმართება

,,ბავშვი ცოლი არ არის” – დღეს, 15 ოქტომბერს, 20:00 საათზე, პარლამენტთან მდუმარე აქცია გაიმართება. ,,ჩვენ, მოქალაქეები და არასამთავრობო ორგანიზაციები, გამოვხატავთ სოლიდარობას არამხოლოდ გარდაცვლილი მოზარდის მიმართ, არამედ დახმარებასა და მხარდაჭერას ვთავაზობთ იმ ბავშვებსა თუ ქალებს, რომლებიც ახლაც, ამ წამსაც, განიცდიან ნებისმიერი სახის ძალადობას. მიუხედავად იმისა, რომ პედოფილია, ნაადრევი ქორწინება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და სექსუალური ძალადობა დანაშაულია, საზოგადოების გარკვეულ წრეებში ამაზე არ საუბრობენ, მსხვერპლები დუმილს ამჯობინებენ, კანონის აღსრულება კი სათანადოდ არ ხდება”, – წერენ ორგანიზატორები. შეგახსენებთ, რომ საგარეჯოს სოფელ ლამბალოში, 14 წლის აითაჯ შახმაროვა 6 ოქტომბერს მოკლეს. მოკლული არასრულწლოვანი წარმოშობით დმანისის სოფელ…

მეტი...

აშშ ხმელთაშუა ზღვაში კიდევ ერთ ავიამზიდს აგზავნის

აშშ ხმელთაშუა ზღვაში კიდევ ერთ ავიამზიდს აგზავნის, რადგან ისრაელი ღაზას სექტორში ოპერაციების გაფართოებისთვის ემზადება. „აშშ-ს ხომალდები არ აპირებენ შეუერთდნენ ღაზაში ბრძოლებს ან მონაწილეობა მიიღონ ისრაელის ოპერაციებში, მაგრამ საზღვაო ძალების ორი ყველაზე ძლიერი ხომალდის ადგილზე ყოფნა გზავნილია ირანისა და მისი მოკავშირე სხვა ძალებისთვის რეგიონში, როგორიცაა „ჰეზბოლა“ ლიბანში“, – წერს CNN.

მეტი...

ისრაელმა ალეპოს საერთაშორისო აეროპორტი დაბომბა

ისრაელმა ალეპოს საერთაშორისო აეროპორტი დაბომბა. ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად, დაზიანდა ასაფრენი ბილიკი და შეწყდა აეროპორტის მუშაობა. გაზეთი ალ-ვატანი იტყობინება, რომ აეროპორტის მუშაობა რამდენიმე საათის აღდგენილი იყო. მანამდე აეროპორტში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა. ინფორმაცია ალეპოს აეროპორტზე თავდასხმის შესახებ მას შემდეგ გავრცელდა, რაც ცოტა ხნით ადრე სირიიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები ისროლეს.

მეტი...

„ჰამასს“ მძევლები მიწისქვეშა გვირაბებში ჰყავთ დამწყვდეული

ღაზას სექტორში ,,გვირაბების დახვეწილი ქსელია”, სადაც ,,ჰამასს” 150-200 ადამიანი, სავარაუდოდ, მიწისქვეშა გვირაბებში ჰყავთ დამწყვდეული. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის მედია ავრცელებს. ,,სავარაუდოდ, მათ მძევლები სხვადასხვა ლოკაციაზე ჰყავთ გადანაწილებული. ნებისმიერი თანამედროვე სამხედროსთვის უაღრესად რთულია ასეთ მჭიდრო ურბანულ ზონაში ბრძოლა, მაგრამ ვიმეორებ, უნდა გვახსოვდეს, ჩვენ ვაპირებთ ვიბრძოლოთ სასტიკ მტერთან, რომელსაც უპრობლემოდ შეუძლია ყველაფრის გამოყენება – ცოცხალი ფარის სახით სამოქალაქო პირების და სამხედრო მიზნებისთვის, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის”,  – განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ჯონათან კონრიკუსმა.

მეტი...

პალესტინის წყლის ადმინისტრაცია საგანგაშო მონაცემებს ავრცელებს

გენერატორების განადგურების გამო ღაზაში წყლის მარაგი ძალიან მცირდება. პალესტინის წყლის ადმინისტრაციის ცნობით, კონფლიქტის დაწყებამდე ჭაბურღილებიდან ყოველდღიურად 262 000 კუბური მეტრი წყალი ამოჰყავდათ. ახლა ეს მაჩვენებელი 14000 კუბურ მეტრს შეადგენს და მეტი წყლის მიწოდებისთვის საწვავია აუცილებელი. დეფიციტი მთელ ღაზაშია და გადაუდებელი აუცილებლობაა დღეში 14 000 ლიტრი საწვავი, რაც დაახლოებით 130 000 კუბურ მეტრ წყალს მიაწვდის ქალაქს.  

მეტი...

45-ზე მეტი მცირეწლოვანი ბავშვი თავის ოჯახთან ერთად გამოემგზავრება თბილისში – ლაშა ჟვანია

ისრაელიდან თბილისის მიმართულებით დღეს კიდევ ერთი დამატებითი რეისი შესრულდება. საქართველოს ელჩი ისრაელში, ლაშა ჟვანია ამბობს, რომ ამ რეისზე 45-ზე მეტი მცირეწლოვანი ბავშვი თავის ოჯახთან ერთად გამოემგზავრება თბილისში. „დაშავებული, ან დაკარგული საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა დღემდე. ჩვენი მედიის მიერ ძალიან ხშირად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, რის გამოც პანიკა ვრცელდება ხოლმე. ვცდილობთ, რომ ეს არასწორი ინფორმაციები უარვყოთ და დავუზუსტოთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ისრაელში არიან. დაემატა დამატებითი კომერციული რეისი georgian airways-ს მიერ და ამ რეისზე ძირითადად საქართველოს მოქალაქეები იქნებიან. ჩვენ მოვახერხეთ და ძირითადად ისეთ მოქალაქეებს დავეხმარეთ, რომლებსაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ. 45-ზე მეტი…

მეტი...

პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. მმართველი პარტია ,,კანონი და სამართლიანობა” (PiS) ხელისუფლებაში მესამე ვადით მოსვლისთვის იბრძვის. მმართველი პარტიის მთავარი კონკურენტი ოპოზიციური კოალიციაა, რომელსაც პოლონეთის ყოფილი პრემიერი და ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი, მართავს. ხმის მიცემის უფლებით 18 წელზე უფროსი ასაკის 29 მილიონი პოლონელი სარგებლობს. მათ ქვედა პალატის, ანუ სეიმის 460 წევრი და სენატის 100 წევრი 4 წლის ვადით უნდა აირჩიონ. პოლონეთის მასშტაბით 31 000-ზე მეტი საარჩევნო უბანი დღეს, ადგილობრივი დროით 7:00 საათზე გაიხსნა და საღამოს 21:00 საათზე დაიხურება. საზღვარგარეთ კი 400-ზე მეტი საარჩევნო უბანი იმუშავებს.

მეტი...

რუსებმა ხარკოვის ოლქი დაბომბეს – არის მსხვერპლი

გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქის ქალაქი იზიუმი დაბომბეს. კერძო სახლზე განხორციელებული დარტყმის შედეგად, დაიღუპა 2 და დაშავდა 1 ადამიანი. ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, თავდასხმის შედეგად დაინგრა კერძო სახლი და გაჩნდა ხანძარი. არსებული ინფორმაციით, ოკუპანტებმა საჰაერო ბომბი გამოიყენეს.

მეტი...

გასულ ღამეს ღაზაში 100-ზე მეტ სამხედრო ობიექტზე იერიში მიიტანეს

გასულ ღამეს ღაზის სექტორში 100-ზე მეტ სამხედრო ობიექტზე იერიში მიიტანეს. ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, საჰაერო დარტყმების ქვეშ იყო ზაიტუნისა და ხან-იუნისის რაიონებიც. განადგურებულ სამიზნეებს შორისაა ,,ჰამასის” შტაბ-ბინები და სამხედრო შენაერთები, ათეულობით სარაკეტო გამშვები, ტანკსაწინააღმდეგო პუნქტები და სადამკვირვებლო პუნქტები. IDF-ის განცხადებით, ასევე განადგურდა ,,ისლამური ჯიჰადის” ორგანიზაციის სამხედრო შტაბიც.

მეტი...

,,ჰამასის” თავდასხმის შედეგად ისრაელში 29 ამერიკელი დაიღუპა, 15 უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა

,,ჰამასის” თავდასხმის შედეგად 29 ამერიკელი დაიღუპა. აშშ-ის მოქალაქეების გარდაცვალების გარემოებები და ვინაობა, უცნობია. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლი ავრცელებს. თუმცა, ცნობილია აშშ-ის 15 მოქალაქის ვინაობა, რომლებიც უგზო-უკვლოდ არიან დაკარგულები. ,,აშშ-ის მთავრობა 24 საათის განმავლობაში მუშაობს, რათა დადგინდეს მათი ადგილსამყოფელი და მუშაობს ისრაელის მთავრობასთან მძევლების კრიზისის ყველა ასპექტზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

ღვინის დღეები გურჯაანში

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივითა და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოში „ღვინის დღეები“ მეორე წელია ტარდება. წელს 7-იდან 15 ოქტომბრის ჩათვლით „ღვინის დღეები“ 23 მუნიციპალიტეტში იმართება. გურჯაანში ღვინის ფესტივალს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე დაესწრო, სადაც ფესტივალის მონაწილეებს შეხვდა და მათ პროდუქტებს გაეცნო. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ფესტივალს ღვინის თემატიკაზე მომუშავე უცხოელი ჟურნალისტები ესტუმრნენ, Forbes-ის, Vinorandum-ის, Vince Magazine-ისა და სხვა გამოცემების წარმომადგენლები ღვინის ფესტივალთან ერთად საქართველოს ტურისტულ პოტენციალს აშუქებენ. „ღვინის დღეები და მსგავსი ფესტივალები ხელს უწყობს როგორც საერთაშორისო ასევე ადგილობრივი ტურიზმის განვითარებას. ჩვენ აქ ვხედავთ მოგზაურებს როგორც სხვადასხვა…

მეტი...

კიბოს პრევენციისთვის, სახელმწიფო პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას უფასოდ ახორციელებს – თამარ გაბუნია

„საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევების უდიდესი ნაწილი პაპილომავირუსს უკავშირდება, ეს არის ერთადერთი კიბო, რომლის თავიდან აცილება და საერთოდ ელიმინაცია შესაძლებელია ვაქცინაციის გზით. პაპილომავირუსია ბევრი სხვა სახეობის კიბოს გამომწვევიც, მათ შორის მამაკაცებში, შესაბამისად თანაბრად მნიშვნელოვანია ორივე ჯგუფის აცრა“, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა. როგორც მან განმარტა, კიბოს პრევენციისთვის, სახელმწიფო პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას უფასოდ ახორციელებს, ამასთან, მიმდინარე წელს, ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ასაკობრივი ჯგუფი გაიზარდა. „აცრის ასაკობრივი ჯგუფი გაიზარდა და ახალი რეგულაციების მიხედვით, უფასოდ ვაქცინაციის ჩატარება შეუძლიათ გოგონებსა და ქალებს 10-დან -45 წლის ჩათვლით, ხოლო ბიჭებსა და მამაკაცებს 10-დან…

მეტი...

,,ახლა არის იდეალური პერიოდი იმისთვის, რომ გრიპზე ავიცრათ” – თამარ გაბუნია

„შემოდგომა ვირუსების ცირკულაციის პერიოდია. წელს უკვე ცირკულირებს რინოვირუსი, ენტეროვირუსი. შედარებით მცირეა – დაახლოებით 7-8% კორონავირუსი. მსგავსი სურათი გვქონდა გასულ წელსაც, არაფერი უჩვეულო და განსაკუთრებული წლევანდელ სეზონზე არ არის. რაც შეეხება გრიპს, ჯერ-ჯერობით გრიპის ვირუსი არ ცირკულირებს, მხოლოდ თითოეული შემთხვევა დაფიქსირდა. ახლა, მიმდინარე კვირაში გრიპის ვირუსი საერთოდ არ დაფიქსირებულა. ასევე არ აღინიშნება ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნებში, რასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო ადასტურებს. აღნიშნული, ჩვენთვის იმის შესაძლებლობაა, რომ ახლა დაწყებული ვაქცინაცია, თვის ბოლომდე შექმნის ძალიან კარგ მოსამზადებელ პერიოდს“, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა. თამარ გაბუნიას თქმით, სახელმწიფომ…

მეტი...